სისხლი

4,075 views

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
4,075
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
752
Actions
Shares
0
Downloads
24
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

სისხლი

  1. 1. თხევადი შემაერთებელი ქსოვილი.
  2. 2. ორგანიზმის შინაგანი თხევადი გარემო ქსოვილური სითხე. სისხლი. ლიმფა.
  3. 3. სისხლი ორგანიზმში ახორციელებს ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის ჟანგბადის და ნახშირორჟანგის) ტრანსპორტირებას, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა უჯრედებში და უჯრედშორის სივრცეებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები. ნორმაში სისხლის მოცულობა მამაკაცებში საშუალოდ შეადგენს 5200 მლ-ს, ხოლო ქალებში – 3900 მლ-ს.
  4. 4. ნორმაში სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) 1 კუბურ მილიმეტრ სისხლში არის 4-6 მილიონი. სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) –1 კუბურ მილიმეტრში 4 000-დან 11 000-მდე. თრომბოციტები (სისხლის ფირფიტები)კი- 250 000-დან 500 000-მდე.
  5. 5. პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია, რომელიც მისი მთლიანი მოცულობის 55-60%-ს იკავებს, დანარჩენი 40-45% ფორმიანი ელემენტებია.
  6. 6. ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 25 მილიონამდე ერითროციტია, ამასთან, მისი 0,8% ყოველდღიურად ახალი ფორმიანი ელემენტებით ივსება.
  7. 7. ლეიკოციტები ბირთვიეანი უჯრედებია, ისინი ელენთაში, ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. 1მმ³ სისხლში 4-11 ათასამდე ლეიკოციტია. ზოგიერთი ლეიკოციტი ციტოპლაზმურ გამონაზარდებს, ე. წ. ცრუფეხებს, ივითარებს, რის საშუალებითაც ისინი მოძრაობენ.ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა.
  8. 8. თრომბოციტები – სისხლის ფირფიტები– სისხლის ფორმიანი ელემენტები, , რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედების – მეგაკარიოციტების ციტოპ­ლაზ­მის მცირე უბნების გადაზონრვის დროს. ისინი შეიცავენ ფერმენტ თრომბოკინაზას, რომელიც საჭიროა სისხლის შედედების პროცესში
  9. 9. სისხლის შედედება-სისხლის გარდაქმნა ელასტიკურ შენადედად, პლაზმაში გახსნილ ცილა ფიბრინოგენის გაუხსნად ფიბრინად გადაქცევის შედეგად. ფიბრინი პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნის წვრილ ძაფებს, რომელნიც აკავშირებენ სისხლის უჯრედებს ერთმანეთთან. სისხლის შედედება ხორციელდება სისხლის უჯრედებით (თრომბოციტებით, ერითროციტებით), სისხლძარღვების კედლებითა და პლაზმის ფერმენტული სისტემებით.

×