სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობები...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                               საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი        ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი                               შ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიპოლიტიკური საქმიანობა და მნიშვ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიაღმოჩნდა, რომ დომინანტური პოლიტიკუ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიმეოთხე რესპონდენტს გაუჭიდა პრეზიდ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიპროსახელისუფლო           პროპაგან...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი   საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიმედია საშუალებებით სარგებლობის სიხში...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი1.მეთოდოლოგია2011 წლის 11–22 ნოემბ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი       საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმარ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი          საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდეტალურად გამოკითხვის შედეგებ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#2                       რ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი        საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#3                 მხარ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი          საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიადასტურებს ის, რომ ამ ჯგუფის წარმომ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#6             რა მოლოდინე...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორე...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                 საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა #8           ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი         საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი5. პარტიული რეიტინგები5.1. ზოგ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი     საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი1. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რ...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი                    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი5.2. მეორე არჩევანი...
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი      საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტილეიბორისტულ პარტიას (3.5%): ამ ხმ...
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი,  2011
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი, 2011

3,312 views

Published on

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, GDRI აქვეყნებს სოციოლოგიური კვლევის - "ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლა" - ანალიტიკურ ანგარიშს.

კვლევა ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა.

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
3,312
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1,639
Actions
Shares
0
Downloads
20
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

კვლევის შედეგების ანალიზი, 8 დეკემბერი, 2011

  1. 1. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაშიმიმდინარე პროცესების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლა ანალიტიკური ანგარიში ნოემბერი, 2011
  2. 2. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი სარჩევიშემაჯამებელი დასკვნა ................................................................................................................................... 31.მეთოდოლოგია ............................................................................................................................................. 92. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება ...................................................................103. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასება ......................................................................144. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები .........................................................................................175. პარტიული რეიტინგები ...........................................................................................................................196. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტისთამჯდომარის პოსტებზე.............................................................................................................................267. მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ .........................................................328. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება .................................................................379. ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინი ...................................4110. მედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობა ...............44 2
  3. 3. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი შემაჯამებელი დასკვნასხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებასაქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს შორის ყველაზე პოზიტიური შეფასება,ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ერგო, ხოლო ყველაზენეგატიური (ასევე, ტრადიციულად) - საქართველოს სასამართლოს. პოზიტიურიშეფასების მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯანდაცვისსამინისტრო უარყოფითად შეფასებულ სტრუქტურათა სამეულში მოექცა(სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად); ეს უნდა აიხსნას ჯანდაცვისგაჭიანურებული რეფორმის წარუმატებლობით (რაც თავად ხელისუფლებამ აღიარა) დაჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობით, რასაც საზოგადოება, დღესდღეობით,ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად მიიჩნევს.რესპონდენტები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ პარლამენტის წევრთა რაოდენობის190 დეპუტატამდე გაზრდას და, აგრეთვე, უარყოფითი შეფასებისკენ იხრებიანპარლამენტის ქუთაიში გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასებაბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება ამომრჩეველთა უმრავლესობა(56.3%). რაც შეეხება პოლიტიკაში ბ. ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს, მათი დადებითადშემფასებელთა წილი შედარებით ნაკლებია (46.2%). ამ ორ შედეგს შორის 10%-იანისხვაობა მიუთითებს, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით გამოწვეული ეიფორიარამდენადმე განელდა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა ამ 10%-იანმა ნაწილმაგადაინაცვლა არა ბ. ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯების მიმართფრუსტრირებულთა (უარყოფითად შემფასებელთა), არამედ ნეიტრალურადგანწყობილთა (შეფასება: „არც დადებითად, არც უარყოფითად“) გუნდში. ეს ნიშნავს,რომ ბ. ივანიშვილის საქმიანობა რეალურ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ძირითადადინარჩუნებს პოლიტიკაში მისი გამოჩენით გამოწვეულ პოზიტიურ ეფექტს.ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორებიამომრჩეველი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურთანამშრომლობას „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“. არარსებობს გამოკვეთილი მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა გაამართლებს დაწარმატებულ იქნება (თუმცა, არც პესიმისტური განწყობები ჭარბობს). ყველაფერი ესმიუთითებს, რომ დასახელებულმა პარტიებმა უნდა დაიწყონ ერთობლივი ფორმატით 3
  4. 4. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიპოლიტიკური საქმიანობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ამთანამშრომლობის შედეგები ამომრჩევლებისათვის ხელშესახები გახდეს.პარტიული რეიტინგებიქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი პოლიტიკური ცენტრი გამოიკვეთა:ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა (32%). სხვაპოლიტიკური პარტიებიდან მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი „წონა“ მხოლოდქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს (4.3%).ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგს სამი წყარო ქმნის: 1. ოპოზიციურადგანწყობილ რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილისგამოჩენამდე ვერ ახდენდა საკუთარი პოზიციის ინსტიტუციონალიზაციას რომელიმეოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ მხარდაჭერით, ანუ თავის საპროტესტო„ხმას“ არ უკავშირებდა რომელიმე არასახელისუფლო პარტიას, მათ მიმართუნდობლობის გამო. ეს ნაწილი შეკითხვაზე: „რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერთმხარს საპარლამენტო არჩევნებში?“ - პასუხობდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“.ბ. ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა ფრუსტრირებული ოპოზიციურიელექტორატის დაბრუნება ინსტიტუციურ სივრცეში. ასეთი ელექტორატის ხვედრითიწილი დაახლოებით 13%-ია. 2. ბ. ივანიშვილი წარმატებით ახერხებს სხვა ოპოზიციურიპოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა გადმობირებას. პოლიტიკაში ბ. ივანიშვილისმოსვლით დაზარალდა პრაქტიკულად ყველა, მეტ-ნაკლებად რეიტინგული,ოპოზიციური პოლიტიკური პარტია; 3. ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალამიმზიდველი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ჯერჯერობით მცირენაწილისათვის. მართალია, ნაციონალური მოძრაობა არსებითად ინარჩუნებს მისმხარდამჭერთა რაოდენობას (რომელიც ბოლო თვეებში 40%-ის ფარგლებში მერყეობს),თუმცა, ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გაჩნდა პირველი ბზარი მმართველისპარტიის ელექტორატში. ივანიშვილი ხელისუფლების ალტერნატივა გახდა (ხდება) არამხოლოდ ოპოზიციური ელექტორატის ერთ ფოკუსში მობილიზების თვალსაზრისით,არამედ სახელისუფლო ელექტორატის გადმობირების თალსაზრისითაც.როგორცგამოკითხვის მონაცემებიდან ირკვევა, ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა 18%გარანტირებულად „წაართვა“ ივანიშვილმა კონკურენტულ პოლიტიკურ პარტიებს,ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით.ამრიგად, ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა სინერგიულია (კრებსითია): ისმიმზიდველი ხდება სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების (ორიენტაციის)ამომრჩევლებისათვის. 4
  5. 5. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიაღმოჩნდა, რომ დომინანტური პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერაზეგავლენას ვერ ახდენს ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაასქესი, ასაკი და განათლების მიღწეული დონე. მეორე მხრივ, გამოკითხვის შედეგებიადასტურებს, რომ პოლიტიკურ რეიტინგებთან მჭიდრო კორელაციაშია დასაქმებისსექტორი და ეროვნება. ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები მნიშვნელოვანდუმრავლდება (შესაბამისად, უმცირდება ბ. ივანიშვილი პოლიტიკურ ძალას)სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და არაქართველთა შორის (კერძოდ, ქვემოქართლსა და სამცხე-ჯავახეთში). რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, მასელექტორალური ველი უფართოვდება თვითდასაქმებულებსა და კერძო სექტორშიდასაქმებულთა შორის.კონკურენტული პოლიტიკური ძალების (ნაციონალური მოძრაობა, ბ. ივანიშვილისპარტია) რეიტინგები განსვავებულად გამოიყურება რეგიონულ ჭრილშიც:ა) მმართველი პარტიის უპირატესობა აშკარაა: სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა დაქვემო ქართლში; ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ძალა გამოკვეთილი ლიდერიაიმერეთში, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში;ბ) კონკურენცია ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მძაფრია დანარჩენ რეგიონებში:აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და რაჭა–ლეჩხუმში.კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტისთამჯდომარის პოსტებზესაქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძირითად კონკურენტებად ამომრჩევლებსბ. ივანიშვილი და მ. სააკაშვილი ესახებათ. ბ. ივანიშვილის კანდიდატურასთან ყველაზეთავსებადი ი. ალასანიაა, ხოლო, ხოლო, მ. სააკაშვილისთვის - გ. უგულავა.შესაბამისად, ბ. ივანიშვილი მხარდამჭერებს ყველაზე მეტად ი. ალასანიას ართმევს,რაც, აგრეთვე, იმას ნიშნავს, რომ ალასანიას ფიგურა ამ პოსტზე ივანიშვილისდამატებითი „დონორია“; იგივე მიმართება აქვს სააკაშვილთან გ. უგულავას.საინტერესოა, რომ გ. თარგამაძე „ზარალდება“ როგორც მ. სააკაშვილის, ისე ბ.ივანიშვილის მიერ (ანუ, გ. თარგამაძე ორივე კანიდიდატის მიმართ ასრულებს„დონორის“ (თუმცა, შედარებით მცირემასშტაბიანი) როლს).საპრეზიდენტო კანდიდატებში გამოკვეთილი ლიდერი ბ. ივანიშვილია. მ. სააკაშვილსამ პოსტზე, ჯერჯერობით, არ გამოუჩნდა მეტ-ნაკლებად თანაბარწონიანიჩამნაცვლებელი მმართველი პარტიის გუნდიდან. გ. უგულავა, რომელიც რეიტინგითმეორეა, მხოლოდ 12.7%-ს აგროვებს. (ამის მიზეზი ისიცაა, რომ თავად მ. სააკაშვილსსაჯაროდ არ დაუსახელებია თავისი შემცვლელი). საინტერესოა, რომ თითქმის ყოველ 5
  6. 6. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიმეოთხე რესპონდენტს გაუჭიდა პრეზიდენტობის სასურველი კანონდატის დასახელება.ეს ძირითადად მ. სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფია, რომელმაც, ჯერჯერობით, ვერიპოვა სააკაშვილის ღირსეული შემცვლელი ამ პოსტზე. მოსალოდნელია, რომ როგორცკი სააკაშვილი დაასახელებს თავის შესაძლო შემცვლელს მმართველი გუნდიდანპრეზიდენტის პოსტზე, ამ ეტაპზე თავშეკავებულ პროსახელისუფლოდ განწყობილთახმები ამ კანდიდატისკენ გადაინაცვლებს და ბ. ივანიშვილს გაუჩნდება გაცილებითწონიანი კონკურენტი პრეზიდენტის პოსტზე. ი. ალასანია და, ნაწილობრივ, გ.თარგამაძე პრეზიდენტობის კანდიდატების ამპლუაშიც კარგავენ მხარდამჭერებს ბ.ივანიშვილის სასარგებლოდ და ასრულებენ ანგარიშგასაწევი „დონორის“ ფუნქციას ბ.ივანიშვილისთვის.მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობა ის პოსტია, რომელიც ყველაზედივერსიფიცირებულია - ამ პოსტზე რესპონდენტებმა ვერ გამოკვეთეს ლიდერი(ყველაზე რეიტინგული კანდიდატი - დ. ბაქრაძე - 10.2%-ს აგროვებს). მეტიც: ყოველმეოთხე რესპონდნეტს საერთოდ გაუჭირდა პარლამენტის სასურველი თავმჯდომარისდასახელება. როგორც ჩანს, საზოგადოებაში აღნიშნული პოსტი ნაკლებადპერსონიფიცირებულია. საინტერესოა, რომ არც მ. სააკაშვილი და არც ბ. ივანიშვილი არმოიაზრებიან პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის შესაფერის კანდიდატებად, რაცგვაფიქრებინებს, რომ ეს თანამდებობა ნაკლებად გავლენიანად ითვლება ქართულპოლიტიკაში.მოლოდინები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპონდენტთა მონაწილეობის მზაობა ძალზემაღალია (78% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლოკიდე 11%-ის პოზიციაა, რომ ალბათ მიიღებს). არჩევნებში მონაწილეობის მზაობაკორელაციაშია ამომრჩეველთა უმრავლესობის (60%-მდე) პოზიციასთან, რომ მომავალიარჩევნები სამართლიანად ჩატარდება, რაც, თავის მხრივ, კავშირშია იმასთან, რომრესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (80%-ზე მეტს) თავისი არჩევანი ამა თუ იმპოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამ ეტაპზე, განსაზღვრული აქვს.ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა გარკვეულ ნაწილს (საშუალოდ 10%)მიაჩნია, რომ მომავალ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობა ახლანდელხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ან კიდევ მეტი: გამარჯვება ნაციონალურ მოძრაობასდარჩება. ასეთ განწყობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ა) ოპოზიციურადგანწყობილ რესპონდენტთა ნაწილს ჰგონია, რომ ხელისუფლების არმოწონებაში ისინიამომრჩეველთა უმრავლესობის რეპრეზენტატორები არ არიან და დინებისსაწინააღმდეგოდ მოძრაობენ (აქ უთუოდ იგრძნობა ნაციონალური ტელეარხებით 6
  7. 7. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიპროსახელისუფლო პროპაგანდის კვალი მმართველი პარტიის საყოველთაომხარდაჭერის შესახებ, მისი მიერ გაკეთებული საქმეების გამო); ბ) ოპოზიციურადგანწობილთა ნაწილმა იცის, რომ მხარს უჭერს პარტიას, რომელიც არჩევნებში ვერგაიმარჯვებს; გ) ნაწილს სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს გააყალბებს.ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებაქართველ მოქმედ პოლიტიკოსთა სპექტრის ძირითადი ნაწილი (32 პოლიტიკოსიდან 22)ამომრჩევლებს არ მოსწონთ (თუმცა, ეს ველიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია).დაწუნებულ პოლიტიკოსთა სიას სათავეში ნ. ბურჯანაძე და ზ. ნოღაიდელი უდგანან.ამომრჩეველთა მოწონება წილად ხვდა შეთავაზებულთაგან 7 პოლიტიკოსს, რომელთაშორის პირველ ადგილზე (საკმაო უპირატესობით) ბ. ივანიშვილია. მას მოჰყვებიან: მ.სააკაშვილი, გ. უგულავა, დ. ბაქრაძე, ვ. მერაბიშვილი, გ. თარგამაძე, ი. ალასანია.რესპონდენტები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან ბრალდებებს სხვადასხვაპოლიტიკოსთა თუ არაპოლიტიკოსთა რუსეთის აგენტობის შესახებ. მათ არ სჯერათ ამბრალდებით დაპატიმრებულ პირთა (ვ. მაისაია, რეპორტიორები) აგენტობისაც კი.თუმცა, რუსეთის აგენტობის ბრალდებამ წარმატებით იმუშავა ნ. ბურჯანაძისა და ზ.ნოღაიდელის მიმართ. როგორც ჩანს, რესპონდენტთა ასეთ განწყობას ხელი შეუწყოტელემედიით მრავალგზის გასულმა კადრებმა ამ ორი პირის რუსული ვოიაჟების დარუსეთის პირველ პირებთან თბილი დამოკიდებულების შესახებ.ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის მოლოდინირესპონდენტთა მიერ ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემათა ჩამონათვალი აჩვენებს, რომყველაზე მწვავე პრობლემა ტრადიციულად უმუშევრობაა. მწვავე პრობლემათა პირველრიგებში მნიშვნელოვანი გადადგილებები არ მომხდარა: რესპონდენტები კვლავუჩივიან დაკარგული ტერიტორიების, სიღარიბის, პროდუქტებზე ფასების ზრდის,ჯანდაცის ხელმიუწვდომლობის და სხვ. პრობლემებს.მმართველ პარტიას მოუგვარებელ პრობლემათა გადაჭრის რესურსი რესპონდენტთაერთი ნაწილისთვის (45%) გააჩნია, ხოლო რესპონდენტთა სხვა (პრაქტიკულად იმავემოცულობის) ნაწილისთვის (46%) - არა. გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინებიუკავშირდება ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას: ამომრჩეველთა უმრავლესობა (57%)ელოდება, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს ძალა ქვეყნისათვის მწვავეპრობლემებს მოაგვარებს. 7
  8. 8. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიმედია საშუალებებით სარგებლობის სიხშირე და მათ მიმართ გამოხატული ნდობატელებაზარზე, საინფორმაციო გადაცემების ყურების თვალსაზრისით, „რუსთავი2“ და„იმედი“ დომინირებს. თუმცა მათ კონკურენციას უწევს „მაესტრო“ (განსაკუთრებით,თბილისში). საინტერესოა, რომ პირველი არხის საინფორმაციო გადაცემებს არ უყურებსრესპონდენტთა მესამედი. პოლიტიკურ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთების მეშვეობითარ ეცნობა რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა; ყველაზე უკეთესი მაჩვენებელიამ თვალსაზრისით, აქვს „კვირის პალიტრას“; რადიო არხებით ინფორმაციის მოსმენისსიხშირე ყველა სახვა წყაროზე დაბალია. შედარებით რეიტინგულია რადიო „იმედი“.მედია საშუალებებით ინფორმაციის მიღების სიხშირის მაჩვენებელი კორელაციაშია ამსაშუალებებით მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნდობასთან. თუმცა, არსებობსგამონაკლისიც: „მაესტროს“ საინფორმაციო გადაცემებს თბილისში „იმედის“საინფორმაციო გადაცემებზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს; თუმცა, „მაესტროს“ უფრომეტად ენდობიან, ვიდრე „იმედს“. 8
  9. 9. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი1.მეთოდოლოგია2011 წლის 11–22 ნოემბერს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA)“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” (GDRI) დაკვეთით ჩაატარაეროვნული შერჩევის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა საარჩევნოასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაშიმიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში,თბილისის ჩათვლით. გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევისმოდელი. რესპონდენტთა შერჩევა მოხდა ოჯახებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.თითოეულ რეგიონში შერჩევის მოცულობა გადანაწილდა ისე, რომ შენარჩუნებულიყოშედეგების დასაშვები ცდომილება და მონაცემები რეპრეზენტატული ყოფილიყოთითოეული რეგიონისათვის. მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს1.8%–ს 95%–იანი საიმედოობისათვის.გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევამ უზრუნველყორესპონდენტთა ანონიმურობის მაქსიმალური დაცვა.ცხრილში მოცემულია შერჩევის ცდომილობები ცალკეული რეგიონებისათვის დამთელი შერჩევისათვის (იხ. ცხრილი #1):ცხრილი #1 შერჩევის ცდომილება შერჩევის ცდომილება 90%–იანი 95%–იანი # რეგიონი საიმედოობისათვის საიმედოობისათვის 1 თბილისი 2.9% 3.5% 2 აჭარა 5.2% 6.2% 3 მცხეთა-მთიანეთი 6.2% 7.4% 4 შიდა ქართლი 5.8% 6.9% 5 კახეთი 5.2% 6.2% 6 ქვემო ქართლი 5.2% 6.2% 7 სამცხე ჯავახეთი 5.8% 6.9% 8 გურია 6.2% 7.4% 9 იმერეთი 5.0% 5.9% რაჭა-ლეჩხჰუმი და ქვემო10 სვანეთი 6.2% 7.4%11 სამეგრელო და ზემო სვანეთი 5.2% 6.2% მთელი შერჩევა 1.5% 1.8% 9
  10. 10. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი2. სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულება2.1. ინსტიტუტების (სტრუქტურების) საქმიანობის შეფასებაგამოკითხვა იმეორებს ტრადიციულ სურათს საქართველოში სხვადასხვაინსტიტუტების უკიდურესად დადებითი და უკიდურესად უარყოფითი იმიჯისშესახებ: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ ერთმნიშვნელოვნადდადებითად შეფასებული ინსტიტუტია, ხოლო საქართველოს სასამართლო - ყველაზეუარყოფითად შეფასებული ინსტიტუტი. პოზიტიური შეფასების ველში, მაღალიმაჩვენებლებით, შემდეგი ინსტიტუტების/სტრუქტურების საქმიანობა ექცევა: შინაგანსაქმეთა სამინისტრო, არასამთავრობო სექტორი და თავდაცვის სამინისტრო.უარყოფითი შეფასების ველში (სასამართლოს გარდა) კიდევ ორი სტრუქტურა მოექცა:ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. ჯანდაცვის სამინისტროსსაქმიანობის შეფასების ნეგატიური ფონი განპირობებული უნდა იყოს ჯანდაცვისმრავალწლიანი რეფორმის წარუმატებლობით, რაც თავად ხელისუფლებამაც კი აღიარა.ამასთან, ამ სტრუქტურის მიმართ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ხსნის,აგრეთვე, მწვავე პრობლემათა ჩამონათვალი, რომელშიც ჯანდაცვის სერვისებისხელმიუწვდომლობა პრიორიტეტულ პრობლემათა ხუთეულშია (ამაზე უფროდეტალურად მე-9 თავში იქნება საუბარი).შეფასება განხორციელდა 5 ბალიან სკალაზე (-2-იდან +2-მდე), სადაც სკალის პუნქტები შესაბამებიდაშემდეგ შეფასებებს:-2: ძალზე უარყოფითად-1: უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად0: არც დადებითად, არც უაყოფითად (ნეიტრალურად)+1: უფრო დადბითად, ვიდრე უარყოფითად+2: ძალზე უარყოფითადმაშასადამე, 0-ის ქვემოთ უარყოფითი შეფასების ველია, ხოლო 0-ის ზემოთ - დადებითი შეფასების ველი. 10
  11. 11. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდეტალურად გამოკითხვის შედეგები მოცემულია დიაგრამაზე #1დიაგრამა#1 სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სტრუქტურების საქმიანობის შეფასება (საშუალო მაჩვენებლები 5 ბალიან სკალაზე: –2: “ძალიან უარყოფითი”, +2: “ძალიან დადებითი”) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 1.8 შინაგან საქმეთა სამინისტრო 0.7 არასამთავრობო სექტორი 0.6 თავდაცვის სამინისტრო 0.6 პრეზიდენტის ინსტიტუტი 0.3 ქ. თბილისის მერია 0.3 განათლების სამინისტრო 0.2 საქართველოს მთავრობა 0.2 საქართველოს საინფორმაციო საშუალებები 0.2 საქართველოს პარლამენტი 0.1 საგადასახადო სამსახური 0.1 ქ. თბილისის საკრებულო 0.0 დადებითი საქართველოს პროკურატური 0.1 ჯანდაცვის სამინისტრო 0.1 უარყოფითი საქართველოს სასამართლო 0.12.2. პარლამენტის ქუთაისში გადატანაროგორც დიაგრამა #1-დან ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა პოზიტიურიშეფასების ველში ექცევა, თუმცა, ეს შეფასება (საშუალო მაჩვენებელი: 0.1) არ არისმკვეთრად დადებითი და ძალზე უახლოვდება ნეიტრალურ პუნქტს. შეცვლის თუ არაპარლამენტის მიმართ განწყობებს პრეზიდენტის ინიციატივით მიღებულიგადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით? გამოკითხვააჩვენებს, რომ რესპონდენტები უფრო მეტად უარყოფითად აფასებენ (39%) აღნიშნულგადაწყვეტილებას; ამ პროექტს 27% იწონებს (ამასთან, ერთმნიშვნელოვნად იწონებსმხოლოდ 11%); საკმაოდ მაღალია ნეიტრალურად განწყობილთა ხვედრითი წილი (29%)(იხ. დიაგრამა #2): 11
  12. 12. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#2 როგორ შეაფასებდით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი გადავიდეს ქალაქ ქუთაისში? უფრო უარყოფითად, არც ვიდრე უარყოფითად, დადებითად არც დადებითად 12% 29% ძალზე უარყოფითად 27% უფრო დადებითად, ვიდრე მიჭირს პასუხის ძალზე უარყოფითად გაცემა დადებითად 16% 5% 11%2.3. პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის გაზრდაპარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას (150-დან 190 დეპუტატამდე) მხარს არუჭერს რესპონდენტთა უმრაავლესობა - 53% (ცალსახად ნეგატიური პოზიცია 37%-საქვს). ამ პროექტის მხარდამჭერთა წილი მხოლოდ 13%-ია; სულ მცირე, ყოველი მეოთხერესპონდენტი ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს 1 (იხ. დიაგრამა #3):1 როგორც ცნობილია, პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომპარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება 190 კაცამდე. წინამდებარე სოციოლოგიურიგამოკითხვა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა. ამდენად, პარლამენტის გადაწყვეტილებარესპონდენტთა განწყობების ადეკვატური აღმოჩნდა. 12
  13. 13. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#3 მხარს უჭერთ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 190 კაცამდე ? უფრო არ ვუჭერ ნეიტრალურად მხარს 16% ვარ განწყობილი 27% საერთოდ არ ვუჭერ მხარს 37% მიჭირს პასუხის უფრო ვუჭერ გაცემა მხარს სავსებით ვუჭერ 7% 8% მხარს 5% 13
  14. 14. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი3. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შეფასებაბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას საქართველოსმოსახლეობის (ამომრჩევლების) 56.3% ემხრობა (33.4%–ის პოზიცია ცალსახადპოზიტიურია: „სრულიად ვემხრობი“). ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება 26.7%(13.1%–ის პოზიცია ცალსახად ნეგატიურია: „სრულიად არ ვემხრობი“) (იხ. დიაგრამა#4):დიაგრამა#4 რამდენად ემხრობით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ჩაერთოს პოლიტიკაში? 33.4 22.9 17.0 13.6 13.1 სრულიად ვემხრობი უფრო ვემხრობი, უფრო არ ვემხრობი, სავსებით არ მიჭირს პასუხის ვიდრე არა ვიდრე კი ვემხრობი გაცემასაინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში დადებითადაფასებს 46.2% (კატეგორიული პოზიცია – „ძალზე დადებითად“ – აქვს 24.1%–ს).როგორც ჩანს, ივანიშვილის პირველი ნაბიჯების დადებითად შემფასებელთა ნაწილშივერ მოხვდა რესპონდენტთა დაახლოებით 10%, რომელიც, ზოგადად, ივანიშვილისპოლიტიკაში მოსვლას მიესალმება (ანუ, ამ ნაწილისთვის ივანიშვილის პირველისვლები პოლიტიკაში არ ყოფილა პოლიტიკაში მისი გამოჩენის ეფექტის თანაზომიერი).თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფი იმედგაცრულებულია. ამას 14
  15. 15. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიადასტურებს ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები გადანაწილდნენ ორი პოზიციისფარგლებში: „არც დადებითად, არც უარყოფითად“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“ (იხ.დიაგრამა #5):დიაგრამა#5 როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში? 24.1 22.1 21.4 13.9 10.2 8.3 ძალზე უფრო დადებითად, არც დადებითად, უფრო უარყოფითად, ძალზე მიჭირს პასუხის დადებითად ვიდრე უარყოფითდ არც უარყოფითად ვიდრე დადებითად უარყოფითად გაცემაამომრჩეველთა ამ განწყობას ამაგრებს გამოკითხვის სხვა შედეგი, რომლის თანახმადაცრესპონდენტთა 53.4%–ს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვაახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის (იხ. დიაგრამა #6): 15
  16. 16. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა#6 რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის? პოლიტიკაში, ივანიშვილის სახით, მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას 52.8 უკეთესობისაკენ შეცვლის ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება არ 16.1 შეიცვლება პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო 8.0 გაუარესდება მიჭირს პასუხის გაცემა 23.0 16
  17. 17. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი4. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორებიამომრჩევლები, ძირითადად პოზიტიურად, თუმცა, გარკვეული სიფრთხილითუყურებენ იმ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც ბ. ივანიშვილმა, თავისიინიციატივით, დაიწყო „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“.დაახლოებით 40% ასეთ თანამშრომლობას გამართლებულად მიიჩნევს (თუმცა,პოზიციას – „“სრულიად გამართლებულია“ – 11.4% იზიარებს). ივანიშვილის ასეთიარჩევანი გაუმართლებლად მიაჩნია 30%–ს, ხოლო კიდევ 30.5% უჭირს იმისა შეაფასება,რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა პოლიტიკური პარტნიორები (იხ. დიაგრამა #7)დიაგრამა #7 ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა პოლიტიკური პარტნიორები, ვისთანაც აქტიურად ითანამშრომლებს: თავისუფალი დემოკატები და რესპუბლიკური პარტია. რამდენად გამართლებულია მისი არჩევანი? უფრო არ არის უფრო გამართლებული, გამართლებულია, ვიდრე კი სრულიად ვიდრე არა 19.5% გაუმართლებელია 28.1% 10.5% სრულიად გამართლებულია 11.4% მიჭირს პასუხის გაცემა 30.5%რესპონდენტთა ამ განწყობას ეხმიანება გამოკითხვის სხვა შედეგიც: გამოკითხულთაშედარებით დიდი ნაწილი (41%–44%) მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ და„რესპუბლიკელების“ გასვლა ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ კოალიციას„არც გააძლიერებს და არც დაასუსტებს“. აქვე გასათვალისწინებელია რესპონდენტთადაახლოებით მეხუთედის ჭოჭმანი ამ საკითხში (პასუხი: „მიჭირს ასუხის გაცემა“),აგრეთვე, დაახლოებით მეოთხედის ოპტიმისტური პოზიცია, რომ ამ ორი პარტიისგასვლა კოალიციიდან, ამ კოალიციას დაასუსტებს (იხ. დიაგრამა #8) 17
  18. 18. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდიაგრამა #8 თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გასვლა კოალიციიდან გააძლიერებს თუ დაასუსტებს ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას? თავისუფალი დემოკრატები 13.6 41.4 23.8 21.2 რესპუბლიკური პარტია 11.5 43.6 22.3 22.6 გააძლიერებს არც გააძლიერებს, არც დაასუსტებს დაასუსტებს მიჭირს პასუხის გაცემაამომრჩეველთა ასეთი „ფრთხილი ოპტიმიზმი“ ამ სამი პოლიტიკური ძალისთანამშრომლობის შესახებ გამოწვეული უნდა იყოს ახლო წარსულში შექმნილიოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების („ეროვნული საბჭო“, „პოლიტიკურირვიანი“, „პოლიტიკური ექვსიანი“ და სხვ.) კრახით, თუმცა, დასაწყისში ამპოლიტიკური გაერთიანებების შექმნას საკმაოდ პოზიტიური ფონი და მოლოდინებიახლდა. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თავად იყვნენ ასეთიპოლიტიკური გაერთიანებების წევრები და მათმა ჩართულობამ ვერ უზრუნველყო ამგაერთიანებების წარმატებით ფუნქციონირება. 18
  19. 19. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი5. პარტიული რეიტინგები5.1. ზოგადი სურათიპოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებული სურათი მოწმობს, რომ დღესდღეობითპოლიტიკურ ავანსცენაზე, თითქმის თანაბარი წონით, ორი პარტიული გუნდიდომინირებს: ნაციონალური მოძრაობა (36%) და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურიძალა (32%).სხვა პოლიტიკურ ძალთაგან, ანგარიშგასაწევი (5%–იანი ბარიერის გადალახვისთვალსაზრისით) რეიტინგი მხოლოდ ქრისტიანულ–დემოკრატიულ მოძრაობას აქვს(4.4%). 1%–იან ზღვარს ცდებიან ლეიბორისტული პარტია (1.5%) და თავისუფალიდემოკრატები (1.4%) (იხ. დიაგრამა #9):დიაგრამა#9 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 36.0 ბიძინა ივანიშვილის პარტია 32.0 ქრისტიან-დემოკრატები 4.3 ლეიბორისტული პარტია 1.6 თავისუფალი დემოკრატები 1.5 რესპუბლიკური პარტია 0.8 ახალი მემარჯვენეები 0.6 ეროვნული ფორუმი 0.6 დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო 0.3 ქართული პარტია 0.2 თოფაძე-მრეწველები 0.2 ხალხის პარტია 0.2 საქართველოს დემოკრატიული პარტია 0.1 ქართული დასი 0.1 ეროვნულ-დემ. პარტია 0.1 კონსერვატული პარტია 0.1 საქართველოს გზა 0.1 არცერთს – ყველას გადავხაზავდი 2.2 არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 2.8 უარი პასუხზე 3.4 მიჭირს პასუხის გაცემა 12.8რომელი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილის პარტიასაკუთარი რეიტინგის დიზაინს? 19
  20. 20. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი1. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი შეიქმნა ოპოზიციური ელექტორატისიმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში თანდათან გაუტყდა გული ოპოზიციურპარტიებზე და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირარომელიმე კონოკრეტულ ოპოზიციურ პარტიას; სხვანაირად რომ ითქვას, ესელექტორატი აღარ ან ძნელად ახდენდა საკუთარი პროტესტისინსტიტუციონალიზაციას რომელიმე ფორმალურ პოლიტიკურ დაჯგუფებაში(შესაბამისად, პროტესტს უფრო არაფორმალურ გარემოში – ოჯახში, მეგობრების წრეშიდა სხვ. – გამოხატავდა). ამომრჩეველთა ეს ნაწილი შეკითხვაზე: „ხვალ რომსაპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს?“,ასეთ პოზიციას იკავებდა: „მიჭირს პასუხის გაცემა“ ან „არცერთს“. 2009–10–11 წლებშიჩატარებული კვლევები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ასეთი გაურკვეველი ანფრუსტრირებული ამომრჩევლების ხვედრითი წილი პრატიკულად არასოდეს ყოფილა25-27%–ზე ნაკლები, მოცემულ კვლევაში კი ეს ნაწილი 15%–ია. უნდა ვივარაუდოთ,რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა ცენტრმა პირველ რიგში სწორედ ეს ოპოზიციურიამომრჩეველი მიიზიდა და მოახდინა მათი ხმების ფორმალურიინსტიტუციონალიზაცია.2. ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო,რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე თავის სიმპატიას სხვადასხვა ოპოზიურ პარტიებსუნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა„წაართვა“ ისეთ მეტ–ნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორიცაა: ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი.ქრისტიან–დემოკრატებს ბოლო წლებში სტაბილურად უგროვდებოდათ მხარდაჭერის10–11%, ხოლო ლეიბორისტებს და ეროვნულ ფორუმს ცალ–ცალკე– 5–6%. ეს სულ მცირე20%–იანი მარაგი წარმოდგენილ კვლევაში დასულია 8%–ზე. აშკარაა, რომამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 10-12%–იანი მარაგი ივანიშვილის აქტივშიჩაეწერა.3. ივანიშვილმა შეუტია ნაციონალური მოძრობის ელექტორატსაც. 2011 წლისგაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ნაციონალებისრეიტინგი მერყეობდა 40%–ის ფარგლებში. ახლა ამ რეიტინგმა დაახლოებით 4–6%–ითდაიწია სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგის ხარჯზე. 20
  21. 21. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი5.2. მეორე არჩევანიმეორე რიგის პარტიული რეიტინგები 2 ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა #10):დიაგრამა#10 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში? ბიძინა ივანიშვილის პარტია 12.4 ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 12.2 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8.8 თავისუფალი დემოკრატები 5.7 ლეიბორისტული პარტია 3.5 ეროვნული ფორუმი 2.5 რესპუბლიკური პარტია 2.0 ახალი მემარჯვენეები 1.3 დემ. მოძრაობა – ერთიანი საქართველო 0.9 ქართული პარტია 0.8 თოფაძე-მრეწველები 0.6 ხალხის პარტია 0.5 საქართველოს დემოკრატიული პარტია 0.4 კონსერვატული პარტია 0.2 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 0.1 ქართული დასი 0.1 საქართველოს გზა 0.1 არცერთს – ყველას გადავხაზავდი 7.3 არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 3.5 უარი პასუხზე 5.8 მიჭირს პასუხის გაცემა 31.0მონაცემები აჩვენებს, რომ საკუთარი ამომრჩევლების გაზრდის პოტენცია ყველაზემეტად კვლავ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს, თუმცა, განსხვავებული კონფიგურაციით: ბ.ივანიშვილის პარტია (12.4%), ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (12.2%) დანაციონალური მოძრაობა (8.8%). ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთიელექტორალური „წონის“ აღნიშნული რაოდენობით გაზრდისთვის შეუძლიათიბრძოლონ (ამომრჩეველთა დღევანდელი განწყობებიდან გამომდინარე). „პოტენციურიხმების“ არცთუ უმნიშვნელო მარაგი უგროვდება თავისუფალ დემოკრატებს (5.7%) და2 შეკითხვა დასმული იყო შემდეგნაირად: “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელპოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში?“ 21
  22. 22. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტილეიბორისტულ პარტიას (3.5%): ამ ხმების გათვალისწინებით, მათ უჩნდებათ 5%-იანიბარიერის გადალახვის შანსი.ბ. ივანიშვილის პარტიული რეიტინგის დიზაინის შესახებ ზემოაღნიშნულიმოსაზრებების საფუძვლიანობას ადასტურებს გამოკითხვის მონაცემები იმასთანდაკავშირებით, თუ რა მიმართება არსებობს ივანიშვილის პარტიის პირველ რიგშიამომრჩევლებსა და მეორე რიგში ამომრჩევლებს შორის (იხ. ცახრილი #2):ცხრილი #2 ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? მეორე არჩევანი რომ გქონდეთ, კიდევ ბიძინა ერთიანი ქრისტიან- რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს ივანიშვილის ნაციონალური დემოკრატიული არჩევნებში? პარტია მოძრაობა მოძრაობაახალი მემარჯვენეები 0.3% 0.7% 0.2%ბიძინა ივანიშვილის პარტია 2.4% 0.9%დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი 0.8% 0.1%საქართველოერთიანი ნაციონალური მოძრაობა 3.3% 1.0%ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 0.1% 0.0% 0.0%ეროვნული ფორუმი 1.6% 0.5% 0.0%თავისუფალი დემოკრატები 3.3% 1.4% 0.3%თოფაძე-მრეწველები 0.5% 0.1%თორთლაძე - საქართველოს 0.2% 0.1%დემოკრატიული პარტიაკონსერვატული პარტია 0.0%ლეიბორისტული პარტია 1.8% 0.9% 0.3%რესპუბლიკური პარტია 1.0% 0.4% 0.1%საქართველოს გზა 0.0% 0.0%ქართული პარტია 0.5% 0.2% 0.1%ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 4.3% 6.8%ქართული დასი 0.0% 0.1%ჩვენ თვითონ 0.1%ხალხის პარტია 0.2% 0.1% 0.1%"თეთრები" 0.0%სხვას არცერთს 6.7% 3.5% 0.2%არცერთს – ყველას გადავხაზავდი 2.5% 2.9% 0.1%არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში 0.5% 0.3%უარი პასუხზე 0.6% 1.8% 0.1%მიჭირს პასუხის გაცემა 7.8% 10.0% 0.9%როგორც ცხრილში მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, ივანიშვილის პარტიის პირველრიგში ამომრჩეველი, მეორე რიგში (თუ ამის შესაძლებლობა მიეცა) უფრო მეტადშეაჩერებდა არჩევანს ქრისტიან–დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობის,ლეიბორისტებისა და ეროვნული ფორუმის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომივანიშვილის პარტია რომ არა, ამჟამად მისი მხარდამჭერი რესპონდენტები სწორედ ამ 22

×