SlideShare a Scribd company logo
1 of 10
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
რისხვა უფლისა ელის ოჯახზე
დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი
მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი
უსჯულო საქმეები ხდებოდა. საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ
ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს
შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში
კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა
ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა. ღმერთი უფრო გაუწყრა მათ
ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ
კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და
გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე
შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა
შორის ნიშანი იყო მწუხარებისა). რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? _
იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი
მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში. ეს რომ
გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან,
ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა. წარმართმა ჯარმა თან წაიღო
სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე
დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის
კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია
ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები
ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა.
ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ
ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს
ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ
დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც
გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს
სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით
ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს
კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს
უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი
შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა. ამ
დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი
წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ.
მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და
სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ
გამარჯვება მტერზედა. სამოელი მართავდა
ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც
წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა
თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო
ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს
მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა.
იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი
მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი
და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა.
(1 მეფ. 4,1 _18; 5,1 _12; 6,1 _ 14; 7,7 _ 16)
საულის ამორჩევა მეფედ
სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი
შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამებს
იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანებს ამართლებდნენ ფულის
გულისათვის. ბოლოს ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ
მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე
მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და
წინამძღოლიც მტერთან ომის დროსა. სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი,
რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ისრაელთ და ბევრი ურჩია მათ,
რომ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზედ, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა.
მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. სამოელმა
გამოუცხადა შეკრებილ ხალხს, რომ იგი აასრულებდა მათ სურვილს,
დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი
ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა
თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი
ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო,
მოჯამაგირემ უთხრა საულსა: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა
მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი
დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე შეხვდა მათ
სამოელი. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელსა: აი, მომავალი მეფე ისრაელისა.
სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზედ, რომელიც
დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი
წინასწარმეტყველსა? _ ჰკითხა საულმა სამოელსა. მე თვითონა ვარ
წინასწარმეტყველი, _ მიუგო სამოელმა, და დაუმატა, _ დღეს ჩემთან სადილად
წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება,
ისინი ეხლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს.
სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზედ და უბრძანა, რომ
თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი.
სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და
მეორე დილაზედ გასაცილებლად გაჰყვა. ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ,
სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა,
დაასხა თავზედ ნაკურთხი მირონი, აკოცა საულსა და უთხრა: აი, უფალი
გხდის შენ თავისი ხალხის მეფედა. საული გახდა ცხებული უფლისა. მის
თავზედ დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სული წმინდა აძლევს მას
მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად.
საული რომ შინ დაბრუნდა, არავის არ ეუბნებოდა, რაც მას გადახდა. არც
სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად
დაენახვებინა, რომ თვითონ იმან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით
ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში
მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო, როცა იგი იპოვნეს და
მოიყვანეს ხალხის წინაშე და როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ
დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: გაუმარჯოს ჩვენს მეფეს!
მართალია, ზოგნი ამბობდნენ: რა შეუძლია, როგორი მეფე უნდა იყოს ვიღაც
უბრალო ტეტიას შვილიო, მაგრამ საულმა მათ ბოდვას ყურიც არ ათხოვა და
ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით მას ხალხის მართვაც
კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. ჩქარა საული შეიქმნა
ხალხის საყვარელი მეფე. საქმეების გარჩევაში მან დაამკვიდრა სიმართლე,
ქრთამი სრულიად ამოკვეთა; მამულის მტრები ყველანი დაამარცხა;
მართლაც დიდი ხანი იყო, რაც ხალხს ასე მშვიდობიანად აღარ ეცხოვრა.
მაგრამ საუბედუროდ საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, თავი დიდ
რამედ ჩათვალა და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას
ასდევდა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულსა: როგორც შენ უარჰყავ ნება
ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს
შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო
კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად
(1 მეფ. 8,1 _ 10; 9,1 _ 27; 10,1 _ 27)
მეფედ მირონცხება დავითისა
სამოელი ჯავრობდა საულზედ. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბედზედ, რომელსაც
პირველივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოეცხადა მას და უთხრა: სამოელ, რამდენი
უნდა იტირო შენ საულზედ? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთანა; მე ამოვარჩიე
სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; მე გიჩვენებ შენ მას და შენ სცხებ მირონსა. სამოელი
მივიდა ბეთლემში და მოხუცებულთა მათ ქალაქისათა უთხრა: მე მოვალ აქა იმ
განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთსა; შეიკრიბენით და
მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს. როცა ყველანი შეიკრიბნენ და სამოელმა დაინახა იესეს
უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთუოდ ეს უნდა იყოს
მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ
არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, მე ვუყურებ სულს
კაცისას. იესემ, სამოელის სურვილის თანახმად, რიგ-რიგობით წარუდგინა მას ყველა
თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზედ ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო.
სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი
კიდევა მყავს, ყველაზედ უმცროსი, რომელიც ეხლა მეცხვარედ არის მინდორში, გაგზავნე
და ახლავე მოაყვანინე, _ უთხრა სამოელმა. ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა სახელად
დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელსა: სცხე მას
მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზედ დაასხა მირონი.
მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზედ და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან.
რასაკვირველია, ჯერ სრულიად არავინ იცოდა, თუ დავითი მეფედ იყო ღვთისგან
დანიშნული, არც საულმა, არც სხვებმა და არც დავითის ნათესავებმა. სამოელმა არავის
უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითსა. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ
ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ
წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის.
ხორცით მშვენიერი დავითი იყო მშვენიერი სულითაც.
იგი იყო მომთმენი, თავმდაბალი, უწყინარი,
ყველასათვის სიკეთის მოსურნე და მორიდე
ბოროტისა, მაგრამ ყველაზედ მომეტებულად
იგი იყო ერთგული ლოცვისა. ვედრება ღმრთისა,
მის წინაშე ამოთქმა თავისი სიხარულისა და
დარდისა, თხოვნა ყველასათვის სიკეთისა იყო
ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე
დავითისათვის. ღმერთმა ამიტომ
განსაკუთრებით შეიყვარა დავითი. მწყემსობის
დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი
საკრავის, ქნარის გაკეთება და მშვენივრად
ისწავლა მასზე დაკვრა. თავის ვედრებას
უფალთან დავითი ლექსადა სთხზავდა და
უკრავდა ამ საკრავზედ. ამ ლექსებიდან შესდგა
"დავითნი” ანუ "ფსალმუნნი”. დავითი იყო
შვილისშვილისშვილი ბოოსია და რუთისა,
იაკობის შვილის, იუდას შთამომავლობიდან,
რომლისგანაც, თანახმად იაკობის
წინასწარმეტყველებისა, უნდა გამოსულიყვნენ
მეფენი; ჯერ მანამ ისრაელის ერის მეფობას
ჩააბარებდა ღმერთი დავითსა, იგი გახდა
გამოჩენილი კაცი საულისა და ერისა. ღმერთმა
შემდეგ მას გამოაცდევინა არაერთი უბედურება
და თავგადასავალი, რომ უფრო კარგად
მოემზადებინა იგი მეფობისათვის და ერის
სამართლიანი მართვისათვის.
(1 მეფ. 16,1 _ 13; 16; 18)
გაფორმება: კობა ქსოვრელი

More Related Content

What's hot

ლომი და თაგვი
ლომი და თაგვილომი და თაგვი
ლომი და თაგვიKeti Tseradze
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიIrina Zaqareishvili
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიაeka1972
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიmarine kvaratskhelia
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიNatia Kurtanidze
 
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიsophikojanashia
 
რაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმირაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმიEka Murusidze
 
ვაჟა ფშველა
ვაჟა ფშველავაჟა ფშველა
ვაჟა ფშველაNatia Gvilia
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 

What's hot (20)

ლომი და თაგვი
ლომი და თაგვილომი და თაგვი
ლომი და თაგვი
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერი
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
 
"კაი ყმა" განხილვა
"კაი ყმა"  განხილვა"კაი ყმა"  განხილვა
"კაი ყმა" განხილვა
 
Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
ხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესებიხევსურეთის ადათ წესები
ხევსურეთის ადათ წესები
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
 
ზედსართავი სახელი
 ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
 
რაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმირაჭა ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმი
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ვაჟა ფშველა
ვაჟა ფშველავაჟა ფშველა
ვაჟა ფშველა
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 

Similar to საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~Koba Ksovreli
 

Similar to საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~ (11)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 24~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 22~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
 

More from Koba Ksovreli

საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~Koba Ksovreli
 

More from Koba Ksovreli (12)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 21~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
 

საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

  • 3. რისხვა უფლისა ელის ოჯახზე დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმეები ხდებოდა. საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა. ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა). რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? _ იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში. ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან, ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა. წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა.
  • 4. ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა. ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტერზედა. სამოელი მართავდა ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა. იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა. (1 მეფ. 4,1 _18; 5,1 _12; 6,1 _ 14; 7,7 _ 16)
  • 5. საულის ამორჩევა მეფედ სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამებს იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანებს ამართლებდნენ ფულის გულისათვის. ბოლოს ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და წინამძღოლიც მტერთან ომის დროსა. სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი, რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ისრაელთ და ბევრი ურჩია მათ, რომ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზედ, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა. მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. სამოელმა გამოუცხადა შეკრებილ ხალხს, რომ იგი აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო, მოჯამაგირემ უთხრა საულსა: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე შეხვდა მათ სამოელი. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელსა: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზედ, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? _ ჰკითხა საულმა სამოელსა. მე თვითონა ვარ წინასწარმეტყველი, _ მიუგო სამოელმა, და დაუმატა, _ დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ეხლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს.
  • 6. სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზედ და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილაზედ გასაცილებლად გაჰყვა. ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ, სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა, დაასხა თავზედ ნაკურთხი მირონი, აკოცა საულსა და უთხრა: აი, უფალი გხდის შენ თავისი ხალხის მეფედა. საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზედ დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სული წმინდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად. საული რომ შინ დაბრუნდა, არავის არ ეუბნებოდა, რაც მას გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ თვითონ იმან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო, როცა იგი იპოვნეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე და როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: გაუმარჯოს ჩვენს მეფეს! მართალია, ზოგნი ამბობდნენ: რა შეუძლია, როგორი მეფე უნდა იყოს ვიღაც უბრალო ტეტიას შვილიო, მაგრამ საულმა მათ ბოდვას ყურიც არ ათხოვა და ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. ჩქარა საული შეიქმნა ხალხის საყვარელი მეფე. საქმეების გარჩევაში მან დაამკვიდრა სიმართლე, ქრთამი სრულიად ამოკვეთა; მამულის მტრები ყველანი დაამარცხა; მართლაც დიდი ხანი იყო, რაც ხალხს ასე მშვიდობიანად აღარ ეცხოვრა. მაგრამ საუბედუროდ საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, თავი დიდ რამედ ჩათვალა და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას ასდევდა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულსა: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად (1 მეფ. 8,1 _ 10; 9,1 _ 27; 10,1 _ 27)
  • 7. მეფედ მირონცხება დავითისა სამოელი ჯავრობდა საულზედ. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბედზედ, რომელსაც პირველივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოეცხადა მას და უთხრა: სამოელ, რამდენი უნდა იტირო შენ საულზედ? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთანა; მე ამოვარჩიე სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; მე გიჩვენებ შენ მას და შენ სცხებ მირონსა. სამოელი მივიდა ბეთლემში და მოხუცებულთა მათ ქალაქისათა უთხრა: მე მოვალ აქა იმ განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთსა; შეიკრიბენით და მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს. როცა ყველანი შეიკრიბნენ და სამოელმა დაინახა იესეს უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთუოდ ეს უნდა იყოს მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, მე ვუყურებ სულს კაცისას. იესემ, სამოელის სურვილის თანახმად, რიგ-რიგობით წარუდგინა მას ყველა თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზედ ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო. სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი კიდევა მყავს, ყველაზედ უმცროსი, რომელიც ეხლა მეცხვარედ არის მინდორში, გაგზავნე და ახლავე მოაყვანინე, _ უთხრა სამოელმა. ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა სახელად დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელსა: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზედ დაასხა მირონი. მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზედ და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან. რასაკვირველია, ჯერ სრულიად არავინ იცოდა, თუ დავითი მეფედ იყო ღვთისგან დანიშნული, არც საულმა, არც სხვებმა და არც დავითის ნათესავებმა. სამოელმა არავის უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითსა. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის. ხორცით მშვენიერი დავითი იყო მშვენიერი სულითაც.
  • 8. იგი იყო მომთმენი, თავმდაბალი, უწყინარი, ყველასათვის სიკეთის მოსურნე და მორიდე ბოროტისა, მაგრამ ყველაზედ მომეტებულად იგი იყო ერთგული ლოცვისა. ვედრება ღმრთისა, მის წინაშე ამოთქმა თავისი სიხარულისა და დარდისა, თხოვნა ყველასათვის სიკეთისა იყო ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე დავითისათვის. ღმერთმა ამიტომ განსაკუთრებით შეიყვარა დავითი. მწყემსობის დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი საკრავის, ქნარის გაკეთება და მშვენივრად ისწავლა მასზე დაკვრა. თავის ვედრებას უფალთან დავითი ლექსადა სთხზავდა და უკრავდა ამ საკრავზედ. ამ ლექსებიდან შესდგა "დავითნი” ანუ "ფსალმუნნი”. დავითი იყო შვილისშვილისშვილი ბოოსია და რუთისა, იაკობის შვილის, იუდას შთამომავლობიდან, რომლისგანაც, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, უნდა გამოსულიყვნენ მეფენი; ჯერ მანამ ისრაელის ერის მეფობას ჩააბარებდა ღმერთი დავითსა, იგი გახდა გამოჩენილი კაცი საულისა და ერისა. ღმერთმა შემდეგ მას გამოაცდევინა არაერთი უბედურება და თავგადასავალი, რომ უფრო კარგად მოემზადებინა იგი მეფობისათვის და ერის სამართლიანი მართვისათვის. (1 მეფ. 16,1 _ 13; 16; 18)
  • 9.