პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე:
„ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე:
„ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“
1. ელ.რესურსი: კომიქსები “Toondoo.com”-ში
რეფლექსია
დასახელებაკომიქსები“Toondoo.com”-ში
პედაგოგო: თინათინ ხუციშვილი
კლასი: მე-5
მიზანი: 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი დაუსაფრთხო გამოყენება
2. მოსწავლემუნდა შეძლოს ეთიკური დაუსაფრთხოების ნორმების დაცვა
და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ისგამოყენების
სფეროებიდა აცნობიერებს მის უპირატესობებს.
3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას
სამიზნე ჯგუფი: მე-5 კლასი;
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ის ტექნ.V.1. მოსწავლესშეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკურიდა უსაფრთხოების ნორმების დაცვა და
პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ისგამოყენების
სფეროებიდა აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
აღწერილობა: დამზადებულია ელექტრონულად, Toondoo.com -ისპროგრამაში.
2. შედეგი: ელექტრონული რესურსის გამოყენებით მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ
და დაიმახსოვრებენ განსახილველ ინფორმაციას, თემას. აღნიშნული
რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება ინტერესის გაღვივებაში, ვიზუალურად
ინფორმაციის უკეთ აღქმაში და დამახსოვრებაში.
რესურსის რეფლექსია
კომიქსის ძირითადი მიზანი ნებისმიერი თემის , ინფორმაციის გააზრება და
ვიზუალურად მისი გადმოცემაა სხვადასხვა სტრატეგიებით: ნახატებით,
პლაკატებით და სხვა.
რესურსის პრეზენტაცია პროგრამა Toondoo.com -ში მოსწავლეებს ეხმარება
მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, იზრდება
ასევე მათი ჩართულობა. სასწავლო პროცესი ხდება სახალისო, საინტერესო, რაც
საბოლოოდ ზრდის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მახასიათებელს.
მე-5კლასში მოსწავლეები იწყებენ ხატვის პროგრამის შესწავლას.ეს პროგრამა მათ
ძალიან მოსწონთ უფრო იმ მოსწავლეებს, ვისაც ხატვა ეხერხება , მაგრამ არიან
ისეთებიც, რომლებიც ვერ ხატავენ კარგად და ამის გამო ითრგუნებიან. ამ საკითხის
გადაჭრის მიზნით გადავწყვიტე , რომ მათთვის მესწავლებინა პროგრამა
Toondoo.com რათა თავისი ნააზრევი,ემოცია, განწყობა, სურვილი ამ პროგრამაში
შექმნილი კომიქსებით გამოეხატათ. პირველ რიგში ვანახე ჩემ მიერ შქმნილი
სასწავლო კომიქსი იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიწყო პროგრამაში შესვლა-
რეგისტრაცია. მოსწავლეებს ეს არ გასჭირვებიათ. ვანახე საახალწლო კომიქსი ,რომელიც
ძალიან მოეწონათ და თვითონაც დაიწყეს მისალოცი კომიქსების გაკეთება.
წარმატებით ვიყენებ კომიქსებს სხვადასხვა თემის განხილვის ან სწავლის პროცესში
მაგალითად რედაქტირების ოპერაციები cut,copy,paste- კომიქსებით წარმოვადგინე,რამაც
ბავშვები გაახალისა და მეტი ინტერესი გაუჩინა. ვთვლი , რომ ეს არის მიმართულება -
რესურსის შექმნა, სადაც მოსწავლე :
გაიაზრებს ციფრული მასალის სტრუქტურას;
იყენებს ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტებისა და პროცესების გამოსახვისას
ციფრული მასალის გამოყენებით;
ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის
მიღების მიზნით; იყენებს უკუკავშირის შედეგს პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით.
ვთვლი, რომ ყოველივე ეს კი საბოლოო შედეგამდე მისვლაში დაგვეხმარება.
გავითვალისწინე სასწავლო რესურსის გამოყენების შესაბამისობა სასწავლო
მიზნებთან, შესაბამისობა სამიზნე ჯგუფის თავისებურებებთან, მათი ასაკობრივი
ჯგუფი და შესაძლებლობები. ვთვლი, რომ ასეთი ელექტრონული რესურსი უფრო
საინტერესო და სახალისო იქნება მოსწავლეთათვის. მასალის ახსნისას ბავშვებს
3. გავაცანი ელექტრონული რესურსის გამოყენების მიზანი და ის, რომ ეს რესურსი
შევქმენი პროგრამა Toondoo.com -ში . გარდა ამისა ავუხსენი, რომ რესურსის შექმნას
ამ პროგრამაში, ცოდნა სჭრდება.
რესურსის გამოყენებამ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო, საინტერესო
და მრავალფეროვანი გახადა. გამოიწვია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა
პროცესში
რესურსი მრავალჯერადია. რესურსის ხშირი გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს
სხვადასხვა უნარს. უმუშავებს გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარ-ჩევევბს
ასევე ხელს უწყობს სხვა მრავალმხრივი უნარების განვითარებას, რაც რესურსის
დადებითი მხარეა. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ მან უნდა მიზნობრივად
შეძლოს ტექნოლოგიების გამოყენება არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ
ყოფაცხოვრებაშიც.
აღნიშნულ რესურსს ბევრი დადებითი მხარე აქვს: მისმა გამოყენებამ გაახალისა
სასწავლო პროცესი , გაზარდა სწავლის მოტივაცია, სწავლის ხარისხი.
უარყოფითი მხარეები ფაქტობრივად არ გააჩნია ერთადერთი შემთხვევაა, როცა არ
არის დენის წყარო, ან არ არის ინტერნეტი.
ჩვენი სკოლისის ისტ-ის კაბინეტში კომპიუტერი და პროექტორი ყველა ბავშვისთვის
ხელმისაწვდომია, ჩვენი ყველა გაკვეთილი კაბინეტში ტარდება.
ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია არა მარტო მე-5კლასში, არამედ სხვა
კლასებშიც,
რესურსის გამოყენება მოსწავლეებს შეუძლიათ სახლის პირობებშიც ცოდნის
განმტკიცების მიზნით. რესურსი მრავალჯერადია, ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფის
ჩართულობას და სხვადასხვა უნარების განვითარებას.
რესურსის გამოყენებამ ჩემს პრაქტიკაში დამანახა,რომ იგი იძლევა სასიკეთო
შედეგებს. გაკვეთილი ხალისიანი და უფრო საინტერესო ხდება . ბავშვებს უჩნდებათ
შეჯიბრებითობის გრძნობა, იზრდება მოტივაცია, რაც ზრდის მათ მონდომებას
ცოდნის გაზრდის თვალსაზრისით, ამიტომ ვცდილობ, რომ შევქმნა ელ.რესურსები
თემასთან შესაბამისად სხვადასხვა პროგრამაში.
ამ ელექტრონული რესურსრბის გამოყენება მეტად მარტივია: ნებისმიერ ბრაუზერში
სამისამართო ზოლში ჩაწერეთ Toondoo.com - შემდეგ ძებნაში კომიქსის სახელი
მაგალითად,”tondos swavla” , ”davregistrirdi!!!”, “redaqtireba” , „tovlis babu” და სხვა. თუ
კომიქსი გამოქვეყნებულია აუცილებლად გაიხსნება. შესაძლებელია კომიქსის
დაბეჭვდა, მისი შენახვა და გადაგზავნაც, რაც მოსწავლეებს მეტ ინტერესს უჩენს