SlideShare a Scribd company logo
1 of 8
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
დანიელი
იუდევლებს ეწვიათ უბედურება და იწყეს მონანიება და ამბობდნენ: რატომ წინასწამეტყველების
დარიგებას და შთაგონებას არ ვუგონებდითო, რატომ ყურს არ ვუგდებდით იმათ მუქარას?; როდესაც
ხელს იღებდნენ ხოლმე უწინდებურ უწმინდურობაზე და შეცდომაზედ, მაშინ უფალიც უმსუბუქებდა
უბედურებას და მტრების წინააღმდეგ შემწეობას აძლევდათ. ამისთანა მოწყალება მან გამოუცხადა
წინასწარმეტყველ დანიელს და მის ამხანაგებს: ანანიას, მიქაელს და აზარიას. ბაბილონელთა მეფემ
ბრძანა, რომ მოეყვანათ ტყვეობაში მყოფი ისრაელთა მეფის შთამომავლები. ამ ამორჩეულ ყმაწვილებს
შორის იყვნენ დანიელი, ანანია, მიქაელი და აზარია. საჭმელი ეძლეოდათ ხელმწიფის სუფრიდან,
მაგრამ მოსეს რჯული უკრძალავდა მათ ზოგიერთი საჭმელების ჭამას. ხელმწიფის სუფრაზე კი
მრავალი იყო ამგვარი საჭმელი. ამიტომ დანიელმა და მისმა ამხანაგებმა ხელმწიფის მიერ მიჩენილ
კაცს სთხოვეს, რომ არ ეჭმია ის საჭმელები, რომლებიც ეკრძალებოდათ მოსეს რჯულით. ხელმწიფის
კაცს ეშინოდა, ვაითუ ცარიელი პური და მწვანილი რომ ვაჭამოთ, გახდნენ ყმაწვილები და ხელმწიფე
გამიჯავრდესო. როგორც იყო, მაინც დააჯერეს დანიელმა და მისმა ამხანაგებმა, რომ არ გავხდებითო.
მართლაც სცადეს და არამც თუ გახდნენ, უფრო გამშვენიერდნენ და თავის ამხანაგებს დაემჯობინენ.
მოსეს სჯულის დაცვის გამო ღმერთმა დანიელი და მისი ამხანაგები: ანანია, აზარია და მიქაელი
დაასაჩუქრა ყოველგვარი სიბრძნით. ასე რომ, სხვა თავის ამხანაგებს სჯობნიდნენ სწავლაში. ხშირად
ხელმწიფე თვითონ გამოსცდიდა ხოლმე სწავლაში დანიელს და მის სამ ამხანაგს და უკვირდა მათი
გონიერება. ღმერთმა დანიელი უფრო მეტად შეიყვარა მისი რჯულის ერთგულებისათვის და გარდა
გონებისა, ის დაასაჩუქრა წინასწარმეტყველების ნიჭით. ნაბუქოდონორმა შენიშნა ამისთანა ნიჭი
დანიელისა და უფრო დაიახლოვა და მისი თხოვნით ანანია, მიქაელი და აზარია ბაბილონის
უფროსებად დააყენა. უფალმა ამისთანა ბედი იმიტომ არგუნა მათ, რომ ეშველათ თავისი
დატყვევებული ხალხისათვის _ ისრაელთათვის და მათი ენით ადიდა თავი თვისი უსჯულო
ბაბილოვნელთა შორის და აჩვენა მათ, რომ მარტო ის არის ერთი ჭეშმარიტი დ ყოვლად შემძლებელი
ღმერთი. ერთხელ მეფე ნაბუქოდონოსორმა ჩამოასხმევინა ოქროს კერპი, დადგა ბაბილონის ახლოს
მინდორზე, შეკრიბა ყველა თავისი ქვეშერდომი და უბრძანა, ელოცათ მის წინაშე. ამასთანავე ბრძანა,
ვინც ზეიმზე მის წინ მუხლს არ მოიდრეკდა და თაყვანს არ სცემდა კერპს, ცეცხლით დაიწვებოდა,
დაუკრეს თუ არა სარიტუალო მუსიკა, ანანიას, აზარიას და მიქაელის გარდა, ყველამ მუხლის
მოდრეკით თაყვანი სცა იმ კერპს;
მაშინვე ხელმწიფეს მიუტანეს ანანიას, აზარიას და მიქაელის ამბავი (დანიელი იქ არ იყო). ხელმწიფე გაჯავრდა
და მოიხმო ისინი თავისთან და უთხრა: რატომ არ ეცით თაყვანი კერპს? თუ თაყვანს არა სცემთ მას, ცეცხლში
ჩაგყრით. მათ მოახსენეს: ჩვენი ღმერთი ძლიერია, თუნდაც ჩაგვყარო, მაინც დაგვიფარავსო. მაშინ ხელმწიფემ
ბრძანა, შვიდჯერ უფრო ძლიერ აღენთოთ ცეცხლი და შიგ ჩაეყარათ სამივენი. მართლაც ასე მოიქცნენ. ამ დროს
ნაბუქოდონოსორიც იქ იყო. მივიდა ახლოს ცეცხლთან და ნახა, რომ სამის მაგიერ ოთხნი იყვნენ, მეფემ ჰკითხა
მსახურებს: ჩვენ სამნი ჩავყარეთ და მეოთხე ვიღააო? მეფის ბრძანებით ცეცხლი ჩაყრილები გამოიყვანეს და ნახეს,
რომ ტანისამოსიც კი არ დაწვოდათ, თმებიც კი არ შეტრუსოდათ. ნაბუქოდონოსორმა ნახა თუ არა ეს ამბავი,
ადიდა ის ღმერთი, რომელმაც ისინი დაიფარა ცეცხლისაგან და გასცა ბრძანება: ვინც გაბედავს ცუდს რამეს
ლაპარაკს იმ ღმერთზედ, რომელსაც ანანია, აზარია და მიქაელი ემსახურებიან, სიკვდილით დაისჯებაო. ამის
შემდეგ მეფემ ისევ ის თანამდებობა მისცა მათ, რაც უწინ ეჭირათ. მალე ბაბილონელთა სამეფო დაიპყრეს
სპარსელებმა. დანიელმა მათ დროს უფრო დიდი გავლენა მიიღო. მეფე დარიოსმა დაიჭირა თუ არა
ბაბილონელთა სამეფო, დანიელი პირველი სამეფოს უფროსად დააყენა. ამისათვის ყველამ საშინლად მოიძულა
დანიელი და ცდილობდნენ, როგორმე ხელმწიფის წინაშე დამნაშავედ გმოეყვანათ. ბევრს ეცადნენ, ბევრი
იშრომეს, მაგრამ ვერა მოუხერხეს რა. ბოლოს მოიგონეს ერთი სივერაგე. მივიდნენ გამოჩენილი კაცები და მეფეს
მოახსენეს, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის ძალითაც ნება არავის ექნებოდა, ეთხოვა რამე თავის ღმერთისთვის;
უნდა ელოცათ ერთი თვის განმავლობაში და მხოლოდ ხელმწიფესთან მისულიყვნენ სათხოვნელად. ვინც ამას არ
აასრულებდა, ის ჩაეგდოთ ლომებით სავსე ხაროში. ხელმწიფემაც ხელი მოაწერა ამგვარ ბრძანებას.
რასაკვირველია, დანიელი ამას არ იზამდა და არასოდეს არ მოიშლიდა დღეში სამჯერ ღვთის ლოცვას და
ვედრებას. გამოჩენილმა კაცებმა მიუტანეს ხელმწიფეს ამბავი, რომ დანიელმა არ მოიშალა ღვთის ლოცვაო. მეფეს
დანიელი თუმც კი უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ მაინც ბრძანა, ჩაეგდოთ ის ლომებით სავსე ხაროში.
დანიელი ჩააგდეს და მეფის ბეჭდით დაბეჭდეს ქვის სარქველი ხაროსი. მეორე დღეს მივიდა დარიოსი და ჩასძახა
დანიელს, გადაგარჩინა შენმა ღმერთმა თუ არა? მეფევ, მე ცოცხალი ვარ და ტყუილად დამსაჯეთ, ჩემმა ღმერთმა
ანგელოზი ჩამომიგზავნა და მით დამიფარაო, _ უთხრა დანიელმა მეფეს. მაშინვე ხელმწიფის ბრძანებით,
ამოიყვანეს დანიელი ხაროდან უვნებელი. ნახა რა დანიელის ღმერთის ყოვლისშემძლეობა დარიოსმა, ისევ
დაიახლოვა თავისთან და ის ადგილი მისცა რაც უწინ ეჭირა. მისი მოწინააღმდეგე კაცები კი იმ ხაროში ჩაყარა და
ლომებს შეაჭამა. როცა ხელმწიფემ დაინახა ამისთან ჭეშმარიტი ღვთის ძალა, გამოსცა ბრძანება, ყველას თაყვანი
ეცა და ელოცა ის ღმერთი, რომელსაც დანიელი ემსახურებოდა, იმიტომ, რომ ის ღმერთი არისო უკვდავი,
მფლობელი მთელი ქვეყნიერებისა და შემძლებელი დიდი სასწაულებისა. ისრაელთ და სხვა ხალხების
სანუგეშოდ, რომელნიც ელოდნენ მაცხოვარს, ღმერთმა დანიელის პირით გამოაცხადა, რომ სანამ მაცხოვარი მოვა,
ცოტა დრო არის დარჩენილი, სულ 490 წელიწადი და მაცხოვარი ხალხის ცოდვის გულისათვის მოკლული და
წვალებული იქნებაო. იმის მოსვლამდის ისრაელნი ტყვეობიდან დაბრუნდებიან და იერუსალიმს მეორედ
ააშენებენო. ყოველივე ეს დანიელის პირით გაიგეს როგორც ბაბილონელმა სწავლულებმა, ისევე სხვა წარმართმა
ხალხებმაც. მართალი ტობი
ტობი
უფალი იმ სასჯელით, რომლითაც სჯიდა ისრაელთა გარყვნილ ხალხს, ბევრჯერ დასჯიდა ხოლმე
მართალს და გულმოდგინე ღვთის ადამიანებსაც, იმისთვის კი არა, რომ ისინი ამის ღირსნი იყვნენ, არამედ
იმიტომ, რომ სხვა ხალხისათვის ეჩვენებინა მათი ერთგული ღვთისმსახურება, ეჩვენებინა მათი ჭეშმარიტი
სიყვარული ღვთისა და მოთმინება. ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ისრაელთა შორის თავისი მართალი
ცხოვრებით შესანიშნავი იყო ერთი კაცი, სახელად ტობი. ობოლი ტობი, ბებიამ გამოზარდა კეთილგონიერი
დარიგებებით, იგი მას მუდამ ეუბნებოდა, რომ წმინდა გულით ელოცა ღმერთი, შეესრულებინა მისი ნება
და მოწყალე ყოფილიყო. ტობი თავის სიცოცხლეში არ ივიწყებდა ბებიის დარიგებას და რიგიანადაც
ასრულებდა. სანამ ისრაელებს დაატყვევებდნენ უცხო ტომები და ესენი მიეცემოდნენ კერპთმსახურებას,
ტობი ყოველ დღესასწაულზე დადიოდა იერუსალიმში და თაყვანს სცემდა უფალსა. სხვა ისრაელთა შორის
ისიც ტყვედ წაიყვანეს მაგრამ თავისი კეთილი ცხოვრება და მოწყალება იქაც არ მოიშალა: პირველი
ხელმწიფის გულიც კი მოიგო; სადაც თავის თანამოძმეს დაუმარხავს ნახავდა, მარხავდა და ღარიბ ხალხსაც
შემწეობას აძლევდა. მაგრამ როცა სალმანასარ ხელმწიფე მოკვდა და მის წილ მისი ძე სენაქერიმი გამეფდა,
ტობიმ ვეღარ მოახერხა ამის გაკეთება, რადგანაც სენაქერიმი ძალიან გადაემტერა. რაც იმ პირველი
ხელმწიფის დროს სარჩო იშოვა, სულ ღარიბ ხალხს მოახმარა. მეორე ხელმწიფე ისეთნაირად
გაჯავრდებოდა ხოლმე, რომ უბრძანებდა, დახოცილი ისრაელები ნადირებისა და ფრინველების
შესაჭმელად გადაეყარათ მინდორში. ტობი კი მაინც მალვით მარხავდა მკვდრებს. აკი ერთხელ გაუგეს და
ხელმწიფეს ამბავი მიუტანეს. ხელმწიფე ძალიან გაბრაზდა და ბრძანა, მოეკლათ ტობი. ტობის შეეშინდა და
გაიქცა სხვა ქვეყანაში, მისი ქონება სულ წაიღ-წამოიღეს. მალე სენაქერიმი მოკლეს და მისი შვილი
ასარდინი გამიფდა. მან შეიწყალა ტობი და ნება მისცა დაბრუნებისა. ტობი დაბრუნდა ნინევიაში და მაინც
არ მოიშალა თავისი კეთილი საქმე. ის მკვდრებს მარხავდა ხოლმე და მეზობლები დასცინოდნენ: მაგის
გულისთვის იყო დამალულიო და მაინც არ მოიშალა მკვდრების მალვით მარხვაო. ერთხელ ტობიმ სადილი
მოამზადა და თავისი შვილი ტობია გაგზავნა ღარიბი ხალხის სადილზე მოსაწვევად. ტობიამ, ბევრი
სიარულის, ვერავინ ნახა და მამას ამბავი მოუტანა, რომ გზაზედ ერთი მათი ტომის კაცი მკვდარი გდია.
გაიგო თუ არა ტობიმ, დღესასწაული და სიხარული დარდად გადაექცა; წავიდა, მოიტანა მკვდარი შინ და
საღამო ხანზედ ჩუმად დამარხა. დამარხვის შემდეგ ტობი სახლში არ შევიდა და გარეთ ტახტზე წამოწვა. ამ
დროს მაღლიდან ჩამოვარდა ფრინველის უწმინდურება (სკინტლი), ზედ თვალებზე დაეცა და თვალი
დაუშავდა. ამას გარდა, ტობი თავისი ცოლის, ანნას ყვედრებას ვეღარ აუდიოდა. ის დადიოდა ხოლმე
მატყლის სართველად სხვასთან, რომ თავი ერჩინათ.
ერთხელ ფასიც მისცეს და ციკანიც. გაიგო ციკნის ბღავილი ტობიმ და უთხრა: ხომ არ
მოგიპარავს სადმეო? თუ მოიპარე, წაიყვანე და ისევ პატრონს მიეციო. მაშინ ტობის ცოლი
ანნა ძალიან გაჯავრდა და უთხრა ქმარს: შენი კეთილი საქმისათვის რა მიიღე? ასე მოგივა
შენ! ტობიმ იტირა ბევრი სიმწუხარისაგან და სთხოვა ღმერთს, მოეკლა. მაგრამ ღმერთმა
ნუგეში სცა და ხანგრძლივი და უწყინარი ცხოვრება მისცა. სანამ ტობი მდიდრულად
ცხოვრობდა, ერთ ისრაელს მისცა შესანახად ფული. ეს ისრაელი, იმჟამად ძალიან შორს იყო
და ეხლა მოაგონდა ის ფულები; დაუძახა თავის შვილს, ტობიას, და უთხრა, რომ ეშოვნა
მგზავრი, წასულიყო და გამოერთმია იმ კაცისათვის ის ფულები. ტობია წავიდა, იშოვა ერთი
იქ წამსვლელი მგზავრი და მოიყვანა დედ-მამასთან. ტობიმ დალოცა შვილი თავის
მგზავრით, რომ კეთილად ემგზავრათ და კეთილი ანგელოზი შეხვედროდათ. ტობის ცოლი
ანნა კი ჯავრობდა და ეუბნებოდა ქმარს: ფული რად გვინდა, თუ შვილი არ გვეყოლება?
ჩვენი სიცოცხლე მაგაზედ არის დამყარებული. მაგრამ ტობიმ დააშოშმინა და უთხრა, შვილი
მშვიდობით დაბრუნდება, ფიქრი ნუ გაქვსო. მოგზაურები წავიდნენ და მათ გაჰყვა პატარა
ძაღლიც. იმ საღამოს მივიდნენ ერთ დიდ წყალთან და ღამე იმ წყლის ნაპირას დადგნენ.
მივიდა ტობია წყალთან დასაბანად და ამ დროს გამოვიდა წყლიდან ერთი დიდი
ყბადაღებული თევზი. იმისმა ამხანაგმა უთხრა: დაიჭირე და გამოიყვანეო. ტობიამ დაიჭირა
ის თევზი და იმათ იმ ღამეს შეწვეს და ჭამეს; ტობიას ამხანაგმა კი უთხრა, შეენახა თევზის
ნაღველი. მეორე დღეს ისინი მივიდნენ იმ ქალაქში და ამხანაგმა უთხრა ტობიას: შენს
ნათესავთან დავდგეთო ამაღამ, იმას ერთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავს და იმას
შეგრთავო. ტობია დაეთანხმა. მივიდნენ ისინი იმ ისრაელთან და მასპინძლები ძალიან
კეთილი გულით დახვდნენ. ტობიას ამხანაგმა ლაპარაკი ჩამოუგდო სახლის პატრონს, რომ
მიეცა თავისი ქალი ტობიასათვის. სახლის პატრონს ძალიან ეამა ეს გულში და როცა გაიგო,
რომ ტობია ტობის შვილი ყოფილა, მაშინ უფრო მომეტებულად გაიხარეს და პატივი სცეს.
მამამ თავისი ქალი სარა დალოცა და ამნაირად ქორწილიც მოხერხდა. რომ არ
დაგვიანებოდათ, ტობიამ უთხრა თავის ამხანაგს მოვალესთან წასვლა. მაშინ ის კაცი
დაიბარეს, ფულიც გამოართვეს და ქორწილზეც აწვიეს. ტობია ძალიან ჩქარობდა შინ
წასვლას, რომ გაეხარებინა თავისი მოხუცი დედ-მამა: სარას მშობლებმა სიხარულით
გაუშვეს ისინი და თანაც დალოცეს სარა, რომ თავისი ქმრის და დედამთილ-მამამთილის
მორჩილი ყოფილიყო და ბევრი ქონებაც გაატანეს. ამხანგმა უთხრა ტობიას,
რომ თევზის ნაღველი შეენახა და სახლში რომ მივიდოდნენ, თვალზე
მოესვა მამისათვის. ტობიას დედ-მამა დღეებს ითვლიდა, როდის
დაუბრუნდებოდათ შვილი. მომეტებულად დედა დარდობდა, აყვედრიდა
თავის ქმარს და ეუბნებოდა: შვილი დავკარგრ; ქმარი კი ანუგეშებდა, ჩვენი
შვილი მშვიდობით მოვაო. მაშინ ცოლმა უთხრა: არა, არა, ნუ მატყუებ, ჩემი
შვილი დაღუპულია. ტობის ცოლი, ანნა, ხშირად ჭიშკართან დაჯდებოდა
ხოლმე და იყურებოდა გზისაკენ. ერთ საღამოს გაიხედა და დაინახა
თავისი შვილი ტობია, ამხანაგით. ტობიამ ცოლი უკან დატოვა და თვით
წინ წამოვიდა. მოვიდა ტობია თუ არა კარებთან, დედა მოეხვია შვილს,
დაჰკოცნა და სიხარულისაგან ტირილი დაიწყო. გაიქცა მაშინვე ქმართან და
ახარა შვილის მოსვლა. ტობი გამოვიდა გარეთ, მაგრამ კარებში წაიქცა და
ტობიამ ხელი შეაშველა, მოუსვა თევზის ნაღველი და თვალები აეხილა
მამას. ტობი მოეხვია თავის ტობიას და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ
მშვიდობით მაჩვენე შვილიო. ახლა ტობიას ცოლს სარას მიეგებნენ. მას
უკან ტობიას ქორწილი გადაუხადეს და ბევრი ნათესაობა და მეზობლები
მიიწვიეს. ახლა უნდა დაესაჩუქრებინათ ტობიას მეგზური. მივიდა ტობია
მამასთან და უთხრა: მამავ! ამ კაცმა გადამარჩინა და მშვიდობით მომიყვანა
შინ, ცოლიც, ფულიც და ქონებაც სულ ამან მიშოვა და არ იქნება მეტი, რომ
ნახევარი ამ ქონებისა, რაც იქიდან მოვიტანე, ამას მივცეთ. ტობი
დათანხმდა შვილს, დაუძახეს და უთხრეს, რომ წაეღო ქონება, რაც
ერგებოდა. ტობიას ამხანაგმა უთხრა: თქვენ მარტო ღმერთი ადიდეთ და
პატივი ეცით მას. მოწყალე იყავით ღარიბ ხალხთან, ნუ დაივიწყებთ
ღმერთს: თქვენ რომ კეთილ საქმეს შვრებოდით, როცა მარხავდით
მკვდრებს, მე თქვენთან ვიყავი. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ ანგელოზთაგანი,
რომელთაც წმინდა კაცების ლოცვა მიაქვთ უფალთან; მე უფალმა
გამომგზავნა და იმასთან მივალ. ტობი და ტობია პირქვე დაეცნენ.
ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინიათ, ღმერთი ყოველთვის ადიდეთ. და
მაშინვე გაჰქრა. ტობიმ ყველას უამბო ეს ამბავი და წიგნიც დაწერა ამის
შესახებ.
გაფორმება: კობა ქსოვრელი

More Related Content

Similar to საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~

Similar to საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~ (9)

Georgian - Bel and the Dragon.pdf
Georgian - Bel and the Dragon.pdfGeorgian - Bel and the Dragon.pdf
Georgian - Bel and the Dragon.pdf
 
Georgian - Testament of Judah.pdf
Georgian - Testament of Judah.pdfGeorgian - Testament of Judah.pdf
Georgian - Testament of Judah.pdf
 
Georgian - The Protevangelion.pdf
Georgian - The Protevangelion.pdfGeorgian - The Protevangelion.pdf
Georgian - The Protevangelion.pdf
 
Georgian - Tobit.pdf
Georgian - Tobit.pdfGeorgian - Tobit.pdf
Georgian - Tobit.pdf
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
 
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdfGeorgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
 
Georgian-Testament of Joseph.pdf
Georgian-Testament of Joseph.pdfGeorgian-Testament of Joseph.pdf
Georgian-Testament of Joseph.pdf
 
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~
 

More from Koba Ksovreli

საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~Koba Ksovreli
 

More from Koba Ksovreli (13)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
 

საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~

  • 3. დანიელი იუდევლებს ეწვიათ უბედურება და იწყეს მონანიება და ამბობდნენ: რატომ წინასწამეტყველების დარიგებას და შთაგონებას არ ვუგონებდითო, რატომ ყურს არ ვუგდებდით იმათ მუქარას?; როდესაც ხელს იღებდნენ ხოლმე უწინდებურ უწმინდურობაზე და შეცდომაზედ, მაშინ უფალიც უმსუბუქებდა უბედურებას და მტრების წინააღმდეგ შემწეობას აძლევდათ. ამისთანა მოწყალება მან გამოუცხადა წინასწარმეტყველ დანიელს და მის ამხანაგებს: ანანიას, მიქაელს და აზარიას. ბაბილონელთა მეფემ ბრძანა, რომ მოეყვანათ ტყვეობაში მყოფი ისრაელთა მეფის შთამომავლები. ამ ამორჩეულ ყმაწვილებს შორის იყვნენ დანიელი, ანანია, მიქაელი და აზარია. საჭმელი ეძლეოდათ ხელმწიფის სუფრიდან, მაგრამ მოსეს რჯული უკრძალავდა მათ ზოგიერთი საჭმელების ჭამას. ხელმწიფის სუფრაზე კი მრავალი იყო ამგვარი საჭმელი. ამიტომ დანიელმა და მისმა ამხანაგებმა ხელმწიფის მიერ მიჩენილ კაცს სთხოვეს, რომ არ ეჭმია ის საჭმელები, რომლებიც ეკრძალებოდათ მოსეს რჯულით. ხელმწიფის კაცს ეშინოდა, ვაითუ ცარიელი პური და მწვანილი რომ ვაჭამოთ, გახდნენ ყმაწვილები და ხელმწიფე გამიჯავრდესო. როგორც იყო, მაინც დააჯერეს დანიელმა და მისმა ამხანაგებმა, რომ არ გავხდებითო. მართლაც სცადეს და არამც თუ გახდნენ, უფრო გამშვენიერდნენ და თავის ამხანაგებს დაემჯობინენ. მოსეს სჯულის დაცვის გამო ღმერთმა დანიელი და მისი ამხანაგები: ანანია, აზარია და მიქაელი დაასაჩუქრა ყოველგვარი სიბრძნით. ასე რომ, სხვა თავის ამხანაგებს სჯობნიდნენ სწავლაში. ხშირად ხელმწიფე თვითონ გამოსცდიდა ხოლმე სწავლაში დანიელს და მის სამ ამხანაგს და უკვირდა მათი გონიერება. ღმერთმა დანიელი უფრო მეტად შეიყვარა მისი რჯულის ერთგულებისათვის და გარდა გონებისა, ის დაასაჩუქრა წინასწარმეტყველების ნიჭით. ნაბუქოდონორმა შენიშნა ამისთანა ნიჭი დანიელისა და უფრო დაიახლოვა და მისი თხოვნით ანანია, მიქაელი და აზარია ბაბილონის უფროსებად დააყენა. უფალმა ამისთანა ბედი იმიტომ არგუნა მათ, რომ ეშველათ თავისი დატყვევებული ხალხისათვის _ ისრაელთათვის და მათი ენით ადიდა თავი თვისი უსჯულო ბაბილოვნელთა შორის და აჩვენა მათ, რომ მარტო ის არის ერთი ჭეშმარიტი დ ყოვლად შემძლებელი ღმერთი. ერთხელ მეფე ნაბუქოდონოსორმა ჩამოასხმევინა ოქროს კერპი, დადგა ბაბილონის ახლოს მინდორზე, შეკრიბა ყველა თავისი ქვეშერდომი და უბრძანა, ელოცათ მის წინაშე. ამასთანავე ბრძანა, ვინც ზეიმზე მის წინ მუხლს არ მოიდრეკდა და თაყვანს არ სცემდა კერპს, ცეცხლით დაიწვებოდა, დაუკრეს თუ არა სარიტუალო მუსიკა, ანანიას, აზარიას და მიქაელის გარდა, ყველამ მუხლის მოდრეკით თაყვანი სცა იმ კერპს;
  • 4. მაშინვე ხელმწიფეს მიუტანეს ანანიას, აზარიას და მიქაელის ამბავი (დანიელი იქ არ იყო). ხელმწიფე გაჯავრდა და მოიხმო ისინი თავისთან და უთხრა: რატომ არ ეცით თაყვანი კერპს? თუ თაყვანს არა სცემთ მას, ცეცხლში ჩაგყრით. მათ მოახსენეს: ჩვენი ღმერთი ძლიერია, თუნდაც ჩაგვყარო, მაინც დაგვიფარავსო. მაშინ ხელმწიფემ ბრძანა, შვიდჯერ უფრო ძლიერ აღენთოთ ცეცხლი და შიგ ჩაეყარათ სამივენი. მართლაც ასე მოიქცნენ. ამ დროს ნაბუქოდონოსორიც იქ იყო. მივიდა ახლოს ცეცხლთან და ნახა, რომ სამის მაგიერ ოთხნი იყვნენ, მეფემ ჰკითხა მსახურებს: ჩვენ სამნი ჩავყარეთ და მეოთხე ვიღააო? მეფის ბრძანებით ცეცხლი ჩაყრილები გამოიყვანეს და ნახეს, რომ ტანისამოსიც კი არ დაწვოდათ, თმებიც კი არ შეტრუსოდათ. ნაბუქოდონოსორმა ნახა თუ არა ეს ამბავი, ადიდა ის ღმერთი, რომელმაც ისინი დაიფარა ცეცხლისაგან და გასცა ბრძანება: ვინც გაბედავს ცუდს რამეს ლაპარაკს იმ ღმერთზედ, რომელსაც ანანია, აზარია და მიქაელი ემსახურებიან, სიკვდილით დაისჯებაო. ამის შემდეგ მეფემ ისევ ის თანამდებობა მისცა მათ, რაც უწინ ეჭირათ. მალე ბაბილონელთა სამეფო დაიპყრეს სპარსელებმა. დანიელმა მათ დროს უფრო დიდი გავლენა მიიღო. მეფე დარიოსმა დაიჭირა თუ არა ბაბილონელთა სამეფო, დანიელი პირველი სამეფოს უფროსად დააყენა. ამისათვის ყველამ საშინლად მოიძულა დანიელი და ცდილობდნენ, როგორმე ხელმწიფის წინაშე დამნაშავედ გმოეყვანათ. ბევრს ეცადნენ, ბევრი იშრომეს, მაგრამ ვერა მოუხერხეს რა. ბოლოს მოიგონეს ერთი სივერაგე. მივიდნენ გამოჩენილი კაცები და მეფეს მოახსენეს, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის ძალითაც ნება არავის ექნებოდა, ეთხოვა რამე თავის ღმერთისთვის; უნდა ელოცათ ერთი თვის განმავლობაში და მხოლოდ ხელმწიფესთან მისულიყვნენ სათხოვნელად. ვინც ამას არ აასრულებდა, ის ჩაეგდოთ ლომებით სავსე ხაროში. ხელმწიფემაც ხელი მოაწერა ამგვარ ბრძანებას. რასაკვირველია, დანიელი ამას არ იზამდა და არასოდეს არ მოიშლიდა დღეში სამჯერ ღვთის ლოცვას და ვედრებას. გამოჩენილმა კაცებმა მიუტანეს ხელმწიფეს ამბავი, რომ დანიელმა არ მოიშალა ღვთის ლოცვაო. მეფეს დანიელი თუმც კი უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ მაინც ბრძანა, ჩაეგდოთ ის ლომებით სავსე ხაროში. დანიელი ჩააგდეს და მეფის ბეჭდით დაბეჭდეს ქვის სარქველი ხაროსი. მეორე დღეს მივიდა დარიოსი და ჩასძახა დანიელს, გადაგარჩინა შენმა ღმერთმა თუ არა? მეფევ, მე ცოცხალი ვარ და ტყუილად დამსაჯეთ, ჩემმა ღმერთმა ანგელოზი ჩამომიგზავნა და მით დამიფარაო, _ უთხრა დანიელმა მეფეს. მაშინვე ხელმწიფის ბრძანებით, ამოიყვანეს დანიელი ხაროდან უვნებელი. ნახა რა დანიელის ღმერთის ყოვლისშემძლეობა დარიოსმა, ისევ დაიახლოვა თავისთან და ის ადგილი მისცა რაც უწინ ეჭირა. მისი მოწინააღმდეგე კაცები კი იმ ხაროში ჩაყარა და ლომებს შეაჭამა. როცა ხელმწიფემ დაინახა ამისთან ჭეშმარიტი ღვთის ძალა, გამოსცა ბრძანება, ყველას თაყვანი ეცა და ელოცა ის ღმერთი, რომელსაც დანიელი ემსახურებოდა, იმიტომ, რომ ის ღმერთი არისო უკვდავი, მფლობელი მთელი ქვეყნიერებისა და შემძლებელი დიდი სასწაულებისა. ისრაელთ და სხვა ხალხების სანუგეშოდ, რომელნიც ელოდნენ მაცხოვარს, ღმერთმა დანიელის პირით გამოაცხადა, რომ სანამ მაცხოვარი მოვა, ცოტა დრო არის დარჩენილი, სულ 490 წელიწადი და მაცხოვარი ხალხის ცოდვის გულისათვის მოკლული და წვალებული იქნებაო. იმის მოსვლამდის ისრაელნი ტყვეობიდან დაბრუნდებიან და იერუსალიმს მეორედ ააშენებენო. ყოველივე ეს დანიელის პირით გაიგეს როგორც ბაბილონელმა სწავლულებმა, ისევე სხვა წარმართმა ხალხებმაც. მართალი ტობი
  • 5. ტობი უფალი იმ სასჯელით, რომლითაც სჯიდა ისრაელთა გარყვნილ ხალხს, ბევრჯერ დასჯიდა ხოლმე მართალს და გულმოდგინე ღვთის ადამიანებსაც, იმისთვის კი არა, რომ ისინი ამის ღირსნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ხალხისათვის ეჩვენებინა მათი ერთგული ღვთისმსახურება, ეჩვენებინა მათი ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოთმინება. ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ისრაელთა შორის თავისი მართალი ცხოვრებით შესანიშნავი იყო ერთი კაცი, სახელად ტობი. ობოლი ტობი, ბებიამ გამოზარდა კეთილგონიერი დარიგებებით, იგი მას მუდამ ეუბნებოდა, რომ წმინდა გულით ელოცა ღმერთი, შეესრულებინა მისი ნება და მოწყალე ყოფილიყო. ტობი თავის სიცოცხლეში არ ივიწყებდა ბებიის დარიგებას და რიგიანადაც ასრულებდა. სანამ ისრაელებს დაატყვევებდნენ უცხო ტომები და ესენი მიეცემოდნენ კერპთმსახურებას, ტობი ყოველ დღესასწაულზე დადიოდა იერუსალიმში და თაყვანს სცემდა უფალსა. სხვა ისრაელთა შორის ისიც ტყვედ წაიყვანეს მაგრამ თავისი კეთილი ცხოვრება და მოწყალება იქაც არ მოიშალა: პირველი ხელმწიფის გულიც კი მოიგო; სადაც თავის თანამოძმეს დაუმარხავს ნახავდა, მარხავდა და ღარიბ ხალხსაც შემწეობას აძლევდა. მაგრამ როცა სალმანასარ ხელმწიფე მოკვდა და მის წილ მისი ძე სენაქერიმი გამეფდა, ტობიმ ვეღარ მოახერხა ამის გაკეთება, რადგანაც სენაქერიმი ძალიან გადაემტერა. რაც იმ პირველი ხელმწიფის დროს სარჩო იშოვა, სულ ღარიბ ხალხს მოახმარა. მეორე ხელმწიფე ისეთნაირად გაჯავრდებოდა ხოლმე, რომ უბრძანებდა, დახოცილი ისრაელები ნადირებისა და ფრინველების შესაჭმელად გადაეყარათ მინდორში. ტობი კი მაინც მალვით მარხავდა მკვდრებს. აკი ერთხელ გაუგეს და ხელმწიფეს ამბავი მიუტანეს. ხელმწიფე ძალიან გაბრაზდა და ბრძანა, მოეკლათ ტობი. ტობის შეეშინდა და გაიქცა სხვა ქვეყანაში, მისი ქონება სულ წაიღ-წამოიღეს. მალე სენაქერიმი მოკლეს და მისი შვილი ასარდინი გამიფდა. მან შეიწყალა ტობი და ნება მისცა დაბრუნებისა. ტობი დაბრუნდა ნინევიაში და მაინც არ მოიშალა თავისი კეთილი საქმე. ის მკვდრებს მარხავდა ხოლმე და მეზობლები დასცინოდნენ: მაგის გულისთვის იყო დამალულიო და მაინც არ მოიშალა მკვდრების მალვით მარხვაო. ერთხელ ტობიმ სადილი მოამზადა და თავისი შვილი ტობია გაგზავნა ღარიბი ხალხის სადილზე მოსაწვევად. ტობიამ, ბევრი სიარულის, ვერავინ ნახა და მამას ამბავი მოუტანა, რომ გზაზედ ერთი მათი ტომის კაცი მკვდარი გდია. გაიგო თუ არა ტობიმ, დღესასწაული და სიხარული დარდად გადაექცა; წავიდა, მოიტანა მკვდარი შინ და საღამო ხანზედ ჩუმად დამარხა. დამარხვის შემდეგ ტობი სახლში არ შევიდა და გარეთ ტახტზე წამოწვა. ამ დროს მაღლიდან ჩამოვარდა ფრინველის უწმინდურება (სკინტლი), ზედ თვალებზე დაეცა და თვალი დაუშავდა. ამას გარდა, ტობი თავისი ცოლის, ანნას ყვედრებას ვეღარ აუდიოდა. ის დადიოდა ხოლმე მატყლის სართველად სხვასთან, რომ თავი ერჩინათ.
  • 6. ერთხელ ფასიც მისცეს და ციკანიც. გაიგო ციკნის ბღავილი ტობიმ და უთხრა: ხომ არ მოგიპარავს სადმეო? თუ მოიპარე, წაიყვანე და ისევ პატრონს მიეციო. მაშინ ტობის ცოლი ანნა ძალიან გაჯავრდა და უთხრა ქმარს: შენი კეთილი საქმისათვის რა მიიღე? ასე მოგივა შენ! ტობიმ იტირა ბევრი სიმწუხარისაგან და სთხოვა ღმერთს, მოეკლა. მაგრამ ღმერთმა ნუგეში სცა და ხანგრძლივი და უწყინარი ცხოვრება მისცა. სანამ ტობი მდიდრულად ცხოვრობდა, ერთ ისრაელს მისცა შესანახად ფული. ეს ისრაელი, იმჟამად ძალიან შორს იყო და ეხლა მოაგონდა ის ფულები; დაუძახა თავის შვილს, ტობიას, და უთხრა, რომ ეშოვნა მგზავრი, წასულიყო და გამოერთმია იმ კაცისათვის ის ფულები. ტობია წავიდა, იშოვა ერთი იქ წამსვლელი მგზავრი და მოიყვანა დედ-მამასთან. ტობიმ დალოცა შვილი თავის მგზავრით, რომ კეთილად ემგზავრათ და კეთილი ანგელოზი შეხვედროდათ. ტობის ცოლი ანნა კი ჯავრობდა და ეუბნებოდა ქმარს: ფული რად გვინდა, თუ შვილი არ გვეყოლება? ჩვენი სიცოცხლე მაგაზედ არის დამყარებული. მაგრამ ტობიმ დააშოშმინა და უთხრა, შვილი მშვიდობით დაბრუნდება, ფიქრი ნუ გაქვსო. მოგზაურები წავიდნენ და მათ გაჰყვა პატარა ძაღლიც. იმ საღამოს მივიდნენ ერთ დიდ წყალთან და ღამე იმ წყლის ნაპირას დადგნენ. მივიდა ტობია წყალთან დასაბანად და ამ დროს გამოვიდა წყლიდან ერთი დიდი ყბადაღებული თევზი. იმისმა ამხანაგმა უთხრა: დაიჭირე და გამოიყვანეო. ტობიამ დაიჭირა ის თევზი და იმათ იმ ღამეს შეწვეს და ჭამეს; ტობიას ამხანაგმა კი უთხრა, შეენახა თევზის ნაღველი. მეორე დღეს ისინი მივიდნენ იმ ქალაქში და ამხანაგმა უთხრა ტობიას: შენს ნათესავთან დავდგეთო ამაღამ, იმას ერთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავს და იმას შეგრთავო. ტობია დაეთანხმა. მივიდნენ ისინი იმ ისრაელთან და მასპინძლები ძალიან კეთილი გულით დახვდნენ. ტობიას ამხანაგმა ლაპარაკი ჩამოუგდო სახლის პატრონს, რომ მიეცა თავისი ქალი ტობიასათვის. სახლის პატრონს ძალიან ეამა ეს გულში და როცა გაიგო, რომ ტობია ტობის შვილი ყოფილა, მაშინ უფრო მომეტებულად გაიხარეს და პატივი სცეს. მამამ თავისი ქალი სარა დალოცა და ამნაირად ქორწილიც მოხერხდა. რომ არ დაგვიანებოდათ, ტობიამ უთხრა თავის ამხანაგს მოვალესთან წასვლა. მაშინ ის კაცი დაიბარეს, ფულიც გამოართვეს და ქორწილზეც აწვიეს. ტობია ძალიან ჩქარობდა შინ წასვლას, რომ გაეხარებინა თავისი მოხუცი დედ-მამა: სარას მშობლებმა სიხარულით გაუშვეს ისინი და თანაც დალოცეს სარა, რომ თავისი ქმრის და დედამთილ-მამამთილის მორჩილი ყოფილიყო და ბევრი ქონებაც გაატანეს. ამხანგმა უთხრა ტობიას,
  • 7. რომ თევზის ნაღველი შეენახა და სახლში რომ მივიდოდნენ, თვალზე მოესვა მამისათვის. ტობიას დედ-მამა დღეებს ითვლიდა, როდის დაუბრუნდებოდათ შვილი. მომეტებულად დედა დარდობდა, აყვედრიდა თავის ქმარს და ეუბნებოდა: შვილი დავკარგრ; ქმარი კი ანუგეშებდა, ჩვენი შვილი მშვიდობით მოვაო. მაშინ ცოლმა უთხრა: არა, არა, ნუ მატყუებ, ჩემი შვილი დაღუპულია. ტობის ცოლი, ანნა, ხშირად ჭიშკართან დაჯდებოდა ხოლმე და იყურებოდა გზისაკენ. ერთ საღამოს გაიხედა და დაინახა თავისი შვილი ტობია, ამხანაგით. ტობიამ ცოლი უკან დატოვა და თვით წინ წამოვიდა. მოვიდა ტობია თუ არა კარებთან, დედა მოეხვია შვილს, დაჰკოცნა და სიხარულისაგან ტირილი დაიწყო. გაიქცა მაშინვე ქმართან და ახარა შვილის მოსვლა. ტობი გამოვიდა გარეთ, მაგრამ კარებში წაიქცა და ტობიამ ხელი შეაშველა, მოუსვა თევზის ნაღველი და თვალები აეხილა მამას. ტობი მოეხვია თავის ტობიას და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ მშვიდობით მაჩვენე შვილიო. ახლა ტობიას ცოლს სარას მიეგებნენ. მას უკან ტობიას ქორწილი გადაუხადეს და ბევრი ნათესაობა და მეზობლები მიიწვიეს. ახლა უნდა დაესაჩუქრებინათ ტობიას მეგზური. მივიდა ტობია მამასთან და უთხრა: მამავ! ამ კაცმა გადამარჩინა და მშვიდობით მომიყვანა შინ, ცოლიც, ფულიც და ქონებაც სულ ამან მიშოვა და არ იქნება მეტი, რომ ნახევარი ამ ქონებისა, რაც იქიდან მოვიტანე, ამას მივცეთ. ტობი დათანხმდა შვილს, დაუძახეს და უთხრეს, რომ წაეღო ქონება, რაც ერგებოდა. ტობიას ამხანაგმა უთხრა: თქვენ მარტო ღმერთი ადიდეთ და პატივი ეცით მას. მოწყალე იყავით ღარიბ ხალხთან, ნუ დაივიწყებთ ღმერთს: თქვენ რომ კეთილ საქმეს შვრებოდით, როცა მარხავდით მკვდრებს, მე თქვენთან ვიყავი. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ ანგელოზთაგანი, რომელთაც წმინდა კაცების ლოცვა მიაქვთ უფალთან; მე უფალმა გამომგზავნა და იმასთან მივალ. ტობი და ტობია პირქვე დაეცნენ. ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინიათ, ღმერთი ყოველთვის ადიდეთ. და მაშინვე გაჰქრა. ტობიმ ყველას უამბო ეს ამბავი და წიგნიც დაწერა ამის შესახებ.