SlideShare a Scribd company logo
პერიტონიტი
მუცლის სეროზული გარსის - პერიტონეუმის - ანთებაა, რომელსაც
ახასიათებს მძიმე საერთო სიმპტომატიკა და ორგანიზმის სასიცოცხლო
მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის რღვევა.
მიმდინარეობის მიხედვით პერიტონიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული,
გავრცელების მიხედვით კი – ადგილობრივი ან გავრცობილი.
პერიტონიტი უმეტესად მეორეულად ვითარდება, წესისამებრ, ანთებითად
შეცვლილი (მაგალითად, ნაღვლის ბუშტი, აპენდიქსი) ან პერფორირებული
ორგანოებიდან ინფექციის გავრცელების, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობისა და
ღია თუ დახურული ტრავმების შედეგად. პირველადი პერიტონიტი საკმაოდ
იშვიათია. მას მიკროორგანიზმებით მუცლის ფარის პირველადი დაზიანება
განაპირობებს (ეს მიკროორგანიზმები მასში ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით
ხვდებიან).
კლინიკური სურათი და მიმდინარეობა.
მწვავე პერიტონიტი საკმაოდ საშიში დაავადებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზურიც და
შემოსაზღვრულიც. უკანასკნელ შემთხვევაში ფაშარ შემაერთებელქსოვილოვან
შეხორცებათა ნაადრევი წარმოქმნის გამო ანთებითი პერიტონეუმი მომიჯნავე
ორგანოებთან ხორცდება და ანთებითი პროცესი შემოისაზღვრება, შემოსაზღვრულ
მიდამოში კი ჩირქი გროვდება - წარმოიქმნება აბსცესი.
აბსცესი სხვადასხვა ლოკალიზაციისაა: დიაფრაგმისქვეშა, ღვიძლქვეშა, მენჯის
ღრუსი, პარააპენდიკულარული და ა.შ.
პერიტონიტის კლინიკურ სურათს პირველადი დაავადება, პროცესის განვითარების
ხანგრძლივობა, მისი გავრცელების ხარისხი და სტადია განსაზღვრავს. ავადმყოფს,
ჩვეულებრივ, აწუხებს ტკივილი, რომლის ხასიათი და ლოკალიზაცია ძირითად
დაავადებაზეა დამოკიდებული. გარდა ტკივილისა, აღინიშნება გულისრევა,
ღებინება, მუცლის შებერილობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა.
პირველი 24 საათის განმავლობაში, რომელსაც რეაქტიული ფაზა ეწოდება, წამყვანი
სიმპტომებია მუდმივი მკვეთრი ტკივილი, რომელიც სხეულის მდებარეობის
შეცვლის, ხველების, მოძრაობის დროს ძლიერდება. ავადმყოფი, ჩვეულებრივ,
ზურგზე ან გვერდზე წევს, ფეხები მუცლისკენ მიაქვს, გაურბის ზედმეტ მოძრაობას.
პათოლოგიის დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი -
მუცლის ზედაპირზე ხელის დაჭერით და უეცარი აშვებით ტკივილის მკვეთრი
გაძლიერება.
თუ პერიტონიტის წყარო მუცლის ზემო ნაწილშია ლოკალიზებული, ტკივილი
შესაძლოა ზურგში, ბეჭქვეშა მიდამოში გადაეცეს. გულისრევას, ჩვეულებრივ, შვება
არ მოაქვს, პულსი გახშირებულია - 100-110 წუთში, არტერიული წნევა ნორმალური ან
დაქვეითებულია.
ზოგიერთი დაავადების დროს (ღრუ ორგანოთა პერფორაცია, ბადექონის
სისხლძარღვთა თრომბოზი და ემბოლია, გაუვალობა, პანკრეონეკროზი) შესაძლოა
შოკიც განვითარდეს.
როცა პერიტონიტის წყარო მცირე მენჯშია ლოკალიზებული, თავს იჩენს დეფეკაციის
ცრუ სურვილი, დიზურიული (შარდვის დარღვევის) სიმპტომატიკა. ხდება
ტკივილის ირადიაცია გავისა და შორისის არეში. კუჭის მოქმედება ნორმალურია,
თუმცა განავალი ზოგჯერ თხევადია, მოსალოდნელია ჭინთვების განვითარებაც.
ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნაწლავთა ინვაგინაციის დროს განავლოვანი
მასები სისხლის მინარევებს შეიცავს.
პერიტონიტის ტოქსიკურ სტადიას ყველა ის სიმპტომი ახასიათებს, რომლებიც
რეაქტიული ფაზის დროს ვლინდება, თუმცა ადგილობრივი სიმპტომატიკა ამ დროს
შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ტკივილები და ადგილობრივი
მტკივნეულობა მცირდება, კუნთთა დაჭიმულობა სუსტდება, შეიმჩნევა მუცლის
შებერილობა, კუჭის მოქმედება და აირების გამოყოფა წყდება. ძლიერდება
პერიტონიტის ზოგადი გამოვლინებები. ინტოქსიკაციის გაძლიერების კვალდაკვალ
პულსი მკვეთრად ხშირდება (110-120 დარტყმამდე წუთში), არტერიული წნევა
ქვეითდება, სხეულის ტემპერატურა მაღალ ციფრებს (38-39-ს და მეტს) აღწევს და ამ
დონეზე ნარჩუნდება. სუნთქვა ხშირდება. შარდის გამოყოფა მცირდება და
იშვიათდება.
ტერმინალურ სტადიაში ვლინდება ადინამია, ცნობიერების დაბინდვა, ეიფორია.
სახის ნაკვთები წაწვეტებულია, თვალები - ჩაცვენილი, კანი - ფერმკრთალი, ოფლით
დაცვარული, დაჰკრავს დამახასიათებელი ციანოზური (მოლურჯო) ელფერი, ენა
მშრალია და მუქი ნადები აქვს. ამ ნიშანთა ერთობლიობას ჰიპოკრატეს სახეს
უწოდებენ. წესისამებრ, ვითარდება უხვი ღებინება, მუცელი მკვეთრად არის
შებერილი, აირების გამოყოფა წყდება, აღინიშნება მუცლის გავრცობილი
მტკივნეულობა.
აბსცესის ჩამოყალიბებისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება,
ტემპერატურა იმატებს და მუდმივ ხასიათს იღებს, მუცლის ღრუში ჩნდება აბსცესის
ადგილობრივი სიმპტომატიკა, ლოკალური მტკივნეულობა და დაჭიმულობა. სხვა
ადგილებში მუცელი რბილია.
შემოსაზღვრული პერიტონიტის დროს კლინიკური სურათი ისეთი მძიმე არ არის,
როგორიც დიფუზურის დროს და პირველად დაავადებას (მწვავე აპენდიციტს, მწვავე
ქოლეცისტიტს) შეესაბამება.
ქალის სასქესო ორგანოების ანთებით პათოლოგიებს მოჰყვება პელვიოპერიტონიტი -
მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთებითი დაავადება. მას დამახასიათებელი
კლინიკური სურათი აქვს. მცირე მენჯის ღრუში ინფექცია ხვდება საშვილოსნოს
მილების გზით, ასევე - ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. ანთების პირველად
კერას საშვილოსნო, საკვერცხეები ან საშვილოსნოს მილები წარმოადგენს. იწყება
მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, რომელიც 38-39 და უფრო მაღალ მაჩვენებელს
აღწევს. მწვავე ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერდება შარდვისა და
დეფეკაციის დროს. მუცელი შებერილია, მისი წინა კედელი - დაჭიმული, ვლინდება
შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი. ენა მშრალია, ნადებით დაფარული,
მოსალოდნელია სლოკინი, გულისრევა, ღებინება.
ქრონიკული სტადიისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვედა არეში,
რომელიც გაცივების, ფიზიკური დაძაბულობის, მენსტრუაციის დროს ძლიერდება.
არცთუ იშვიათია მენსტრუალური, რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციის
დარღვევა. ქრონიკულ სტადიაში ექსუდატი გაიწოვება, მცირე მენჯის ღრუში ჩნდება
შეხორცებები, რომლებსაც საშვილოსნოსა და მისი დანამატების მდებარეობის
ცვლილებამდე მივყავართ.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
•მუცლის ძლიერი ტკივილი;
•შეკრულობა;
•მუცლის კუნთების დაჭიმულობა;
•მუცლის შებერილობა;
•გულის რევა, ღებინება;
•საერთო სისუსტე;
•თავბრუსხვევა;
•სხეულის მაღალი ტემპერატურა;
•კანის სიფერმკრთალე;
•ტაქიკარდია.
დიაგნოსტიკა
პერიტონიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი და ნიშნავს შემდეგ
პროცედურებს:
• მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
• სისხლის საერთო ანალიზს;
• მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას;
• რექტალურ, ვაგინალურ გამოკვლევას;
• მუცლის ღრუს პუნქციას;
• დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპიას.
მკურნალობა
პერიტონიტის გამომწვევის მოცილების ან მისი მიდამოს დრენირების შემდეგ
ტკივილი მცირდება, უმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა, სისხლის სურათი და
იწყება გამოჯანმრთელება. ზოგჯერ გამოჯანმრთელება მოჰყვება ანთების
შემოსაზღვრას და მის თანდათანობით ლიკვიდაციას. ამ შემთხვევაში ანთების არეში
კუნთთა დაჭიმულობა და ტკივილი თანდათან იკლებს. ისინჯება ანთებითი
ინფილტრატი, მტკივნეულობა ზომიერია. აბსცესის ფორმირებისას პაციენტის
მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს და მუდმივი ხდება.
პერიტონიტის მკურნალობა დაავადების ფორმის, სტადიის, გამომწვევის ხასიათის,
პროცესის გავრცელების, მეტაბოლური პროცესებისა და სასიცოცხლო ორგანოთა
ფუნქციის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით ტარდება. მკურნალობის
პრინციპებია ინფექციის წყაროს რაც შეიძლება ადრეული და დროული ლიკვიდაცია
ოპერაციული ჩარევით ან მისი შემოსაზღვრა დრენირების გზით.
ანტიბაქტერიული თერაპიითა და გამორეცხვებით მუცლის ღრუში ინფექციის
დათრგუნვის პარალელურად, რა თქმა უნდა, აუცილებელია სისტემური
ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე - ბრძოლა პარალიზურ ნაწლავურ გაუვალობასთან,
ზოგადი ინტოქსიკაციისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის
კორექცია.
მეორეული პერიტონიტის დროს ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. მისი მიზანია
ექსუდატისა და ინფიცირებული ქსოვილის მოცილება, ინფექციური კერის
ლიკვიდაცია ან შემოსაზღვრა და მუცლის ღრუს დრენაჟი.
დაავადების პროგნოზი პერიტონიტის გამომწვევ ძირითად პათოლოგიაზეა
დამოკიდებული. მართებულ მკურნალობას, წესისამებრ, სრული გამოჯანსაღება
მოჰყვება, თუმცა არც შეხორცებათა განვითარებაა გამორიცხული.
მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
• ლაპაროტომიას;
•პერიტონიტის წყაროს მოკვეთას;
• მუცლის ღრუს პოსტოპერაციულ სანაციას;
• თხელი ნაწლავის დეკომპრესიის უზრუნველყოფას.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
•ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
• იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს;
• ანტიქოლინესტრაზულ პრეპარატებს;
• ანტიქოლინერგიულ საშუალებებს;
• კალიუმის შემცველ პრეპარატებს;
• ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა
განვითარდეს ორგანიზმის ჩიქრით მოწამვლა და დადგეს ლიტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
• ღვიძლის დაავადებების მქონე პირები;
• თირკმლის უკმარისობის მქონე პირები;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
•ექიმ-გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი;
• მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმებისგან თავის დაცვა.

More Related Content

What's hot

การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guidelineการรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
Aiman Sadeeyamu
 
27การตรวจครรภ์
27การตรวจครรภ์27การตรวจครรภ์
27การตรวจครรภ์Papawee Laonoi
 
ตรวจร่างกายระบบประสาท
ตรวจร่างกายระบบประสาทตรวจร่างกายระบบประสาท
ตรวจร่างกายระบบประสาท
Cotton On
 
คู่มือ ICD (Chest drain)
คู่มือ ICD (Chest drain)คู่มือ ICD (Chest drain)
คู่มือ ICD (Chest drain)Weerawan Ueng-aram
 
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
suriyaprakash nagarajan
 
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complicationsPharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
Utai Sukviwatsirikul
 
Adr assessment and monitoring
Adr assessment and monitoringAdr assessment and monitoring
Adr assessment and monitoring
Rachanont Hiranwong
 
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)Sureerut Physiotherapist
 
โครงการ Safety valve
โครงการ Safety valveโครงการ Safety valve
โครงการ Safety valveWeerawan Ueng-aram
 
Radiology: Chest Imaging
Radiology: Chest ImagingRadiology: Chest Imaging
Radiology: Chest Imaging
SCGH ED CME
 
Triage In Mass Casualty M I M S
Triage In  Mass Casualty M I M STriage In  Mass Casualty M I M S
Triage In Mass Casualty M I M STorTor Peerachai
 
olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)
 olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org) olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)
olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)www.tipfakultesi. org
 
Psoriatic arthritis
Psoriatic arthritisPsoriatic arthritis
Psoriatic arthritis
Utai Sukviwatsirikul
 
Cardiophrenic angle
Cardiophrenic angleCardiophrenic angle
Cardiophrenic angle
Ramzee Small
 
Guideline for management of gout
Guideline for management of goutGuideline for management of gout
Guideline for management of gout
Utai Sukviwatsirikul
 
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin ZulfiqarFracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
Dr. Muhammad Bin Zulfiqar
 
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุแนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
Siwaporn Khureerung
 
Lung cancer; epidemiology,etiology and classification
Lung cancer; epidemiology,etiology and classificationLung cancer; epidemiology,etiology and classification
Lung cancer; epidemiology,etiology and classification
docpiash
 

What's hot (20)

การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guidelineการรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
การรักษาโรคข้อเข่าเสื่อม OA knee Guideline
 
27การตรวจครรภ์
27การตรวจครรภ์27การตรวจครรภ์
27การตรวจครรภ์
 
ตรวจร่างกายระบบประสาท
ตรวจร่างกายระบบประสาทตรวจร่างกายระบบประสาท
ตรวจร่างกายระบบประสาท
 
คู่มือ ICD (Chest drain)
คู่มือ ICD (Chest drain)คู่มือ ICD (Chest drain)
คู่มือ ICD (Chest drain)
 
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
Stomach and duodenum_-_benign_lesions[2]
 
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complicationsPharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
Pharmacotherapy in patients with cirrhosis and complications
 
Abdominal Imaging Lecture
Abdominal Imaging LectureAbdominal Imaging Lecture
Abdominal Imaging Lecture
 
Adr assessment and monitoring
Adr assessment and monitoringAdr assessment and monitoring
Adr assessment and monitoring
 
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)
Stroke(ปรับปรุงครั้งที่2)
 
โครงการ Safety valve
โครงการ Safety valveโครงการ Safety valve
โครงการ Safety valve
 
Radiology: Chest Imaging
Radiology: Chest ImagingRadiology: Chest Imaging
Radiology: Chest Imaging
 
Triage In Mass Casualty M I M S
Triage In  Mass Casualty M I M STriage In  Mass Casualty M I M S
Triage In Mass Casualty M I M S
 
olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)
 olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org) olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)
olay yeri değerlendirilmesi ve hasta nakli(fazlası için www.tipfakultesi.org)
 
Psoriatic arthritis
Psoriatic arthritisPsoriatic arthritis
Psoriatic arthritis
 
Cardiophrenic angle
Cardiophrenic angleCardiophrenic angle
Cardiophrenic angle
 
Guideline for management of gout
Guideline for management of goutGuideline for management of gout
Guideline for management of gout
 
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin ZulfiqarFracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
Fracture Mimics Dr. Muhammad Bin Zulfiqar
 
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุแนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
แนวทางเวชปฏิบัติการป้องกันประเมินภาวะหกล้มในผู้สูงอายุ
 
Lung cancer; epidemiology,etiology and classification
Lung cancer; epidemiology,etiology and classificationLung cancer; epidemiology,etiology and classification
Lung cancer; epidemiology,etiology and classification
 
2010 breast & reproductve examination
2010 breast & reproductve examination2010 breast & reproductve examination
2010 breast & reproductve examination
 

პერიტონიტი

  • 2. მუცლის სეროზული გარსის - პერიტონეუმის - ანთებაა, რომელსაც ახასიათებს მძიმე საერთო სიმპტომატიკა და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის რღვევა. მიმდინარეობის მიხედვით პერიტონიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, გავრცელების მიხედვით კი – ადგილობრივი ან გავრცობილი. პერიტონიტი უმეტესად მეორეულად ვითარდება, წესისამებრ, ანთებითად შეცვლილი (მაგალითად, ნაღვლის ბუშტი, აპენდიქსი) ან პერფორირებული ორგანოებიდან ინფექციის გავრცელების, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობისა და ღია თუ დახურული ტრავმების შედეგად. პირველადი პერიტონიტი საკმაოდ იშვიათია. მას მიკროორგანიზმებით მუცლის ფარის პირველადი დაზიანება განაპირობებს (ეს მიკროორგანიზმები მასში ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით ხვდებიან).
  • 3. კლინიკური სურათი და მიმდინარეობა. მწვავე პერიტონიტი საკმაოდ საშიში დაავადებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზურიც და შემოსაზღვრულიც. უკანასკნელ შემთხვევაში ფაშარ შემაერთებელქსოვილოვან შეხორცებათა ნაადრევი წარმოქმნის გამო ანთებითი პერიტონეუმი მომიჯნავე ორგანოებთან ხორცდება და ანთებითი პროცესი შემოისაზღვრება, შემოსაზღვრულ მიდამოში კი ჩირქი გროვდება - წარმოიქმნება აბსცესი. აბსცესი სხვადასხვა ლოკალიზაციისაა: დიაფრაგმისქვეშა, ღვიძლქვეშა, მენჯის ღრუსი, პარააპენდიკულარული და ა.შ. პერიტონიტის კლინიკურ სურათს პირველადი დაავადება, პროცესის განვითარების ხანგრძლივობა, მისი გავრცელების ხარისხი და სტადია განსაზღვრავს. ავადმყოფს, ჩვეულებრივ, აწუხებს ტკივილი, რომლის ხასიათი და ლოკალიზაცია ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. გარდა ტკივილისა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა.
  • 4. პირველი 24 საათის განმავლობაში, რომელსაც რეაქტიული ფაზა ეწოდება, წამყვანი სიმპტომებია მუდმივი მკვეთრი ტკივილი, რომელიც სხეულის მდებარეობის შეცვლის, ხველების, მოძრაობის დროს ძლიერდება. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, ზურგზე ან გვერდზე წევს, ფეხები მუცლისკენ მიაქვს, გაურბის ზედმეტ მოძრაობას. პათოლოგიის დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი - მუცლის ზედაპირზე ხელის დაჭერით და უეცარი აშვებით ტკივილის მკვეთრი გაძლიერება.
  • 5. თუ პერიტონიტის წყარო მუცლის ზემო ნაწილშია ლოკალიზებული, ტკივილი შესაძლოა ზურგში, ბეჭქვეშა მიდამოში გადაეცეს. გულისრევას, ჩვეულებრივ, შვება არ მოაქვს, პულსი გახშირებულია - 100-110 წუთში, არტერიული წნევა ნორმალური ან დაქვეითებულია. ზოგიერთი დაავადების დროს (ღრუ ორგანოთა პერფორაცია, ბადექონის სისხლძარღვთა თრომბოზი და ემბოლია, გაუვალობა, პანკრეონეკროზი) შესაძლოა შოკიც განვითარდეს. როცა პერიტონიტის წყარო მცირე მენჯშია ლოკალიზებული, თავს იჩენს დეფეკაციის ცრუ სურვილი, დიზურიული (შარდვის დარღვევის) სიმპტომატიკა. ხდება ტკივილის ირადიაცია გავისა და შორისის არეში. კუჭის მოქმედება ნორმალურია, თუმცა განავალი ზოგჯერ თხევადია, მოსალოდნელია ჭინთვების განვითარებაც. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნაწლავთა ინვაგინაციის დროს განავლოვანი მასები სისხლის მინარევებს შეიცავს.
  • 6. პერიტონიტის ტოქსიკურ სტადიას ყველა ის სიმპტომი ახასიათებს, რომლებიც რეაქტიული ფაზის დროს ვლინდება, თუმცა ადგილობრივი სიმპტომატიკა ამ დროს შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ტკივილები და ადგილობრივი მტკივნეულობა მცირდება, კუნთთა დაჭიმულობა სუსტდება, შეიმჩნევა მუცლის შებერილობა, კუჭის მოქმედება და აირების გამოყოფა წყდება. ძლიერდება პერიტონიტის ზოგადი გამოვლინებები. ინტოქსიკაციის გაძლიერების კვალდაკვალ პულსი მკვეთრად ხშირდება (110-120 დარტყმამდე წუთში), არტერიული წნევა ქვეითდება, სხეულის ტემპერატურა მაღალ ციფრებს (38-39-ს და მეტს) აღწევს და ამ დონეზე ნარჩუნდება. სუნთქვა ხშირდება. შარდის გამოყოფა მცირდება და იშვიათდება.
  • 7. ტერმინალურ სტადიაში ვლინდება ადინამია, ცნობიერების დაბინდვა, ეიფორია. სახის ნაკვთები წაწვეტებულია, თვალები - ჩაცვენილი, კანი - ფერმკრთალი, ოფლით დაცვარული, დაჰკრავს დამახასიათებელი ციანოზური (მოლურჯო) ელფერი, ენა მშრალია და მუქი ნადები აქვს. ამ ნიშანთა ერთობლიობას ჰიპოკრატეს სახეს უწოდებენ. წესისამებრ, ვითარდება უხვი ღებინება, მუცელი მკვეთრად არის შებერილი, აირების გამოყოფა წყდება, აღინიშნება მუცლის გავრცობილი მტკივნეულობა. აბსცესის ჩამოყალიბებისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს და მუდმივ ხასიათს იღებს, მუცლის ღრუში ჩნდება აბსცესის ადგილობრივი სიმპტომატიკა, ლოკალური მტკივნეულობა და დაჭიმულობა. სხვა ადგილებში მუცელი რბილია. შემოსაზღვრული პერიტონიტის დროს კლინიკური სურათი ისეთი მძიმე არ არის, როგორიც დიფუზურის დროს და პირველად დაავადებას (მწვავე აპენდიციტს, მწვავე ქოლეცისტიტს) შეესაბამება.
  • 8. ქალის სასქესო ორგანოების ანთებით პათოლოგიებს მოჰყვება პელვიოპერიტონიტი - მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთებითი დაავადება. მას დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. მცირე მენჯის ღრუში ინფექცია ხვდება საშვილოსნოს მილების გზით, ასევე - ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. ანთების პირველად კერას საშვილოსნო, საკვერცხეები ან საშვილოსნოს მილები წარმოადგენს. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, რომელიც 38-39 და უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს. მწვავე ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერდება შარდვისა და დეფეკაციის დროს. მუცელი შებერილია, მისი წინა კედელი - დაჭიმული, ვლინდება შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი. ენა მშრალია, ნადებით დაფარული, მოსალოდნელია სლოკინი, გულისრევა, ღებინება. ქრონიკული სტადიისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც გაცივების, ფიზიკური დაძაბულობის, მენსტრუაციის დროს ძლიერდება. არცთუ იშვიათია მენსტრუალური, რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. ქრონიკულ სტადიაში ექსუდატი გაიწოვება, მცირე მენჯის ღრუში ჩნდება შეხორცებები, რომლებსაც საშვილოსნოსა და მისი დანამატების მდებარეობის ცვლილებამდე მივყავართ.
  • 9. სიმპტომები დაავადებას ახასიათებს: •მუცლის ძლიერი ტკივილი; •შეკრულობა; •მუცლის კუნთების დაჭიმულობა; •მუცლის შებერილობა; •გულის რევა, ღებინება; •საერთო სისუსტე; •თავბრუსხვევა; •სხეულის მაღალი ტემპერატურა; •კანის სიფერმკრთალე; •ტაქიკარდია.
  • 10. დიაგნოსტიკა პერიტონიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს: • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას; • სისხლის საერთო ანალიზს; • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას; • რექტალურ, ვაგინალურ გამოკვლევას; • მუცლის ღრუს პუნქციას; • დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპიას.
  • 12. პერიტონიტის გამომწვევის მოცილების ან მისი მიდამოს დრენირების შემდეგ ტკივილი მცირდება, უმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა, სისხლის სურათი და იწყება გამოჯანმრთელება. ზოგჯერ გამოჯანმრთელება მოჰყვება ანთების შემოსაზღვრას და მის თანდათანობით ლიკვიდაციას. ამ შემთხვევაში ანთების არეში კუნთთა დაჭიმულობა და ტკივილი თანდათან იკლებს. ისინჯება ანთებითი ინფილტრატი, მტკივნეულობა ზომიერია. აბსცესის ფორმირებისას პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა იმატებს და მუდმივი ხდება.
  • 13. პერიტონიტის მკურნალობა დაავადების ფორმის, სტადიის, გამომწვევის ხასიათის, პროცესის გავრცელების, მეტაბოლური პროცესებისა და სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით ტარდება. მკურნალობის პრინციპებია ინფექციის წყაროს რაც შეიძლება ადრეული და დროული ლიკვიდაცია ოპერაციული ჩარევით ან მისი შემოსაზღვრა დრენირების გზით. ანტიბაქტერიული თერაპიითა და გამორეცხვებით მუცლის ღრუში ინფექციის დათრგუნვის პარალელურად, რა თქმა უნდა, აუცილებელია სისტემური ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე - ბრძოლა პარალიზურ ნაწლავურ გაუვალობასთან, ზოგადი ინტოქსიკაციისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის კორექცია.
  • 14. მეორეული პერიტონიტის დროს ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. მისი მიზანია ექსუდატისა და ინფიცირებული ქსოვილის მოცილება, ინფექციური კერის ლიკვიდაცია ან შემოსაზღვრა და მუცლის ღრუს დრენაჟი. დაავადების პროგნოზი პერიტონიტის გამომწვევ ძირითად პათოლოგიაზეა დამოკიდებული. მართებულ მკურნალობას, წესისამებრ, სრული გამოჯანსაღება მოჰყვება, თუმცა არც შეხორცებათა განვითარებაა გამორიცხული.
  • 15. მკურნალობა ქირურგიული მკურნალობა მოიცავს: • ლაპაროტომიას; •პერიტონიტის წყაროს მოკვეთას; • მუცლის ღრუს პოსტოპერაციულ სანაციას; • თხელი ნაწლავის დეკომპრესიის უზრუნველყოფას.
  • 16. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს: •ანტიბაქტერიულ პრეპარატებს; • იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს; • ანტიქოლინესტრაზულ პრეპარატებს; • ანტიქოლინერგიულ საშუალებებს; • კალიუმის შემცველ პრეპარატებს; • ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. საშიშროება თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ჩიქრით მოწამვლა და დადგეს ლიტალური შედეგი.
  • 17. რისკის ჯგუფი • ღვიძლის დაავადებების მქონე პირები; • თირკმლის უკმარისობის მქონე პირები; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირები. პროფილაქტიკა რეკომენდირებულია: •ექიმ-გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი; • მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმებისგან თავის დაცვა.