არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...

5,323 views

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
5,323
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
253
Actions
Shares
0
Downloads
19
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

არგუმენტირებული ესეს პარამეტრები...

  1. 1. არგუმენტირებული ესეს პარამეტრები სლაიდის ავტორი მაია მეტრეველი რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა 2012 სექტემბერი
  2. 2. სათაური ანუ მითითება ,რომლის მიხედვითაც იწერება ესე  მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები იოლად ნებდებიან სწავლის პროცესში წამოჭრილ სირთულეებს. მიიჩნევა, რომ თანამედროვე მოსწავლეები სულ უფრო და უფრო ადრე კარგავენ სწავლისადმი ინტერესს. მაგრამ ამავდროულად ,ახალი შთაბეჭდილების მიღებისა და ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილება ბავშვის თანდაყოლილი მოთხოვნილებებია.
  3. 3. სასურველია ,წერა დავიწყოთ სათაურის პერიფრაზით  სწავლა რთული და ხანგრძლივი პროცესია. დაწყებით კლასებში ბავშვის ფსიქიკა მყიფეა. მას უჭირს სიახლეებთან შეგუება . ადვილად იღლება ,აშინებს სირთულეები და გაურკვევლობა. თანდათან იკლებს ინტერესი და ჩართულობის ხარისხი. ქრება გარეგანი და შინაგანი მოტივაცია.
  4. 4. ესეს უნდა ახლდეს ორი არგუმენტი  პირველი: ბავშვთა ინდიფერენტულობას მრავალი მიზეზი აქვს.რთული სახელმძღვანელოები და არასწორად შერჩეული მასალა თრგუნავს ყმაწვილს , რადგანაც მოთხოვნა არ შეესაბამება მათი ასაკისთვის ბუნებრივ სააზროვნო უნარებს. ქვეტექსტის შემცველი მასალის აღქმა მათ სათანადოდ არ ძალუძთ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს გაუგებარი ლექსიკა და ცნებებით გადატვირთული საპროგრამო მასალა. ამ საფეხურზე მოსწავლეებში კონცენტრირებისა და ნებისმიერი ყურადღების უნარი ნაკლებადაა გამოხატული ,რაც, ბუნებრივია ,აფერხებს გაკვეთილზე მათ ჩართულობას.
  5. 5. მეორე არგუმენტი  კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზად გაკვეთილის არასწორი მენეჯმენტი მიმაჩნია.თუ მასწავლებელი.თყ მასწავლებელი იმუშავებს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არ გაამდიდრებს გაკვეთილსა და სასწავლო პროცესს, არ შეიტანს თამასებს (ამ ასაკში თამაში ფუნქციონალური მოთხოვნილებაა), ილუსტრაციებს, თვალსაჩინოებებს, მოსწავლეები თანდათან დაკარგავენ ინტერესს სწავლისადმი.
  6. 6. კონტრარგუმენტი  თუმცა ყველაფერს სკოლასა და მასწავლებელს ვერ დავაბრალებთ. სოციალური გარემო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა მნიშვნელოვნად განაპირობებს წარმატებებს
  7. 7. ესეს უნდა ახლდეს მაგალითი
  8. 8. აუცილებელია გამოიკვეთოს ესეში წამოჭრილი პრობლემის მოგვარების გზა  სწავლის პროცესი მოსაწყენი რომ არ გახდეს და ტრაგედიად არ იქცეს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თავისი მოსწავლეების ბუნება და გაკვეთილები ამის გათვალისწინებით დაგეგმოს. ხშირად ცვალოს აქტივობები , შეიტანოს თამაშები ,ჩართოს ექსკურსიები, აჩვენოს ფილმები და,რაც მთავარია,განსაზღვროს მათი ინდივიდუალური საჭიროებები. მოსწავლეებს მოარგოს აქტივობები მათი კოგნიტური,ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების შესაბამისად.
  9. 9. ესეს კრავს და ამთლიანებს დასკვნა  ამდენად, რადგანაც ცნობისმოყვარეობა ბავშვის თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, მასწავლებლის ოსტატობა გადამწყვეტია.თუ იგი იმუშავებს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ,აღსაზრდელებს აღაე ექნებათ ის დამოკიდებულება,რომელმაცშეაწუხა მშობლები.
  10. 10. გახსოვდეთ  დასკვნაში ახალი აზრი არ შემოიტანოთ. აქ ორი-სამი წინადადებით უნდა შეაჯამოთ ის საკითხები, რაზეც უკვე ისაუბრეთ
  11. 11. დავალება  საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაშები და ინტერნეტი კარგი რესურსია ბავშვის გონებრივი განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისათვის.მაგრამ, იგი არ იძლევა ემოციური, სოციალური და სამეტყველო სფეროების განვითარების შესაძლებლობას, თანაც ბავშვი შეიძლება ინტერნეტში გადააწყდეს ინფორმაციას, რისთვისაც ის პიროვნულად მზად არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრება,როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური რესურსი სასწავლო მიზნებისათვის.
  12. 12. გაითვალისწინეთ მითითებები და შეასრულეთ დავალება  გისურვებთ წარმატებას

×