1. The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 5
ეკო-ინოვაციის განხორციელების სასტარტო
პირობები
ევროკომისიის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე პასუხისმგებლობას შინაარსზე, რომელიც ასახავს მხოლოდ ავტორისეულ ხედვას და კომისია არ შეიძლება იყოს
პასუხისმგებელი შიგნით მოყვანილი ინფორმაციის რაიმე სახით გამოყენებადობაზე.
3. სწავლის შედეგები
მსმენელი შესძლებს მოიძიოს ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებები
შენობების და ინფრასტრუქტურის (ხელახალი) მშენებლობისთვის,
ინოვაციური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. ინფრასტრუქტურის განვითარება
განმარტება:
ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც პროფესიული ინტერდისციპლინარული
ბიზნეს ფუნქცია, მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების
აღჭურვას მოთხოვნისა და შემოთავაზებული საშუალებებიდან გამომდინარე.
ტერმინი „ინფრასტრუქტურა“, ნიშნავს იმას რაც აშენებული, მოწყობილი ან
შექმნილია ორგანიზაციის გარკვეული მიზნის მისაღწევად.
მაგალითად:
- უძრავი ქონება,
- შენობები,
- ტექნიკური ინფრასტრუქტურა, განათება, ტრანსპორტირება, IT-სერვისები, ავეჯი,
მეურნეობა, მიწის მოწყობა და სხვა სამომხმარებლო სპეციფიური დანადგარები და
ტექნიკა
5. ინფრასტრუქტურის განვითარება
განმარტება: ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარების საერთაშორისო
ასოციაციის მიხედვით (IFMA):
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარება არის ადამიანების მიერ მართული
სამუშაო სივრცისა და პროცესის მოწყობა. ის აერთიანებს ბიზნეს ადმინისტრირების,
არქიტექტურისა და ქცევითი და საინჟინრო მეცნიერებების პრინციპებს.
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის კომპონენტები:
კომუნიკაცია
საგანგებო მდგომარეობისთვის მომზადება და ბიზნესის უწყვეტობა
გარემოს მოვლა და მდგრადობა
სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტი
ადამიანური ფაქტორი
ლიდერობა და სტრატეგია
უძრავი ქონება და საკუთრების მენეჯმენტი
ტექნოლოგია
ოპერაციები და მოწყობის ღონისძიებები
პროექტის მართვა
ხარისხი
7. ინფრასტრუქტურის განვითარება
ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა
ინფრასტრუქტურის მენეჯერები (FMs) განაგებენ ბიზნესის ფუნქციებს.
ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი პრიორიტეტია ადამიანების
კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ინფრასტრუქტურის მენეჯერებ
უწევთ მუშაობა ორ დონეზე :
სტრატეგიულ ტაქტიკური: უთითებს კლიენტებს, დამკვეთებსა და საბოლოო
მომხმარებლებს მათ პოტენციურ გადაწყვეტილებებზე გარემოს, სერვისების,
ხარჯებისა და ბიზნეს რისკებთან დაკავშირებით
ოპერაციული: მომხმარებელთა კორპორატიული და რენტაბელური სამუშაო
გარემოთი უზრუნველყოფა
8. ინფრასტრუქტურის განვითარება
მიზნები: ეს მიზნები მიიღწევა მენეჯმენტით:
გარემო, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება EHS (environment, health and safety)
სახანძრო უსაფრთხოება
დაცვა
მოვლა, ტესტირება და შემოწმება (შენობის მართვა)
დასუფთავება
ოპერატიული მართვა
9. შენობის მართვა
განმარტება:
შენობის მართვა არის დისციპლინა, რომელიც ინფრასტრუქტურის მართვის
ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. მძიმე სერვისები დაკავშირებულია
კონსტრუქციებთან, (ინფრა -) სტრუქტურულ მომსახურებებთან, როგორიცაა
ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემები, ლიფტები და ა.შ., ხოლო
მსუბუქი სერვისები ეხება დასუფთავებას, ლანდშაფტის დაცვას, უსაფრთხოებას
და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებებს.
10. შენობის მართვა
მშენებლობა
როგორც მძიმე აღჭურვილობის ნაწილი მნიშვნელოვანია შენობის მოვლა, ტესტირება და შემოწმება.
შენობის მოვლა მოიცავს ყველა პროფილაქტიკურ, მოვლით და განახლებად სამუშაოებს, რომლებიც
საჭიროა შენობების და მათი კომპონენტების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით. ეს ნამუშევრები
შეიძლება შეიცავდეს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა
- შეღებვა და მოპირკეთება, გალესვა,
- დურგლის სამუშაოები, - შემინვა
- ელექტრო ბა, - კრამიტით გადახურვა,
- წყალგაყვანილობა,
შენობა შეიძლება იყოს დაპროექტებული ისე, რომ მინიმალურად გაჩნდეს მისი განახლების საჭიროება.
11. შენობის მართვა
ეკოლოგიური საკითხები
ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა სფეროში შეიძლება განხორციელდეს ეკო-ინოვაცია,
როგორიცაა:
- ეკოლოგიური მასალების გამოყენება (პლასტმასის ნაცვლად ხის მასალა,
ბუნებრივი მასალა და ა.შ.)
- ეკოლოგიური მეთოდების / ტექნიკის გამოყენება (ნაკლები ემისია, ხმაურის
შერბილება, ხელნაკეთობები ანაკრეფი კომპონენტების ნაცვლად და ა.შ.)
- რესურსების გამოყენება და ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიები (განათება,
გათბობა, შენობის შიდა კლიმატი, ა.შ.)
12. ინფრასტრუქტურის განვითარება
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის კარგი მართვის შედეგად
მივიღებთ:
რესურსების მდგრად მართვას
ნარჩენების მდგრად მართვას
ენერგიის მდგრად მართვას
გადაადგილების მდგრად მართვას
მდგრად და/ან ეკო-სერვისებს