SlideShare a Scribd company logo
1 of 18
გილოცავთ
შობა-ახალ წელს
პროექტის ხელმძღვანელი: ქ.რუსთავის 22-ე საჯარო
სკოლის პედაგოგი რიტა დათეშიძე
პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიგონ:
როგორი იყო საახალწლო, საშობაო
სამზადისი ძველად საქართველოში.
როგორ ემზადებიან შობის ბრწყინვალე
დღესასწაულისათვის და როგორ ხვდებიან
ახალ წელს დღევანდელ საქართველოში
პროექტის გეგმა:
1. ინფორმაციის მოძიება (გამოკითხვა ბებიების,ბაბუების, მშობლების.)
2.ინფორმაციის მოძიება წიგნებისა და კომპიუტერის დახმარებით.
3. საახალწლო ლექსებისა და სიმღერების მოძიება.
4. ლექსებისა და ინფორმაციის განაწილება.
5. სიმღერების შესწავლა
6. ნაძვისს ხის სათამაშოებისა და მოსართავების დამზადება
7. საკლასო ოთახისა და ნაძვის ხის მორთვა.
8. საახალწლო საჩუქრებისა და მოსაწვევების დამზადება.
9. პროექტის პრეზენტაცია.
შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში
საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში
სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV ს_ში ახალ წელს 6
აგვისტოს ზეიმობდნენ, VII ს-ში ამას 1 სექტემბერი
ჩაენაცვლა, IX ს-ის 20-იანი წლებიდან კი ახალი წლის
ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყება.
იანვარში ახალი წლის აღნიშვნა XIV ს-ში დამკვიდრდა.
1 იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის
ხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში
ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმული. ამიტომ
პურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი
წლისთვის, ბასილას პურებს ეძახოდნენ.
ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს,
როგორ ხვდებოდნენ სამეფო კარზე
ახალ წელს:
ცისკრის ლოცვამდე მეფესთან და დედოფალთან
მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი და თან
მიქონდა ჯვარი, ხატი, სამეფო სამკაული და
შაქარი.წირვის შემდეგ მეფეს ერისთავები და
ვეზირები ულოცავდნენ. ახალ წელს სასახლეში
აუცილებლად მართავდნენ დიდ ნადიმს. მეორე
დღეს კი წინასწარ დამწყვდეულ ტყის ნადირებს
გამოუშვებდნენ ხოლმე და ნადირობდნენ.
შობა-ახალი წელი ძველ
საქართველოში
ქართლ-კახეთი
ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის
ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ
ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი
პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს
ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა
ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოხარშულ
დედალს და ღორის თავს ჩამიჩიან
პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ
ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და
ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე.
გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ
გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა.
შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს
ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ
მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას
თითო ლუკმას უდებდა პირში.
შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში
ხევსურეთი
ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით
ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში
დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს
აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც
გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის
თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს
უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის
იქნება მრავალი და დოვლათიანი.
ფშავი
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად
(საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე
მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან
ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში
ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი
გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას
სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და
ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად
დამიბერდიო".
თუშეთი
თუშები თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და
ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან
კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და
ქალზე - მრგვალ კვერს. საახალწლოდ ირჩევენ
მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია:
ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს
ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს
შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა,
კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი
სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"
შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში
იმერეთი
იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს
ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს
ფოთლებით, ვერცხლის ფულებით,
ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით.
ჩიჩილაკს მასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი
წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის
ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც
მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.
სამეგრელო
გურია-სამეგრელოში ახალი წლის
პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას
თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალი წლის ღამეს
რამდენიმეჯერ ისროდნენ თოფს. მეკვლე
ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს
შემოატარებდა მთელ სახლ- ში,
ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და
თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები
ტკბილეულობით დატვირთული
მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს
ულოცავდნენ. ძველით ახალი წლის
მომდევნო დღეს სამეგრელოში კუჩხობა
აღინიშნება. კარგი ფეხის მქონე სტუმარი
- კუჩხა - ზუგდიდში ყველას ჰყავს. ეს
ტრადიცია დასავლეთ საქართველოში
საუკუნეების წინაც სრულდებოდა და
აქტუალობას არც დღეს ჰკარგავს.
გურია
გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე
დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას,
სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს,
მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და
მარნისკენ გაეშურებიან. ბედნიერებას. შემდეგ
მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას
ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე
სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს,
საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის:
"აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და
სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია
სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს
ულოცავენ.
შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში
აჭარა
აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს
ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში
მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და
განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება
ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო
სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი.
სვანეთი
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში
ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ
მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი
სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში
იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის
წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას
სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს
და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის
და დღესასწაულს ულოცავს.
რაჭა ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს
ახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. აცხობენ
აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ
პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით
აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე
დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი
ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს.
შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს
მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ
შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ
ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების,
მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის,
ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად
წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე
ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის
ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.
ქართული თოვლის ბაბუა
მ ე კ ვ ლ ე
საახალწლო სუფრის ტრადიცია
საცივი
საცვი საახალწლო სუფრის
მარგალიტია.მის გარესე
საახალწლო სუფრა
წარმოუდგენელია. მის
მოსამზადებლად საჭიროა
მოხარშული ქათამი ან
ინდაური, ნიგოზი,
ხახვი,ნიორი, სუნელები
გოზინაყი
გოზინაყი ყველას
საყვარელი
ტკბილეულია.მის
მოსამზადებლად
საჭიროა,დაჭრილი
მოხალული ნიგოზი და
თაფლი
შემწვარი გოჭი
გოჭის ხორცი
განსაკუთრებით გოჭის თავი
საახალწლო სუფრის
ატრიბუტია,შემწვარი ხორცი
საერთოდ ძალიან
საყვარელი საჭმელია
ქართველი ხალხის.
საშობაო-საახალწლო ლექსები
მეკვლე
კარი გამიღეთ! მეკვლე ვარ!
სულს ღაფავს ღამე ბებერი!
ისმის მამლების ყივილი
ახალწლის მაუწყებელი!
ჩვენც ავიშალნეთ,ბალღებო,
და შევხვდეთ,როგორც შეჰფერის!
ხარობდეთ!ფეხი შემოვდგი!
გილოცავთხონჩა-ძღვენითა!
დაიზარდენით, ისწავლეთ,
დრო გაატარეთ ლხენითა,
და რომ ქვეყანას დედობრივს
თავი მოჰქონდეს თქვენითა,
სულ ხუთიანებს იღებდეთ
კლასიდან კლასში ფრენითა!
მეკვლე
თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ,-
ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!
ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,
მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
- კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.
თოვლის ბაბუა
როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,
ტყიდან დინჯად გამოდის
თოვლისფერი ბაბუა.
მოაქვს ლხენა რამდენი,
საჩუქარი რამდენი,
სანთლებივით ადნება
წვერზე თეთრი ფანტელი.
მოსდევს თოვლი ახალი,
იცინიან ფიფქები,
ვინც დედის გულს ახარებს,
მისი მეკვლე ვიქნები.
შობა-ახალი წელი თანამედროვე საქართველოში
ა ლ ი ლ ო -საშობაო მსვლელობისას
მღერიან სიმღერა „ალილოს“
გილოცავთ შობა-ახალ წელს

More Related Content

What's hot

დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
Natia Kurtanidze
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
lela64
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
nino abuladze
 
გურია
გურიაგურია
გურია
TB
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
Tinatin Khutsishvili
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
mananasvanadze
 

What's hot (20)

ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძეანა კალანდაძე
ანა კალანდაძე
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
 
ასურელი მამები
ასურელი მამებიასურელი მამები
ასურელი მამები
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
პორტობელოელი ჯადოქარა პაულო კოელიო
პორტობელოელი ჯადოქარა   პაულო კოელიოპორტობელოელი ჯადოქარა   პაულო კოელიო
პორტობელოელი ჯადოქარა პაულო კოელიო
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
 
გურია
გურიაგურია
გურია
 
Legenda tbilisze
Legenda tbiliszeLegenda tbilisze
Legenda tbilisze
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
 
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფიაასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
ასტრიდ ლინგრენი ბიოგრაფია
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
 

More from ritadateshidze

შემოდგომა
შემოდგომაშემოდგომა
შემოდგომა
ritadateshidze
 
მეგობრობა 1
მეგობრობა 1მეგობრობა 1
მეგობრობა 1
ritadateshidze
 
ზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლეზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლე
ritadateshidze
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
ritadateshidze
 
სამახსოვრო 1
სამახსოვრო 1სამახსოვრო 1
სამახსოვრო 1
ritadateshidze
 
მათემატიკური ლოტო 1
მათემატიკური ლოტო 1მათემატიკური ლოტო 1
მათემატიკური ლოტო 1
ritadateshidze
 
მიმატ.გამოკლება 1
მიმატ.გამოკლება 1მიმატ.გამოკლება 1
მიმატ.გამოკლება 1
ritadateshidze
 
ხეების დავა
ხეების დავახეების დავა
ხეების დავა
ritadateshidze
 
ბუნება შეფ
ბუნება შეფბუნება შეფ
ბუნება შეფ
ritadateshidze
 
მატემ შეფასება
მატემ შეფასებამატემ შეფასება
მატემ შეფასება
ritadateshidze
 
კონფერეცია
კონფერეციაკონფერეცია
კონფერეცია
ritadateshidze
 
ქართული ენა
ქართული ენაქართული ენა
ქართული ენა
ritadateshidze
 
მათემათიკა
მათემათიკამათემათიკა
მათემათიკა
ritadateshidze
 

More from ritadateshidze (20)

Geo
GeoGeo
Geo
 
შემოდგომა
შემოდგომაშემოდგომა
შემოდგომა
 
მეგობრობა 1
მეგობრობა 1მეგობრობა 1
მეგობრობა 1
 
ზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლეზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლე
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
სამახსოვრო 1
სამახსოვრო 1სამახსოვრო 1
სამახსოვრო 1
 
მათემატიკური ლოტო 1
მათემატიკური ლოტო 1მათემატიკური ლოტო 1
მათემატიკური ლოტო 1
 
მიმატ.გამოკლება 1
მიმატ.გამოკლება 1მიმატ.გამოკლება 1
მიმატ.გამოკლება 1
 
ხეების დავა
ხეების დავახეების დავა
ხეების დავა
 
ბუნება შეფ
ბუნება შეფბუნება შეფ
ბუნება შეფ
 
მატემ შეფასება
მატემ შეფასებამატემ შეფასება
მატემ შეფასება
 
კონფერეცია
კონფერეციაკონფერეცია
კონფერეცია
 
9 aprili
9 aprili9 aprili
9 aprili
 
Gegma1
Gegma1Gegma1
Gegma1
 
ქართული ენა
ქართული ენაქართული ენა
ქართული ენა
 
მათემათიკა
მათემათიკამათემათიკა
მათემათიკა
 
11
1111
11
 
4 klasi
4 klasi4 klasi
4 klasi
 
1
11
1
 
111
111111
111
 

ახალი წელი

  • 1. გილოცავთ შობა-ახალ წელს პროექტის ხელმძღვანელი: ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგი რიტა დათეშიძე
  • 2. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ: როგორი იყო საახალწლო, საშობაო სამზადისი ძველად საქართველოში. როგორ ემზადებიან შობის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის და როგორ ხვდებიან ახალ წელს დღევანდელ საქართველოში
  • 3. პროექტის გეგმა: 1. ინფორმაციის მოძიება (გამოკითხვა ბებიების,ბაბუების, მშობლების.) 2.ინფორმაციის მოძიება წიგნებისა და კომპიუტერის დახმარებით. 3. საახალწლო ლექსებისა და სიმღერების მოძიება. 4. ლექსებისა და ინფორმაციის განაწილება. 5. სიმღერების შესწავლა 6. ნაძვისს ხის სათამაშოებისა და მოსართავების დამზადება 7. საკლასო ოთახისა და ნაძვის ხის მორთვა. 8. საახალწლო საჩუქრებისა და მოსაწვევების დამზადება. 9. პროექტის პრეზენტაცია.
  • 4. შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV ს_ში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII ს-ში ამას 1 სექტემბერი ჩაენაცვლა, IX ს-ის 20-იანი წლებიდან კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის აღნიშვნა XIV ს-ში დამკვიდრდა. 1 იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმული. ამიტომ პურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახოდნენ.
  • 5. ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს, როგორ ხვდებოდნენ სამეფო კარზე ახალ წელს: ცისკრის ლოცვამდე მეფესთან და დედოფალთან მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი და თან მიქონდა ჯვარი, ხატი, სამეფო სამკაული და შაქარი.წირვის შემდეგ მეფეს ერისთავები და ვეზირები ულოცავდნენ. ახალ წელს სასახლეში აუცილებლად მართავდნენ დიდ ნადიმს. მეორე დღეს კი წინასწარ დამწყვდეულ ტყის ნადირებს გამოუშვებდნენ ხოლმე და ნადირობდნენ.
  • 6. შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში ქართლ-კახეთი ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოხარშულ დედალს და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში.
  • 7. შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში ხევსურეთი ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. ფშავი მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო".
  • 8. თუშეთი თუშები თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე - მრგვალ კვერს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"
  • 9. შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში იმერეთი იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს ფოთლებით, ვერცხლის ფულებით, ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით. ჩიჩილაკს მასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ. სამეგრელო გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალი წლის ღამეს რამდენიმეჯერ ისროდნენ თოფს. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს შემოატარებდა მთელ სახლ- ში, ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები ტკბილეულობით დატვირთული მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ. ძველით ახალი წლის მომდევნო დღეს სამეგრელოში კუჩხობა აღინიშნება. კარგი ფეხის მქონე სტუმარი - კუჩხა - ზუგდიდში ყველას ჰყავს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა და აქტუალობას არც დღეს ჰკარგავს. გურია გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. ბედნიერებას. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
  • 10. შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში აჭარა აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი. სვანეთი ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
  • 11. რაჭა ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.
  • 13. მ ე კ ვ ლ ე
  • 14. საახალწლო სუფრის ტრადიცია საცივი საცვი საახალწლო სუფრის მარგალიტია.მის გარესე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. მის მოსამზადებლად საჭიროა მოხარშული ქათამი ან ინდაური, ნიგოზი, ხახვი,ნიორი, სუნელები გოზინაყი გოზინაყი ყველას საყვარელი ტკბილეულია.მის მოსამზადებლად საჭიროა,დაჭრილი მოხალული ნიგოზი და თაფლი შემწვარი გოჭი გოჭის ხორცი განსაკუთრებით გოჭის თავი საახალწლო სუფრის ატრიბუტია,შემწვარი ხორცი საერთოდ ძალიან საყვარელი საჭმელია ქართველი ხალხის.
  • 15. საშობაო-საახალწლო ლექსები მეკვლე კარი გამიღეთ! მეკვლე ვარ! სულს ღაფავს ღამე ბებერი! ისმის მამლების ყივილი ახალწლის მაუწყებელი! ჩვენც ავიშალნეთ,ბალღებო, და შევხვდეთ,როგორც შეჰფერის! ხარობდეთ!ფეხი შემოვდგი! გილოცავთხონჩა-ძღვენითა! დაიზარდენით, ისწავლეთ, დრო გაატარეთ ლხენითა, და რომ ქვეყანას დედობრივს თავი მოჰქონდეს თქვენითა, სულ ხუთიანებს იღებდეთ კლასიდან კლასში ფრენითა! მეკვლე თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ,- ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფარფატით ფიფქები, სხივთაფერება, მომყვება თოვლის ბაბუა, ხალისით ამემღერება: - კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ! ახალწლის მახარობელი, მომაქვს ათასი სიმღერა, მამულის საგალობელი. თოვლის ბაბუა როცა ზეცის კაბადონს თეთრი ნისლი დაბურავს, ტყიდან დინჯად გამოდის თოვლისფერი ბაბუა. მოაქვს ლხენა რამდენი, საჩუქარი რამდენი, სანთლებივით ადნება წვერზე თეთრი ფანტელი. მოსდევს თოვლი ახალი, იცინიან ფიფქები, ვინც დედის გულს ახარებს, მისი მეკვლე ვიქნები.
  • 17. ა ლ ი ლ ო -საშობაო მსვლელობისას მღერიან სიმღერა „ალილოს“