ერთმა კაცმა დიდძალიოქრო მიწაში ჩაფლა.
ყოველდღე მიდიოდა და იმ ადგილს ნახულობდა.
3.
შეამჩნია სხვა კაცმადა თქვა: უნდა მივიდე,
გავთხარო ადგილი, რომელსაც ის კაცი ხშირად
ნახულობს, და ვნახო, იქ რა ძევსო. მივიდა ღამით,
ამოთხარა ოქრო, წაიღო და მის წილ ლოდი ჩამარხა.
4.
მოუნდა კაცს ნახვათავისი ოქროსი. მოთხარა, ნახა-
ოქროს ნაცვლად ლოდი იყო. დაიწყო ტირილი და
ვაება.
5.
მივიდა კაცი იგიმომპარავი და ჰკითხა:
-რადა სტირიო?
მან შესჩივლა:
-ოქრო დავმალე, დახარჯვა არა მენება, მოუპარავთ და მის
წილ ლოდი ჩაუფლავთო.
მაშინ კაცმა უთხრა:
-ვაი შენ! რად სტირი? მაგ მიწაში თუნდაც ოქრო იდოს,
თუნდაც ქვა, თუკი არ დახარჯავდიო!