SlideShare a Scribd company logo
1 of 5
სახეობათა წარმოშობა
მარიამ ჭედია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ბაკალავრიატი, I კურსი
სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით თარხნიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2016
სახეობათა წარმოშობა
ინგლისელ ნატურალისტს, ჩარლზ დარვინს ეკუთვნის წიგნი „სახეობათა
წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“, რომელიც 4 თავისგან შედგება და
თითოეულ მათგანში ინდივიდუალური თემაა განხილული.
პირველ თავში საუბარია მოშინაურების დროს ცვალებადობის მიზეზებსა და
ხელოვნურ გადარჩევაზე, სელექციაზე. ადამიანს შეუძლია გამოყვანა
ინდივიდუალური ფორმების ერთი და იგივე სახეობიგან. დარვინი შინაური
ცხოველებისა თუ მცენარეების ნაირსახეობისა თუ ქვენაირსახეობის
განსხვავებულობამ დააფიქრა. მას უკვირდა, რამდენად მრავალფეროვანია
ადამიანის მიერ შექმნილი ჯიშები და საბოლოოდ, დაასკვნა, რომ შინაური
ფრომები მათი წინამორბედებისგან განსხვავებით საკმაოდ განსხვავებულ
სასიცოცხლო პირობებში წარმოიშვნენ. შესაძლოა ცვალებადობა საკვების
ხელმისაწვდოობითაც იყოს განპირობებული. ამასგარდა, უშუალოდ დიდ
გავლენას ახდენსსასიცოცხლო პირორბების ცვლილება ცხოველისა თუ მცენარის
გამრავლებასა და ცვალებადობაზე. ცხოველის მოშინაურება მარტივია, თუმცა
მას ვერ აიძულებ გამრავლდეს შეზღუდულ პირობებში, ამასგარდა, უამრავი
ცხოველია,(მაგ; კურდღელი) რომელსაც რთულ ბუნებრივ პირობებშიც კი
შეუძლია უპრობეოდ გამრავლება. ამგვარად, ცვალებადობის კანონები საკმაოდ
რთულია. ცვალებადობა მემკვიდრეობით გადაეცემა ცოცხალ ორგანიზმებს.
დიდი ალბათობით, მემკვიდრეობა და რევერსია განაზღვრავს შენარჩუნდება თუ
არა ცვლილება. ცხოველთა თუ მცენარეთა ნაირსახეობა უსასრულოა, ხოლო
ცვალებადობა, რომელიც მემკვიდრეობით არ გადადის ყოველგვარ ინტერესს
მოკლებულია.
დარვინისთვის შთამომავლობაში შორეული წინაპრებისათვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლენა, ანუ ატავიზმი, გადაუჭრელ
პრობლემად რჩებოდა, ვინაიდან მან არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მათი
წინაპარი. გამომდინარე აქედან, რთული იყო დასკვნების გამოტანა. თუმცა,
ავტორმა დანამდვილებით იცოდა, ნაირსახეობა გარკვეული დროის
განმავლობაში აუცილებლად იბრუნებს თავისი წინაპრის ზოგიერთ თვისებებს.
მან შინაური მტრედებისმრავალი ჯიში გამოიკვლია და, მიუხედავად იმისა, რომ
მტრედების სხეულის ზოგიერთი ნაწილი ნორმიდან მკვეთრად გადახრილია,
დაასკვნა, რომ მათი წინაპარი გარეული კლდის მტრედია, რომლებიც მისი
გეოგრაფიული ქვესახეობებია.
საბოლოოდ, უამრავი კვლევისა მიუხედავად დარვინი აღნიშნავს, რომ
ცვალებადობა ბევრ უცნობ კანონს ექვემდებარება, დაზუსტებით არც ის ვიცით,
რამდენად მნიშვნელოვანია სასიცოცხლო პირობები ან შესაძლებელია თუ არა
გარკვეული შედეგი მივაწეროთ გავარჯიშებას ან გაუვარჯიშებლობას შინაური
ჯიშების ცვალებადობის წარმოშობისას.
მეორე თავში განხილულია ცვალებადობა ბუნებაში, რა არის სახეობა და
ნაირასეობა. დარვინი ასკვნიდა, რომ შეუძლებელია სახეობები ერთნამეთისგან
დამოუკიდებლად შექმნილიყო, არამედ ისინი წარმოიშვნენ სხვადასხვა
სახეობებიდან, როგორც ნაირასეობები. შესაბამისად, სახეობა საკმაოდ
მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, ხოლო ნაირსახეობა ამ სახეობებთან
ახლოს მდგომი მეორე სახეობაა, იშვიათი და ერთგვაროვანი. მაგალითისთვის,
გალაპაგოსის არქიპელაგზე მცხოვრები ფრინეველები, კონკრეტულად
მთიულები განვიხილოთ. არსებობს საკმაოდ ბუნდოვანი და პირობითი
განსხვავებები, რომელიც, სხვადასხვა კუნძულებზე დასახლებულ, სახეობებსა
და ნაირსახეობებს შორისაა. აგებულებით თითქმის იდენტურნი, შესაძლოა
გვევარაუდა, რომ მათი წინაპრებისგან საერთოდ არ განსვავდებოდნენ, მაგრამ
მთიულების ნისკარტის ფორმა აბსოლიტურად სხვადასხვა გახლდათ. იმ
კუნძულებზე, სადაც არ მოიპოვება მცენარეული საჭმელი, ჩიტებს ვიწრო და
მოკლე ნისკარტი აქვთ, რომელიც მოსახერხებელია მწერებზე ნადირობისას,
ხოლო იმ კუნძულებზე, სადაც ბუჩქნარი და კენკრა მრავლადაა, მათ გააჩნიათ,
მასიური, მსხვილი ნისკარტი. დარვინს მიიჩევდა, რომ მთიულებს ერთიანი
წინაპრები ჰყავდათ, რომლებიც არქიპელაგის განსხვავებულ კუნძულებზე
დასახლდნენ და მათთვის უცხო ბუნებრივი პირობების გამო ჩამოყალიბდა
რამდენიმე განსხვავებული მთიულას ნაირსახეობა.
ამაგრადა, მრავლადაა ე.წ სიმახინჯები, ნებისმიერი ნორმიდან გადახრილი
ორგანიზმი, რომლებიც დროთაგანმავლობაში ნაირასეობაში გადადის. ისინი
სახეობისთვის უსარგებლო და მავნებელია. დარვინისთვის ფორმები,
რომლებსაც მოეპოვებათ კონკრეტული სახეობების ნიშნები და ამავდროულად
სხვა ფორმებსაც ემსგავსებიან ან მათთან დაკავშირებულ შუალედურ რგოლებს,
მნიშვნელოვან შესწავლის საგანს წარმოადგენდა. საბოლოოდ, მან აღმოაჩინა,
რომ შეუძლებელია სახეობა და ნაირსახეობა ისე განვასხვაოთ ერთმანეთისგან,
რომ არ აღმოვაჩინოთ შუალედური დამაკავშირებელი რგოლები. დარვინი
გამოყოფს ცვალებადობის ორ სახეს,ჯგუფურსა დაინდივიდუალურს.ჯგუფური
ცვალებადობა მემკვიდრეობით არ გადადის, ხოლო ინდივიდუალური პირიქით.
შესაბამისად, სწორედ ინდივიდუალურ ცვალებადობას ეყრდნობა ევოლუციის
პროცესი.
მესამე თავში განხილულია „ბრძოლა არსებობისთვის“. აღსანიშნავია, რომ
ჩარლზე ზეგავლენა ბრიტანელი ბერის, თომას მალთუსის ესემ მოახდინა,
რომლის მიხედვით დედამიწაზე ადამიანთა რიცხოვნობა გეომეტრიული
პროგრესიით იზრდება, თუ ის არ იზღუდება გარკვეული რესურსით, საკვების
უქონლობით ან სხვა მიზეზით. მალთუსი ასკვნიდა, რომ ადამიანების დიდი
რაოდენობა, ეპიდემიების, შიმშილისა და უამრავი პრობლემის გამო, ვერ
ტოვებდა შთამომავლობას. ამიტომ დედამიწა არაა ჭარბად დასახლებული.
დარვინმა ბერის ლოგიკა სხვა ცოცხალ არსებებზეც გადაიტანა. გამომდინარე
იქიდან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან გეომეტრიული პროგრესიით
და ისინი ყოველთვის მიისწრაფვიან მატებისკენ იქმნება სიტუაცია, რომელსაც
დარვინმა უწოდა „ბრძოლა არსებობისთვის“. არა პირდაპირი გაგებით ბრძოლა,
არამედ საჭიროა წარმოვიდგინოთ, რომ ორგანიზმს მუდამ აკლია საკვები,
უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი პირობები
და ა.შ. ამასგარდა, ორგანიზმი უნდა აერიდოს თავის პარაზიტ, მტაცებელ მტერს.
წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა ვერ დაიტევდაცოცხალ არსებებს. ამგვარად,
ორგანული არსებები ჩაბმულნი არიან ერთგვარ კონკურენციაში. მაგალითად,
ჩიტები მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან. ამრიგად, ისინი ანადგურებენ
სხვა სიცოცხლეს, ხოლო მტაცებელი ცხოველებისა თუ პრინველების სამიზნე
ჩიტები და მათი კვერცხები ხდებიან.
შესაბამისად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ცოცხალი
ორგანიზმის სტრუქტურა ფარულად უკავშირდება არსებების სტრუქტურას,
რომლებთანაც იგი საკვებისა და საცხოვრებელი ადგილის მოპოვებისთვის
ბრძოლაში სისტემატურად ებმება, ან თუნდაც გაურბის, ან მათზე თვითონ
ნადირობს.
მეოთხე თავში საუბარია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. ის ინდივიდები,
რომელთა ნიშნები ადგილობრივ პირობებს უკეთესად ეგუება, ტოვებენ უფრო
მეტ შთამომავალს. მაგალითად, ცხოველი, რომელსაც აქვს გრძელი ფეხი და
განსხვავებული შეფერილობა, შესაძლოა, კონკრეტულ გარემოში, უფრო დიდი
ალბათობით გადარჩეს, ვიდრე მისი თანამოძმე, იმავე მშობლების ნაშიერი,
რომელსაც ეს ნიშნები ნაკლებად გამოხატული აქვს. ამასგარდა, ერთი და იმავე
გვარის სახობებს, როდესაც ჩვევები, აგებულება და აღნაგობაც თითქმის მსგავსი
აქვთ, მათ შორის ბრძოლა გადარჩენისთვის გაცილებით დაუნდობელია. თუ აშშ-
ს ტერიტორიაზე მერცხლის ერთ-ერთმა სახეობამ იმატა, შესაბამისად, ამ
პროცესმა სხვა სახეობის კლება გამოიწვია. არსებობს მოსაზრება, რომლსი
მიხედვითაც განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ვირთხის ერთი სახეობა
მეორეს ენაცვლება.
ბუნებრივი გადარჩევის ხელშემწყობი პირობები ცვლილებათა სიმრავლეა,
ხოლო დამაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა შეჯვარება მივიჩნიოთ.ამასგარდა,
დომინანტური ორგანიზმების მემკვიდრეობითი თვისებები უფრო ხშირად
გადაეცემა შთამოავლობას, ვიდრე ნაკლებად შეგუებული ინდივიდების.
მემკვიდრეობითობის კანონის შედეგად ორგანიზმთა მომავალი თაობაც ატარებს
თვისებებს, რომლებმაც გაამარჯვებინეს არსებობისათვის ბრძოლაში. შედეგად,
თაობების განმავლობაში, თანდათან სახეობა იცვლება, სახეობიდან
შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული განვითარდეს და რაც მთავარია ხდება
პროცესი, რომელსაც დარვინმა დივერგენცია უწოდა, ანუ ერთი და იმავე
წინაპარი სახეობიდან ორი ან მეტი შთამომავალის განვითარება.

More Related Content

Similar to Doc2

ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველებიtoidzemelano
 
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1ესმანურ ხათუნი
 
ფუტკარი
ფუტკარიფუტკარი
ფუტკარიNatia Gvilia
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველებიzazuka1717
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველებიzazuka1717
 
საქართველო
საქართველოსაქართველო
საქართველოNatia Gvilia
 
Gadashenebis piras myopi cxovelebi
Gadashenebis piras myopi cxovelebiGadashenebis piras myopi cxovelebi
Gadashenebis piras myopi cxovelebiNatia Gvilia
 
ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველებიNatia Gvilia
 
საქართველოში გადაშენების
საქართველოში გადაშენებისსაქართველოში გადაშენების
საქართველოში გადაშენებისNatia Gvilia
 
მწერების დახასიათება
მწერების დახასიათებამწერების დახასიათება
მწერების დახასიათებაmziabordzikuli
 
Wwf Peter Lobzhanidze
Wwf  Peter LobzhanidzeWwf  Peter Lobzhanidze
Wwf Peter LobzhanidzeKeti Papava
 
Wri Wina Da Wian Wvela Slaidebi
Wri Wina Da Wian Wvela SlaidebiWri Wina Da Wian Wvela Slaidebi
Wri Wina Da Wian Wvela Slaidebinino kilasonia
 

Similar to Doc2 (19)

ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველები
 
Sasargeblo da mavne mwerebi
Sasargeblo da  mavne mwerebiSasargeblo da  mavne mwerebi
Sasargeblo da mavne mwerebi
 
Biomravalferovneba
BiomravalferovnebaBiomravalferovneba
Biomravalferovneba
 
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1
საბავშვო ჟურნალი ფერადი ბუშტები N1
 
ფუტკარი
ფუტკარიფუტკარი
ფუტკარი
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველები
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველები
 
საქართველო
საქართველოსაქართველო
საქართველო
 
Sheguebuloba
SheguebulobaSheguebuloba
Sheguebuloba
 
Gadashenebis piras myopi cxovelebi
Gadashenebis piras myopi cxovelebiGadashenebis piras myopi cxovelebi
Gadashenebis piras myopi cxovelebi
 
ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველები
 
საქართველოში გადაშენების
საქართველოში გადაშენებისსაქართველოში გადაშენების
საქართველოში გადაშენების
 
მწერები
მწერებიმწერები
მწერები
 
მწერების დახასიათება
მწერების დახასიათებამწერების დახასიათება
მწერების დახასიათება
 
ჭიანჭველები
ჭიანჭველებიჭიანჭველები
ჭიანჭველები
 
მ წ ე რ ე ბ ი
მ  წ  ე  რ  ე  ბ  იმ  წ  ე  რ  ე  ბ  ი
მ წ ე რ ე ბ ი
 
Wwf Peter Lobzhanidze
Wwf  Peter LobzhanidzeWwf  Peter Lobzhanidze
Wwf Peter Lobzhanidze
 
Mwerebi2
Mwerebi2Mwerebi2
Mwerebi2
 
Wri Wina Da Wian Wvela Slaidebi
Wri Wina Da Wian Wvela SlaidebiWri Wina Da Wian Wvela Slaidebi
Wri Wina Da Wian Wvela Slaidebi
 

More from Chedia Mariam

პლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეპლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეChedia Mariam
 
სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი Chedia Mariam
 
ვასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკივასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკიChedia Mariam
 
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...Chedia Mariam
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუიChedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი Chedia Mariam
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკიChedia Mariam
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიChedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი Chedia Mariam
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,Chedia Mariam
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაChedia Mariam
 
Permanent revolution
Permanent revolutionPermanent revolution
Permanent revolutionChedia Mariam
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)Chedia Mariam
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიChedia Mariam
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriChedia Mariam
 

More from Chedia Mariam (20)

პლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეპლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდე
 
სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი
 
ვასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკივასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკი
 
Kubism
KubismKubism
Kubism
 
Fluxus
FluxusFluxus
Fluxus
 
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკი
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგია
 
Permanent revolution
Permanent revolutionPermanent revolution
Permanent revolution
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
 
კონ1
კონ1კონ1
კონ1
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuri
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 

Doc2

  • 1. სახეობათა წარმოშობა მარიამ ჭედია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ბაკალავრიატი, I კურსი სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით თარხნიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2016
  • 2. სახეობათა წარმოშობა ინგლისელ ნატურალისტს, ჩარლზ დარვინს ეკუთვნის წიგნი „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“, რომელიც 4 თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში ინდივიდუალური თემაა განხილული. პირველ თავში საუბარია მოშინაურების დროს ცვალებადობის მიზეზებსა და ხელოვნურ გადარჩევაზე, სელექციაზე. ადამიანს შეუძლია გამოყვანა ინდივიდუალური ფორმების ერთი და იგივე სახეობიგან. დარვინი შინაური ცხოველებისა თუ მცენარეების ნაირსახეობისა თუ ქვენაირსახეობის განსხვავებულობამ დააფიქრა. მას უკვირდა, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანის მიერ შექმნილი ჯიშები და საბოლოოდ, დაასკვნა, რომ შინაური ფრომები მათი წინამორბედებისგან განსხვავებით საკმაოდ განსხვავებულ სასიცოცხლო პირობებში წარმოიშვნენ. შესაძლოა ცვალებადობა საკვების ხელმისაწვდოობითაც იყოს განპირობებული. ამასგარდა, უშუალოდ დიდ გავლენას ახდენსსასიცოცხლო პირორბების ცვლილება ცხოველისა თუ მცენარის გამრავლებასა და ცვალებადობაზე. ცხოველის მოშინაურება მარტივია, თუმცა მას ვერ აიძულებ გამრავლდეს შეზღუდულ პირობებში, ამასგარდა, უამრავი ცხოველია,(მაგ; კურდღელი) რომელსაც რთულ ბუნებრივ პირობებშიც კი შეუძლია უპრობეოდ გამრავლება. ამგვარად, ცვალებადობის კანონები საკმაოდ რთულია. ცვალებადობა მემკვიდრეობით გადაეცემა ცოცხალ ორგანიზმებს. დიდი ალბათობით, მემკვიდრეობა და რევერსია განაზღვრავს შენარჩუნდება თუ არა ცვლილება. ცხოველთა თუ მცენარეთა ნაირსახეობა უსასრულოა, ხოლო ცვალებადობა, რომელიც მემკვიდრეობით არ გადადის ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია. დარვინისთვის შთამომავლობაში შორეული წინაპრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლენა, ანუ ატავიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, ვინაიდან მან არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მათი წინაპარი. გამომდინარე აქედან, რთული იყო დასკვნების გამოტანა. თუმცა, ავტორმა დანამდვილებით იცოდა, ნაირსახეობა გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად იბრუნებს თავისი წინაპრის ზოგიერთ თვისებებს. მან შინაური მტრედებისმრავალი ჯიში გამოიკვლია და, მიუხედავად იმისა, რომ
  • 3. მტრედების სხეულის ზოგიერთი ნაწილი ნორმიდან მკვეთრად გადახრილია, დაასკვნა, რომ მათი წინაპარი გარეული კლდის მტრედია, რომლებიც მისი გეოგრაფიული ქვესახეობებია. საბოლოოდ, უამრავი კვლევისა მიუხედავად დარვინი აღნიშნავს, რომ ცვალებადობა ბევრ უცნობ კანონს ექვემდებარება, დაზუსტებით არც ის ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სასიცოცხლო პირობები ან შესაძლებელია თუ არა გარკვეული შედეგი მივაწეროთ გავარჯიშებას ან გაუვარჯიშებლობას შინაური ჯიშების ცვალებადობის წარმოშობისას. მეორე თავში განხილულია ცვალებადობა ბუნებაში, რა არის სახეობა და ნაირასეობა. დარვინი ასკვნიდა, რომ შეუძლებელია სახეობები ერთნამეთისგან დამოუკიდებლად შექმნილიყო, არამედ ისინი წარმოიშვნენ სხვადასხვა სახეობებიდან, როგორც ნაირასეობები. შესაბამისად, სახეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, ხოლო ნაირსახეობა ამ სახეობებთან ახლოს მდგომი მეორე სახეობაა, იშვიათი და ერთგვაროვანი. მაგალითისთვის, გალაპაგოსის არქიპელაგზე მცხოვრები ფრინეველები, კონკრეტულად მთიულები განვიხილოთ. არსებობს საკმაოდ ბუნდოვანი და პირობითი განსხვავებები, რომელიც, სხვადასხვა კუნძულებზე დასახლებულ, სახეობებსა და ნაირსახეობებს შორისაა. აგებულებით თითქმის იდენტურნი, შესაძლოა გვევარაუდა, რომ მათი წინაპრებისგან საერთოდ არ განსვავდებოდნენ, მაგრამ მთიულების ნისკარტის ფორმა აბსოლიტურად სხვადასხვა გახლდათ. იმ კუნძულებზე, სადაც არ მოიპოვება მცენარეული საჭმელი, ჩიტებს ვიწრო და მოკლე ნისკარტი აქვთ, რომელიც მოსახერხებელია მწერებზე ნადირობისას, ხოლო იმ კუნძულებზე, სადაც ბუჩქნარი და კენკრა მრავლადაა, მათ გააჩნიათ, მასიური, მსხვილი ნისკარტი. დარვინს მიიჩევდა, რომ მთიულებს ერთიანი წინაპრები ჰყავდათ, რომლებიც არქიპელაგის განსხვავებულ კუნძულებზე დასახლდნენ და მათთვის უცხო ბუნებრივი პირობების გამო ჩამოყალიბდა რამდენიმე განსხვავებული მთიულას ნაირსახეობა. ამაგრადა, მრავლადაა ე.წ სიმახინჯები, ნებისმიერი ნორმიდან გადახრილი ორგანიზმი, რომლებიც დროთაგანმავლობაში ნაირასეობაში გადადის. ისინი სახეობისთვის უსარგებლო და მავნებელია. დარვინისთვის ფორმები,
  • 4. რომლებსაც მოეპოვებათ კონკრეტული სახეობების ნიშნები და ამავდროულად სხვა ფორმებსაც ემსგავსებიან ან მათთან დაკავშირებულ შუალედურ რგოლებს, მნიშვნელოვან შესწავლის საგანს წარმოადგენდა. საბოლოოდ, მან აღმოაჩინა, რომ შეუძლებელია სახეობა და ნაირსახეობა ისე განვასხვაოთ ერთმანეთისგან, რომ არ აღმოვაჩინოთ შუალედური დამაკავშირებელი რგოლები. დარვინი გამოყოფს ცვალებადობის ორ სახეს,ჯგუფურსა დაინდივიდუალურს.ჯგუფური ცვალებადობა მემკვიდრეობით არ გადადის, ხოლო ინდივიდუალური პირიქით. შესაბამისად, სწორედ ინდივიდუალურ ცვალებადობას ეყრდნობა ევოლუციის პროცესი. მესამე თავში განხილულია „ბრძოლა არსებობისთვის“. აღსანიშნავია, რომ ჩარლზე ზეგავლენა ბრიტანელი ბერის, თომას მალთუსის ესემ მოახდინა, რომლის მიხედვით დედამიწაზე ადამიანთა რიცხოვნობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუ ის არ იზღუდება გარკვეული რესურსით, საკვების უქონლობით ან სხვა მიზეზით. მალთუსი ასკვნიდა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა, ეპიდემიების, შიმშილისა და უამრავი პრობლემის გამო, ვერ ტოვებდა შთამომავლობას. ამიტომ დედამიწა არაა ჭარბად დასახლებული. დარვინმა ბერის ლოგიკა სხვა ცოცხალ არსებებზეც გადაიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან გეომეტრიული პროგრესიით და ისინი ყოველთვის მიისწრაფვიან მატებისკენ იქმნება სიტუაცია, რომელსაც დარვინმა უწოდა „ბრძოლა არსებობისთვის“. არა პირდაპირი გაგებით ბრძოლა, არამედ საჭიროა წარმოვიდგინოთ, რომ ორგანიზმს მუდამ აკლია საკვები, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი პირობები და ა.შ. ამასგარდა, ორგანიზმი უნდა აერიდოს თავის პარაზიტ, მტაცებელ მტერს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა ვერ დაიტევდაცოცხალ არსებებს. ამგვარად, ორგანული არსებები ჩაბმულნი არიან ერთგვარ კონკურენციაში. მაგალითად, ჩიტები მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან. ამრიგად, ისინი ანადგურებენ სხვა სიცოცხლეს, ხოლო მტაცებელი ცხოველებისა თუ პრინველების სამიზნე ჩიტები და მათი კვერცხები ხდებიან. შესაბამისად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურა ფარულად უკავშირდება არსებების სტრუქტურას,
  • 5. რომლებთანაც იგი საკვებისა და საცხოვრებელი ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში სისტემატურად ებმება, ან თუნდაც გაურბის, ან მათზე თვითონ ნადირობს. მეოთხე თავში საუბარია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. ის ინდივიდები, რომელთა ნიშნები ადგილობრივ პირობებს უკეთესად ეგუება, ტოვებენ უფრო მეტ შთამომავალს. მაგალითად, ცხოველი, რომელსაც აქვს გრძელი ფეხი და განსხვავებული შეფერილობა, შესაძლოა, კონკრეტულ გარემოში, უფრო დიდი ალბათობით გადარჩეს, ვიდრე მისი თანამოძმე, იმავე მშობლების ნაშიერი, რომელსაც ეს ნიშნები ნაკლებად გამოხატული აქვს. ამასგარდა, ერთი და იმავე გვარის სახობებს, როდესაც ჩვევები, აგებულება და აღნაგობაც თითქმის მსგავსი აქვთ, მათ შორის ბრძოლა გადარჩენისთვის გაცილებით დაუნდობელია. თუ აშშ- ს ტერიტორიაზე მერცხლის ერთ-ერთმა სახეობამ იმატა, შესაბამისად, ამ პროცესმა სხვა სახეობის კლება გამოიწვია. არსებობს მოსაზრება, რომლსი მიხედვითაც განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ვირთხის ერთი სახეობა მეორეს ენაცვლება. ბუნებრივი გადარჩევის ხელშემწყობი პირობები ცვლილებათა სიმრავლეა, ხოლო დამაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა შეჯვარება მივიჩნიოთ.ამასგარდა, დომინანტური ორგანიზმების მემკვიდრეობითი თვისებები უფრო ხშირად გადაეცემა შთამოავლობას, ვიდრე ნაკლებად შეგუებული ინდივიდების. მემკვიდრეობითობის კანონის შედეგად ორგანიზმთა მომავალი თაობაც ატარებს თვისებებს, რომლებმაც გაამარჯვებინეს არსებობისათვის ბრძოლაში. შედეგად, თაობების განმავლობაში, თანდათან სახეობა იცვლება, სახეობიდან შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული განვითარდეს და რაც მთავარია ხდება პროცესი, რომელსაც დარვინმა დივერგენცია უწოდა, ანუ ერთი და იმავე წინაპარი სახეობიდან ორი ან მეტი შთამომავალის განვითარება.