SlideShare a Scribd company logo
1 of 7
ატმოსფერული ნალექები — ატმოსფეროდან დედამიწის ზედაპირზე თხევადი ან მყარი სახით
მოსული წყალი. იზომება ფენის სისქით (მმ ან სმ-ში), რომელიც უდანაკარგოდ (გაჟონვა,
აორთქლება) გროვდება დედამიწის ზედაპირზე დროის გარკვეულ შუალედში (საათი, დღე-
ღამე, თვე, წელიწადი). მოსფერული ნალექები ძირითადად ღრუბლებიდან მოდის თხევადი
(წვიმა, თქორი), მყარი (თოვლი, თოვლოვანი ხორხოშელა, თოვლოვანი მარცვლები,
ყინულოვანი მარცვლები, ყინულოვანი წვიმა, სეტყვა) ან შერეული (თოვლ-ჭყაპი) სახით.
ატმოსფერული ნალექები ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის ინდოეთში (ჩერაპუნჯში,
საშუალო წლიური რაოდენობა 12700 მმ), ყველაზე ნაკლები ჩილეში, პერუში, საჰარაში და სხვ.
უდაბნო მხარეებში. საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის შავი ზღვის სანაპიროზე,
აჭარაში, მთა მტირალაზე (3500 მმ და მეტი). ნალექების მინიმუმი კი ფიქსირდება
საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – ელდარის დაბლობზე, რის საფუძველზე აქ
ჩამოყალიბებულია ნახავარ უდაბოს ლანდშაფტი
წვიმა — თხევადი ატმოსფერული ნალექი, რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0.5 მმ და
მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის ერთ-ერთ
უნიშვნელოვანეს კომპონენტს. გარდა ამისა, ეკოსოსტემის სახეობებისთვის ქმნის
ხელსაყრელ პირობებს. წვიმის წყალი მნიშვნელოვანია აგრეთვე
ჰიდროელექტოსადგურებისა და ირიგაციისთვის. წვიმა, როგორც წესი, შერეული
ტიპის, უმთავრესად ფენა-წვიმისა და მაღალი ფენა ღრუბლებიდან მოდის. წვიმის
წარმოშობის მთავარი მიზეზიასინოტივე, რომელიც
გაივლის ტემპერატურისა და სინოტივისკონტრასტების სამგანზომილებიან ზონას,
რომელსაც ატმოსფეროს ფრონტს უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეგრეთ
წოდებულ გამყოფ ზედაპირს სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქომეჰაერის ორ
მასას შორის.
თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც
კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი
ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და
შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის
გარე წნევითაა დაწნეხილი.
სეტყვა — ატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-
55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის
მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და
ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს
იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა20 °C-ზე მეტია).
სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე კმ-ია,
სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓
საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი
სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2.
ნამი, ცვარი — ატმოსფერული ნალექი, რომელიც დადებითი ტემპერატურების
დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით ჩნდება
საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით. ნამი
წარმოიქმნება ჰაერის გაცივებისა დაწყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად
მოცემულ ზედაპირე, რომლის ტემპერატურა სარღამოს და ღამით სითბური
გამოსხივების გამო ნამი წერტილზე დაბლა ეცემა. ნამი ინტენსიურად
წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ნამის დროს ნალექების
რაოდენობა მცირეა და ღამეში საშუალოდ 0,1-0,3 მმ უდრის.
თრთვილი — ატმოსფერულინალექების
ნაირსახეობა, რომელიც წარმოიქმნება
ღამით დედამიწის ზედაპირის 0°C-ზე
დაბლა რადიაციული გაცივებისას. ამ დროს
წყნარ ამინდში ნიადაგის, ბალახისა და სხვა საგნების
მიმდებარე ჰაერის ფენის ტემპერატურა იმდენად
ეცემა, რომ წარმოიქმნება ხელსაყრელი პირობა მათ
ზედაპირზე ჰაერში მყოფი წყლის ორთქლის
სუბლიმაციისათვის.
თრთვილი გამოიყოფა თოვლის ფიფქის
მსგავსი ყინულის კრისტალების სახით.
ლიპყინული — მკვრივი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება როგორც დედამიწის
ზედაპირზე, ისე სხვა საგნებზე (მეტწილად ქარპირა მხარეს) წვიმის
ან ნისლის გადაცივებული წვეთების შეყინვის შედეგად.
ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°-იდან — 3°-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი
ტემპერატურის (-16°) დროს ჩნდება. ყინულის ქერქის სისქე ხშირად რამდენიმე სმ აღწევ
და თავისი სიმძიმით ამტვრევს ხეებს, იწვევს გზებზე მიმოსვლის შეწყვეტას, ბოძებზე
წყვეტს ელექტროგადაცემის ხაზებს.

More Related Content

What's hot

სამხრეთ ამერიკა
სამხრეთ  ამერიკასამხრეთ  ამერიკა
სამხრეთ ამერიკა
qetevan nandoshvili
 
გლობალური დათბობა
გლობალური დათბობაგლობალური დათბობა
გლობალური დათბობა
liagoxidze1965
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
irma
 
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί) (Ppt)
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί)  (Ppt)Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί)  (Ppt)
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί) (Ppt)
geormak
 
მე და გარემო (2)
მე და გარემო (2)მე და გარემო (2)
მე და გარემო (2)
marinamgaloblishvili
 

What's hot (20)

Ρύπανση του εδάφους
Ρύπανση του εδάφουςΡύπανση του εδάφους
Ρύπανση του εδάφους
 
გეოგრაფიული რუკა.pptx
გეოგრაფიული რუკა.pptxგეოგრაფიული რუკა.pptx
გეოგრაფიული რუკა.pptx
 
Διατροφή, Παχυσαρκία & Σακχαρώδης Διαβήτης τύπου 2
Διατροφή, Παχυσαρκία & Σακχαρώδης Διαβήτης τύπου 2Διατροφή, Παχυσαρκία & Σακχαρώδης Διαβήτης τύπου 2
Διατροφή, Παχυσαρκία & Σακχαρώδης Διαβήτης τύπου 2
 
სამხრეთ ამერიკა
სამხრეთ  ამერიკასამხრეთ  ამერიკა
სამხრეთ ამერიკა
 
Ecology
EcologyEcology
Ecology
 
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.პრეზენტაცია  დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
პრეზენტაცია დავეხმაროთ ჩვენ პლანეტას.
 
Εξάτμιση
ΕξάτμισηΕξάτμιση
Εξάτμιση
 
გლობალური დათბობა
გლობალური დათბობაგლობალური დათბობა
გლობალური დათბობა
 
რელიეფი.Ppsx
რელიეფი.Ppsxრელიეფი.Ppsx
რელიეფი.Ppsx
 
εφηβεία
εφηβείαεφηβεία
εφηβεία
 
ΦΑΙΝΟΜΕΝΟ ΤΟΥ ΘΕΡΜΟΚΗΠΙΟΥ
ΦΑΙΝΟΜΕΝΟ ΤΟΥ ΘΕΡΜΟΚΗΠΙΟΥΦΑΙΝΟΜΕΝΟ ΤΟΥ ΘΕΡΜΟΚΗΠΙΟΥ
ΦΑΙΝΟΜΕΝΟ ΤΟΥ ΘΕΡΜΟΚΗΠΙΟΥ
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემო
 
აფრიკა
აფრიკააფრიკა
აფრიკა
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
 
συναισθηματα εφηβων
συναισθηματα εφηβωνσυναισθηματα εφηβων
συναισθηματα εφηβων
 
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί) (Ppt)
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί)  (Ppt)Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί)  (Ppt)
Ολυμπιακοί αγώνες (τα ολυμπιακά αθλήματα και οι κανονισμοί) (Ppt)
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
 
მსოფლიო ოკეანის ტრაგედია
მსოფლიო ოკეანის ტრაგედიამსოფლიო ოკეანის ტრაგედია
მსოფლიო ოკეანის ტრაგედია
 
ნანა ჯაბურია7 კლასი-ტესტები
ნანა ჯაბურია7 კლასი-ტესტებინანა ჯაბურია7 კლასი-ტესტები
ნანა ჯაბურია7 კლასი-ტესტები
 
მე და გარემო (2)
მე და გარემო (2)მე და გარემო (2)
მე და გარემო (2)
 

ატმოსფერული ნალექები-ნანა ჯაბურია

  • 1. ატმოსფერული ნალექები — ატმოსფეროდან დედამიწის ზედაპირზე თხევადი ან მყარი სახით მოსული წყალი. იზომება ფენის სისქით (მმ ან სმ-ში), რომელიც უდანაკარგოდ (გაჟონვა, აორთქლება) გროვდება დედამიწის ზედაპირზე დროის გარკვეულ შუალედში (საათი, დღე- ღამე, თვე, წელიწადი). მოსფერული ნალექები ძირითადად ღრუბლებიდან მოდის თხევადი (წვიმა, თქორი), მყარი (თოვლი, თოვლოვანი ხორხოშელა, თოვლოვანი მარცვლები, ყინულოვანი მარცვლები, ყინულოვანი წვიმა, სეტყვა) ან შერეული (თოვლ-ჭყაპი) სახით. ატმოსფერული ნალექები ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის ინდოეთში (ჩერაპუნჯში, საშუალო წლიური რაოდენობა 12700 მმ), ყველაზე ნაკლები ჩილეში, პერუში, საჰარაში და სხვ. უდაბნო მხარეებში. საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარაში, მთა მტირალაზე (3500 მმ და მეტი). ნალექების მინიმუმი კი ფიქსირდება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – ელდარის დაბლობზე, რის საფუძველზე აქ ჩამოყალიბებულია ნახავარ უდაბოს ლანდშაფტი
  • 2. წვიმა — თხევადი ატმოსფერული ნალექი, რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0.5 მმ და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს კომპონენტს. გარდა ამისა, ეკოსოსტემის სახეობებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს. წვიმის წყალი მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰიდროელექტოსადგურებისა და ირიგაციისთვის. წვიმა, როგორც წესი, შერეული ტიპის, უმთავრესად ფენა-წვიმისა და მაღალი ფენა ღრუბლებიდან მოდის. წვიმის წარმოშობის მთავარი მიზეზიასინოტივე, რომელიც გაივლის ტემპერატურისა და სინოტივისკონტრასტების სამგანზომილებიან ზონას, რომელსაც ატმოსფეროს ფრონტს უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ზედაპირს სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქომეჰაერის ორ მასას შორის.
  • 3. თოვლი — ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისგან შედგება, რომლებიც ღრუბლებიდან ცვივა. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გარე წნევითაა დაწნეხილი.
  • 4. სეტყვა — ატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5- 55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა20 °C-ზე მეტია). სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე კმ-ია, სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓ საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2.
  • 5. ნამი, ცვარი — ატმოსფერული ნალექი, რომელიც დადებითი ტემპერატურების დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით ჩნდება საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით. ნამი წარმოიქმნება ჰაერის გაცივებისა დაწყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად მოცემულ ზედაპირე, რომლის ტემპერატურა სარღამოს და ღამით სითბური გამოსხივების გამო ნამი წერტილზე დაბლა ეცემა. ნამი ინტენსიურად წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ნამის დროს ნალექების რაოდენობა მცირეა და ღამეში საშუალოდ 0,1-0,3 მმ უდრის.
  • 6. თრთვილი — ატმოსფერულინალექების ნაირსახეობა, რომელიც წარმოიქმნება ღამით დედამიწის ზედაპირის 0°C-ზე დაბლა რადიაციული გაცივებისას. ამ დროს წყნარ ამინდში ნიადაგის, ბალახისა და სხვა საგნების მიმდებარე ჰაერის ფენის ტემპერატურა იმდენად ეცემა, რომ წარმოიქმნება ხელსაყრელი პირობა მათ ზედაპირზე ჰაერში მყოფი წყლის ორთქლის სუბლიმაციისათვის. თრთვილი გამოიყოფა თოვლის ფიფქის მსგავსი ყინულის კრისტალების სახით.
  • 7. ლიპყინული — მკვრივი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე სხვა საგნებზე (მეტწილად ქარპირა მხარეს) წვიმის ან ნისლის გადაცივებული წვეთების შეყინვის შედეგად. ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°-იდან — 3°-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი ტემპერატურის (-16°) დროს ჩნდება. ყინულის ქერქის სისქე ხშირად რამდენიმე სმ აღწევ და თავისი სიმძიმით ამტვრევს ხეებს, იწვევს გზებზე მიმოსვლის შეწყვეტას, ბოძებზე წყვეტს ელექტროგადაცემის ხაზებს.