Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი                                                                               ...
საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსით (2012 წლის 16 მარტს განხორციელებულიცვლილებების        შეტანამდე),   ზემოაღნიშნულ...
   აღნიშნული ცვლილება ვერანაირად ვერ აისახება მთლიანად აგრარული სექტორის       მდგომარეობაზე, რადგანაც დღგ არაპირდაპირი გ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე

3,103 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლებაზე

  1. 1. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი 04.04.2012მოსაზრებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგანგანთავისუფლებაზესაკითხის არსისაქართველოს მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, ფერმერული მეურნეობების მიერსოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება დამატებული ღირებულებისგადასახადისგან განთავისუფლდა (საგადასახადო კოდექსში ცვლილება, No5910-Iს,16.03.2012). აღნიშნულ ინიციატივას თან ერთვოდა განხილვები, სადაც ხელისუფლებისწარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ ეს აგრარული სექტორისგანვითარებას შეუწყობს ხელს და ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლისმეურნეობის პროდუქციის ფასს. ზოგიერთ განცხადებაში აღინიშნა ისიც, რომ ესავტომატურად ფასების 18%-ით შემცირებას გამოიწვევს, რადგან დღგ-ს განაკვეთი 18%-ია.ჩვენი მიზანია ფართო საზოგადოებას მარტივად აუხსნათ ის, რომ აღნიშნული რეფორმა არარის აგრარული სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი და ესბაზარზე ავტომატურად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების 18%-ით შემცირებას არგამოიწვევს.აღნიშნულ საკითხში გარკვევის მიზნით, აუცილებელია სოფლის მეურნეოების პროდუქციისბაზარზე მიწოდების სქემის მცირედი ანალიზი და დეტალების დაზუსტება. საქართველოსბაზარზე, მარკეტებში და სხვა ადგილებში რეალიზებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაპირობითად სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ (იხ. სქემა): 1. იმპორტირებული პროდუქცია; 2. გლეხური მეურნეობების მიერ მოყვანილი და მათივე მიწოდებული პროდუქცია; 3. ფერმერული მეურნეობების მიერ მოყვანილი და მათივე მიწოდებული პროდუქცია. იმპორტირებული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გლეხური მეურნეობის მიერ მიწოდებული მიწოდებული პროდუქცია სოფლის მეურნეობის პროდუქცია ფერმერული მეურნეობის მიერ მიწოდებული პროდუქციასაქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (GDRI) 1
  2. 2. საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსით (2012 წლის 16 მარტს განხორციელებულიცვლილებების შეტანამდე), ზემოაღნიშნული სამი კატეგორიის მიერ მიწოდებულიპროდუქცია იბეგრებოიდა შემდეგი წესით: 1. იმპორტირებული პროდუქცია, მისი განბაჟების პერიოდში იბეგრეობა 18%-იანი დღგ- თი (გადასახადი ერიცხებოდა საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით). ამ საქონლის მიწოდების (გაყიდვის) შემთხვევაში ასევე ერიცხებოდა დღგ, მაგრამ იმპორტიორი ახორციელებდა მის ჩათვლას. შესაბამისად იმპორტიორი ბიუჯეტში იხდიდა დამატებით დღგ-ს სხვაობას; 2. გლეხური მეურნეობების მიერ მოყვანილი და მათივე მიწოდებული პროდუქცია მის სამრეწველო გადამუშავებამდე თავისუფლდებოდა დღგ-სგან, თუ მის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 200 000 ლარს. ანუ, გლეხური მეურნეობა, რომელსაც მოყავდა ნებისმიერი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მას ასეთივე ფორმით ყიდიდა (არ ახდენდა მის გადამუშავებას, მაგ. პამიდვრიდან მისი წვენის მიღებას), არ ერიცხებოდა დღგ, სანამ მისი წლიური ბრუნვა არ აცდებოდა 200 000 ლარს; 3. ფერმერული მეურნეობების მიერ მოყვანილი და მათივე მიწოდებული პროდუქცია (როგორც გადაუმუშავებელი, ასევე გადამუშავებული სახით) იბეგრებოდა დღგ-ს 18%-იანი გადასახადით. ანუ, ფერმერულ მეურნეობას მის მიერ მოყვანილ პროდუქციაზე უნდა დაერიცხა ზემოდან 18%-იანი დღგ და ისე მიეწოდებინა პროდუქცია ბაზარზე.ცვლილების გავლენა აგრარულ სექტორზესაქართველოს მთავრობის წარმოდგენილი ცვლილება, ზემოთ ჩამოთვილი სამიკატეგორიიდან ეხება მხოლოდ მე-3 კატეგორიას, ანუ ფერმერული მეურნეობების მიერმოყვანილი და მათივე მიწოდებული პროდუქციის განთავისუფლებას დღგ-სგან, თუ არმოხდება ამ პროდუქციის სამრეწველო გადამუშავება (პირობითად, ფერმერულ მეურნეობასთუ მოყავს კარტოფილი და ყიდის ამავე ფორმით, ის დღგ-თი არ დაიბეგრება).შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილება და მისი მარტივიანალიზი მდგომარეობს შემდეგში:  როდესაც ბაზარზე არსებობს სამი კატეგორიის მიმწოდებელი და მხოლოდ ერთი კატეგორიის მიმწოდებელზე ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, ეს ავტომატურად დანარჩენი ორი კატეგორიისთვის შეღავათს არ ნიშნავს. შესაბამისად, როცა ბაზარზე სამივე კატეგორიის მიმწოდებელი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არის წარმოდგენილი და ერთზე ვრცელდება შეღავათი, ის მასიურად 1 ყველა კატეგორიის მიმწოდებლის მხრიდან პროდუქციის გაიაფებას ვერ გამოიწვევს (სხვები უბრალოდ ვერ შემაცირებენ პროდუქციის ფასს, რადგანაც მათზე წარმოდგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება);1 ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს და მიდგომა პირობითია, თუმცა ვითარება დაახლოებითმსგავსია და სურათს არსებითად არ ცვლის.საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (GDRI) 2
  3. 3.  აღნიშნული ცვლილება ვერანაირად ვერ აისახება მთლიანად აგრარული სექტორის მდგომარეობაზე, რადგანაც დღგ არაპირდაპირი გადასახადია და მას მწარმოებელი კი არ იხდის, არამედ ფასნამატის სახლით ის ძირითადად საბოლოო მომხმარებელს ეკისრება. ანუ, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულებას ზემოდან ერიცხება დღგ, მიმწოდებელი ცდილობს გაზარდოს მისი სარეალიზაციო ფასი და გადასახადი გადააკისროს საბოლოო მომხმარებელს;  ფერმერული მეურნეობების მხრიდან პროდუქციის პირველადი მიწოდების დღგ-სგან განთავისუფლება არ ნიშნავს პირდაპირ 18%-იანი გადასახადის მოხსნას. მაგ. როდესაც რაიმე პროდუქცია ფერმერულ მეურნეობას უნდა გაეყიდა 1 ლარად და შემდგომ ამატებდა 18%-იან დღგ-ს, მას ეს მინიმუმ უნდა გაეყიდა 1,18 ლარად. როცა 1,18 ლარის ღირებულების პროდუქციას 18%-ს დავაკლებთ, ეს გამოდის 0,97 ლარი. ან თუ გვინდა, რომ ეს პროდუქცია 1 ლარად გაიყიდოს, მაშინ 1,18-ს უნდა დავაკლოთ 15,25% (დღგ უკუდაბეგვრის წესით). აქედან მარტივია დასკვნა, რომ 18%-იანი დღგ-ს მოხსნა ავტომატურად 18%-ით არ ამცირებს პროდუქციის ფასს.მოკლე დასკვნაგამომდინარე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და არგუმენტებიდან მიგვაჩნია, რომფერმერული მეურნეობების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგანგანთავისუფლება ავტომატურად არ ნიშნავს სოფლის მეურნეობის განვითარებისხელშეწყობას.მხოლოდ ერთი ფრაგმენტული ცვლილება ვერ შეცვლის იმ რთულ სურათს, რაც სადღეისოდსაქართველოს აგრაულ სექტორშია; ზემოაღნიშნული ცვლილება ვერ უზრუნველყოფსაგრარული პროდუქციის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ბაზარზე, ვინაიდან სამიმსხვილი კატეგორიის მიმწოდებლიდან თავისუფლება მხოლოდ ერთი.შესაბამისად, განცხადებები, რომლებიც გაკეთდა და კეთდება ხელისუფლებისწარმომადგენელთა მხრიდან პროდუქციის ფასების მნიშვნელოვანი (ხშირ შემთხვევაში 18%-იანი) შემცირების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაშიშეყვანად შეიძლება ჩაითვალოს. © საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (GDRI) 3

×