Successfully reported this slideshow.
Your SlideShare is downloading. ×
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
Ad
saqarTvelos ganviTarebis kvleviTi instituti
                             ვებ-გვერდი: www.gdri.ge, ელ.ფოსტა: gdri@gdri.ge

...
2004-2012 წლებში აშშ-ის მონაცემებით საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში შეადგინა
1267,6 მლნ დოლარი, ხოლო საქართველოს მონაცემებით ...
2005 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 408,3 მლნ აშშ
დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს ...
Advertisement
Advertisement
Upcoming SlideShare
2004 2012-vachroba-v.k
2004 2012-vachroba-v.k
Loading in …3
×

Check these out next

1 of 12 Ad

More Related Content

Viewers also liked (20)

More from Georgian National Communications Commission, GNCC (14)

Advertisement

2004 2012-vachroba-saboloo

  1. 1. saqarTvelos ganviTarebis kvleviTi instituti ვებ-გვერდი: www.gdri.ge, ელ.ფოსტა: gdri@gdri.ge 2004-2012 წლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ:„ოფიციალური ანტიკორუფციული კამპანია სისხლისსამართლებრივი დევნისაკენ უფროა მიმართული, ვიდრე პრევენციისაკენ. ის არასტრუქტურირებულ ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე სისტემურსა და ყოვლისმომცველს. შეშფოთების საგანს წარმოადგენს: საზოგადოების ჩართულობის დონე სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, საკუთრების უფლებები და ელიტური კორუფცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ბიზნესთან მთავრობის კავშირების, კერძოდ, კორუფციული გარიგებების გამო. წლის განმავლობაში არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა“. 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში აშშ-ს მონაცემებთან შედარებით ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, ლეგალიზებული იყო 43,3%; 2005 წელს ჩრდილში იყო მოქცეული 57,5%; 2006 წელს - 49%; 2007 – 38,8%; 2008 – 42%; 2009 – 38%; 2010 – 27,2%; 2011 – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში ჩრდილში იყო მოქცეული 46,5%, ლეგალიზებული იყო 53,5% (იხ. დიაგრამა #1). 2011 წელს ხორცის (მათ შორის, ქათმის) ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული აშშ-დან შემოსული პროდუქციის 66,3%, ლეგალიზებული იყო 33,7%; ნავთობპროდუქტების ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული 98,8%, ლეგალიზებული იყო 1,2%; ალკოჰოლურ სასმელებში ჩრდილში იყო მოქცეული 90,2%, ლეგალიზებული იყო 9,8%; ბრინჯის ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული 87,3%, ლეგალიზებული იყო 12,7%. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით 2004-2012 წლებში საქართველოსთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 276,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (United States Census Bureau, http://www.census.gov/foreign-trade/balance/c4633.html). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით იმავე პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 418,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (http://www.geostat.ge/?action=page&pid=136&lang=geo). საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1 858,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 56,5%. მათ შორის: აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით შეადგინა 3 008,7 მლნ დოლარი, ხოლო იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით აშშ-ის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1 662,4 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი აშშ-დან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის გამო. 1
  2. 2. 2004-2012 წლებში აშშ-ის მონაცემებით საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში შეადგინა 1267,6 მლნ დოლარი, ხოლო საქართველოს მონაცემებით იმავე პერიოდში ანალოგიურმა მაჩვენებელმა შეადინა 755,8 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ ამ მონაცემებშიც დააფიქსირა 512,2 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 59,6%. 2004 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 304,8 მლნ აშშ დოლარს. საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 132,1 მლნ აშშ დოლარს, ანუ 2,3-ჯერ ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 227,1 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 110,9 მლნ დოლარს, ანუ 2-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 77,7 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი აშშ-ში ექსპორტს – 21,2 მლნ აშშ დოლარს, ანუ 3,7-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 149,4 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 89,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 40%-ით ნაკლებს (იხ. დიაგრამა #2). დიაგრამა #1 აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 900 800 700 600 500 400 აშშ-ს მონაცემები 300 საქართველოს მონაცემები 200 100 0 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012* დიაგრამა #2 2004 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 400 304.8 227.1 300 132.1 149.4 200 110.9 77.7 100 21.2 -89.7 0 -100 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2
  3. 3. 2005 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 408,3 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 173,6 მლნ აშშ დოლარს, ანუ 2,4-ჯერ ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 213,9 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 146,9 მლნ დოლარს, ანუ 31%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 194,4 აშშ დოლარს, საქართველო კი აშშ-ში ექსპორტს – 26,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 7,3-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 19,5 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 120,2 მლნ აშშ დოლარს, ანუ 6,2-ჯერ მეტს (იხ. დიაგრამა #3). დიაგრამა #3 2005 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 408.3 400 300 213.9 194.4 173.6 146.9 200 100 26.7 19.5 -120.2 0 -100 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2006 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 368,8 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 188,1 მლნ აშშ დოლარს, ანუ 49%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 263,5 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 129,6 მლნ დოლარს, ანუ 2-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 105,3 აშშ დოლარს, საქართველო კი აშშ-ში ექსპორტს – 58,5 მლნ აშშ დოლარს, ანუ 44%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 158,2 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 71,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 2,2-ჯერ ნაკლებს (იხ. დიაგრამა #4). 3
  4. 4. დიაგრამა #4 2006 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 368.8 400 263.5 300 188.1 158.2 200 129.6 105.3 58.5 100 -71.7 0 -100 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2007 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 575,8 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 352,9 მლნ აშშ დოლარს, ანუ 39%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 364,2 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 203,9 მლნ დოლარს, ანუ 44%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 211,6 აშშ დოლარს, საქართველო კი ექსპორტს აშშ-ში – 149,0 მლნ აშშ დოლარს, ანუ 30%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 152,7 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 54,9 მლნ აშშ დოლარს, ანუ 2,8-ჯერ ნაკლებს (იხ. დიაგრამა #5). დიაგრამა #5 2007 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 575.8 600 352.9 364.2 500 400 203.9 211.6 300 149 152.7 200 -54.9 100 0 -100 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 4
  5. 5. 2008 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 794,3 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 460,3 მლნ აშშ დოლარს, ანუ 42%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 586,5 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 358,1 მლნ დოლარს, ანუ 39%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 207,8 აშშ დოლარს, საქართველო კი ექსპორტს აშშ-ში – 102,2 მლნ აშშ დოლარს, ანუ 2-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 378,7 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 255,9 მლნ აშშ დოლარს, ანუ 32%-ით ნაკლებს (იხ. დიაგრამა #6). დიაგრამა #6 2008 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 794.3 800 586.5 460.3 600 378.7 358.1 400 207.8 102.2 200 -255.9 0 -200 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო -400 აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2009 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 433,4 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 268,5 მლნ აშშ დოლარს, ანუ 38%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 363,8 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 234,6 მლნ დოლარს, ანუ 36%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 69,6 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ექსპორტს აშშ-ში – 36,9 მლნ აშშ დოლარს, ანუ 47%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 294,1 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 194,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 34%-ით ნაკლებს (იხ. დიაგრამა #7). 5
  6. 6. დიაგრამა #7 2009 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 600 433.4 363.8 268.5 294.1 400 231.6 200 69.6 36.9 -194.7 0 -200 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2010 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 498,9 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 358,3 მლნ აშშ დოლარს, ანუ 28%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 301,1 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს - 177,8 მლნ დოლარს, ანუ 41%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 197,8 აშშ დოლარს, საქართველო კი ექსპორტს აშშ-ში - 180,5 მლნ აშშ დოლარს, ანუ 9%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 103,3 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში - დადებით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 2,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 38-ჯერ ნაკლებს (იხ. დიაგრამა #8). დიაგრამა #8 2010 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 498.9 600 358.3 301.1 400 177.8 197.8 180.5 103.3 200 2.7 0 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 6
  7. 7. 2011 წელს აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 714,8 მლნ აშშ დოლარს. საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 389,3 მლნ აშშ დოლარს, ანუ 45,5%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 538,7 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 245,8 მლნ დოლარს, ანუ 2,2-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 176,1 აშშ დოლარს, საქართველო კი აშშ-ში ექსპორტს – 143,5 მლნ აშშ დოლარს, ანუ 18,5%-ით ნაკლებს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 362,6 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 102,3 მლნ აშშ დოლარს, ანუ 3,5-ჯერ ნაკლებს (იხ. დიაგრამა #9). დიაგრამა #9 2011 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 714.8 800 538.7 600 389.3 362.6 400 245.8 176.1 143.5 200 0 -102.3 -200 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები 2012 წლის პირველ კვარტალში აშშ აფიქსირებს საქართველოსთან საგარეო-სავაჭრო ბრუნვას 177,1 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ანალოგიურ მაჩვენებელს – 94,7 მლნ აშშ დოლარს, ანუ 87%-ით ნაკლებს. მათ შორის: აშშ საქართველოში ექსპორტს აფიქსირებს 149,9 მლნ აშშ დოლარს, ამავე პერიოდში საქართველო აშშ-დან იმპორტს – 57,9 მლნ დოლარს, ანუ 2,6-ჯერ ნაკლებს. აშშ საქართველოდან იმპორტს აფიქსირებს 27,3 აშშ დოლარს, საქართველო კი აშშ-ში ექსპორტს – 36,8 მლნ აშშ დოლარს, ანუ 35%-ით მეტს. აშშ საქართველოსთან აფიქსირებს დადებით სავაჭრო სალდოს 122,6 მლნ აშშ დოლარს, საქართველო კი ამავე პერიოდში – უარყოფით სავაჭრო სალდოს აშშ-თან 21,0 მლნ აშშ დოლარს, ანუ 5,8-ჯერ ნაკლებს (იხ. დიაგრამა #10). 7
  8. 8. დიაგრამა #10 2012 წლის I კვარტალში აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა (მლნ აშშ დოლარი) 177.1 200 149.9 122.6 150 94.7 100 57.9 27.3 36.8 50 0 -21 -50 სავაჭრო ბრუნვა იმპორტი ექსპორტი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემები საქართველოს მონაცემები აშშ-ის მონაცემებით, 2011 წელს შტატების ექსპორტმა საქართველოში შეადგინა 538 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს იმპორტმა შტატებში – 176 მლნ აშშ დოლარი. ამ ციფრებიდან გამომდინარე, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეადგინა 362 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავის ვებ-გვერდზე, სტატისტიკურ პუბლიკაციაში „საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წელს“ (გვ. 18), იმავე მონაცემებს შემდეგნაირად აქვეყნებს: „ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტი საქართველოში – 245,8 მლნ აშშ დოლარი, საქართველოს ექსპორტი აშშ-ში – 143,5 მლნ აშშ დოლარი, უარყოფითი სავაჭრო სალდო – 102,3 მლნ აშშ დოლარი (ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებთან შედარებით 3,5-ჯერ ნაკლები; გამოდის, რომ ჩრდილოვანმა ეკონომიკამ უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაფიქსირებაში შეადგინა 72%). კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით 2012 წლის იანვარ-მარტში. აშშ-ის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში შტატების ექსპორტმა საქართველოში შეადგინა 149,9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს იმპორტმა შტატებში – 27,3 მლნ აშშ დოლარი. ამ ციფრებიდან გამომდინარე, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეადგინა 122,6 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იმავე მონაცემებს, იმავე პერიოდში, შემდეგნაირად აქვეყნებს: „ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტი საქართველოში – 57,8 მლნ აშშ დოლარი, საქართველოს ექსპორტი აშშ-ში – 36,8 მლნ აშშ დოლარი, უარყოფითი სავაჭრო სალდო – 21,0 მლნ აშშ დოლარი (ანუ, ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებთან შედარებით 5,8-ჯერ ნაკლები; გამოდის, რომ ჩრდილოვანმა ეკონომიკამ უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაფიქსირებაში შეადგინა 83%). აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით 2011 წელს საქართველოში ექსპორტირებული იყო 101,3 მლნ დოლარის ხორცი, მათ შორის, ქათმის ხორცი (http://www.census.gov/foreign- trade/statistics/product/enduse/exports/c4633.html#questions). ამ დროს, საქართველოს ფინანსთა 8
  9. 9. სამინისტრო აფიქსირებს აშშ-დან სულ 33,9 მილიონი დოლარის ხორცის შემოტანას (http://www.mof.ge/2066). ანუ, 65,5 % შემოვიდა კონტრაბანდულად და ქვეყნის ბიუჯეტს მარტო საბაჟოს კუთხით ამ ოპერაციებიდან დღგ-ის სახით დააკლდა მინიმუმ 12 მლნ დოლარი. ამავე წელს აშშ-დან ამერიკის მონაცემებით ექსპორტირებული იყო 56 685 ათასი დოლარის სხვადასხვა სახის ნავთოპროდუქტი. ამავე პერიოდში საქართველო აფიქსირებს აშშ-დან მხოლოდ 771,0 ათასი დოლარის სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის შემოტანას, ანუ 74-ჯერ ნაკლებს, ვიდრე აშშ. 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად. 2011 წელს აშშ-დან განხორციელდა 5 548 ათასი აშშ დოლარის სხვადასხვა სახის თევზის ექსპორტი, ქართული მხარე ამავე პერიოდში აფიქსირებს 4 965,0 ათასი დოლარის ანალოგიური პროდუქტის შემოტანას, ანუ 10,5%-ით ნაკლებს, ვიდრე აშშ. ამავე პერიოდში აშშ აფიქსირებს ალკოჰოლური სასმელების (გარდა ღვინისა) 4 373 ათასი დოლარის საქართველოში ექსპორტს, ხოლო ქართული მხარე ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ღვინის) აშშ-დან შემოტანას აფიქსირებს მხოლოდ 470,7 ათასი დოლარის ოდენობით, ანუ 9-ჯერ ნაკლებს, ვიდრე აშშ. 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ალკოჰოლური სასმელების 89,2% საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად. 2011 წელს აშშ აფიქსირებს ბრინჯის ექსპორტს საქართველოში 2 036 ათასი აშშ დოლარის მოცულობით, ხოლო საქართველო იმავე მონაცემს აფიქსირებს მხოლოდ 265,5 ათასი დოლარის ოდენობით, ანუ 8-ჯერ ნაკლებს, ვიდრე აშშ (იხ. დანართი). 2011 წელს აშშ- დან საქართველოში გამოგზავნილი ბრინჯის 87% ქვეყანაში შემოვიდა კონტრაბანდულად. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და ელიტური კორუფციის დიდ მასშტაბებზე. ქვეყანაში ელიტური კორუფციის და, შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოსაფხვრელად აუცილებელია: 1. პირველ რიგში, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ნება; 2. საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა და მათზე უმკაცრესი კონტროლის დაწესება, განსაკუთრებით, საზოგადოების მხრიდან; 3. სწორი საკადრო პოლიტიკის გატარება (საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებით); 4. სტატისტიკური აღრიცხვისა და საგადასახადო შემოსავლების გამჭვირვალობა და საგადასახადო კოდექსში მონაცემთა საიდუმლოების გაუქმება; 5. ეკონომიკის ყველა სექტორის დემონოპოლიზაცია. თბილისი, 2012 წლის 8 ივნისი © საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, 2012. 9
  10. 10. დანართი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს, სულ, აშშ-დან განხორციელდა: ხორცის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და შინაური ფრინველის) ექსპორტი 33 901 541 აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის: იანვარში სხვადასხვა სახის ხორცი შემოვიდა 7 პარტიად: 977; 8 751; 55 005; 101 869; 2 566; 405 563 და 1 210 591 აშშ დოლარის. სულ – 1 785 332 აშშ დოლარის; თებერვალში – 7 პარტიად: 76 899; 14 292; 126 713; 679 381; 763 385; 27 216 და 26 977 აშშ დოლარის. სულ – 1 714863 აშშ დოლარის; მარტში – 9 პარტიად: 875; 7 465; 54 970; 273 746; 7 757; 435 058; 2 781 893; 115 267 და 22 372 აშშ დოლარის. სულ – 3 699403 აშშ დოლარის; აპრილში – 6 პარტიად: 62 950; 54 354; 6 807; 47 755; 261 718 და 2 646 717 აშშ დოლარის. სულ – 3 080301 აშშ დოლარის; მაისში – 7 პარტიად: 2 063 847; 1 608; 11 199; 309 229; 29 340; 699 და 357 772 აშშ დოლარის. სულ – 2 773694 აშშ დოლარის; ივნისში – 6 პარტიად: 816; 7 788; 3 985; 95 521; 430 705 და 1 654 311 აშშ დოლარის. სულ – 2 193126 აშშ დოლარის; ივლისში – 4 პარტიად: 54 096; 418 645; 2 586 642 და 684 738 აშშ დოლარის. სულ 3 744 121 აშშ დოლარის; აგვისტოში – 11 პარტიად: 2 742; 9 654; 47 596; 54 096; 3 001; 94 835; 2 498 226; 375 893; 500 436; 38 701 და 37 488 აშშ დოლარის. სულ – 3 662678 აშშ დოლარის; სექტემბერში – 5 პარტიად: 108 374; 318 811; 2 614 044; 202 703 და 25 475 აშშ დოლარის. სულ – 3 269407 აშშ დოლარის; ოქტომბერში – 9 პარტიად: 2 084; 13 243; 30 288; 282 468; 320 166; 1 716 881; 77 821; 26 944 და 23 662 აშშ დოლარის. სულ – 2 493457 აშშ დოლარის; ნოემბერში – 4 პარტიად: 112 673; 213 137; 2 877 738 და 28 920 აშშ დოლარის. სულ – 3 232 468 აშშ დოლარის; დეკემბერში – 5 პარტიად: 55 112; 199 684; 1 940 081; 28 894 და 28 929 აშშ დოლარის. სულ – 2 252 691 აშშ დოლარის. სხვადასხვა სახის თევზისა და კიბოსნაირის ექსპორტი 4 964 961 აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის: იანვარში სხვადასხვა სახის თევზი შემოვიდა 4 პარტიად: 369 480; 85 970; 134 282 და 864 აშშ დოლარის. სულ – 590596 აშშ დოლარის; თებერვალში – 3 პარტიად: 118 786; 149 151 და 6 834 აშშ დოლარის. სულ – 274 771 აშშ დოლარის; მარტში – 3 პარტიად: 198 529; 208 169 და 928 აშშ დოლარის. სულ – 407626 აშშ დოლარის; 10
  11. 11. აპრილში – 4 პარტიად: 90 966; 71 961; 76 705 და 47 310 აშშ დოლარის. სულ – 289 942 აშშ დოლარის; მაისში – 6 პარტიად: 10 584; 95 903; 284; 907; 1 280 და 884 აშშ დოლარის. სულ – 109 842 აშშ დოლარის; ივნისში – 7 პარტიად: 5 164; 78 586; 23 814; 51 229; 6 720; 1 061 და 511 აშშ დოლარის. სულ – 163 085 აშშ დოლარის; ივლისში – 5 პარტიად: 82 938; 47 014; 86 067; 149 409 და 48 750 აშშ დოლარის. სულ – 414 178 აშშ დოლარის; აგვისტოში – 11 პარტიად: 40 222; 454; 101 854; 27 657; 1 214; 1 377; 1 829; 572; 646; 835 და 492 აშშ დოლარის. სულ – 177 152 აშშ დოლარის; სექტემბერში – 3 პარტიად: 30 165; 22 334 და 52 500 აშშ დოლარის. სულ – 104 999 აშშ დოლარის; ოქტომბერში – 11 პარტიად: 74 878; 148 742; 99 021; 45 980; 118 405; 86 534; 1 857; 19 307; 858; 268 და 414 აშშ დოლარის. სულ – 592264 აშშ დოლარის; ნოემბერში – 7 პარტიად: 523 396; 74 214; 214 345; 78 382; 15 265; 50 802 და 91 677 აშშ დოლარის. სულ – 1 061081 აშშ დოლარის; დეკემბერში – 8 პარტიად: 280 875; 71 632; 84 375; 14 407; 22; 130 985; 147 769 და 45 360 აშშ დოლარის. სულ – 775425 აშშ დოლარის. სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის ექსპორტი 770 993 აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის: იანვარში ნავთობპროდუქტები შემოვიდა 2 პარტიად: 27 847 და 967 აშშ დოლარის. სულ – 28 814 აშშ დოლარის; თებერვალში – 5 პარტიად: 576; 81 332; 44 936; 19 447 და 6 347 აშშ დოლარის. სულ – 152 638 აშშ დოლარის; მარტში – 4 პარტიად: 92; 8 433; 999 და 6 აშშ დოლარის. სულ – 9 530 აშშ დოლარის; აპრილში – 2 პარტიად: 50 671 და 199 აშშ დოლარის. სულ – 50 870 აშშ დოლარის; მაისში – 4 პარტიად: 89 236; 48 735; 67 416 და 229 აშშ დოლარის. სულ – 205 616 აშშ დოლარის; ივნისში – 1 პარტიად: 207 აშშ დოლარის; ივლისში – 3 პარტიად: 352; 28 450 და 7 აშშ დოლარის. სულ – 28 809 აშშ დოლარის; აგვისტოში – 3 პარტიად: 1 616; 193 და 100 484 აშშ დოლარის. სულ – 102 293 აშშ დოლარის; სექტემბერში – 2 პარტიად: 2 878 და 2 299 აშშ დოლარის. სულ – 5 177 აშშ დოლარის; ოქტომბერში – 3 პარტიად: 33 578; 18 788 და 11 093 აშშ დოლარის. სულ – 63 459 აშშ დოლარის ნოემბერში – არ შემოსულა; 11
  12. 12. დეკემბერში – 2 პარტიად: 91 006 და 32 574 აშშ დოლარის. სულ – 123 580 აშშ დოლარის. სხვადასხვა სახის სასმელის (მათ შორის, მინერალური და დაგაზიანებული წყალი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ძმარი და მისი შემცვლელები, სპირტიანი სასმელები) ექსპორტი 470 654 აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის: იანვარში სხვადასხვა სახის სასმელი შემოვიდა 14 პარტიად: 1 469; 6; 8; 37; 9; 6; 19 392; 15; 148; 22; 55; 6; 34 და 64 აშშ დოლარის. სულ – 21 271 აშშ დოლარის; თებერვალში – 3 პარტიად: 19; 20 407 და 19 აშშ დოლარის. სულ – 20 445 აშშ დოლარის; მარტში – 8 პარტიად: სულ – 195 აშშ დოლარის; აპრილში – 4 პარტიად: 45; 356; 48 428 და 740 აშშ დოლარის. სულ – 49 569 აშშ დოლარის; მაისში – 4 პარტიად: 63 205; 17; 26 და 2 370 აშშ დოლარის. სულ – 65 618 აშშ დოლარის; ივნისში – 2 პარტიად: 1 578 და 15 483 აშშ დოლარის. სულ – 17 061 აშშ დოლარის; ივლისში – 2 პარტიად: 32 და 30 434 აშშ დოლარის. სულ – 30 466 აშშ დოლარის; აგვისტოში – 1 პარტიად: 316 აშშ დოლარის; სექტემბერში – 1 პარტიად: 122 833 აშშ დოლარის; ოქტომბერში – 2 პარტიად: 80 088 და 2 938 აშშ დოლარის. სულ – 83 026 აშშ დოლარის; ნოემბერში – 2 პარტიად: 4 909 და 767 აშშ დოლარის. სულ – 5 676 აშშ დოლარის; დეკემბერში – 5 პარტიად: 273; 180; 44; 74 091 და 35 აშშ დოლარის. სულ – 74 623 აშშ დოლარის. ბრინჯის ექსპორტი 265 494 აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის: მარტში – 1 პარტიად: 51 464 აშშ დოლარის; აპრილში – 2 პარტიად: 11 145 და 195 736 აშშ დოლარის. სულ – 206 881 აშშ დოლარის; ნოემბერში – 1 პარტიად: 7 149 აშშ დოლარის; დანარჩენ თვეებში ბრინჯის ექსპორტი ლეგალურად არ განხორციელებულა. 12

×