SlideShare a Scribd company logo
1 of 42
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

            სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

                       სოციოლოგიის მიმართულება

     მე–4 კურსის სტუდენტის სალომე ზირაქაძის საბაკალავრო ნაშრომი

თემაზე: სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები




საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია სოციალური მეცნიერების ბაკალავრის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

                                             ხელმძღვანელი: ირაკლი კახიძე




                           თბილისი , 2012წ

ანოტაცია
საბაკავრო ნაშრომის-’’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები ,’’
მიზანია, სოციალურ მედიაზე დაკვირვების გზით, გაირკვეს, რამდენად აქტიური
მომხმარბელი ჰყავს მას, როგორ იცვლება                                            სოციალური მედიის განვითარების
ტენდენციები საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, ახდენს თუ არა
სოციალური მედია ტრადიციულ მედიაზე გავლენას, ჩაანაცვლებს თუ არა ახალი
მედია ტრადიციულს.

ნაშრომის თემა ეპასუხება მანუელ კასტელსის ქსელურ საზოგადოების და მარშალ
მაკლუენის ’’გლობალური სოფელი’’ს იდეას. უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ
სოცილური              მედია         დღითიდღე                   მეტად          იმკვიდრებს              ადგილს            ინფორმაციის
გავრეცელების საშუალებებს შორის. სოციალურმა მედიამ ყველა ტრადიციულ
მედიასაშულებას                   აჯობა         ოპერატიულობაში,                     სწორედ           ამიტომ           ტრადიციულმა
მედიასაშუალებებმა სოციალური მედიის გამოყენება დაიწყეს , როგორც ერთ-ერთი
ინსტრუმენტისა – ახალი ამბების გასავრცელებლად. დღეს თითქმის ყველა გაზეთს ,
რადიოს, ტელევიზიას აქვს საკუთარი ვებ–გვერდი თუ ბლოგი ინტერნეტში.
ვფიქრობ            ნაშრომი           გარკვეულწილად                     გააცნობს            და      წარმოდგენას               შეუქმნის
დაინტერესებულ მკითხველს ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე .

სოციალური მედიის მოცულობიდან გამომდინარე დავაკვირდი, მის მხოლოდ ორ
კონკრეტულ მიმართულებას, ბლოგებს და ყველასთვის                                                               ცნობილ Facebook-ს.
ჩავატარე კვლევა, კველვისას გამოვიყენე თვისობრივი                                                      ანალიზი, ექსპერტული
ინტერვიუების მეთოდი, რომელიც დამეხმარა უფრო თვალნათლივ                                                                       დამენახა
გამოწვევები და განვითარების ტენდენციები.




                                                        შინაარსი

შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   4

თავი I.ინფორმაციული ერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6


                                                                                                                                    2
თავი II მასობრივი კომუნიკაციისა და მასმედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8

თავი III რა არის სოციალური მედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .           10

თავი       IV   სოციალური              მედია         ,   როგორც           სამოქალაქო              საზოგადოების
ხელშემწყობი ფაქტორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
...........           13

თავი V სოციალური მედია და მარკეტინგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18

თავი VI სოციალური მედია და პოლიტიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20

თავი VIII ინტერნეტარხი სახელად ბლოგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23

თავი IX ექსპერტული გამოკლველვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25

კვლევის შედგები და ანალიზი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26

დასკვნა                . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40

ბიბლიოგრაფია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41

დანართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43




                                                   შესავალი

სამყარო ისე ცვალებადი და იმავდროულად მთლიანი, როგორიც ახლაა არასდროს
ყოფილა.დღეს             მსოფლიოში              ინფორმაციული                 და      ტექნოლოგიური                ბუმია.



                                                                                                                     3
ინფორამციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია          თვისობრივ ცვლილებებს იწვევს
თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი, დასავლური საზოგადოების ეკონომიკურ,
სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. ამ რევოლუციით                  გამოწვეული
ტრანსფომაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ განვითარებადი ქვეყნის
სოციალურ,      კულტურულ      და   ეკონომიკურ      ურთიერთობებზე      როგორიც
საქართველოა.

პოსტინდუსტრიულ          საზოგადოებაში     განსხვავებით       ორი     ეპოქისგან
(ინდუსტრიამდელი და ინდუსიტრიული) მთავარ როლს თამაშობს ინფორმაცია.
ურთიერთქმედება     ადამიანებს     შორის    არის    ისეთი     ურთიერთქმედება,
რომლისთვისაც საბაზისო რესურსებს წარმოადგენს ინფორმაცია.

საბაკალავრო ნაშრომის ‘’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები ‘’
მიზანია, დავადგინოთ რა ინფორმაციის მიმღები და გამავრცელებილია სოციალური
მედიის მომხმარებელი.

ნაშრომის ძირითად საკვლევ მიმართულებად ტრადიციული მედიის სოციალური
მედიით ჩანაცვლების პრობლემა გამოვყავით .

იქედან გამოდინარე, რომ სოციალური მედია ფართოა და ძალიან ბევრ სოციალურ
ქსელს და მრავალ მიმართულებას მოიცავს, ჩვენი საკვლევი არეალიც დავავიწროვეთ
და დავაკვირდი მხოლოდ ქართულ ბლოგებს და ყველასთვის ცნობილ facebook ს,
რომელიც ქართულ         კიბერსივრცეში აზრთა გაცვლის         ერთ-ერთ საუკეთესო
საშუალებას წარმოადგენს. ასევე გამოკითხული იქნა 7 ექსპერტი, რომლებიც მეტად
კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. მათი უმრავლესობა სოციალური მედიის
მკვლევარია.

კითხვებზე პასუხის გაცემას გარდა ცნობილი თეორიებისა, კონკრეტული კვლევის
შედეგებით შევეცდები, რომელიც ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო და აქტუალური
საკითხების შესახებ არგუმენტებს მეტ დამაჯერებლობას შემატებს .




                                                                             4
თავი I. ინფორმაციული ეპოქა

ახალი   რეალობის   დასახასიათებლად   სხვადასხვა   სკოლის   წარმომადგენლები
განსხვავებულ ტერმინებს იყენებენ და აქცენტსაც განსხვავებულად სვამენ . მე -20
საუკუნის ბოლოსთვის საკმაოდ ფართოდ გავრცელდა ახალი საზოგადოების,
როგორც ინფორმაციულის, კომუნიკაციების შესახებ საუბარი. აღარავინ დაობს იმის
შესახებ, რომ   უკანასაკნელი ათწლეულების მანძილზე სამყაროში რადიკალურ
ცვლილებებს ჰქონდა ადგილი და რომ ამის მიზეზი მასობრივი კომუნიკაციის
საშუალებების სწრაფი გავრცელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საინფორმაციო


                                                                          5
ტექნოლოგიების             გავრცელება        უფრო        პროდუქტიული              წარმოებისთვის ,
რაციონალური           ორგანიზებისა        და     ინფორმაციის        ეფექტური        გამოყენების
პროცესისათვის ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ, ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს
’’ინფორმაციული რევოლუცია ’’.

დენის მაქქუეილი მიიჩნევს, რომ ტერმინი ’’ინფორმაციული საზოგადოება ’’არის
ობიექტური აღწერა დროისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 1

მანუელ კასტელსი, რომელიც ახალი ’’ინფორმაციული ერის’’ დადგომაზე საუბრობს ,
სადაც ახალი სოციალური სტუქტურა ასოცირდება წარმოების ახალი წესის
-ინფორმაციის წარმოქმნასთან, უპირატესობას ტერმინს ’’ ქსელური საზოგადოების’’
გამოყენებას ანიჭებს. თუმცა პრინციპულია, არა ტერმინების სიმრავლე, არამედ ის ,
რაც ახასიათებს ახალ ერას. კერძოდ ის, რომ აქ განვითარებას აქვს თავის წესი,
რომელსაც         შეიძლება      ინფორმაციული        წესი       ეწოდოს        და   რომლისთვისაც
სპეციფიკურია ცოდნის ზემოქმედება თავად ცოდნაზე, როგორც წარმოების მთავარ
წყაროზე. ახალ დროში თითქმის ყველაფერი კონცენტრირებულია კომუნიკაციის ,
ინფორმაციის ახალი საშუალებების, ტექნოლოგიების ირგვლივ.’’

ინფორმაციის          ახალი თუ ძველი ტექნოლოგიების გავრცელება განსხვავებული
ინტესივობით,          მაგრამ     თითქმის       მთელს      მსოფლიოში         შეიმჩნევა.   ახალმა
ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გლობალურ გავრცელებას და მთელი
მსოფლიოს          გაერთიანებას          ერთ      დიდ      ოჯახში,    რომელსაც        პირობითად
ინფორმაციულს უწოდებენ. თუმცა კასტელსი აცხადებს, მკს-ის გლობალური
ურთიერთკავშირის, ’’ჩვენ ვცხოვრობთ არა გლობალურ სოფელში, არამედ შეკვეთით
აშენებულ კოტეჯებში, რომლებიც გლობალურად იწარმოება, მაგარმ ნაწილდება
ლოკალურად .2

იმის მიუხედავად, რას ვუწოდებთ ეპოქას სადაც ვცხოვრობთ, ცხადია ერთი რამ -ამ
დროში საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე                        განსაკუთრებულ გავლენას
ახდენს ინფორმაცია, მისი მოპოვებისა და მიღების გზები.
1
    McQuail, D. McQuail’s Mass Communication Theory. fifth edition, Sage;
2
 Castells, M. (1996). The Information Age: Economy, Society, and Culture,
Volume 1: The Rise of the Network Society. Blackwell Publishers, Oxford, and
Malden, MA; 327


                                                                                               6
თავი 2 მასობრივი კომუნიკაცია და მასმედია

თანამედროვე       მასმედიის     ბუნებისა    და    სპეციფიკის,    მისი   ფუნქციების
ჩამოყალიბებისათვის არსებითია მისი არსის გააზრება, არა მხოლოდ მასობრივი
კომუნიკაციების       თეორიის,     არამედ,        ზოგადად,       პოსტინდუსტრიული
/პოსტმოდერნისტული ეპოქის პარადიგმების კონტექსტში, გააზრება იმისა , თუ
როგორ ჩაანაცვლა ჩვენ თვალწინ მატერიალისტური რეალობა ვირტულაურმა.

განმარტებით ლექსიკონს თუ დავესესხებით, სახელი „მედია“ მრავლობითი რიცხვია,
„მედიუმის“ და შესაბამისად, ტერმინის „მედიები“-ს ხმარება არასწორია. ტერმინი
ასე განისაზღვრება: ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის არხი, ან მოწყობილობა.
აქედან გამომდინარე, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი მხრიდან მედიით
ვართ გარშემორტყმულნი. წიგნი, ჟურნალი, მობილური ტელეფონი, საგზაო
ნიშნებიც კი   –    ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, ინფორმაციაა შენახული და
ყოველი მხრიდან ინფორმაცია მოგვეწოდება.

ტერმინი მასმედია 1920 წელს დამკვიდრდა და ისეთ                   მედია საშულებებს
გულისხმობს    რომლებიც ფართო აუდიტორიაზე მაუწყებლობენ.



                                                                                 7
მედია, მასმედია, მასობრივი კომუნიკაციის საშულებანი უმეტესწილად ერთ
პარალელურ     ცნებებად     გამოიყენება    -    აღნიშნულია    ელდარ    იბერის    წიგნში
‘’მასობრივი კომუნიკაცია’’. ამ წიგნში შეჯერებულია მასობრივი კომუნკიკაციის
თანამედროვე თეორიების ძირითადი ნაწილი. თუ ლოგიკურად მივუდგებით
მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები             უფრო ზოგადი, ფართო ცნებაა, ხოლო
მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მისი ის არსებითი ნაწილია, რომელსაც
ინფორმაციის პერიოდული და ოპერატიული გავრცელება ევალება.


მარშალ მაკლუენი საინტერსოდ ხსნის თავის ცნობილი ფორმულის ‘’The medium is the
message’’- არსს, მედიუმი ანუ კომუნიკაციის საშუალება თავად არის                  მესიჯი
(შეტყობინება ) იმ თვალსაზრისით, რომ იგი განსაზღვრავს და გამოხატავს დროის
ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სოციალური ორგანიზაციის პრინციპს,
გვევლინება, როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი აღქმის გენერატორად .
სენსორული     ბალანსის      შეცვლა       ხდება     შინაარსისგან     დამოუკიდებლად ,
კომუნიკაციის ერთი საშუალებიდან მეორეზე გადასვლის შედეგად და შესაბამისად
მაკლუენის ეს ცნობილი ფორმულა ამგვარადაც შეიძლება                  იქნას გაგებული - ‘’
მასობრივი ინფორამციის საშუალება თავად არის ინფორმაცია ‘’. გაცილებით
მნიშვნელოვანია არა ის თუ რა ინფორამციას გვაწვდიან, არამედ ის ვინ გვაწვდის,
სად, როგორ და რა საშუალებით .


ელვინ ტოფლერი, ცნობილი ამრიკელი სოციოლოგი თავის ნაშრომის - ‘’მესამე
ტალღის‘’ ერთ-ერთ თავს სწორედ ასე ასათაურებს -‘’მასობრივი ინფორმაციის
საშუალებათა დემასიფიკაცია ‘’. ტოფლერი აყალიბებს ახალი მესამე ტალღის
ზეინდუსტრიული         ცივილიზაციის   ნიშენებს,       გამოწვევებს,    საფრთხეებს.     ეს
ცივილიზაცია    უკვე     რადიკალურად       ცვლის      ინდუსტრიული        ცივილიზაციის
მასობრივი ინფორამციის საშუალებათა მიერ მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგილ
უნიფიცირებულ     სახეებს    და   ქცევის       სტანდარტებს.   ამ   ეპოქაში      ადამიანი
ინფორმაციის    პასიური მიმღებიდან ინფორმაციის გამგზავნი ხდება, საშუალება
ეძლევა თავად იყოს საკუთარი პროდუქციისა და სახეების შემქმნელი .




                                                                                      8
თავი 3. რა არის სოციალური მედია

ინტერნეტის      ადრეულ       ხანაში    (ე.წ     web    1.0)     ინფორმაციის    ცალმხრივი,
არაინტერაქტიული         საშუალება       არსებობდა              და    სხვა     ტარდიციული
მედიასაშუალებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. Web 2.0 ხანის დადგომასთან
ერთად, კიბერსივრცეს სოციალური ელფერი მიეცა და კომუნიკაციაც ორმხრივი
გახდა. სოციალურმა ვებმა ინტერნეტს ის შემატა, რაც აქამდე არსებულ არცერთ
მედიასაშუალებას არ ჰქონდა - ერთდროულად მილიონობით ადამიანთან თითქმის
სრულყოფილი ურთიერთობის წარმართვის შესაძლებლობა რეალურ დროში.

სოციალური       მედია        აძლევს    მომხმარებელს           საშუალებას,   რომ    სამიზნე
აუდიტორიისთვის იყოს ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ეს არის
მისი ძირითადი ხიბლი. ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების
რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების
ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. Web 2.0-თან ერთად საიტებზე ინტერაქციის
შესაძლებლობა       გაჩნდა.    ინფორმაციის      გავრცელება        გამარტივდა,   რამაც    მის
გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს
საფუძვლად სოციალურ მედიას.

სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი
მედია საშუალებაა, ეს არის ადამინების ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში, რომელიც
ხორცილედება სხავადასხვა მიმართულებით: Blogs, micro-blogs, Online chat, Social
Networks, Message Boards, Podcasts, Video Sharing Saits, Photo Sharing Sites, Virtual World,
Wikis.




                                                                                          9
სოციალური           მედია,        კომპიუტერული        ტექნოლოგიების         განვითარების
პარალელურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს ჩვენი ცხოვრება
წარმოუდგენელია ფეისბუქის, ტვიტერის, ბლოგებისა და სხვადასხვა სოციალური
ქსელის გარეშე. მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში და ინტერნეტსივრცეს
არანაკლები როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში , ვიდრე ბეჭდურსა და
სატელევიზიო მედიას. სოციალური მედია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლის
საშუალებითაც          შენი    სამიზნე     აუდიტორიისთვის         იქნები     მაქსიმალურად
ხელმისაწვდომი, ყოველთვის და ყველგან. მედია ტექნოლოგიების როლი იმდენად
დიდია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მილონობით სხვადასხვა სახის ინფორმაციის
გადაცვლა და მიღება შეგიძლია ყველა სფეროში.

რა არის საკუთრივ სოციალური ქსელი?3 ეს არის ვებტექნოლოგიებზე დაფუძნებული
სერვისი, რომელიც ნებას რთავს ინდივიდებს, საზოგადოებრივ ან ნაწილობრივ
საზოგადოებრივ ჯგუფებს ღიად გამოხატონ თავისი აზრი. ტერმინი სოციალური
ქსელი წამოვიდა სოცილოგიიდან, ეს არის სოციალური სტრუქტურა, რომელიც
შედგება        ინდივიუალური         ადამიანებისგან     ან    ორგანიზაციებისგან.      ისინი
კვანძებივით უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა მიზნებისთვის. სოციალური
ქსელი არის ურთუიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად
ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს. ქალაქი კი, თავის მხრივ ასეთი
ქსელების ერთობლიობას წარმოადგენს.

რატომ უკავშირდებიან სოიციალურ ქსელში მკითხველები ავტორებს, აუდიტორია
მედიას და თავად აუდიტორიის ცალკეული ინდივიდები ერთმანეთს უფრო ხშირად,
ვიდრე ეს აქამდე, ტრადიციული მედიების მეშვეობით ხდებოდა? ეს საკითხი
სოციოლოგთა          შორის    პოპულარული        კვლევის      საგანია,   შესაბამისად   მასზე
სხვადასხვა პასუხებიც მოიპოვება: ანონიმურობა - პიროვნება ანონიმურ ხასიათს
ატარებს ქსელში ყოფნის დროს რაც მას ურთეირთობაში უფრო თავისფლას ხდის.
თავისუფალი          ნება     და    ურთიერთობის       არაძალისმიერი        სურვილი-ქსელის
მომხმარებელი, როგორც წესი საკუთარი ნებით შედის ურთიერთობაში, საკუთარი
ნებითვე ასრულებს მას ან წყვეტს დროის გარკვეულ მონაკვეთში. არატიპიური
მოქმედებისადმი          მიდრეკილება      -   ქსელური        ურთიერთობათა      მონაწილენი

3
    (ტერმინი პირველად შემოიღო სოციოლოგმა ჯეიმს ბარნსმა 1954 წ)


                                                                                        10
ფსიქოლოგთა დაკვირვბით უფრო ხშირად ცდილობენ სხვა კუთხით წარმოაჩინონ
საკუთარი თავი, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. ადამიანები ქსელში თავად
ქმნიან ეგრეთ წოდებულ ‘’ ვირტუალურ პიროვნებებს.’’

სოციალურ ქსელებში ადამიანთა მოღვაწეობის მოტივებს თუ დავაკვირდებით,
შეიძლება რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ :

1. საქმიანი მოტივი - ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ქსელში
მუშაობა სამსახურეობრივი მიზნების შესრულების საშუალებაა. ასეთი მიზნები
შეიძლება    იყოს     საჭირო   ინფორმაციის     მოპოვებისთვის,   პარტნიორთან
ურთიერთკავშირის საშუალება, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ა.შ.

2. საგანმანათლებლო მოტივი - ეს მოტივი უპირველესად ახალი ცოდნის შეძენის
სურვილს უკავშირდება.

3. კორპორაციული მოტივი - მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქსელში სხვებთან
თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მოტივით სარგებლობის მიზანი
შიძლება იყოს, როგორც კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება, ისე საერთო საქმის
შექმნა.

4.   ურთიერთობის       მოტივი      -ახალი   ნაცნობების,   საახლობლო   წრის,
თანამოაზრეების შეძენის მიზანს ემსახურება. ერთი შეხედვით ეს არასერიოზული
მოტივი ხშირ შემთხვევაში სერიოზულ შედეგებს იძლევა.

5. გასართობი მოტივი - რომლის ძირითადი მიზანიც თავისუფალი დროის
დახარჯვა, დასვენება და გართობაა.




           თავი 4. სოციალური მედია , როგორც სამოქალაქო
               საზოგადოების ხელშემწყობი ფაქტორი

სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა ინგლისური ტერმინის Citizen Journalism
ქართული შესიტყვებაა. სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა      განიმარტება,


                                                                         11
როგორც ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების
პროცესში მოქალაქეთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა. რისი მიზანიც, საჭირო
დამოუკიდებელი, სანდო, ზუსტი, მრავალმხრივი და რელევანტური ინფორმაციის
მიწოდებაა.

სამოქალაქო ჟურნალისტიკა გამოყენებულია საჯარო ჟურნალისტიკის სინონიმად
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ                              ქართულ ენაზე
გამოცემულ         მელვინ დეფლორისა და ევერეტ დენისის წიგნში ,,მასობრივი
კომუნიკაციის       გააზრებისათვის          ’’(2009).   აქ   ასეთ    განმარტებას       ვხვდებით
,,ჟურნალისტიკის ეს ახალი სტილი საზოგადოებრივი პრობლემის დიაგნოსტიკისა
და მათი გადაჭრის გზებს ეძებს. ჟურნალისტები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ
სამოქალაქო სზოგადოების განვითარებას. ეს მათი ნებაყოფლობითი ძალისხმევაა,
რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ .

კიდევ ერთი განმარტების მიხედვით, „როცა ხალხი, უბრალოდ აუდიტორია იყენებს
მის   ხელთ      არსებულ      ჟურნალსიტურ           საშუალებებს       იმისთვის,     რომ     სხვებს
ინფორმაცია მიაწოდოს, ესაა სამოქალაქო ჟურნალისტიკა.

მოქალაქე     ჟურნალისტთა          ეროვნული        ასოციაცია     (NACJ),   რომელიც        ამერიკის
შეერთებულ        შტატებში       შეიქმნა,      ერთმანეთისგან        განასხვავებს       ‘’მოქალაქე
ჟურნალისტებს‘’ და შემთხვევით ჟურნალისტებს. შემთხვევითი ჟურნალისტი ის
ხალხია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მოვლენის ეპიცენტრში , გადაიღებს
ფოტოს ან ვიდოს და ატვირთავს მას სოციალური ქსელების საიტზე, მაგალითად
როგორიცაა: Facebook, MySpace, Twitter, ან ახალი ამბების ვებგვერდებზე როგორებიცაა:
CNN-ის, iPerportFox News ის uReport.4

მოქალაქეთა ჟურნალისტიკა-ჟურნალისტიკის სწრაფად განვითარებადი ფორმაა.
სადაც რიგითი მოქალაქეები იჩენენ ინიციატივას, გააშუქონ ახალი ამბები და
გამოთქვან საკუთარი შეხედულებები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე . ეს
არის ახალი ამბები ხალხის შესახებ, მომზადებული ხალხის მიერ და ხალხისთვის.
მოქალაქე ჟურნალისტები არიან დამოუკიდებელნი. ისინი არ მისდევენ დადგენილ


4
 Ross, R & Cormier, Sc. (2010).Handbook for Citizen Journalists . National Association of Citizen
Journalists: 58

                                                                                                12
ჟურნალისტურ ნორმებსა და პროცესებს. ჩვეულებრივ მუშაობენ რედაქტორების
გარეშე. მოქალაქე ჟურნალისტები აგროვებენ, ამუშავებენ, იკვლევენ, აშუქებენ ,
აანალიზებენ და აქვეყნებენ ახალ ამბებსა და ინფორმაციას უმეტესწილად იმ
მრავალფეროვანი           ტექნოლოგიური        საშუალებების    გამოყენებით,     რასაც     მათ
ინტერნეტი სთავაზობს.

სამოქალაქო მედიის ცენტრის დამაარსებელი და მოქალაქეთა ჟურნალისტიკის
ერთერთი პირველი მკვლევარი დენ გილმორი თავის წიგნში „ჩვენ მედია“ ამბობს,
რომ თუ კი აქამდე ტრადიციული მედია ახალ ამბავს განიხილავდა, როგორც
,,ლექციას’’, ტექნოლოგიური ცვლილებები როგორიცაა, მაგალითად Web 2.0-ის
შექმნა, ჟურნალისტიკას ფორმას უცვლის, სამოქალაქო ჟურნალისტიკის სახით მას
უფრო ინტერაქტიულს ხდის და ,,სემინარის’’ ფორმას აძლევს .5

მკვლევარი ფექსონ ბანდა თავის კვლევაში ,,მოქალაქეთა ჟურნალისტიკა და
დემოკრატია         აფრიკაში’’     გამოყოფს   სამოქალაქო     ჟურნალისტიკის      ორ     ტიპს:
ინსტიტუციურს            და    არაინსტიტუციურს.       მისი   განმარტებით,      მოქალაქეთა
ჟურნალისტიკის არაინსტიტუციური ტიპი ისაა, რომ როდესაც მოქალაქეები
ინდივიდუალურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ბლოგების ტექნოლოგიურ
საშუალებებს, ამზადებენ და ავრცელებენ ჟურნალისტურ მასალას. ისინი რაიმე
სახის      ორგანიზაციულ         შეზღუდვებს     არ   განიცდიან.   ხოლო    ინსტიტუციური
სამოქალაქო        ჟურნალისტიკა         მოქალაქეთა   ისეთ    ტიპს    გულისხმობს,       სადაც
ჩამოყალიბებულია           ორგანიზაციული       სტრუქტურა     და     არსებობს   გარკვეული
შეზღუდვები, თუნდაც ეს შეზღუდვები ძალაინ მცირე იყოს.

ავტორი განიხილავს ამ ორი ტიპის სამოქალაქო ჟურნალისტიკასთნ დაკავშირებულ
ეთიკურ საკითხებს და ამბობს, რომ თუკი არაინსტიტუციური ფორმის დროს
მოქალაქე ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობენ მათი საქმიანობა
დამოკიდებულია                ინდივიდზე        და      თვითრეგულირებადია               -ისინი
ანგარიშვალდებულები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არიან და არა -მათ გარეთ
მყოფი უფრო მაღალი ინსტიტუტისა. რაც შეეხება სამოქალაქო ჟურნალისტიკის
ინსტიტუციურ ტიპს, აქ მუშაობაში უკვე ტრადიციული მედია შეიძლება ჩაერთოს და
თავისი ძალისხმევით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს მოქალაქე ჟურნალისტების
5
    Gillmor, Dan (2006).We the Media: xiii

                                                                                          13
მიერ მომზადებული მასალა. ავტორს ნიმუშად მოჰყავს ბრიტანეთში პოპულარობით
რიგით მეორე ახალი ამბების საიტი                       Guardian.co.uk, რომელსაც აქვს სპეციალურად
მოქალაქე ჟურანლისტებისთვის გამოყოფილი ახალი ამბების გვერდი , სადაც
ყოველდღიურად უამრავი გზავნილი თავსდება. მსგავსი ტიპის სამოქალაქო
ჟურნალისტიკის საიტები გარედან ინსტიტუციურ დონეზე რეგულირდება .

ტელევიზორთან მიჯაჭვულობის სინდრომი გასული საუკუნის კუთნილება გახდა.
დღეს მას უკვე ღირსეული კონკურენტი ჰყავს - მსოფლიო გლობალური ქსელი ,
უფრო კონკრეტულად კი სოციალური მედია. რამდენად შეუძლია სამოქალაქო
ჟურნალისტიკის საიტებს ისეთი ტრადიციული მედიის ჩანაცვლება, როგორიც
გაზეთია?        ’’მედიის       ინტერნეტში           მიგრაციამ’’6        და    2008     წელს       დაწყბებულმა
გლობალურმა საგაზეთო კრიზისმა ეს კითხვა ბევრს გაუჩინა. მკითხველებმა
გაზეთების ელექტრონული ვერსიები შეიყვარეს, რედაქციებს კი მიმდინარე ამბების
გასაშუქებლად ფინანსები შემოაკლდათ. ამავდროულად გამოვიდა ასპარეზზე
სამოქალქო ჟურნალისტიკის საიტები. ’’ბლოგების დრო მაშინ დადგება, როდესაც
სპორტის სიახლეების გასაცნობად ადგილობრივი გაზეთის ნაცვლად , თქვენს
საყვარელ ბლოგს ესტუმრებით.’’ მოყვანილია მკვლევარ რიჩარდ მაკმანუსის ციტატა
Newspaper       Rearch      Journal-ში      გამოქვეყნებულ             ნაშრომში,        სადაც       განხილულია
სამოქალაქო ჟურნალისტიკის და გაზეთების ურთიერთმიმართება.

სამოქალაქო            ჟურნალისტიკის                განვითარება            ტექნოლოგიური                 პროგრესის
დამსახურებაა. პირველად                   ისტორიაში ინტერნეტმა ჟურნალისტური მასალის
შექმნისა და ყველგან გავრცელების საშუალება მისცა თითოეულ მომხმარებელს და
არა      მხოლოდ           მათ,       ვისაც       ძვირადღირებულ                ვიდეოკამერებზე,             საბეჭდ
მოწყობილობასა და რადიო აღჭურვილობაზე მიუწვდება ხელი .

თუმცა ზოგიერთი ავტორი მიიჩნევდა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან
ერთად, მოქალაქეთა აქტიურბის მიზეზი ისიცაა, რომ ადგილობრივი ტრადიციული
მედია (ტელევიზია, გაზეთი, რადიო ) ვერ პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნას .

ზოგი ავტორის აზრით, არაპროფესიონალების მიერ ჟურნალისტური ნამუშევრების
შექმნა საფრთხეს უქმნის მთლიანად მედიაინდუსტრიის პროდუქტის ხარისხს.
6
 Lacy S., Duffy M., Riffe D., Thorson E. & Fleming K. (2010);Citizen Journalism Web Sites Complement
Newspapers,Newspaper Research Journal, Vol. 31, No. 2, Spring 2010: 34


                                                                                                              14
ენდრიუ კინი თავის წიგნში -მოყვარული კულტი ’’როგორ კლავს ინტერნეტი ჩვენს
კულტურას’’ წერს:                 ’’მოქალაქე        ჟურნალსიტებს არ აქვთ არანაირი ფორმალური
განათლება და გამოცდილება. ისინი გამუდმებით გვაწვდიან მოსაზრებას , როგორც
ფაქტს, ჭორს, როგორც ნამდვილს და ვარაუდს, როგორც ინფორმაციას .’’7

არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეთა ჟურნალისტიკამ და
ტრადიციულმა                მედიამ       ერთმანეთთან             უნდა        ითანამშრომლონ       და   შექმნან
ჟურნალისტიკის ახალი ფორმა. მოქალაქეთა ჟურნალისტიკის საიტებს შეიძლება
ხელმძღვანელობა                  პროფესიონალებმა გაუწიონ, როგორც ეს სამხრეთკორეულ
საიტის OhMyNewsის შემთხვევაში ხდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება ახალი ამბების
სააგენტო ‘’როიტერის’’ უფროსი                        ტომ გლოსერი, რომელმაც ონლაინ ასოციაციის
გამოცემელთა კონფერენციაზე განაცხადა: „მე მჯერა რომ სამყაროს ყოველთვის
დასჭირდება ჟურნალიტური ნაშრომების რედაქტირება.. ახალი მედიის ეპოქაში
ძველი           მედიაკომპანიების               როლი              კონტენტის           გაკონტროლებასა      და
რედაქტირებაშია’’8.               მას          ტრადიციულ             მედიასთან         შედარებით,     მრავალი
მომხიბვლელი თვისება აქვს. ინტერნეტი ნებისმიერ სახის ბიზნესს დიდ ბაზარზე
გავლის          საშვალებას          აძლევს.       აქ    განთავსებული            რეკლამა      ეფექტურია   და
უპირატესობებიც გააჩნია: ბევრად იაფია ვიდრე სატელევიზიო რეკლამა, გარდა
ამისა, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა ის. ასევე მარტივი
დასადგენია რამდენი ვიზიტორი ჰყავს ამა თუ იმ ბიზნეს საიტს კონკრეტული
რეკლამების წყალობით. რაც მთავარია ეს სფერო გლობალურია და ერთ კონკრეტულ
გეოგრაფიულ რეგიონზე მიბმული არ არის. შესაძლოა, საქართველოში ინტერნეტი
ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მარკეტინგული კომუნიკაციის გავრცელების
საშუალებად, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლა საგრძნობია. თანაც FINANCIAL-ის
ცნობით, ქართველი მაყურებელი სულ უფრო ნაკლებად უყურებს სატელევიზიო
რეკლამებს. მათი 50 % რეკლამის დროს ხმას დაბლა უწევს ან სხვა არხზე რთავს .




7
    Keen, Andrew (2007).The Cult of the Amateur: How the internet is killing ourculture:37

8
    Reporter’s guide to citizen journalism ,pressgazette.co.uk,24.03.06:2


                                                                                                          15
თავი 5. სოციალური მედია და მარკეტინგი

სოციალური მედია კომერციულ ხასიათს ატარებს, ის მოგებაზეა ორიენტირებული ,
მედიის კომერციული ხასიათი გულსხმობს, ბაზრის შესაბამისი პროდუქტის შექმნას ,
ამ     პროდუქტის       რეკლამირებას        და    აუდიტორიისთვის       კარგად   გაყიდვადი
პროდუქტის შეთავაზებას.

ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. მომავალში კიდევ უფრო
დიდ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რადგან ეს კომუნიკაციისა და
ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალებაა, დრო და ინფორმაცია კი ჩვენს
საუკუნეში ნავთობზე უფრო ძვირად ფასობს.

არსებობს ასეთი ვებ-აფორიზმი – „თუ არ იგუგლები, არ არსებობ’’ (თუ საძიებო
სისტემაში შენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, არ არსებობ).
ინდივიდუალური პიროვნებისთვის, კომპანიისთვის, ბრენდისთვის აუცილებელია
მის შესახებ ინტერნეტში საჭირო და მისთვის სასარგებლო ინფორმაცია იდოს.
თქვენით       თუ    უთქვენოდ       –   „თქვენი    ბრენდის   შესახებ    ინტერნეტში   უკვე
ლაპარაკობენ.’’9 თუ გსურთ, რომ დიალოგი თქვენთვის მომგებიან კალაპოტში
გადაიყვანოთ – აუცილებელია იცნობდეთ სოციალურ მედიას, ახალ ტექნოლოგიებს ,
იმ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას ონლაინ “ - ამბობს
ექსპერტთა უმრავლესობა.

კომუნიკაციის საშუალებებმა, საერთო ბიზნეს გარემომ, შეცვალა ადამინებიც,
როგორც მომხარებელი, ფასეულობებმა და მასთან მოსახლოებამაც განიცადა
ფერიცვალება. რაც ადრე ეფექტური იყო ან ზე ეფექტური დღეს უკვე მომხმარებლის
ყურადღების მიღმა დარჩა.

თანამედროვე მარკეტოლოგია ხელიდან არ უშვებს არცერთ მომენტს , იგი დროულად
უწყობს ფეხს ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს. მაგალითად, თუ ადრე

9
    http://dodka.ge/tag/სოციალური-მედია/


                                                                                      16
ბილბორდებსა და ტელევიზიაში საკმარისზე მეტი რეკლამა იყო, დღეს კომპანიების
მარკეტინგული დეპარტამენტები ცდილობენ სოციალურ მედიაში აქტიურ ჩართვას -
ფეისბუქში ქმნიან გვერდებს, იუთუბზე ახდენენ ვიდეოების ატვირთვას და ა.შ.
ცხადია, ახალი ტექნოლოგიები და მათი დანერგვა იწვევს ადამიანის ცვლილებასაც,
მომხმარებელი ეძებს გამოყენებით და გამომსახველობით საშუალებებს , იცვლის
ცხოვრებისეულ სტილს.

სპეციალისტები შენიშნავენ, რომ დღეს ინტერნეტი ისე „გასუქდა“ და გაბატონდა ,
თითქოს სხვა ინოვაციურ სიახლეს არც კი უნდა ველოდოთ.




             თავი 6. სოციალური მედია და პოლიტიკა




                                                                       17
მანუელ კასტელსის ქსელის თეორია შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული
იმის ასახსნელად, თუ როგორი ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური ქსელი
პოლიტიკური აქტივიზმისთვის. თუმცა ამ „კავშირის“ შემქმნელი უცნობი რამ
ინტერნეტიდან და თავისუფალი კომუნიკაციებიდან მოდის. „კავშირი კარგია
ინფორმაციის     გაცვლისთვის     და   ნაკლებ   ფასად   არის   შესაძლებელი    ახალი
შესაძლებლობების მიღებისთვის. ინტერნეტის უპირატესობა და სარგებელი არის ის,
რომ თავს ერთად უყრის კავშირებს და უცხო ადამიანებს იმ ინტერაქციის
თანაბარუფლებიანობის ნიმუშში სადაც სოციალური მახასიათებლები ნაკლებად
განიცდიან გავლენას და ჩარჩოებში მოქცევას, ანდა კომუნიკაციის დაბლოკვას.“

ამ   კავშირის   ხანგრძლივობას    განსაზღვრავს   „კომბინაცია    დროის,   ემოციური
ინტენსივობა,    სიახლოვე   და    კომუნიკაციის    სერვისი     რომელიც    ახასიათებს
კავშირებს.“ სოციალური მედიის ქსელი დაფუძნებულია ამ კავშირებსა და იმ
ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებაზე, რომლებიც საერთო ინტერესებს და
მიზნებს    ცვლიან   თანაზიარ     კავშირებთან.    ამ   კავშირების   ხანგრძლივობა
დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, თუ როგორ წარმოგვიჩენს ახალ იდეებს და
ახალ ინფორმაციებს. ინტერნეტი ასევე საშუალებას იძლევა მცდარი ინფორმაციის
წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელებას გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად.

ჩვენთვის საინტერსოა სოციალური მედია დამოკიდებულება, ანუ სხვადასხვა
ინსტიტუტისთვის      სოციალური        მედიის   მნიშვნელობა,    განსაკუთრებით    კი
პოლიტიკისთვის. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სოციალური
მედია პოლიტიკური ბრძოლის მძლავრ იარაღად უკვე კარგა ხანია იქცა. რამდენიმე
წლის წინ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უწყინარი სოციალური ქსელები
მთელ რიგ სახელმწიფოებში, ხელისუფლებათა დამხობის საშუალება და პლანეტაზე
გეოპოლიტიკური რუკის შეცვლის მიზეზი გახდებოდა.

21-ე საუკუნეში სოციალურმა ქსელმა პოლიტიკური იარაღის ფუნქცია შეიძინა ,
რომელსაც წარმატებით იყენებენ სახვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ერთგვარ
პოლიტიკურ ამინდს ჰქმნიან. პოლიტოლოგებისა და სხვადასხვა ექსპერტების
წინაშე ახალი ტიპის კითხვები წამოიჭრა: ,,გადაიღვრება’’ თუ არა ეს პრეცედენტი




                                                                                18
სხვა    მოვლენებზეც?    იქნება   ფეისბუქი      ახალი   პოლიტიკური         პროცესების
წამმართველი ძალა?

ინფორმაციული ტექნოლოგია დღეს მთელი სხვადასხვა სახის მოძრაობებსა                      და
დაჯგუფებებს ინფორმაციის გაცვლაში, ურთიერთობასა და საკუთარი ქმედებების
კოორდინაციაში ეხმარება. ვირტუალური პოლიტიკური არენა ერთობ მძლავრი და
ამავე   დროს   სახიფათო    იარაღია,   განსაკუთრებით      მაშინ     როცა     ამ   იარაღს
კეთილსინდისიერად არ იყენებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის
გაცვლა ხდება ისეთი რესურსების დახმარებით, როგორებიცაა Twitter, Facebook და
YouTube. სწორედ ამიტომ არსებობს საზოგადოების ცნობიერებაზე ვირტუალური
გავლენის მოხდენის საშიშროებაც. ამგვარი საფრთხის წინაშე                    ძირითადად
ტოტალიტარული        სახელმწიფოები      დგას,     სადაც      მმართველი        ჯგუფები
საზოგადოების მორჩილების მიღწევას უფასო მედიის – ტელევიზიის საშუალებით
ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანიებია. დუმის წევრი ,
ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვი შემდეგ სიტყვებს ამბობს : „გუშინ რუსეთში
ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის
პარტიამ კი წააგო“. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ
არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა,
რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს .

დღესდღეობით სოციალური ქსელები პოზიტიურ როლს ასრულებენ სხვადასხვა
სახის საზოგადოებრივ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში .
თუმცა ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელები უშუალოდ
ქართულ პოლიტიკაზე. ნელ-ნელა ხდება ამ არენის სხვადასხვა პოლიტიკური
პარტიების მიერ ათვისება. ოფიციალური პირები ხსნიან თავიანთ ,,ფეიჯებს ’’,
ატარებენ ონლაინ კონფერენციებს და გამოკითხვებს. მაგალითად, პრეზიდენტის
ოფიციალურ გვერდი დიდი პოპულარულობით სარგებლობს და 20.414 ლაიქი აქვს.
“ფეისბუქის” ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ,
დავით     ზურაბიშვილი      თვლის,     რომ      “ფეისბუქი”        მისთვის,        როგორც
პოლიტიკოსისთვის,       საზოგადოებასთან         ურთიერთობის          ალტერნატიული
საშუალებააFacebook, Twitter, LinkedIn და ასე შემდეგ      სხვა არაფერია, თუ არა
პრობლემებისა და ინტერესების, რეალური სოციალური ქსელების ასახვა და



                                                                                     19
გამართვა ვირტუალურ სივრცეში.        ფიზიკური სივრცისაგან განსხვავებით, მისი
უპირატესობა   ისაა,   რომ   იგი   ბევრად   აიოლებს   და   აიაფებს   სოციალური
მოძრაობისათვის საჭირო ტრანზაქციას.         თუკი პარტიისა თუ ორგანიზაციის
შეხვედრაზე ფიზიკური ბარიერების გადალახვაა საჭირო და გარკვეული რესურსების
დახარჯვა (დრო, მგზავრობა, კვება და ა.შ). სოციალური მედია ამის საჭიროებას
ბევრად ამცირებს. პოლიტიკური განცხადებების პრეზენტირება სოციალური მედიის
საშუალებით არის გარანტია იმისა, რომ ის მრავალრცხოვან            აუდიტორიაზე
გავრცელდება, ხოლო მისი შესაძლებლობა თარგმნოს განცხადებები ვერბალურ
ვიზუალურ და სიტუაციურ კონტექსტში იძლევა გარანტიას, რომ კონკრეტულმა
პოლიტიკურმა განცხადებამ საპასუხო, ხშირად სასურველი რექაცია გამოიწვიოს .




              თავი 7. ინტერნეტარხი სახელად ბლოგი

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ
მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭვდით
მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს ინტრნეტით იგებენ ხოლმე. უამრავი
მომხარებელი   ანიჭებს   უპირატესობას   ინტერნეტს     რადიოს   და ტელევიზიას .
ერთგვარი პარალელის გავლება ხდება ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიას შორის ,
ეს არამართებულია, ვინაიდან, ტელევიზიას ჰყავს თანამშრომელთა გარკვეული
ნაწილი, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, რასაც შემდეგ მოიხამრნენ მაყურებლები .
იგივე ხდება ბეჭდურ მედიაში. თუმცა, ინტერნეტის შემთხვევაში საქმე სხვაგავრად
არის, ინტერნეტი უბრალოდ კაბელებისა და ელექტრონული მოწყობილობების


                                                                           20
ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქსელებსა და მომხმარებლებს აერთიანებს .
მედია საშუალებად მას თავად მომხმარებლები აქცევენ, როდესაც ინტრნეტში
ანთავსებენ სხვადასხვა ინფორმაციას. მართებულია საუბარი ინტერნეტარხებზე და
არა   ზოგადად      ინტერნეტზე.     ერთ-ერთ        ასეთ    არხად    შეიძლება    ჩაითვალოს
ბლოგოსფერო .

სიტყვა ბლოგი „ვებლოგიდან“ არის წარმოებული. თავად ვებბლოგი ორი სიტყვის
ერთობლიობაა- ვები და ლოგი, რაც ითარგმნება, როგორც ვებჩანაწერი.

ტერმინი, როგორც ჩანს, ჯორნ ბარგერს ეკუთნის, რომელმაც 1997 წელს პირველმა
გამოიყენა    შესიტყვება     ვებლოგი,         იმ   აქტივობის       აღსაწერად,    რომელსაც
ახორციელებდა.

ბლოგი     ძალიან    ჰგავს   ვებსაიტს     ,    მაგრამ     რამდენიმე    მხოლოდ     მისთვის
დამახასიათებელი      ნიშანიც     აქვს.   ყველა      ბლოგს     აქვს   სათაური.    ბლოგში
განთავსებული თითეული ჩანაწერი დათარიღებულია და კომენტარების დატოვების
საშუალებაც არის.

როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს.
ბოლო 2 წელია შეინიშნება ბლოგერთა რაოდენობის ზრდა. blogroll.ge-ს შემქმნელი
სტუდიის "ომედიას" დირექტორის, ნოდარ დავითურის თქმით, "საქართველოში
დაახლოებით ათასამდე აქტიური ბლოგერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული
ინტერნეტ-სივრცე       საკმაოდ      პატარაა,       ათასი      ბლოგერი      არასაკმარისია".
შედარებისთვის გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანში ბლოგერების რაოდენობა 37 ათასს
აღწევს.

ზოგიერთი ბლოგერი თავის თავს ონლიან ჟურნალისტებს უწოდებს. დღესდღეობით
ზოგიერთ     ღონისძიებაზე,      ბლოგერებს      ისეთივე     სტატუსს     ანიჭებენ , როგორც
ჟურნალისტებს. მაგალითად 2010 წელს გამართულ ერთ-ერთ კომპიუტერული
ტექნოლგიების გამოფენაზე, ბლოგერებს ისევე შეეძლოთ მოეთხოვათ აკრედიტაცია ,
როგორც ჟურნალისტებს .

ბოლო დროს უკვე საქართველოშიც გაჩნდა პრეცენდენტი, როდესაც ესა თუ ის
ორგანიზაცია ბლოგერებს მოუხმობს თავისი საქმიანობის გასაშუქებლად. ასე მოხდა


                                                                                       21
რუსთავი2 ის სატელევიზიო შოუ ’’ნიჭიერის’’ შემთხვევაშიც. ცხადია, რომ ამ შოუს
საკმაოდ     დიდი ბიუჯეტი აქვს, მაგარამ მისმა შემქმნელებმა ეს უფასო და
ყველასთვის მისაღები ფორმა აირჩიეს აუდიტორიასთან ურთიერთობისათვის . ამ
პროექტის ბლოგზე ხშირად იმართება მწვავე დისკუსიები და მომხმარებლები
კომენტარების საშუალებით ამცნობენ შოუს შემქმნელებს თავიანთ მოსაზრებებს ,
რაც უდავოდ საინტერსოა მათთვის .




                თავი 8. ექსპერტული გამოკვლევა

ექსპერტული გამოკითხვა ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნოლოგიით,
მაგრამ    რესპონდენტები    ამ   შემთხვევაში   არიან   ე.წ.   “სხვადასხვა   სფეროს
ექსპერტები”-ანალიტიკოსები, მკველვარები, ჟურნალისტები             და სხვა პირები,
რომლებიც გაცნობირებული იქნებიან საკვლევ საკითხებში სხვებზე მეტად. იქედან
გამოდინარე, რომ გამოკვლევის მიზნებში იგულისხმებოდა განსაზღვრული თემების
ზონდირება     (საკვლევ    საკითხზე   ღრმა   ინფორმაციის      მიღება)   ექსპერტული
გამოკითხვა მივიჩნიე      საუკეთესო მეთოდად . სწორად შერჩეული ექსპერტები
ფლობენ უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადს.




                                                                               22
ჩატარდა 7 ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა 50 წუთს
შეადგენდა. ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზანს წარმოადგენდა-სოციალური მედიის
განვითარების და გამოწვევბის შეფასება ექსპერტების თვალით.




კვლევის შედეგები და ანალიზი

  •   განსხვავებები ტრადიციულ და სოცაილურ მედიას შორის

კითხვას აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, ყველა რესპონდენტი თვლის, რომ
განსხვავებები მართლაც აშკარად შეიმჩნევა, ძირითად განსხვავებად კი სოციალური
მედიის ოპერატიულობას     და ექსკლუზიურობას ასახელებენ. არსებობს თემები ,
რომელზეც ყველაზე სწრაფად რეაგირება სწორედ სოციალური მედიის საშუალებით
ხდება და შემდეგ ხდება მისი განხილვა ტრადიციული მედია არხებით. ასევე
ძირითადი განსხვავება მათი აზრით, არის ის, რომ თუ ტრადიციულ მედიაში
მუშაობენ ჟურნალისტები, სოციალურ მედიაში ეს ასე არ არის, აქ შეუძლია თავისი
სათქმელი თქვას ნებისმიერმა ადამიანმა, ამ ყველფერთან ერთად ეს ძალიან
თავისუფალი და შეუზღუდავია. „თუ ტრადიციულ მედიაში არის პროდუქტი



                                                                        23
მწარმოებელი , ე .წ პროფესიონალი ჟურნალისტი , სოციალურ მედიაში სულ
არ არის აუცილებელი ეს იყოს შენი ძირითადი პროფილი , ეს შეიძლება
იყოს შენი პარალელური საქმიანობა , დროებითი გატაცება , თუნდაც ჰობი .
მოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით სოციალური მედია არის
უფრო ღია , ის რომ ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად შეუძლია გახდეს
ინფორმაციის          მწარმოებელი     ეს    არის    ყველაზე    მნიშვნელოვანი
განსხვავება .’’ექსპერტი/მდედრობითი

„მომხმარებელს მიეცა ასე ვთქვათ ტრანსლირების შესაძლებლობა . დღეს
მე შემიძლია გადავიღო დოკუმენტური ფილმი და ავტვირთო youtube-ზე ,
ლინკი ჩავსვა facebook-ში და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა ნახოს ანუ მე ჩემი
აზრის     გამოხატვის     მეტი     შესაძლებლობა      მაქვს   ვიდრე   ინტერნეტ
მომხმარებელს         ქონდა    1990 იანი   წლების   დასაწყისში . ჩემი   აზრით ,
ძირითდი განსხვავება არის ეს .         თუ ავიღებთ ბლოგებს , მაგალითად აქ
შეგიძლია უმარავმა ადამიანმა იმსჯელოს , იკამათოს , იდებატონ უამარვ
თემაზე დაწყებული პოლიტიკით დამთვრებული კულინარიით . ამ მხრივ
ვხედავ , რომ     რიგით       ადამიანებს   მიეცათ   შესაძლებლობა     ილაპარკონ
შეუზღუდავად და თვითონ გახდნენ მაუწყებლები “ -ექსპერტი /მამრობითი

ექსპერტების ნაწილი საუბრობს უკუკავშირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
საზოგადოების ჩართულობისთვის სხვადასხვა პროცესებში. „უმთავრესი სხვაობა
არის    ის ,   რომ    სოციალურ     მედიაში   კომუნიკაცია     არის   ორმხრივი .
ჟურნალისტი , ბლოგერი თუ ახალი ამბების გამავრცელებელი ღებულობს
უკუკავშირს . უკუკავშირი შეიძლება იყოს მოწონება ,               გაზიარება   ან
კომენტრარი კითხვის სახით . მთავარი პროცესი იწყება სწორედ ამ დროს
კითხვებით ჩანს რამდენად დიდი გამოხმაურება მოყვა ამა თუ იმ
ავტორს ’’ ბლოგერი / მამრობითი




  •    სოციალური მედია და სოციალური ქსელი



                                                                            24
ყველანი ერთხმად თანხმდებიან რომ სოციალური ქსელი სოციალური მედიის
ნაწილია, რადგან ყველაფერი რაც ინახავს და შემდეგ გადმოცემს ინფომაციას მედიაა.
„სოციალური ქსელი არის სოციალური მედიის ერთ ერთი ნაწილი , იმიტომ
რომ     ტერმინი    მედია     განისაზღვრება     ინფორმაციის        შენახვისა     და
გადმოცემის არხი ან მოწყობილობა , მოკლედ ყველაფერი რაც ინახავს
ინფორმაციას       და    შემდეგ    გადმოცემს   არის     მედია .   წიგნიც    მედიაა ,
კომპიუტერიც და ა .შ ’’ ექსპერტი / მამრობითი

ასევე აღნიშნავენ იმას, რომ სოციალური ქსელი უფრო კაპიტალის დაგროვების
საშუალება შეიძლება იყოს და სოციალური მედია ინფორმაციის გაცვლის. „როგორც
ძალიან რთულია გაარკვიო განსხვავება მარკეტინგსა და პიარს შორის
რომელია ძირითადი , ასევეა სოციალურ ქსელსა და სოციალურ მედიას
შორის . პიარი არის მარკეტინგის ინსტრუმენტი , ასევეა ჩემი აზრით ,
სოციალური მედიის ინსტრუმენტი სოციალური ქსელი . ეს არის ერთ
-ერთი დიდი სფერო , რომელშიც სოციალური ქსელი არის ჩართული თუმცა
განსხვავება სწორედ იმაშია რომ თუ სოციალურ მედიაში დომინირებს
რაღაც    ტიპის    ინფორმაციის      გაცვლა , სოციალურ       ქსელში   ჯერ     კიდევ
დომინანტური            შეიძლება   იყოს   სოციალური     კაპიატლის     დაგროვება .
თუმცა სოციალური ქსელი არის ინსტრუმენტი როელსაც სოციალური
მედია    იყენებს   აუდიტორიამდე          ინფორამციის    მისატანად .’’ექსპერტი /
მდედრობითი

„მედია ხარ მაშინ როცა ინფორმაციას იღებ და გასცემ , მაგრამ ქსელს თუ
იყენებ   მხოლოდ         ჩატისთვის ,   მეგობრებთან      საკონტაქტოდ ,      მუსიკის
გასაზიარებლდ , მაშინ ამას მედიას ვერ დაარქმევ “. ბლოგერი /მამრობითი

  •   სოცილაური მედიის პოპულარობა საქართველოში

მათი აზრით, პოპულარობა სხვადასხვა პაქტორებმა განაპირობეს, თუმცა ყველა
თანხდმება იმ ფაქტზე რომ ძირითადად მაინც ვერ ვიქნები „გლობალური
სოფლიდან’’ამონაგლეჯი.       უპიველესად      ასახელებ    თვისუფლების       სურვილს,
ინტერსს, ცნობისმოყვარეობას „ რამაც განაპირობა პოპულარობა ეს არის


                                                                                 25
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე
სალომე ზირაქაძე

More Related Content

What's hot

პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომი
პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომიპლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომი
პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომიMaia Nucubidze
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი barbaretak
 
რა არის ისტორია
რა არის ისტორია რა არის ისტორია
რა არის ისტორია fiqria sidamonize
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)ekanadiradze84
 
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)
კიურების  ოჯახი  და მათი  მეცნიერული  აღმოჩენები (4)კიურების  ოჯახი  და მათი  მეცნიერული  აღმოჩენები (4)
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)kvinikadzemzia
 
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...Besik Machitadze
 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიLela Goginashvili
 
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზეთამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზეGiorgi Kapanadze
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაirmabochorishvili
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copyirmabochorishvili
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეmariamgognadze
 
კლიმატური სარტყლები
კლიმატური სარტყლებიკლიმატური სარტყლები
კლიმატური სარტყლებიssuser56c6c4
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმიალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმიelisabed1998
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიmisstamo
 

What's hot (20)

პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომი
პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომიპლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომი
პლაკატით გადმოცემული იტორიული რეალობა - მეორე მსოფლიო ომი
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
რა არის ისტორია
რა არის ისტორია რა არის ისტორია
რა არის ისტორია
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
 
კარლოს დიდი
კარლოს დიდიკარლოს დიდი
კარლოს დიდი
 
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)
კიურების  ოჯახი  და მათი  მეცნიერული  აღმოჩენები (4)კიურების  ოჯახი  და მათი  მეცნიერული  აღმოჩენები (4)
კიურების ოჯახი და მათი მეცნიერული აღმოჩენები (4)
 
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...
საქართველოს გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი...
 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
 
შუმერები
შუმერებიშუმერები
შუმერები
 
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზეთამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე
თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copyშუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები)   Copy
შუშანიკის წამება(საღვთისმეტყველო საკითხები) Copy
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
 
კლიმატური სარტყლები
კლიმატური სარტყლებიკლიმატური სარტყლები
კლიმატური სარტყლები
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმიალექსანდრე მაკედონელი  .  ელინიზმი
ალექსანდრე მაკედონელი . ელინიზმი
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
 

Viewers also liked

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაროგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაSalome Ziraqadze
 
რეფერატი ქუჩის ბავშვების პრობლემები
რეფერატი   ქუჩის ბავშვების პრობლემებირეფერატი   ქუჩის ბავშვების პრობლემები
რეფერატი ქუჩის ბავშვების პრობლემებიmziaegiashvili
 
რეფერატი გიორგი შატბერაშვილი
რეფერატი   გიორგი შატბერაშვილირეფერატი   გიორგი შატბერაშვილი
რეფერატი გიორგი შატბერაშვილიmziaegiashvili
 
რეფერატი საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაში
რეფერატი   საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაშირეფერატი   საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაში
რეფერატი საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაშიmziaegiashvili
 
ჟურნალისტიკა
ჟურნალისტიკაჟურნალისტიკა
ჟურნალისტიკაLeli Gelashvili
 
ტრენინგის ანგარიში 1
ტრენინგის ანგარიში  1ტრენინგის ანგარიში  1
ტრენინგის ანგარიში 1Diana Chaladze
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტიKhatuna Tsikhelashvili
 
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობები
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობებიჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობები
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობებიMikussa
 

Viewers also liked (9)

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაროგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
 
რეფერატი ქუჩის ბავშვების პრობლემები
რეფერატი   ქუჩის ბავშვების პრობლემებირეფერატი   ქუჩის ბავშვების პრობლემები
რეფერატი ქუჩის ბავშვების პრობლემები
 
რეფერატი გიორგი შატბერაშვილი
რეფერატი   გიორგი შატბერაშვილირეფერატი   გიორგი შატბერაშვილი
რეფერატი გიორგი შატბერაშვილი
 
რეფერატი საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაში
რეფერატი   საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაშირეფერატი   საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაში
რეფერატი საზოგადოების როლი ქუჩის ბავშვების ცხოვრებაში
 
ჟურნალისტიკა
ჟურნალისტიკაჟურნალისტიკა
ჟურნალისტიკა
 
ტრენინგის ანგარიში 1
ტრენინგის ანგარიში  1ტრენინგის ანგარიში  1
ტრენინგის ანგარიში 1
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტი
 
რეფერატი
რეფერატირეფერატი
რეფერატი
 
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობები
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობებიჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობები
ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკის ფუნქციები, ჟურნალისტის მოვალეობები
 

Similar to სალომე ზირაქაძე

ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფი
ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფიინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფი
ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფიelizanoza1
 
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოებასოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოებაVladimer Svanadze
 
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-იციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-იManana Jakeli
 
Revaz Beselashvili_Master thesis
Revaz Beselashvili_Master thesisRevaz Beselashvili_Master thesis
Revaz Beselashvili_Master thesisRevazi Beselashvili
 
Module4 4.1 presentation_version1-gtu
Module4 4.1 presentation_version1-gtuModule4 4.1 presentation_version1-gtu
Module4 4.1 presentation_version1-gtuTamunaNL
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიmziaegiashvili
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიmziaegiashvili
 
ცოდნის ეკონომიკა
ცოდნის ეკონომიკაცოდნის ეკონომიკა
ცოდნის ეკონომიკაArchil Nasrashvili
 

Similar to სალომე ზირაქაძე (10)

ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფი
ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფიინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფი
ინფორმაციული წიგნიერება 13 ჯგუფი
 
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოებასოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-იციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი
ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი
 
Revaz Beselashvili_Master thesis
Revaz Beselashvili_Master thesisRevaz Beselashvili_Master thesis
Revaz Beselashvili_Master thesis
 
Module4 4.1 presentation_version1-gtu
Module4 4.1 presentation_version1-gtuModule4 4.1 presentation_version1-gtu
Module4 4.1 presentation_version1-gtu
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაშიმოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
მოხსენება კონფ.ევროპულ სკოლაში
 
ცოდნის ეკონომიკა
ცოდნის ეკონომიკაცოდნის ეკონომიკა
ცოდნის ეკონომიკა
 

სალომე ზირაქაძე

  • 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიის მიმართულება მე–4 კურსის სტუდენტის სალომე ზირაქაძის საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია სოციალური მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი: ირაკლი კახიძე თბილისი , 2012წ ანოტაცია
  • 2. საბაკავრო ნაშრომის-’’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები ,’’ მიზანია, სოციალურ მედიაზე დაკვირვების გზით, გაირკვეს, რამდენად აქტიური მომხმარბელი ჰყავს მას, როგორ იცვლება სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, ახდენს თუ არა სოციალური მედია ტრადიციულ მედიაზე გავლენას, ჩაანაცვლებს თუ არა ახალი მედია ტრადიციულს. ნაშრომის თემა ეპასუხება მანუელ კასტელსის ქსელურ საზოგადოების და მარშალ მაკლუენის ’’გლობალური სოფელი’’ს იდეას. უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ სოცილური მედია დღითიდღე მეტად იმკვიდრებს ადგილს ინფორმაციის გავრეცელების საშუალებებს შორის. სოციალურმა მედიამ ყველა ტრადიციულ მედიასაშულებას აჯობა ოპერატიულობაში, სწორედ ამიტომ ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა სოციალური მედიის გამოყენება დაიწყეს , როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტისა – ახალი ამბების გასავრცელებლად. დღეს თითქმის ყველა გაზეთს , რადიოს, ტელევიზიას აქვს საკუთარი ვებ–გვერდი თუ ბლოგი ინტერნეტში. ვფიქრობ ნაშრომი გარკვეულწილად გააცნობს და წარმოდგენას შეუქმნის დაინტერესებულ მკითხველს ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე . სოციალური მედიის მოცულობიდან გამომდინარე დავაკვირდი, მის მხოლოდ ორ კონკრეტულ მიმართულებას, ბლოგებს და ყველასთვის ცნობილ Facebook-ს. ჩავატარე კვლევა, კველვისას გამოვიყენე თვისობრივი ანალიზი, ექსპერტული ინტერვიუების მეთოდი, რომელიც დამეხმარა უფრო თვალნათლივ დამენახა გამოწვევები და განვითარების ტენდენციები. შინაარსი შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 თავი I.ინფორმაციული ერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 2
  • 3. თავი II მასობრივი კომუნიკაციისა და მასმედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 თავი III რა არის სოციალური მედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 თავი IV სოციალური მედია , როგორც სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი ფაქტორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ........... 13 თავი V სოციალური მედია და მარკეტინგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 თავი VI სოციალური მედია და პოლიტიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20 თავი VIII ინტერნეტარხი სახელად ბლოგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23 თავი IX ექსპერტული გამოკლველვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25 კვლევის შედგები და ანალიზი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40 ბიბლიოგრაფია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41 დანართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43 შესავალი სამყარო ისე ცვალებადი და იმავდროულად მთლიანი, როგორიც ახლაა არასდროს ყოფილა.დღეს მსოფლიოში ინფორმაციული და ტექნოლოგიური ბუმია. 3
  • 4. ინფორამციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია თვისობრივ ცვლილებებს იწვევს თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი, დასავლური საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. ამ რევოლუციით გამოწვეული ტრანსფომაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ განვითარებადი ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე როგორიც საქართველოა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსხვავებით ორი ეპოქისგან (ინდუსტრიამდელი და ინდუსიტრიული) მთავარ როლს თამაშობს ინფორმაცია. ურთიერთქმედება ადამიანებს შორის არის ისეთი ურთიერთქმედება, რომლისთვისაც საბაზისო რესურსებს წარმოადგენს ინფორმაცია. საბაკალავრო ნაშრომის ‘’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები ‘’ მიზანია, დავადგინოთ რა ინფორმაციის მიმღები და გამავრცელებილია სოციალური მედიის მომხმარებელი. ნაშრომის ძირითად საკვლევ მიმართულებად ტრადიციული მედიის სოციალური მედიით ჩანაცვლების პრობლემა გამოვყავით . იქედან გამოდინარე, რომ სოციალური მედია ფართოა და ძალიან ბევრ სოციალურ ქსელს და მრავალ მიმართულებას მოიცავს, ჩვენი საკვლევი არეალიც დავავიწროვეთ და დავაკვირდი მხოლოდ ქართულ ბლოგებს და ყველასთვის ცნობილ facebook ს, რომელიც ქართულ კიბერსივრცეში აზრთა გაცვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ასევე გამოკითხული იქნა 7 ექსპერტი, რომლებიც მეტად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. მათი უმრავლესობა სოციალური მედიის მკვლევარია. კითხვებზე პასუხის გაცემას გარდა ცნობილი თეორიებისა, კონკრეტული კვლევის შედეგებით შევეცდები, რომელიც ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო და აქტუალური საკითხების შესახებ არგუმენტებს მეტ დამაჯერებლობას შემატებს . 4
  • 5. თავი I. ინფორმაციული ეპოქა ახალი რეალობის დასახასიათებლად სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები განსხვავებულ ტერმინებს იყენებენ და აქცენტსაც განსხვავებულად სვამენ . მე -20 საუკუნის ბოლოსთვის საკმაოდ ფართოდ გავრცელდა ახალი საზოგადოების, როგორც ინფორმაციულის, კომუნიკაციების შესახებ საუბარი. აღარავინ დაობს იმის შესახებ, რომ უკანასაკნელი ათწლეულების მანძილზე სამყაროში რადიკალურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი და რომ ამის მიზეზი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სწრაფი გავრცელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საინფორმაციო 5
  • 6. ტექნოლოგიების გავრცელება უფრო პროდუქტიული წარმოებისთვის , რაციონალური ორგანიზებისა და ინფორმაციის ეფექტური გამოყენების პროცესისათვის ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ, ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს ’’ინფორმაციული რევოლუცია ’’. დენის მაქქუეილი მიიჩნევს, რომ ტერმინი ’’ინფორმაციული საზოგადოება ’’არის ობიექტური აღწერა დროისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 1 მანუელ კასტელსი, რომელიც ახალი ’’ინფორმაციული ერის’’ დადგომაზე საუბრობს , სადაც ახალი სოციალური სტუქტურა ასოცირდება წარმოების ახალი წესის -ინფორმაციის წარმოქმნასთან, უპირატესობას ტერმინს ’’ ქსელური საზოგადოების’’ გამოყენებას ანიჭებს. თუმცა პრინციპულია, არა ტერმინების სიმრავლე, არამედ ის , რაც ახასიათებს ახალ ერას. კერძოდ ის, რომ აქ განვითარებას აქვს თავის წესი, რომელსაც შეიძლება ინფორმაციული წესი ეწოდოს და რომლისთვისაც სპეციფიკურია ცოდნის ზემოქმედება თავად ცოდნაზე, როგორც წარმოების მთავარ წყაროზე. ახალ დროში თითქმის ყველაფერი კონცენტრირებულია კომუნიკაციის , ინფორმაციის ახალი საშუალებების, ტექნოლოგიების ირგვლივ.’’ ინფორმაციის ახალი თუ ძველი ტექნოლოგიების გავრცელება განსხვავებული ინტესივობით, მაგრამ თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა. ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გლობალურ გავრცელებას და მთელი მსოფლიოს გაერთიანებას ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც პირობითად ინფორმაციულს უწოდებენ. თუმცა კასტელსი აცხადებს, მკს-ის გლობალური ურთიერთკავშირის, ’’ჩვენ ვცხოვრობთ არა გლობალურ სოფელში, არამედ შეკვეთით აშენებულ კოტეჯებში, რომლებიც გლობალურად იწარმოება, მაგარმ ნაწილდება ლოკალურად .2 იმის მიუხედავად, რას ვუწოდებთ ეპოქას სადაც ვცხოვრობთ, ცხადია ერთი რამ -ამ დროში საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ინფორმაცია, მისი მოპოვებისა და მიღების გზები. 1 McQuail, D. McQuail’s Mass Communication Theory. fifth edition, Sage; 2 Castells, M. (1996). The Information Age: Economy, Society, and Culture, Volume 1: The Rise of the Network Society. Blackwell Publishers, Oxford, and Malden, MA; 327 6
  • 7. თავი 2 მასობრივი კომუნიკაცია და მასმედია თანამედროვე მასმედიის ბუნებისა და სპეციფიკის, მისი ფუნქციების ჩამოყალიბებისათვის არსებითია მისი არსის გააზრება, არა მხოლოდ მასობრივი კომუნიკაციების თეორიის, არამედ, ზოგადად, პოსტინდუსტრიული /პოსტმოდერნისტული ეპოქის პარადიგმების კონტექსტში, გააზრება იმისა , თუ როგორ ჩაანაცვლა ჩვენ თვალწინ მატერიალისტური რეალობა ვირტულაურმა. განმარტებით ლექსიკონს თუ დავესესხებით, სახელი „მედია“ მრავლობითი რიცხვია, „მედიუმის“ და შესაბამისად, ტერმინის „მედიები“-ს ხმარება არასწორია. ტერმინი ასე განისაზღვრება: ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის არხი, ან მოწყობილობა. აქედან გამომდინარე, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი მხრიდან მედიით ვართ გარშემორტყმულნი. წიგნი, ჟურნალი, მობილური ტელეფონი, საგზაო ნიშნებიც კი – ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, ინფორმაციაა შენახული და ყოველი მხრიდან ინფორმაცია მოგვეწოდება. ტერმინი მასმედია 1920 წელს დამკვიდრდა და ისეთ მედია საშულებებს გულისხმობს რომლებიც ფართო აუდიტორიაზე მაუწყებლობენ. 7
  • 8. მედია, მასმედია, მასობრივი კომუნიკაციის საშულებანი უმეტესწილად ერთ პარალელურ ცნებებად გამოიყენება - აღნიშნულია ელდარ იბერის წიგნში ‘’მასობრივი კომუნიკაცია’’. ამ წიგნში შეჯერებულია მასობრივი კომუნკიკაციის თანამედროვე თეორიების ძირითადი ნაწილი. თუ ლოგიკურად მივუდგებით მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები უფრო ზოგადი, ფართო ცნებაა, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მისი ის არსებითი ნაწილია, რომელსაც ინფორმაციის პერიოდული და ოპერატიული გავრცელება ევალება. მარშალ მაკლუენი საინტერსოდ ხსნის თავის ცნობილი ფორმულის ‘’The medium is the message’’- არსს, მედიუმი ანუ კომუნიკაციის საშუალება თავად არის მესიჯი (შეტყობინება ) იმ თვალსაზრისით, რომ იგი განსაზღვრავს და გამოხატავს დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სოციალური ორგანიზაციის პრინციპს, გვევლინება, როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი აღქმის გენერატორად . სენსორული ბალანსის შეცვლა ხდება შინაარსისგან დამოუკიდებლად , კომუნიკაციის ერთი საშუალებიდან მეორეზე გადასვლის შედეგად და შესაბამისად მაკლუენის ეს ცნობილი ფორმულა ამგვარადაც შეიძლება იქნას გაგებული - ‘’ მასობრივი ინფორამციის საშუალება თავად არის ინფორმაცია ‘’. გაცილებით მნიშვნელოვანია არა ის თუ რა ინფორამციას გვაწვდიან, არამედ ის ვინ გვაწვდის, სად, როგორ და რა საშუალებით . ელვინ ტოფლერი, ცნობილი ამრიკელი სოციოლოგი თავის ნაშრომის - ‘’მესამე ტალღის‘’ ერთ-ერთ თავს სწორედ ასე ასათაურებს -‘’მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დემასიფიკაცია ‘’. ტოფლერი აყალიბებს ახალი მესამე ტალღის ზეინდუსტრიული ცივილიზაციის ნიშენებს, გამოწვევებს, საფრთხეებს. ეს ცივილიზაცია უკვე რადიკალურად ცვლის ინდუსტრიული ცივილიზაციის მასობრივი ინფორამციის საშუალებათა მიერ მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგილ უნიფიცირებულ სახეებს და ქცევის სტანდარტებს. ამ ეპოქაში ადამიანი ინფორმაციის პასიური მიმღებიდან ინფორმაციის გამგზავნი ხდება, საშუალება ეძლევა თავად იყოს საკუთარი პროდუქციისა და სახეების შემქმნელი . 8
  • 9. თავი 3. რა არის სოციალური მედია ინტერნეტის ადრეულ ხანაში (ე.წ web 1.0) ინფორმაციის ცალმხრივი, არაინტერაქტიული საშუალება არსებობდა და სხვა ტარდიციული მედიასაშუალებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. Web 2.0 ხანის დადგომასთან ერთად, კიბერსივრცეს სოციალური ელფერი მიეცა და კომუნიკაციაც ორმხრივი გახდა. სოციალურმა ვებმა ინტერნეტს ის შემატა, რაც აქამდე არსებულ არცერთ მედიასაშუალებას არ ჰქონდა - ერთდროულად მილიონობით ადამიანთან თითქმის სრულყოფილი ურთიერთობის წარმართვის შესაძლებლობა რეალურ დროში. სოციალური მედია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის იყოს ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ეს არის მისი ძირითადი ხიბლი. ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. Web 2.0-თან ერთად საიტებზე ინტერაქციის შესაძლებლობა გაჩნდა. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას. სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი მედია საშუალებაა, ეს არის ადამინების ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში, რომელიც ხორცილედება სხავადასხვა მიმართულებით: Blogs, micro-blogs, Online chat, Social Networks, Message Boards, Podcasts, Video Sharing Saits, Photo Sharing Sites, Virtual World, Wikis. 9
  • 10. სოციალური მედია, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ფეისბუქის, ტვიტერის, ბლოგებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის გარეშე. მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში და ინტერნეტსივრცეს არანაკლები როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში , ვიდრე ბეჭდურსა და სატელევიზიო მედიას. სოციალური მედია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლის საშუალებითაც შენი სამიზნე აუდიტორიისთვის იქნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ყოველთვის და ყველგან. მედია ტექნოლოგიების როლი იმდენად დიდია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მილონობით სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადაცვლა და მიღება შეგიძლია ყველა სფეროში. რა არის საკუთრივ სოციალური ქსელი?3 ეს არის ვებტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ნებას რთავს ინდივიდებს, საზოგადოებრივ ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს ღიად გამოხატონ თავისი აზრი. ტერმინი სოციალური ქსელი წამოვიდა სოცილოგიიდან, ეს არის სოციალური სტრუქტურა, რომელიც შედგება ინდივიუალური ადამიანებისგან ან ორგანიზაციებისგან. ისინი კვანძებივით უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა მიზნებისთვის. სოციალური ქსელი არის ურთუიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს. ქალაქი კი, თავის მხრივ ასეთი ქსელების ერთობლიობას წარმოადგენს. რატომ უკავშირდებიან სოიციალურ ქსელში მკითხველები ავტორებს, აუდიტორია მედიას და თავად აუდიტორიის ცალკეული ინდივიდები ერთმანეთს უფრო ხშირად, ვიდრე ეს აქამდე, ტრადიციული მედიების მეშვეობით ხდებოდა? ეს საკითხი სოციოლოგთა შორის პოპულარული კვლევის საგანია, შესაბამისად მასზე სხვადასხვა პასუხებიც მოიპოვება: ანონიმურობა - პიროვნება ანონიმურ ხასიათს ატარებს ქსელში ყოფნის დროს რაც მას ურთეირთობაში უფრო თავისფლას ხდის. თავისუფალი ნება და ურთიერთობის არაძალისმიერი სურვილი-ქსელის მომხმარებელი, როგორც წესი საკუთარი ნებით შედის ურთიერთობაში, საკუთარი ნებითვე ასრულებს მას ან წყვეტს დროის გარკვეულ მონაკვეთში. არატიპიური მოქმედებისადმი მიდრეკილება - ქსელური ურთიერთობათა მონაწილენი 3 (ტერმინი პირველად შემოიღო სოციოლოგმა ჯეიმს ბარნსმა 1954 წ) 10
  • 11. ფსიქოლოგთა დაკვირვბით უფრო ხშირად ცდილობენ სხვა კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. ადამიანები ქსელში თავად ქმნიან ეგრეთ წოდებულ ‘’ ვირტუალურ პიროვნებებს.’’ სოციალურ ქსელებში ადამიანთა მოღვაწეობის მოტივებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ : 1. საქმიანი მოტივი - ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ქსელში მუშაობა სამსახურეობრივი მიზნების შესრულების საშუალებაა. ასეთი მიზნები შეიძლება იყოს საჭირო ინფორმაციის მოპოვებისთვის, პარტნიორთან ურთიერთკავშირის საშუალება, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ა.შ. 2. საგანმანათლებლო მოტივი - ეს მოტივი უპირველესად ახალი ცოდნის შეძენის სურვილს უკავშირდება. 3. კორპორაციული მოტივი - მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქსელში სხვებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მოტივით სარგებლობის მიზანი შიძლება იყოს, როგორც კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება, ისე საერთო საქმის შექმნა. 4. ურთიერთობის მოტივი -ახალი ნაცნობების, საახლობლო წრის, თანამოაზრეების შეძენის მიზანს ემსახურება. ერთი შეხედვით ეს არასერიოზული მოტივი ხშირ შემთხვევაში სერიოზულ შედეგებს იძლევა. 5. გასართობი მოტივი - რომლის ძირითადი მიზანიც თავისუფალი დროის დახარჯვა, დასვენება და გართობაა. თავი 4. სოციალური მედია , როგორც სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი ფაქტორი სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა ინგლისური ტერმინის Citizen Journalism ქართული შესიტყვებაა. სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა განიმარტება, 11
  • 12. როგორც ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების პროცესში მოქალაქეთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა. რისი მიზანიც, საჭირო დამოუკიდებელი, სანდო, ზუსტი, მრავალმხრივი და რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაა. სამოქალაქო ჟურნალისტიკა გამოყენებულია საჯარო ჟურნალისტიკის სინონიმად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ქართულ ენაზე გამოცემულ მელვინ დეფლორისა და ევერეტ დენისის წიგნში ,,მასობრივი კომუნიკაციის გააზრებისათვის ’’(2009). აქ ასეთ განმარტებას ვხვდებით ,,ჟურნალისტიკის ეს ახალი სტილი საზოგადოებრივი პრობლემის დიაგნოსტიკისა და მათი გადაჭრის გზებს ეძებს. ჟურნალისტები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო სზოგადოების განვითარებას. ეს მათი ნებაყოფლობითი ძალისხმევაა, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ . კიდევ ერთი განმარტების მიხედვით, „როცა ხალხი, უბრალოდ აუდიტორია იყენებს მის ხელთ არსებულ ჟურნალსიტურ საშუალებებს იმისთვის, რომ სხვებს ინფორმაცია მიაწოდოს, ესაა სამოქალაქო ჟურნალისტიკა. მოქალაქე ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაცია (NACJ), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა, ერთმანეთისგან განასხვავებს ‘’მოქალაქე ჟურნალისტებს‘’ და შემთხვევით ჟურნალისტებს. შემთხვევითი ჟურნალისტი ის ხალხია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მოვლენის ეპიცენტრში , გადაიღებს ფოტოს ან ვიდოს და ატვირთავს მას სოციალური ქსელების საიტზე, მაგალითად როგორიცაა: Facebook, MySpace, Twitter, ან ახალი ამბების ვებგვერდებზე როგორებიცაა: CNN-ის, iPerportFox News ის uReport.4 მოქალაქეთა ჟურნალისტიკა-ჟურნალისტიკის სწრაფად განვითარებადი ფორმაა. სადაც რიგითი მოქალაქეები იჩენენ ინიციატივას, გააშუქონ ახალი ამბები და გამოთქვან საკუთარი შეხედულებები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე . ეს არის ახალი ამბები ხალხის შესახებ, მომზადებული ხალხის მიერ და ხალხისთვის. მოქალაქე ჟურნალისტები არიან დამოუკიდებელნი. ისინი არ მისდევენ დადგენილ 4 Ross, R & Cormier, Sc. (2010).Handbook for Citizen Journalists . National Association of Citizen Journalists: 58 12
  • 13. ჟურნალისტურ ნორმებსა და პროცესებს. ჩვეულებრივ მუშაობენ რედაქტორების გარეშე. მოქალაქე ჟურნალისტები აგროვებენ, ამუშავებენ, იკვლევენ, აშუქებენ , აანალიზებენ და აქვეყნებენ ახალ ამბებსა და ინფორმაციას უმეტესწილად იმ მრავალფეროვანი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, რასაც მათ ინტერნეტი სთავაზობს. სამოქალაქო მედიის ცენტრის დამაარსებელი და მოქალაქეთა ჟურნალისტიკის ერთერთი პირველი მკვლევარი დენ გილმორი თავის წიგნში „ჩვენ მედია“ ამბობს, რომ თუ კი აქამდე ტრადიციული მედია ახალ ამბავს განიხილავდა, როგორც ,,ლექციას’’, ტექნოლოგიური ცვლილებები როგორიცაა, მაგალითად Web 2.0-ის შექმნა, ჟურნალისტიკას ფორმას უცვლის, სამოქალაქო ჟურნალისტიკის სახით მას უფრო ინტერაქტიულს ხდის და ,,სემინარის’’ ფორმას აძლევს .5 მკვლევარი ფექსონ ბანდა თავის კვლევაში ,,მოქალაქეთა ჟურნალისტიკა და დემოკრატია აფრიკაში’’ გამოყოფს სამოქალაქო ჟურნალისტიკის ორ ტიპს: ინსტიტუციურს და არაინსტიტუციურს. მისი განმარტებით, მოქალაქეთა ჟურნალისტიკის არაინსტიტუციური ტიპი ისაა, რომ როდესაც მოქალაქეები ინდივიდუალურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ბლოგების ტექნოლოგიურ საშუალებებს, ამზადებენ და ავრცელებენ ჟურნალისტურ მასალას. ისინი რაიმე სახის ორგანიზაციულ შეზღუდვებს არ განიცდიან. ხოლო ინსტიტუციური სამოქალაქო ჟურნალისტიკა მოქალაქეთა ისეთ ტიპს გულისხმობს, სადაც ჩამოყალიბებულია ორგანიზაციული სტრუქტურა და არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ეს შეზღუდვები ძალაინ მცირე იყოს. ავტორი განიხილავს ამ ორი ტიპის სამოქალაქო ჟურნალისტიკასთნ დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს და ამბობს, რომ თუკი არაინსტიტუციური ფორმის დროს მოქალაქე ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობენ მათი საქმიანობა დამოკიდებულია ინდივიდზე და თვითრეგულირებადია -ისინი ანგარიშვალდებულები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არიან და არა -მათ გარეთ მყოფი უფრო მაღალი ინსტიტუტისა. რაც შეეხება სამოქალაქო ჟურნალისტიკის ინსტიტუციურ ტიპს, აქ მუშაობაში უკვე ტრადიციული მედია შეიძლება ჩაერთოს და თავისი ძალისხმევით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს მოქალაქე ჟურნალისტების 5 Gillmor, Dan (2006).We the Media: xiii 13
  • 14. მიერ მომზადებული მასალა. ავტორს ნიმუშად მოჰყავს ბრიტანეთში პოპულარობით რიგით მეორე ახალი ამბების საიტი Guardian.co.uk, რომელსაც აქვს სპეციალურად მოქალაქე ჟურანლისტებისთვის გამოყოფილი ახალი ამბების გვერდი , სადაც ყოველდღიურად უამრავი გზავნილი თავსდება. მსგავსი ტიპის სამოქალაქო ჟურნალისტიკის საიტები გარედან ინსტიტუციურ დონეზე რეგულირდება . ტელევიზორთან მიჯაჭვულობის სინდრომი გასული საუკუნის კუთნილება გახდა. დღეს მას უკვე ღირსეული კონკურენტი ჰყავს - მსოფლიო გლობალური ქსელი , უფრო კონკრეტულად კი სოციალური მედია. რამდენად შეუძლია სამოქალაქო ჟურნალისტიკის საიტებს ისეთი ტრადიციული მედიის ჩანაცვლება, როგორიც გაზეთია? ’’მედიის ინტერნეტში მიგრაციამ’’6 და 2008 წელს დაწყბებულმა გლობალურმა საგაზეთო კრიზისმა ეს კითხვა ბევრს გაუჩინა. მკითხველებმა გაზეთების ელექტრონული ვერსიები შეიყვარეს, რედაქციებს კი მიმდინარე ამბების გასაშუქებლად ფინანსები შემოაკლდათ. ამავდროულად გამოვიდა ასპარეზზე სამოქალქო ჟურნალისტიკის საიტები. ’’ბლოგების დრო მაშინ დადგება, როდესაც სპორტის სიახლეების გასაცნობად ადგილობრივი გაზეთის ნაცვლად , თქვენს საყვარელ ბლოგს ესტუმრებით.’’ მოყვანილია მკვლევარ რიჩარდ მაკმანუსის ციტატა Newspaper Rearch Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, სადაც განხილულია სამოქალაქო ჟურნალისტიკის და გაზეთების ურთიერთმიმართება. სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა. პირველად ისტორიაში ინტერნეტმა ჟურნალისტური მასალის შექმნისა და ყველგან გავრცელების საშუალება მისცა თითოეულ მომხმარებელს და არა მხოლოდ მათ, ვისაც ძვირადღირებულ ვიდეოკამერებზე, საბეჭდ მოწყობილობასა და რადიო აღჭურვილობაზე მიუწვდება ხელი . თუმცა ზოგიერთი ავტორი მიიჩნევდა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მოქალაქეთა აქტიურბის მიზეზი ისიცაა, რომ ადგილობრივი ტრადიციული მედია (ტელევიზია, გაზეთი, რადიო ) ვერ პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნას . ზოგი ავტორის აზრით, არაპროფესიონალების მიერ ჟურნალისტური ნამუშევრების შექმნა საფრთხეს უქმნის მთლიანად მედიაინდუსტრიის პროდუქტის ხარისხს. 6 Lacy S., Duffy M., Riffe D., Thorson E. & Fleming K. (2010);Citizen Journalism Web Sites Complement Newspapers,Newspaper Research Journal, Vol. 31, No. 2, Spring 2010: 34 14
  • 15. ენდრიუ კინი თავის წიგნში -მოყვარული კულტი ’’როგორ კლავს ინტერნეტი ჩვენს კულტურას’’ წერს: ’’მოქალაქე ჟურნალსიტებს არ აქვთ არანაირი ფორმალური განათლება და გამოცდილება. ისინი გამუდმებით გვაწვდიან მოსაზრებას , როგორც ფაქტს, ჭორს, როგორც ნამდვილს და ვარაუდს, როგორც ინფორმაციას .’’7 არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეთა ჟურნალისტიკამ და ტრადიციულმა მედიამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და შექმნან ჟურნალისტიკის ახალი ფორმა. მოქალაქეთა ჟურნალისტიკის საიტებს შეიძლება ხელმძღვანელობა პროფესიონალებმა გაუწიონ, როგორც ეს სამხრეთკორეულ საიტის OhMyNewsის შემთხვევაში ხდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება ახალი ამბების სააგენტო ‘’როიტერის’’ უფროსი ტომ გლოსერი, რომელმაც ონლაინ ასოციაციის გამოცემელთა კონფერენციაზე განაცხადა: „მე მჯერა რომ სამყაროს ყოველთვის დასჭირდება ჟურნალიტური ნაშრომების რედაქტირება.. ახალი მედიის ეპოქაში ძველი მედიაკომპანიების როლი კონტენტის გაკონტროლებასა და რედაქტირებაშია’’8. მას ტრადიციულ მედიასთან შედარებით, მრავალი მომხიბვლელი თვისება აქვს. ინტერნეტი ნებისმიერ სახის ბიზნესს დიდ ბაზარზე გავლის საშვალებას აძლევს. აქ განთავსებული რეკლამა ეფექტურია და უპირატესობებიც გააჩნია: ბევრად იაფია ვიდრე სატელევიზიო რეკლამა, გარდა ამისა, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა ის. ასევე მარტივი დასადგენია რამდენი ვიზიტორი ჰყავს ამა თუ იმ ბიზნეს საიტს კონკრეტული რეკლამების წყალობით. რაც მთავარია ეს სფერო გლობალურია და ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე მიბმული არ არის. შესაძლოა, საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მარკეტინგული კომუნიკაციის გავრცელების საშუალებად, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლა საგრძნობია. თანაც FINANCIAL-ის ცნობით, ქართველი მაყურებელი სულ უფრო ნაკლებად უყურებს სატელევიზიო რეკლამებს. მათი 50 % რეკლამის დროს ხმას დაბლა უწევს ან სხვა არხზე რთავს . 7 Keen, Andrew (2007).The Cult of the Amateur: How the internet is killing ourculture:37 8 Reporter’s guide to citizen journalism ,pressgazette.co.uk,24.03.06:2 15
  • 16. თავი 5. სოციალური მედია და მარკეტინგი სოციალური მედია კომერციულ ხასიათს ატარებს, ის მოგებაზეა ორიენტირებული , მედიის კომერციული ხასიათი გულსხმობს, ბაზრის შესაბამისი პროდუქტის შექმნას , ამ პროდუქტის რეკლამირებას და აუდიტორიისთვის კარგად გაყიდვადი პროდუქტის შეთავაზებას. ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. მომავალში კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რადგან ეს კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალებაა, დრო და ინფორმაცია კი ჩვენს საუკუნეში ნავთობზე უფრო ძვირად ფასობს. არსებობს ასეთი ვებ-აფორიზმი – „თუ არ იგუგლები, არ არსებობ’’ (თუ საძიებო სისტემაში შენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, არ არსებობ). ინდივიდუალური პიროვნებისთვის, კომპანიისთვის, ბრენდისთვის აუცილებელია მის შესახებ ინტერნეტში საჭირო და მისთვის სასარგებლო ინფორმაცია იდოს. თქვენით თუ უთქვენოდ – „თქვენი ბრენდის შესახებ ინტერნეტში უკვე ლაპარაკობენ.’’9 თუ გსურთ, რომ დიალოგი თქვენთვის მომგებიან კალაპოტში გადაიყვანოთ – აუცილებელია იცნობდეთ სოციალურ მედიას, ახალ ტექნოლოგიებს , იმ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას ონლაინ “ - ამბობს ექსპერტთა უმრავლესობა. კომუნიკაციის საშუალებებმა, საერთო ბიზნეს გარემომ, შეცვალა ადამინებიც, როგორც მომხარებელი, ფასეულობებმა და მასთან მოსახლოებამაც განიცადა ფერიცვალება. რაც ადრე ეფექტური იყო ან ზე ეფექტური დღეს უკვე მომხმარებლის ყურადღების მიღმა დარჩა. თანამედროვე მარკეტოლოგია ხელიდან არ უშვებს არცერთ მომენტს , იგი დროულად უწყობს ფეხს ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს. მაგალითად, თუ ადრე 9 http://dodka.ge/tag/სოციალური-მედია/ 16
  • 17. ბილბორდებსა და ტელევიზიაში საკმარისზე მეტი რეკლამა იყო, დღეს კომპანიების მარკეტინგული დეპარტამენტები ცდილობენ სოციალურ მედიაში აქტიურ ჩართვას - ფეისბუქში ქმნიან გვერდებს, იუთუბზე ახდენენ ვიდეოების ატვირთვას და ა.შ. ცხადია, ახალი ტექნოლოგიები და მათი დანერგვა იწვევს ადამიანის ცვლილებასაც, მომხმარებელი ეძებს გამოყენებით და გამომსახველობით საშუალებებს , იცვლის ცხოვრებისეულ სტილს. სპეციალისტები შენიშნავენ, რომ დღეს ინტერნეტი ისე „გასუქდა“ და გაბატონდა , თითქოს სხვა ინოვაციურ სიახლეს არც კი უნდა ველოდოთ. თავი 6. სოციალური მედია და პოლიტიკა 17
  • 18. მანუელ კასტელსის ქსელის თეორია შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული იმის ასახსნელად, თუ როგორი ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური ქსელი პოლიტიკური აქტივიზმისთვის. თუმცა ამ „კავშირის“ შემქმნელი უცნობი რამ ინტერნეტიდან და თავისუფალი კომუნიკაციებიდან მოდის. „კავშირი კარგია ინფორმაციის გაცვლისთვის და ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი ახალი შესაძლებლობების მიღებისთვის. ინტერნეტის უპირატესობა და სარგებელი არის ის, რომ თავს ერთად უყრის კავშირებს და უცხო ადამიანებს იმ ინტერაქციის თანაბარუფლებიანობის ნიმუშში სადაც სოციალური მახასიათებლები ნაკლებად განიცდიან გავლენას და ჩარჩოებში მოქცევას, ანდა კომუნიკაციის დაბლოკვას.“ ამ კავშირის ხანგრძლივობას განსაზღვრავს „კომბინაცია დროის, ემოციური ინტენსივობა, სიახლოვე და კომუნიკაციის სერვისი რომელიც ახასიათებს კავშირებს.“ სოციალური მედიის ქსელი დაფუძნებულია ამ კავშირებსა და იმ ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებაზე, რომლებიც საერთო ინტერესებს და მიზნებს ცვლიან თანაზიარ კავშირებთან. ამ კავშირების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, თუ როგორ წარმოგვიჩენს ახალ იდეებს და ახალ ინფორმაციებს. ინტერნეტი ასევე საშუალებას იძლევა მცდარი ინფორმაციის წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელებას გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად. ჩვენთვის საინტერსოა სოციალური მედია დამოკიდებულება, ანუ სხვადასხვა ინსტიტუტისთვის სოციალური მედიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი პოლიტიკისთვის. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სოციალური მედია პოლიტიკური ბრძოლის მძლავრ იარაღად უკვე კარგა ხანია იქცა. რამდენიმე წლის წინ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უწყინარი სოციალური ქსელები მთელ რიგ სახელმწიფოებში, ხელისუფლებათა დამხობის საშუალება და პლანეტაზე გეოპოლიტიკური რუკის შეცვლის მიზეზი გახდებოდა. 21-ე საუკუნეში სოციალურმა ქსელმა პოლიტიკური იარაღის ფუნქცია შეიძინა , რომელსაც წარმატებით იყენებენ სახვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ერთგვარ პოლიტიკურ ამინდს ჰქმნიან. პოლიტოლოგებისა და სხვადასხვა ექსპერტების წინაშე ახალი ტიპის კითხვები წამოიჭრა: ,,გადაიღვრება’’ თუ არა ეს პრეცედენტი 18
  • 19. სხვა მოვლენებზეც? იქნება ფეისბუქი ახალი პოლიტიკური პროცესების წამმართველი ძალა? ინფორმაციული ტექნოლოგია დღეს მთელი სხვადასხვა სახის მოძრაობებსა და დაჯგუფებებს ინფორმაციის გაცვლაში, ურთიერთობასა და საკუთარი ქმედებების კოორდინაციაში ეხმარება. ვირტუალური პოლიტიკური არენა ერთობ მძლავრი და ამავე დროს სახიფათო იარაღია, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ იარაღს კეთილსინდისიერად არ იყენებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლა ხდება ისეთი რესურსების დახმარებით, როგორებიცაა Twitter, Facebook და YouTube. სწორედ ამიტომ არსებობს საზოგადოების ცნობიერებაზე ვირტუალური გავლენის მოხდენის საშიშროებაც. ამგვარი საფრთხის წინაშე ძირითადად ტოტალიტარული სახელმწიფოები დგას, სადაც მმართველი ჯგუფები საზოგადოების მორჩილების მიღწევას უფასო მედიის – ტელევიზიის საშუალებით ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანიებია. დუმის წევრი , ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვი შემდეგ სიტყვებს ამბობს : „გუშინ რუსეთში ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის პარტიამ კი წააგო“. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს . დღესდღეობით სოციალური ქსელები პოზიტიურ როლს ასრულებენ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში . თუმცა ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელები უშუალოდ ქართულ პოლიტიკაზე. ნელ-ნელა ხდება ამ არენის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ათვისება. ოფიციალური პირები ხსნიან თავიანთ ,,ფეიჯებს ’’, ატარებენ ონლაინ კონფერენციებს და გამოკითხვებს. მაგალითად, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდი დიდი პოპულარულობით სარგებლობს და 20.414 ლაიქი აქვს. “ფეისბუქის” ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი , დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ “ფეისბუქი” მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ალტერნატიული საშუალებააFacebook, Twitter, LinkedIn და ასე შემდეგ სხვა არაფერია, თუ არა პრობლემებისა და ინტერესების, რეალური სოციალური ქსელების ასახვა და 19
  • 20. გამართვა ვირტუალურ სივრცეში. ფიზიკური სივრცისაგან განსხვავებით, მისი უპირატესობა ისაა, რომ იგი ბევრად აიოლებს და აიაფებს სოციალური მოძრაობისათვის საჭირო ტრანზაქციას. თუკი პარტიისა თუ ორგანიზაციის შეხვედრაზე ფიზიკური ბარიერების გადალახვაა საჭირო და გარკვეული რესურსების დახარჯვა (დრო, მგზავრობა, კვება და ა.შ). სოციალური მედია ამის საჭიროებას ბევრად ამცირებს. პოლიტიკური განცხადებების პრეზენტირება სოციალური მედიის საშუალებით არის გარანტია იმისა, რომ ის მრავალრცხოვან აუდიტორიაზე გავრცელდება, ხოლო მისი შესაძლებლობა თარგმნოს განცხადებები ვერბალურ ვიზუალურ და სიტუაციურ კონტექსტში იძლევა გარანტიას, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა განცხადებამ საპასუხო, ხშირად სასურველი რექაცია გამოიწვიოს . თავი 7. ინტერნეტარხი სახელად ბლოგი ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭვდით მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს ინტრნეტით იგებენ ხოლმე. უამრავი მომხარებელი ანიჭებს უპირატესობას ინტერნეტს რადიოს და ტელევიზიას . ერთგვარი პარალელის გავლება ხდება ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიას შორის , ეს არამართებულია, ვინაიდან, ტელევიზიას ჰყავს თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, რასაც შემდეგ მოიხამრნენ მაყურებლები . იგივე ხდება ბეჭდურ მედიაში. თუმცა, ინტერნეტის შემთხვევაში საქმე სხვაგავრად არის, ინტერნეტი უბრალოდ კაბელებისა და ელექტრონული მოწყობილობების 20
  • 21. ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქსელებსა და მომხმარებლებს აერთიანებს . მედია საშუალებად მას თავად მომხმარებლები აქცევენ, როდესაც ინტრნეტში ანთავსებენ სხვადასხვა ინფორმაციას. მართებულია საუბარი ინტერნეტარხებზე და არა ზოგადად ინტერნეტზე. ერთ-ერთ ასეთ არხად შეიძლება ჩაითვალოს ბლოგოსფერო . სიტყვა ბლოგი „ვებლოგიდან“ არის წარმოებული. თავად ვებბლოგი ორი სიტყვის ერთობლიობაა- ვები და ლოგი, რაც ითარგმნება, როგორც ვებჩანაწერი. ტერმინი, როგორც ჩანს, ჯორნ ბარგერს ეკუთნის, რომელმაც 1997 წელს პირველმა გამოიყენა შესიტყვება ვებლოგი, იმ აქტივობის აღსაწერად, რომელსაც ახორციელებდა. ბლოგი ძალიან ჰგავს ვებსაიტს , მაგრამ რამდენიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანიც აქვს. ყველა ბლოგს აქვს სათაური. ბლოგში განთავსებული თითეული ჩანაწერი დათარიღებულია და კომენტარების დატოვების საშუალებაც არის. როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს. ბოლო 2 წელია შეინიშნება ბლოგერთა რაოდენობის ზრდა. blogroll.ge-ს შემქმნელი სტუდიის "ომედიას" დირექტორის, ნოდარ დავითურის თქმით, "საქართველოში დაახლოებით ათასამდე აქტიური ბლოგერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ინტერნეტ-სივრცე საკმაოდ პატარაა, ათასი ბლოგერი არასაკმარისია". შედარებისთვის გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანში ბლოგერების რაოდენობა 37 ათასს აღწევს. ზოგიერთი ბლოგერი თავის თავს ონლიან ჟურნალისტებს უწოდებს. დღესდღეობით ზოგიერთ ღონისძიებაზე, ბლოგერებს ისეთივე სტატუსს ანიჭებენ , როგორც ჟურნალისტებს. მაგალითად 2010 წელს გამართულ ერთ-ერთ კომპიუტერული ტექნოლგიების გამოფენაზე, ბლოგერებს ისევე შეეძლოთ მოეთხოვათ აკრედიტაცია , როგორც ჟურნალისტებს . ბოლო დროს უკვე საქართველოშიც გაჩნდა პრეცენდენტი, როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ბლოგერებს მოუხმობს თავისი საქმიანობის გასაშუქებლად. ასე მოხდა 21
  • 22. რუსთავი2 ის სატელევიზიო შოუ ’’ნიჭიერის’’ შემთხვევაშიც. ცხადია, რომ ამ შოუს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, მაგარამ მისმა შემქმნელებმა ეს უფასო და ყველასთვის მისაღები ფორმა აირჩიეს აუდიტორიასთან ურთიერთობისათვის . ამ პროექტის ბლოგზე ხშირად იმართება მწვავე დისკუსიები და მომხმარებლები კომენტარების საშუალებით ამცნობენ შოუს შემქმნელებს თავიანთ მოსაზრებებს , რაც უდავოდ საინტერსოა მათთვის . თავი 8. ექსპერტული გამოკვლევა ექსპერტული გამოკითხვა ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნოლოგიით, მაგრამ რესპონდენტები ამ შემთხვევაში არიან ე.წ. “სხვადასხვა სფეროს ექსპერტები”-ანალიტიკოსები, მკველვარები, ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებიც გაცნობირებული იქნებიან საკვლევ საკითხებში სხვებზე მეტად. იქედან გამოდინარე, რომ გამოკვლევის მიზნებში იგულისხმებოდა განსაზღვრული თემების ზონდირება (საკვლევ საკითხზე ღრმა ინფორმაციის მიღება) ექსპერტული გამოკითხვა მივიჩნიე საუკეთესო მეთოდად . სწორად შერჩეული ექსპერტები ფლობენ უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადს. 22
  • 23. ჩატარდა 7 ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა 50 წუთს შეადგენდა. ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზანს წარმოადგენდა-სოციალური მედიის განვითარების და გამოწვევბის შეფასება ექსპერტების თვალით. კვლევის შედეგები და ანალიზი • განსხვავებები ტრადიციულ და სოცაილურ მედიას შორის კითხვას აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, ყველა რესპონდენტი თვლის, რომ განსხვავებები მართლაც აშკარად შეიმჩნევა, ძირითად განსხვავებად კი სოციალური მედიის ოპერატიულობას და ექსკლუზიურობას ასახელებენ. არსებობს თემები , რომელზეც ყველაზე სწრაფად რეაგირება სწორედ სოციალური მედიის საშუალებით ხდება და შემდეგ ხდება მისი განხილვა ტრადიციული მედია არხებით. ასევე ძირითადი განსხვავება მათი აზრით, არის ის, რომ თუ ტრადიციულ მედიაში მუშაობენ ჟურნალისტები, სოციალურ მედიაში ეს ასე არ არის, აქ შეუძლია თავისი სათქმელი თქვას ნებისმიერმა ადამიანმა, ამ ყველფერთან ერთად ეს ძალიან თავისუფალი და შეუზღუდავია. „თუ ტრადიციულ მედიაში არის პროდუქტი 23
  • 24. მწარმოებელი , ე .წ პროფესიონალი ჟურნალისტი , სოციალურ მედიაში სულ არ არის აუცილებელი ეს იყოს შენი ძირითადი პროფილი , ეს შეიძლება იყოს შენი პარალელური საქმიანობა , დროებითი გატაცება , თუნდაც ჰობი . მოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით სოციალური მედია არის უფრო ღია , ის რომ ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად შეუძლია გახდეს ინფორმაციის მწარმოებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება .’’ექსპერტი/მდედრობითი „მომხმარებელს მიეცა ასე ვთქვათ ტრანსლირების შესაძლებლობა . დღეს მე შემიძლია გადავიღო დოკუმენტური ფილმი და ავტვირთო youtube-ზე , ლინკი ჩავსვა facebook-ში და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა ნახოს ანუ მე ჩემი აზრის გამოხატვის მეტი შესაძლებლობა მაქვს ვიდრე ინტერნეტ მომხმარებელს ქონდა 1990 იანი წლების დასაწყისში . ჩემი აზრით , ძირითდი განსხვავება არის ეს . თუ ავიღებთ ბლოგებს , მაგალითად აქ შეგიძლია უმარავმა ადამიანმა იმსჯელოს , იკამათოს , იდებატონ უამარვ თემაზე დაწყებული პოლიტიკით დამთვრებული კულინარიით . ამ მხრივ ვხედავ , რომ რიგით ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ილაპარკონ შეუზღუდავად და თვითონ გახდნენ მაუწყებლები “ -ექსპერტი /მამრობითი ექსპერტების ნაწილი საუბრობს უკუკავშირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობისთვის სხვადასხვა პროცესებში. „უმთავრესი სხვაობა არის ის , რომ სოციალურ მედიაში კომუნიკაცია არის ორმხრივი . ჟურნალისტი , ბლოგერი თუ ახალი ამბების გამავრცელებელი ღებულობს უკუკავშირს . უკუკავშირი შეიძლება იყოს მოწონება , გაზიარება ან კომენტრარი კითხვის სახით . მთავარი პროცესი იწყება სწორედ ამ დროს კითხვებით ჩანს რამდენად დიდი გამოხმაურება მოყვა ამა თუ იმ ავტორს ’’ ბლოგერი / მამრობითი • სოციალური მედია და სოციალური ქსელი 24
  • 25. ყველანი ერთხმად თანხმდებიან რომ სოციალური ქსელი სოციალური მედიის ნაწილია, რადგან ყველაფერი რაც ინახავს და შემდეგ გადმოცემს ინფომაციას მედიაა. „სოციალური ქსელი არის სოციალური მედიის ერთ ერთი ნაწილი , იმიტომ რომ ტერმინი მედია განისაზღვრება ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის არხი ან მოწყობილობა , მოკლედ ყველაფერი რაც ინახავს ინფორმაციას და შემდეგ გადმოცემს არის მედია . წიგნიც მედიაა , კომპიუტერიც და ა .შ ’’ ექსპერტი / მამრობითი ასევე აღნიშნავენ იმას, რომ სოციალური ქსელი უფრო კაპიტალის დაგროვების საშუალება შეიძლება იყოს და სოციალური მედია ინფორმაციის გაცვლის. „როგორც ძალიან რთულია გაარკვიო განსხვავება მარკეტინგსა და პიარს შორის რომელია ძირითადი , ასევეა სოციალურ ქსელსა და სოციალურ მედიას შორის . პიარი არის მარკეტინგის ინსტრუმენტი , ასევეა ჩემი აზრით , სოციალური მედიის ინსტრუმენტი სოციალური ქსელი . ეს არის ერთ -ერთი დიდი სფერო , რომელშიც სოციალური ქსელი არის ჩართული თუმცა განსხვავება სწორედ იმაშია რომ თუ სოციალურ მედიაში დომინირებს რაღაც ტიპის ინფორმაციის გაცვლა , სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ დომინანტური შეიძლება იყოს სოციალური კაპიატლის დაგროვება . თუმცა სოციალური ქსელი არის ინსტრუმენტი როელსაც სოციალური მედია იყენებს აუდიტორიამდე ინფორამციის მისატანად .’’ექსპერტი / მდედრობითი „მედია ხარ მაშინ როცა ინფორმაციას იღებ და გასცემ , მაგრამ ქსელს თუ იყენებ მხოლოდ ჩატისთვის , მეგობრებთან საკონტაქტოდ , მუსიკის გასაზიარებლდ , მაშინ ამას მედიას ვერ დაარქმევ “. ბლოგერი /მამრობითი • სოცილაური მედიის პოპულარობა საქართველოში მათი აზრით, პოპულარობა სხვადასხვა პაქტორებმა განაპირობეს, თუმცა ყველა თანხდმება იმ ფაქტზე რომ ძირითადად მაინც ვერ ვიქნები „გლობალური სოფლიდან’’ამონაგლეჯი. უპიველესად ასახელებ თვისუფლების სურვილს, ინტერსს, ცნობისმოყვარეობას „ რამაც განაპირობა პოპულარობა ეს არის 25