Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გული

1,429 views

Published on

GIGIGIGIGIGIIGIGIGIGIGIG UGUGUGUGUGUGU IIG IGIGIGIG MOIF ASJDiasjfa[sokfja[sofjas[ofjas

Published in: Food
  • Be the first to comment

გული

  1. 1. გული და მისი დაავადებები გ ი გ ი მ ი რ ზ ი ა შ ვ ი ლ ი
  2. 2. გული ადამიანისა და ცხოველე ბის სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის წრიულ მოძრაობას.
  3. 3. გული მდებარეობს გულ-მკერდის ღრუში, ფილტვებს შორის ოდნავ მარცხნივ.იგი ერთადერთი შინაგანი ორგანოა რომელიც აგებულია განივზოლიანი კუნთით. გული გაყოფილია კუნთოვანი ძგიდით ორ მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. გული შედგება ორი წინაგულის და ორი პარკუჭისაგან და მათ შორის მოთავსებული სარქველებისაგან, რომელთა მუშაობაც განაპირობებს სისხლის ერთ და იგივე მიმართულებით გადაადგილებას. გული მოთავსებულია გულის პერანგში რომელიც იცავს მას დაზიანებისაგან,მისგან გამოყოფილი სითხე უნარჩუნებს ნოტიო გარემოს და ამცირებს ხახუნს შეკუმშვის დროს
  4. 4. • სისხლის მიმოქცევის დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან, საიდანაც არტერიული სისხლი გადადის უმსხვილეს სისხლძარღვში -აორტაში • არტერიების საშუალებით, მოხდება სისხლის ცირკულაცია ყველა ქსოვილსა და უჯრედში, რომლის შედეგადაც მიკროცირკულაციური კალაპოტის დონეზე მოხდება ნივთიერებათა და გაზთა ცვლა (ე.წ ქსოვილოვანი სუნთქვა). საბოლოოდ ვენური სისხლი ვენებში შეიკრიბება და ზედა და ქვედა ღრუ ვენების საშუალებით მიემართება გულისკენ, კერძოდ მარჯვენა წინაგულისკენ. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის დასაწყისად პირობითად მიჩნეულია მარჯვენა პარკუჭი, რომლიდანაც იწყება სისხლის ცირკულაცია მცირე წრეში. მარჯვენა პარკუჭიდან ვენური სისხლი გადადის ფილტვის ღეროში. მოხდება გაზთა ცვლა, რაც გულისხმობს ნახშირორჟანგის გადასვლას ალვეოლის ღრუში (რაც ამოისუნთქება გარემოში) და ჟანგბადის გადასვლას ჩასუნთქვის შედეგად ალვეოლის ღრუში მოხვედრილი ატმოსფერული ჰაერიდან სისხლში (ე.ი სისხლი გამდიდრდება ჟანგბადით). საბოლოოდ ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩაედინება მარცხენა წინაგულში.
  5. 5. გულ-სისხლძარღვების დაავადებები ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ თრომბი - გადაგვარებული ვენა, რომლის კედლებზეც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ხორკლიანი და მქისეა. იქ დაბინავებული თრომბოციტების გაწოვის პროცესი გაძნელებულია, რის შედეგად თრომბი თანდათან სისხლძარღვის სანათურს ახშობს.
  6. 6. ჰიპერტონული დაავადება: ეს არის გულის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მაღალი არტერიული წნევის ან ჰიპერტენზიით. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება დააწვა გულს და სისხლძარღვებს, რაც რაც შედეგად იწვევს გულის დაავადებები.
  7. 7. მიოკარდიუმის ინფაქტი გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო. სიმპტომები :მოჭერის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება; ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან ვრცელდება ბეჭების, მხრების, ზურგის, ზოგ შემთხვევაში - ქვედა ყბისა და კბილებისკენ; გულში ტკივილის ეპიზოდების გახშირება; გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში; ქოშინი; ოფლიანობა; სიკვდილის შიში; გულის წასვლის შეგრძნება; გულისრევა და ღებინება. :
  8. 8. • პერიკარდიტი – გულის პერანგის მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ფიბროზულ, სეროზულ – ფიბროზულ, ჰემორაგიულ, ქსანთომატოზურ, ჩირქოვან, ლპობით პერიკარდიტებს. • საწყისი სიმპტომებია: სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, მკერდუკანა ან პრეკარდიალური ტკივილები, ხშირად სუნთქვის ფაზებთან დაკავშირებული, ზოგჯერ კი სტენდოკარდიის მსგავსი. ხშირად მოისმინება სხვადასხვა ინტენსივობისა და გავრცელების პერიკარდის ხახუნი. პერიკარდიტი
  9. 9. ამ დაავადებებისაგან თავის ასაცილებლად საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი გული არ უნდა გვქონდეს კავშირი ნიკოტინთან,ალკოჰოლთან და არავითარ შემთხვევაში ნარკოტიკულ ნივთიერებებთან. საჭიროა ნორმალური კვება ,ფიზიკური ვარჯიში და აქტიურად ცხოვრება ნარ

×