ეკო კომიტეტის მიერ განორციელებული აქტივობების
რეფლექსია
ეკოსკოლები პირველად 1994 წელს დანიაში, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (Foundation for
Environmental Education, FEE) მიერ შეიქმნა. UNESCO-სა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP)
მხარდაჭერით ეკოსკოლის პროგრამა წარმოადგენს წამახალისებელ მექანიზმს, რომელიც დაკავშირებულია
2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. პროგრამა
მონაწილე სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების
საქმეში და აღზარდონ თაობები გარემოსდაცვითი მოქალაქეობრივი სულისკვეთებით, ჩაერთონ გაცვლით
პროცესებში და ეკოსკოლების ეროვნული და საერთაშორისო ქსელის საშუალებით გააზიარონ თავიანთი
გამოცდილება.
საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს
სისუფთავე”, რომელიც 2015 წელს სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, ექსპერტთა, გარემოს დაცვის
აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა. მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული
გარემოსდაცვით საქმიანობაში. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტროებთან.
2019 წელს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ადგილობრივ და საერთაშორისო
პარტნიორებთან ერთად ჩაერთო შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში
„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის მიზანიც სათბური აირების ემისიებისა და გარემოს
დაბინძურების შემცირებაა, საქართველოში გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული
ეკონომიკის (ნარჩენების გარეშე ეკონომიკა) ხელშეწყობის გზით.
2020 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”
გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების პროგრამის
წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე.
ეკოსკოლების პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სკოლისათვის, იმუშაოს საკუთარი გარემოს
გასაუმჯობესებლად და გახდეს უფრო „მწვანე“, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად პასუხისმგებლიანი
გარემოსთან მიმართებით,სწორედ ამიტომ ჩაერთო ჩვენი გიმნაზია აღნიშნულ პროექტში გასულ სასწავლო
წელს და სამუშაოდ აირჩია თემა: „კლიმატის ცვლილება“.
უპირველეს ყოვლისა ეკოსკოლებს პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა გავიარეთ ტრენინგები,
რომლებმაც შეგვიქმნა ნათელი წარმოდგენა არსებული პროექტის მიზნების და განსახორციელებელი
აქტივობების შესახებ.
შვიდსაფეხურიანი პროგრამის პირველი ეტაპი გახლდათ ეკოკომიტეტის არჩევნები, რომელიც 2022
წლის მარტში ჩატარდა სასულიერო გიმნაზიაში. ხმების დათვლის შედეგად შეირჩა ეკოკომიტეტის წევრი 5
პედაგოგი და 16 მოსწავლე, თუმცა 2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მოგვიწია მცირე ცვლილებების
განხორციელება და საბოლოოდ კომიტეტის წევრების სიამ მიიღო შემდეგნაირი სახე: ერთი
ადმინისტრაციის წარმომადგენელი პრორექტორი სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ბიოლოგიის
პედაგოგი მაია ონიანი, ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ზაქარაია, გეოგრაფიის
პედაგოგი ნინო დგებუაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ქრისტინა ქუთათელაძე,
ინგლისური ენის პედაგოგი, ეკოკომიტეტისფასილიტატორი ფიქრია ცერცვაძე და საბაზო და საშუალო
საფეხურის 15 მოსწავლე. მოხდა ამასთანავე ეკოკომიტეტის კოორდინატორის და მდივანის არჩევაც
ფარული კენჭისყრით. კოორდინატორი დიანა ჭუმბურიძე და მდივანი ლიზა სიმსივე.
ეკოკომიტეტის ფორმირების შემდეგ ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც ჩაერთო სასკოლო საზოგადოება
და თემი. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დავიწყეთ სამოქმედო გეგმის შედგენა: მოსწავლეებმა
მოგვაწოდეს იდეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობების შესახებ, მოვახდინეთ მათი განხილვა
შეკრებებზე და შევქმენით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავდა : ერთის
მხრივ მისი მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში გარემოსდაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება და
მეორეს მხრივ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება -განვითარება.
ეკო-კომიტეტს სჭირდებოდა ლოგო,ამიტომ გამოვაცხადეთ შიდა კონკურსი და ხმათა
უმრავლესობით გამოვავლინეთ ეკო კომიტეტის გამარჯვებული ლოგო .
ჩვენი ძირითადი აქტივობების განხორციელებას შევუდექით 2022 -23 სასწავლო წლის დასაწყისიდან
და მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი საინტერესო ,სახალისო და მამოტივირებელი აქტივობა
განვახორციელეთ. ჩვენი აქტივობები მოიცავდა ორ მიმართულებას ცნობიერების ამაღლებასა და
გარემოსდაცვითი პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. თუმცა გვქონდა ბევრი გეგმის მიღმა
შესრულებული აქტივობებიც, ერთ-ერთი მათგანი იყო 11 ა კლასის მოსწავლეების მიერ
განხორციელებული აქტივობა: “გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!“,(ფასილიტატორი პედაგოგი
ფიქრია ცერცვაძე), რომლის ფარგლებშიც,ჩავატარეთ კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით
დავგეგმეთ შეხვედრები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და ვესაუბრეთ ისეთ საინტერესო
თემებზე როგორიცაა დედამიწის დღის დაარსების ისტორია, ბიომრავალფეროვნება და ნარჩენების მართვა.
რათქმაუნდა ეს არ იყო ლექციის ტიპის შეხვედრები , არამედ დატვირთული იყო ბევრი სახალისო თამაშით
, რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. პროექტის დასრულების შემდეგ კი
მოვაწყვეთ პრეზენტაცია ფართო აუდიტორიისთვის. სწორედ ეს პროექტი გახლდათ პირველი
მოტივატორი ჩვენთვის და დაგვეხმარა სამოქმედო გეგმის შექმნაში.
კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი კულტურის
ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ცოდნის მიღება და რაც მთავარია მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებსა და
მთლიანად სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრებისთვის ეკოკომიტეტის ერთ-ერთი
მთავარი ამოცანაა.
სწორედ ამ მიზნით, ეკოკომიტეტის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა შედგა გიმნაზიის
სასკოლო საზოგადოებასთან. სტუმრის სტატუსით გიმნაზიას ეწვია აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ქ. ქუთაისის 31-ე
საჯარო სკოლის პედაგოგი ქ- ნი მაგდა კვაბზირიძე. მან ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა
კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და დამდგარი შედეგების შესახებ, როგორი ზეგავლენა აქვს
კლიმატის ცვლილებას საქართველოსა და კონკრეტულად წყალტუბოზე. ისაუბრა, გზებზე, თუ როგორ
შეუძლიათ ბავშვებს მათი წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მიზნობრივ შეხვედრას ესწრებოდნენ 7-11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და გიმნაზიის
ადმინისტრაცია!
ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები 1-6 კლასის
მოსწავლეებთანაც, ეკო-კომიტეტის წევრებმა და მეათე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით,
ფილმების ჩვენებით დატვირთული შეხვედრები განახორციელეს. ამ შეხვედრებმა ძალიან დააინტერესა
პატარები, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ შეხვედრების მსვლელობაში, გამოთქვამდნენ თავიანთ
მოსაზრებებს და სურვილებს გარემოს დაცვის კუთხით.
გიმნაზიაში მთელი სასწავლო წლის მანძილზე ფუნქციონირებდა ეკოჟურნალისტების ჯგუფი,
რომლებიც ყოველი თვის 20 რიცხვში აქვეყნებდნენ სტატიებს კლიმატის ცვლილების შესახებ. სტატიები
ქვეყნდებოდა სკოლის ფეისბუქ გვერძე და გიმნაზიაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
კლიმატის ცვლილების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან,
პრეზენტაცია მოამზადა გეოგრაფიის პედაგოგმა ნინო დგებუაძემ, რომელმაც ისაუბრა კლიმატის
ცვლილების მიზეზებზე, შედეგებზე და კლიმატის ცვლილების დადგენის გზებზე, პრეზენტაციის შემდეგ
კი მოსწავლეები ესტუმრნენ ქვიტირის მეტეოროლოგიურ სადგურს და თავად დააკვირდნენ ამინდის
დადგენის პროცესს და იმას თუ როგორ ხდება კლიმატის ცვლილების განსაზღვრა.
ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა შეხვედრა სასკოლო საზოგადოებას, მშობლებსა
და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან, რომელთაც ეკოკომიტეტის წევრებმა დეტალური
ინფორმაცია მიაწოდეს ეკოსკოლების პროექტის , გიმნაზიის ეკოკომიტეტის სამოქმედო თემის კლიმატის
ცვლილების და კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ამ კუთხით აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგებიც , რომლებიც აღნიშნულ თემატიკას უთმობდნენ
კლასის საათებს და საგაკვეთილო პროცესშიც ახდენდნენ ამ თემის ინტეგრირებას.
რაც შეეხება მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას, ამ კუთხით ბევრი
საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ.
გიმნაზიის შიდა და გარე ტერიტორიის გამწვანება: გარემოზე ზრუნვა ჩვენს გიმნაზიაში მუდმივად
ხორციელდება, ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო გამწვანების აქციაზე„მწვანე დღე გიმნაზიაში“ ,რომელიც
2022 წლის 11 ნოემბერს ჩავატარეთ.
ღონისძიება სამადლობელი და მამოტივირებელი სიტყვებით გახსნა გიმნაზიის პრორექტორმა
ქალბატონმა მაია ონიანმა, მან სტუმრებს გააცნო დღის წესრიგი, რომელიც უამრავი საინტერესო და
მუსიკალური ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები-ყველა ერთიანად შეუდგა
ბუნების გაცოცხლებას, გალამაზებას, გიმნაზიის სუფთა და მწვანე გარემოს შექმნას... ღონისძიებას სრული
მხარდაჭერა გამოუცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ, რომლის
ინიციატივით გიმნაზიას სხვადასხვა ყვავილისა და ხის ნერგი გადაეცა საჩუქრად, აქცია განხორციელდა
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გიმნაზიის რექტორი-მეუფე იოანეს ლოცვა- კურთხევით,
რომელმაც მერთან, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა ჩხეტიანთან
და გიმნაზიის მოძღვრებთან ერთად გიმნაზიის ეზოში ბზები დარგო. ეს დღე ალბათ ყველაზე
დასამახსოვრებელი დღე იყო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მსგავსი აქტივობების ხშირად
ჩატარების დიდ სურვილს გამოთქვამდნენ.
ჩვენ განსაკუთრებით ყურადრებას ვამახვილებთ ნარჩენების მართვაზე, ამ მიზნით მეშვიდე კლასში
მოეწყო ვორქშოპი, მოსწავლეებმა მეორადი ყუთებისგან დაამზადეს ურნები მაკულატურისა და
პლასტმასის ბოთლებისთვის. ურნები განთავსდა საკლასო ოთახებში. შეგროვებული მაკულატურა
გადაიცვალა წიგნებში, რომლითაც შეივსო გიმნაზიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.
გიმნაზიაში მოეწყო ნახატების გამოფენა და შეიქმნა ეკო დერეფანი, რომელიც მოუწოდებდა აქ მყოფ
საზოგადოებას გარემოს დაცვისა და დედამიწაზე ზრუნვისკენ.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივობა სამოქმედო გეგმის მიხედვით იყო შიდა სასკოლო
კონკურსი „ მწვანე კლასი“ , რომელიც 2022-23 სასწავლო წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კონკურსში
ჩაერთო გიმნაზიის ყველა კლასი, კონკურსის შედეგად გამოვლინდება ყველაზე მწვანე კლასი შემდეგი
კრიტერიუმით: შეგროვებული მაკულატურა, გამწვანებული საკლასო ოთახი. და მოვლილი ყვავილები.
გამარჯვებულ კლასს კი გადაეცა 2022-23 სასწავლო წლის „მწვანე კლასის „ წოდება და სიმბოლური
საჩუქრები.
გიმნაზიაში ყოველი ორშაბათი დღე იყო გამოცხადებული ელექტროეფექტურობის დღედ, ამ დღეს
ნათურები , გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, არ ინთებოდა კლასებში.
ჩვენი გიმნაზია ,გეგმით გათვალისწინებული აქტივობების პარარელურად ერთვებოდა სხვადასხვა
პროექტებში: ბოლო ორი წელიწადია გიმნაზია აქტიურად ერთვება საერთაშორისო პროექტში“
გლობალური ქმედებების დღეები“. მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს მოსწავლეებმა ამ
პროექტის ფარგლებში: მოაწყვეს დასუფთავების აქციები, იქცნენ ბუნების დეტექტივებად და საინტერესო
ადგილობრივი მცენარეების ფოტოები და აღწერილობა გააცნეს ფართო საზოგადოებას. მოაწყვეს ნახატების
გამოფენა , შექმნეს პოსტერები, რომლებიც მოუწოდებდა საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ, მოაწყვეს
საკლასო ბიბლიოთეკები, რომლის მიზანი იყო რესურსების დაზოგვა, რათა მოსწავლეებს გაეცვალათ
მათთვის სასურველი წიგნები , ახლის ყიდვის ნაცვლად. მეათე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს
პრეზენტაცია მავნე ქიმიკატების და უხილავი დამაბინძურებლების შესახებ. ერთ -ერთი ყველაზე
შთამბეჭდავი აქტივობა ამ პროექტში იყო კონკურსი“ ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“ სადაც მეექვსე ა
და ბ კლასის მოსწავლეებს შორის მოეწყო გუნდური შეჯიბრება, მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან
დაამზადეს დეკორაციული და გამოყენებადი ნივთები. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული
სამ ნომინაციაში“ ყველაზე კრეატიული ნამუშევარი“, „ყველაზე გამოყენებადი ნამუშევარი“ და „ ყველაზე
ლამაზი ნამუშევარი“. საოცარი ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა ეს დღე, სასიამოვნო სანახავი იყო
მოსწავლეთა გუნდური ფუსფუსი და მათი ემოციები ჟიურის შეფასების შემდეგ.
გიმნაზიის მოსწავლეებმა და ეკოკომიტეტის წევრებმა შექმნეს ეკოკოდექსი, რომელიც განთავსდა
ეკოდაფაზე, საკლასო ოთახებსა და სკოლის ვებგვერდზე. პრეზენტაცია მოხდა სკოლის საზოგადოების
მშობლების და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლების წინაშე.
გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ”ბავშვთა და
ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ “მწვანე ბანაკში”. ბანაკი
ორგანიზებული იყო პროექტის ”კომპოსტირების ხელშეწყობა მდგრადი სასოფლო თემებისათვის”
ფარგლებში. პროექტი განახორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” გლობალური
გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების
პროგრამა (UNDP Georgia) წარმართავს.
წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით საქართველოს მასშტაბით
მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, რომელშიც თითო რეგიონიდა თითო სკოლაა ჩართული, საერთო
ჯამში საქართველოს 10 სკოლაში მიმდინარეობს პროექტი. იმერეთის რეგიონს კი ამ პროექტში
წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია წარმოადგენს . http://bitly.ws/L6V8
უკვე ჩატარდა 6 გაკვეთილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით , ჩატარდა მეორადი კვლევაც ,
რომლის შედეგების საფუძველზე ზაფხულის განმავლობაში შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და
საინტერესო აქტივობებით დავბრუნდებით სექტემბერში.
ფეისბუქგვერდის ლინკი: http://bitly.ws/L6Ew
ვებგვერდის ლინკი: http://bitly.ws/L6Nk
განხორციელებული აქტივობების მონიტორინგის საბოლოო მონაცემები
მიზანი
განხორციელებული
აქტივობები
შედეგები
დამადასტურებელი
ვიზუალური
მასალა
კლიმატის
ცვლილების
შესახებ
ცნობიერების
ამაღლება
საინფორმაციო შეხვედრა 1-6
კლასის მოსწავლეებთან და
მასწავლებლებთან.
პრეზენტაციებით წარდგნენ
ეკოკომიტეტის წევრი მოსწავლეები
და მეათე კლასის მოსწავლეები
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს
ინფორმაცია გარემოსდაცვის აუცილებლობაზე,
იმსჯელეს სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებზე და
დაბინძურების შედეგებზე. იმსჯელეს იმ გზებზე თუ
როგორ შეძლებდნენ თავად წვლილის შეტანას გარემოზე
ზრუნვაში.
http://bitly.ws/L6xM
http://bitly.ws/L6AY
http://bitly.ws/L6AY
საინფორმაციო შეხვედრა 7-12
კლასის მოსწავლეებთან და
მასწავლებლებთან.
პრეზენტატორი: ა.წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის,
გეოგრაფიის დეპარტამენტის
ასისტენტ პროფესორი ,31-ე საჯარო
სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი
მაგდა კვაბზირიძე. თემა კლიმატის
ცვლილება.
მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კლიმატის
ცვლილების , მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების
შესახებ. იმსჯელეს კლიმატის ცვლილების შერბილების
გზებზე.
http://bitly.ws/L6EX
საინფორმაციო შეხვედრა-
მეტეოროლოგიურ სადგურში
სტუმრობა. მე-7 კლასი.
პრეზენტატორები გეოგრაფიის
პედაგოგი ნინო დგებუაძე
ბიოლოგიის პედაგოგი ნინო
ზაქარაია.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ქმნის
ამინდი კლიმატს, რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რა
არის მისი შედეგი. მოსწავლეები მეტეოროლოგიურ
სადგურში თავად დააკვირდნენ ამინდის დადგენის და
კლიმატის დადგენის პროცედურებს.
http://bitly.ws/L6Fh
ეკოჟურნალისტების მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში გიმნაზიის ფეისბუქ გვერდზე http://bitly.ws/L6HY
ყოველთვიურად სტატიების
მომზადება.
და ეკოდაფაზე ქვეყნდებოდა საინტერესო სტატიები
კლიმატის ცვლილების შესახებ. დაიდო 10 სტატია შემდეგ
თემატიკაზე:
1. კლიმატის ცვლილების ზოგადი მიმოხილვა
2. კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები
3. ადამიანის საქმიანობის გავლენა კლიმატის
ცვლილებაში (ინდუსტრიული რევოლუცია)
4. კლიმატის ცვლილების ფიზიკური გამოვლინებები
ოკეანეში
5. კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და მასთან
დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები
6. კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანზე
7. ეკონომიკური სექტორების გავლენა კლიმატზე
8. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები
მსოფლიოში
9. ადამიანის როლი კლიმატის ცვლილების ზეგავლენის
"შესარბილებლად"
10. საქართველო კლიმატის ცვლილების ფონზე
კლიმატური
ცვლილების
შედეგების
შესარბილებლად
პრაქტიკული
აქტივობების
განხორციელება
გიმნაზიის შიდა და გარე
ტერიტორიის გამწვანება.
სასწავლო წლის დასაწყისში კლასებმა მოიტანეს თითო
ქოთანი ყვავილი სკოლის შიდა სივრცეში მწვანე კუთხის
მოსაწყობად. სკოლის გარე ტერიტორიის გამწვანების
მიზნით მოეწყო გამწვანების აქცია
სასკოლოსაზოგადოების, თემის ადგილობრივი მერიის
ჩართულობით და მხარდაჭერით.
გამწვანდა სკოლის შიდა ტერიტორია. გარე
ტერიტორიაზე დაირგო ნაძვები, ბზები, ირმისრქები და
ნეკერჩხლები.
http://bitly.ws/L6Jh
კონკურსი ეკო კლასი
2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს
მიეწოდებათ ინფორმაცია ეკო-კლასის კონკურსის
შესახებ. კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
სასწავლო წლის ბოლოს.
გამარჯვებული გამოვლინდა გამწვანებული საკლასო
ოთახის, გადასამუშავებლად ჩაბარებული მაკულატურის
და კლასში არსებული ყვავილების მოვლა-პატრონობით.
გამარჯვებულ კლასს მიენიჭა ეკო-კლასის წოდება,
მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
http://bitly.ws/L6JK
სეპარირებისთვის ურნების
განთავსება
.საკლასო ოთახებში განვათავსეთ მუყაოს ყუთისგან
დამზადებულ ურნები მაკულატურისთვის და
პლასტმასის ბოთლებისთვის.
სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა ურნები
მაკულატურისთვის.
http://bitly.ws/L6JY
ელექტრო ენერგიის დაზოგვის დღე
ყოველი კვირის ორშაბათს გიმნაზიის ტერიტორიაზე არ
ირთვებოდა ნათურები ელექტროენერგიის დაზოგვის
მიზნით.
http://bitly.ws/L6K8
დასუფთავების აქციები
მთელი წლის განმავლობაში გიმნაზიაში და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობოდა დასუფთავების
აქციები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების აქტიური
ჩართულობით.
http://bitly.ws/L6KM
http://bitly.ws/L6L7
ვაჩუქოთ ნივთებს მეორე
სიცოცხლე
მეექვსე კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდებმა
მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ვაჩუქოთ ნივთებს
მეორე სიცოცხლე“, სადაც მეორადი ნივთებისგან
დაამზადეს გამოყენებადი, კრეატიული ლამაზი ნივთები.
http://bitly.ws/L6Lf
“მწვანე ბანაკში“ მონაწილეობა
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ”ბავშვთა და
ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის
სახლში არსებულ “მწვანე ბანაკში” მონაწილეობას
იღებდნენ სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის
მოსწავლეები. ბანაკი ორგანიზებული იყო პროექტის
”კომპოსტირების ხელშეწყობა მდგრადი სასოფლო
თემებისათვის” ფარგლებში. პროექტი განახორციელდა
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის”
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური
მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) წარმართავს.
http://bitly.ws/L6Lq
ეკოკომიტეტის კოორდინატორი : დიანა ჭუმბურიძე

ეკოკომიტეტის-აქტივობების-რეფლექსია.pdf

  • 1.
    ეკო კომიტეტის მიერგანორციელებული აქტივობების რეფლექსია ეკოსკოლები პირველად 1994 წელს დანიაში, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (Foundation for Environmental Education, FEE) მიერ შეიქმნა. UNESCO-სა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით ეკოსკოლის პროგრამა წარმოადგენს წამახალისებელ მექანიზმს, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. პროგრამა მონაწილე სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღზარდონ თაობები გარემოსდაცვითი მოქალაქეობრივი სულისკვეთებით, ჩაერთონ გაცვლით პროცესებში და ეკოსკოლების ეროვნული და საერთაშორისო ქსელის საშუალებით გააზიარონ თავიანთი გამოცდილება. საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, რომელიც 2015 წელს სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, ექსპერტთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა. მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტროებთან. 2019 წელს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაერთო შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის მიზანიც სათბური აირების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირებაა, საქართველოში გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის (ნარჩენების გარეშე ეკონომიკა) ხელშეწყობის გზით. 2020 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე. ეკოსკოლების პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სკოლისათვის, იმუშაოს საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად და გახდეს უფრო „მწვანე“, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად პასუხისმგებლიანი გარემოსთან მიმართებით,სწორედ ამიტომ ჩაერთო ჩვენი გიმნაზია აღნიშნულ პროექტში გასულ სასწავლო წელს და სამუშაოდ აირჩია თემა: „კლიმატის ცვლილება“. უპირველეს ყოვლისა ეკოსკოლებს პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა გავიარეთ ტრენინგები, რომლებმაც შეგვიქმნა ნათელი წარმოდგენა არსებული პროექტის მიზნების და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. შვიდსაფეხურიანი პროგრამის პირველი ეტაპი გახლდათ ეკოკომიტეტის არჩევნები, რომელიც 2022 წლის მარტში ჩატარდა სასულიერო გიმნაზიაში. ხმების დათვლის შედეგად შეირჩა ეკოკომიტეტის წევრი 5 პედაგოგი და 16 მოსწავლე, თუმცა 2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მოგვიწია მცირე ცვლილებების განხორციელება და საბოლოოდ კომიტეტის წევრების სიამ მიიღო შემდეგნაირი სახე: ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი პრორექტორი სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ბიოლოგიის პედაგოგი მაია ონიანი, ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ზაქარაია, გეოგრაფიის პედაგოგი ნინო დგებუაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ქრისტინა ქუთათელაძე, ინგლისური ენის პედაგოგი, ეკოკომიტეტისფასილიტატორი ფიქრია ცერცვაძე და საბაზო და საშუალო საფეხურის 15 მოსწავლე. მოხდა ამასთანავე ეკოკომიტეტის კოორდინატორის და მდივანის არჩევაც ფარული კენჭისყრით. კოორდინატორი დიანა ჭუმბურიძე და მდივანი ლიზა სიმსივე. ეკოკომიტეტის ფორმირების შემდეგ ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც ჩაერთო სასკოლო საზოგადოება და თემი. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დავიწყეთ სამოქმედო გეგმის შედგენა: მოსწავლეებმა მოგვაწოდეს იდეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობების შესახებ, მოვახდინეთ მათი განხილვა შეკრებებზე და შევქმენით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავდა : ერთის მხრივ მისი მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში გარემოსდაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება და მეორეს მხრივ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება -განვითარება.
  • 2.
    ეკო-კომიტეტს სჭირდებოდა ლოგო,ამიტომგამოვაცხადეთ შიდა კონკურსი და ხმათა უმრავლესობით გამოვავლინეთ ეკო კომიტეტის გამარჯვებული ლოგო . ჩვენი ძირითადი აქტივობების განხორციელებას შევუდექით 2022 -23 სასწავლო წლის დასაწყისიდან და მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი საინტერესო ,სახალისო და მამოტივირებელი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი აქტივობები მოიცავდა ორ მიმართულებას ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. თუმცა გვქონდა ბევრი გეგმის მიღმა შესრულებული აქტივობებიც, ერთ-ერთი მათგანი იყო 11 ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობა: “გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!“,(ფასილიტატორი პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე), რომლის ფარგლებშიც,ჩავატარეთ კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით დავგეგმეთ შეხვედრები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და ვესაუბრეთ ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა დედამიწის დღის დაარსების ისტორია, ბიომრავალფეროვნება და ნარჩენების მართვა. რათქმაუნდა ეს არ იყო ლექციის ტიპის შეხვედრები , არამედ დატვირთული იყო ბევრი სახალისო თამაშით , რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოვაწყვეთ პრეზენტაცია ფართო აუდიტორიისთვის. სწორედ ეს პროექტი გახლდათ პირველი მოტივატორი ჩვენთვის და დაგვეხმარა სამოქმედო გეგმის შექმნაში. კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ცოდნის მიღება და რაც მთავარია მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებსა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრებისთვის ეკოკომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, ეკოკომიტეტის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა შედგა გიმნაზიის სასკოლო საზოგადოებასთან. სტუმრის სტატუსით გიმნაზიას ეწვია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ქ. ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქ- ნი მაგდა კვაბზირიძე. მან ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და დამდგარი შედეგების შესახებ, როგორი ზეგავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას საქართველოსა და კონკრეტულად წყალტუბოზე. ისაუბრა, გზებზე, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს მათი წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. მიზნობრივ შეხვედრას ესწრებოდნენ 7-11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და გიმნაზიის ადმინისტრაცია! ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები 1-6 კლასის მოსწავლეებთანაც, ეკო-კომიტეტის წევრებმა და მეათე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით, ფილმების ჩვენებით დატვირთული შეხვედრები განახორციელეს. ამ შეხვედრებმა ძალიან დააინტერესა პატარები, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ შეხვედრების მსვლელობაში, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და სურვილებს გარემოს დაცვის კუთხით. გიმნაზიაში მთელი სასწავლო წლის მანძილზე ფუნქციონირებდა ეკოჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც ყოველი თვის 20 რიცხვში აქვეყნებდნენ სტატიებს კლიმატის ცვლილების შესახებ. სტატიები ქვეყნდებოდა სკოლის ფეისბუქ გვერძე და გიმნაზიაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. კლიმატის ცვლილების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, პრეზენტაცია მოამზადა გეოგრაფიის პედაგოგმა ნინო დგებუაძემ, რომელმაც ისაუბრა კლიმატის ცვლილების მიზეზებზე, შედეგებზე და კლიმატის ცვლილების დადგენის გზებზე, პრეზენტაციის შემდეგ კი მოსწავლეები ესტუმრნენ ქვიტირის მეტეოროლოგიურ სადგურს და თავად დააკვირდნენ ამინდის დადგენის პროცესს და იმას თუ როგორ ხდება კლიმატის ცვლილების განსაზღვრა. ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა შეხვედრა სასკოლო საზოგადოებას, მშობლებსა და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან, რომელთაც ეკოკომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ეკოსკოლების პროექტის , გიმნაზიის ეკოკომიტეტის სამოქმედო თემის კლიმატის ცვლილების და კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. ამ კუთხით აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგებიც , რომლებიც აღნიშნულ თემატიკას უთმობდნენ კლასის საათებს და საგაკვეთილო პროცესშიც ახდენდნენ ამ თემის ინტეგრირებას.
  • 3.
    რაც შეეხება მოსწავლეებშიგარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას, ამ კუთხით ბევრი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ. გიმნაზიის შიდა და გარე ტერიტორიის გამწვანება: გარემოზე ზრუნვა ჩვენს გიმნაზიაში მუდმივად ხორციელდება, ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო გამწვანების აქციაზე„მწვანე დღე გიმნაზიაში“ ,რომელიც 2022 წლის 11 ნოემბერს ჩავატარეთ. ღონისძიება სამადლობელი და მამოტივირებელი სიტყვებით გახსნა გიმნაზიის პრორექტორმა ქალბატონმა მაია ონიანმა, მან სტუმრებს გააცნო დღის წესრიგი, რომელიც უამრავი საინტერესო და მუსიკალური ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები-ყველა ერთიანად შეუდგა ბუნების გაცოცხლებას, გალამაზებას, გიმნაზიის სუფთა და მწვანე გარემოს შექმნას... ღონისძიებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ, რომლის ინიციატივით გიმნაზიას სხვადასხვა ყვავილისა და ხის ნერგი გადაეცა საჩუქრად, აქცია განხორციელდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გიმნაზიის რექტორი-მეუფე იოანეს ლოცვა- კურთხევით, რომელმაც მერთან, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა ჩხეტიანთან და გიმნაზიის მოძღვრებთან ერთად გიმნაზიის ეზოში ბზები დარგო. ეს დღე ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მსგავსი აქტივობების ხშირად ჩატარების დიდ სურვილს გამოთქვამდნენ. ჩვენ განსაკუთრებით ყურადრებას ვამახვილებთ ნარჩენების მართვაზე, ამ მიზნით მეშვიდე კლასში მოეწყო ვორქშოპი, მოსწავლეებმა მეორადი ყუთებისგან დაამზადეს ურნები მაკულატურისა და პლასტმასის ბოთლებისთვის. ურნები განთავსდა საკლასო ოთახებში. შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში, რომლითაც შეივსო გიმნაზიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი. გიმნაზიაში მოეწყო ნახატების გამოფენა და შეიქმნა ეკო დერეფანი, რომელიც მოუწოდებდა აქ მყოფ საზოგადოებას გარემოს დაცვისა და დედამიწაზე ზრუნვისკენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივობა სამოქმედო გეგმის მიხედვით იყო შიდა სასკოლო კონკურსი „ მწვანე კლასი“ , რომელიც 2022-23 სასწავლო წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კონკურსში ჩაერთო გიმნაზიის ყველა კლასი, კონკურსის შედეგად გამოვლინდება ყველაზე მწვანე კლასი შემდეგი კრიტერიუმით: შეგროვებული მაკულატურა, გამწვანებული საკლასო ოთახი. და მოვლილი ყვავილები. გამარჯვებულ კლასს კი გადაეცა 2022-23 სასწავლო წლის „მწვანე კლასის „ წოდება და სიმბოლური საჩუქრები. გიმნაზიაში ყოველი ორშაბათი დღე იყო გამოცხადებული ელექტროეფექტურობის დღედ, ამ დღეს ნათურები , გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, არ ინთებოდა კლასებში. ჩვენი გიმნაზია ,გეგმით გათვალისწინებული აქტივობების პარარელურად ერთვებოდა სხვადასხვა პროექტებში: ბოლო ორი წელიწადია გიმნაზია აქტიურად ერთვება საერთაშორისო პროექტში“ გლობალური ქმედებების დღეები“. მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს მოსწავლეებმა ამ პროექტის ფარგლებში: მოაწყვეს დასუფთავების აქციები, იქცნენ ბუნების დეტექტივებად და საინტერესო ადგილობრივი მცენარეების ფოტოები და აღწერილობა გააცნეს ფართო საზოგადოებას. მოაწყვეს ნახატების გამოფენა , შექმნეს პოსტერები, რომლებიც მოუწოდებდა საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ, მოაწყვეს საკლასო ბიბლიოთეკები, რომლის მიზანი იყო რესურსების დაზოგვა, რათა მოსწავლეებს გაეცვალათ მათთვის სასურველი წიგნები , ახლის ყიდვის ნაცვლად. მეათე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია მავნე ქიმიკატების და უხილავი დამაბინძურებლების შესახებ. ერთ -ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აქტივობა ამ პროექტში იყო კონკურსი“ ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“ სადაც მეექვსე ა და ბ კლასის მოსწავლეებს შორის მოეწყო გუნდური შეჯიბრება, მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან დაამზადეს დეკორაციული და გამოყენებადი ნივთები. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამ ნომინაციაში“ ყველაზე კრეატიული ნამუშევარი“, „ყველაზე გამოყენებადი ნამუშევარი“ და „ ყველაზე ლამაზი ნამუშევარი“. საოცარი ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა ეს დღე, სასიამოვნო სანახავი იყო მოსწავლეთა გუნდური ფუსფუსი და მათი ემოციები ჟიურის შეფასების შემდეგ. გიმნაზიის მოსწავლეებმა და ეკოკომიტეტის წევრებმა შექმნეს ეკოკოდექსი, რომელიც განთავსდა ეკოდაფაზე, საკლასო ოთახებსა და სკოლის ვებგვერდზე. პრეზენტაცია მოხდა სკოლის საზოგადოების მშობლების და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლების წინაშე.
  • 4.
    გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ “მწვანე ბანაკში”. ბანაკი ორგანიზებული იყო პროექტის ”კომპოსტირების ხელშეწყობა მდგრადი სასოფლო თემებისათვის” ფარგლებში. პროექტი განახორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) წარმართავს. წრიული ეკონომიკის პრინციპების გააზრებისა და ათვისების მიზნით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, რომელშიც თითო რეგიონიდა თითო სკოლაა ჩართული, საერთო ჯამში საქართველოს 10 სკოლაში მიმდინარეობს პროექტი. იმერეთის რეგიონს კი ამ პროექტში წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია წარმოადგენს . http://bitly.ws/L6V8 უკვე ჩატარდა 6 გაკვეთილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით , ჩატარდა მეორადი კვლევაც , რომლის შედეგების საფუძველზე ზაფხულის განმავლობაში შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და საინტერესო აქტივობებით დავბრუნდებით სექტემბერში. ფეისბუქგვერდის ლინკი: http://bitly.ws/L6Ew ვებგვერდის ლინკი: http://bitly.ws/L6Nk განხორციელებული აქტივობების მონიტორინგის საბოლოო მონაცემები მიზანი განხორციელებული აქტივობები შედეგები დამადასტურებელი ვიზუალური მასალა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო შეხვედრა 1-6 კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. პრეზენტაციებით წარდგნენ ეკოკომიტეტის წევრი მოსწავლეები და მეათე კლასის მოსწავლეები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოსდაცვის აუცილებლობაზე, იმსჯელეს სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებზე და დაბინძურების შედეგებზე. იმსჯელეს იმ გზებზე თუ როგორ შეძლებდნენ თავად წვლილის შეტანას გარემოზე ზრუნვაში. http://bitly.ws/L6xM http://bitly.ws/L6AY http://bitly.ws/L6AY საინფორმაციო შეხვედრა 7-12 კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. პრეზენტატორი: ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ,31-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მაგდა კვაბზირიძე. თემა კლიმატის ცვლილება. მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კლიმატის ცვლილების , მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. იმსჯელეს კლიმატის ცვლილების შერბილების გზებზე. http://bitly.ws/L6EX საინფორმაციო შეხვედრა- მეტეოროლოგიურ სადგურში სტუმრობა. მე-7 კლასი. პრეზენტატორები გეოგრაფიის პედაგოგი ნინო დგებუაძე ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ზაქარაია. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ქმნის ამინდი კლიმატს, რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რა არის მისი შედეგი. მოსწავლეები მეტეოროლოგიურ სადგურში თავად დააკვირდნენ ამინდის დადგენის და კლიმატის დადგენის პროცედურებს. http://bitly.ws/L6Fh ეკოჟურნალისტების მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში გიმნაზიის ფეისბუქ გვერდზე http://bitly.ws/L6HY
  • 5.
    ყოველთვიურად სტატიების მომზადება. და ეკოდაფაზექვეყნდებოდა საინტერესო სტატიები კლიმატის ცვლილების შესახებ. დაიდო 10 სტატია შემდეგ თემატიკაზე: 1. კლიმატის ცვლილების ზოგადი მიმოხილვა 2. კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები 3. ადამიანის საქმიანობის გავლენა კლიმატის ცვლილებაში (ინდუსტრიული რევოლუცია) 4. კლიმატის ცვლილების ფიზიკური გამოვლინებები ოკეანეში 5. კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები 6. კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანზე 7. ეკონომიკური სექტორების გავლენა კლიმატზე 8. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები მსოფლიოში 9. ადამიანის როლი კლიმატის ცვლილების ზეგავლენის "შესარბილებლად" 10. საქართველო კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატური ცვლილების შედეგების შესარბილებლად პრაქტიკული აქტივობების განხორციელება გიმნაზიის შიდა და გარე ტერიტორიის გამწვანება. სასწავლო წლის დასაწყისში კლასებმა მოიტანეს თითო ქოთანი ყვავილი სკოლის შიდა სივრცეში მწვანე კუთხის მოსაწყობად. სკოლის გარე ტერიტორიის გამწვანების მიზნით მოეწყო გამწვანების აქცია სასკოლოსაზოგადოების, თემის ადგილობრივი მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით. გამწვანდა სკოლის შიდა ტერიტორია. გარე ტერიტორიაზე დაირგო ნაძვები, ბზები, ირმისრქები და ნეკერჩხლები. http://bitly.ws/L6Jh კონკურსი ეკო კლასი 2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ეკო-კლასის კონკურსის შესახებ. კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა სასწავლო წლის ბოლოს. გამარჯვებული გამოვლინდა გამწვანებული საკლასო ოთახის, გადასამუშავებლად ჩაბარებული მაკულატურის და კლასში არსებული ყვავილების მოვლა-პატრონობით. გამარჯვებულ კლასს მიენიჭა ეკო-კლასის წოდება, მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. http://bitly.ws/L6JK სეპარირებისთვის ურნების განთავსება .საკლასო ოთახებში განვათავსეთ მუყაოს ყუთისგან დამზადებულ ურნები მაკულატურისთვის და პლასტმასის ბოთლებისთვის. სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა ურნები მაკულატურისთვის. http://bitly.ws/L6JY ელექტრო ენერგიის დაზოგვის დღე ყოველი კვირის ორშაბათს გიმნაზიის ტერიტორიაზე არ ირთვებოდა ნათურები ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით. http://bitly.ws/L6K8 დასუფთავების აქციები მთელი წლის განმავლობაში გიმნაზიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობოდა დასუფთავების აქციები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. http://bitly.ws/L6KM http://bitly.ws/L6L7 ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე მეექვსე კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ვაჩუქოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“, სადაც მეორადი ნივთებისგან დაამზადეს გამოყენებადი, კრეატიული ლამაზი ნივთები. http://bitly.ws/L6Lf
  • 6.
    “მწვანე ბანაკში“ მონაწილეობა ა(ა)იპწყალტუბოს მუნიციპალიტეტის ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ “მწვანე ბანაკში” მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები. ბანაკი ორგანიზებული იყო პროექტის ”კომპოსტირების ხელშეწყობა მდგრადი სასოფლო თემებისათვის” ფარგლებში. პროექტი განახორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) წარმართავს. http://bitly.ws/L6Lq ეკოკომიტეტის კოორდინატორი : დიანა ჭუმბურიძე