Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

3,104 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

  1. 1. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა “ვეფხისტყაოსანი” და მისი თარგმანის საკითხები” მასწავლებელი: ხათუნა ძნელაძე
  2. 2. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა 1. გაკვეთილის თემა: “ვეფხისტყაოსანი” და მისი თარგმანის საკითხები” 2. სწავლების საფეხური: საშუალო; მე-10 კლასი 3. საგანი: ინტეგრირებული 4. მასწავლებლის (მასწავლებლების) სახელი, გვარი: ხათუნა ძნელაძე-ქართული ენა და ლიტერატურა, მარინე მუქერია-ინგლისური ენა მაია სირაძე-რუსული ენა 5. მოსწავლეთა რაოდენობა: 29 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა: “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის შესწავლა; ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი; თარგმანის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა . 7. გაკვეთილის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ პოემის ქართულ-რუსულ-ინგლისურ ნიმუშებს; გაანალიზებენ “ვეფხისტყაოსნის”თარგმანის თავისებურებებს.
  3. 3. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა 8. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები • ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს; • მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; • საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას; • ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
  4. 4. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა • ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
  5. 5. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა • ინგლისური
  6. 6. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა • რუსული
  7. 7. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა 9. წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა უკვე შეისწავლეს “ვეფხისტყაოსანი”; გაეცვნენ რუსულ-ინგლისური თარგმანების ნიმუშებს. 10. შეფასების საგანი და პროცედურები: განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებს შევაფასებთ შეფასების რუბრიკის მიხედვით. 11. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: “ვეფხისტყაოსნის”სასკოლო სახელმძღვანელო; ურუშაძისა და მარჯორი უორდროპის თარგმანის ნიმუშები; ბალმონტის თარგმანის პწკარედები. 12. გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი: გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ; A ფაზა - 15 წთ. საორგანიზაციო მომენტი. მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება - “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონთან დაკავშირებული საკითხები;
  8. 8. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა აქტივობა 1. (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) o Power Pointi-ისა და Movie maker-ის პროგრამით მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს; ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს, მსჯელობენ “ოქროს კვეთის” შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას. O ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე “ ვეფხისტყაოსნის” თარგმანების ჩამონათვალის თვალსაჩინოებას.
  9. 9. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა B ფ აზა - 20 წთ. (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები) აქტივობა 2. · მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის თავისებურებებსა და სიძნელეებს; ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს; ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს.
  10. 10. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა C ფაზა - 10 წთ. · ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, აჯამებს გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად, თარგმანს და, კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს. რა დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის.პასუხით; მოსწავლეთა შეფასება. საშინაო დავალებს მიცემა.
  11. 11. ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა პირობასთან შესაბამისობა • იცავენ დროის ლიმიტს • 0 - 1 • იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს • 0 - 0, 5 - 1 • კომუნიკაციურ ი უნარ-ჩვევები • გასაგებად წერენ პასუხებს • 0 – 1 • ენობრივი უნარ-ჩვევები • იყენებენ მართებულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს • 0 - 2 • ჯგუში თანამშრომლობა • გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა • 0-1-1,5-2 • გაკვეთილზე ჩართულობა • 0-1 • ისტ_ის ეფექტურად გამოყენება • 0-1 • მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა • 0-1
  12. 12. ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა ინდიკატორები კრიტერიუმები • დაბალი 1-3 • საშუალოზე დაბალი 4-5 • საშუალოზე მაღალი 6-8 • მაღალი 9-10 • ქულა • 1. მსჯელობის უნარი • 2. გაკვეთილზე ჩართულობა • 3. ისტ-ს ეფექტურად გამოყენება • 4. მოძიებული ინფორმაცის დავალებასთან შესაბამისობა • საშუალო ქულა
  13. 13. ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მადლობა ყურადღებისათვის!

×