თაფლის წვეთი 
ჭ.ამირეჯიბი
რატომელა გეკითხებათ: 
რომელი სასარგებლო მწერი იცით?
კიდევ რომელი მწერები ვიცით? 
ჭიანჭველა 
პეპელა 
ობობა 
• რწყილი 
• ბუზი 
ხოჭო 
მწერი
რა სარგებლობა მოაქვს 
ფუტკარს? 
• უპასუხე და პასუხი 
ჩაწერე რვეულში
თაფლის წვეთი 
ჭიანჭველების ხელმწიფეს 
დაბადების დღე 
ჰქონდა.ფუტკრების 
დედოფალმა მისალოცად 
ფუტკარი გაუგზავნა.
ხელმწიფემ სტუმარი დიდი პატივით 
მიიღო 
ათასნაირი გემრიელი 
საჭმელ-სასმელით 
გაუმასპინძლდა. 
საუკეთესო ღვინო 
მიართვა ვერცხლის 
ჯამით,ხანჯალი 
უბოძა,ასი ჭიანჭველა 
საგზლით დატვირთა და 
გზაში ,არაფერი 
გაუჭირდესო,სამეფოს 
საზღვრამდე გააყოლა.
შეზარხოშებულმა ფუტკარმა გზად 
იონჯის ყანები ნახა,დააცხრა , თაფლი 
მოაგროვა და ისევ გზას გაუდგა.
საზღვარზე მივიდნენ .გამომშვიდობებისას 
ჭიანჭველებმა უთხრეს:ეგ თაფლი 
,ბატონო,ფუტკარო,აქ დატოვე და ისე მიბრძანდი! 
ფუტკარს გაუკვირდა:-თქვე კაი ხალხო,საუკეთესო 
ღვინო მომართვით, ათასნაირი შემწვარ- 
მოხრაკულით გამიმასპინძლდით ,ვერცხლის ქამარ- 
ხანჯალი წელზე შემომარტყით,ასი ჭიანჭველა 
საგზლით დამიტვირთეთ და ეს ერთი წვეთი 
თაფლი გენანებათ?
ჭიანჭველებმა მიუგეს:--ის ჩვენი ნებით 
მოგართვით,ეგ კი დაუკითხავად 
მიგაქვს.გეთხოვნა, ას ჭიანჭველას თაფლით 
დაგიტვირთავდით და ძღვნად 
გაგატანდით,უნებართვოდ კი ერთ წვეთს არ 
გაგატანთ.
ფუტკარმა თაფლი 
ჭიანჭველებს 
დაუბრუნა და 
დარცხვენილი 
შინისაკენ წავიდა.
რატომელა გეკითხებათ: 
• 1)როგორ 
გაუმასპინძლდა 
ჭიანჭველების 
ხელმწიფე 
სტუმარს? 
• 2)როგორ მოიქცა 
უკან დაბრუნებისას 
ფუტკარი? 
• 3)რა მოსთხოვეს 
ფუტკარს 
ჭიანჭველებმა? 
• 4)რამ გააკვირვა იგი? 
• 5)რა უპასუხეს 
ჭიანჭველებმა? 
• 6)რატომ შერცხვა 
სტუმარს?
საშინაო 
დავალება 
გაახმოვანეთ ტექსტი. 
კითხვებზე პასუხები ჩაწერეთ 
რვეულში.
გისურვებთ 
წარმატებებს!!!

თაფლის წვეთი

Editor's Notes

  • #8 წვეთი