უნდა დავრგოთ ხე
დაგაჩნდება ტყე.
მოფრინდება ხოხობი,
მოშენდება შველი!
ხოხობსა და შველს
ტყე და წყარო შველის!
6.
უცხო სიტყვების ახსნა:
ვერხვი- საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, აქვს
გრძელყუნწიანი შრიალა ფოთლები
ძ ნ ა - მომკილი თავთავის კონა
ჭალა - პატარა ტყე მდინარის პირას
ჩალა - სიმინდის ხმელი ღერო და ფოთლები
7.
დაიმახსოვრეთ:
ჩალის ფასად -ძალიან იაფად
ჩალით არის ქვეყანა დახურული - ქვეყნად
სამართალი არ არის
პირში ჩალა გამოავლო - მოატყუა
8.
რატომ ტირის ვერხვი?
თქვენიაზრით, რატომ გაწყდნენ
ჭალაში ხოხობი და შველი?
რის შესახებ არის ეს ლექსი
დაწერილი?