SlideShare a Scribd company logo
1 of 4
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია
1.სწავლების
საფეხური/
კლასი
I საფეხური (დაწყებითი);
IV2
კლასი
2.მოსწავლეთა
რაოდენობა კლასში31
3.
ინტეგრირებული
საგნები და
პედაგოგები
საგანი პედაგოგი
ქართული ენა
ინგლისური ენა
ასმათ ჯიჯავაძე
ინგა შარაძე
4.სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე
მოსწავლეთა
რაოდენობა და
პროფილი
კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
5.გაკვეთილის
თემა
როცა ატყუებენ და ტყუვდებიან /ასტრიდ ლინდგრენის
„ბიულერბიუელი ბავშვების“ მიხედვით/; 1 აპრილი-სიცილისა და
ტყუილის საერთაშორისო დღე; სად როგორ აღნიშნავენ ტყუილის
დღეს: უცხოური ტრადიციები;
ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, ანტონიმები, სინონიმები.
6.გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
მოსწავლეებში კითხვის, ზეპირმეტყველებისა და ურთიერთობის
უნარ-ჩვევების განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება და
გამოყენება; საკუთარი და უცხო ქვეყნების ტრადიციებში გარკვევა და
შედარებების გაკეთება; პრეზენტაციის, წერითი და ზეპირი
მეტყველების უნარების დახვეწა; მარტივ ინტერაქციებში მოსწავლეთა
ჩართვა
7.სტანდარტთან
შესაბამისობა
მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
მხატვრული ნაწარმოების მიმართ (ქართ. IV. 2.) აფასებს გმირის
საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას; უკავშირებს
პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და
იხსენებს მსგავს სიტუაციებს; მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში; გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ; ავლენს
ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს (ქართ. IV. 8.)
განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
ავლენს თვითგამოხატვის სურვილს. (ქართ. IV. 12.) უცხ.დ.III.11.
მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა;
უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს
ერთმანეთთან შედარება; უცხ. დ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი
ინსტრუქციების გაგება; უცხ. დ. III.7. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და
სტრატეგიები.
8.ინტეგრირებული
თემები/საგნები და
უნარ-ჩვევები:
დღესასწაულებისა და ტრადიციების თემა; პრეზენტაციისა და
ზეპირმეტყველებითი ურთიერთობის უნარ-ჩვევები; გრამატიკული
მასალა: ზმნიზედების, ზედსართავი სახელების, ანტონიმებისა და
სინონიმების გამოყენება.
9. მიზნის მისაღწევი
სტრატეგიები:
შედარება, მეტაფორები, ანალოგიები, ინდივიდუალური დავალება,
აქტიური მოსმენა, კოგნიტური სქემები, თანატოლთა შეფასება,
თვითშეფასება, პრეზენტაცია, სიმულაცია, ვიდეორგოლი, დაფასთან
წყვილებში მუშაობა, ტექსტზე მუშაობა, თამაში,საშინაო დავალება,
ჯგუფური მუშაობა.
10. წინარე ცოდნა აქვთ: ზოგადი ცოდნა დღესასწაულებისა და ტრადიციების შესახებ,
გარკვეული ლექსიკური მარაგი, ფლობენ პრეზენტაციის უნარებს;
იციან ზმნიზედისა და ზედსართავი სახელის რაობა და ამოცნობა,
არჩევენ სინონიმებსა და ანტონიმებს.
11.გაკვეთილის
სცენარი
(მსვლელობა)
მოტივაცია /2 წთ/-თემატიკასთან დაახლოებული შინაარსის
ტყუილი: დღეს ტარდება ქართულისა და ინგლისური ენების ბოლო
გაკვეთლი! ეს ტყუილი ბავშვებში იწვევს გაკვირვებას და იწყებენ
მცდელობას გამოააშკარაონ იგი; სახალისო განწყობის შეტანის შემდეგ
გადავდივარ გონრბრივ იერიშზე /3 წთ/-რომელი დღესასწაულები
ვიცით? რა ვიცით პირველი აპრილის შესახებ? როგორ აღინიშნება
იგი საქართველოში? სხვა ქვეყნებში? - კომენტარებით ვაფასებთ
მოსწავლეთა წინარე ცოდნას. პრეზენტაცია /3 წთ/- სლაიდშოუ
April Fool’s day-როგორ აღინიშნება ეს დღე უცხოეთში;
დიაგრამაზე მუშაობა /4 წთ/ - ბავშვები დაფაზე აღნიშნავენ
ტყუილის დღის უცხოური და ქართული ვარიანტების მსგავსება-
განსხვავებებს.-შეფასებას ვაკეთებთ კომენტარის სახით;;
ტექსტზე მუშაობა /10 წთ/ -მოსწავლეები კითხულობენ და
თანდათან პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს. - აქტივობაში
ჩართულ მოსწავლეებს ვაფასებ ინდივიდუალურად; თამაში /5
წთ/- მოხალისე 3 წინადადებით ინგლისურ ენაზე ახასიათებს
საკუთარ თავს ტყუილ-მართალით, ხოლო დანარჩენები
ამოიცნობენ, რომელი ტყუილია და რომელი-მართალი.-
ინგლისური ენის პედაგოგი კომენტარებით აფასებს ბავშვების
აქტივობაში ჩართულობას; გაკვეთილი გრძელდება დაფაზე
წყვილებში მუშაობით /3 წთ/ -ინგლისურ-ქართულად ჩამოწერილ
ხუმრობებს საპირისპიროდ თარგმნილ წინადადებებს მიუწერენ
(გათვლა სისწორეზე და სისწრაფეზე).-წვილებს ვაფასებთ
ქულებით, რომლებიც ორად გაიყოფა წყვილის თითოეულ
წევრზე; ინდივიდუალური დავალება /3 წთ/ -დაფაზე დაწერილი
ქართულ ზმნიზედებსა და ზედსართავ სახელებს მოსწავლეებმა
2 წთ-ში უნდა მიუწერონ სინონიმები და ანტონიმები, მერე კი
თარგმნონ და მათი გამოყენებით შეადგინონ მარტივი
ინგლისური წინადადება; ყველაზე სწრაფი კითხულობს თავის
წინადადებას ხმამაღლა.-გამარჯვებულს ვაფასებთ შესაბამისი
ქულით; გაკვეთილი გრძელდება ჯგუფური მუშაობით /7 წთ/ -
კლასი იყოფა 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა 1 ქართული
და 1 ინგლისური ხუმრობა არეული წინადადების სახით.
ჯგუფებმა სწრაფად უნდა დაალაგონ სიტყვები და აწყობილი
წინადადებები წაიკითხონ ხმამაღლა.-ჯგუფებს ვაფასებთ
კომენტარებით. ბოლო 5 წთ-ის განმავლობაში ვაკეთებთ
გაკვეთილის შეჯამებასა და საშ. დავალების ანალიზს: ასტრიდ
ლინდრგენის „ბიულერბიულელი ბავშვები“-თხრობით;
ზმნიზედებისა და ნაცვალსახელების გამოყენებით
წინადადებების შედგენა ტყუილის თემატიკით და ჩაწერა
(ინგლისურად და ქართულად); საპირველაპრილო ხუმრობების
მოძიება და ჩაწერა.
12. მოსწავლეთა
შეფასება
ინდივიდუალურ-ჯგუფური, ქულებითა და კომენტარებით
13.საკლასო
მენეჯმენტი
/ტექნიკა,
ინსტრუმენტები,
პროგრამები და
სხვ./
კომპიუტერი,პროექტორი, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი
ტექსტები, სახელმძღვანელოები, რვეულები, საწერ-კალმები,
დაფა, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი;
პროგრამები:
http://busyteacher.org/classroom_activities-
vocabulary/holidays_and_celebrations/april_fools-worksheets/;
Power Point; Google.ge
14. რეფლექსია
და თვითშეფასება
გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და სახალისო, რაც მისი
სწორად დაგეგმვის შედეგი იყო.
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში ვიხელმძღვანელეთ
ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებითი საფეხურის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტითა და ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით. ამან საშუალება მოგვცა სწორად გაგვეთვალა
ქართული ენის ინგლისურ ენასთან საგაკვეთილო ინტეგრირების
საკითხები. აქტივობები მორგებული იყო როგორც მთელ
კლასზე, ისე თითოეულ მოსწავლეზე, ხოლო ინსტრუქციები,
ბავშვების მიერ უკეთესად გაგების მიზნით , ჩამოყალიბებული
იყო მარტივი და გასაგები ენით /მ.16.ბ.თ./; თამაშებმა და
აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ყურადღების
კონცენტრირებას, წაკითხულის გააზრება-გაგებას, წარმოსახვასა
და მათ მიერ საკუთარი აზრის გამოხატვას.../მ.16.ა.ა./;
გამოყენებულმა სასწავლო აქტივობებმა მოსწავლეებს
განუვითარა სოციალურ-კომუნიკაციური, თვითშეფასების,
ურთიერთობისა და ურთიერთშეფასების უნარები /მ.16.ა.ბ./.
როგორც სტანდარტი ითვალისწინებს, გაკვეთილისთვის
ჩვეულებრივ, წინასწარ მქონდა შეგროვებული ინფორმაცია,
ტექსტი ორგანიზებულად დამუშავებული და დამახსოვრებული,
მომზადებული მქონდა შესაბამისი ჩანაწერები და თვალსაჩინო
მასალა /მ. 14. 1.ე./.
გაკვეთილზე ყურადღებას ვამახვილებდი მოსწავლეთა ძლიერ
და სუსტ მხარეებზე, აქტიურად ვუსმენდი მოსწავლეებს და
ვსვამდი გამართულ დამაზუსტებელ კითხვებს.
გამოყენებულმა დამხმარე მასალებმა საშუალება მომცეს
უკეთესად და თვალსაჩინოდ გადამეცა მოსწავლეებისთვის
მასალა
მოსწავლეთა პოზიტიური თვისებების განვითარებისა და
წარმატების შეგრძნების გაღვივების მიზნით, განმსაზღვრელ და
განმავითარებელ შეფასებებში ჩართული გვქონდა ერთგვარი
წამახალისებელი შეფასებებიც /მ.16.გ.ა. გ.ე./
გაკვეთილის ბოლოს გავაკეთეთ ანალიზი: კოლეგებისგან იყო
საკმაოდ დადებითი და პოზიტიური შეფასებები. მითითებული
მცირედი ხარვეზები გულდასმით ჩავინიშნე, შემდგომ
გავაანალიზე და სამომავლოდ გავითვალისწინე.
საერთო ჯამში, ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილით
კმაყოფილი ვარ. ამ გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა
ორი საგნის ინტეგრირებულ აქტივობებში შედეგიანად
ჩართულიყვნენ. ამან მათი დაინტერესება და გააქტიურება
გამოიწვია, მე კი შემმატა გამოცდილება და განმიმტკიცა
თვითდაჯერება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პედაგოგის
წარმატებული საქმიანობისთვის.
ინტეგრირებული გაკვეთილი გადაღებულია ვიდეორგოლის
სახით და რამოდენიმე ნაწილად განთავსებულია YouTube-ზე
ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
https://www.youtube.com/watch?v=4OzhNXN8yQ4
https://www.youtube.com/watch?v=4OzhNXN8yQ4

More Related Content

What's hot

შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიშემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიninochi68
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიN2 public school
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაMaia Siradze
 
სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიებიshorenagavasheli
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიაmaisuradzenatia
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმაnunukailuridze60
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 
სადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამასადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამაmananasvanadze
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყაროstsotniashvili
 
ნაგავი ჩვენს გარშემო
ნაგავი ჩვენს გარშემონაგავი ჩვენს გარშემო
ნაგავი ჩვენს გარშემოLela Goginashvili
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
პროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაპროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაJimsheleishvili Laura
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 

What's hot (20)

მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიშემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
 
სწავლების სტრატეგიები
სწავლების   სტრატეგიებისწავლების   სტრატეგიები
სწავლების სტრატეგიები
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
სადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამასადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამა
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
 
ნაგავი ჩვენს გარშემო
ნაგავი ჩვენს გარშემონაგავი ჩვენს გარშემო
ნაგავი ჩვენს გარშემო
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
პროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრულიპროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრული
 
პროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკაპროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის შეფასების რუბრიკა
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ჯიგსოუ
ჯიგსოუჯიგსოუ
ჯიგსოუ
 

Similar to ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში

ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიMaia Siradze
 
ნატალი
ნატალინატალი
ნატალიnatalinatato
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიbelaavaliani74
 
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაMakvala Mamuladze
 
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილისანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილისMaia Siradze
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...Maia Siradze
 
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-ში
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-შიჰელოვინი დღესასწაული აშშ-ში
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-შიNineli Terterashvili
 
ფილმების ჩვენება
ფილმების ჩვენებაფილმების ჩვენება
ფილმების ჩვენებაMaia Siradze
 
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხველექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვMaia Siradze
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...Maia Siradze
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2Khatuna Bedenashvili
 

Similar to ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში (20)

ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
 
ნატალი
ნატალინატალი
ნატალი
 
Gegma Taj Mahalisa
Gegma Taj MahalisaGegma Taj Mahalisa
Gegma Taj Mahalisa
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილისანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
 
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-ში
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-შიჰელოვინი დღესასწაული აშშ-ში
ჰელოვინი დღესასწაული აშშ-ში
 
ფილმების ჩვენება
ფილმების ჩვენებაფილმების ჩვენება
ფილმების ჩვენება
 
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხველექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
 
Proeqtis gegma
Proeqtis gegmaProeqtis gegma
Proeqtis gegma
 
Proeqtis gegma
Proeqtis gegmaProeqtis gegma
Proeqtis gegma
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
 
ანგარიში 12 კლ
ანგარიში 12 კლანგარიში 12 კლ
ანგარიში 12 კლ
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2
 
Thematic plans
Thematic plans Thematic plans
Thematic plans
 

More from Asmat Diasamidze

მშობლიურო ჩემო მიწავ
მშობლიურო ჩემო მიწავმშობლიურო ჩემო მიწავ
მშობლიურო ჩემო მიწავAsmat Diasamidze
 
დისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებადისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებაAsmat Diasamidze
 
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებიჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
დისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებადისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებაAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 

More from Asmat Diasamidze (17)

მშობლიურო ჩემო მიწავ
მშობლიურო ჩემო მიწავმშობლიურო ჩემო მიწავ
მშობლიურო ჩემო მიწავ
 
Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)
 
Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)
 
დისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებადისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასება
 
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებიჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
ჩემი პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
 
Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)Portfolio rubric(1)
Portfolio rubric(1)
 
21st century skills
21st century skills21st century skills
21st century skills
 
Portfolio checklist
Portfolio checklistPortfolio checklist
Portfolio checklist
 
დისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასებადისკუსიის შეფასება
დისკუსიის შეფასება
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)
 

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში

  • 1. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია 1.სწავლების საფეხური/ კლასი I საფეხური (დაწყებითი); IV2 კლასი 2.მოსწავლეთა რაოდენობა კლასში31 3. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები საგანი პედაგოგი ქართული ენა ინგლისური ენა ასმათ ჯიჯავაძე ინგა შარაძე 4.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი კლასში სსსმ მოსწავლე არ არის 5.გაკვეთილის თემა როცა ატყუებენ და ტყუვდებიან /ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიუელი ბავშვების“ მიხედვით/; 1 აპრილი-სიცილისა და ტყუილის საერთაშორისო დღე; სად როგორ აღნიშნავენ ტყუილის დღეს: უცხოური ტრადიციები; ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, ანტონიმები, სინონიმები. 6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები მოსწავლეებში კითხვის, ზეპირმეტყველებისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გამოყენება; საკუთარი და უცხო ქვეყნების ტრადიციებში გარკვევა და შედარებების გაკეთება; პრეზენტაციის, წერითი და ზეპირი მეტყველების უნარების დახვეწა; მარტივ ინტერაქციებში მოსწავლეთა ჩართვა 7.სტანდარტთან შესაბამისობა მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ (ქართ. IV. 2.) აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას; უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს; მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს (ქართ. IV. 8.) განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
  • 2. ავლენს თვითგამოხატვის სურვილს. (ქართ. IV. 12.) უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა; უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება; უცხ. დ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება; უცხ. დ. III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები. 8.ინტეგრირებული თემები/საგნები და უნარ-ჩვევები: დღესასწაულებისა და ტრადიციების თემა; პრეზენტაციისა და ზეპირმეტყველებითი ურთიერთობის უნარ-ჩვევები; გრამატიკული მასალა: ზმნიზედების, ზედსართავი სახელების, ანტონიმებისა და სინონიმების გამოყენება. 9. მიზნის მისაღწევი სტრატეგიები: შედარება, მეტაფორები, ანალოგიები, ინდივიდუალური დავალება, აქტიური მოსმენა, კოგნიტური სქემები, თანატოლთა შეფასება, თვითშეფასება, პრეზენტაცია, სიმულაცია, ვიდეორგოლი, დაფასთან წყვილებში მუშაობა, ტექსტზე მუშაობა, თამაში,საშინაო დავალება, ჯგუფური მუშაობა. 10. წინარე ცოდნა აქვთ: ზოგადი ცოდნა დღესასწაულებისა და ტრადიციების შესახებ, გარკვეული ლექსიკური მარაგი, ფლობენ პრეზენტაციის უნარებს; იციან ზმნიზედისა და ზედსართავი სახელის რაობა და ამოცნობა, არჩევენ სინონიმებსა და ანტონიმებს. 11.გაკვეთილის სცენარი (მსვლელობა) მოტივაცია /2 წთ/-თემატიკასთან დაახლოებული შინაარსის ტყუილი: დღეს ტარდება ქართულისა და ინგლისური ენების ბოლო გაკვეთლი! ეს ტყუილი ბავშვებში იწვევს გაკვირვებას და იწყებენ მცდელობას გამოააშკარაონ იგი; სახალისო განწყობის შეტანის შემდეგ გადავდივარ გონრბრივ იერიშზე /3 წთ/-რომელი დღესასწაულები ვიცით? რა ვიცით პირველი აპრილის შესახებ? როგორ აღინიშნება იგი საქართველოში? სხვა ქვეყნებში? - კომენტარებით ვაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. პრეზენტაცია /3 წთ/- სლაიდშოუ April Fool’s day-როგორ აღინიშნება ეს დღე უცხოეთში; დიაგრამაზე მუშაობა /4 წთ/ - ბავშვები დაფაზე აღნიშნავენ ტყუილის დღის უცხოური და ქართული ვარიანტების მსგავსება- განსხვავებებს.-შეფასებას ვაკეთებთ კომენტარის სახით;; ტექსტზე მუშაობა /10 წთ/ -მოსწავლეები კითხულობენ და თანდათან პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს. - აქტივობაში ჩართულ მოსწავლეებს ვაფასებ ინდივიდუალურად; თამაში /5 წთ/- მოხალისე 3 წინადადებით ინგლისურ ენაზე ახასიათებს საკუთარ თავს ტყუილ-მართალით, ხოლო დანარჩენები ამოიცნობენ, რომელი ტყუილია და რომელი-მართალი.- ინგლისური ენის პედაგოგი კომენტარებით აფასებს ბავშვების აქტივობაში ჩართულობას; გაკვეთილი გრძელდება დაფაზე წყვილებში მუშაობით /3 წთ/ -ინგლისურ-ქართულად ჩამოწერილ
  • 3. ხუმრობებს საპირისპიროდ თარგმნილ წინადადებებს მიუწერენ (გათვლა სისწორეზე და სისწრაფეზე).-წვილებს ვაფასებთ ქულებით, რომლებიც ორად გაიყოფა წყვილის თითოეულ წევრზე; ინდივიდუალური დავალება /3 წთ/ -დაფაზე დაწერილი ქართულ ზმნიზედებსა და ზედსართავ სახელებს მოსწავლეებმა 2 წთ-ში უნდა მიუწერონ სინონიმები და ანტონიმები, მერე კი თარგმნონ და მათი გამოყენებით შეადგინონ მარტივი ინგლისური წინადადება; ყველაზე სწრაფი კითხულობს თავის წინადადებას ხმამაღლა.-გამარჯვებულს ვაფასებთ შესაბამისი ქულით; გაკვეთილი გრძელდება ჯგუფური მუშაობით /7 წთ/ - კლასი იყოფა 2 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა 1 ქართული და 1 ინგლისური ხუმრობა არეული წინადადების სახით. ჯგუფებმა სწრაფად უნდა დაალაგონ სიტყვები და აწყობილი წინადადებები წაიკითხონ ხმამაღლა.-ჯგუფებს ვაფასებთ კომენტარებით. ბოლო 5 წთ-ის განმავლობაში ვაკეთებთ გაკვეთილის შეჯამებასა და საშ. დავალების ანალიზს: ასტრიდ ლინდრგენის „ბიულერბიულელი ბავშვები“-თხრობით; ზმნიზედებისა და ნაცვალსახელების გამოყენებით წინადადებების შედგენა ტყუილის თემატიკით და ჩაწერა (ინგლისურად და ქართულად); საპირველაპრილო ხუმრობების მოძიება და ჩაწერა. 12. მოსწავლეთა შეფასება ინდივიდუალურ-ჯგუფური, ქულებითა და კომენტარებით 13.საკლასო მენეჯმენტი /ტექნიკა, ინსტრუმენტები, პროგრამები და სხვ./ კომპიუტერი,პროექტორი, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტები, სახელმძღვანელოები, რვეულები, საწერ-კალმები, დაფა, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი; პროგრამები: http://busyteacher.org/classroom_activities- vocabulary/holidays_and_celebrations/april_fools-worksheets/; Power Point; Google.ge 14. რეფლექსია და თვითშეფასება გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და სახალისო, რაც მისი სწორად დაგეგმვის შედეგი იყო. გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში ვიხელმძღვანელეთ ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით. ამან საშუალება მოგვცა სწორად გაგვეთვალა ქართული ენის ინგლისურ ენასთან საგაკვეთილო ინტეგრირების საკითხები. აქტივობები მორგებული იყო როგორც მთელ კლასზე, ისე თითოეულ მოსწავლეზე, ხოლო ინსტრუქციები, ბავშვების მიერ უკეთესად გაგების მიზნით , ჩამოყალიბებული იყო მარტივი და გასაგები ენით /მ.16.ბ.თ./; თამაშებმა და
  • 4. აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირებას, წაკითხულის გააზრება-გაგებას, წარმოსახვასა და მათ მიერ საკუთარი აზრის გამოხატვას.../მ.16.ა.ა./; გამოყენებულმა სასწავლო აქტივობებმა მოსწავლეებს განუვითარა სოციალურ-კომუნიკაციური, თვითშეფასების, ურთიერთობისა და ურთიერთშეფასების უნარები /მ.16.ა.ბ./. როგორც სტანდარტი ითვალისწინებს, გაკვეთილისთვის ჩვეულებრივ, წინასწარ მქონდა შეგროვებული ინფორმაცია, ტექსტი ორგანიზებულად დამუშავებული და დამახსოვრებული, მომზადებული მქონდა შესაბამისი ჩანაწერები და თვალსაჩინო მასალა /მ. 14. 1.ე./. გაკვეთილზე ყურადღებას ვამახვილებდი მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე, აქტიურად ვუსმენდი მოსწავლეებს და ვსვამდი გამართულ დამაზუსტებელ კითხვებს. გამოყენებულმა დამხმარე მასალებმა საშუალება მომცეს უკეთესად და თვალსაჩინოდ გადამეცა მოსწავლეებისთვის მასალა მოსწავლეთა პოზიტიური თვისებების განვითარებისა და წარმატების შეგრძნების გაღვივების მიზნით, განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებში ჩართული გვქონდა ერთგვარი წამახალისებელი შეფასებებიც /მ.16.გ.ა. გ.ე./ გაკვეთილის ბოლოს გავაკეთეთ ანალიზი: კოლეგებისგან იყო საკმაოდ დადებითი და პოზიტიური შეფასებები. მითითებული მცირედი ხარვეზები გულდასმით ჩავინიშნე, შემდგომ გავაანალიზე და სამომავლოდ გავითვალისწინე. საერთო ჯამში, ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილით კმაყოფილი ვარ. ამ გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა ორი საგნის ინტეგრირებულ აქტივობებში შედეგიანად ჩართულიყვნენ. ამან მათი დაინტერესება და გააქტიურება გამოიწვია, მე კი შემმატა გამოცდილება და განმიმტკიცა თვითდაჯერება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პედაგოგის წარმატებული საქმიანობისთვის. ინტეგრირებული გაკვეთილი გადაღებულია ვიდეორგოლის სახით და რამოდენიმე ნაწილად განთავსებულია YouTube-ზე ქვემოთ მითითებულ მისამართზე: https://www.youtube.com/watch?v=4OzhNXN8yQ4 https://www.youtube.com/watch?v=4OzhNXN8yQ4