SlideShare a Scribd company logo
1 of 26
მდინარე ფარავანიფარავანი არის მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში,
ნინოწმინდის,ახალქალაქისა და ასპინძის რაიონებში. იქყება ფარავნის ტბის სამხრეთ
ნაპირიდან,ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ
ხერხვისთან.სიგრძე: 74 კმაუზის ფართობი: 2352 კმ2სათავე: ფარავნის ტბაჩაედინება:
მტკვარისიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ2. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და
წვიმის წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი
საკმაოდ რეგულირებულია.წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან
თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან
აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად
და ჰესებისათვის.
ჯეჯორამდინარე ჯეჯორა მდებრეობს ონის მუნიციპალიტეტში, ის არის რიონის მარცხენა
შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთკალთაზე, 2975 მ
სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ2.სიგრძე: 45 კმაუზის ფართობი: 438
კმ²სათავე: მაღრან-დვალეთის კავკასიონიჩაედინება: რიონისაზრდოობს თოვლის,
მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე.
მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში.წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით
დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65%,
შემოდგომაზე - 21%, ზამთარში - 17%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ3/წმ.
თერგითერგი არის მდინარე საქართველოსა და რუსეთში(ჩრდ.ოსეთი,ყაბარდო-
ბალყარეთი,ჩეჩნეთი,ინგუშეთი,დაღესტანი).სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის
მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზემიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის,
სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს,შემდეგ კლდოვან
ქედსა და შავ მთებს.სიგრძე : 623კმაუზის ფართობი : 43.2 კმ²სათავე : ზილგახოდის
მყინვარიქვეყნები : საქართველო და რუსეთიქალაქები : მოზდოკი, ვლადიკავკაზი,
ყიზლარიმდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და
ერთვისკასპიის ზღვას. შესართავთან ქმნის დელტას რომლის ფართობია 4 ათ. კმ². თერგი
შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან34 მ3/ წმ,
შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი
შენაკადებია: მარცხენა - არდონი,ურუხი,მალკა, მარჯვენა - სუნჯა.თერგი საზრდოობს
მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის
თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის
ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია,
გიზელდონისა და სხვა ჰესები.მდიდარია თევზით : კალმახი,თერგის ორაგული,კობრი,ფარგა
და სხვა.თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი და სამი ქალაქი : მოზდოკი,
ვლადიკავკაზი და ყიზლარი. თერგის ისტორიული სახელწოდებაა ლომეკი.
ჭოროხიჭოროხი მდინარე -მდინარე თურქეთსა და საქართველოში.სათავე აქვს ოქუს-
ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე
მიედინება.სიგრძე : 438 კმაუზის ფართობი : 22000 კმ²ქვეყნები : თურქეთი და
საქართველოაუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ
ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის
შავ ზღვას.წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-
ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია : აჭარისწყალი
დამაჭახელისწყალი. მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს
ქალაქი,ბაიბურთი,სპერი,ართვინი,ბორჩხა .აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან
ახლოს მიმდინარეობს დერინერისკაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული
კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი. აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის
სახელწოდებაა რომაულ დაბიზანტიურ წყაროებში. ჭოროხში ბინადრობს :
ქაშაპი,კვირჩხლა,ღორჯო,სვია,შავი ზღვის ორაგული,ტარაღანა ზუთხი და ა.შფაქტი : 1992
წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის თერთმეტმა ქვეყანამ შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაცია შექმნეს,რომლის შენაკადშიჭოროხიც შედის.




მტკვარიამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთის 2742 მ-ზე, ყიზილ-
გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ,აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია
მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია
აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.სიგრძე   1515 კმაუზის ფართობი
      188 000 კმ²სათავე   მცირე კავკასიონიმდებარეობა      თურქეთისიმაღლე 2742
შესართავი   კასპიის ზღვასიმაღლე       - 26.5 მჩაედინება   კასპიის
ზღვა(აზერბაიჯანი)მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში
მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის,ქვაბულის განაპირას
ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე.
საქართველოშივარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ
მთიანეთებსშორის ღრმა კანიონში მიედინება . სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება,
მდინარისორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის
ზოგიერთიმონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა
შემდეგ ისევვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის
ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის
ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია,
წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუმბრას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა
დაფარული.სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი,
თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და
ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან,
მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს
ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე).თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ვაკეზე
მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი
ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა
ნაწილი ტყითააშემოსილი.ჭალაში მრავალი ნარიონალია.მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა
საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან
სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ
ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის
ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია,
მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირშისუსტადაა ჩაჭრილი, რის
გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება.წყალდიდობისაგან დასაცავად
მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან
მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და
დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი
ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2.მტკვარს
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი
შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს,
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი
ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი ,
ორთაჭალჰესი,მინგეჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს
ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით
უზრუნველსაყოფად.მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან
შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან
თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით.
მცხეთასთან მტკვარს მდინარე არაგვი ერთვის. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები -
მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის
არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში.საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით
იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება
სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ
ფერდობზე. მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ
ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.დიადი სანახავია მთიულეთის არაგვის ხეობა!
სადღაც შორსა და ღრმად, ვერცხლისფერი თოკივით მიიკლაკნება ბობოქარი თეთრი არაგვი,
ხეობის ნაპირს მიუყვება ტყიანი ფერდობი, რომელთაც უხვად რწყავს ანკარა წყაროები და
ნაკადულები. სოფ. ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის არაგვი, ანუ შავი
არაგვი.მდინარეები წყალდიდობის დროსაც კი არ ერევიან ერთმანეთში და საკმაოდ დიდ
მანძილზე, ინარჩუნებენ თავის ფერს: თეთრი არაგვი მორძისფეროა, ხოლო შავი არაგვი
მოშავო ფერისაა. ფასანაურის ქვემოთ მდინარეს ისევ მთიულეთის არაგვს უწოდებენ. იგი
ფასანაურიდან, ანანურამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება ლამაზ, ვიწრო ტყიან
ხეობაში.ჟინვანთან მთიულეთის არაგვს მარცხნივ ფშავის არაგვი უერთდება. სწორედ აქედან
იღებს მდინარე საკუთრივ არაგვის სახელს. მდ. ფშავის არაგვის ნაპირას, პატარა მარცხენა
შენაკადის ჩარგლულას პირას. სოფ. ორწყალთან ფშავის არაგვს მარჯვნიდან ხევსურეთის,
არაგვი ერთვის. ამრიგად, ყველა არაგვი, შავია თუ თეთრი, ფშავისაა თუ ხევსურეთის,
ჟინვანთან იყრის თავს და მეტად მძლავრ, წყალუხვ მთის მდინარე არაგვს ჰქმნის. ჟინვანის
ქვემოთაც არაგვის ქვებითა და ლოდებით ამოვსებული კალაპოტი ძლიერ დაქანებულია,
ნაპირები კლდოვანი აქვს.მერე ხეობა ფართოვდება და არაგვიც ბარში_მუხრანის ქვაბულში
ჩამოდის, სადაც ვაკის მდინარედ გადაიქცევა, იტოტება და აჩენს კუნძულებს.

საგურამოს ქედსა და სხალტბის შორის არაგვის ხეობა ვიწროვდება, მაგრამ კალაპოტი მას
მაინც ფართო აქვს.არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა
მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე
გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების
მოგვიანებული დნობით.არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის,
ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს.
არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი,
მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში.
სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან
მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს.ფშავის არაგვი - სათავეს იღებს
ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის
შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი
ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და
მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა,
ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.)
ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს
გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია:
ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.
მდინარე რიონი – საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც მთლიანად
საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე
აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას
ფოთთან.
რიონის მთავარი შენაკადებია- მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური,
გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი,
ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი.

იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და
მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის
დასაწყისში, შუაწელში — მარტის პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის ბოლოს.
წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — მაისის ბოლო
დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. წყალდიდობა გრძელდება აგვისტოს ბოლომდე.
სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც
მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში (დეკემბერ-
თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული
წყალმოვარდნებით.მდინარის ძველი სახელწოდება

ფასისი მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე
რიონის ნაწილი ყვირილას შესართავამდე, ასევე მდინარეების: ყვირილასა და ძირულას
მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს
შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ
მსოფლიოში ფასისი და კოლხიდა (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა
ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი
ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტთა მოქმედების
არეალია.რიონი მდიდარია თევზით, აქ საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა
ჯიშის თევზს შეხვდებით: წვერა,ლოქო, კარასი, ქორჭილა, ქაშაყი, კობრი, ღორჯო,ფორეჯი...
ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება
ამ ქვეყნების საზღვრის

გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98
კუბ.მ/წმ. საზრდოობა




შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის
მუნიციპალიტეტია. სათავე კავკასიონზე,

მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა,
შემდეგ გამოდის ალაზნის

ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ
მტკვარში ჩაედინებოდა).

ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის
დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი

შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის
პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა
- შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%,
ზაფხულზე - 29,1%,

შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი,
ლოპოტა, ინწობა,

ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი
(აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა -

ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია
(მაგ., დურუჯი). ალაზანს

მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.

 სათავიდან ალაზანი მოედინება თუშეთის ტერიტორიაზე შემდეგნაირად: ალაზანი და
პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს ერთდება
სოფელ შენაქოს მიდამეობში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში
მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება. გომეწრის
(თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის
დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე
(3300 მ-ზე).გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა
მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი,
სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი
შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და
ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.

პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შუამდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის,
ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა
მხრიდან კი - ლაროვანის წყალი. ალაზანი მდიდარია მრავალფეროვანი თევზის ჯიშებით:
ლოქო, მურწა, კალმახი, ჭანარი, შამაია,ბლიკა,გველანა,გოჭალა,თაღლითა, კობრი, ფარგა,
მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი.
nakrZalebi

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალი მდებარეობს დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე,საქართველოს აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში,
თბილისიდან 200კმ-ში.ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა,
ტყით დაფარულია4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს
უჭირავთ.ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე
გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლია, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და
სხვა, ბალახოვანისაფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა
ქვეწარმავლებისარომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი(კაკაბი,
კოდალა, ორბი სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და
ძუძუმწოვრებ(გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი,
დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა) ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე
შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-
შემონახვა.




ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალიბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს
ისტროიულ ქვემო ქართლში,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის
დაშორებით.იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის
აღმ.ნაწილს.მდებარეობა : ქვემო ქართლიუახლოესი ქალაქი : თეთრი წყაროფართობი : 6822
ჰაზღვის დონიდან : 1100-1950 მუმაღლესი წერტილი : კლდეკარი (2000მ)ალგეთის
სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმ.ნაძვისდა კავკასიური სოჭის დაცვის
მიზნით. 2007 წელს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსიალგეთის ეროვნული პარკს
ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა
მდინარეებითა და ხევებითაადაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე
მიედინება მდინარეალგეთი თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და
ხევებით.ხასიათდება ნოტიო კლიმატით,ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822
ჰექტარია. ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442
ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა,
იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250სახეობაა გავრცელებული, მათგან
10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი. აქ მცენარეთა 1664 სახეობაა.მდიდარია ეროვნული
პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა
დათვი, მგელი,ფოცხვერი,ტყის კვერნა,ციყვი,ძილგუდა,კურდღელი,მელა , გარეული ღორი
,შველი.ფრინველები : ქორი,მიმინო.კაკაჩა,მდელოს ძელქორი,ჭოტი,ოფოფი,შავი
კოდალა,მერცხალი,შაშვი,ჩხიკვი,არწივი და სხვა.
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში,მდინარე კინტრიშის ხეობაში.ფართობი 7166
ჰექტარი,დაარსდა 1959 მესამეულიხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად.
კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. დაარსების თარიღი : 1959
წელსმდებარეობა : ქობულეთის მუნიციპალიტეტიფართობი : 7166 ჰექტარინაკრძალში
შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა.სუბტროპიკული
მცენარეულობის სარტყელს(500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის(500-1000 მ)და მუხის (1000-
2000 მ) სარტყლები,უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური
მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანიმცენარებიდან აქ გვხვდება : ჰარტვისის მუხა,შავი
მურყანი, რცხილა,უთხოვარი,ბზა,პონტოს მუხა,მედვედევის
არყი,ძახველი,ხეშავი,ჭნავი,ქონდარა ღვია და სხვა.ცხოველებიდან :
შველი,არჩვი,დათვი,მელა,კვერნა,ტყის კატა,დედოფალა,კავკასიური გველგესლა,კავკასიური
სალამანდრა,როჭო,ტყის ქათამი.მდინარეში მრავლადაა კალმახი.ნაკრძალის ტერიტორიაზე
მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები:კობალაური,ხინო, და დიდვაკე
ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა
გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალიბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ახმეტის
მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. დაარსებულია1935 წელს.
მდებარეობა: კახეთი, საქართველოუახლოესი ქალაქი: ახმეტაფართობი: 3 ათ. ჰამმართველი
ორგანო: დაცული ტერიტორიების სააგენტოფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში
დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი
სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია
წიფლნარში.ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა.ნაკრძალში ტყე
კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი
წმინდა,ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან
გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი,
შაშვი, როჭო და სხვა.ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს
გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ.მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო
ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.
რიწის ნაკრძალი მდებარეობს აფხაზეთში,გუდაუთის მუნიციპალიტეტში,დაარსდა1946 წელს
შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით,მდებარეობს
ზღვის დონიდან 300-3200 მ სიმაღლეზე.მდებარეობა : აფხაზეთი გაგრიდან 60კმ-ის
დაშორებით.ფართობი : 16 289 ჰადაარსების თარიღი : 1946 წელიხის ჯიშები : მუხა, რცხილა,
ცაცხვი, ბზა, სოჭი, ფიჭვი. ცხოველები : კავკასიური ირემი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის
კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ჯიხვი და სხვა.თევზები : რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი და
სიგი. ნაკრძალის მიდამოებში მრავლადაა მინერალური წყაროები,ხარობს მრავალი ჯიშის
მცენარე. რეპტილიებიდან აქ კავკასიური, ართვინულიდა კლდის ხვლიკები, წყლის ანკარა,
სპილენძა გველები ბინადრობენ.სპილენძა გველი :მდიდარია ნაკრძალი ძუძუმწოვრებითაც.
ზღარბი, თხუნელა და ციყვი აქ ბევრია. ტყეებში ტყის კვერნა და მაჩვი ბინადრობს.რიწის
მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი.
ნაკრძალის სიახლოვესაა ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების –
ანაკოფიის, აბა-ანთის, ლიხნშის და ბაგრატის ციხის ნანგრევები, ბედიის სასახლისა და
აფხაზეთის დიდი კედლის ნაშთები. ნაკრძალის სიახლოვეს მდებარე სხვა მნიშვნელოვანი
არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მერვე საუკუნის ბედიის
სამონასტრო კომპლექსი, მეათე საუკუნის ბიჭვინთის ტაძარი, მერვე საუკუნის დრანდის
გუმბათოვანი ეკლესია, მეშვიდე საუკუნის განთიადის ბაზილიკა, მეშვიდე საუკუნის ამბარას
ბაზილიკა და მოქვის მეათე საუკუნის ეკლესია.
თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-
ზე მდებარეობს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე
ლანშაფტებით - ალპური მდელოებითა და შემონახული პირველქმნილი ფიჭვნარი ტყეებით,
მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალებით (თებულო - 4492 მ. ზ. დ., დიკლო - 4785 მ. ზ.
დ., ბორბალო - 3294 მ. ზ. დ.). თუშეთში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის
უნიკალური ძეგლები; შენარჩუნებულია ტრადიციები და წეს - ჩვეულებები. აქ შეხვდებით
ისტორიულ სოფლებსა და ნასოფლარებს; ყოფითი კულტურის ნივთებსა და ხელსაქმის
ნიმუშებს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე
ლანშაფტებით, მეტად საინტერესოა თუშური სოფლები და შენობა-ნაგებობანი
არქიტექტურულ-ისტორიული თვალსაზრისით.

გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი თუშებისთვის კახეთის მეფეს სპარს დამპყრობელთა
წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული თავდადებისთვის უბოძებია. თუშეთის
სახელმწიფო ნაკრძალითუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი
ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების,
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა
სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და
მატად სპეციფიკური ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში
არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც
ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი
მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო
გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების
არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი,
კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით
შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე
აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის
არწივი და სხვ.ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ
მარშრუტებზე.

თუშეთის ეროვნული პარკი

თუშეთის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე,
თუშეთის ქვაბულში მდებარეობს; მისი ფართობი 83007 ჰექტარია. იგი დაარსდა 2003 წელს.
თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა
სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი
ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური
ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არაყი, მაღალმთის მუხა,
ცირცელი, დგნალი.თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური
ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ
შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; თებულოს (4492 მ.ზ.დ.), დიკლოს (4785 მ.ზ.დ.), და
საქისტოს (2456 მ.ზ.დ.) მთების მწვერვალებით.




ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ
ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და
აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული
ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.

ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი
სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია.
ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია,
რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს,
რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება.ლაგოდეხის ალპურ
სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე
დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს
საზღვარზე მდებარეობს.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სიმდიდრე ბუნებაა. ამ
უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა.
ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის,
ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად
დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის
საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით.

ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ
ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის
ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის
ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის ბუჩქნარს უკავია.

მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და
თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების
126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა,
ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა
გავრცელებული. ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ასევე მდიდარია უხერხემლოების
ფაუნა, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების
პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი,
ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი , ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა
შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.

მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში”
შეტანილი მურა დათვი.

ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის
ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი,
მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.

კავკასიის ენდემები ფრინველებიდან ლაგოდეხში გავრცელებულია კავკასიური როჭო და
კავკასიური შურთხი . ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი და
სამარხი. ბრინჯაოს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები სოფ. ულიანოვკის
ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და
მის შემოგარენში ბევრია. ზოგიერთი მათგანი, მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის)
ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაცული ტერიტორიის
მახლობლადაა XI-XII საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრის VIII
საუკუნის ნანგრევები, ფონის, არეშფერანისა და ხოშტას ეკლესიები, ადრექრისტიანული და
შუა საუკუნეების ნაგებობების და ხიდების ნანგრევები.
2073

More Related Content

Featured

How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
ThinkNow
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Featured (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

2073

  • 1. მდინარე ფარავანიფარავანი არის მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის,ახალქალაქისა და ასპინძის რაიონებში. იქყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან,ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერხვისთან.სიგრძე: 74 კმაუზის ფართობი: 2352 კმ2სათავე: ფარავნის ტბაჩაედინება: მტკვარისიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ2. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია.წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.
  • 2. ჯეჯორამდინარე ჯეჯორა მდებრეობს ონის მუნიციპალიტეტში, ის არის რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთკალთაზე, 2975 მ სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ2.სიგრძე: 45 კმაუზის ფართობი: 438 კმ²სათავე: მაღრან-დვალეთის კავკასიონიჩაედინება: რიონისაზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში.წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65%, შემოდგომაზე - 21%, ზამთარში - 17%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ3/წმ.
  • 3.
  • 4. თერგითერგი არის მდინარე საქართველოსა და რუსეთში(ჩრდ.ოსეთი,ყაბარდო- ბალყარეთი,ჩეჩნეთი,ინგუშეთი,დაღესტანი).სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზემიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს,შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს.სიგრძე : 623კმაუზის ფართობი : 43.2 კმ²სათავე : ზილგახოდის მყინვარიქვეყნები : საქართველო და რუსეთიქალაქები : მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარიმდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვისკასპიის ზღვას. შესართავთან ქმნის დელტას რომლის ფართობია 4 ათ. კმ². თერგი შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონი,ურუხი,მალკა, მარჯვენა - სუნჯა.თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები.მდიდარია თევზით : კალმახი,თერგის ორაგული,კობრი,ფარგა და სხვა.თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი და სამი ქალაქი : მოზდოკი, ვლადიკავკაზი და ყიზლარი. თერგის ისტორიული სახელწოდებაა ლომეკი.
  • 5. ჭოროხიჭოროხი მდინარე -მდინარე თურქეთსა და საქართველოში.სათავე აქვს ოქუს- ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება.სიგრძე : 438 კმაუზის ფართობი : 22000 კმ²ქვეყნები : თურქეთი და საქართველოაუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ- ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია : აჭარისწყალი დამაჭახელისწყალი. მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი,ბაიბურთი,სპერი,ართვინი,ბორჩხა .აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერისკაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი. აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ დაბიზანტიურ წყაროებში. ჭოროხში ბინადრობს : ქაშაპი,კვირჩხლა,ღორჯო,სვია,შავი ზღვის ორაგული,ტარაღანა ზუთხი და ა.შფაქტი : 1992
  • 6. წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის თერთმეტმა ქვეყანამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია შექმნეს,რომლის შენაკადშიჭოროხიც შედის. მტკვარიამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთის 2742 მ-ზე, ყიზილ- გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ,აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.სიგრძე 1515 კმაუზის ფართობი 188 000 კმ²სათავე მცირე კავკასიონიმდებარეობა თურქეთისიმაღლე 2742 შესართავი კასპიის ზღვასიმაღლე - 26.5 მჩაედინება კასპიის ზღვა(აზერბაიჯანი)მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის,ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოშივარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებსშორის ღრმა კანიონში მიედინება . სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარისორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთიმონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუმბრას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული.სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან,
  • 7. მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე).თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითააშემოსილი.ჭალაში მრავალი ნარიონალია.მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირშისუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება.წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2.მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი , ორთაჭალჰესი,მინგეჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით.
  • 8.
  • 9. მცხეთასთან მტკვარს მდინარე არაგვი ერთვის. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში.საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.დიადი სანახავია მთიულეთის არაგვის ხეობა! სადღაც შორსა და ღრმად, ვერცხლისფერი თოკივით მიიკლაკნება ბობოქარი თეთრი არაგვი, ხეობის ნაპირს მიუყვება ტყიანი ფერდობი, რომელთაც უხვად რწყავს ანკარა წყაროები და ნაკადულები. სოფ. ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის არაგვი, ანუ შავი არაგვი.მდინარეები წყალდიდობის დროსაც კი არ ერევიან ერთმანეთში და საკმაოდ დიდ მანძილზე, ინარჩუნებენ თავის ფერს: თეთრი არაგვი მორძისფეროა, ხოლო შავი არაგვი მოშავო ფერისაა. ფასანაურის ქვემოთ მდინარეს ისევ მთიულეთის არაგვს უწოდებენ. იგი ფასანაურიდან, ანანურამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება ლამაზ, ვიწრო ტყიან ხეობაში.ჟინვანთან მთიულეთის არაგვს მარცხნივ ფშავის არაგვი უერთდება. სწორედ აქედან იღებს მდინარე საკუთრივ არაგვის სახელს. მდ. ფშავის არაგვის ნაპირას, პატარა მარცხენა შენაკადის ჩარგლულას პირას. სოფ. ორწყალთან ფშავის არაგვს მარჯვნიდან ხევსურეთის, არაგვი ერთვის. ამრიგად, ყველა არაგვი, შავია თუ თეთრი, ფშავისაა თუ ხევსურეთის, ჟინვანთან იყრის თავს და მეტად მძლავრ, წყალუხვ მთის მდინარე არაგვს ჰქმნის. ჟინვანის ქვემოთაც არაგვის ქვებითა და ლოდებით ამოვსებული კალაპოტი ძლიერ დაქანებულია,
  • 10. ნაპირები კლდოვანი აქვს.მერე ხეობა ფართოვდება და არაგვიც ბარში_მუხრანის ქვაბულში ჩამოდის, სადაც ვაკის მდინარედ გადაიქცევა, იტოტება და აჩენს კუნძულებს. საგურამოს ქედსა და სხალტბის შორის არაგვის ხეობა ვიწროვდება, მაგრამ კალაპოტი მას მაინც ფართო აქვს.არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების მოგვიანებული დნობით.არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს.ფშავის არაგვი - სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.
  • 11. მდინარე რიონი – საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან.
  • 12. რიონის მთავარი შენაკადებია- მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — მარტის პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის ბოლოს. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — მაისის ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. წყალდიდობა გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში (დეკემბერ- თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით.მდინარის ძველი სახელწოდება ფასისი მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი ყვირილას შესართავამდე, ასევე მდინარეების: ყვირილასა და ძირულას მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში ფასისი და კოლხიდა (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტთა მოქმედების არეალია.რიონი მდიდარია თევზით, აქ საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ჯიშის თევზს შეხვდებით: წვერა,ლოქო, კარასი, ქორჭილა, ქაშაყი, კობრი, ღორჯო,ფორეჯი...
  • 13. ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა). ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა
  • 14. - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად. სათავიდან ალაზანი მოედინება თუშეთის ტერიტორიაზე შემდეგნაირად: ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს ერთდება სოფელ შენაქოს მიდამეობში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი. პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შუამდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი - ლაროვანის წყალი. ალაზანი მდიდარია მრავალფეროვანი თევზის ჯიშებით: ლოქო, მურწა, კალმახი, ჭანარი, შამაია,ბლიკა,გველანა,გოჭალა,თაღლითა, კობრი, ფარგა, მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი.
  • 15. nakrZalebi ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე,საქართველოს აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, თბილისიდან 200კმ-ში.ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავთ.ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლია, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანისაფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისარომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი(კაკაბი, კოდალა, ორბი სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვრებ(გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი,
  • 16. დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა) ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა- შემონახვა. ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალიბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ისტროიულ ქვემო ქართლში,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით.იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმ.ნაწილს.მდებარეობა : ქვემო ქართლიუახლოესი ქალაქი : თეთრი წყაროფართობი : 6822 ჰაზღვის დონიდან : 1100-1950 მუმაღლესი წერტილი : კლდეკარი (2000მ)ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმ.ნაძვისდა კავკასიური სოჭის დაცვის მიზნით. 2007 წელს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსიალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაადაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეალგეთი თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და
  • 17. ხევებით.ხასიათდება ნოტიო კლიმატით,ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია. ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი. აქ მცენარეთა 1664 სახეობაა.მდიდარია ეროვნული პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა დათვი, მგელი,ფოცხვერი,ტყის კვერნა,ციყვი,ძილგუდა,კურდღელი,მელა , გარეული ღორი ,შველი.ფრინველები : ქორი,მიმინო.კაკაჩა,მდელოს ძელქორი,ჭოტი,ოფოფი,შავი კოდალა,მერცხალი,შაშვი,ჩხიკვი,არწივი და სხვა.
  • 18. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში,მდინარე კინტრიშის ხეობაში.ფართობი 7166 ჰექტარი,დაარსდა 1959 მესამეულიხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. დაარსების თარიღი : 1959 წელსმდებარეობა : ქობულეთის მუნიციპალიტეტიფართობი : 7166 ჰექტარინაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა.სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს(500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის(500-1000 მ)და მუხის (1000- 2000 მ) სარტყლები,უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანიმცენარებიდან აქ გვხვდება : ჰარტვისის მუხა,შავი მურყანი, რცხილა,უთხოვარი,ბზა,პონტოს მუხა,მედვედევის არყი,ძახველი,ხეშავი,ჭნავი,ქონდარა ღვია და სხვა.ცხოველებიდან : შველი,არჩვი,დათვი,მელა,კვერნა,ტყის კატა,დედოფალა,კავკასიური გველგესლა,კავკასიური სალამანდრა,როჭო,ტყის ქათამი.მდინარეში მრავლადაა კალმახი.ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები:კობალაური,ხინო, და დიდვაკე ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.
  • 19. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალიბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. დაარსებულია1935 წელს. მდებარეობა: კახეთი, საქართველოუახლოესი ქალაქი: ახმეტაფართობი: 3 ათ. ჰამმართველი ორგანო: დაცული ტერიტორიების სააგენტოფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია
  • 20. წიფლნარში.ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა.ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა,ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ.მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.
  • 21. რიწის ნაკრძალი მდებარეობს აფხაზეთში,გუდაუთის მუნიციპალიტეტში,დაარსდა1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით,მდებარეობს ზღვის დონიდან 300-3200 მ სიმაღლეზე.მდებარეობა : აფხაზეთი გაგრიდან 60კმ-ის დაშორებით.ფართობი : 16 289 ჰადაარსების თარიღი : 1946 წელიხის ჯიშები : მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა, სოჭი, ფიჭვი. ცხოველები : კავკასიური ირემი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ჯიხვი და სხვა.თევზები : რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი და
  • 22. სიგი. ნაკრძალის მიდამოებში მრავლადაა მინერალური წყაროები,ხარობს მრავალი ჯიშის მცენარე. რეპტილიებიდან აქ კავკასიური, ართვინულიდა კლდის ხვლიკები, წყლის ანკარა, სპილენძა გველები ბინადრობენ.სპილენძა გველი :მდიდარია ნაკრძალი ძუძუმწოვრებითაც. ზღარბი, თხუნელა და ციყვი აქ ბევრია. ტყეებში ტყის კვერნა და მაჩვი ბინადრობს.რიწის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი. ნაკრძალის სიახლოვესაა ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების – ანაკოფიის, აბა-ანთის, ლიხნშის და ბაგრატის ციხის ნანგრევები, ბედიის სასახლისა და აფხაზეთის დიდი კედლის ნაშთები. ნაკრძალის სიახლოვეს მდებარე სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: მერვე საუკუნის ბედიის სამონასტრო კომპლექსი, მეათე საუკუნის ბიჭვინთის ტაძარი, მერვე საუკუნის დრანდის გუმბათოვანი ეკლესია, მეშვიდე საუკუნის განთიადის ბაზილიკა, მეშვიდე საუკუნის ამბარას ბაზილიკა და მოქვის მეათე საუკუნის ეკლესია.
  • 23. თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.- ზე მდებარეობს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანშაფტებით - ალპური მდელოებითა და შემონახული პირველქმნილი ფიჭვნარი ტყეებით, მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალებით (თებულო - 4492 მ. ზ. დ., დიკლო - 4785 მ. ზ. დ., ბორბალო - 3294 მ. ზ. დ.). თუშეთში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები; შენარჩუნებულია ტრადიციები და წეს - ჩვეულებები. აქ შეხვდებით ისტორიულ სოფლებსა და ნასოფლარებს; ყოფითი კულტურის ნივთებსა და ხელსაქმის ნიმუშებს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანშაფტებით, მეტად საინტერესოა თუშური სოფლები და შენობა-ნაგებობანი არქიტექტურულ-ისტორიული თვალსაზრისით. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი თუშებისთვის კახეთის მეფეს სპარს დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული თავდადებისთვის უბოძებია. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალითუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი,
  • 24. კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და სხვ.ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. თუშეთის ეროვნული პარკი თუშეთის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე, თუშეთის ქვაბულში მდებარეობს; მისი ფართობი 83007 ჰექტარია. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არაყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი.თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; თებულოს (4492 მ.ზ.დ.), დიკლოს (4785 მ.ზ.დ.), და საქისტოს (2456 მ.ზ.დ.) მთების მწვერვალებით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება.ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს
  • 25. საზღვარზე მდებარეობს.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სიმდიდრე ბუნებაა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა. ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით. ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის ბუჩქნარს უკავია. მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა, ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა გავრცელებული. ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ასევე მდიდარია უხერხემლოების ფაუნა, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი , ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი. მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი. ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი. კავკასიის ენდემები ფრინველებიდან ლაგოდეხში გავრცელებულია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი . ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი და სამარხი. ბრინჯაოს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები სოფ. ულიანოვკის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და მის შემოგარენში ბევრია. ზოგიერთი მათგანი, მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის) ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაცული ტერიტორიის მახლობლადაა XI-XII საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრის VIII საუკუნის ნანგრევები, ფონის, არეშფერანისა და ხოშტას ეკლესიები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობების და ხიდების ნანგრევები.