6. აბო თბილელი.
ჰაბო თბილელი, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის სარკინოზი
ჭაბუკი იყო, ის ბაღდადიდან ჩამოჰყვა საქართველოში
ბაღდადის ციხიდან განთავისუფლებულ ნერსე
ერისთავს, მისი მშობლები და და-ძმანი ბაღდადში
ცხოვრობდნენ, მენელსაცხებლე ჭაბუკმა სათნოებით
თავი შეაყვარა ყველას, შეისწავლა ქართული წერა-
კიტხვა, წმინდა ეკლესიაში ისმენდა სახარებას, მან
უარყო რჯული მაჰმადისი და მიიღო ქისტიანობა,
სარკინოზებმა როდესაც გაიგეს ეს ამბავი გადაწყვიტეს
ის ისევ ძველ სარწმუნოებაზე მოექციათ, მაგრამ
განმტკიცებული აბო ვერაფრით გადაიბირეს,ვერც
ციხეში ჩასმით, ვერც მოსყიდვით და ვერც დაშინებით,
ბოლოს ამირამ ის საპყრობილეში ჩააგდებინა, ჰაბოს
პასუხი ასეთი იყო: ,, მე არა ხოლო ტანჯვად
განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.,,
საპყრობილეში ყოფნის მეცხრე დღეს აბოს ეუწყა
ღვთისაგან ,,მისი ხორცთაგან გასვლა,,,,
7. მოწამეობრივი სიკვდილი
ნათლისღების წინა ღამეს აბო
განთიადამდე გალობდა
ფსალმუნებს. პარასკევს,
ნათლისღების დღეს, ის გამოიყვანეს
დასასჯელად, მსაჯულმა ჰკითხა,
ეგოდენი რა სიტკბოება გაქვსო
ქრისტესაგან, სიკვდილისათვისაც
რომ ხარო მზად.
ჰაბომ მიუგო: ირწმუნე, ნათელიღე
და გაიგებო. განრისხებულმა ამირამ
ჰაბოსთვის თავის მოკვეთა ბრძანა,
წმინდანმა ,,მოუდრიკა ქედი თვისი
მახვილსა.,, სამჯერ მოუქნიეს ხმალი,
შესაშინებლად, საბოლოოდ კი თავი
მოკვეთეს. მისი ნეშთი დაწვეს და
მდინარეში გადაყარეს.
8. უფლის სასწაული
უფალმა პატივი მიაგო
წმინდანს ,,საკვირველი
სასწაულით“ ღამით, ცაზე
გამობრწყინდა
მოელვარე ვარსკვლავი.
წყალმა კი მეორე ღამით
წყალმა გამოსცა
განსაკვირველი ნათელი.
9. აბო წმინდანი
ყველამ ირწმუნა , რომ
ჰაბო წმინდანი იყო. აბოს
მოწამეობრივმა
სიკვდილმა რწმენაში
შერყეული ქართველები
განამტკიცა,
განმტკიცებულნი კი
განამხიარულა.