ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა

2,191 views

Published on

0 Comments
1 Like
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
2,191
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
25
Comments
0
Likes
1
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა

  1. 1. saqarTvelos ganviTarebis kvleviTi instituti GEORGIAN DEVELOPMENT RESEARCH INSTITUTEსაქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები ეკონომიკური და სოციალური განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარება თბილისი, 2012 1
  2. 2. საქართველოსგანვითარებისკვლევითიინსტიტუტი (GDRI)-დამოუკიდებელი,არაკომერციულიორგანიზაცია, დაფუძნდა 2011 წელს.ინსტიტუტისამოცანაადემოკრატიისგანვითარების, პოლიტიკური, ეკონომიკური,სოციალურიდასხვარეფორმებისხელშეწყობასათანადოკვლევებისადადისკუსიებისმეშვეობით.ვებ-გვერდი: www.gdri.geელ.ფოსტა:gdri@gdri.ge უფასო გამოცემა.ექსპერთა ჯგუფი: თენგიზ შერგელაშვილი დავით ნარმანია თემურ მურღულია შოთა მურღულია ელგუჯა ხოკრიშვილი რევაზ გიგილაშვილი შალვა მექვაბიშვილი მიხეილ თოქმაზიშვილი ვინმე ხომ არ გვრჩება?ან საერთოდ გვინდა?© საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, 2012გამომცემლობა „ნეკერი“, 2012ISBN 2
  3. 3. შინაარსინაწილი I.ეკონომიკური და სოციალურ სფეროს პრობლემები და განვითარების ძირითადიმიმართულებები1. ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები 7 1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებით 7 1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები 152. ოჯახის და ინდივიდის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 25 2.1. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა 25 2.2. უმუშევრობა, თვითდასაქმება და დასაქმება 25 2.3. კომუნალური პრობლემები და ტარიფები 27 2.4. საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველ ოჯახთა ფულადი დახმარება 29 2.4.1. საპენსიო სისტემები შედარებითი ანალიზი 29 2.4.2. რეკომენდაციები საქართველოში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით 39 2.4.3. სოციალურად დაცუველ ოჯახთა ფულადი დახმარების სისტემა 42 2.5. ჯანმრთელობის დაცვა 433. ბიზნეს-გარემო და კონკურენციის პოლიტიკა 49 3.1. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება 49 3.2. საინვესტიციო პოლიტიკა 51 3.1.2. საინვესტიციო ნაკადები საქართველოში 51 3.2.2. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გეოგრაფია 51 3.2.3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით 55 3.2.4. სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა 57 3.3. გადასახადების ადმინიტრირების წესები და საგადასახადო სისტემის სირთულეები 58 3.4. საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა 62 3.5. საკუთრების და გარიგების დაცულობა 66 3.6. გაკოტრების სისტემა 68 3.7. რეალური სექტორის განვითარება 69 3.8. კონკურენცია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა 71 3.8.1. კონკურენციის პოლიტიკის არსი 71 3.8.2. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში 72 3.8.3. მომხმარებელთა უფლებების დაცვა 734. მაკროეკონომიკური პოლიტიკა 75 4.1. უცხოური ინვესტიციები და საგადასახდელო ბალანსი 75 3
  4. 4. 4.2. გაცვლითი კურსი და ინფლაცია 79 4.3. ფისკალური პოლიტიკა 82 4.3.1. ფისკალური პოლიტიკის პრინციპები და ამოცანები 82 4.3.2. ბიუჯეტის გამჭვირვალობადა ანგარიშვალდებულება 84 4.3.3. ბიუჯეტის დაგეგმვა და მოსახლეობის ჩართვა საბიუჯეტო პროცესში 86 4.3.4. ბიუჯეტის შესრულების პროცესი 88 4.3.5. ანტიციკლური პოლიტიკა 90 4.3.6. ფისკალური დეცენტრალიზაცია 91 4.3.7. სახელმწიფო ვალის მართვა 92 4.3.8. საბიუჯეტო ფონდები 94ნაწილი II.სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები და განვითარებისძირითადი მიმართულებები 951. სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები2. აგროსასურსათოპროდუქციისექსპორტ–იმპორტი3. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები4. მექანიზაცია (აგროსაინჟინრო სერვისი)5. მელიორაცია (ირიგაცია და დრენაჟი)6. სოფლის მეურნეობის დაფინანსება და დაზღვევადანართები 4
  5. 5. წინასიტყვაობამიუხედავად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში გატარებული რეფორმებისა, ქვეყნისეკონომიკაში კვლავაც არამდგრადი ვითარება და ბევრი გამოწვევაა. ერთის მხრივ, 2005 წლიდანსაგადასახადო გარემოს გაუმჯობესებამ და ბიუროკრატიის შემცირებამ საინვესტიციო ნაკადების დამშპ-ს ზრდა გამოიწვია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკუთრების უფლების დაცვის და სხვა პრობლემებმა,შემდგომ 2008 წლის რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო კრიზისის გავლენამ და ბიზნეს-გარემოშიხელისუფლების ნეგატიურმა ჩარევამ ეკონომიკის მდგრადობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. გაიზარდაქვეყნის საგარეო ვალი, გაუარესდა საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა და შემცირდასაინვესტიციო ნაკადები. ნომინალური მშპ-ს ფორმალური ზრდა ეკონომიკური განვითარებისწინაპირობად ვერ იქცა, რის გამოც საზოგადოების კეთილდღეობა ბოლო წლებში არგაუმჯობესებულა. პირიქით, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფიადამიანების რაოდენობა, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი კვლავ სოციალურად დაუცველია. ესმხოლოდ პრობლემების არასრული ჩამონათვალია და მხოლოდ ზოგადად ასახავს ქვეყნისეკონომიკაში არსებულ მდგომარეობასა თუ ტენდენციებს.ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, შესწავლილი იქნას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურიმდგომარეობა და ტენდენციები, მიღწევები და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, რათადაისვას სწორი დიაგნოზი სამომავლოდ ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფადდა საზოგადოების კეთილდღეობის შესამჩნევად გასაუმჯობესებლად.ამიტომაც, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა, მკვლევარ ეკონომისტთაჯგუფთან ერთად გადაწყვიტა ჩაეტარებინა საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობისსამაგიდო კვლევა და მოემზადებინა მოკრძალებული კონცეფცია ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.ნაშრომში მოცემულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები და მათი სიღრმე (მ.შ.იდეოლოგიური პრობლემები), ასევე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ნაკლოვანებები დაჩვენეული რეკომენდაციები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნაშრომში ცალკეა გამოყოფილიბიზნეს-გარემოში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა,კონკურენციის სფერო და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხები. ოჯახის და ინდივიდისპრობლემატიკა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გზები და საშუალებები ნაშრომში ასევე ცალკეთავად არის გამოყოფილი. ამ ყველაფერთან ერთად, მოყვანილია ასევე მაკროეკონომიკურისტაბილიზაციის მიმართულებები როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული თვალსაზრისით(საბიუჯეტო სისტემა და საგარეო ვალის პრობლემატიკა, გაცვლითი კურსი და ინფლაცია).თითეულ თემატიკას თან ახლავს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობაამა თუ იმ მიმართულებით.ქვეყნის მოსახლეობის ნახერზე მეტი აგრარულ სექტორშია დაკავებული და ამ სექტორის წილი მშპ-ში მეათედსაც ვერ აღწევს, ის განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენი 5
  6. 6. სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობადა ტენდენციები. დეტალური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები ამ გამოცემის მეორენაწილშია წარმოდგენილი. აგრარულ სექტორში პრობლემების გამოკვეთის გარდა, შედარებითღრმადაა მომზადებული რეკომენდაციები სამ უმნიშნელოვანეს თემაზე. ესენია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა; მელიორაცია; სოფლის მეურნეობის დაფინანსება დადაზღვევა.საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი და მკვლევართა ჯგუფი მადლიერებითმიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და მოსაზრებას, რაც ემსახურება წინამდებარე დოკუმენტისსრულყოფას და საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი,მკვლევართა ჯგუფი. 6
  7. 7. 1.ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები1.1. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები არსებულთან შედარებითსაბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, გონივრული და თანმიმდევრული ეკონომიკურიპოლიტიკის დეფიციტი ქართული სახელმწიფოს მუდმივი თანამგზავრია. შედეგად, მსოფლიობანკის მონაცემებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ჯგუფსმიეკუთვნება, რომლებმაც 2010 წლისათვის ერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდაპროდუქტის რეალური მოცულობით არა თუ ვერ გადაასწრო 1990 წლის საკუთარ მაჩვენებელს,არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩა (ნაკლებია 25%-ით). მაშინ, როცა, ამავე პერიოდში ესტონეთშიზრდამ შეადგინა 63%, ლატვიაში - 28%, ლიტვაში - 24%, სომხეთში - 66%, აზერბაიჯანში - 87%. რათქმა უნდა, აზერბაიჯანის გამორჩეული წარმატება შეიძლება „ნავთობის ეფექტად“ იქნესშეფასებული, მაგრამ ნავთობის მწარმოებლები არ არიან არც ირლანდია, რომელმაც კრიზისისფონზეც კი შესძლო ერთ მოსახლეზე გადათვლით მშპ-ს გაორმაგება და არც სამხრეთ კორეა, ზრდის137%-იანი მაჩვენებლით. ორივე ამ ქვეყანამ წარმატებას გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკითმიაღწია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობა1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით გაიზარდა 70%-ით, ხოლო ანალოგიურ პერიოდში, 2004 დან 2010წლის ჩათვლით, მხოლოდ 36%-ით1.2004 წლის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობის” დაპირებები არსებითად ეყრდნობოდაეკონომიკის სწრაფი მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტის თემატიკას,თუმცახელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში, „ლიბერტარიანული კურსი“-ს ეგიდით დაიწყოეკონომიკური ექსპერიმენტის განხორციელება, რომელიც საბოლოოდ საკმაოდ შორს აღმოჩნდაროგოც ძირეული მოდერნიზაციის და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე ლიბერტარიანულიმოდელისაგან.ამ ექსპერიმენტის ძირითადი და ფართოდ აფიშირებული იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ე.წ.„გარღვევის“ სტრატეგიით ქვეყანა შესძლებდა განვითარების მაღალი ტემპის მიღწევას, რაცსაბოლოოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძველი გახდებოდა. თუ რევოლუციურხელისუფლებას მართლაც ჰქონდა გარკვეული ლიბერტარიანული შემართება, ფაქტია რომ იგიძალიან მალე გაუფერულდა, რადგან ნათელი გახდა რომ „ლიბერტარიანული სასწაული“საქართველოში ვერ შედგებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არარსებობს. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა, რომ 2003 წლიდან დღემდე სრუფლასოვნად დათანმიმდევრულად არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ განხორციელებულა. შესაბამისად,მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიღმა, რეალური „გარღვევა“ არ შედგა. ეკონომიკასტრუქტურულად კვლავაც პრობლემურ ფაზაში დარჩა - დაუმუშავებელი ან პირველადიდამუშავების ნედლეულის ექსპორტის ამარა2, დარჩა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობისკუთხით არა თუ დაწინაურდა, არამედ საგრძნობლად ჩამორჩა საერთაშორისო თანამეგობრობას,მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნეს განათლების, ბიზნესის „მოქნილობის“,1 World Development Indicators,The World Bank.2 საქსტატი, სექცია „საქართველოს საგარეო ვაჭრობა“. 7
  8. 8. ტექნოლოგიური მზადყოფნის და ინოვაციების დარგში, რის გამოც, საბოლოოდ არა თუინოვაციური, ეფექტიანობაზე ორიენტირებული ქვეყნების სიაშიც კი ვერ მოხვდა3.საზოგადოებრივი ნდობის კრედიტის ამოწურვის ფონზე ხელისუფლებამ სულ უფრო ხშირადდაიწყო ძალადობრივი ზომების გამოყენება და დასავლელ პარტნიორებთან ამ ქმედებებისგამართლების მიზნით დაიწყო პროპაგანდა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მომწიფებულიდემოკრატიისათვის და სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებულია იმოქმედოს „ლის თეზისის“თანახმად. აღნიშნული თეზისი, რომლის სახელი სინგაპურის ყოფილი პრემიერის, ლი კვან იუ-სთანაა დაკავშირებული, გულისხმობს, რომ რეფორმების წარმატებას არ სჭირდება დემოკრატია დაიგი ხელის შემშლელიც კი არის. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დეკლარირებულიევროინტეგრაციის მიღმა ხელისუფლების პერმანენტული სწრაფვა „სინგაპურიზაციისაკენ“ძირითადად ავტოკრატიის ხიბლით არის განპირობებული და არა ეკონომიკური მოდელის, რადგანსინგაპურს, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენს, ეკონომიკის სრულიად განსხვავებულისტრუქტურა აქვს და იგი ვერანაირად ვერ გახდებოდა ქართული ეკონომიკის განვითარების სამიზნემოდელი.საბოლოოდ, ხელისუფლებამ, ადმინისტრირების სიადვილით, ყველაზე კომფორტულად მიიჩნიაოლიგოპოლიური ეკონომიკური მოდელი, რაც გულისხმობს მონოპოლისტთა ვიწრო წრისდომინირებას ბაზარზე და პრაქტიკულად შეუძლებელია რიგ სახელისუფლებო წრეებთან მჭირდოაფილაციის გარეშე. ამ მოდელის „წარმატებას“ ყველაზე კარგად ჩანს არაელასტიური მოთხოვნისპროდუქტების (მაგ. მედიკამენტების) ფასებში, რომლებიც ვერც რენტაბელობის ანალიზს უძლებსდა ვერც სხვა ქვეყნებთან შედარებას4.შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ შეუთავსებელი გახდა არათუ ლიბერალურ, საერთოდ ნებისმიერ თანმიმდევრულ ეკონომიკურ მოდელთან.იმისთვის, რომ არაეფექტური ეკონომიკური პოლტიკა ფართო განხილვისა და დისკუსიის საგანი არგამხდარიყო, ხელისუფლებამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა მედიის როლი საზოგადოებრივიაზრის ფორმირებაში, შექმნა საკუთარი, ვირტუალური ეკონომიკური მოძღვრება„ულტრალიბერალიზმის“ აბრით და დაიწყო იმის აქტიური პროპაგანდირება, რომ ეს მოძღვრებაყველაზე თანამედროვე და ცივილიზებულია, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, „ბნელი“ და„ჩასარეცხი“. სინამდვილეში, „საბაზრო ფუნდამენტალიზმმა“, რომელიც საერთაშორისო წრეებში,2003 წელსაც საკმაოდ არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებდა, 2008-ში დაწყებული კრიზისისფონზე სრული კრახი განიცადა, მაგრამ სახელწმიფოს ტოტალური მედია დომინირების ფონზე,საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა, რომ ქვეყანაში მართლაც ეკონომიკური ბუმია დამას ეს ბუმი თუ არ ეხება, თავად არის დამნაშავე.სინამდვილეში, ოლიგოპოლიურმა მოდელმა, ბუნებრივად გამოიწვია მოსახლეობის მნიშვნელოვანინაწილის რეალური მსყიდველუნარიანობის მნიშვნელოვანი შემცირება (რაც, პარალელურად,3 Global Competitiveness Index, World Economic Forum.4 მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ცვლილება 2009-2011 წლებში საქართველოში, საერთაშორისო ფონდი„კურაციო“. 8
  9. 9. წლების მანძილზე ეროვნული დანაზოგების კლებით და საბოლოოდ უარყოფით ნიშნულშიგადასვლითაც დადატურდა). ამიტომ სოციალური უკმაყოფილების ნიველირების მიზნითმთავრობა იძულებული გახდა „სიღარიბის დაძლევის“, „დასაქმების“, „ბიზნესის ხელშეწყობის“ დასხვა მსგავსი პროგრამებზე მოეხდინა საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება.მსოფლიოს საზოგადოების ემპირიული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვკარნახობს, რომსიღარიბე არ დაიძლევა მხოლოდ მასთან ბრძოლით, ისევე როგორც უმუშევრობა - დასაქმებისპროგრამებით. ამ პრობლემების სათავე ყოველთვის ეკონომიკურ პოლტიკაშია, ამიტომ მხოლოდძირეული გარდაქმნები და რეალური განვითარება შეიძლება გახდეს სიღარიბის, უმუშევრობის დამრავალი სხვა პრობლემის გადაჭრის წინაპირობა.დღეს მთავრობა აცხადებს რომ ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ რაში გამოიხატება ეს განვითარება?ხელისუფლება, საკუთარ წარმატებას, მსოფლიოში აღიარებული ვერც ერთი მაჩვენებლით ვერადასტურებს: იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ არანაირი „გარღვევა“ არ შედგა, ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავაც ბოლო ადგილებზეა მსოფლიო თანამეგობრობაში5, მიუხედავად იმისა, რომ „სწრაფი გარღვევის“ ეგიდით აღებული იქნა დიდი რაოდენობით კრედიტი და გაიყიდა სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება; პერმანენტულად უარესდება უმუშევრობის დონე. იმისთვის, რომ 2011 წელს წინა წელზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონოდა, ხელისუფლებამ სტატისტიკის სამსახურის მეშვეობით ისევ სოფლის მაცხოვრებლები „დაასაქმა“, თუმცა ადვილი მისახვედრია, რამდენად აბსურდულია სოფლად უმუშევრობის 6.5 პროცენტიანი მაჩვენებელი, მაშინ როცა ქალაქებში იგი 27 პროცენტამდეა6. მხოლოდ მიწის ქონა, თუ იგი მინიმალურ შემოსავალსაც კი არ აძლევს მის მფლობელს, ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებას; ეროვნული დანაზოგები, რომელიც ეკონომიკის განვოთარების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს, პერმანენტულად გამოფიტა იმპორტზე ორიენტაციამ. წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა იძულებული იყო უფრო მეტი დაეხარჯა, ვიდრე გამოუმუშავებდა, რამაც დანაზოგების უარყოფით მნიშვნელობებზე გასვლა განაპირობა; საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ფენებისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა ინფლაცია, რომელსაც ოლიგოპოლიურ ბაზარზე მიზანმიმართული სახე მიეცა.ამ ფონზე მთავრობის მიერ დეკლარირებული წარმატებები ბევრ ეჭვსა და ლოკიკურ კითხვასბადებს: რამდენად ადექვატურია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი იმ რესურსთანმიმართებაში, რომელიც ამისათვის დაიხარჯა; რამდენად მდგრადია განვითარების დინამიკამნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე; რატომ არ ასახელებს მთავრობა მისიწარმატებების შეფასებისათის აუცილებელ სამიზნე ინდიკატორებს და მხოლოდ პროცესებისდეკლარირებით შემოიფარგლება.5 World Development Indicators, The World Bank.6 საქსტატი, სექცია „დასაქმება“. 9
  10. 10. რიგ შემთხვევებში მთავრობის წარმატებები ციფრებით მანიპულირების პირდაპირი შედეგია:მაგალითად, ფართოდ იქნა აფიშირებული 2012 წლის აპრილში სურსათის ფასების 8 პროცენტიანიშემცირება, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ 2011 წელს, წინა წელთან შედარებითიგივე პროდუქტები 28 პროცენტით გაძვირდა და 2012-შიც რეალურად ფასები კვლავაც 18პროცენტით უფრო ძვირი დარჩა ვიდრე 2010 წელს იყო.მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ სახელმწიფომ საერთოდუარი განაცხადა საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ მთელ რიგ ორგანულ ფუნქციებზე: ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირებაზე; სოციალურ პასუხისმგებლობაზე; საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე - სამომხმარებლო უფლებების, სურსათის უსაფრთხოების, საზოგადოებრივ რესურსებთან თავისუფალი წვდომისა და რიგი სხვა საყოველთაოდ აღიარებული ფუნქციების იგნორირებით.ეკონომიკური პოლიტიკის არსებითმა ხარვეზებმა, რაც ხშირად არაკომპეტენტურობით, ზოგჯერ კიმიზანმიმართული ქმედებებით იყო განპირობებული, გამოიწვია სისტემური რესურსებისირაციონალური გახარჯვა ისე, რომ ქვეყანამ არა თუ ვერ შესძლო ეკონომიკის სტრუქტურაშიძირეული გარდატეხის შეტანა, არამედ, რეალურად დადგა „სიღარიბის ხაფანგის“ საფრთხის წინაშე.შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს ძალიან სწრაფ და გადამჭრელ ზომებს ამ ხაფანგისთავიდან აცილების მიზნით.თეორიული თვალსაზრისით სწრაფი „გარღვევის“ არაერთი მეთოდოლოგია არსებობს და როგორცზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვა ქვეყნებმა წარმატებას სხვადასხვა გზებით მიაღწიეს, მაგრამდღევანდელ ქართულ რეალობაში, ყველა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელთაგათვალისწინება ახალ მთავრობას მოუწევს, არჩევანი არც ისე დიდია.კერძოდ, რიგი ქვეყნების სწრაფი წარმატება დაკავშირებულია გარკვეული „ბონუსების“ გონივრულდა ეფექტიან გამოყენებასთან. ზოგჯერ ასეთი ბონუსს ბუნებრივი რესურსები წარმოდგენდა, რიგშემთხვევაში ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა ან ისტორიულ-კულტურულიფაქტორები.საქართველოში, გეოპოლიტიკური, აკადემიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და მრავალი სხვაპოლიტიკის უხეში ხარვეზების გამო, მხოლოდ ამგვარ „ბონუსებზე“ აქცენტი არა თუ შეცდომა,არამედ დამღუპველიც კი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, რეალური გარღვევა მაღალი დონისგანათლებისა და რაციონალური ინოვაციის სინთეზის გარეშე ვერ შედგება, თუმცაგასათვალისწინებელია ისიც, რომ „გლობალური კონკურენტურნარიანობის ინდექსი“ ორივეაღინშნული კომპონენტის მიხედვით ძალიან საგანგაშო მდგომარეობაზე მიგვითითებს,განსაკუთრებით, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში . 7ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენეული ხედვა ცალსახად აღიარებს ლიბერალიზმისსაყოველთაო პრინციპებს და მნიშვნელოვანწილად იზიარებს „ახალი სტრუქტრული ეკონომიკის“7 Global Competitiveness Index, World Economic Forum. 10
  11. 11. კონცეფციას8 საკვანძო პრიორიტეტების ფორმირების ნაწილში.აღნიშნული თეორია ფართოგამოხმაურებას9 ჰპოვებს დასავლეთის აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში იმ ფონზე, რომ 2008წელს დაწყებულმა გლობალურამ კრიზისმა ნათლად აჩვენა მსოფლიოს საბაზროფუნდამენტალიზმის „შედეგები“, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ მცირე ქვეყნებში გამოჩნდა. ამიტომმიგვაჩნია, რომ ქვეყანაში განვითარების გრძელვადიანი და სტაბილური პროცესისუზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა: სისტემური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე, სახელმწიფოს საკვანძო როლი ენიჭება. ამიტომ, საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ყალიბდება განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს განვითარების საკვანძო მიზნებს, ამ მიზნების შესაბამის ობიექტურ ინდიკატორებს და რეფორმების ჩარჩოს. ყველა შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის კონტექსტში. ასევე, განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრება ყველა იმ ფუნქცია, რომელთა არსებობა აუცილებელია სტაბილური განვითარების ან საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ტრანსფორმაციის სხვადასხვა ეტაპზე, აღნიშნული ფუნქციები შეიძლება დინამიურად გადანაწილდეს სახელმწიფოს, კერძო ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, რომლის მიზანია ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრულ გამოყენებას პრიორიტეტების სუბიექტური და დირექტიული განსაზღვრის ნაცვლად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთმა მიდგომამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ობიეტურად უნდა განაპირობოს რიგ სტრატეგიულ დარგებშიიმპორტის ჩანაცვლებაც; სახელმწიფო ახორციელებს გლობალური რისკების მართვას საკუთარი აქტივების ოპტიმალური განკარგვისა და რეზერვების ფორმირების საშუალებით. ანიჭებს რა უპირატესობას პროფილაქტიკას და პრევენციას რეაგირებასთან მიმართებაში, არ უარყოფს საკუთარ როლს როგორც გარე, ასე შიდა შოკებთან გამკლავების საქმეში. ამ პოლიტიკის ნაწილია ფისკალური სტიმულირება ეკონომიკური ციკლების დაღმავალ ეტაპებზე; სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს ფორმირებას. ხელს უწყობს თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ეკონომიკური აგენტისათვის; ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრაგმატულ მოდელს. შესაბამისად, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური, ფინანსური და რეალური კაპიტალის აკუმულაციას, ასევე, ამოწურვადი რესურსების ადექვატურ რეგენერაციას.ამ პრინციპების ფაქტიური რეალიზაცია გულისხმობს ღონისძიებათა ფართომასშტაბიან გეგმას,რომელიც თავისი არსით განსხვავდება დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი ყველასამთავრობო პროგრამისაგან, რადგან მიზნად ისახავს ეკონომიკის ფართომასშტაბიან8 Justin Yifu Lin, 2011. "New Structural Economics: A Framework for Rethinking Development," World Bank ResearchObserver, Oxford University Press, vol. 26(2), pages 193-221.9 Robert Wade, 2011. "Why Justin Lins Door-Opening Argument Matters for Development Economics". LSE GlobalPolicy Journal Vol 2, No 1. p115-116. 11
  12. 12. რესტრუქტურიზაციას და მოიცავს ამ პროცესისათვის აუცილებელი რესურსების რეალურშეფასებას. ასევე, ეკონომიკური და მართვის დისციპლინების ყველაზე მოწინავე მიღწევებზედაყრდნობით იქმნება სამიზნე ინდიკატორების დინამიური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევაგანსხვავებულ ჭრილში და ამასთან, ძალიან ზუსტად იქნას შეფასებული რეფორმის შედეგიანობა დამთლიანად განვითარების პროცესის წარმატებები.დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგიებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთვლით, რომერთ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის განვითარების მიზანიც დაინდიკატორიც10. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ მშპ-ს ზრდა ავტომატურად არ განაპირობებსსაზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას11 თუ არ მოხდა მისი სარგებლიანობის„ინტენსიფიცირება“12 - თუ არ დაიძლია შემოსავლების განაწილების მაღალი უთანაბრობა დაეკონომიკის წარმატება ყველა ოჯახში არ შევიდა; თუ ბაზარი არ განთავისუფლდამონოპოლისტებისაგან , 13 რომლებიც ერთი მხრივ ხელს უშლიან თავისუფალ სამეწარმეოინიციატივას და ამავდროულად, პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზეარარეალური ფასების დაწესებით ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვანნაწილს; თუ საჯარო ფინანსების მართვაში არ დამკვიდრდა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობისთანამედროვე სტანდარტები და საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალურადოპტიმალური სახით არ დაიხარჯა; თუ სახელმწიფო აქტივები, რომლებიც საზოგადოებრივ ქონებასწარმოადგენს, კვლავ არ ჩადგა საზოგადოებისავე სამსახურში ისედაც მძიმე სოციალური ტვირთისშემსუბუქების მიზნით; თუ ოჯახი, ხარისხიანი დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა არ გახდებაგანვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები.მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელიც დღისათვის გაერთიანებულია ეკონომიკურიგანვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OECD), არ ინტერესდება მხოლოდ მთლიანიშიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ამ ქვეყნებში მთავრობა მოსახლეობას ეკითხება, თუ რამდენადკმაყოფილია საბინაო პირობებით14, შემოსავლების დონით, სამსახურით, საცხოვრებელიინფრასტრუქტურით, განათლებისა და ჯანმრთელობის ხარისხით, მმართველობის ეფექტურობითდა იმასაც კი, თუ რამდენად ახერხებს მოქალაქე თანაბრად გაანაწილოს საკუთარი დრო სამსახურსადა პირად ცხოვრებას შორის. გასაკვირი არაა, რომ დღეისათვის, განვითარებული ქვეყნები, 1000-მდეობიექტური და სუბიექტური ინდიკატორის მონიტორინგით ცდილობენ რეალური განვითარებისხარისხის დადგენას15.10 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფორმირებული ყველა მთავრობის პროგრამებში მშპ წარმოადგენსეკონომიკური პროგრესის მთავარ და უმეტეს შემთხვევაში, ერთადერთ საზომს.11 Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress. 2009. Report by the Commission.http://www.stiglitz-sen-fitoussi.fr/12 მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამარტია სენის „შესაძლებლობათა“ კონცეფციასთან. Amartya Sen,1985. Commodities and Capabilities. Oxford: Oxford University Press.13 UNCTAD, 2008. "The effects of anti-competitive business practices on developing countries and their developmentprospects". UN Press.14 Better Life Index, OECD.15 World Development Indicators, The World Bank. აგრეთვე, EU Beyond GDP project. 12
  13. 13. შესაბამისად, განვითარების სტრატეგია წარმოუდგენელია მისი სამიზნე ინდიკატორებშისრულფასოვანი აღწერის გარეშე. ამასთან ინდიკატორების როგორც სტრუქტურა, ასევეოპტიმალური მაჩვენებლები, დინამიურ კავშირში უნდა იყოს მიმდინარე ეკონომიკურგამოწვევებთან და საზოგადოებრივი კეთილდღეობის რეალურ სურათს უნდა ასახავდეს.ცხადია, რომ სამიზნე პარამეტრების სიმრავლე გულისხმობს ამ პარამეტრებისაკენ სწრაფვისფუნქციის არსებობასაც. თუმცა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი არაა ყველა ამ ფუნქციისშესრულება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე. პირიქით, ჩვენი ურყევი რწმენით, ყველა ისფუნქცია, სადაც კერძო ინიციატივა უფრო მეტ ეფექტიანობას, ენერგიას და ინიციატივასგანაპირობებს, ცალსახად უნდა გაიმიჯნოს საჯარო ადმინისტრირების სივრცისაგან. მეორე მხრივ,მიგვაჩნია, რომ უარის თქმა თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის, მომხმარებელთაუფლებების დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მით უმეტეს სოციალურიპასუხისმგებლობის ფუნქციებზე პირდაპირ მიუთითებს მთავრობის მიერ საზოგადოებისინტერესების იგნორირებაზე.მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მიერ გაუქმებული ფუნქციების აღდგენა, ისევე როგორცარსებული და დამახინჯებული ფუნქციების ოპტიმიზაცია შეუძლებელია ძირეულიინსტიტუციონალური რეფორმის გარეშე. პროსახელისუფლო პროპაგანდა მოქმედ საჯარომოხელეებს უმტკიცებს, რომ ინსტიტუციონალური რეფორმა ყველა მათგანის უსაფუძვლოდათხოვნას ნიშნავს. მართლაც, ასეთი ქმედება ხშირად ჰქონდა ადგილი იყო „ვარდებისრევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, მაგრამ ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია საჯარო სამსახურშიკომპეტენტური გადაწყვეტილების უფლებამოსილების დაბრუნება, თანაც ისე, რომ მოხელემუდმივად შიშის ქვეშ არ იყოს კანონიერი ქმედებების გამო. საჯარო სამსახურის საზოგადოებრივისარგებლიანობის ამაღლების აუცილებლობასთან დაკავშირებული ჩვენი პოზიცია, უპირველესყოვლისა სწორედ საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმირებული, კომპეტენტური და დამოუკიდებელიგადაწყვეტილებების მიღების სტიმულირებაში გამოიხატება.დღეს არსებული საგანგაშო რეალობისაგან განსხვავებით, ინსტიტუციონალური რეფორმის ჩვენიხედვა ნიშნავს ევროპული ტიპის ინსტიტუტებისაკენ სწრაფვას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ არისევროკავშირთან სრული სისტემური იდენტურობა (რადგან ტოტალური უნიფიცირებაევროკავშირშიც არ არსებობს), მაგრამ ევროინტეგრაცია გრანტების მისაღებად განხორციელებულიფასადური ცვლილებები არ და ვერ იქნება - ჩვენი მიზანია საქართველო ევროპული ოჯახისსრულფასოვანი წევრი გახდეს.განვითარების სტრატეგიის ფორმირებისას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ორგანულ რისკებს,რომლებიც გეოპოლიტიკური თუ გლობალური ეკონომიკური რეალიებით არის გამოწვეული,მაგრამ მოქმედმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შექმნა პრობლემები, რომლებიც არის ორგანულიხასიათის. პირველ რიგში, იმპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობადანაზოგების საგანგაშო გამოფიტვა და ხანგრძლივი დროით უარყოფით ნიშნულში გადასვლაც კი,რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება იმაზე მეტს ხარჯავდა ვიდრე გამოიმუშავებდა. ფაქტიურადმთავრობამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი „სამომხმარებლო საზოგადოების“ შექმნას. ჩვენიპრინციპული ამოცანაა მოზმარებაზე ორიენტაცია (კონსუმერიზმი), შეიცვალოს დაგროვებაზე 13
  14. 14. ორიენტაციით. ცხადია, რომ ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაიძლიოსარასტაბილურობის განცდა საზოგადოებაში და შეიქმნას ერთმნიშვნელოვანი გარანტიები.ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწინავე კომპეტენციის და სამეცნიერო კვლევებისდეფიციტი, რაც განათლების სისტემის არათანმიმდევრულმა რეფორმირებამ და განსაკუთრებით,სამეცნიერო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულმა შეტევამ განაპირობა, სწრაფად და ეფექტურადიქნეს დაძლეული. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური კვლევა - „გლობალურიკონკურენტუნარიანობის ინდექსი“, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს უმთავრეს პრობლემადსამუშაო ძალის დაბალ კომპეტენციას ასახელებს, ხოლო უმაღლესი განათლების, ინოვაციების,სამეცნიერო კვლევებისა და „ინტელექტის გადინების“ კუთხით, ტრადიციულად არასახარბიელორეიტინგი გვაქვს16.ყველაფერი ეს გაცილებით უფრო მეტად აფერხებს რეალურ ინვესტორებს, ვიდრე ბიზნესისგასახსნელად საჭირო დღეების რაოდენობა. ამ პრობლემების შეძლებისამებრ სრაფად მოგვარებისღონისძიებები მოიცავს როგორც საზღვარგარეთ მყოფი ინტელექტუალებისათვის დაბრუნებისპირობების შექმნას, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფართომასშტაბიანი გადამზადებისპროცესებს.მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო რისკები და პრობლემები უკვე ცნობილია და გააზრებული,ცხადია, რომ ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირება დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამარსებული ეკონომიკური პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომელიც „ხანძრების ჩაქრობის“უსასრულო ციკლში გაიჭედა, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს რისკების მართვის სრულფასოვანმექანიზმს, რომელიც ეფუძნება ინდიკატორთა სისტემას და რომლის მიზანია შოკებისპროფილაქტიკა და პრევენცია. თუმცა ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც პროგნოზირების სისტემავერ შესძლებს რისკის წინასწარ იდენტიფიცირებას, რეზერვების სისტემა საშუალებას მოგვცემს თუმთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც გავანეიტრალოთ, როგორც შიდა, ასევე გარე შოკები.მიგვაჩნია, რომ მოქალაქისათვის, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე დაუსრულებელიეკონომიკური რეფორმებისა და ექსპერიმენტების მძევლად იქცა, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს თურამდენად სწრაფად განხორციელდება შეთავაზებული ცვლილებები და რაც მთავარია, რა შედეგებსმოიტანს ისინი. „რა იქნება პირველი ნაბიჯი“ საკმაოდ რთული კითხვაა ნებისმიერი სამოქმედოგეგმის შემუშავებისას, თუმცა პრობლემები რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში დაგროვდა,პირდაპირ მიგვითითებს სტრუქტურული რეფორმის გადაუდებელ ამოცანებზე: რეფორმების კოორდინაციის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების აქტიური ჩართულობით განახორციელებს განვითარების სტრატეგიის სრულყოფას, ინდიკატორების სისტემის ჩამოყალიბებას და დარგობრივი რეფორმების განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობის მონიტორინგს; ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოხსნის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს. ამ კუთხით ორი უმთავრესი ინიციციატივა იქნება სასამართლოში ბიზნეს-დავების პალატის შექმნა, სადაც მოსამართლეები თემატურ მომზადებას გაივლიან16 Global Competitiveness Index, World Economic Forum. 14
  15. 15. და პარლამენტში დეპუტატთა „სწრაფი რეაგირების“ ჯგუფის შექმნა, რომლიც დაჩქარებული წესით გაიტანს სესიაზე განსახილველად სადაო დეფინიციებს და ძალიან მჭირდო ვადებში უზრუნველყოფს ორმაგი და არაცხადი მნიშვნელობის მქონე მუხლების გასწორებას; სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაციის კონსოლიდაციისა და დახვეწის მიზნით საჯარო მონაცემთა ცენტრალური საცავის შექმნა. ასევე სტატისტიკური მონაცემების რეალობასთან მიახლოების მიზნით, საყოველთაო აღწერისათვის მზადება, მათ შორის მცირე ჯგუფებში ტესტირების გზით. (ორივე შემთხვევაში ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია); შემდეგი სპეციალური ჯგუფების დაუყოვნებლივ ამოქმედება: o ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური ცვლილებების მოსამზადებელი ჯგუფები რომლთა მიზანი იქნება 4 წლიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება; o სახელმწიფო აქტივების მართვის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო აქტივების იდენტიფიკაციას და მათი ოპტიმალური მართვის პროცესს; o ფისკალური ოპტიმიზაციის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეზერვების მოძიებაზე, ბიუჯეტის როგოც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში; o ინტელექტუალური რესურსების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პროფესიონალური გადამხზადების საკითხებზე და ასევე, მოახდენს უცხოეთში მყოფი ქართველი პროფესიონალების მოძიებას; რისკების მართვის სისტემის შექმნა, რომელიც რეფორმების კოორდინაციის ცენტრთან კავშირში მოახდენს მიმდინარე პროცესების რისკების ანალიზს და უზრუნველყოფს რეფორმების პროცესის ოპტიმიზაციას.პირველ წელს გაწეული მოსამზადებელი სამუშაოებიმნიშვნელოვანწილად წარმოაჩენს პრობლემისრეალურ სიღრმეს, რომელიც რეალური სტატისტიკის არარსებობისა და მთავრობის მიერ საკუთარიაქტივობების უკანონო გასაიდუმლოების გამო ჯერაც არ არის სრულად გამოვლენილი. მომდევნოპერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეფორმის გააზრებული და თანმიმდევრულიმიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდესუკეთესი ეკონომიკური განვითარების მიღწევა.1.2. რეალური სექტორი, სტიმულირების პოლიტიკა და განვითარების მდგრადი წყაროები„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, სახელმწიფომ ერთის მხრივ მნიშვნელოვნადგააუმჯობესა საგადასახადო ადმინისტრირება და, აგრეთვე, გაცილებით მეტი უცხოური კრედიტიდა გრანტი ასახა ბიუჯეტში, ვიდრე წინა პერიოდში. ამან გამოიწვია ბიუჯეტის მრავალჯერადიზრდა და ასევე საგარეო დავალიანებების მნიშვნელოვანი ზრდა. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მიერჩატარებულმა პრივატიზაციის პროცესმა და ასევე უცხოური კაპიტალის შემოსვლამ, რომელიცუმეტეს წილად წარმოადგენდა აქტივების ერთი ხელიდან მეორე ხელში გადანაცვლებას დაფოკუსირებული იყო ეკონომიკის ორ, სამ სექტორზე (მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური სექტორი)იყო კიდეც გარკვეული ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი. ასევე, კომერციული ბანკების მიერ,თითქმის, ათჯერ გაიზარდა ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის დაკრედიტება, ძირითადად, 15
  16. 16. უცხოეთიდან შემოსული საკრედიტო რესურსების საშუალებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურიზრდის ყველა ფაქტორის აბსოლუტური უმრავლესობა იყო საგარეო, უმეტეს წილად, ატარებდაფინანსური ინექციების როლს და მოწყვეტილი იყო ეკონომიკის რეალურ სექტორს. ფინანსურიინექციების ძალზედ მცირე ნაწილი იქნა მიმართული ისეთ სფეროებში, რომელიც წარმოებისმოცულობის გაფართოვებაზე/წარმოების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული და ძირითადადგანაპირობა მოხმარების ტემპების ზრდა გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკის წარმოების უნარისზრდა. თუ მოხმარებას უფორო მკვეთრად ვზრდით, ვიდრე საწარმოო შესაძლებლობებს,აუცილებელ კანონზომიერებას წარმოადგენს, რომ ეს პოლიტიკა მიგვიყვანს ჩიხამდე და, ასევე,სხვადასხვა ტიპის კრედიტორულ დავალიანებებამდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მისფარგლებს გარეთ, რადგან თვითონ ეს მოხმარება უმეტესწილად უზრუნველყოფილია ქვეყნისდავალიანებების ზრდით, და არა მწარმოებლურობის. კიდევ ერთი მახასიათებელი ჩვენიეკონომიკისა არის ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა ექსპორტთანშედარებით, რის გამოც უცხოური ინექციების და შემოსული სახსრების შემოსული ნაწილი ისევუცხოეთში გაიწოვა იმპორტის გზით ისე, რომ ქვეყნის რეალურ სექტორზე მნიშვნელოვანი კვალი არდაუტოვებია. ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის, ფინანსური სექტორის დასახელმწიფო სექტორის ხარჯების ცალკეულ მსხვილ მიმართულებებს.როდესაც ეკონომიკური განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, თურამდენად გაიზარდა ქვეყნის უნარი აწარმოოს მეტი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო საქონელიდა მომსახურება. არც სახელმწიფო პოლიტიკა, არც უცხოური ინვესტიციები და არც კომერციულიბანკების მიერ გამართული საკრედიტო დაფინანსება არ ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობისგანვითარებას. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაცმოსახლეობის 47% ცხოვრობს და სამუშაო ძალის 54%, რომლებიც დაკავშირებულნი არიანუშუალოდ სოფლის მეურნეობასთან, მდგომარეობა გაუარესდა. დღეს დამუშავებულია გაცილებითნაკლები სასოფლო სამეურნეო სავარგულები (1990 წელს ნათესი კულტურების ფართობი შეადგენდა701.9 ათ. ჰა-ს, 2000 წელს - 610.8 ათ. ჰა-ს და 2008 წელს - 329.3 ათ ჰა-ს), ვიდრე რამდენიმე წლის წინდა დღეს იწარმეობა გაცილებით ნაკლები სოფლის მეურნეობის პროდუქცია (2011 წელს 2003წელთან შედარებით ფულად გამოხატულებაში (ოფციალური ინფლაციის გათვალისწინებით) 20 %ით ნაკლები პროდუქცია იქნა წარმოებული სოფლის მეურნეობაში და ეს კლებადი ტენდენციაგრძელდება ყოველწლიურად და ამასთან ინფლაციის უფრო ადექვატური ასახვის შემთხვევაშიშემცირება სავარაუდოდ უფრო მეტია), ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ხოლო სურსათის მოხმარებაშიმნიშვნელოვნად გაზრდილია იმპორტირებული პროდუქციის წილი სამამულო პროდუქციასთანშედარებით. მხოლოდ ეს ფაქტორიც კი საკმარისია, ითქვას, რომ, სულ მცირე, მოსახლეობისნახევრისთვის „ეკონომიკურ ზრდას“ მდგომარეობა არ გაუმჯობესებია და, პირიქით, გააუარესა. ამისთქმის საფუძველს იძლევა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში, კერძოდ,მრეწველობაში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განვითარება (რეალურად ქართულიმრეწველობა ისევ რამდენიმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ საწარმოს მოიცავს მათ შორისფეროშენადნობები ზესტაფონში, ოქროს და სპილენძის წარმოება ბოლნისში, „აზოტის“ ქარხნისპროდუქცია რუსთავში და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებულიტენდენცია, რომელიც უმუშევრობის ზრდას, თვითდასაქმებულების და დაქირავებულების 16
  17. 17. არსებული პროპორციის ტენდენციის შენარჩუნებას გულისხმობს. შესაბამისად, „ეკონომიკურიზრდა“, მზარდი უცხოური ინვესტიციები და „წარმატებული“ რეფორმები არ აისახა დასაქმებასა დაწარმოების მოცულობის ზრდაში და ადამიანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის განსაკუთრებით და საერთოდ ნებისმიერი ქვეყნისთვის უცხოურიინვესტიციები წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელფაქტორს. იმ პირობებში, როდესაც შიდა შემოსავლები მწირია და, შესაბამისად, დანაზოგებიცმცირეა, ახალი კაპიტალის ფორმირების უმთავრეს წყაროს, სწორედ, უცხოეთიდან შემოსულიინვესტიციური ნაკადები უნდა წარმოადგენდეს. ინვესტიციებში იგულისხმება ნებისმიერიუცხოეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადი, რომელიც ცალკეული აქტივის შეძენასა და შექმნასუკავშირდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების უმეტესინაწილი დაკავშირებულია პრივატიზაციასთან, კერძო აქტივების მესაკუთრის ცვლილებასთან დანაკლებად, მწარმოებლური აქტივების შექმნასთან მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.სახელმწიფომ ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას, როგორც შიდა, ასევე უცხოურიინვესტიციებისთვის, რაც გულისხმობს ინვესტიციების დაცულობის, სტაბილური დაპროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. ხოლო ის, თუ რამდენად დივერსიფიცირებულიიქნება ეს ინვესტიციები და რამდენად განთავსებული გრძელვადიანი ხასიათის მქონე პროექტებშირეალურ სექტორში, მოკლევადიანი და, ხშირად, სპეკულაციური ინვესიციების ნაცვლად,უშუალოდ იქნება დაკავშირებული იმაზე, თუ როგორი საერთო ეკონომიკური პოლიტიკა იქნებასაქართველოში. უცხოური ინვესტიციების მოცულობის მუდმივი ზრდა, მისი სტრუქტურისგაფარდოვება და მისგან მიღბული კონკრეტული ეკონომიკური შედეგები, მათ შორის, მისიზეგავლენა დასაქმების დონეზე, წარმოადგენს არამარტო მთავარ წყაროს ქვეყნის განვითარებისა,არამედ სარკეს იმ პოლიტიკისას, რက

×