SlideShare a Scribd company logo
1 of 5
Download to read offline
„დიდება შენსა მოთმინებასა, ადრე მოსულო ჯავახიშვილო!“

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს ძველი სტილით.
სოფელ     წერაქვში   ბორჩალოს
რაიონში,    შეძლებული გლეხის
ოჯახში. მიხეილი მიხეილობა
დღეს დაიბადა და ამიტომაც
შეარქვეს ეს სახელი. ერთი
კვირის     შემდეგ     ნათლობა
გადაუხადეს და            წმინდა
გიორგის ეკლესიაში მონათლეს.
მხარე, სადაც მწერალი დაიბადა,
ლამაზი     და     ფერწარმტაცია
ადგილმდებარეობით             და
ბუნებით.     სოფელი     წერაქვი
მდინარე ხრამის გაღმა იმყოფება
ლელვარის მთის მიდამოებში.
უწინ    სოფელი ორად ყოფილა
გაყოფილი,       შემდეგ       კი
გაერთიანებულა. სოფელს სამი მდი- ნარე ჩამოუდის: ალგეთი, ხრამი და დებედა.
მეორე ქართული სოფე- ლი მიხეილის მამამ გააშენა იქვე მახლობლად და სიონი
დაარქვა. მიხეილმა წერაქვის მადლიან მიწაზე აიდგა ფეხი. იქ გაიარა მისმა
უდარდელმა ბავშვობამ, ამ მხარემ უხვად მისცა სულიერი საზრდო, რომელიც
მთელი სიცოცხლის მანძილზე კვებავდა მის შინაგან სამყა- როს. მისი ბავშვობა
მდიდარი იყო შთაბეჭდილებებით და ნანახ-განც-დილით, რამაც განასახიერება
შემდგომ                  მის             შემოქმედებაში             ჰპოვა.
     მწერალმა ბავშვობა ისეთ გარემოცვაში გაატარა, სადაც გამეფებული იყო
ვაჟკაცობის, გმირობის, სამართლიანობის და პატიოსნების კულტი, რამაც ხელი
შეუწყო მისი ხასიათისა და სოფ- მხედველობის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებას.
მიხეილი ბავშვობი- დანვე ისმენდა თქმულებებს თავისი წინაპრების საგმირო
საქმეების შესახებ. ამ ამბებზე აღიზარდა და ამიტომ ეს თემა      ყოველთვის
იზიდავდა. „ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშო-ბილება _აი, რამ
მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები“. _იგონებდა მწერალი. თვით მიხეილის
ბუნებაშიც ვაჟკაცობას და სულიერ კეთილშობილებას ღრმად ჰქონდა ფესვები
გადგმული.
      მიხეილის დედა წარმოშობით ქართველი ქალი იყო, ბურნაძის გვარის
შთამომავალი. ძალიან ჰყვარებია მიხეილს თავისი პაპა. მისით ამაყობდა კიდეც.
საღამოობით, პაპა კალთაში ჩაისვამდა ხოლმე პატარა მიხას და თავის ცხოვრებას
ზღაპრად     უამბობდა. მამა-საბა წარმოშობით     ქიზიყელი იყო.      გვართან
დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მწერლის წინაპრებს სხვა გვარი, კერძოდ,
ტოკლიკიშვილი      ჰქონდათ    და   შემდგომ     რამდენჯერმე     შეუცვლიათ.
      ხანმოკლე გამოდგა მიხეილის ოჯახისთვის სიონში ცხოვრება. წერაქვიდან
გადმოსვლის შემდეგ , რაც ხუთი წლის მანძილზე იცხოვ- რა ოჯახმა ბედნიერი
და მშვიდი ცხოვრებით, შემდეგ საშინელი ტრაგედია დაადგა თავს. მიხეილის
უმცროსი დის სოფოს მოტაცების მცდელობის მიზნით დედა-შვილი სიცოცხლეს
გამოასალმეს. მიხეილის მამამ ვერ აიტანა ეს უბედურება და წლისთავზე ისიც
ამ წუთისოფელს გამოესალმა. მიხეილი ჯერ კიდევ ცხოვრებაში გამოუცდელი
მარტოდ-მარტო დარჩა ამ ქვეყნად. ამ დროიდან იწყება ტანჯვა-წამებით სავსე
ცხოვრება.
       მიხეილი პატარაობიდანვე ავლენდა ბუნებით მომადლებულ ნიჭსა და
                                         უნარს. რითაც განსხვავდებოდა
                                         თავისი ტოლი მეგობრები- საგან.
                                         ცელქი და დაუდეგარი იყო,
                                         ამასთანავე დაჯილდოებული იყო
                                         სხარტი და მახვილი გონებით,
                                         იშვიათი     მეხსიერებითა       და
                                         ჭკუით. შრომისმოყვარეობა და
                                         წესიერება მისი ტანდაყოლილი
                                         თვისებები     იყო.     ხიფათიანი
                                         ცხოვრება დაჰყვა და ბედად
                                         მრავალჯერ     იდგა    სიკვდილის
                                         პირისპირ,             რომელსაც
                                         სასწაულად გადაურჩა. მიხეილი
                                         განებივრებული     და        თავის
                                         ნათქვამი გაიზარდა.         ბავშვი
                                         ბუნებით    მგრძნო ბიარე        და
                                         გულჩვილი      იყო.        მცირედ
                                         გაანჩხლდებოდა ხოლმე.         მისი
                                         სურ ვილი უმალ სრულდებოდა.
                                         პატარაობიდანვე განსაკუთრებუ-
                                         ლი ადგილი დაიკავა ოჯახში.
                                         უყვარდა    მინდორი      და    ტყე,
                                         განმარტო-ებით ყოფნა. მიხეილი
                                         დაბადებიდანვე               სუსტი
                                         აღნაგობის იყო,        გამხ-დარი,
ხშირად ხდებოდა ავად. ჰქონდა სწრაფი განსჯის უნარი. სიტყვა-პასუხით
ზოგჯერ უფროსებსაც აკვირვებდა. ცელქობისა და ეშმაკობის გამო ბევრჯერ
გაამწარა მშობლები. ტყეს ხშირად სიზმ- რადაც ხედავდა. სახე მოგრძო და
ფერმკრთალი ჰქონდა, თხელი და ნატიფი ნაკვთებით. მაღალი შუბლი სახეს
უმშვენებდა. თხელი წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. თვალები
ჰქონდა თაფლისფერი, აზრიანი. ღრმა და სულში ჩამწდომი მზერა იცოდა
ბავშვობიდან გულადი იყო და მარტო      სიარულის არ ეშინოდა. პატარა მიხა
ადამიანური        და                    კეთილი                   იყო.
სიყალბეს ვერ იტანდა. მას ძალიან უყვარდა თავიანთი მოჯამაგირე აბდულა,
რომელმაც რომელმაც ბევრი თათრული სიმღერა ასწავლა. ირგვლივ
ყველაფერს




გულდასმით ათვალიერებდა. ახალ წიგნს არ მოეშვებოდა, სანამ ბოლომდე არ
წაიკითხავდა. საბას თბილისიდან და სადახლოდან ახალ-ახალი წიგნები
მოჰქონდა მისთვის. ბავშვის- თვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. პატარა
საწერი მაგიდა ყოველთვის წესრიგში ჰქონდა. უყვარდა გლეხებთან ყოფნა.
რამდენი სიბრძნე იყო მათ ნაამბობში ჩაქსოვილი. მიხეილი პატარაობიდანვე
გატაცებული ყოფილა ჭიდაობით და კარგად ჭიდაობდა. ზოგჯერ ფალავნობაც
მოუპოვებია. თავის თავზე ბევრჯერ უთქვამს: „მე რომ გავჯიუტდეობოდი, ცხრა
უღელი კამეჩი ვერ გამწევდაო, მაგრამ ბევრჯერ ძვირადაც დაჯდომია თავისი
სიჯიუტე. მისი ცხოვრება ერთგვარ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო.
ბავშვობაში ჰყვარებია ხატვა და კარგად ხატავდა. ოცნებობდა მხატვარი
გამოსულიყო. სხვადასხვა საგნების გამოთლაც ეხერხებოდა. თავის ცხოვრებაში
მუსიკასაც დიდი ადგილი ეჭირა. მართავდა ცეკვა-თამაშის        საღა- მოებს,
მღეროდა სკოლის საეკლესიო გუნდშიც. ყანაში ყოფნის დროს უფროსებსაც
ეხმარებოდა მუშაობაში. მიხეილს ძალიან უყვარდა ისტორიული ადგილების
დათვალიერება და ხშირად დადიოდა ეკლესიებისა თუ ციხე კოშკების
სანახავად. ხან გოლგოთას მთაზე ადიოდა და ხან ელიას ეკლესიაზე.
გატაცებული იყო ცხენზე ჯდომითა და ჯირითითაც. ერთხელ ცხენიდან
გადმოვარდა და ძლიერ დაშავებულა კიდეც. მიხეილს უყვარდა პირუტყვებიც,
განსა- კუთრებით ძაღლები. კატა კი ბავშვობიდანვე ეჯავრებოდა და მისი
დაუძინებელი მტერი ყოფილა. ძაღლი მის მეგობრად მიაჩნდა. ბავშვის ბუნება
ძალადობას და სიმკაცრეს ვერ იტანდა. განსაკუთ- რებით პირუტყვის მიმართ.
ერთხელ მეზობელი გლეხი ძაღლს ცემდა ჯოხით. მიხამ ვერ მოითმინა და
გლეხს მივარდა. ძაღლს გადეფარა და გადაარჩინა. გლეხს სთხოვა ცემა
შეეჩერებინა, შებდეგ კი ეს ამბავი თავის მოთხრობას „ლამბალო და ყაშას“
დაურთო. პირველი დაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო. მამას
ქალი ჰყავდა მოწვეული საწავლებლად. ოჯახმა ჩაუნერგა ხალხთმოყვარეობის
გრძნობა. გარემომ     კი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა,
ადამიანებისადმი სიბრალულის და სიკეთის სული შთაბერა. მათი ოჯახი
ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. პატარა მიხა ბიძამისს სანადიროდ
დაჰყვებოდა. ბავშვობიდანვე ჩარჩენოდა ხსოვნაში ლეგენდად ქცეული არსენა
ოძელაშვილის გმირული ცხოვრება და მისი პიროვნებისადმი ინტერესი.
ებადებოდა      სურვილი,    მეტი    გაეგო   მისი     ცხოვრების      შესახებ.
                                                 მიხეილი შვიდი წლისა
                                          რომ     შეიქმნა, საჭირო გახდა
                                          მისი სასწავლებელში მიბარება.
                                          ამის გამო ოჯახში დიდი სჯა-
                                          ბაასი                    გაიმარ-
                                          თა. იმ დროს წერაქვში სკოლა
                                          არ    იყო.    სწავლა    ყველგან
                                          რუსულ      ენაზე    ტარდებოდა.
                                          ბავშვი              პრივილნოეს
                                          სასწავლებელში მიაბარეს, სადც
                                          ერთი წელი დაჰყო. 1888 წელს
                                          მიხეილი           ჯელალ-ოღლის
                                          სასწავლებელში გადავიდა. აქ
                                          იგი სამი წელი სწავლობდა.
                                          სასწავლე- ბელი        სახლიდან
                                          დიდი მანძილით, 40-45 ვერსიით
                                          იყო        დაშორებული         და
                                          ყოველდღიურად             ბავშვის
სიარული საკმაოდ ძნელი იყო მით უფრო ზამთრის პირობებში. ამიტომ საბამ
გადაწყვიტა,    მიხეილი     საცხოვრებლად     იქვე    დაეტოვებინა.      ამ    ხნის
განმავლობაში     ბრწყინ-ვალედ      შეისწავლა    რუსული      ენა.    პირნათლად
ასრულებდა მასწავლებ- ლის         ყველა    დავალებას      და      გაკვეთილებსაც
ზედმიწევნით კარგად ამზადებდა. საწავლებელში სპეკტაკლებიც იმართებოდა
და მიხეილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათში. ბავშვობიდანვე იზიდავდა
თეატრი. როცა წამოიზარდა და ნამდვილი თეატრი იხილა, ისე შეიყვარა იგი,
როგორც თავისი სულის განუყოფელი ნაწილი. ქართუ-ლი თეატრის შესახებ
იგი წერდა: „მე მიყვარდა ქართული თეატრი, ისე მიყვარდა, როგორც
სამშობლო“.
      საბას მიწა უყვარდა და სურდა შვილი აგრონომი გამოსულიყო, რათა
მისი საქმე გაეგრძელებინა. მიხეილმა ჯალალოღლის სასწავლე-ბელი 1892
წელს დაამთავრა. 1893 წელს საბამ მიხეილი წინამძღვრი- ანთ კარში
ჩაიყვანა. მიხეილს აგრონომობა არ აინტერესებდა, მაგრამ მამის სურვილს წინ
ვერ აღუდგა        და სასწავლებლის კარი           მორჩი- ლებით შეაღო. ამ
                                          სასწავლებელში მიხეილი საერთო
                                          სასწავლებელში ცხოვრობდა. მიხას
                                          ქართული      აღარ       ახსოვდა    და
                                          ბავშვებმა     რუსაპეტა       შეარქვეს.
                                          ბავშვები დასცინოდნენ, რადგანაც
                                          მახვილს     გამოთქმაში        რუსული
                                          წესით ხმარობდა. ეს ხარვეზი კი
                                          ღიმილს                        იწვევდა.
                                                 ორმა        ილიამ,        ილია
                                          ჭავჭავაძემ          და           ილია
                                          წინამძღვრიშვილმა          გადამწყვეტი
                                          როლი         ითამაშა         მიხეილის
                                          ცხოვრებაში.     წინმძრვრიანთ-კარში
                                          და საგურამოში ეზიარა მომავალი
                                          მწერალი      ქართულ        კულტურას.
                                          ილიამ მიხეილს შეურჩია ქართული
                                          ენის მასწავლებელი. მიხეილიც არ
იშურებდა                ძალას.              ბევრს                  კითხულობდა.
      დიდმა    ილიამ     თავისდაუნებურად    მწერლობისაკენ      გზა    დაულოცა
მიხეილს.




                                                            ზურა ქავთარია


                                                          XI კლასი

More Related Content

What's hot (7)

gილია ჭავჭავაძე
gილია ჭავჭავაძეgილია ჭავჭავაძე
gილია ჭავჭავაძე
 
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი   ჯეკ ლონდონიმარტინ იდენი   ჯეკ ლონდონი
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი
 
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
 
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისაიაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
 
ლენინი
ლენინილენინი
ლენინი
 
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფიაასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
 
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერითამაში ჭვავის ყანაში   ჯერომ სელინჯერი
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი
 

Viewers also liked

สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2
สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2
สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2parnee
 
Kegiatan BKD Kota Palu
Kegiatan BKD Kota PaluKegiatan BKD Kota Palu
Kegiatan BKD Kota PaluDedy Iskandar
 
ระบบช่วยเหลือนักเรียน
ระบบช่วยเหลือนักเรียนระบบช่วยเหลือนักเรียน
ระบบช่วยเหลือนักเรียนparnee
 
สารสนเทศบทที่5
สารสนเทศบทที่5สารสนเทศบทที่5
สารสนเทศบทที่5parnee
 
สารสนเทศและการสื่อสาร
สารสนเทศและการสื่อสารสารสนเทศและการสื่อสาร
สารสนเทศและการสื่อสารparnee
 
Plan de compensación AGEL 2.0
Plan de compensación AGEL 2.0Plan de compensación AGEL 2.0
Plan de compensación AGEL 2.0Esaú Josué M
 
Power point pp dedy.net
Power point pp dedy.netPower point pp dedy.net
Power point pp dedy.netDedy Iskandar
 
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945Dedy Iskandar
 
Proyek perubahan dedy.net
Proyek perubahan dedy.netProyek perubahan dedy.net
Proyek perubahan dedy.netDedy Iskandar
 

Viewers also liked (16)

Caver proposal dedy
Caver proposal dedyCaver proposal dedy
Caver proposal dedy
 
Edaran cuti 2015
Edaran cuti 2015Edaran cuti 2015
Edaran cuti 2015
 
สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2
สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2
สารสนเทศและการสื่อสารบบที่ 2
 
Nia Patarashvili
Nia PatarashviliNia Patarashvili
Nia Patarashvili
 
Kegiatan BKD Kota Palu
Kegiatan BKD Kota PaluKegiatan BKD Kota Palu
Kegiatan BKD Kota Palu
 
ระบบช่วยเหลือนักเรียน
ระบบช่วยเหลือนักเรียนระบบช่วยเหลือนักเรียน
ระบบช่วยเหลือนักเรียน
 
Sk dewan etika pns
Sk dewan etika pnsSk dewan etika pns
Sk dewan etika pns
 
สารสนเทศบทที่5
สารสนเทศบทที่5สารสนเทศบทที่5
สารสนเทศบทที่5
 
10 compromisos agel
10 compromisos agel10 compromisos agel
10 compromisos agel
 
สารสนเทศและการสื่อสาร
สารสนเทศและการสื่อสารสารสนเทศและการสื่อสาร
สารสนเทศและการสื่อสาร
 
Mari chaxaia
Mari chaxaiaMari chaxaia
Mari chaxaia
 
Plan de compensación AGEL 2.0
Plan de compensación AGEL 2.0Plan de compensación AGEL 2.0
Plan de compensación AGEL 2.0
 
Power point pp dedy.net
Power point pp dedy.netPower point pp dedy.net
Power point pp dedy.net
 
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945
Selecta Sistem Perwakilan dan kedaulatan rakyat berdasarkan UUD 1945
 
Proyek perubahan dedy.net
Proyek perubahan dedy.netProyek perubahan dedy.net
Proyek perubahan dedy.net
 
Proposal perubahan
Proposal perubahanProposal perubahan
Proposal perubahan
 

Zura Kavtaria

  • 1. „დიდება შენსა მოთმინებასა, ადრე მოსულო ჯავახიშვილო!“ მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს ძველი სტილით. სოფელ წერაქვში ბორჩალოს რაიონში, შეძლებული გლეხის ოჯახში. მიხეილი მიხეილობა დღეს დაიბადა და ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი. ერთი კვირის შემდეგ ნათლობა გადაუხადეს და წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლეს. მხარე, სადაც მწერალი დაიბადა, ლამაზი და ფერწარმტაცია ადგილმდებარეობით და ბუნებით. სოფელი წერაქვი მდინარე ხრამის გაღმა იმყოფება ლელვარის მთის მიდამოებში. უწინ სოფელი ორად ყოფილა გაყოფილი, შემდეგ კი გაერთიანებულა. სოფელს სამი მდი- ნარე ჩამოუდის: ალგეთი, ხრამი და დებედა. მეორე ქართული სოფე- ლი მიხეილის მამამ გააშენა იქვე მახლობლად და სიონი დაარქვა. მიხეილმა წერაქვის მადლიან მიწაზე აიდგა ფეხი. იქ გაიარა მისმა უდარდელმა ბავშვობამ, ამ მხარემ უხვად მისცა სულიერი საზრდო, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე კვებავდა მის შინაგან სამყა- როს. მისი ბავშვობა მდიდარი იყო შთაბეჭდილებებით და ნანახ-განც-დილით, რამაც განასახიერება შემდგომ მის შემოქმედებაში ჰპოვა. მწერალმა ბავშვობა ისეთ გარემოცვაში გაატარა, სადაც გამეფებული იყო ვაჟკაცობის, გმირობის, სამართლიანობის და პატიოსნების კულტი, რამაც ხელი შეუწყო მისი ხასიათისა და სოფ- მხედველობის, მისი პიროვნების ჩამოყალიბებას. მიხეილი ბავშვობი- დანვე ისმენდა თქმულებებს თავისი წინაპრების საგმირო საქმეების შესახებ. ამ ამბებზე აღიზარდა და ამიტომ ეს თემა ყოველთვის იზიდავდა. „ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშო-ბილება _აი, რამ მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები“. _იგონებდა მწერალი. თვით მიხეილის ბუნებაშიც ვაჟკაცობას და სულიერ კეთილშობილებას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მიხეილის დედა წარმოშობით ქართველი ქალი იყო, ბურნაძის გვარის შთამომავალი. ძალიან ჰყვარებია მიხეილს თავისი პაპა. მისით ამაყობდა კიდეც. საღამოობით, პაპა კალთაში ჩაისვამდა ხოლმე პატარა მიხას და თავის ცხოვრებას
  • 2. ზღაპრად უამბობდა. მამა-საბა წარმოშობით ქიზიყელი იყო. გვართან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მწერლის წინაპრებს სხვა გვარი, კერძოდ, ტოკლიკიშვილი ჰქონდათ და შემდგომ რამდენჯერმე შეუცვლიათ. ხანმოკლე გამოდგა მიხეილის ოჯახისთვის სიონში ცხოვრება. წერაქვიდან გადმოსვლის შემდეგ , რაც ხუთი წლის მანძილზე იცხოვ- რა ოჯახმა ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებით, შემდეგ საშინელი ტრაგედია დაადგა თავს. მიხეილის უმცროსი დის სოფოს მოტაცების მცდელობის მიზნით დედა-შვილი სიცოცხლეს გამოასალმეს. მიხეილის მამამ ვერ აიტანა ეს უბედურება და წლისთავზე ისიც ამ წუთისოფელს გამოესალმა. მიხეილი ჯერ კიდევ ცხოვრებაში გამოუცდელი მარტოდ-მარტო დარჩა ამ ქვეყნად. ამ დროიდან იწყება ტანჯვა-წამებით სავსე ცხოვრება. მიხეილი პატარაობიდანვე ავლენდა ბუნებით მომადლებულ ნიჭსა და უნარს. რითაც განსხვავდებოდა თავისი ტოლი მეგობრები- საგან. ცელქი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე დაჯილდოებული იყო სხარტი და მახვილი გონებით, იშვიათი მეხსიერებითა და ჭკუით. შრომისმოყვარეობა და წესიერება მისი ტანდაყოლილი თვისებები იყო. ხიფათიანი ცხოვრება დაჰყვა და ბედად მრავალჯერ იდგა სიკვდილის პირისპირ, რომელსაც სასწაულად გადაურჩა. მიხეილი განებივრებული და თავის ნათქვამი გაიზარდა. ბავშვი ბუნებით მგრძნო ბიარე და გულჩვილი იყო. მცირედ გაანჩხლდებოდა ხოლმე. მისი სურ ვილი უმალ სრულდებოდა. პატარაობიდანვე განსაკუთრებუ- ლი ადგილი დაიკავა ოჯახში. უყვარდა მინდორი და ტყე, განმარტო-ებით ყოფნა. მიხეილი დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობის იყო, გამხ-დარი, ხშირად ხდებოდა ავად. ჰქონდა სწრაფი განსჯის უნარი. სიტყვა-პასუხით ზოგჯერ უფროსებსაც აკვირვებდა. ცელქობისა და ეშმაკობის გამო ბევრჯერ გაამწარა მშობლები. ტყეს ხშირად სიზმ- რადაც ხედავდა. სახე მოგრძო და ფერმკრთალი ჰქონდა, თხელი და ნატიფი ნაკვთებით. მაღალი შუბლი სახეს უმშვენებდა. თხელი წაბლისფერი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. თვალები ჰქონდა თაფლისფერი, აზრიანი. ღრმა და სულში ჩამწდომი მზერა იცოდა
  • 3. ბავშვობიდან გულადი იყო და მარტო სიარულის არ ეშინოდა. პატარა მიხა ადამიანური და კეთილი იყო. სიყალბეს ვერ იტანდა. მას ძალიან უყვარდა თავიანთი მოჯამაგირე აბდულა, რომელმაც რომელმაც ბევრი თათრული სიმღერა ასწავლა. ირგვლივ ყველაფერს გულდასმით ათვალიერებდა. ახალ წიგნს არ მოეშვებოდა, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავდა. საბას თბილისიდან და სადახლოდან ახალ-ახალი წიგნები მოჰქონდა მისთვის. ბავშვის- თვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. პატარა საწერი მაგიდა ყოველთვის წესრიგში ჰქონდა. უყვარდა გლეხებთან ყოფნა. რამდენი სიბრძნე იყო მათ ნაამბობში ჩაქსოვილი. მიხეილი პატარაობიდანვე გატაცებული ყოფილა ჭიდაობით და კარგად ჭიდაობდა. ზოგჯერ ფალავნობაც მოუპოვებია. თავის თავზე ბევრჯერ უთქვამს: „მე რომ გავჯიუტდეობოდი, ცხრა უღელი კამეჩი ვერ გამწევდაო, მაგრამ ბევრჯერ ძვირადაც დაჯდომია თავისი სიჯიუტე. მისი ცხოვრება ერთგვარ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო. ბავშვობაში ჰყვარებია ხატვა და კარგად ხატავდა. ოცნებობდა მხატვარი გამოსულიყო. სხვადასხვა საგნების გამოთლაც ეხერხებოდა. თავის ცხოვრებაში მუსიკასაც დიდი ადგილი ეჭირა. მართავდა ცეკვა-თამაშის საღა- მოებს, მღეროდა სკოლის საეკლესიო გუნდშიც. ყანაში ყოფნის დროს უფროსებსაც
  • 4. ეხმარებოდა მუშაობაში. მიხეილს ძალიან უყვარდა ისტორიული ადგილების დათვალიერება და ხშირად დადიოდა ეკლესიებისა თუ ციხე კოშკების სანახავად. ხან გოლგოთას მთაზე ადიოდა და ხან ელიას ეკლესიაზე. გატაცებული იყო ცხენზე ჯდომითა და ჯირითითაც. ერთხელ ცხენიდან გადმოვარდა და ძლიერ დაშავებულა კიდეც. მიხეილს უყვარდა პირუტყვებიც, განსა- კუთრებით ძაღლები. კატა კი ბავშვობიდანვე ეჯავრებოდა და მისი დაუძინებელი მტერი ყოფილა. ძაღლი მის მეგობრად მიაჩნდა. ბავშვის ბუნება ძალადობას და სიმკაცრეს ვერ იტანდა. განსაკუთ- რებით პირუტყვის მიმართ. ერთხელ მეზობელი გლეხი ძაღლს ცემდა ჯოხით. მიხამ ვერ მოითმინა და გლეხს მივარდა. ძაღლს გადეფარა და გადაარჩინა. გლეხს სთხოვა ცემა შეეჩერებინა, შებდეგ კი ეს ამბავი თავის მოთხრობას „ლამბალო და ყაშას“ დაურთო. პირველი დაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო. მამას ქალი ჰყავდა მოწვეული საწავლებლად. ოჯახმა ჩაუნერგა ხალხთმოყვარეობის გრძნობა. გარემომ კი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ადამიანებისადმი სიბრალულის და სიკეთის სული შთაბერა. მათი ოჯახი ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. პატარა მიხა ბიძამისს სანადიროდ დაჰყვებოდა. ბავშვობიდანვე ჩარჩენოდა ხსოვნაში ლეგენდად ქცეული არსენა ოძელაშვილის გმირული ცხოვრება და მისი პიროვნებისადმი ინტერესი. ებადებოდა სურვილი, მეტი გაეგო მისი ცხოვრების შესახებ. მიხეილი შვიდი წლისა რომ შეიქმნა, საჭირო გახდა მისი სასწავლებელში მიბარება. ამის გამო ოჯახში დიდი სჯა- ბაასი გაიმარ- თა. იმ დროს წერაქვში სკოლა არ იყო. სწავლა ყველგან რუსულ ენაზე ტარდებოდა. ბავშვი პრივილნოეს სასწავლებელში მიაბარეს, სადც ერთი წელი დაჰყო. 1888 წელს მიხეილი ჯელალ-ოღლის სასწავლებელში გადავიდა. აქ იგი სამი წელი სწავლობდა. სასწავლე- ბელი სახლიდან დიდი მანძილით, 40-45 ვერსიით იყო დაშორებული და ყოველდღიურად ბავშვის
  • 5. სიარული საკმაოდ ძნელი იყო მით უფრო ზამთრის პირობებში. ამიტომ საბამ გადაწყვიტა, მიხეილი საცხოვრებლად იქვე დაეტოვებინა. ამ ხნის განმავლობაში ბრწყინ-ვალედ შეისწავლა რუსული ენა. პირნათლად ასრულებდა მასწავლებ- ლის ყველა დავალებას და გაკვეთილებსაც ზედმიწევნით კარგად ამზადებდა. საწავლებელში სპეკტაკლებიც იმართებოდა და მიხეილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათში. ბავშვობიდანვე იზიდავდა თეატრი. როცა წამოიზარდა და ნამდვილი თეატრი იხილა, ისე შეიყვარა იგი, როგორც თავისი სულის განუყოფელი ნაწილი. ქართუ-ლი თეატრის შესახებ იგი წერდა: „მე მიყვარდა ქართული თეატრი, ისე მიყვარდა, როგორც სამშობლო“. საბას მიწა უყვარდა და სურდა შვილი აგრონომი გამოსულიყო, რათა მისი საქმე გაეგრძელებინა. მიხეილმა ჯალალოღლის სასწავლე-ბელი 1892 წელს დაამთავრა. 1893 წელს საბამ მიხეილი წინამძღვრი- ანთ კარში ჩაიყვანა. მიხეილს აგრონომობა არ აინტერესებდა, მაგრამ მამის სურვილს წინ ვერ აღუდგა და სასწავლებლის კარი მორჩი- ლებით შეაღო. ამ სასწავლებელში მიხეილი საერთო სასწავლებელში ცხოვრობდა. მიხას ქართული აღარ ახსოვდა და ბავშვებმა რუსაპეტა შეარქვეს. ბავშვები დასცინოდნენ, რადგანაც მახვილს გამოთქმაში რუსული წესით ხმარობდა. ეს ხარვეზი კი ღიმილს იწვევდა. ორმა ილიამ, ილია ჭავჭავაძემ და ილია წინამძღვრიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილის ცხოვრებაში. წინმძრვრიანთ-კარში და საგურამოში ეზიარა მომავალი მწერალი ქართულ კულტურას. ილიამ მიხეილს შეურჩია ქართული ენის მასწავლებელი. მიხეილიც არ იშურებდა ძალას. ბევრს კითხულობდა. დიდმა ილიამ თავისდაუნებურად მწერლობისაკენ გზა დაულოცა მიხეილს. ზურა ქავთარია XI კლასი