SlideShare a Scribd company logo
1 of 5
ანგარიში
ღონისძიების დასახელება: კათედრის სხდომა.
ჩატარების ადგილი: ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა; უცხოური ენების კათედრა.
მიზანი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა
საგაკვეთილო პროცესში; გამოცდილების გაზიარება.
რეზიუმე: თითქმის ყველა სკოლაშია ისეთი ბავშვი(ბავშვები), რომელსაც
ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა. ნებისმიერი პედაგოგის
მოვალეობაა აკადემიურ ცოდნასთან ერთად ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მისი
საგანმანათლებლო საჭიროებისა, განუვითაროს სოციალური უნარ- ჩვევები. რაც
შეეხება აკადემიური ცოდნის მიღებას, ეს დიდად არის დამოკიდებული
მოსწავლის სპეციფიკურ სოციალურ პრობლემებზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მნიშვნელოვან
ნაწილს სწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ. მათ
ახასიათებთ კითხვის, წერის მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისების
პრობლემები და, ხშირად, ყოველგვარი სპეციალური საგანმანათლებლო
დახმარების გარეშე რჩებიან. მე-8 კლასში, რომელსაც მე ვასწავლი, ორი ასეთი
ბავშვია. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰიპერაქტიულობასთან ერთად
ახასიათებთ სწავლის უნარის დაქვეითება. ამგვარ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ
სერიოზული ემოციური დარღვევები, მსუბუქი ემოციური პრობლემები. მათ
მნიშვნელოვანი სირთულეები აქვთ, როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ასევე
საკლასო ოთახში მოქცევის წესების ათვისებასა და თანატოლებთან
ურთიერთობაში. სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს
უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა შეფასდეს მოსწავლის რეალური შესაძლებლობები
და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს სასწავლო მასალისა და გარემოს
ადაპტირება. ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო
პროცესში ჩართვის სტრატეგიის მთავარ აზრს. სწავლის უნარის დაქვეითებისა და
ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ხშირად განსაკუთრებული
საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ. მათ უჭირთ კითხვის, მათემატიკის, წერის
საწყისი უნარ-ჩვევების დაუფლება, არ აქვთ განვითარებული სწავლის
პროცესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა დავალებაზე
ყურადღების გამახვილება, დამახსოვრება, დამოუკიდებელი მუშაობა,
მეტყველება და განზოგადება, მოტორიკა და სასკოლო ყოფაქცევის უნარ-ჩვევები.
ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში დავიწყე მათი შეფასება-ძლიერი და
სუსტი მხარეების დადგენა. აღმოჩნდა , რომ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ
სწავლის უნარის დაქვეითება-ნევროლოგიური სახის შეზღუდვა, რომელიც
მოქმედებს ტვინის შესაძლებლობაზე აღიქვას, გაიაზროს და გადასცეს
ინფორმაცია. მოსწავლეებს აღენიშნებოდათ სუსტი ვიზუალურ-მოტორული
კოორდინაცია, ჰიპერაქტიულობა, ზედმეტი აგზნებადობა, ყურადღების
კონცენტრაციის ნაკლებობა. ახასიათებდათ დისგრაფია-პრობლემები, რომელთა
შორის მთავარია კალიგრაფია, მართლწერა და აზრის წერილობითი გადმოცემა.
ძლიერ უჭირდათ ასოების ფორმისა და ზომის ზუსტი ფორმირება, წერდნენ
ინტერვალების დაცვისა და სასვენი ნიშნების გარეშე, ვერ ახერხებდნენ აზრის
წერილობით გადმოცემას და მთელ ძალისხმევას ანდომებდნენ წერის მექანიკურ
მხარეს.
მოსწავლეები, რომლებსაც ქცევის სერიოზული პრობლემები აქვთ, ყველაზე
კარგად გრძნობენ თავს სკოლაში. ასე იყო ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში-
ლუკასა და მიხეილს საოცრად უყვართ სკოლა, კლასელები და განსაკუთრებით-
მასწავლებელი. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ბავშვების ძლიერ მხარეს,
რომელიც მე, როგორც მასწავლებელს, მეხმარება მიზნის მიღწევაში. მიუხედავად
ამისა, მოსწავლეების მხრიდან ზოგჯერ ქცევის დარღვევა იმდენად
მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურ და ინდივიდუალურ
მიდგომას საჭიროებდა. მათ თავდაპირველად უჭირდათ თანატოლებთან
კონტაქტი, ამიტომ გარკვეულ დროს ვუთმობდი ურთიერთობის სოციალური
უნარ-ჩვევების გამომუშავებას: თეორიულად ვუხსნიდი ამა თუ იმ მოქმედების ან
ჟესტის მნიშვნელობას, შემდეგ კლას ვყოფდი ორ ჯგუფად და ვთავაზობდი
მოსწავლეებს გარკვეული სიტუაციის გათამაშებას; ორივე მათგანს აღმოაჩნდა
კარგი მუსიკალური სმენა და სიმღერის დიდი სიყვარული. ამან მომცა საშუალება,
ჩამერთო ისინი საგაკვეთილო პროცესში და, ამა თუ იმ თემის გავლის დროს,
სპეციალურად ვრთავდი მათ მუსიკალურ ნომრებს. ამგვარი მეთოდები
სასარგებლო იყო არა მარტო მიხეილისა და ლუკასათვის, არამედ-კლასის
დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც. ამ მეთოდების დროს მოსწავლე სწავლობს იმ
სტრატეგიებს, თუ როგორ შეიკავოს თავი თვითკონტროლის გზით.
საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა და თვითშეფასების ამაღლება
შესაძლებელია შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:
1. დავსახოთ რაციონალური და მიღწევადი მიზნები.
2. მოსწავლის ყოველ საქციელზე იქონიონ შესაბამისი რეაქცია.
3. დავაკისროთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა.
4. ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი ძალების მობილიზება.
5. მივცეთ მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი სიძლიერე.
მასალის და გარემოს მოდიფიცირების მიზნით რას ვაკეთებდი ლუკასა და
მიხეილის დასახმარებლად:
 დავალებას ვყოფ მცირე სეგმენტებად.
 მონიტორინგს ვუწევ სწორი და გამართული მეტყველების დაუფლებას.
 ყველა მომდევნო გაკვეთილზე ვახდენ წინარე ცოდნის გამტკიცებას.
 მონიტორინგს ვუწევ მასალის გადმოცემის ხარისხს.
 ხშირ-ხშირად ვახსენებ საშინაო დავალებას.
 დავალების შესასრულებლად ვაძლევ მკაფიო და კონკრეტულ მითითებებს.
 დავალების შესრულებამდე სიტყვიერად ვამეორებინებ შესასრულებელ
ინსტრუქციას.
 ვაძლევ დამატებით დროს პასუხისთვის.
 რადგან უკეთ აღიქვამს მოსმენილს, გაკვეთილიდან გამომდინარე კითხვებს
ვაძლევ სხვათა მოსმენის შემდეგ.
 ვაძლევ მისთვის დასაძლევ მასალას.
 ყურადღებას ვამახვილებ დავალების შესრულების აკურატულობაზე.
 რთული წინადადებების ნაცვლად ვიღებ მოკლე პასუხებს მთავარი
სიტყვების გამოყენებით.
 საკლასო ოთახში ვსვამ ისეთ ადგილას,სადაც ნაკლებადაა შესაძლებელი
ყურადღების გაფანტვა.
 მერხს ვათავისუფლებ არასაჭირო ნივთებისაგან.
 კითხვის დასმამდე მივმართავ სახელით.
 ხელის მსუბუქი შეხებით ვეხმარები ყურადღების ფოკუსირებაში.
ხშირად ვიყენებ თანატოლების მიერ დახმარებას, რომელის ეფუძნება
თანამშრომლობის პრინციპს.
 ვაქებ ყოველთვის, როცა მაძლევს ამის საშუალებას მისი ქცება და
მიღწევები.
 ხშირად ვატარებ პირად საუბრებს ინდივიდუალურად.
აუცილებელია ყოველდღიურად იგეგმებოდეს გაკვეთილები მოსწავლის
საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც შერწყმული უნდა იყოს კლასის
გეგმასთან. გთავაზობთ ნიმუშს:
აქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი
კლასი ი ს გ
 აქტიური სავარჯიშო ნახატებს შევუსაბამოთ სიტყვები;
 მუშაობა დაფასთან დაწეროს საკუთარი სახელი, გვარი,
მასწავლებლისა და ნაცნობი ადამიანების სახელები;
 მუშაობა სახელმძღვანელოზე ნაცნობი სიტყვების გამოყენებით
ამბის თხრობა;
 საშინაო დავალება წერითი ნაშრომის წარმოდგენა;
 შეჯამება-შეფასება სიტყვიერად და მიმდინარე.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის
უაღრესად დიდი მნიშვნელობა ქვს ყოველდღიურ მონიტორინგს. აუცილებელია
პედაგოგი დააკვირდეს, რომელი აქტივობა უჭირს ბავშვს განსაკუთრებით,
რომლის შესრულება უფრო მოსწონს და ა.შ. აქედან გამომდინარე უნდა დაგეგმოს
მომდევნო დღის სამუშაო გეგმა.
ინკლუზიურ განათლებაში ჩემი სამწლიანი გამოცდილების შედეგად გავაკეთე
დასკვნა:
წარმატების მისაღწევად საჭიროა მასწავლებლის მონდომება და კვალიფიკაცია.
მშობელს უნდა გააჩნდეს პედაგოგის ნდობა და დიდი მოთმინება.
რაც მთავარია ი.ს.გ. უნდა იყოს მოსწავლეზე მ ო რ გ ე ბ უ ლ ი.
კათედრის მუშაობის დამთავრების დროს კოლეგებს ვაჩვენე ლუკასა და მიხეილის
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ამსახველი ვიდეომასალა.
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი: მაია სირაძე
2014. 20 .05

More Related Content

Similar to ანგარიში ინკლუზიური

ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაnino abuladze
 
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...Maia Metreveli
 
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხველექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვMaia Siradze
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...Maia Siradze
 
მე–5 კლასის მშობელთა კრება
მე–5  კლასის მშობელთა კრებამე–5  კლასის მშობელთა კრება
მე–5 კლასის მშობელთა კრებაirinagusha
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaNargiz Kiliptari
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმmziaegiashvili
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზიაtamarkakachia
 
მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე
მასწავლებლის თვითშეფასება  და მისი გავლენა სასწავლო პროცესზემასწავლებლის თვითშეფასება  და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე
მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზეMisha Giorgadze
 
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიMaia Siradze
 
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семьяსამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семьяMaia Siradze
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისMaia Siradze
 
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copyთანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება CopyKakha Jgenti
 
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვამოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვაNona Chabashvili
 
მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისMaia Siradze
 
Mzia presentation short
Mzia presentation   shortMzia presentation   short
Mzia presentation shortmziaegiashvili
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 

Similar to ანგარიში ინკლუზიური (20)

ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
 
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...
 
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხველექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვ
 
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავ...
 
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალსაკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
 
მე–5 კლასის მშობელთა კრება
მე–5  კლასის მშობელთა კრებამე–5  კლასის მშობელთა კრება
მე–5 კლასის მშობელთა კრება
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმ
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
gakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docxgakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docx
 
მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე
მასწავლებლის თვითშეფასება  და მისი გავლენა სასწავლო პროცესზემასწავლებლის თვითშეფასება  და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე
მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე
 
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
 
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семьяსამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
სამოდელო გაკვეთილის გეგმა семья
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
 
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copyთანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
 
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვამოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა
მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა
 
მოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვისმოხსენება კონფერენციისთვის
მოხსენება კონფერენციისთვის
 
Mzia presentation short
Mzia presentation   shortMzia presentation   short
Mzia presentation short
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 

More from Maia Siradze

Saganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegmaSaganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegmaMaia Siradze
 
Proeqtis refleqsia
Proeqtis refleqsiaProeqtis refleqsia
Proeqtis refleqsiaMaia Siradze
 
რესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსიარესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსიაMaia Siradze
 
открытый урок
открытый урокоткрытый урок
открытый урокMaia Siradze
 
Microsoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expertMicrosoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expertMaia Siradze
 
Certified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educatorCertified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educatorMaia Siradze
 
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2Maia Siradze
 
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაუცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაMaia Siradze
 
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიშიბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიშიMaia Siradze
 
ზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაციაზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაციაMaia Siradze
 
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიშიV 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიშიMaia Siradze
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკებიMaia Siradze
 
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დმოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დMaia Siradze
 
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...Maia Siradze
 
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაგაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაMaia Siradze
 
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)Maia Siradze
 
открытый урок 2
открытый урок 2открытый урок 2
открытый урок 2Maia Siradze
 
მოხსენება
მოხსენებამოხსენება
მოხსენებაMaia Siradze
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...Maia Siradze
 
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016Maia Siradze
 

More from Maia Siradze (20)

Saganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegmaSaganmanatleblo proeqtis gegma
Saganmanatleblo proeqtis gegma
 
Proeqtis refleqsia
Proeqtis refleqsiaProeqtis refleqsia
Proeqtis refleqsia
 
რესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსიარესურსი რეფლექსია
რესურსი რეფლექსია
 
открытый урок
открытый урокоткрытый урок
открытый урок
 
Microsoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expertMicrosoft innovative educator expert
Microsoft innovative educator expert
 
Certified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educatorCertified microsoft innovative educator
Certified microsoft innovative educator
 
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2პრეზენტაცია  სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
პრეზენტაცია სასწავლო მეთოდურიკონფერენციისთვის 2
 
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაუცხოური ენის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
 
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიშიბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
ბავშვთა სახლში სტუმრობის ანგარიში
 
ზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაციაზეიმის პრეზენტაცია
ზეიმის პრეზენტაცია
 
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიშიV 1კლასის ღონისძიების ანგარიში
V 1კლასის ღონისძიების ანგარიში
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
 
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დმოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად მშობლებთან დ
 
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან და მას...
 
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაგაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
 
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
Vi კლასში ჩატარებული პრეზენტაციის ანგარიში (რუსული)
 
открытый урок 2
открытый урок 2открытый урок 2
открытый урок 2
 
მოხსენება
მოხსენებამოხსენება
მოხსენება
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
 
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2016
 

ანგარიში ინკლუზიური

  • 1. ანგარიში ღონისძიების დასახელება: კათედრის სხდომა. ჩატარების ადგილი: ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა; უცხოური ენების კათედრა. მიზანი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა საგაკვეთილო პროცესში; გამოცდილების გაზიარება. რეზიუმე: თითქმის ყველა სკოლაშია ისეთი ბავშვი(ბავშვები), რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა. ნებისმიერი პედაგოგის მოვალეობაა აკადემიურ ცოდნასთან ერთად ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მისი საგანმანათლებლო საჭიროებისა, განუვითაროს სოციალური უნარ- ჩვევები. რაც შეეხება აკადემიური ცოდნის მიღებას, ეს დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის სპეციფიკურ სოციალურ პრობლემებზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს სწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ. მათ ახასიათებთ კითხვის, წერის მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისების პრობლემები და, ხშირად, ყოველგვარი სპეციალური საგანმანათლებლო დახმარების გარეშე რჩებიან. მე-8 კლასში, რომელსაც მე ვასწავლი, ორი ასეთი ბავშვია. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰიპერაქტიულობასთან ერთად ახასიათებთ სწავლის უნარის დაქვეითება. ამგვარ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ სერიოზული ემოციური დარღვევები, მსუბუქი ემოციური პრობლემები. მათ მნიშვნელოვანი სირთულეები აქვთ, როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ასევე საკლასო ოთახში მოქცევის წესების ათვისებასა და თანატოლებთან ურთიერთობაში. სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა შეფასდეს მოსწავლის რეალური შესაძლებლობები და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს სასწავლო მასალისა და გარემოს ადაპტირება. ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის სტრატეგიის მთავარ აზრს. სწავლის უნარის დაქვეითებისა და ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ხშირად განსაკუთრებული
  • 2. საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ. მათ უჭირთ კითხვის, მათემატიკის, წერის საწყისი უნარ-ჩვევების დაუფლება, არ აქვთ განვითარებული სწავლის პროცესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა დავალებაზე ყურადღების გამახვილება, დამახსოვრება, დამოუკიდებელი მუშაობა, მეტყველება და განზოგადება, მოტორიკა და სასკოლო ყოფაქცევის უნარ-ჩვევები. ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში დავიწყე მათი შეფასება-ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა. აღმოჩნდა , რომ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ სწავლის უნარის დაქვეითება-ნევროლოგიური სახის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ტვინის შესაძლებლობაზე აღიქვას, გაიაზროს და გადასცეს ინფორმაცია. მოსწავლეებს აღენიშნებოდათ სუსტი ვიზუალურ-მოტორული კოორდინაცია, ჰიპერაქტიულობა, ზედმეტი აგზნებადობა, ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა. ახასიათებდათ დისგრაფია-პრობლემები, რომელთა შორის მთავარია კალიგრაფია, მართლწერა და აზრის წერილობითი გადმოცემა. ძლიერ უჭირდათ ასოების ფორმისა და ზომის ზუსტი ფორმირება, წერდნენ ინტერვალების დაცვისა და სასვენი ნიშნების გარეშე, ვერ ახერხებდნენ აზრის წერილობით გადმოცემას და მთელ ძალისხმევას ანდომებდნენ წერის მექანიკურ მხარეს. მოსწავლეები, რომლებსაც ქცევის სერიოზული პრობლემები აქვთ, ყველაზე კარგად გრძნობენ თავს სკოლაში. ასე იყო ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში- ლუკასა და მიხეილს საოცრად უყვართ სკოლა, კლასელები და განსაკუთრებით- მასწავლებელი. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ბავშვების ძლიერ მხარეს, რომელიც მე, როგორც მასწავლებელს, მეხმარება მიზნის მიღწევაში. მიუხედავად ამისა, მოსწავლეების მხრიდან ზოგჯერ ქცევის დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებდა. მათ თავდაპირველად უჭირდათ თანატოლებთან კონტაქტი, ამიტომ გარკვეულ დროს ვუთმობდი ურთიერთობის სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას: თეორიულად ვუხსნიდი ამა თუ იმ მოქმედების ან ჟესტის მნიშვნელობას, შემდეგ კლას ვყოფდი ორ ჯგუფად და ვთავაზობდი
  • 3. მოსწავლეებს გარკვეული სიტუაციის გათამაშებას; ორივე მათგანს აღმოაჩნდა კარგი მუსიკალური სმენა და სიმღერის დიდი სიყვარული. ამან მომცა საშუალება, ჩამერთო ისინი საგაკვეთილო პროცესში და, ამა თუ იმ თემის გავლის დროს, სპეციალურად ვრთავდი მათ მუსიკალურ ნომრებს. ამგვარი მეთოდები სასარგებლო იყო არა მარტო მიხეილისა და ლუკასათვის, არამედ-კლასის დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც. ამ მეთოდების დროს მოსწავლე სწავლობს იმ სტრატეგიებს, თუ როგორ შეიკავოს თავი თვითკონტროლის გზით. საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა და თვითშეფასების ამაღლება შესაძლებელია შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით: 1. დავსახოთ რაციონალური და მიღწევადი მიზნები. 2. მოსწავლის ყოველ საქციელზე იქონიონ შესაბამისი რეაქცია. 3. დავაკისროთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა. 4. ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი ძალების მობილიზება. 5. მივცეთ მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი სიძლიერე. მასალის და გარემოს მოდიფიცირების მიზნით რას ვაკეთებდი ლუკასა და მიხეილის დასახმარებლად:  დავალებას ვყოფ მცირე სეგმენტებად.  მონიტორინგს ვუწევ სწორი და გამართული მეტყველების დაუფლებას.  ყველა მომდევნო გაკვეთილზე ვახდენ წინარე ცოდნის გამტკიცებას.  მონიტორინგს ვუწევ მასალის გადმოცემის ხარისხს.  ხშირ-ხშირად ვახსენებ საშინაო დავალებას.  დავალების შესასრულებლად ვაძლევ მკაფიო და კონკრეტულ მითითებებს.  დავალების შესრულებამდე სიტყვიერად ვამეორებინებ შესასრულებელ ინსტრუქციას.  ვაძლევ დამატებით დროს პასუხისთვის.  რადგან უკეთ აღიქვამს მოსმენილს, გაკვეთილიდან გამომდინარე კითხვებს ვაძლევ სხვათა მოსმენის შემდეგ.  ვაძლევ მისთვის დასაძლევ მასალას.
  • 4.  ყურადღებას ვამახვილებ დავალების შესრულების აკურატულობაზე.  რთული წინადადებების ნაცვლად ვიღებ მოკლე პასუხებს მთავარი სიტყვების გამოყენებით.  საკლასო ოთახში ვსვამ ისეთ ადგილას,სადაც ნაკლებადაა შესაძლებელი ყურადღების გაფანტვა.  მერხს ვათავისუფლებ არასაჭირო ნივთებისაგან.  კითხვის დასმამდე მივმართავ სახელით.  ხელის მსუბუქი შეხებით ვეხმარები ყურადღების ფოკუსირებაში. ხშირად ვიყენებ თანატოლების მიერ დახმარებას, რომელის ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს.  ვაქებ ყოველთვის, როცა მაძლევს ამის საშუალებას მისი ქცება და მიღწევები.  ხშირად ვატარებ პირად საუბრებს ინდივიდუალურად. აუცილებელია ყოველდღიურად იგეგმებოდეს გაკვეთილები მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც შერწყმული უნდა იყოს კლასის გეგმასთან. გთავაზობთ ნიმუშს: აქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი კლასი ი ს გ  აქტიური სავარჯიშო ნახატებს შევუსაბამოთ სიტყვები;  მუშაობა დაფასთან დაწეროს საკუთარი სახელი, გვარი, მასწავლებლისა და ნაცნობი ადამიანების სახელები;  მუშაობა სახელმძღვანელოზე ნაცნობი სიტყვების გამოყენებით ამბის თხრობა;
  • 5.  საშინაო დავალება წერითი ნაშრომის წარმოდგენა;  შეჯამება-შეფასება სიტყვიერად და მიმდინარე. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ქვს ყოველდღიურ მონიტორინგს. აუცილებელია პედაგოგი დააკვირდეს, რომელი აქტივობა უჭირს ბავშვს განსაკუთრებით, რომლის შესრულება უფრო მოსწონს და ა.შ. აქედან გამომდინარე უნდა დაგეგმოს მომდევნო დღის სამუშაო გეგმა. ინკლუზიურ განათლებაში ჩემი სამწლიანი გამოცდილების შედეგად გავაკეთე დასკვნა: წარმატების მისაღწევად საჭიროა მასწავლებლის მონდომება და კვალიფიკაცია. მშობელს უნდა გააჩნდეს პედაგოგის ნდობა და დიდი მოთმინება. რაც მთავარია ი.ს.გ. უნდა იყოს მოსწავლეზე მ ო რ გ ე ბ უ ლ ი. კათედრის მუშაობის დამთავრების დროს კოლეგებს ვაჩვენე ლუკასა და მიხეილის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ამსახველი ვიდეომასალა. ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი: მაია სირაძე 2014. 20 .05