2. • ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ამა თუ იმ სახეობის
ზოგიერთი წარმომადგენელი უკეთ ეგუება გარემო პირობებს, ვიდრე სხვები. ადაპტაციის
მაღალი უნარი საშუალებას აძლევს მას გადარჩეს და სხვებთან შედარებით უფრო
წარმატებულად გამრავლდეს.
• ადაპტაციის მაღალი უნარი საშუალებას აძლევს მას გადარჩეს და სხვებთან შედარებით
უფრო წარმატებულად გამრავლდეს. ბუნებრივი გადარჩევის პროცესის აღმომჩენლად
ჩარლზ დარვინი ითვლება.
• 1831 წელს ჩარლზ დარვინი 5-წლიან ექსპედიციაში გაემგზავრა გემით
სახელად „ბიგლი“. ამ მოგზაურობის ფარგლებში დარვინმა დაწვრილებით შეისწავლა
სამხრეთ ამერიკის სანაპირო და საბოლოოდ ჩამოაყალიბა მოძღვრება ევოლუციის შესახებ,
რომელშიც თავმოყრილი იყო ექსპედიციის პროცესში მიღებული შთაბეჭდილებები და
დაკვირვებები. დარვინმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მაღალი ადაპტაციის უნარი გააჩნია
ორგანიზმს, მით უფრო იმატებს მისი გადარჩენის შანსი და, პირიქით.
3. ნიშან-თვისებები ხშირად მემკვიდრულია.ცოცხალ
ორგანიზმებში მრავალი მახასიათებელი არის
მემკვიდრული,ანუ გადაეცემა მშობლიდან
შთამომავლობას.
გარემოს არ შეუძლია იმდენი შთამომავალის
უზრუნველყოფა,რამდენსაც ორგანიზმები
აჩენენ,სწორედ ამიტომ თითოეულ თაობაში
მიმდინარეობს კონკურენცია შეზღუდული ოდენობის
რესურსებისთვის
4. შთამომავლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მემკიდრული ნიშან-თვისებებით
მაგალითად:ფერით,ზომით,ფორმით. შთამომავლები ნებისმიერ თობაში
განხვავებულები იქნებიან საკუთარი ნიშნებით.
5. ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმზე აიგო, რომელიც, თავის მხრივ, ხნის იმას, თუ როგორ
შეიძლება, პოპულაციებმა ევოლუცია განიცადონ ისე, რომ დროთა განმავლობაში ისინი
გარემოსთან უკეთ შეგუებულები გახდნენ.
თაგვების პოპულაცია საცხოვრებლად ისეთ
ტერიტორიაზე გადავიდა სადაც ბევრი შავი
ქვაა.ბუნებრივი გენური ვარიაცის გამო,ზოგიერთი
თაგვი შავია.ზოგი კი ხაკისფერი.
მტაცებელი ფრინველებისთვის ხაკისფერი თაგვების
შემჩნევა უფრო ადვილია,შესაბამისად ისინი
ხაკისფერ თაგვებს უფრო ხშირად ჭამენ ვიდრე შავს
მხოლოდგადარჩენილი თაგვები
მრავლდებიან,რადგან შავ თაგვებს ხაკისფერ
თაგვებთან შედარებით გადარჩენის მეტი შანსი
ჰქონდათ.თაგვების ამ თაობაში უფრო მეტი შავი
თაგვია ვიდრე წინაში.
ინდივიდების დიდი
რაოდენობის მიუხედავად,
ყველა არ არის
ადაპტირებული გარემოში და
შესაბამისად, ინდივიდების
ერთი ნაწილი მოიპოვებს
უპირატესობას მეორე
ნაწილზე.
6. ბუნებრივი გადარჩევის ორი ტიპი:
მასტაბილიზებული და მიმართული გადარჩევა
მასტაბილიზებელი გადარჩევის დროს შუალედური ფენოტიპები
უკიდურესებზე უკეთაა შეგუებული. მაგალითად, საშუალო
სიმწვანის მქონე ხოჭოები შესაძლოა, საუკეთესოდ იყვნენ
შენიღბულნი, შესაბამისად, ყველაზე კარგად ახერხებდნენ
გადარჩენას ტყეში, რომლის ზედაპირიც საშუალო სიმწვანის
მქონე მცენარეულობითაა დაფარული. მასტაბილიზებელი
გადარჩევა მრუდის შევიწროებას იწვევს.
მიმართული გადარჩევა ერთ-ერთი უკიდურესი ფენოტიპი სხვა
ფენოტიპებზე უკეთაა შეგუებული. მაგალითად, თუკი ხოჭოების
პოპულაცია გადადის ახალ გარემოში, რომელსაც მუქი ფერის ნიადაგი
და მცენარეულობა აქვს, მაშინ მუქი მწვანე ხოჭოები შესაძლოა, უკეთ
დაიმალნონ და გადარჩნენ, ვიდრე საშუალო ან ღია მწვანე ხოჭოები.
მიმართული გადარჩევა მრუდს გამორჩეული ფენოტიპის მიმართ
გადახრის.
7. ინფრომაციის წყაროები:
ბუნებრივი გადარჩევა - ვიკიპედია (wikipedia.org)
ბუნებრივი გადარჩევა პოპულაციებში (სტატია) | ხანის აკადემია
(khanacademy.org)
ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის მიმოხილვა (სტატია) |
ხანის აკადემია (khanacademy.org)
ბუნებრივი გადარჩევა | ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ
მეცნიერებებში (css.ge)