2. ნერვული სისტემა
ნერვული სისტემა ადამიანის ორგანიზმში შეგრძნებათა აღქმას,აზროვნებასა
და ყველა სახის ნებითი თუ უნებლიე მოძრაობის განხორციელებას
განაპირობებს.ის შედგება თავის ტვინის,ზურგის ტვინისა და ნერვებისგან.ეს
სისტემური ფუნქციები ძირითადად სპეციფიკური უჯრედების-ნეირონების
ურთიერთკავშირის მეშვეობით ხორციელდება.
5. ინფორმაციის გადაცემა ნეირონებით
ნერვული სიგნალები სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში
ნერვული იმპულსების მეშვეობით გადაიცემა.ნერვული სიგნალების
აღქმას ნეირომედიატორი უწყობს ხელს.
6. ნერვები
ნერვები ნერვული ბოჭკოებისგან შექმნილი გრძელი ძაფებია.ისინი
მგრძნობელობით და მოტორულ სიგნალებს ცენტრალურ ნერვულ
სისტემასა და ორგანიზმის სხვა ნაწილებს შორის ატარებენ.
7. თავის ტვინი
თავის ტვინი(ენცეფალონი) არის ცნს(ცენტრალური ნერვული სისტემის)ნაწილი,რომელიც თავის ქალაში
მდებარეობს.ის შედგება დიდი ტვინის,ნათხემის,ტვინის ღეროსა და შუამდებარე ტვინისაგან,რომელშიც
შედის თალამუსი და ჰიპოთალამუსი.
9. ნათხემი
ნათხემი არის თავის ტვინის ის ნაწილი,რომელიც დიდი
ტვინის ქვეშ,ტვინის ღეროს უკან,მდებარეობს.
ნათხემი MRI
10. ტვინის ღერო
ტვინის ღერო ზურგის ტვინსა და ნათხემს შორის მდებარეობს.
იგი მოგრძო ტვინის,ვაროლის ხიდისა და შუა ტვინისაგან
შედგება.
11. დიდი ტვინი
შუბლის წილი-პასუხისმგებელია აზროვნებაზე,დაგეგმვაზე,ნებით
მოძრაობებზე,ემოციების მოდულაციასა და სიტყვიერ გამოხატვაზე.
თხემის წილი-მონაწილეობს გემოს,შეხების,ტკივილისა და სალაპარაკო ენის
აღქმაში.
კეფის წილი-მონაწილეობს ვიზუალური ინფორმაციის გარდაქმნაში.
საფეთქლის წილი-პასუხისმგებელია სმენის,მეხსიერებისა და ქცევის კონტროლზე.
12. თავის ტვინის 12 კრანიალური ნერვი
თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი:
საყნოსავი - მგრძნობიარე (ცენტრი- ყნოსვის სამკუთხედში, ჰემისფეროებში);
მხედველობის - მგრძნობიარე (შუამდებარე ტვინიდან და კეფის წილიდან);
თვალის მამოძრავებელი - მამოძრავებელი (შუა ტვინიდან);
ჭაღისებრი - მამოძრავებელი (შუა ტვინიდან);
სამწვერა - შერეული (ტუჩები, პირი, კბილები) (მოგრძო და შუა ტვინიდან, ხიდიდან);
განმზიდველი - მამოძრავებელი (მოგრძო ტვინიდან);
სახის - მგრძნობიარე (ხიდი, მოგრძო ტვინიდან);
კარიბჭე-ლოკოკინის - მგრძნობიარე (მოგრძო ტვინიდან);
ენა-ხახის - შერეული (მოგრძო ტვინიდან);
ცთომილი - შერეული (მოგრძო ტვინიდან) (ყველაზე დიდი);
დამატებითი - მამოძრავებელი (მოგრძო ტვინიდან და ზურგის ტვინიდან);
ენისქვეშა - მამოძრავებელი (მოგრძო ტვინიდან).
13. თავის ტვინის ფრონტალური ჭრილი
რუხი ნივთიერება
თეთრი
ნივთიერება
გვერდითი
პარკუჭები
ჰიპოფიზი
თალამუსი
ჰიპოთალამუსი
ტვინის
ქერქი
14. თავის ტვინის ჰემატომის ტიპები
თავის ქალა
ეპიდურალური
ჰემატომა
სუბდურალური
ჰემატომა
ინტრაკრანიალური
ჰემატომა
თავის ტვინის
მაგარი გარსი
15. ზურგის ტვინი
ზურგის ტვინს ქმნის ხერხემლის არხში,სპინალურ სვეტებში,
მოთავსებული ნერვული ქსოვილის წარმონაქმნი,რომლის სიგრძე
40 სმ-ს აღემატება.ის მოგრძო ტვინიდან მიემართება წელის L2
მალამდე.
17. თავის ტვინის ჯანმრთელობა
მოერიდეთ მავნე ელემენტებს(ალკოჰოლი,თამბაქო,ნარკოტიკი)
მიირთვით ჯანსაღი და სუფთა საკვები
მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი
დაკავდით ფიზიკური აქტივობით
გამოიძინეთ
ხშირად ავარჯიშეთ ტვინი მათემატიკური სავარჯიშოებით
ან ისეთი გონებრივი სავარჯიშოებით, როგორებიცაა
მაგ:ჭადრაკი,ფაზლები და სხვ.
ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ნერვული სისტემის
დიაგნოსტიკური კვლევები.
19. გამოყენებული ლიტერატურა:
1.,,უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია”გამომცემლობა
პალიტრა L,2015.ავტორი:ერიკ ფილიპი.
2.,,ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი”გამომცემლობა
,,პალიტრა L”,ავტორი:ბევერლი მაკმილანი.
3.,,კლინიკური ნეირორადიოლოგია”გამომცემლობა,,თბილისი 2013”
ავტორი:ფ.თოდუა,დ.მიმინოშვილი.2013 წლის გამოცემა.
4. ,,ექსტრაკრანიული სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური
დიაგნოსტიკა“ გამომცემლობა,,თბილისი 2014“ავტორები:ფ.თოდუა,დ.გაჩეჩილაძე.
5.www.radiopaedia.org /Radiology Cases
6.www.MDstudy.blogspot.org
7.www.biologyabitur.org
ფოტომასალა:
www.images.google.ge
www.radiopaedia.org
Editor's Notes
ეპიდურალური ჰემატომა ჰემატომის ტიპი,რომელიც ქალასა და ტვინს შორის ფორმირდება.
სუბდურალური ჰემატომა ჰემატომის ტიპი,რომელიც თავის ტვინის ქერქსა და ტვინის მაგარი გარსის შუაში ფორმირდება.
ინტრაკრანიალური ჰემატომა ჰემატომა,რომელიც უშუალოდ თავის ტვინში წარმოიქმნება.