SlideShare a Scribd company logo
1 of 7
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

რომეო და ჯულიეტა / პროექტის გეგმა
პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
რომეო და ჯულიეტა: საკუთარი თავის შეცნობა
პროექტის შინაარსი
პიესის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ რომეო და ჯულიეტას ისტორიულ ფონს და შექსპირის
ეპოქას. პიესის წაკითხვის შემდეგ ისინი პიესაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე
ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ ,გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემები , როგორიც
არის მშობლებთან ურთიერთობა, სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულთან/ძალადობასთან ბრძოლა და
თვითმკვლელობის პრევენცია. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან
დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის
მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს
მოქმედების კურსს.
საგანი
ლიტერატურა
დონე /კლასი
8–12
აზროვნების ზედა დონის უნარ -ჩვევები
პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 კვირა პროექტისთვის, დამატებით 2-4 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით , თუ რამდენი დრო
დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა
პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ .
პროექტის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კალიფორნიის შტატის სტანდარტები
კითხვა
3.3 გააანალიზეთ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ურთიერთქმედება ლიტერატურულ
ტექსტში (მაგ., შიდა და გარე კონფლიქტები, მოტივაცია, ურთიერთობა, და გავლენა) და ახსენით რა
გავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება სიუჟეტზე.
3.7 განსაზღვრეთ სხვადასხვა ლიტერატურული ხერხის, მათ შორის მეტაფორული ენის, ხატოვანების,
ალეგორიისა და სიმბოლიზმის მნიშვნელობა და ახსენით როგორ არის ისინი გამოყენებული პიესაში .
წერა
1.5 გააერთიანეთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და განსაზღვრეთ ინფორმაციაში არსებული
სირთულეები და განსხვავებები; ასევე, დაადგინეთ თითოეულ წყაროში (მაგ., ალმანახი, მიკროფირი, ახალი
ამბების ქრონიკა, დარგის დეტალური კვლევები, მოხსენებები, ჟურნალები და ტექნიკური დოკუმენტები )
გამოხატული სხვადასხვა ხედვა.
1.6 წერილობით ტექსტში აზრების გამოხატვისას გამოიყენეთ ციტატები და ამონარიდები.
მოსმენა და საუბარი
2.2 გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები:
a. გამოიყენეთ მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების დასადასტურებლად .
მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ .
საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

b. პირველადი და მეორადი წყაროებიდან აღებული ინფორმაცია და მოსაზრებები ზუსტად და ლოგიკურად
გამოიყენეთ.
მოსწავლეთა ამოცანები /სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
•

გააცნობიერონ რომეო და ჯულიეტაში მეტაფორული ენის, ხატოვანების და სიტყვების თამაშის
გამოყენება და მიზნები, ასევე გააკეთონ სათანადო ინტერპრეტაცია.

•

გააანალიზონ დამოკიდებულება რომეო და ჯულიეტას მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს
შორის და ამ დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე.

•

გააანალიზონ პიესაში გამოხატული მოქმედებები, თემები და სოციალური პრობლემები იმ საკითხების
განსასაზღვრად, რომელიც დღესაც აქტუალურია.

•

ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და
გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ
ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.

•

გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და
გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად .

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი
როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
შეკითხვები
თემატური
შეკითხვები
შინაარსობრ
ივი
შეკითხვები

•

მართავს თუ არა ბედი ადამიანის ცხოვრებას?

•

როგორ ესაუბრება შექსპირი 21-ე საუკუნის აუდიტორიას?

•

რას ნიშნავს ხატოვანება და როგორ იყენებს მას შექსპირი "რომეო და
ჯულიეტაში" მკითხველისთვის დამაჯერებელი და ძლიერი შეტყობინების
გადასაცემად?

•

რომეო და ჯულიეტას რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი
აქტუალური?

მოსწავლის შეფასების გეგმა
შეფასების შეჯამება
პროექტის განმავლობაში გამოიყენეთ გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი
კითხვების და პიესასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების გაცნობიერების
შესამოწმებლად. განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმარეთ მათ გაიხსენონ რა იციან
შექსპირის და რომეო და ჯულიეტას შესახებ. ამისათვის გამოიყენეთ ვენის დიაგრამა და K-W-H-L სქემა.
როდესაც მოსწავლეები პიესის შესწავლისას პერსონაჟთა ბლოგების შექმნას შეუდგებიან , სთხოვეთ
მუშაობის წარმართვისთვის გამოიყენონ ბლოგის რუბრიკა. პერიოდულად განიხილეთ პასუხები კითხვის
ასპექტის დავალებაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ
სწავლების პროცესი.
მოსწავლეებს სთხოვეთ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და
გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო
შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე , უნდა გამოიყენონ პროექტის
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართეთ მასწავლებლის
და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს სთხოვეთ
თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად . ეს მათ
პროექტის დახვეწაში დაეხმარება.
საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოიყენეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და
შესწორებები შეიტანეთ ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით .
შეაფასეთ მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება
ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე

გამოკითხვა
K-W-H-L
სქემა
•
ვენის
დიაგრამა
•
•

•

კითხვის
ასპექტის
დავალებების
ჟურნალი

მოსწავლეები მუშაობენ
პროექტებზე და ასრულებენ
დავალებებს

გამოკითხვა
კითხვის
ასპექტის
დავალებების
ჟურნალი
•
ბლოგის
რუბრიკა
•
•

სამოქმედო
გეგმა
•
მასწავლებლი
ს კონფერენცია
•
თანაკლასელ
თა
უკუკავშირის
ფორმა
•

პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ

საკლასო
ესე
•
ქულობრივი
შეფასების
გზამკვლევი
•

კითხვის
ასპექტის
დავალებების
ჟურნალი
•
გააზრება
•

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ -ჩვევები
•

კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები

•

ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები

•

ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები
წლის დასაწყისი
გამართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ მოსწონს მკითხველს კარგი ამბავი. როგორ „აცოცხლებს“
პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი თავის მსგავსებას მოსწავლეები ?
რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარადგინეთ ზოგადი კითხვა, რომელიც
მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ
შეცნობაში? ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ
დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას.
იმუშავეთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დაყავით მოსწავლეები და სთხოვეთ შეავსონ ვენის
დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გამართეთ
დისკუსია მთელ კლასთან ერთად და განიხილეთ კლასიკური ლიტერატურის ღირებულება , იკითხეთ თუ
რატომ კითხულობენ კლასიკურ ლიტერატურას მოსწავლეები.
რომეო და ჯულიეტას წაკითხვა
მთელ კლასთან ერთად იმუშავეთ და შეავსეთ K-W-H-L სქემის პირველი სამი სვეტი, რათა დაეხმაროთ
მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოავლინოთ მოსწავლეების დამოკიდებულება და
საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განაგრძეთ დისკუსია და განიხილეთ, თუ როგორ
ხედავენ მოსწავლეები შექსპირის გავლენას თანამედროვე სამყაროზე. წაიკითხეთ “ეპიზოდი ბერნარდ
ლევინის* შემოქმედებიდან“ ყოველდღიურ სამეტყველო ენაზე შექსპირის გავლენის შესახებ . აუხსენით
მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და
პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ მაინც შექსპირის ყველაზე ცნობილ პიესას „რომეო და
საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

ჯულიეტა“.
მოკლედ აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და
რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს .
მოსწავლეებს სთხოვეთ შექსპირის, მისი ეპოქის და ელიზაბეტის დროინდელი თეატრის შესახებ
ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული
ფურცლის, ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით. ონლაინ მასალებს შორის შეიძლება იყოს შექსპირის
რესურს ცენტრი* და შექსპირის თეატრი*.
გააცანით მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიური, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი
დავალების პასუხებისთვის; ასევე, ლიტერატურული ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის . შეიძლება
ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს. ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა
პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას. მაგალითისათვის იხილეთ ჯულიეტას ბლოგი.
განიხილეთ ბლოგის რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. შეაგროვეთ
დღიურები კვირაში ერთხელ და შეაფასეთ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონე . ეს
ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ.
სანამ მოსწავლეები პიესის კითხვას დაიწყებენ, გააცანით მათ ელიზაბეთის პერიოდის ენის გაგების და
ინტერპრეტირების სხვადასხვა სტრატეგია. გაანაწილეთ მოსწავლეებზე პიესის ნაწილები აქტების
მიხედვით, ხმამაღალი წაკითხვის აქტივობისთვის. პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის
და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ცვალეთ პიესაზე მოსწავლეთა მუშაობის მეთოდები :
მთელ კლასთან ერთან ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და
ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.
პიესის კითხვის დროს აუხსენით მოსწავლეებს ლიტერატურული ტერმინები, როგორიც არის კალამბური,
წინასწარმეტყველება და მონოლოგი. სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების მაგალითები დავალების
ჟურნალებში და განიხილოთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. უჩვენეთ მოსწავლეებს ლიტერატურული
ანალიზის მაგალითი, რომლის მსგავსი თავად უნდა წარმოადგინონ პიესის შესახებ .
პიესის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები:
•

როგორ გვეხმარება მეტაფორები პერსონაჟების განწყობის ასახვაში?

•

რა გავლენას ახდენს ხატოვნება და მეტაფორული ენა პერსონაჟების ჩანაფიქრისა და განზრახვების
ანალიზზე?

•

როგორ აძლიერებს ეპიზოდის განწყობას ხატოვანება?

•

რა გავლენას ახდენს ხატოვანება ეპიზოდის მიმართ ჩვენს რეაგირებაზე ?

პიესის შესწავლისას პერიოდულად სთხოვეთ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა : როგორ
გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე
ჯგუფებში რამდენადაც ეს რომეო და ჯულიეტას მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული.
როდესაც მოსწავლეები პიესის კითხვას დაასრულებენ, ჰკითხეთ მათ რა არის ბედი . საკითხი შემდეგნაირად
დასვით: გჯერათ ბედისწერა არსებობის? განიხილეთ ბედი, როგორც ეს შექსპირის ეპოქაში მოიაზრებოდა.
ჰკითხეთ მოსწავლეებს პიესაში რომელ ეპიზოდში ჩანს ბედისწერის როლი პერსონაჟების ცხოვრებაში .
განიხილეთ ამონარიდი სხვა პიესიდან, რომელიც ბედის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებას გვიჩვენებს და
გულისხმობს, რომ რაც გვემართება, ჩვენი ბრალია და ბედს არ უნდა ვაბრალებდეთ:
The fault, dear Brutus, is not in our stars,
But in ourselves, that we are underlings.
იულიუს კეისარი
სთხოვეთ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ . მცირე
ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები ბედისწერასთან დაკავშირებით და დაასახელონ მაგალითები
საკუთარი ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან .
შეამოწმეთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პიესა. ამისათვის მათ საკლასო დავალებად მიეცით
ესეს დაწერა წიგნის გამოყენებით. ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პიესასთან
დაკავშირებით და თავიანთი ცოდნა პიესის პერსონაჟების, სიუჟეტის და თემების შესახებ უნდა
დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან. თხზულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც :
საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩაატარეთ გონებრივი იერიში პიესაში არსებული იმ სოციალური
საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია.
საბოლოო პროექტი
განიხილეთ გონებრივი იერიშის მეთოდი დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს
სთხოვეთ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელობის
მიხედვით. შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ჩამონათვალის
შესადგენად და საკუთარი აზრების საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებებთან შესადარებლად
გამოიყენონ ვიზუალური რანჟირების ინსტრუმენტი.
დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა
გადმოიტანონ პიესაში არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების
გადაწყვეტაზე. მოსწავლეებს აუხსენით, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები
აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს
დაადასტურებს, მაგალითად, მულტიმედიური პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი , ფლაერი
ან ვიკის საიტი. მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი:
•

მოსწავლეები იკვლევენ საზოგადოებრივ მასალებს თინეიჯერთა თვითმკვლელობის შესახებ და
ქმნიან გამაფრთხილებელი ნიშნების ბროშურას, სადაც მითითებულია სად შეიძლება დახმარების
მიღება და ა.შ. შემდეგ მათ შეუძლიათ შექმნან და შესაბამის აუდიტორიას - თანაკლასელებს,
მშობლებს ან საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგინონ კვლევის შედეგები. დამსწრეებს, ასევე
მრჩეველთა განყოფილებას და მოსწავლეთა ცენტრს გადაეცემათ პამფლეტები.

•

მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს, გაესაუბრებიან ექსპერტებს და კითხულობენ წიგნებს,
რათა გაეცნონ თინეიჯერ შვილებთან მშობლების ურთიერთობის საუკეთესო გზებს. შემდეგ ისინი
ქმნიან პრეზენტაციას და სკეტჩს, რომელსაც მშობელთა კრებაზე, ღია კარის დღეზე ან სხვა შეკრებაზე
მშობლებს წარუდგენენ.

•

მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს და წიგნებს, რათა განსაზღვრონ საზოგადოებაში
ძალადობის პრევენციის გზები. ისინი აყალიბებენ კლუბს და ქმნიან ვიკის საიტს*, რომელსაც
თანაკლასელებს, მშობლებს და საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგენენ საზოგადოებრივ
შეკრებაზე.

დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების,
ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილეთ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და სთხოვეთ
მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ . შეიძლება
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში
დაეხმაროს. მაგალითის სახით მიუთითეთ თვითმკვლელობის პრევენციის სამოქმედო გეგმა. მოსწავლეებს
აუხსენით რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის
განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად ,
ცხოვრებაში.
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს სთხოვეთ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების
კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში
დაეხმარება. განიხილეთ კვლევის მინიმალური მოთხოვნები თანმხლები პროდუქტის (ბროშურების ,
პრეზენტაციების, ვიკის საიტების და ა.შ.) დასრულების შემდეგ. პროექტის დასაწყისში დაარიგეთ პროექტის
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლოთ თვითშეფასების განხორციელება
თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.
უჩვენეთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე , მაგრამ
მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავთ. მოსწავლეებისთვის, რომელთაც დამატებითი
მითითებები სჭირდებათ, არსებობს ბროშურის შაბლონი; თუმცა, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი
მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ .
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდით თითოეულ ჯგუფს და განიხილეთ მათი სამოქმედო
გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს წარმოგიდგინოთ
საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის
შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შეხვდებით ინდივიდუალურად, სთხოვეთ მათ
ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა
უნდა გამოიყენონ.
მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გამართეთ საკლასო სხდომა - ან
საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაისწრებიან . შეხვედრაზე
განიხილეთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მთი პრეზენტაციები და აღნიშნეთ , როგორ მიიღებს
აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ
მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: როგორ გვეხმარება ლიტერატურა
ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
დიფერენცირებული სწავლება
•

მაღალი აკადემიური
მოსწრების მქონე
მოსწავლეები

დაურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ
პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.

•

ნება დართეთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და
საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.
თუ შესაძლებელია, დაურიგეთ რომეო და ჯულიეტას პარალელური
ტექსტი, რომელიც მათ მშობლიურ ენაზეა ნათარგმნი ან გამოიყენეთ
ტექსტის თანამედროვე ინგლისურით შესრულებული ვერსია

•

ნება დართეთ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე
შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება

•

თუ საჭიროა, გამოიყენეთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის
შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგალითად, შესავსები სამუშაო
ფურცლები სიუჟეტის შესახებ.

•

არამშობლიურ ენაზე
მოსაუბრე
მოსწავლეები

•

•

სპეციალური
საჭიროების მქონე
მოსწავლეები

დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად,
ბროშურის შაბლონი

ყურადღება მიაქციეთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი
პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც
ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების
საშუალებას იძლევა.

•

წაახალისეთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად
შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ
გადაწყვეტილებას მიაგნონ.

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
ინტელის ® სასწავლო პროგრამა
დაწყებითი კურსი

პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები
ტექნოლოგიები – ტექნიკური უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც
დაგჭირდებათ)
ფოტოკამერა

ლაზერული დისკი

VCR, ვიდეო

კომპიუტერი (ები)

პრინტერი

ვიდეოკამერა

ციფრული კამერა

პროექტორი

ვიდეოსაკონფერენციო აღჭურვილობა

DVD

სკანერი

სხვა      

ინტერნეტკავშირი

ტელევიზორი

ტექნოლოგიები – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც
დაგჭირდებათ)
მონაცემთა ბაზა/ ცხრილი
სამუშაო მაგიდის
დასაკაბადონებელი

გამოსახულების
დამუშავების პროგრამა
ინტერნეტ ვებბრაუზერი

ელფოსტის პროგრამა

მულტიმედია

ვებგვერდის განვითარება
ვორდის პროგრამა
სხვა      

ენციკლოპედია დისკზე
ნაბეჭდი მასალები

რომეო და ჯულიეტას ტექსტი. სასურველია, ტექსტს ახლდეს ქვემოთ
ჩამოტანილი კომენტარები, სადაც განსაზღვრული იქნება არქაული სიტყვები

მასალები
•

შექსპირის გრამატიკა
www.bardweb.net/grammar/04gloss.html*
ლექსიკის საძიებელი

•
ინტერნეტრესურსებ
ი

დახმარება შექსპირის კითხვისას
www.shakespearehelp.com/romeo/main.htm*
ინფორმაცია რომეო და ჯულიეტას შესახებ

•

თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკული ფონდი
www.afsp.org*
ინფორმაცია, ღონისძიებები, ახალი ამბები და პოლიტიკა თვითმკვლელობის
პრევენციისათვის

სხვა რესურსები

*იურიდიული ინფორმაცია | პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პოლიტიკა

საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და
ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში .
*სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.

More Related Content

What's hot

სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმასასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმაkavjaradze17
 
პროექტის გეგმის შაბლონი
პროექტის გეგმის შაბლონიპროექტის გეგმის შაბლონი
პროექტის გეგმის შაბლონიnanibakuradze
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაInga Sharadze
 
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიjaniashvili
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიbelaavaliani74
 
სასწავლო პროექტი 2014
სასწავლო პროექტი 2014 სასწავლო პროექტი 2014
სასწავლო პროექტი 2014 Guri Sichinava
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმაnunukailuridze60
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაDali Brachveli
 
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონისასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონიmarikadaneliani
 

What's hot (12)

სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმასასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
 
პროექტის გეგმის შაბლონი
პროექტის გეგმის შაბლონიპროექტის გეგმის შაბლონი
პროექტის გეგმის შაბლონი
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
სასწავლო პროექტი 2014
სასწავლო პროექტი 2014 სასწავლო პროექტი 2014
სასწავლო პროექტი 2014
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
Unit plan template
Unit plan templateUnit plan template
Unit plan template
 
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონისასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი
სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი
 

Similar to Romeo juliet unit_plan

ზეპირი შეპასებების რუბრიკა
ზეპირი შეპასებების რუბრიკაზეპირი შეპასებების რუბრიკა
ზეპირი შეპასებების რუბრიკაmkarshiladze
 
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონისასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონიnanikochxitunidze
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
გეგმის შაბლონი
გეგმის შაბლონიგეგმის შაბლონი
გეგმის შაბლონიMarieta Jakhashvili
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
Iგეგმის შაბლონი
Iგეგმის შაბლონიIგეგმის შაბლონი
Iგეგმის შაბლონიmariammumladze58
 
Unit plan template_overview(1)
Unit plan template_overview(1)Unit plan template_overview(1)
Unit plan template_overview(1)Keti Gabashvili
 

Similar to Romeo juliet unit_plan (20)

ზეპირი შეპასებების რუბრიკა
ზეპირი შეპასებების რუბრიკაზეპირი შეპასებების რუბრიკა
ზეპირი შეპასებების რუბრიკა
 
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონისასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
გეგმის შაბლონი
გეგმის შაბლონიგეგმის შაბლონი
გეგმის შაბლონი
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
Iგეგმის შაბლონი
Iგეგმის შაბლონიIგეგმის შაბლონი
Iგეგმის შაბლონი
 
Unit plan template_overview(1)
Unit plan template_overview(1)Unit plan template_overview(1)
Unit plan template_overview(1)
 

More from Khatuna Tsikhelashvili

თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობაKhatuna Tsikhelashvili
 
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეთამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეKhatuna Tsikhelashvili
 
მშობლები და სკოლა
მშობლები და სკოლამშობლები და სკოლა
მშობლები და სკოლაKhatuna Tsikhelashvili
 
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბKhatuna Tsikhelashvili
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტიKhatuna Tsikhelashvili
 
შემაჯამებელი მე–20 სკოლა
შემაჯამებელი მე–20 სკოლაშემაჯამებელი მე–20 სკოლა
შემაჯამებელი მე–20 სკოლაKhatuna Tsikhelashvili
 
ქართული ენა და
ქართული ენა დაქართული ენა და
ქართული ენა დაKhatuna Tsikhelashvili
 

More from Khatuna Tsikhelashvili (20)

თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობა
 
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეთამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქო და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
 
მშობლები და სკოლა
მშობლები და სკოლამშობლები და სკოლა
მშობლები და სკოლა
 
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
 
Presentation2
Presentation2Presentation2
Presentation2
 
Romeo teen communication_presentation
Romeo teen communication_presentationRomeo teen communication_presentation
Romeo teen communication_presentation
 
Romeo juliet venn
Romeo juliet vennRomeo juliet venn
Romeo juliet venn
 
Romeo juliet scoring_guide
Romeo juliet scoring_guideRomeo juliet scoring_guide
Romeo juliet scoring_guide
 
Romeo juliet peer_feedback
Romeo juliet peer_feedbackRomeo juliet peer_feedback
Romeo juliet peer_feedback
 
Romeo juliet kwhl
Romeo juliet kwhlRomeo juliet kwhl
Romeo juliet kwhl
 
Romeo blog rubric
Romeo blog rubricRomeo blog rubric
Romeo blog rubric
 
Sea and wild animals
Sea and wild animalsSea and wild animals
Sea and wild animals
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტი
 
შემაჯამებელი მე–20 სკოლა
შემაჯამებელი მე–20 სკოლაშემაჯამებელი მე–20 სკოლა
შემაჯამებელი მე–20 სკოლა
 
Seasons , months, weather
Seasons , months, weatherSeasons , months, weather
Seasons , months, weather
 
Failis tipebi
Failis tipebiFailis tipebi
Failis tipebi
 
Dropbox
DropboxDropbox
Dropbox
 
Slideshare
SlideshareSlideshare
Slideshare
 
Ts001017850
Ts001017850Ts001017850
Ts001017850
 
ქართული ენა და
ქართული ენა დაქართული ენა და
ქართული ენა და
 

Romeo juliet unit_plan

  • 1. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი რომეო და ჯულიეტა / პროექტის გეგმა პროექტის მიმოხილვა პროექტის სათაური რომეო და ჯულიეტა: საკუთარი თავის შეცნობა პროექტის შინაარსი პიესის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ რომეო და ჯულიეტას ისტორიულ ფონს და შექსპირის ეპოქას. პიესის წაკითხვის შემდეგ ისინი პიესაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ ,გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემები , როგორიც არის მშობლებთან ურთიერთობა, სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულთან/ძალადობასთან ბრძოლა და თვითმკვლელობის პრევენცია. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს. საგანი ლიტერატურა დონე /კლასი 8–12 აზროვნების ზედა დონის უნარ -ჩვევები პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი განხორციელების დროის ჩარჩო 4 კვირა პროექტისთვის, დამატებით 2-4 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით , თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ . პროექტის საფუძვლები შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები კალიფორნიის შტატის სტანდარტები კითხვა 3.3 გააანალიზეთ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ურთიერთქმედება ლიტერატურულ ტექსტში (მაგ., შიდა და გარე კონფლიქტები, მოტივაცია, ურთიერთობა, და გავლენა) და ახსენით რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება სიუჟეტზე. 3.7 განსაზღვრეთ სხვადასხვა ლიტერატურული ხერხის, მათ შორის მეტაფორული ენის, ხატოვანების, ალეგორიისა და სიმბოლიზმის მნიშვნელობა და ახსენით როგორ არის ისინი გამოყენებული პიესაში . წერა 1.5 გააერთიანეთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და განსაზღვრეთ ინფორმაციაში არსებული სირთულეები და განსხვავებები; ასევე, დაადგინეთ თითოეულ წყაროში (მაგ., ალმანახი, მიკროფირი, ახალი ამბების ქრონიკა, დარგის დეტალური კვლევები, მოხსენებები, ჟურნალები და ტექნიკური დოკუმენტები ) გამოხატული სხვადასხვა ხედვა. 1.6 წერილობით ტექსტში აზრების გამოხატვისას გამოიყენეთ ციტატები და ამონარიდები. მოსმენა და საუბარი 2.2 გააკეთეთ განმარტებითი პრეზენტაციები: a. გამოიყენეთ მტკიცებულება თეზისის და მასთან დაკავშირებული განცხადებების დასადასტურებლად . მტკიცებულების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ . საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 2. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი b. პირველადი და მეორადი წყაროებიდან აღებული ინფორმაცია და მოსაზრებები ზუსტად და ლოგიკურად გამოიყენეთ. მოსწავლეთა ამოცანები /სწავლის შედეგები მოსწავლეები შეძლებენ • გააცნობიერონ რომეო და ჯულიეტაში მეტაფორული ენის, ხატოვანების და სიტყვების თამაშის გამოყენება და მიზნები, ასევე გააკეთონ სათანადო ინტერპრეტაცია. • გააანალიზონ დამოკიდებულება რომეო და ჯულიეტას მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შორის და ამ დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე. • გააანალიზონ პიესაში გამოხატული მოქმედებები, თემები და სოციალური პრობლემები იმ საკითხების განსასაზღვრად, რომელიც დღესაც აქტუალურია. • ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ. • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად . მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგადი როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? შეკითხვები თემატური შეკითხვები შინაარსობრ ივი შეკითხვები • მართავს თუ არა ბედი ადამიანის ცხოვრებას? • როგორ ესაუბრება შექსპირი 21-ე საუკუნის აუდიტორიას? • რას ნიშნავს ხატოვანება და როგორ იყენებს მას შექსპირი "რომეო და ჯულიეტაში" მკითხველისთვის დამაჯერებელი და ძლიერი შეტყობინების გადასაცემად? • რომეო და ჯულიეტას რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი აქტუალური? მოსწავლის შეფასების გეგმა შეფასების შეჯამება პროექტის განმავლობაში გამოიყენეთ გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი კითხვების და პიესასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად. განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმარეთ მათ გაიხსენონ რა იციან შექსპირის და რომეო და ჯულიეტას შესახებ. ამისათვის გამოიყენეთ ვენის დიაგრამა და K-W-H-L სქემა. როდესაც მოსწავლეები პიესის შესწავლისას პერსონაჟთა ბლოგების შექმნას შეუდგებიან , სთხოვეთ მუშაობის წარმართვისთვის გამოიყენონ ბლოგის რუბრიკა. პერიოდულად განიხილეთ პასუხები კითხვის ასპექტის დავალებაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ სწავლების პროცესი. მოსწავლეებს სთხოვეთ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე , უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართეთ მასწავლებლის და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს სთხოვეთ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად . ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოიყენეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და შესწორებები შეიტანეთ ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით . შეაფასეთ მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 3. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი შეფასების დროის ჩარჩო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გამოკითხვა K-W-H-L სქემა • ვენის დიაგრამა • • • კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს გამოკითხვა კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი • ბლოგის რუბრიკა • • სამოქმედო გეგმა • მასწავლებლი ს კონფერენცია • თანაკლასელ თა უკუკავშირის ფორმა • პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ საკლასო ესე • ქულობრივი შეფასების გზამკვლევი • კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი • გააზრება • სხვა საკითხები საბაზისო უნარ -ჩვევები • კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები • ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები • ტექნიკური უნარ-ჩვევები სასწავლო პროცედურები წლის დასაწყისი გამართეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ მოსწონს მკითხველს კარგი ამბავი. როგორ „აცოცხლებს“ პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი თავის მსგავსებას მოსწავლეები ? რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარადგინეთ ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას. იმუშავეთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დაყავით მოსწავლეები და სთხოვეთ შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გამართეთ დისკუსია მთელ კლასთან ერთად და განიხილეთ კლასიკური ლიტერატურის ღირებულება , იკითხეთ თუ რატომ კითხულობენ კლასიკურ ლიტერატურას მოსწავლეები. რომეო და ჯულიეტას წაკითხვა მთელ კლასთან ერთად იმუშავეთ და შეავსეთ K-W-H-L სქემის პირველი სამი სვეტი, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოავლინოთ მოსწავლეების დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განაგრძეთ დისკუსია და განიხილეთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები შექსპირის გავლენას თანამედროვე სამყაროზე. წაიკითხეთ “ეპიზოდი ბერნარდ ლევინის* შემოქმედებიდან“ ყოველდღიურ სამეტყველო ენაზე შექსპირის გავლენის შესახებ . აუხსენით მოსწავლეებს მოცემული პროექტის ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასებენ ან გააცნობიერებენ მაინც შექსპირის ყველაზე ცნობილ პიესას „რომეო და საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 4. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი ჯულიეტა“. მოკლედ აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, სადაც თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს . მოსწავლეებს სთხოვეთ შექსპირის, მისი ეპოქის და ელიზაბეტის დროინდელი თეატრის შესახებ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული ფურცლის, ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით. ონლაინ მასალებს შორის შეიძლება იყოს შექსპირის რესურს ცენტრი* და შექსპირის თეატრი*. გააცანით მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიური, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალების პასუხებისთვის; ასევე, ლიტერატურული ტერმინების მაგალითების ციტირებისთვის . შეიძლება ზოგიერთ მოსწავლეს დღიურის წარმოება ბლოგის ფორმით სურდეს. ასევე შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა პერსონაჟების ბლოგის შექმნის სურვილი გამოთქვას. მაგალითისათვის იხილეთ ჯულიეტას ბლოგი. განიხილეთ ბლოგის რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებს მუშაობის წარმართვაში დაეხმარება. შეაგროვეთ დღიურები კვირაში ერთხელ და შეაფასეთ მოსწავლეთა მიერ ტერმინების გაცნობიერების დონე . ეს ინფორმაცია სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ. სანამ მოსწავლეები პიესის კითხვას დაიწყებენ, გააცანით მათ ელიზაბეთის პერიოდის ენის გაგების და ინტერპრეტირების სხვადასხვა სტრატეგია. გაანაწილეთ მოსწავლეებზე პიესის ნაწილები აქტების მიხედვით, ხმამაღალი წაკითხვის აქტივობისთვის. პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობის და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ცვალეთ პიესაზე მოსწავლეთა მუშაობის მეთოდები : მთელ კლასთან ერთან ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. პიესის კითხვის დროს აუხსენით მოსწავლეებს ლიტერატურული ტერმინები, როგორიც არის კალამბური, წინასწარმეტყველება და მონოლოგი. სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების მაგალითები დავალების ჟურნალებში და განიხილოთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. უჩვენეთ მოსწავლეებს ლიტერატურული ანალიზის მაგალითი, რომლის მსგავსი თავად უნდა წარმოადგინონ პიესის შესახებ . პიესის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები: • როგორ გვეხმარება მეტაფორები პერსონაჟების განწყობის ასახვაში? • რა გავლენას ახდენს ხატოვნება და მეტაფორული ენა პერსონაჟების ჩანაფიქრისა და განზრახვების ანალიზზე? • როგორ აძლიერებს ეპიზოდის განწყობას ხატოვანება? • რა გავლენას ახდენს ხატოვანება ეპიზოდის მიმართ ჩვენს რეაგირებაზე ? პიესის შესწავლისას პერიოდულად სთხოვეთ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა : როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე ჯგუფებში რამდენადაც ეს რომეო და ჯულიეტას მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული. როდესაც მოსწავლეები პიესის კითხვას დაასრულებენ, ჰკითხეთ მათ რა არის ბედი . საკითხი შემდეგნაირად დასვით: გჯერათ ბედისწერა არსებობის? განიხილეთ ბედი, როგორც ეს შექსპირის ეპოქაში მოიაზრებოდა. ჰკითხეთ მოსწავლეებს პიესაში რომელ ეპიზოდში ჩანს ბედისწერის როლი პერსონაჟების ცხოვრებაში . განიხილეთ ამონარიდი სხვა პიესიდან, რომელიც ბედის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებას გვიჩვენებს და გულისხმობს, რომ რაც გვემართება, ჩვენი ბრალია და ბედს არ უნდა ვაბრალებდეთ: The fault, dear Brutus, is not in our stars, But in ourselves, that we are underlings. იულიუს კეისარი სთხოვეთ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ . მცირე ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ მოსაზრებები ბედისწერასთან დაკავშირებით და დაასახელონ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან . შეამოწმეთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პიესა. ამისათვის მათ საკლასო დავალებად მიეცით ესეს დაწერა წიგნის გამოყენებით. ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პიესასთან დაკავშირებით და თავიანთი ცოდნა პიესის პერსონაჟების, სიუჟეტის და თემების შესახებ უნდა დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან. თხზულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც : საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 5. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩაატარეთ გონებრივი იერიში პიესაში არსებული იმ სოციალური საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია. საბოლოო პროექტი განიხილეთ გონებრივი იერიშის მეთოდი დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს სთხოვეთ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელობის მიხედვით. შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ჩამონათვალის შესადგენად და საკუთარი აზრების საზოგადოების სხვა წევრების მოსაზრებებთან შესადარებლად გამოიყენონ ვიზუალური რანჟირების ინსტრუმენტი. დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ პიესაში არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე. მოსწავლეებს აუხსენით, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად, მულტიმედიური პრეზენტაცია, ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი , ფლაერი ან ვიკის საიტი. მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი: • მოსწავლეები იკვლევენ საზოგადოებრივ მასალებს თინეიჯერთა თვითმკვლელობის შესახებ და ქმნიან გამაფრთხილებელი ნიშნების ბროშურას, სადაც მითითებულია სად შეიძლება დახმარების მიღება და ა.შ. შემდეგ მათ შეუძლიათ შექმნან და შესაბამის აუდიტორიას - თანაკლასელებს, მშობლებს ან საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგინონ კვლევის შედეგები. დამსწრეებს, ასევე მრჩეველთა განყოფილებას და მოსწავლეთა ცენტრს გადაეცემათ პამფლეტები. • მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს, გაესაუბრებიან ექსპერტებს და კითხულობენ წიგნებს, რათა გაეცნონ თინეიჯერ შვილებთან მშობლების ურთიერთობის საუკეთესო გზებს. შემდეგ ისინი ქმნიან პრეზენტაციას და სკეტჩს, რომელსაც მშობელთა კრებაზე, ღია კარის დღეზე ან სხვა შეკრებაზე მშობლებს წარუდგენენ. • მოსწავლეები იკვლევენ ინტერნეტ საიტებს და წიგნებს, რათა განსაზღვრონ საზოგადოებაში ძალადობის პრევენციის გზები. ისინი აყალიბებენ კლუბს და ქმნიან ვიკის საიტს*, რომელსაც თანაკლასელებს, მშობლებს და საზოგადოების სხვა წევრებს წარუდგენენ საზოგადოებრივ შეკრებაზე. დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილეთ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ . შეიძლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს. მაგალითის სახით მიუთითეთ თვითმკვლელობის პრევენციის სამოქმედო გეგმა. მოსწავლეებს აუხსენით რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად , ცხოვრებაში. კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს სთხოვეთ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. განიხილეთ კვლევის მინიმალური მოთხოვნები თანმხლები პროდუქტის (ბროშურების , პრეზენტაციების, ვიკის საიტების და ა.შ.) დასრულების შემდეგ. პროექტის დასაწყისში დაარიგეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლოთ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ. უჩვენეთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე , მაგრამ მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავთ. მოსწავლეებისთვის, რომელთაც დამატებითი მითითებები სჭირდებათ, არსებობს ბროშურის შაბლონი; თუმცა, საჭიროა მათი წახალისება, რათა თავიანთი მოსაზრებები განავითარონ და მომავალში რთული პრობლემების გადაწყვეტა შეძლონ . პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდით თითოეულ ჯგუფს და განიხილეთ მათი სამოქმედო გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს წარმოგიდგინოთ საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 6. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი დასრულებული სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად. როცა ყველა ჯგუფს შეხვდებით ინდივიდუალურად, სთხოვეთ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ. მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გამართეთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაისწრებიან . შეხვედრაზე განიხილეთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მთი პრეზენტაციები და აღნიშნეთ , როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დაასრულეთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? დიფერენცირებული სწავლება • მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები დაურიგეთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს. • ნება დართეთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად. თუ შესაძლებელია, დაურიგეთ რომეო და ჯულიეტას პარალელური ტექსტი, რომელიც მათ მშობლიურ ენაზეა ნათარგმნი ან გამოიყენეთ ტექსტის თანამედროვე ინგლისურით შესრულებული ვერსია • ნება დართეთ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება • თუ საჭიროა, გამოიყენეთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგალითად, შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. • არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები • • სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ბროშურის შაბლონი ყურადღება მიაქციეთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. • წაახალისეთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.
  • 7. ინტელის ® სასწავლო პროგრამა დაწყებითი კურსი პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები ტექნოლოგიები – ტექნიკური უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ) ფოტოკამერა ლაზერული დისკი VCR, ვიდეო კომპიუტერი (ები) პრინტერი ვიდეოკამერა ციფრული კამერა პროექტორი ვიდეოსაკონფერენციო აღჭურვილობა DVD სკანერი სხვა       ინტერნეტკავშირი ტელევიზორი ტექნოლოგიები – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ) მონაცემთა ბაზა/ ცხრილი სამუშაო მაგიდის დასაკაბადონებელი გამოსახულების დამუშავების პროგრამა ინტერნეტ ვებბრაუზერი ელფოსტის პროგრამა მულტიმედია ვებგვერდის განვითარება ვორდის პროგრამა სხვა       ენციკლოპედია დისკზე ნაბეჭდი მასალები რომეო და ჯულიეტას ტექსტი. სასურველია, ტექსტს ახლდეს ქვემოთ ჩამოტანილი კომენტარები, სადაც განსაზღვრული იქნება არქაული სიტყვები მასალები • შექსპირის გრამატიკა www.bardweb.net/grammar/04gloss.html* ლექსიკის საძიებელი • ინტერნეტრესურსებ ი დახმარება შექსპირის კითხვისას www.shakespearehelp.com/romeo/main.htm* ინფორმაცია რომეო და ჯულიეტას შესახებ • თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკული ფონდი www.afsp.org* ინფორმაცია, ღონისძიებები, ახალი ამბები და პოლიტიკა თვითმკვლელობის პრევენციისათვის სხვა რესურსები *იურიდიული ინფორმაცია | პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პოლიტიკა საავტორო უფლება © 2010 ინტელის კორპორაცია.. ყველა უფლება დაცულია. ადაპტირებულია ნებართვის საფუძველზე. ინტელი, ინტელის ლოგო და ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივა წარმოადგენს ინტელის კორპორაციის ან მისი შვილობილი კომპანიის სავაჭრო ნიშანს აშშ -სა და სხვა ქვეყნებში . *სხვა დასახლებები და ბრენდები შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სხვისი საკუთრება.