ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოციალურ-საგანმანათლებლო აქტიურობას უკავშირდება. ამ ასპექტით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალების სისტემატიზაცია, მათი ხელახალი გააზრება და ამ მასალის მკითხველამდე წვდომის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. პრეზენტაცია „პირველი რესპუბლიკის მეოთხე ხელისუფლება" სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალა უტყუარი დადასტურებაა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული ხასიათისა, რომელიც პრესის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებით გამოიხატება. აქ წარმოდგენილი მასალა ცხადყოფს, როგორ ერთნაირად განურჩევლად ამხელს თავისუფალი პრესა ყველა იერარქიის ხელისუფალს და რომ ძალაუფლების არცერთი შტო და არცერთი რანგი არ არის დაზღვეული „მეოთხე ხელისუფლების" სუსხიანი კრიტიკისაგან - გაშარჟებულია ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატიზმი, ფორმალიზმი და კორუმპირებულობა. გაშარჟებულია ხელისუფლების ყველა შტო: საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება, უფრო ზუსტად მისი უმოქმედობა; აღმასრულებელი ხელისუფლება - მისი ყველა რგოლი და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები; კორუმპირებული სასამართლო ხელისუფლება. გაშარჟებულია უმოქმედო ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთის და სხვ. თვითმმართველობები. გაშარჟებულია ხელისუფლების განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. დაბოლოს, ამ მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დამსახურებულად ვიამაყოთ პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული იმიჯით.
25 თებერვალი ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ''ბოლშევიკური რუსეთის სატირა პირველი რესპუბლიკის იუმორისტულ პრესაში''.
გთავაზობთ 1918-21 წლებში გამოცემულ იუმორისტულ ჟურნალში - "ეშმაკის მათრახი'' - გამოქვეყნებულ სატირულ მასალას, რომელშიც გაშარჟებულია ბოლშევიკური რუსეთი, როგორც, ერთის მხრივ, ჩვენი თავისუფლების აშკარა მტერი და პოტენციური აგრესორი და, მეორეს მხრივ, გაშარჟებულია რუსეთის ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმი მისი ყველა გამოვლინებით. მასალის დიდ ნაწილს შეადგენს პოლიტიკური შარჟები და კომიქსები, თუმცა წარმოდგენილია აგრეთვე თხრობითი მასალაც (ნაწყვეტები ფელეტონებიდან და ეპიგრამებიდან).
აღნიშნული მდიდარი მასალა საინტერესოა ბევრი ასპექტით, თუმცა განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმპერიალისტური რუსეთის დაუნდობელი კრიტიკის პათოსი, რომელიც იგრძნობა ლამის ყოველ ნომერში და რომელიც მიანიშნებს თუ რამდენად ძლიერი იყო უნდობლობა რუსეთის, როგორც პოტენციური აგრესორის მიმართ იმისდა მიუხედავად, რომ მან დე იურე ღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
11 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" ხელმძღვანელმა რუსუდან ასათიანმა წარმოადგინა მოხსენება „ინფორმაციის დიგიტალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი გამოყენება". მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
აღნიშნული მოხსენება წარმოადგენს 2013 წლის 25-26 თებერვალს კიევის (უკრაინა) გოეთეს ინსტიტუტისა და უკრაინის საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გამართული სემინარის განხილვას.
2013 წლის 24 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში მკითხველებისთვის გაიმართა ინტერნეტ ვებინარი თემაზე -”ელექტრონული მონაცემთა ბაზები მკითხველებისთვის- eLibraryUSA” . პრეზენტაცია ჩაატარა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელმა, კარენ ჰარტმანმა. საუბარი იყო ელექტრონული ბიბლიოთეკის -eLibraryUS - მონაცემებით სარგებლობაზე. აღნიშნული ციფრული ბიბლიოთეკა 50-მდე მსხვილ მონაცემთა ბაზას აერთიანებს და მის უზრუნველყოფას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.
მკითხველთა საბიბლიოთეკო–საინფორმაციო მომსახურების მიმდინარე და პერსპექტიული მიმართულებები /ი. გორგიშელი // ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული II. - ქუთაისი, 2010. - 49–57გვ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკა (2001–2009) /ი. გორგიშელი // ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული I. - ქუთაისი, 2009. - 54–62გვ
საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი, რუსუდან სტურუა, ნანა კაციტაძე, პრეზენტაცია ჩატარდა 2012 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

Final Presentation held in Ilia State University, NMPLIS Summer School 2010, summer school page : http://library.iliauni.edu.ge/nmplis/ss2010/?q=node/2
More from National Parliamentary Library of Georgia (15)
2. საცნობარო–ბიბლიოგრაფიული განყოფილების
მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით.
ეს არის ბიბლიოგრაფიული კონსულტაცია,
მომხმარებელთა უზრუნველოფა საჭირო
დოკუმენტაციითა და სხვადასხვა სახის ინფორმაციით.
ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები და სხვა
ელექტრონული რესურსები სწრაფსა და მოქნილს
ხდის მომსახურებას, ხოლო განყოფილების წიგნადი
ფონდი იძლევა საშუალებას მოძიებული ინფორმაცია
კიდევ უფრო განვავრცოთ და მოვიძიოთ
ელექტრონული ფორმით არარსებული მასალა.
3.
4. განყოფილება ფლობს მრავალენოვან საინფორმაციო,
საცნობარო, ბიბლოგრაფიული ხასიათის
დოკუმნეტებისაგან დაკომპლექტებულ ფონდს.
ფონდთან თავისუფალი დაშვება მკითხველს
საშუალებას აძლევს ვიზუალურადაც გაეცნოს მისთვის
საინტერესო ლიტერატურას.
განყოფილება მკითხველს ემსახურება რამდენიმე
მიმართულებით განყოფილებისა და ზოგადად
ბიბლიოთეკაში არსებული ბეჭდური დოკუმენტებით,
ელექტრონული ბაზებით, მკითხველს შესაძლებლობა
აქვს ისარგებლოს მსოფლიოს საუკეთესო მონაცემთა
ბაზებით.
5. განყოფილება გასცემს სატელეფონო და წერილობით
ცნობებს. ბიბლიოთეკაში ტექნოლოგიების
განვითარებამ საშუალება მოგვცა ონლაინ რეჟიმში
მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია.
6. განყოფილების პრიორიტეტული მიმართულებებია:
1. მკითხველთა მომსახურება
2. ელექტრონულ ბაზებში მუშაობა
3. წერილობითი, სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით
მომსახურება
4. ბიბლიოთეკის ჩათი “შეეკითხე ბიბლიოთეკარს” ონლაინ
მომსახურება
4. წიგნად ფონდთან მუშაობა
7. მკითხველთა მომსახურება
განყოფილება ემსახურება მკითხველს ენციკლოპედიებით,
ლექსიკონებით, საკანონმდებლო და საცნობარო ხასიათის
ლიტერატურით ქართულ და უცხოურ ენებზე.
მიმდინარე წელს განყოფილება მოემსახურა 13690 მკითხველს.
პერიოდული გამოცემების მკითხველის რაოდენობა არ
აღირიცხება.
8. ელექტრონული რესურსებით მომსახურება
1.ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგებით მომსახურება;
2.საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
ელექტრონული საძიებო სისტემით მომსახურება;
3.ინტერნეტით და ინტრანეტით მომსახურება;
4.ციფრული კოლექციებისა და მოძიებული ინფორმაციის
ჩაწერა ელექტრონულ მატარებლებზე
9. ელექტრონულ ბაზა ISSI–ში მუშაობა
(საგაზეთო სტატიების ანალიტიკური აღწერილობა)
1. ალია
2. ახალი განათლება
3. ახალი თაობა
4. ბაგრატი
5. ბანკები და ფინანსები
6. ერთობა
7. ვერსია
8. თბილისის უნივერსიტეტი
9. კალმასობა
10.კვირის ქრონიკა
11.რეზონანსი
12.ლელო
13.ლიტერატურული გაზეთი
14.მენორა
10. 15. მუშა
16. მწერლის გაზეთი
17. პრაიმ ტაიმი
18. რადიო თავისუფლება
19. საერთო გაზეთი
20. ქართული თეატრის დღე
21. ქართული უნივერსიტეტი
22. ქართული წიგნი
23. ყველა სიახლე
24. Аргументы и факты
25. Головинский проспект
26. Тбилисская неделя
27. Независимая газета
28. Свободная Грузия
11. 2014 წელს განყოფილებაში შემოვიდა 336 დოკუმენტი;
15000 მომხმარებელს გაეწია კონსულტაცია;
გაიცა 85 წერილობითი ცნობა ბიბლიოთეკის ფონდებსა
და ელ. რესურსებში მოძიებით;
განყოფილებაში გრძელდება თემატური კარტოთეკის
შემოწმება და ქრონოლოგიურად დალაგება.
12. გუდიაშვილის ქ. N7, ადმინისტრაციული
კორპუსი პირველი სართული
ტელ.: 2 97 16 02 (138)