SlideShare a Scribd company logo
1 of 12
შუალედური გამოცდა I
მარიამ ჭედია
კურსის ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კუბიზმი
Kubism
პაბლო პიკასო. ავინონის გოგონები, 1907
PABLO PICASSO. Flickorna från Avignon, 1907
კუბიზმი
უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება ბურჟუაზიულ სახვით
ხელოვნებაში, რომელიც რეალური სამყაროს საგნების გამოხატულებას ცვლიდა
გეომეტრიული ფიგურების (კუბის,
კონუსის და მისთ.) კომბინაციებით.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები
დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა
აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში —
ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის
ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს
მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა
წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა
კონტექსტში. ხშირად ზედაპირების
გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ
ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ
გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები
ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის,
დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი, მკაფიოდ
განსაზღვრული, მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების
მიმდინარეობა, რომელიც საფრანგეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და
ევროპული მხატვრობის რევოლუციის ძირითადი მაპროვოცირებელი მიზეზი
გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების
მექას წარმოადგენდა. იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და
ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით,
ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ.
ამ იდეით განსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) და
ჟორჟ ბრაკი (George Braque) 1907 წელსგაიცნობენ ერთმანეთს.1908წლისთვისმათ
უკვე ერთობლივად, ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა, სადაც ცდილობდნენ
ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი და ერთმანეთისთვის
გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. შესაბამისად, მათი ნამუშევრები
თითქმის იდენტურია.
კუბიზმის დაბადების თარიღად 1908 წელია
მიჩნეული. პიკასოს და ბრაკის ერთობლივმა
მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის
დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა.
მათი ხედვა შემდეგში მდგომარეობდა:
კუბისტურ ნამუშევრებში, ობიექტი
დაშლილია და ხელახლაა აწყობილი
აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე
კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან
ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად
ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის
სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები
ერთმანეთში ირევა. რაც არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის
დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ
განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა.
ტერმინი კუბიზმი(ფრანგ cubisme) ფრანგმა
ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა
დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის
ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური
კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად
დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს
ის კარგა ხანს არ გამოუყენებია.
კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის
პირველი დეკადენტის მხატვრებზე. პიკასოს და
ბრაკის მიერ შექმნილ სტილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამიტომ მათ
პიკასოს სკოლას უწოდებენ.
კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა
თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო
დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910
წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ
მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას”.
მე-20 საუკუნის კუბისტი მხატვრები:
Guillaume Apollinaire
გიიომ აპოლინერი
Robert Delaunay
Saint-Séverin, 1909-10
Marcel Duchamp
Sad Young Man on a Train, 1911–12
Raymond Duchamp-Villion
La Maison Cubiste (Cubist House) atthe
Salon d'Automne, 1912
Diego Rivera
დიეგო რივერა
Maternidad, Angelina y el niño Diego (Motherhood,
Angelina and the Child Diego), 1916
Marie VorobieffLouis Marcoussis
Roger de la Fresnaye
Nu debout de face, 1910–11
კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე,
რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას,
როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.
პაბლო რუის ი პიკასო
მე რომ ჯარში წავსულიყავი, გავხდებოდი გენერალი. მაგრამ მე წავედი ხელოვნებაში და გავხდი
პიკასო
ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი
ყველაზე გამოჩენილი ფიგურა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გენიოსის შემოქმედება
ყველას არ მოსწონს, თუმცა ნიჭს ვერსად გავექცევით. პიკასოს
მოწინააღმდეგეებიც კი პატივს სცემდნენ მის შესაძლებლობებს.
პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე
პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა
ტრინიდად რუიზ ი პიკასო.
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად
იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება
მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები,
რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის
გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს,
მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და
ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში
პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და
სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია
ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან
ახლო გაცნობასთან ერთად.
აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების
ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის
დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან
ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ
ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ
პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების
გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი
შემთხვევა.
Analytical cubism
Pablo Picasso. Portrait of Wilhelm Uhde,1910
უნდა აღინიშნოს, რომ პიკასომ სახელი მხატვრობაში
გაითქვა, თუმა ამასთან პიკასო მუშაობდა სკულპტურებზე,
კერამიკაზე, გრაფიკაზე. ასევე, შექმნა დეკორაციები და
კოსტიუმები საბალეტო დადგმებისთვის. ის წერდა ლექსებს
და ორი პიესის ავტორიც გახლავთ.
ქანდაკება “ჩიკაგო პიკასო”,რომელიც თვითონგააკეთა1967 წელს
მე მუდამ ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება, რათა ვისწავლო
ახლადდაბადებული პიკასო სიგარის ბოლმა
გადაარჩინა
მშობიარობა რთული იყო. პიკასო იმდენად სუსტი დაიბადა, რომ ცოცხლადაც არ
თვლიდნენ. მედდამ დატოვა ბავშვი და წავიდა დედასთან ცუდი ამბის
შესატყობინებლად. ბავშვი იღბალმა იხსნა – მისი ბიძა, დონ სალვადორი, ეწეოდა
სიგარას და პატარას დანახვისთანავე კვამლი სახეში შეაბოლა. ამან იმოქმედა და
ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეს ფაქტი რომ არა, პიკასო ალბათ ვერც იცოცხლებდა.
პირველი სიტყვა იყო ფანქარი
მე შემეძლოხატვა რაფაელივით,ამისნაცვლად კი მთელიცხოვრება დავხარჯე იმაში,რომ მესწავლა
ხატვა ბავშვივით.
პატარა პიკასომ ხატვა ლაპარაკზე ადრე ისწავლა, მისი პირველი სიტყვა იყო
“ფანქარი”. როცა მას შეუსრულდა 7 წელი, მამა, მხატვარი და ხელოვნების
პროფესორი, ხატვას ასწავლიდა. მან მალევე შეამჩნია, რომ შვილი ჯობნიდა
ხატვაში და პირობა დადო, რომ ამ საქმიანობაზე უარს იტყოდა. ბარსელონის
სამხატვრო სკოლის გამოცდები პიკასომ ერთ დღეში ჩააბარა, როცა სხვები ამას
თვეს ანდომებდნენ.
ოსტატობის საიდუმლო
ერთხელ, ადგილობრივ ბაზარში პიკასოსთან მივიდა ქალბატონი და გაუწოდა
ქაღალდის ფურცელი.
– ბატონო პიკასო, - თქვა ანერვიულებულად, - მე თქვენი უდიდესი
თაყვანისმცემელი ვარ. ხომ ვერ დახატავდით რამეს ჩემთვის?
პიკასო სიამოვნებით დათანხმდა. ფურცელზე რაღაც დახატა, უკან გაუწოდა და
უთხრა: – ეს ეღირება მილიონი დოლარი.
– კი მაგრამ, ბატონო პიკასო, თქვენ დახარჯეთ სულ რაღაც 30 წამი, რათა
დაგეხატათ ეს მინიატურული შედევრი!
– კეთილო ქალბატონო, მე დავხარჯე 30 წელი, რათა დამეხატა ეს შედევრი 30
წამში.
ჟორჟ ბრაკი
ის პიკასაოს შემდგომ ამ ჟანრში ყველაზე გამორჩეულ მხატვრად ითვლება. მისი
შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მიმზიდველი ფორმებით და
ფერებით. ახლებური ხედვით და რევოლუციური პრინციპებით შუქ ჩრდილთან
მიმართებაში.
The Viaduct at L'Estaque (Le Viaduc de l'Estaque), 1907-08
ბრაკი პიკასოსგან განსხვავებით ეროვნებით ფრანგი გახლდათ. ის 1882 წლის 13 მაისს
პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა დეკორატორი იყო. თავად ბრაკიც კარგად
ფლობდა ამ ხელობას იგი ერთხანს დეკორატორადაც მუშაობდა.
1902-1904 წლებში ბრაკი პარიზის ჰუმბორტის აკადემიაში სახვით ხელოვნებასა და
სკულპტუსაზე მუშაობას ეუფლება.
ბრაკის შემოქმედებაში ერთდროულად მრავალი სტილი და მიმდინარეობა იყრის
თავს. ის მუდმივ შემოქმედებით ძიებაში იყო და მიილტვოდა ახლისკენ. მისი
თავდაპირველი შემოქმედება იმპრესიონისტული ხედვით გამოირჩევა..
მას შემდეგ რაც მან ჰენრი მატისისა და ანდრე დირეინის შემოქმედება იხილარაღაც
ახლის მისეულის შექმნის იდეა გაუჩნდა.
1906 წლის მარტი/აპრილში Salon de societe des Artistes inde Pendants-შიბრაკის პირველი
გამოფენა იხსნება. სადაც მან შვიდი ნამუშევარი გამოფინა.
La Roche-Guyon, le château (The Castle at Roche-
Guyon), 1909
ბრაკის შემოქმედებაში 1908-1913 წლებში
ჭარბობს გეომეტრიული,
სიმეტრიული ფიგურები. მან ფიგურის შუქ
ჩრდილთა განათების ახლებური ხედვა
შეიმუშავა.
1909 წელს იგი პიკასოსთან ერთად იწყებს ახალ
მხატვრულ მიმდინარეობაზე მუშაობას. მათ
ინოვაცია შეიტანეს მხატვრობაში.ისინი
იყენებდნენ მონოქრონულ ფერთა გამას და წახნაგოვან ფორმებს ხატავდნენ. მისი
შემოქმედების ეს პერიოდი ანალიტიკური კუბიზმის სახელით არის ცნობილი.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრაკი საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს.
ამით დასრულდა მისი და პაბლო პიკასოს შემოქმედებითი თანამშრომლობა,
ომის შემდგომ მან მარტომ განაგრძო მუშაობა. მან კვლავ დაიწყო ადამიანის
ფიგურების ხატვა. მის შემოქმედებაში სურიალისტური ნახატებიც გამოჩნდა.
ჟორჟ ბრაკის შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.
იგი 1963 წელს პარიზში გარდაიცვალა.
კუბიზმი არქიტექტურაში
კუბისტური შენობა პრაღაში
Architecture Josef Chochol (1880–1956)
პირდაპირი კავშირი კუბისტურ
ხელოვნებასა და კუბისტურ
არქიტექტურას შორის არ
არსებობს.
თუმცა, ორივე მათგანს მსგავსი
დამახასიათებელი გეომეტრიული
ფორმები აერთიანებს. როგორც
უკვე ვახსენეთ, კუბისტი
მხატვრები აბსტრაქტულ
ობიექტებს ხატავენ, რომელიც
ისევ და ისევ გეომეტრიულ
ფიგურებში იკვეთება.
შესაბამისად, ხშირად კუბისტური
შენობები კუბისტურ პრინციპებს
ეფუძნება. ის შეიძლება მრავალი ფიგურის ნაზავი ან მხოლოდ ერთი დიდი
გეომეტრიული კონსტრუქცია იყოს.
რასაკვირველია, თითოეულ კუბისტურ ნაგებობას აქვს თავისი განკუთვნილი
დიზაინი, ძირითადად მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის. ამგვარი
არქიტექტურული შენობისთვის სიმარტივე მნიშვნელოვანი დამახასათებელია.
შენობებს აქვთ მკვეთრი, სუფთად გამოკვეთილი ხაზები.
კუბისტური შენობები ხშირად მიზნად ისახავს იყოს წარმოებული, როგორც ასაწყობი
ნაგებობება. ფანჯრები, როგორც წესი, კუბის ან მართკუთხა ფორმის არის.
დომინირებს დახვეწილი ფერები. ძირითადად ერთი ან ორი ფერი, რომელიც სადა
დიზაინს ხაზს უსვამს.
RaymondDuchamp-Villon,1912, Projetd'hôtel,Maquette
de la façade de la Maison Cubiste (Cubist House),
reproduced in Les Peintres Cubistes, 1913

More Related Content

Viewers also liked

Viewers also liked (6)

BROCHURA_GIBIS_EN
BROCHURA_GIBIS_ENBROCHURA_GIBIS_EN
BROCHURA_GIBIS_EN
 
Game Summary HOU vs. OAK
Game Summary HOU vs. OAKGame Summary HOU vs. OAK
Game Summary HOU vs. OAK
 
My Resume original
My Resume originalMy Resume original
My Resume original
 
Platform categories. emer
Platform categories. emerPlatform categories. emer
Platform categories. emer
 
Tema 1: Sistemas operativos
Tema 1: Sistemas operativosTema 1: Sistemas operativos
Tema 1: Sistemas operativos
 
Gerencia de proyectos.
Gerencia de proyectos.Gerencia de proyectos.
Gerencia de proyectos.
 

More from Chedia Mariam

პლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეპლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეChedia Mariam
 
სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი Chedia Mariam
 
ვასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკივასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკიChedia Mariam
 
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...Chedia Mariam
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუიChedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი Chedia Mariam
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკიChedia Mariam
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიChedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი Chedia Mariam
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,Chedia Mariam
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაChedia Mariam
 
Permanent revolution
Permanent revolutionPermanent revolution
Permanent revolutionChedia Mariam
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)Chedia Mariam
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიChedia Mariam
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriChedia Mariam
 

More from Chedia Mariam (20)

პლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდეპლატონი - პარმენიდე
პლატონი - პარმენიდე
 
სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი სოლ ლევიტი
სოლ ლევიტი
 
ვასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკივასილი კანდინსკი
ვასილი კანდინსკი
 
Fluxus
FluxusFluxus
Fluxus
 
Doc2
Doc2Doc2
Doc2
 
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკი
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგია
 
Permanent revolution
Permanent revolutionPermanent revolution
Permanent revolution
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
 
კონ1
კონ1კონ1
კონ1
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuri
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 

Kubism

  • 1. შუალედური გამოცდა I მარიამ ჭედია კურსის ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კუბიზმი Kubism პაბლო პიკასო. ავინონის გოგონები, 1907 PABLO PICASSO. Flickorna från Avignon, 1907
  • 2. კუბიზმი უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება ბურჟუაზიულ სახვით ხელოვნებაში, რომელიც რეალური სამყაროს საგნების გამოხატულებას ცვლიდა გეომეტრიული ფიგურების (კუბის, კონუსის და მისთ.) კომბინაციებით. კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი, მკაფიოდ განსაზღვრული, მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც საფრანგეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და ევროპული მხატვრობის რევოლუციის ძირითადი მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების მექას წარმოადგენდა. იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით, ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ. ამ იდეით განსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) და ჟორჟ ბრაკი (George Braque) 1907 წელსგაიცნობენ ერთმანეთს.1908წლისთვისმათ უკვე ერთობლივად, ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა, სადაც ცდილობდნენ
  • 3. ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. შესაბამისად, მათი ნამუშევრები თითქმის იდენტურია. კუბიზმის დაბადების თარიღად 1908 წელია მიჩნეული. პიკასოს და ბრაკის ერთობლივმა მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა. მათი ხედვა შემდეგში მდგომარეობდა: კუბისტურ ნამუშევრებში, ობიექტი დაშლილია და ხელახლაა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა. რაც არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა. ტერმინი კუბიზმი(ფრანგ cubisme) ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს ის კარგა ხანს არ გამოუყენებია. კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის პირველი დეკადენტის მხატვრებზე. პიკასოს და ბრაკის მიერ შექმნილ სტილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამიტომ მათ პიკასოს სკოლას უწოდებენ.
  • 4. კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას”. მე-20 საუკუნის კუბისტი მხატვრები: Guillaume Apollinaire გიიომ აპოლინერი Robert Delaunay Saint-Séverin, 1909-10 Marcel Duchamp Sad Young Man on a Train, 1911–12
  • 5. Raymond Duchamp-Villion La Maison Cubiste (Cubist House) atthe Salon d'Automne, 1912 Diego Rivera დიეგო რივერა Maternidad, Angelina y el niño Diego (Motherhood, Angelina and the Child Diego), 1916
  • 6. Marie VorobieffLouis Marcoussis Roger de la Fresnaye Nu debout de face, 1910–11 კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. პაბლო რუის ი პიკასო მე რომ ჯარში წავსულიყავი, გავხდებოდი გენერალი. მაგრამ მე წავედი ხელოვნებაში და გავხდი პიკასო ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გენიოსის შემოქმედება ყველას არ მოსწონს, თუმცა ნიჭს ვერსად გავექცევით. პიკასოს მოწინააღმდეგეებიც კი პატივს სცემდნენ მის შესაძლებლობებს. პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.
  • 7. პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო: ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს. ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები). ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა. Analytical cubism Pablo Picasso. Portrait of Wilhelm Uhde,1910
  • 8. უნდა აღინიშნოს, რომ პიკასომ სახელი მხატვრობაში გაითქვა, თუმა ამასთან პიკასო მუშაობდა სკულპტურებზე, კერამიკაზე, გრაფიკაზე. ასევე, შექმნა დეკორაციები და კოსტიუმები საბალეტო დადგმებისთვის. ის წერდა ლექსებს და ორი პიესის ავტორიც გახლავთ. ქანდაკება “ჩიკაგო პიკასო”,რომელიც თვითონგააკეთა1967 წელს მე მუდამ ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება, რათა ვისწავლო ახლადდაბადებული პიკასო სიგარის ბოლმა გადაარჩინა მშობიარობა რთული იყო. პიკასო იმდენად სუსტი დაიბადა, რომ ცოცხლადაც არ თვლიდნენ. მედდამ დატოვა ბავშვი და წავიდა დედასთან ცუდი ამბის შესატყობინებლად. ბავშვი იღბალმა იხსნა – მისი ბიძა, დონ სალვადორი, ეწეოდა სიგარას და პატარას დანახვისთანავე კვამლი სახეში შეაბოლა. ამან იმოქმედა და ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეს ფაქტი რომ არა, პიკასო ალბათ ვერც იცოცხლებდა. პირველი სიტყვა იყო ფანქარი მე შემეძლოხატვა რაფაელივით,ამისნაცვლად კი მთელიცხოვრება დავხარჯე იმაში,რომ მესწავლა ხატვა ბავშვივით. პატარა პიკასომ ხატვა ლაპარაკზე ადრე ისწავლა, მისი პირველი სიტყვა იყო “ფანქარი”. როცა მას შეუსრულდა 7 წელი, მამა, მხატვარი და ხელოვნების პროფესორი, ხატვას ასწავლიდა. მან მალევე შეამჩნია, რომ შვილი ჯობნიდა ხატვაში და პირობა დადო, რომ ამ საქმიანობაზე უარს იტყოდა. ბარსელონის სამხატვრო სკოლის გამოცდები პიკასომ ერთ დღეში ჩააბარა, როცა სხვები ამას თვეს ანდომებდნენ. ოსტატობის საიდუმლო ერთხელ, ადგილობრივ ბაზარში პიკასოსთან მივიდა ქალბატონი და გაუწოდა ქაღალდის ფურცელი. – ბატონო პიკასო, - თქვა ანერვიულებულად, - მე თქვენი უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. ხომ ვერ დახატავდით რამეს ჩემთვის?
  • 9. პიკასო სიამოვნებით დათანხმდა. ფურცელზე რაღაც დახატა, უკან გაუწოდა და უთხრა: – ეს ეღირება მილიონი დოლარი. – კი მაგრამ, ბატონო პიკასო, თქვენ დახარჯეთ სულ რაღაც 30 წამი, რათა დაგეხატათ ეს მინიატურული შედევრი! – კეთილო ქალბატონო, მე დავხარჯე 30 წელი, რათა დამეხატა ეს შედევრი 30 წამში. ჟორჟ ბრაკი ის პიკასაოს შემდგომ ამ ჟანრში ყველაზე გამორჩეულ მხატვრად ითვლება. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მიმზიდველი ფორმებით და ფერებით. ახლებური ხედვით და რევოლუციური პრინციპებით შუქ ჩრდილთან მიმართებაში. The Viaduct at L'Estaque (Le Viaduc de l'Estaque), 1907-08
  • 10. ბრაკი პიკასოსგან განსხვავებით ეროვნებით ფრანგი გახლდათ. ის 1882 წლის 13 მაისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა დეკორატორი იყო. თავად ბრაკიც კარგად ფლობდა ამ ხელობას იგი ერთხანს დეკორატორადაც მუშაობდა. 1902-1904 წლებში ბრაკი პარიზის ჰუმბორტის აკადემიაში სახვით ხელოვნებასა და სკულპტუსაზე მუშაობას ეუფლება. ბრაკის შემოქმედებაში ერთდროულად მრავალი სტილი და მიმდინარეობა იყრის თავს. ის მუდმივ შემოქმედებით ძიებაში იყო და მიილტვოდა ახლისკენ. მისი თავდაპირველი შემოქმედება იმპრესიონისტული ხედვით გამოირჩევა.. მას შემდეგ რაც მან ჰენრი მატისისა და ანდრე დირეინის შემოქმედება იხილარაღაც ახლის მისეულის შექმნის იდეა გაუჩნდა. 1906 წლის მარტი/აპრილში Salon de societe des Artistes inde Pendants-შიბრაკის პირველი გამოფენა იხსნება. სადაც მან შვიდი ნამუშევარი გამოფინა. La Roche-Guyon, le château (The Castle at Roche- Guyon), 1909 ბრაკის შემოქმედებაში 1908-1913 წლებში ჭარბობს გეომეტრიული, სიმეტრიული ფიგურები. მან ფიგურის შუქ ჩრდილთა განათების ახლებური ხედვა შეიმუშავა. 1909 წელს იგი პიკასოსთან ერთად იწყებს ახალ მხატვრულ მიმდინარეობაზე მუშაობას. მათ ინოვაცია შეიტანეს მხატვრობაში.ისინი იყენებდნენ მონოქრონულ ფერთა გამას და წახნაგოვან ფორმებს ხატავდნენ. მისი შემოქმედების ეს პერიოდი ანალიტიკური კუბიზმის სახელით არის ცნობილი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრაკი საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ამით დასრულდა მისი და პაბლო პიკასოს შემოქმედებითი თანამშრომლობა,
  • 11. ომის შემდგომ მან მარტომ განაგრძო მუშაობა. მან კვლავ დაიწყო ადამიანის ფიგურების ხატვა. მის შემოქმედებაში სურიალისტური ნახატებიც გამოჩნდა. ჟორჟ ბრაკის შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული. იგი 1963 წელს პარიზში გარდაიცვალა. კუბიზმი არქიტექტურაში კუბისტური შენობა პრაღაში Architecture Josef Chochol (1880–1956) პირდაპირი კავშირი კუბისტურ ხელოვნებასა და კუბისტურ არქიტექტურას შორის არ არსებობს. თუმცა, ორივე მათგანს მსგავსი დამახასიათებელი გეომეტრიული ფორმები აერთიანებს. როგორც უკვე ვახსენეთ, კუბისტი მხატვრები აბსტრაქტულ ობიექტებს ხატავენ, რომელიც ისევ და ისევ გეომეტრიულ ფიგურებში იკვეთება. შესაბამისად, ხშირად კუბისტური შენობები კუბისტურ პრინციპებს ეფუძნება. ის შეიძლება მრავალი ფიგურის ნაზავი ან მხოლოდ ერთი დიდი გეომეტრიული კონსტრუქცია იყოს. რასაკვირველია, თითოეულ კუბისტურ ნაგებობას აქვს თავისი განკუთვნილი დიზაინი, ძირითადად მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის. ამგვარი
  • 12. არქიტექტურული შენობისთვის სიმარტივე მნიშვნელოვანი დამახასათებელია. შენობებს აქვთ მკვეთრი, სუფთად გამოკვეთილი ხაზები. კუბისტური შენობები ხშირად მიზნად ისახავს იყოს წარმოებული, როგორც ასაწყობი ნაგებობება. ფანჯრები, როგორც წესი, კუბის ან მართკუთხა ფორმის არის. დომინირებს დახვეწილი ფერები. ძირითადად ერთი ან ორი ფერი, რომელიც სადა დიზაინს ხაზს უსვამს. RaymondDuchamp-Villon,1912, Projetd'hôtel,Maquette de la façade de la Maison Cubiste (Cubist House), reproduced in Les Peintres Cubistes, 1913