Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ილია ჭავჭავაზძის ბიოგრაფია

936 views

Published on

კდ

Published in: Art & Photos
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

ილია ჭავჭავაზძის ბიოგრაფია

  1. 1. (ცხოვრება და მოღვაწეობა)
  2. 2. ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერს , 1837წელს სოფელ ყვარელში . — ქართველი მწერალი , პოეტი , პუბლიცისტი , პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი . ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად , სახელით წმინდა ილია მართალი
  3. 3. .
  4. 4.  1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ -ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია . 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა . 1852 წლის 10 დეკემბერს , როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო , ყვარელში მამაც გარდაეცვალა . ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა - პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე . სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი , მისი ერთ -ერთი პოეტური ცდა „მოთქმა საწყლისა “. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი , რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია , რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ . სამაგიეროდ , 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია .
  5. 5.  ეროვნული მოღვაწე , ქართველი ერის ემთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას , ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას , ეროვნულ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა . ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი როვნულ -განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი . უწინარეს ყოვლისა , ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე .  მოწინავე ეროვნულმა იდეებმა , ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე , რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა . ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის , ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა .
  6. 6. გმადლობთ ყურადღებისთვის ავტორი :მარიამ გვილია

×