1) საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" სტუდენტი: იზა მესხი 2) რა არის ჟურნალისტიკა? 3) ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც. 4) ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს. 5) რას უწოდებენ მეორენაირად ჟურნალისტიკას? ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. არსებობს გამოთქმა, "როდესაც დედა გეუბნება მიყვარხარო, დაეთანხმე, მაგრამ გადაამოწმე" ესაა ჟურნალისტის პირველი მოვალეობა, რათა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფ