SlideShare a Scribd company logo
1 of 7
Download to read offline
ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“
(კითხვარი)
1. -ვის მიუძღვნა ავტორმა პოემა?
-ივანე პოლტორაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს.
2. -როგორ ახასიათებს მგოსანი მყინვარს?
-დიადი, მძვინვარი, დიდებული , დადუმებული, მრისხანე...
3. -რატომ ურჩია შინაგანმა ხმამ,რომ არ ენდოს და არ
მოიხიბლოს მშვენიერი განთიადით?
-რადგან „ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს
ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
მადლი ცისა არ მიჰკარებია.“
4. -რომელი მდინარის ხმა შეადარა დაჭრილი ლომის ხმას და
რატომ „გაჰყეფდა“ ეს მდინარე?
-თერგი „გაჰყეფდა“; ეს მდინარე ჩამოედინება საქართველოსა
და რუსეთში (ჩრდ.ოსეთი,ყაბარდო-ბალყარეთი,ჩეჩნეთი,
ინგუშეთი,დაღესტანი).სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის
მყინვარში.
5. -რომელ მდინარეზე ამბობს პოეტი
“შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია“?
-არაგვზე.
2
6. -რას განასახიერებს მოხუცის ლანდი? დაასაბუთეთ!
-საქართველოს უკვდავ სულს.
„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.“
7. -რა შეადარა მგოსანმა მიტოვებულ,გაუქმებულ ტაძარს?
-ერისგან მიტოვებული საქართველო.
8.-როგორ აღწერს ქვეყნის დიდებულებასა და ძლიერებას
წარსულში და რას გულისხმობს ძლიერებაში?დაასაბუთეთ!
-სუვერენიტეტს.
„ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება“
9. -აქვს თუ არა ერს სამშობლოს გათავისუფლების იმედი?
-„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა“
3
10.- რა არის გამოსავალი? რა უნდა გააკეთოს ერმა დაკარგული
თავისუფლების მოსაპოვებლად? დაასაბუთეთ!
- უნდა დაითმინოს ეგო-ინტერესები და დაიწყოს საზოგადო
საწუხარით ცხოვრება.
“ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის
ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.”
11. -რას ავალდებულებს მამულიშვილს მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობა? დაასაბუთეთ!
-პატრიოტიზმს,სამშობლოსათვის თავგანწირვას...
„დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა,
ღვთად მოუცია მარტო მამული;
დაჰვიწყებია, რომ დიდი არი
ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,
რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი
ქვეყანასავე შეეწირება.”
4
12. -ვის შენატრის მგოსანი? დაასაბუთეთ!
-სამშობლოსათვის ზვარაკად1 შეწირულ გმირებს.
“წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა
მამულისათვის თავის დადება!..
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.
13.- როგორ უკვდავჰყოფს ისტორია გმირთა სახელებს?
დაასაბუთეთ!
-მათ გმირობას ხალხის მეხსიერება შემოინახავს და თაობიდან
თაობებს გადასცემს, ჭაბუკთ მეომრულ სულს ჩაუნერგავს მათი
გმირობის ამბის გაგება, მოხუცს-შეეხარბება გმირების და
ახლად ცხოვრებას მოანდომებს,რომ გაიმეოროს წინაპართა
გმირობა, დედა აკვნის ყრმას იმ იმედით უმღერს,რომ ქვეყანას
გაუზრდის სამშობლოს დამცველ მამულიშვილს.
(1)„მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,
შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,
(2)და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა
ხმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს.
(3)იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,
სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,
გმირის სიკვდილი სახელოვანი
ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;
5
(4)“აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა
ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,
და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, -
ინატრებს გმირის მის დიდებასა;
(5)და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,
გმირს მოიგონებს და გამხნევდება; ”
14.-რა იგულისხმება სიმღერაში? („ყოველი იმღერს“)
-“სიმღერაში” იგულისხმება პატრიოტულ ფიქრთა
ჰარმონიულობა, თანაზიარობა, მხოლოდ ამგვარ
სულისკვეთებას ძალუძს მამულის გათავისუფლება.
“ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული
გმირი იმ მღერით დაიბადება.”
15.-რატომ აღარ გვყავსო გმირები? დაასაბუთეთ!
-ერში მამულიშვილური გრძნობა,სამშობლოს სიყვარული
გამქრალა.
„იგი აღარ გყავთ... მის მოედანი
ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა...
გმირის დამბადი დიდი საგანი
თქვენში სპობილა და წაწყმედილა.
16-რას საყვედურობს ერს მგოსანი?
-„გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას,
დაგინგრევიათ დიდი მამული, -
რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?
რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?
6
...რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ,
თქვენის სიავით დაწყლულებულა,
თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ,
ვითა ობოლი, შეფარებულა.”
17.- რისთვის იბრძოდნენ,რის დაცვას ეწირებოდნენო გმირები?
დაასაბუთეთ!
-სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის.
„ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, -
ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, -
მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,
ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.
18.- როგორ ფიქრობთ:პოემა ოპტიმისტურია,თუ პესიმისტური?
-ოპტიმისტურია, ცისარტყელა სასოების სიმბოლოდ არის
გამოყენებული ნაწარმოებში.
„მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და გადეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა...
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.“
------------------------------------------------------------------------.
1 მსხვერპლი-ტარიგი,ზვარაკი,მოწამე...
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")

More Related Content

What's hot

თამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფებათამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფება
irmatsintsadze6
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
qatamidzetamar
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
Natia Kurtanidze
 
დავით კურაპალატი
დავით კურაპალატიდავით კურაპალატი
დავით კურაპალატი
nino nadiradze
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
nino nadiradze
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
lela64
 

What's hot (20)

წერილობითი წყარო
წერილობითი წყაროწერილობითი წყარო
წერილობითი წყარო
 
თამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფებათამარ მეფის გამეფება
თამარ მეფის გამეფება
 
დავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასიდავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასი
 
მიტოზი
მიტოზიმიტოზი
მიტოზი
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
დავით კურაპალატი
დავით კურაპალატიდავით კურაპალატი
დავით კურაპალატი
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსება
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
XI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიXI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტები
 

Similar to კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი") (8)

ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
==
====
==
 
qartuli
qartuliqartuli
qartuli
 
==
====
==
 
Nana Shala
Nana ShalaNana Shala
Nana Shala
 
სამშობლო
სამშობლოსამშობლო
სამშობლო
 
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
 
ბედი ქართლისა.pptx
ბედი ქართლისა.pptxბედი ქართლისა.pptx
ბედი ქართლისა.pptx
 

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (18)

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
"დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები) "დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები)
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 

კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")

  • 1. ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“ (კითხვარი) 1. -ვის მიუძღვნა ავტორმა პოემა? -ივანე პოლტორაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს. 2. -როგორ ახასიათებს მგოსანი მყინვარს? -დიადი, მძვინვარი, დიდებული , დადუმებული, მრისხანე... 3. -რატომ ურჩია შინაგანმა ხმამ,რომ არ ენდოს და არ მოიხიბლოს მშვენიერი განთიადით? -რადგან „ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია, მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს მადლი ცისა არ მიჰკარებია.“ 4. -რომელი მდინარის ხმა შეადარა დაჭრილი ლომის ხმას და რატომ „გაჰყეფდა“ ეს მდინარე? -თერგი „გაჰყეფდა“; ეს მდინარე ჩამოედინება საქართველოსა და რუსეთში (ჩრდ.ოსეთი,ყაბარდო-ბალყარეთი,ჩეჩნეთი, ინგუშეთი,დაღესტანი).სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. 5. -რომელ მდინარეზე ამბობს პოეტი “შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისა გრძელი მოთხრობა დამარხულია“? -არაგვზე.
  • 2. 2 6. -რას განასახიერებს მოხუცის ლანდი? დაასაბუთეთ! -საქართველოს უკვდავ სულს. „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა, შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია, მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.“ 7. -რა შეადარა მგოსანმა მიტოვებულ,გაუქმებულ ტაძარს? -ერისგან მიტოვებული საქართველო. 8.-როგორ აღწერს ქვეყნის დიდებულებასა და ძლიერებას წარსულში და რას გულისხმობს ძლიერებაში?დაასაბუთეთ! -სუვერენიტეტს. „ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება“ 9. -აქვს თუ არა ერს სამშობლოს გათავისუფლების იმედი? -„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა“
  • 3. 3 10.- რა არის გამოსავალი? რა უნდა გააკეთოს ერმა დაკარგული თავისუფლების მოსაპოვებლად? დაასაბუთეთ! - უნდა დაითმინოს ეგო-ინტერესები და დაიწყოს საზოგადო საწუხარით ცხოვრება. “ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული, ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული, უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის, მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.” 11. -რას ავალდებულებს მამულიშვილს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა? დაასაბუთეთ! -პატრიოტიზმს,სამშობლოსათვის თავგანწირვას... „დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა, ღვთად მოუცია მარტო მამული; დაჰვიწყებია, რომ დიდი არი ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება, რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი ქვეყანასავე შეეწირება.”
  • 4. 4 12. -ვის შენატრის მგოსანი? დაასაბუთეთ! -სამშობლოსათვის ზვარაკად1 შეწირულ გმირებს. “წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება!.. ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება. 13.- როგორ უკვდავჰყოფს ისტორია გმირთა სახელებს? დაასაბუთეთ! -მათ გმირობას ხალხის მეხსიერება შემოინახავს და თაობიდან თაობებს გადასცემს, ჭაბუკთ მეომრულ სულს ჩაუნერგავს მათი გმირობის ამბის გაგება, მოხუცს-შეეხარბება გმირების და ახლად ცხოვრებას მოანდომებს,რომ გაიმეოროს წინაპართა გმირობა, დედა აკვნის ყრმას იმ იმედით უმღერს,რომ ქვეყანას გაუზრდის სამშობლოს დამცველ მამულიშვილს. (1)„მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა, შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს, (2)და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა ხმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს. (3)იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი, სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს, გმირის სიკვდილი სახელოვანი ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;
  • 5. 5 (4)“აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა, და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, - ინატრებს გმირის მის დიდებასა; (5)და უფრო ხშირად იმღერს ქალწული, გმირს მოიგონებს და გამხნევდება; ” 14.-რა იგულისხმება სიმღერაში? („ყოველი იმღერს“) -“სიმღერაში” იგულისხმება პატრიოტულ ფიქრთა ჰარმონიულობა, თანაზიარობა, მხოლოდ ამგვარ სულისკვეთებას ძალუძს მამულის გათავისუფლება. “ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული გმირი იმ მღერით დაიბადება.” 15.-რატომ აღარ გვყავსო გმირები? დაასაბუთეთ! -ერში მამულიშვილური გრძნობა,სამშობლოს სიყვარული გამქრალა. „იგი აღარ გყავთ... მის მოედანი ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა... გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა. 16-რას საყვედურობს ერს მგოსანი? -„გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას, დაგინგრევიათ დიდი მამული, - რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას? რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?
  • 6. 6 ...რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ, თქვენის სიავით დაწყლულებულა, თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა.” 17.- რისთვის იბრძოდნენ,რის დაცვას ეწირებოდნენო გმირები? დაასაბუთეთ! -სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის. „ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, - ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, - მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა, ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა. 18.- როგორ ფიქრობთ:პოემა ოპტიმისტურია,თუ პესიმისტური? -ოპტიმისტურია, ცისარტყელა სასოების სიმბოლოდ არის გამოყენებული ნაწარმოებში. „მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა და გადეფინა ჩემს ქვეყანასა მახარობელად ტკბილ იმედისა... და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.“ ------------------------------------------------------------------------. 1 მსხვერპლი-ტარიგი,ზვარაკი,მოწამე...