SlideShare a Scribd company logo
XVIII-XIX საუკუნის
ევროპული ეთნოლოგია
სამეგრელოს შესახებ
თაკო ქვარაია
,,რასების‘‘ თეორია და ევროპელი მოგზაურები
- ევროპაში ადამიანების სისტემატიური კლასიფიკაცია, ჯერ კიდევ,
ძველი საბერძნეთიდან იწყება და XX საუკუნის მეორე ნახევრამდე
გრძელდება
არისტოტელე: კაცობრიობის დაყოფა ელინებად და
,,ბარბაროსებად‘‘;
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ: დაყოფა რელიგიების
მიხედვით, ,,ბარბაროსის‘‘ სინონიმად იქცა კერპთაყვანისმცემელი,
იუდეველი, ერეტიკოსი, ,,მაჰმადიანი‘‘ და ა.შ.;
განმანათლებლობა: მოგზაურების, აღმოჩენების ეპოქა, ცნება
,,ბარბაროსის‘‘ დაბრუნება და ,,რასების‘‘ თეორიის დაბადება
,,რასების‘‘ თეორია და ევროპელი
მოგზაურები
- 1775 წ. – ქვეყნდება იმანუელ კანტისა და იოჰან ფრიდრიხ
ბლუმენბახის ნაშრომები ადამიანის ,,რასების‘‘ შესახებ;
- XIX საუკუნის პირველ ნახევარში ფართოდ ვრცელდება თეორია
ადამიანის ,,რასების‘‘ შესახებ და ევროპელი მოგზაურებიც, სწორედ
ამ კუთხით აღწერენ ერებს;
- ,,რასებს‘‘ შორის განსხვავების ორი კრიტერიუმი:
ბიოლოგიური და კულტურული
ელინისტური ევროპა და ძველი კოლხეთი
- ეუმელოს კორინთელი (ძვ.წ. VIII-VII ს.) - პირველად ახსენებს სიტყვა
,,კოლხიდას‘‘
- ჰეროდოტე (ძვ.წ. 480 - 420 წ.) –
,, სასპეჲრებს ზემოთ /ცხოვრობენ/ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის
ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს
ზღვიდან ზღვამდე. ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითნ
მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და
რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ
ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი
აზრით სესოსტრისის (Σέσωστρις) ლაშქრიდან არიან კოლხები...‘‘
ელინისტური ევროპა და
ძველი კოლხეთი
- ცნობილი მითოსი არგონავტებზე,
აპოლონიუს როდოსელის (ძვ.წ. III ს.)
,,არგონავტიკა‘‘;
ევრიპიდეს (ძვ.წ. 480-406 წ.) - ,,მედეა‘‘
- ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-370 წ.9) - Corpus
Hippocraticum, კოლხეთის კლიმატის
დაწვრილებითი აღწერა: ტყიანი, ჭაობიანი,
ცხელი და წყალუხვი ადგილი. ცხოვრობენ
ჭაობში გაშენებულ ქოხებში, ძირითადად
ნავებით გადაადგილდებიან. ხილი საჭმელად
უვარგისია, ხშირი ნისლისა და ნალექის გამო.
კოლხების ხმა, კლიმატის გამო ყოველთვის
ჩახლეჩილი და უხეშია...
ელინისტური ევროპა და ძველი კოლხეთი
კოლხეთი
ძველი ბერძნების
რუკაზე
განმანათლებლობის ეპოქის
ევროპა და
კოლხეთი/სამეგრელო
- კოლხეთისადმი ევროპის ინტერესი,
ჯერ კიდევ, რენესანსის ეპოქიდან
იღებს სათავეს
- კოლხეთი, როგორც მედეას სამშობლო
- იტალიელი კომპოზიტორის,
ლუიჯი კერუბინის (1760-1842) ,,მედეა‘‘
,,მედეა და იასონი’‘
Carle Van Loo, ფრანგი მხატვარი, 1759.
განმანათლებლობის ეპოქის ევროპა და
კოლხეთი/სამეგრელო
- განსაკუთრებული ინტერესი ძველი ბერძნული კოლონიების მიმართ;
- მოგზაურების მოლოდინები განპირობებულია ძველი ბერძნული
წყაროებით კოლხეთის შესახებ და ძლიერ გავლენას ახდენს მათ
აღწერაზე:
• ძველი და თანამედროვე კოლხების ხშირი შედარება
• რასობრივი კლასიფიკაცია:
ბიოლოგიური კრიტერიუმით - ,,თეთრი‘‘, ,,ევროპელების მსგავსი“
კულტურული კრიტერიუმით - ,,ბარბაროსული“
XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა:
მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘
- ყველა ევროპელი მოგზაური აღნიშნავს,
რომ მეგრელები განსაკუთრებული
სილამაზით გამოირჩევიან,
- ეს თეორია განპირობებული უნდა იყოს
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის რასების
თეორიით, რომლის მიხედვითაც,
ქართველური მოდგმის ხალხი, თეთრი
რასის ფუძემდებლად იყო მიჩნეული
/1850 წელი, გერმანული ეთნოგრაფიული გამოცემა/
,,მეგრელები ლამაზი ხალხია, მათი კანი იმდენად თეთრი
და ნაზია, როგორიც შუა და ჩრდილო ევროპის ლამაზი
ერებისა. მეგრელების სახის ნაკვთები მეტად
დახვეწილია. მათი ხასიათიც, ზოგადად, ძალიან რბილი
და მშვიდობიანია. ‘‘
Das Ausland, Wochenschrift für Erd- und Völkerkunde. 23.
22.01.1850
XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა:
მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘
1845 წ. გერმანული გაზეთის გასართობი დანართი ,,Didaskalia’’:
კონსტანტინოპოლის პირველი მფრინავი და მეგრელი მზეთუნახავი
საჰაერო ბუშტი ს აფრენა, ოცი წლის უკან, ჯერ კიდევ უცხო სანახ აო ბ ა იყო კონსტა ნ ტ ი ნო პოლ შ ი . ახალგ ა ზრ დ ა და
მეტად მომხიბვ ლ ელ ინგლ ი ს ე ლ ჭაბუკ ს, მფრინავ ჰარის ს, ბედი პირველა დ სწორედ ამ ქალაქში უცდი ა.
პერაში მაში ნ მეგრელ ი ღვინი ს ა და ლიქიორი ს ვაჭარი ცხოვრობდა , რომლის ქალიშვ ილ ი ც იმდე ნ ა დ მშვენ ი ე რ ი
ყოფილა, რ ო მ მისი უსაზღვრო სილა მა ზ ე ახალგ ა ზრ დ ა ინგლ ი ს ე ლ ი ვაჟის გულს ცეცხლ ი ს ალივი თ ედებოდ ა . თან
იმას ა ც თვლიდ ა, მისი საქმი ა ნობ ი ს თვ ი ს როგორი მომგებ ი ა ნ ი უნდა ყოფილი ყო , ასეთ ი წარმტა ცი აღმოსავ ლ ურ ი
მშვენ ებ ა რ ო მ გაყი დ დ ა ბილეთ ებ ს საჰაერო წარმოდგე ნ ი ს თ ვ ი ს …
მეგრელ მზეთ უ ნ ა ხ ავ ზ ე შეყვარებ უ ლ მ ა ჰარის მ ა, ღვინი ს ვაჭარს ქალიშვ ილ ი ს ხელი სთხოვა. მეგრ ელ ე ბ ი რწმენი თ
ქრისტი ა ნ ებ ი არიან, ამიტომ , ო ჯახი ს თვ ი ს ინგლ ი ს ე ლ ი სიძე დიდ პრობლემა ს არ წარმოადგ ე ნ დ ა . თანა ც ჰარისი
მეტად მდიდ არ ი იყო და მეგრულ ი ოჯახი ც, მის ი ,,ინგლ ი ს ე ლ ი მფრინ ავ ი ს ’ ’ სტატუ ს ი თ ძალია ნ მოიხიბ ლ ა.
ქორწილი შედგა . ჰარის ს ახალგ ა ზრ დ ა ცოლი დღით ი დ ღ ე უფრო უყვარდე ბო დ ა . იმდე ნ ა დ გადა ერ თო ოჯახზე, რ ო მ
მფრინავობ ა სულ დაავიწ ყ დ ა . მაგრამ , როცა ფინა ნ ს ურ ა დ გაუჭირ დ ა , საბოლოოდ გადაწყვ ი ტ ა, საჰა ერო ბუშტი თ
გაფრენ ი ლ ი ყ ო . ეს ამბავი მთელს კონსტა ნ ტ ი ნ ო პოლ შ ი ელვის სისწრ აფ ი თ გავრცე ლ დ ა. გიგა ნ ტ ურ ი ბუშტი პერას
ზღაპრულ ი აკლდა მ ებ ი დ ა ნ , მარ მარ ა ს ულამა ზ ე ს ი ზღვის პირას უნდა აფრენ ილ ი ყო . დიდ ი სულთა ნ ი ც გამოჩენ ი ლ ა
მისი ამალ ი თ ურ თ, რ ო მ კარავიდ ა ნ ედევნ ებ ი ნ ა თვალი ამ საუცხოო სანახ აობ ი ს თვ ი ს . თურქები ს , სომხებ ი ს ,
ბერძნებ ი ს და კონსტა ნ ტ ი ნო პო ლ ი ა მკვიდრ ი სხვა ერების უზარმა ზ არ ი ნაკა დ ი მოაწყდ ა პერას . ყველას საჰაერო
ხომალდ ი აინტ ერე ს ებ დ ა . მოხუცი მეგრელი მიუა ხ ლოვ დ ა მის სიძეს და უკანა ს კ ნ ე ლა დ გააფრთხ ილა , არ
გაფრენ ი ლ ი ყ ო , თუმცა ჰარის ს ჩაეცი ნ ა და ის იყო საჰაერო ბუშტშ ი უნდა ჩამჯდარ ი ყო , მისი ცო ლი მუხლე ბ შ ი
ჩაუვარდა: ,,ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის წინ დავქორწინ დ ი თ და უკვე გინდ ა მიმატოვო ?! გთხოვ , მეც თან წამიყვა ნ ე!
მომეცი ნება, შენი ბედი მეც გავიზ იარ ო. ’ ’ ჰარის ი დაფიქრდ ა, ქარი გადა ა მოწ მ ა და ცოლიც მასთ ა ნ ერთად ჩასვა.
საჰაერო ბუშტი გაფრი ნ დ ა. ევროპული ინდუ ს ტრ ი ი თ გაოგნებ უ ლ ი მუსლი მ ე ბ ი ს ყიჟინა ც გაის მ ა . ჰარის მა თოფი
გაისროლ ა, მეუღლ ე ს თურქული დროშა გადაა წო დ ა, თავად კი ინგლ ი ს ურ ი დაიჭ ირ ა და ორივენი, ლაჟვარდი ს ფ ერ ი
ციდა ნ , წითელ ი დროშები ს ფრიალი თ გადმო ს ცქ ერო დ ნ ე ნ ჯერ არნახულ ი ს ხილვი თ გაბრუებუ ლ ხალხ ს.
- ეჰ! - ამოიკვ ნ ე ს ა მეგრელ ი ლამაზ მ ა ნ ი ს დედა მ, როცა მფრინავ ი ბუშტი უკვე თვალს მიეფარ ა . ,,ისი ნ ი უკვე ცაში
არიან! ყველაფ ერ ი დამთ ავრ დ ა . ჩვენს შვილებ ს ვეღარას დრო ს დავიბრუ ნ ებ თ! ’’ მამა მ კი ჰარის ი ს დანა ტოვ არ ოქრო -
ვერცხლზ ე მიუთ ი თ ა და მიუგო : ,,სამა გ ი ერო დ , შეხე დ ე , რ ა ქონება დაგვი ტოვ ე სო ’ ’ .
წყვილი მეორე დღესვე უკან დაბრ უნ დ ა. თურქთა გასა კვ ირ ა დ , რომელთა ც მტკი ცე დ ეჯერათ , რ ო მ ინგლი ს ელ ი
თავის ცოლთა ნ ერთად ზეცაშ ი სამუ დ ა მო დ გაუჩი ნ არ დ ა .
XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა:
მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘
''ზუგდიდელები’’ –
Globus. Illustrierte Zeitschrift für
Länder- und Völkerkunde, 1882
ქაძარია - სამეგრელოს დავიწყებული სახელი?
ბევრ ევროპულ წყაროში გვხვდება, რომ სამეგრელოს,
ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებდა, როგორც ქაძარია
(Kadzaria)
ეს ფორმა მოდის მეგრული ძირიდან -ქაცარ, რაც თხას ნიშნავს.
გერმანელი ეთნოლოგი ავგუსტ ფრანც ფონ ჰაქსთაუზენი მიიჩნევდა, რომ
ეს სახელწოდება ოქროს საწმისს უკავშირდება და როგორც მეგრელები,
ასევე ლაზები, ,,ოქროს საწმისის ხალხად'' იწოდებიან, ხოლო მათ
ქვეყანას კი ქაძარია, ანუ ,,ოქროს საწმისის ქვეყანა'' ჰქვია. ის ასევე წერს,
რომ კოლხეთმა ეს სახელი (ქაძარია) მიიღო მას შემდეგ, რაც დაპყრობილ
იქნა ბოსფორის სახელმწიფოს მიერ (Als Kolchis dem bosporischen Reiche
einverleibt ward erhielt es den Namen Kadzaria von Kadzaro der Bock,
das Goldene Vlies).
ქაძარია - სამეგრელოს
დავიწყებული სახელი?
ბრიტანული ენციკლოპედია
გვეუბნება, რომ ხოფასა (ლაზეთი) და
ბათუმს (მაშინდელი სამეგრელოს
დედაქალაქი) შორის ქვეყანას, ადრე
ქაძარია ერქვა. სანამ აჭარლები არ
ჩამოვიდნენ და არ დასახლდნენ მათ
შორის. (Kadzaria was the Georgian
title for Mingrelia. Between Batum and
Khopa. Ajar settlement comes down to
the seaboard. /Lazistan and Ajaristan,
1934)
ქაძარია - სამეგრელოს
დავიწყებული სახელი?
გერმანელი ეთნოლოგები განიხილავდნენ სიტყვა ქაძარიის
წარმოშობის მეორე ვერსიასაც და მას მიაწერდნენ
ხაზართა იმპერიას, რომლის მომთაბარე მოსახლეობაც,
იმპერიის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მიმართულებით
წასულა. მათ შორის კავკასიაში და შავიზღვისპირეთში.
(...dass die vormals so mächtig gewesene Chazaren zum
georgischen Volksstamm gehören: denn Mingrelien und
Odischi heißt jetzt in Landessprache Kadzaria.)
კვების კულტურა
,,პურის მაგივრად, მეგრელები სქლად მოხარშულ ფაფას- ღომს
მიირთმევენ. ხორცს შამფურზე წვავენ და დიდი სუფრებისთვის,
მთლიან ხარს ან ღორს ამზადებენ. ყურძენი, წაბლი, ლეღვი, ბროწეული
და სხვა ხილი ძალიან დიდი რაოდენობით იზრდება სამეგრელოში. აქ
იმდენად ბევრი ხილი და ბოსტნეულია, რომ მიწის სწორი დამუშავების
პირობებში, შეიძლება სამეგრელო მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ
ქვეყანად იქცეს. თუმცა გლეხების უმრავლესობას, მათი დიდებულები
თურქეთში მონებად ყიდიან.‘‘
Klaproth, Heinrich Julius: Beschreibung der russischen Provinzen
zwischen dem Kaspischen und schwarzen Meere, 1814)
კვების კულტურა
,,სამეგრელოსა და იმერეთში ღომი (panicum italicum) მოჰყავთ, ხოლო
რაჭასა და გურიაში კი- სიმინდი. ღომს ივნისში თესავენ და სექტემბერში
იღებენ. თესლს ხელით აცლიან, ხოლო ღეროებით კი, სახლებს გადახურავენ.
ბაღის კულტურა სამეგრელოში ძალიან განვითარებულია. თითქმის ყველა
მიწათმოქმედს საკუთარი ბაღი აქვს გაშენებული, სადაც ყველანაირ
ბოსტნეულს შეხვდებით: ხახვი, ნიორი, ბოლოკი, ჭარხალი, ნესვი,
საზამთრო, გოგრა, კიტრი და ა.შ. ასევე ხილის უამრავ სახეობას,
როგორიცაა: ნიგოზი, ლეღვი, ბალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, კომში, ატამი
და ა.შ. ხშირად შეხვდებით ხურმასაც (diospyros lotus). ყურძენი კი
საუკეთესოა.‘‘
(Vollständiges Handbuch der neuesten Erdbeschreibung, Weimar 1821)
ნადირობის შესახებ
,,მეგრელი მონადირის მთავარი სამიზნეა: ველური ღორი, ირემი, კურდღელი,
გნოლი, ხოხობი, ბატი, მწყერი და ველური მტრედი.
ველური მტრედი ძალიან დიდი ზომისაა და იკვებება რკოთი, რომელსაც
მთლიანად ყლაპავს. მას მონადირეები ბადით იჭერენ, მაგრამ ხოხობს და ბატებს -
შევარდნების დახმარებით. შევარდნებსა და არწივებს ბევრ ქვეყანაში იყენებენ
სანადიროდ, თუმცა კავკასია მათ სამშობლოდ ითვლება. არა მხოლოდ შევარდენი,
არამედ სხვა ბევრი მტაცებელი ცხოველი ბინადრობს კავკასიაში. მაგ. ვეფხვი,
ლეოპარდი, ლომი, მგელი და ა.შ. ეს უკანასკნელი კი, ყველაზე დიდი
რაოდენობით. ასევე წააწყდებით ბევრ ტურას.‘‘
Laporte, Joseph de: Reisen eines Franzosen oder Beschreibung der vornehmsten
Reiche in der Welt, 1725)
ენათმეცნიერული
პერსპექტივა -
მეგრული ენა
- XVIII-XIX საუკუნის ევროპულ
ეთნოლოგიურ თუ ლინგვისტურ
სახელმძღვანელოებში, სხვა კავკასიურ
ენებთან ერთად, გვხვდება ინფორმაცია
მეგრული ენის სტრუქტურაზე
პატარა ლექსიკონი
ქართული, მეგრული და სვანური
სიტყვებით,
გამოცემული 1834 წელს,
ბერლინში
Güldenstädt, Johann Anton, 1745-1781/Klaproth, Heinrich Julius, 1783-
1835 [Herausgeber]:
J. A. Güldenstädt's Beschreibung der Kaukasischen Länder Aus seinen
Papieren gänzlich umgearbeitet, verbessert herausgegeben und mit
erklärenden Anmerkungen begleitet
Berlin 1834
მადლობა ყურადღებისთვის!

More Related Content

What's hot

ფარსადან გორგიჯანიძე
ფარსადან გორგიჯანიძე ფარსადან გორგიჯანიძე
ფარსადან გორგიჯანიძე
fiqria sidamonize
 
ქვის ხანა საქართველოში
ქვის ხანა საქართველოშიქვის ხანა საქართველოში
ქვის ხანა საქართველოში
fiqria sidamonize
 
რეფორმაცია
რეფორმაციარეფორმაცია
რეფორმაცია
etodevrisashvili
 
Comportamiento abejas y flores
Comportamiento abejas y floresComportamiento abejas y flores
Comportamiento abejas y flores
Manuel Messoni Haller
 
Vidoslov.pdf
Vidoslov.pdfVidoslov.pdf
Vidoslov.pdf
sinsunca
 
შვიდი სამთავრო
შვიდი სამთავროშვიდი სამთავრო
შვიდი სამთავრო
nino nadiradze
 
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
etodevrisashvili
 
ABA Harmone Regulatory Pathway
ABA Harmone  Regulatory PathwayABA Harmone  Regulatory Pathway
დიდი მოგზაურები
დიდი მოგზაურებიდიდი მოგზაურები
დიდი მოგზაურები
Marika Mtchedlishvili
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
gtsitsino
 

What's hot (12)

ფარსადან გორგიჯანიძე
ფარსადან გორგიჯანიძე ფარსადან გორგიჯანიძე
ფარსადან გორგიჯანიძე
 
ქვის ხანა საქართველოში
ქვის ხანა საქართველოშიქვის ხანა საქართველოში
ქვის ხანა საქართველოში
 
რეფორმაცია
რეფორმაციარეფორმაცია
რეფორმაცია
 
Comportamiento abejas y flores
Comportamiento abejas y floresComportamiento abejas y flores
Comportamiento abejas y flores
 
Vidoslov.pdf
Vidoslov.pdfVidoslov.pdf
Vidoslov.pdf
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
შვიდი სამთავრო
შვიდი სამთავროშვიდი სამთავრო
შვიდი სამთავრო
 
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანა
 
ABA Harmone Regulatory Pathway
ABA Harmone  Regulatory PathwayABA Harmone  Regulatory Pathway
ABA Harmone Regulatory Pathway
 
დიდი მოგზაურები
დიდი მოგზაურებიდიდი მოგზაურები
დიდი მოგზაურები
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 

Similar to XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx

გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეmariamgognadze
 
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
nonanona11111
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
Marina Tarkashvili
 
დ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიდ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიmarina 77
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
Maia Esartia
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზე
Ana Meladze
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)Manuchar Loria
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
fiqria sidamonize
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
bakurgelashvili
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
Maia Esartia
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
fiqria sidamonize
 
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი 2016წ
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი  2016წ შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი  2016წ
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი 2016წ
marika rekhviashvili
 

Similar to XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx (20)

გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
 
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)სასწავლო შემოქმედებითი        ვიზიტი მარტვილში (1)
სასწავლო შემოქმედებითი ვიზიტი მარტვილში (1)
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
დ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიდ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილი
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზე
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
1მოკლე კონსპექტური ვარიანტი(1)
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ჰეროდოტე. თუკიდიდე)
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
Su saniki
Su sanikiSu saniki
Su saniki
 
მოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაციამოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაცია
 
Qartuli kultura
Qartuli kulturaQartuli kultura
Qartuli kultura
 
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
ძველბერძნული ისტორიოგრაფია (ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი)
 
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი 2016წ
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი  2016წ შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი  2016წ
შემაჯამებელი სამუშაო - საქარტველოს ისტორია IX კლასი 2016წ
 
Qartuli Kultura
Qartuli KulturaQartuli Kultura
Qartuli Kultura
 

XVIII-XIX-საუკუნის-ევროპული-ეთნოლოგია-სამეგრელოს-შესახებ (1).pptx

  • 2. ,,რასების‘‘ თეორია და ევროპელი მოგზაურები - ევროპაში ადამიანების სისტემატიური კლასიფიკაცია, ჯერ კიდევ, ძველი საბერძნეთიდან იწყება და XX საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდება არისტოტელე: კაცობრიობის დაყოფა ელინებად და ,,ბარბაროსებად‘‘; ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ: დაყოფა რელიგიების მიხედვით, ,,ბარბაროსის‘‘ სინონიმად იქცა კერპთაყვანისმცემელი, იუდეველი, ერეტიკოსი, ,,მაჰმადიანი‘‘ და ა.შ.; განმანათლებლობა: მოგზაურების, აღმოჩენების ეპოქა, ცნება ,,ბარბაროსის‘‘ დაბრუნება და ,,რასების‘‘ თეორიის დაბადება
  • 3. ,,რასების‘‘ თეორია და ევროპელი მოგზაურები - 1775 წ. – ქვეყნდება იმანუელ კანტისა და იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის ნაშრომები ადამიანის ,,რასების‘‘ შესახებ; - XIX საუკუნის პირველ ნახევარში ფართოდ ვრცელდება თეორია ადამიანის ,,რასების‘‘ შესახებ და ევროპელი მოგზაურებიც, სწორედ ამ კუთხით აღწერენ ერებს; - ,,რასებს‘‘ შორის განსხვავების ორი კრიტერიუმი: ბიოლოგიური და კულტურული
  • 4. ელინისტური ევროპა და ძველი კოლხეთი - ეუმელოს კორინთელი (ძვ.წ. VIII-VII ს.) - პირველად ახსენებს სიტყვა ,,კოლხიდას‘‘ - ჰეროდოტე (ძვ.წ. 480 - 420 წ.) – ,, სასპეჲრებს ზემოთ /ცხოვრობენ/ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე. ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითნ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის (Σέσωστρις) ლაშქრიდან არიან კოლხები...‘‘
  • 5. ელინისტური ევროპა და ძველი კოლხეთი - ცნობილი მითოსი არგონავტებზე, აპოლონიუს როდოსელის (ძვ.წ. III ს.) ,,არგონავტიკა‘‘; ევრიპიდეს (ძვ.წ. 480-406 წ.) - ,,მედეა‘‘ - ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-370 წ.9) - Corpus Hippocraticum, კოლხეთის კლიმატის დაწვრილებითი აღწერა: ტყიანი, ჭაობიანი, ცხელი და წყალუხვი ადგილი. ცხოვრობენ ჭაობში გაშენებულ ქოხებში, ძირითადად ნავებით გადაადგილდებიან. ხილი საჭმელად უვარგისია, ხშირი ნისლისა და ნალექის გამო. კოლხების ხმა, კლიმატის გამო ყოველთვის ჩახლეჩილი და უხეშია...
  • 6. ელინისტური ევროპა და ძველი კოლხეთი კოლხეთი ძველი ბერძნების რუკაზე
  • 7. განმანათლებლობის ეპოქის ევროპა და კოლხეთი/სამეგრელო - კოლხეთისადმი ევროპის ინტერესი, ჯერ კიდევ, რენესანსის ეპოქიდან იღებს სათავეს - კოლხეთი, როგორც მედეას სამშობლო - იტალიელი კომპოზიტორის, ლუიჯი კერუბინის (1760-1842) ,,მედეა‘‘ ,,მედეა და იასონი’‘ Carle Van Loo, ფრანგი მხატვარი, 1759.
  • 8. განმანათლებლობის ეპოქის ევროპა და კოლხეთი/სამეგრელო - განსაკუთრებული ინტერესი ძველი ბერძნული კოლონიების მიმართ; - მოგზაურების მოლოდინები განპირობებულია ძველი ბერძნული წყაროებით კოლხეთის შესახებ და ძლიერ გავლენას ახდენს მათ აღწერაზე: • ძველი და თანამედროვე კოლხების ხშირი შედარება • რასობრივი კლასიფიკაცია: ბიოლოგიური კრიტერიუმით - ,,თეთრი‘‘, ,,ევროპელების მსგავსი“ კულტურული კრიტერიუმით - ,,ბარბაროსული“
  • 9. XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა: მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘ - ყველა ევროპელი მოგზაური აღნიშნავს, რომ მეგრელები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, - ეს თეორია განპირობებული უნდა იყოს იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის რასების თეორიით, რომლის მიხედვითაც, ქართველური მოდგმის ხალხი, თეთრი რასის ფუძემდებლად იყო მიჩნეული /1850 წელი, გერმანული ეთნოგრაფიული გამოცემა/ ,,მეგრელები ლამაზი ხალხია, მათი კანი იმდენად თეთრი და ნაზია, როგორიც შუა და ჩრდილო ევროპის ლამაზი ერებისა. მეგრელების სახის ნაკვთები მეტად დახვეწილია. მათი ხასიათიც, ზოგადად, ძალიან რბილი და მშვიდობიანია. ‘‘ Das Ausland, Wochenschrift für Erd- und Völkerkunde. 23. 22.01.1850
  • 10. XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა: მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘ 1845 წ. გერმანული გაზეთის გასართობი დანართი ,,Didaskalia’’: კონსტანტინოპოლის პირველი მფრინავი და მეგრელი მზეთუნახავი საჰაერო ბუშტი ს აფრენა, ოცი წლის უკან, ჯერ კიდევ უცხო სანახ აო ბ ა იყო კონსტა ნ ტ ი ნო პოლ შ ი . ახალგ ა ზრ დ ა და მეტად მომხიბვ ლ ელ ინგლ ი ს ე ლ ჭაბუკ ს, მფრინავ ჰარის ს, ბედი პირველა დ სწორედ ამ ქალაქში უცდი ა. პერაში მაში ნ მეგრელ ი ღვინი ს ა და ლიქიორი ს ვაჭარი ცხოვრობდა , რომლის ქალიშვ ილ ი ც იმდე ნ ა დ მშვენ ი ე რ ი ყოფილა, რ ო მ მისი უსაზღვრო სილა მა ზ ე ახალგ ა ზრ დ ა ინგლ ი ს ე ლ ი ვაჟის გულს ცეცხლ ი ს ალივი თ ედებოდ ა . თან იმას ა ც თვლიდ ა, მისი საქმი ა ნობ ი ს თვ ი ს როგორი მომგებ ი ა ნ ი უნდა ყოფილი ყო , ასეთ ი წარმტა ცი აღმოსავ ლ ურ ი მშვენ ებ ა რ ო მ გაყი დ დ ა ბილეთ ებ ს საჰაერო წარმოდგე ნ ი ს თ ვ ი ს … მეგრელ მზეთ უ ნ ა ხ ავ ზ ე შეყვარებ უ ლ მ ა ჰარის მ ა, ღვინი ს ვაჭარს ქალიშვ ილ ი ს ხელი სთხოვა. მეგრ ელ ე ბ ი რწმენი თ ქრისტი ა ნ ებ ი არიან, ამიტომ , ო ჯახი ს თვ ი ს ინგლ ი ს ე ლ ი სიძე დიდ პრობლემა ს არ წარმოადგ ე ნ დ ა . თანა ც ჰარისი მეტად მდიდ არ ი იყო და მეგრულ ი ოჯახი ც, მის ი ,,ინგლ ი ს ე ლ ი მფრინ ავ ი ს ’ ’ სტატუ ს ი თ ძალია ნ მოიხიბ ლ ა. ქორწილი შედგა . ჰარის ს ახალგ ა ზრ დ ა ცოლი დღით ი დ ღ ე უფრო უყვარდე ბო დ ა . იმდე ნ ა დ გადა ერ თო ოჯახზე, რ ო მ მფრინავობ ა სულ დაავიწ ყ დ ა . მაგრამ , როცა ფინა ნ ს ურ ა დ გაუჭირ დ ა , საბოლოოდ გადაწყვ ი ტ ა, საჰა ერო ბუშტი თ გაფრენ ი ლ ი ყ ო . ეს ამბავი მთელს კონსტა ნ ტ ი ნ ო პოლ შ ი ელვის სისწრ აფ ი თ გავრცე ლ დ ა. გიგა ნ ტ ურ ი ბუშტი პერას ზღაპრულ ი აკლდა მ ებ ი დ ა ნ , მარ მარ ა ს ულამა ზ ე ს ი ზღვის პირას უნდა აფრენ ილ ი ყო . დიდ ი სულთა ნ ი ც გამოჩენ ი ლ ა მისი ამალ ი თ ურ თ, რ ო მ კარავიდ ა ნ ედევნ ებ ი ნ ა თვალი ამ საუცხოო სანახ აობ ი ს თვ ი ს . თურქები ს , სომხებ ი ს , ბერძნებ ი ს და კონსტა ნ ტ ი ნო პო ლ ი ა მკვიდრ ი სხვა ერების უზარმა ზ არ ი ნაკა დ ი მოაწყდ ა პერას . ყველას საჰაერო ხომალდ ი აინტ ერე ს ებ დ ა . მოხუცი მეგრელი მიუა ხ ლოვ დ ა მის სიძეს და უკანა ს კ ნ ე ლა დ გააფრთხ ილა , არ გაფრენ ი ლ ი ყ ო , თუმცა ჰარის ს ჩაეცი ნ ა და ის იყო საჰაერო ბუშტშ ი უნდა ჩამჯდარ ი ყო , მისი ცო ლი მუხლე ბ შ ი ჩაუვარდა: ,,ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის წინ დავქორწინ დ ი თ და უკვე გინდ ა მიმატოვო ?! გთხოვ , მეც თან წამიყვა ნ ე! მომეცი ნება, შენი ბედი მეც გავიზ იარ ო. ’ ’ ჰარის ი დაფიქრდ ა, ქარი გადა ა მოწ მ ა და ცოლიც მასთ ა ნ ერთად ჩასვა. საჰაერო ბუშტი გაფრი ნ დ ა. ევროპული ინდუ ს ტრ ი ი თ გაოგნებ უ ლ ი მუსლი მ ე ბ ი ს ყიჟინა ც გაის მ ა . ჰარის მა თოფი გაისროლ ა, მეუღლ ე ს თურქული დროშა გადაა წო დ ა, თავად კი ინგლ ი ს ურ ი დაიჭ ირ ა და ორივენი, ლაჟვარდი ს ფ ერ ი ციდა ნ , წითელ ი დროშები ს ფრიალი თ გადმო ს ცქ ერო დ ნ ე ნ ჯერ არნახულ ი ს ხილვი თ გაბრუებუ ლ ხალხ ს. - ეჰ! - ამოიკვ ნ ე ს ა მეგრელ ი ლამაზ მ ა ნ ი ს დედა მ, როცა მფრინავ ი ბუშტი უკვე თვალს მიეფარ ა . ,,ისი ნ ი უკვე ცაში არიან! ყველაფ ერ ი დამთ ავრ დ ა . ჩვენს შვილებ ს ვეღარას დრო ს დავიბრუ ნ ებ თ! ’’ მამა მ კი ჰარის ი ს დანა ტოვ არ ოქრო - ვერცხლზ ე მიუთ ი თ ა და მიუგო : ,,სამა გ ი ერო დ , შეხე დ ე , რ ა ქონება დაგვი ტოვ ე სო ’ ’ . წყვილი მეორე დღესვე უკან დაბრ უნ დ ა. თურქთა გასა კვ ირ ა დ , რომელთა ც მტკი ცე დ ეჯერათ , რ ო მ ინგლი ს ელ ი თავის ცოლთა ნ ერთად ზეცაშ ი სამუ დ ა მო დ გაუჩი ნ არ დ ა .
  • 11. XIX საუკუნის ე.წ. ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პერსპექტივა: მეგრელები, როგორც ,,ლამაზი ხალხი‘‘ ''ზუგდიდელები’’ – Globus. Illustrierte Zeitschrift für Länder- und Völkerkunde, 1882
  • 12. ქაძარია - სამეგრელოს დავიწყებული სახელი? ბევრ ევროპულ წყაროში გვხვდება, რომ სამეგრელოს, ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებდა, როგორც ქაძარია (Kadzaria) ეს ფორმა მოდის მეგრული ძირიდან -ქაცარ, რაც თხას ნიშნავს. გერმანელი ეთნოლოგი ავგუსტ ფრანც ფონ ჰაქსთაუზენი მიიჩნევდა, რომ ეს სახელწოდება ოქროს საწმისს უკავშირდება და როგორც მეგრელები, ასევე ლაზები, ,,ოქროს საწმისის ხალხად'' იწოდებიან, ხოლო მათ ქვეყანას კი ქაძარია, ანუ ,,ოქროს საწმისის ქვეყანა'' ჰქვია. ის ასევე წერს, რომ კოლხეთმა ეს სახელი (ქაძარია) მიიღო მას შემდეგ, რაც დაპყრობილ იქნა ბოსფორის სახელმწიფოს მიერ (Als Kolchis dem bosporischen Reiche einverleibt ward erhielt es den Namen Kadzaria von Kadzaro der Bock, das Goldene Vlies).
  • 13. ქაძარია - სამეგრელოს დავიწყებული სახელი? ბრიტანული ენციკლოპედია გვეუბნება, რომ ხოფასა (ლაზეთი) და ბათუმს (მაშინდელი სამეგრელოს დედაქალაქი) შორის ქვეყანას, ადრე ქაძარია ერქვა. სანამ აჭარლები არ ჩამოვიდნენ და არ დასახლდნენ მათ შორის. (Kadzaria was the Georgian title for Mingrelia. Between Batum and Khopa. Ajar settlement comes down to the seaboard. /Lazistan and Ajaristan, 1934)
  • 14. ქაძარია - სამეგრელოს დავიწყებული სახელი? გერმანელი ეთნოლოგები განიხილავდნენ სიტყვა ქაძარიის წარმოშობის მეორე ვერსიასაც და მას მიაწერდნენ ხაზართა იმპერიას, რომლის მომთაბარე მოსახლეობაც, იმპერიის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მიმართულებით წასულა. მათ შორის კავკასიაში და შავიზღვისპირეთში. (...dass die vormals so mächtig gewesene Chazaren zum georgischen Volksstamm gehören: denn Mingrelien und Odischi heißt jetzt in Landessprache Kadzaria.)
  • 15. კვების კულტურა ,,პურის მაგივრად, მეგრელები სქლად მოხარშულ ფაფას- ღომს მიირთმევენ. ხორცს შამფურზე წვავენ და დიდი სუფრებისთვის, მთლიან ხარს ან ღორს ამზადებენ. ყურძენი, წაბლი, ლეღვი, ბროწეული და სხვა ხილი ძალიან დიდი რაოდენობით იზრდება სამეგრელოში. აქ იმდენად ბევრი ხილი და ბოსტნეულია, რომ მიწის სწორი დამუშავების პირობებში, შეიძლება სამეგრელო მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყანად იქცეს. თუმცა გლეხების უმრავლესობას, მათი დიდებულები თურქეთში მონებად ყიდიან.‘‘ Klaproth, Heinrich Julius: Beschreibung der russischen Provinzen zwischen dem Kaspischen und schwarzen Meere, 1814)
  • 16. კვების კულტურა ,,სამეგრელოსა და იმერეთში ღომი (panicum italicum) მოჰყავთ, ხოლო რაჭასა და გურიაში კი- სიმინდი. ღომს ივნისში თესავენ და სექტემბერში იღებენ. თესლს ხელით აცლიან, ხოლო ღეროებით კი, სახლებს გადახურავენ. ბაღის კულტურა სამეგრელოში ძალიან განვითარებულია. თითქმის ყველა მიწათმოქმედს საკუთარი ბაღი აქვს გაშენებული, სადაც ყველანაირ ბოსტნეულს შეხვდებით: ხახვი, ნიორი, ბოლოკი, ჭარხალი, ნესვი, საზამთრო, გოგრა, კიტრი და ა.შ. ასევე ხილის უამრავ სახეობას, როგორიცაა: ნიგოზი, ლეღვი, ბალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, კომში, ატამი და ა.შ. ხშირად შეხვდებით ხურმასაც (diospyros lotus). ყურძენი კი საუკეთესოა.‘‘ (Vollständiges Handbuch der neuesten Erdbeschreibung, Weimar 1821)
  • 17. ნადირობის შესახებ ,,მეგრელი მონადირის მთავარი სამიზნეა: ველური ღორი, ირემი, კურდღელი, გნოლი, ხოხობი, ბატი, მწყერი და ველური მტრედი. ველური მტრედი ძალიან დიდი ზომისაა და იკვებება რკოთი, რომელსაც მთლიანად ყლაპავს. მას მონადირეები ბადით იჭერენ, მაგრამ ხოხობს და ბატებს - შევარდნების დახმარებით. შევარდნებსა და არწივებს ბევრ ქვეყანაში იყენებენ სანადიროდ, თუმცა კავკასია მათ სამშობლოდ ითვლება. არა მხოლოდ შევარდენი, არამედ სხვა ბევრი მტაცებელი ცხოველი ბინადრობს კავკასიაში. მაგ. ვეფხვი, ლეოპარდი, ლომი, მგელი და ა.შ. ეს უკანასკნელი კი, ყველაზე დიდი რაოდენობით. ასევე წააწყდებით ბევრ ტურას.‘‘ Laporte, Joseph de: Reisen eines Franzosen oder Beschreibung der vornehmsten Reiche in der Welt, 1725)
  • 18. ენათმეცნიერული პერსპექტივა - მეგრული ენა - XVIII-XIX საუკუნის ევროპულ ეთნოლოგიურ თუ ლინგვისტურ სახელმძღვანელოებში, სხვა კავკასიურ ენებთან ერთად, გვხვდება ინფორმაცია მეგრული ენის სტრუქტურაზე
  • 19. პატარა ლექსიკონი ქართული, მეგრული და სვანური სიტყვებით, გამოცემული 1834 წელს, ბერლინში Güldenstädt, Johann Anton, 1745-1781/Klaproth, Heinrich Julius, 1783- 1835 [Herausgeber]: J. A. Güldenstädt's Beschreibung der Kaukasischen Länder Aus seinen Papieren gänzlich umgearbeitet, verbessert herausgegeben und mit erklärenden Anmerkungen begleitet Berlin 1834
  • 20.
  • 21.
  • 22.
  • 23.