SlideShare a Scribd company logo
მაკედონიელთა სიამაყე
უძველესი სალონიკი
სალონიკი THESSALONIKI
 საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი სალონიკია. ის ჩვენს ერამდე 315
წელს დაარსდა და სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის
პატივსაცემად დაერქვა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე
სალონიკი ბევრისმნახველი ქალაქია, ის მაკედონიის დიდებისა და რომის
ბატონობის, კელტებისა და მონღოლების თავდასხმების მომსწრეა.
კლიმატი
 სალონიკისათვის ხმელთაშუა ზღვის კლიმატია
დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და ხშირ
შემთხვევაში აუტანელია. არნახული სიცხეები
ივლისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე
გრძელდება. ტემპერატურა ხანდახან 50 გრადუსსაც
აჭარბებს. ასეთ დროს ხალხი გარეთ გასვლას
ერიდება. სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო
პერიოდი აპრილი და მაისია. ზამთარი ძირითადად
მშრალია, თოვლი იშვიათად მოდის და სულ
რამდენიმე დღეში დნება.
ფული
 2002 წლის შემდეგ ევრო სალონიკის და
მთლიანად საბერძნეთის ოფიციალურ
ვალუტად იქცა. ამდენად, არც კი
გაიფიქროთ ამერიკული დოლარის ან
სხვა ვალუტის გამოყენება. როგორც
წესი, ბანკებში ფულს ბევრად უფრო
მაღალი კურსით გადაგიხურდავებენ,
ვიდრე ქუჩაში. ბანკომატები ქალაქის
ყველა კუთხეშია.
 რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, მათი
დახმარებით ყველგან შეძლებთ შესვლა–
გამოსვლას. მიუხედავად ამისა,
გახსოვდეთ, რომ ძველ უბნებში
განთავსებულ ე.წ. ბაზრობებზე თუ
მოხვდებით, საკრედიტო ბარათების
იმედი ნუ გექნებათ. ბუნებრივია, მსგავს
დაწესებულებებში შევაჭრება და ფასის
დაკლება საკმაოდ ნორმალური
მოვლენაა. აი, დიდ საფირმო მაღაზიებში
კი შევაჭრება უზრდელობად ითვლება.
ენა
 ძირითადი ენა ბერძნულია, მაგრამ ძველ ბერძნულ დიალექტზე მოსაუბრესაც ბევრს
შეხვდებით. ბერძნებს ენების შესწავლის საოცარი ნიჭი აქვთ. სალონიკში
ინგლისურს ნებისმიერი ასაკის ადამიანი ფლობს. ინგლისურის შემდეგ კი ყველაზე
პოპულარულია იტალიური, ფრანგული და გერმანული. ასე რომ, თუ რომელიმე ენა
მაინც იცით, სალონიკში ენობრივი ბარიერი არ შეგექმნებათ.
გადაადგილება
 ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან
სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო და ყველაზე
ხელმისაწვდომი საშუალება მატარებელია. ცენტრალური
სადგური ქალაქის ცენტრში მდებარეობს. საბერძნეთის
ნებისმიერი სხვა ქალაქიდან სალონიკის მიმართულებით
ყოველდღიურად გადიან ავტობუსები.
 საერთაშორისო აეროპორტი "მაკედონია" ქალაქიდან 15
კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და როგორც
საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებსაც ემსახურება. ქალაქის
ცენტრამდე 75 ნომერი ავტობუსი – ყოველ 15 წუთში
ერთხელ, ხოლო ღამით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ
გადის. მგზავრობის ღირებულება 0,60 ევროა.
 ქალაქის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 80–მდე ავტობუსი
მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ავტობუსი ნებისმიერი
თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია.
 ტაქსით მგზავრობისათვის საკმაო თანხის გადახდა
მოგიწევთ, თანაც გირჩევთ, ყვითელი ფერის ტაქსებით
იმგზავროთ. ერთი კილომეტრის გავლა 0,64 ევრო ღირს.
 მანქანის დაქირავება კიდევ ერთი კარგი გამოსავალია, თან
არცთუ ძვირი ღირს, თუმცა გახსოვდეთ, რომ სალონიკში
საგზაო წესების დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმებია.
კიდევ ერთი – თუ ავტობანზე ვინმეს ხელს აუწევთ, იმედი არ
გქონდეთ, რომ მანქანას გაგიჩერებენ.
უსაფრთხოების წესები
 კრიმინალური თვალსაზრისით, სალონიკი
ცოტა ხიფათიანი ქალაქია. არეულობისა და
გაუგებრობის თავი და თავი უმეტესწილად
ტურისტები და ემიგრანტები ხდებიან.
თავად ბერძნები სტუმართმოყვარე ერია.
ასე რომ, ერთი–ორი ბერძნული ფრაზის
სწავლა და სალონიკში თავს მშვიდად
იგრძნობთ.
 სიფრთხილე გამოიჩინეთ ტაქსის
მძღოლებთან, რომლებიც ცდილობენ,
ტურისტებს რაც შეიძლება მეტი ფული
გამოსტყუონ. სალონიკში ბევრია ისეთი
ადგილი, სადაც ვიდეოკამერისა და
ფოტოაპარატის გამოყენება სასტიკადაა
აკრძალული, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ
გამაფრთხილებელ ნიშნებს.
 ბერძნებს ძალიან უყვართ ზრდილობიანი
ხალხი და სძულთ უზრდელები.
მოერიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე
საუბარს, განსაკუთრებით კი – ხუმრობას.
სამზარეულო
 სალონიკს ტურისტების უმრავლესობა
ბერძნული ლოკოკინებისა და თევზის კერძების
დასაგემოვნებლად სტუმრობს. ბერძნები
ირწმუნებიან, რომ, როგორც სხვა მრავალ
მიღწევას მსოფლიოში, კულინარიასაც მათ
დაუდეს სათავე.
 ბერძნული სამზარეულო მართლაც რომ
გემრიელი და მრავალფეროვანია, თუმცა
გახსოვდეთ, სხვა ქვეყნებში გასინჯული
ბერძნული კერძები არაფერია იმასთან
შედარებით, რასაც ამ ქალაქში დააგემოვნებთ.
თევზეულით, ხორცითა და ბერძნული ყველით,
ზეითუნის ზეთითა და მაწვნით მომზადებული
სალამისი, გიეროსი, პასტიციო, მუსაკა და სხვა
საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს
დაგიტოვებთ.
 საბერძნეთში ნებისმიერ კერძს ღვინო ახლავს.
ასევე პოპულარულია ლუდიც. ყველაზე
მოთხოვნადი არაალკოჰოლური სასმელი კი
ბერძნული ყავაა. ყავახანები ყველაზე
პოპულარულ ადგილებად ითვლება, სადაც
უგემრიელესი ყავის ნაირსახეობა აქვთ.
 საბერძნეთში ბოსტნეულს უფრო იყენებენ,
ვიდრე ხორცს. არ დაგავიწყდეთ ზღვის
პროდუქტებით მომზადებული სალათების
გასინჯვა.
ღირსშესანიშნაობები
 სალონიკში, ისე როგორც არსად, უამრავი კულტურული და ისტორიული ძეგლია
თავმოყრილი. ჩვენს დრომდე შემორჩენილია ტრიუმფული თაღი გალერეა–კამარა,
ტრიბუნებიანი თეატრი და რომაული ვილების მოზაიკის იატაკები. უძველესი
კავიროს ტაძრის ტერიტორიაზე რომაული როტონდა მდებარეობდა, რომელიც მე–4
საუკუნეში წმინდა გიორგის ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა. ქალაქის
მფარველის, წმინდა დიმიტრის ბაზილიკა 1949 წელს ხელმეორედ აშენდა.
 ტურისტთა სიმრავლით ოდითგანვე გამოირჩეოდა მე–5–8 საუკუნეებით
დათარიღებული წმინდა სოფიას გუმბათოვანი ბაზილიკა, აგრეთვე წმინდა
ეკატერინესა და წმინდა მოციქულების ტაძრები.
 სალონიკის სიმბოლოდ თეთრი კოშკი ლეფკოს პირგოსი ითვლება, ძველი
თურქული ციხე, რომელსაც "სისხლიან კოშკსაც" უწოდებენ.
 დღეს სალონიკი მსხვილი ფინანსური ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც დიდი
ბაზრობები იმართება. სალონიკის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საკურორტო
ადგილია, მათ შორის, სანი, ნიკიტი, სიტონია ნეოს მარმარასი და პორტო კუფო.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

More Related Content

More from Keti Papava

7 pirveli klasi
7 pirveli klasi7 pirveli klasi
7 pirveli klasi
Keti Papava
 
ჰარი სიკვდილი
ჰარი სიკვდილიჰარი სიკვდილი
ჰარი სიკვდილიKeti Papava
 
ჰარი პოტერი
ჰარი პოტერიჰარი პოტერი
ჰარი პოტერიKeti Papava
 
ჰარი პოტერი 1
ჰარი პოტერი 1ჰარი პოტერი 1
ჰარი პოტერი 1Keti Papava
 
ჯეიმს გრინვუდი
ჯეიმს გრინვუდიჯეიმს გრინვუდი
ჯეიმს გრინვუდიKeti Papava
 
ფარნავაზი
ფარნავაზიფარნავაზი
ფარნავაზიKeti Papava
 
უთავო მხედარი
უთავო მხედარიუთავო მხედარი
უთავო მხედარიKeti Papava
 
საასათე ზოლი
საასათე ზოლისაასათე ზოლი
საასათე ზოლიKeti Papava
 
რა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშირა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშიKeti Papava
 
მგოსანი ბიდლის
მგოსანი ბიდლისმგოსანი ბიდლის
მგოსანი ბიდლისKeti Papava
 
თბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორიათბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორიაKeti Papava
 
ვაჟა–ფშაველაა
ვაჟა–ფშაველაავაჟა–ფშაველაა
ვაჟა–ფშაველააKeti Papava
 
დათარსული კაცი
დათარსული კაციდათარსული კაცი
დათარსული კაციKeti Papava
 
ბუნების უცნაურობანი
ბუნების უცნაურობანიბუნების უცნაურობანი
ბუნების უცნაურობანიKeti Papava
 
ბრაუზერები
ბრაუზერებიბრაუზერები
ბრაუზერებიKeti Papava
 
Wwf Peter Lobzhanidze
Wwf  Peter LobzhanidzeWwf  Peter Lobzhanidze
Wwf Peter LobzhanidzeKeti Papava
 
ბაგრატი
ბაგრატიბაგრატი
ბაგრატიKeti Papava
 
Ugly duckling Petre Lobzhanidze
Ugly duckling  Petre LobzhanidzeUgly duckling  Petre Lobzhanidze
Ugly duckling Petre Lobzhanidze
Keti Papava
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre LobzhanidzeKeti Papava
 
Musika - Petre Lobzhanidze
Musika  - Petre LobzhanidzeMusika  - Petre Lobzhanidze
Musika - Petre LobzhanidzeKeti Papava
 

More from Keti Papava (20)

7 pirveli klasi
7 pirveli klasi7 pirveli klasi
7 pirveli klasi
 
ჰარი სიკვდილი
ჰარი სიკვდილიჰარი სიკვდილი
ჰარი სიკვდილი
 
ჰარი პოტერი
ჰარი პოტერიჰარი პოტერი
ჰარი პოტერი
 
ჰარი პოტერი 1
ჰარი პოტერი 1ჰარი პოტერი 1
ჰარი პოტერი 1
 
ჯეიმს გრინვუდი
ჯეიმს გრინვუდიჯეიმს გრინვუდი
ჯეიმს გრინვუდი
 
ფარნავაზი
ფარნავაზიფარნავაზი
ფარნავაზი
 
უთავო მხედარი
უთავო მხედარიუთავო მხედარი
უთავო მხედარი
 
საასათე ზოლი
საასათე ზოლისაასათე ზოლი
საასათე ზოლი
 
რა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშირა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებში
 
მგოსანი ბიდლის
მგოსანი ბიდლისმგოსანი ბიდლის
მგოსანი ბიდლის
 
თბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორიათბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია
 
ვაჟა–ფშაველაა
ვაჟა–ფშაველაავაჟა–ფშაველაა
ვაჟა–ფშაველაა
 
დათარსული კაცი
დათარსული კაციდათარსული კაცი
დათარსული კაცი
 
ბუნების უცნაურობანი
ბუნების უცნაურობანიბუნების უცნაურობანი
ბუნების უცნაურობანი
 
ბრაუზერები
ბრაუზერებიბრაუზერები
ბრაუზერები
 
Wwf Peter Lobzhanidze
Wwf  Peter LobzhanidzeWwf  Peter Lobzhanidze
Wwf Peter Lobzhanidze
 
ბაგრატი
ბაგრატიბაგრატი
ბაგრატი
 
Ugly duckling Petre Lobzhanidze
Ugly duckling  Petre LobzhanidzeUgly duckling  Petre Lobzhanidze
Ugly duckling Petre Lobzhanidze
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
 
Musika - Petre Lobzhanidze
Musika  - Petre LobzhanidzeMusika  - Petre Lobzhanidze
Musika - Petre Lobzhanidze
 

მაკედონიელთა სიამაყე

  • 2. სალონიკი THESSALONIKI  საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი სალონიკია. ის ჩვენს ერამდე 315 წელს დაარსდა და სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის პატივსაცემად დაერქვა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სალონიკი ბევრისმნახველი ქალაქია, ის მაკედონიის დიდებისა და რომის ბატონობის, კელტებისა და მონღოლების თავდასხმების მომსწრეა.
  • 3. კლიმატი  სალონიკისათვის ხმელთაშუა ზღვის კლიმატია დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და ხშირ შემთხვევაში აუტანელია. არნახული სიცხეები ივლისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ხანდახან 50 გრადუსსაც აჭარბებს. ასეთ დროს ხალხი გარეთ გასვლას ერიდება. სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო პერიოდი აპრილი და მაისია. ზამთარი ძირითადად მშრალია, თოვლი იშვიათად მოდის და სულ რამდენიმე დღეში დნება.
  • 4. ფული  2002 წლის შემდეგ ევრო სალონიკის და მთლიანად საბერძნეთის ოფიციალურ ვალუტად იქცა. ამდენად, არც კი გაიფიქროთ ამერიკული დოლარის ან სხვა ვალუტის გამოყენება. როგორც წესი, ბანკებში ფულს ბევრად უფრო მაღალი კურსით გადაგიხურდავებენ, ვიდრე ქუჩაში. ბანკომატები ქალაქის ყველა კუთხეშია.  რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, მათი დახმარებით ყველგან შეძლებთ შესვლა– გამოსვლას. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ ძველ უბნებში განთავსებულ ე.წ. ბაზრობებზე თუ მოხვდებით, საკრედიტო ბარათების იმედი ნუ გექნებათ. ბუნებრივია, მსგავს დაწესებულებებში შევაჭრება და ფასის დაკლება საკმაოდ ნორმალური მოვლენაა. აი, დიდ საფირმო მაღაზიებში კი შევაჭრება უზრდელობად ითვლება.
  • 5. ენა  ძირითადი ენა ბერძნულია, მაგრამ ძველ ბერძნულ დიალექტზე მოსაუბრესაც ბევრს შეხვდებით. ბერძნებს ენების შესწავლის საოცარი ნიჭი აქვთ. სალონიკში ინგლისურს ნებისმიერი ასაკის ადამიანი ფლობს. ინგლისურის შემდეგ კი ყველაზე პოპულარულია იტალიური, ფრანგული და გერმანული. ასე რომ, თუ რომელიმე ენა მაინც იცით, სალონიკში ენობრივი ბარიერი არ შეგექმნებათ.
  • 6. გადაადგილება  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება მატარებელია. ცენტრალური სადგური ქალაქის ცენტრში მდებარეობს. საბერძნეთის ნებისმიერი სხვა ქალაქიდან სალონიკის მიმართულებით ყოველდღიურად გადიან ავტობუსები.  საერთაშორისო აეროპორტი "მაკედონია" ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებსაც ემსახურება. ქალაქის ცენტრამდე 75 ნომერი ავტობუსი – ყოველ 15 წუთში ერთხელ, ხოლო ღამით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. მგზავრობის ღირებულება 0,60 ევროა.  ქალაქის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 80–მდე ავტობუსი მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ავტობუსი ნებისმიერი თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია.  ტაქსით მგზავრობისათვის საკმაო თანხის გადახდა მოგიწევთ, თანაც გირჩევთ, ყვითელი ფერის ტაქსებით იმგზავროთ. ერთი კილომეტრის გავლა 0,64 ევრო ღირს.  მანქანის დაქირავება კიდევ ერთი კარგი გამოსავალია, თან არცთუ ძვირი ღირს, თუმცა გახსოვდეთ, რომ სალონიკში საგზაო წესების დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმებია. კიდევ ერთი – თუ ავტობანზე ვინმეს ხელს აუწევთ, იმედი არ გქონდეთ, რომ მანქანას გაგიჩერებენ.
  • 7. უსაფრთხოების წესები  კრიმინალური თვალსაზრისით, სალონიკი ცოტა ხიფათიანი ქალაქია. არეულობისა და გაუგებრობის თავი და თავი უმეტესწილად ტურისტები და ემიგრანტები ხდებიან. თავად ბერძნები სტუმართმოყვარე ერია. ასე რომ, ერთი–ორი ბერძნული ფრაზის სწავლა და სალონიკში თავს მშვიდად იგრძნობთ.  სიფრთხილე გამოიჩინეთ ტაქსის მძღოლებთან, რომლებიც ცდილობენ, ტურისტებს რაც შეიძლება მეტი ფული გამოსტყუონ. სალონიკში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ვიდეოკამერისა და ფოტოაპარატის გამოყენება სასტიკადაა აკრძალული, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს.  ბერძნებს ძალიან უყვართ ზრდილობიანი ხალხი და სძულთ უზრდელები. მოერიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს, განსაკუთრებით კი – ხუმრობას.
  • 8. სამზარეულო  სალონიკს ტურისტების უმრავლესობა ბერძნული ლოკოკინებისა და თევზის კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობს. ბერძნები ირწმუნებიან, რომ, როგორც სხვა მრავალ მიღწევას მსოფლიოში, კულინარიასაც მათ დაუდეს სათავე.  ბერძნული სამზარეულო მართლაც რომ გემრიელი და მრავალფეროვანია, თუმცა გახსოვდეთ, სხვა ქვეყნებში გასინჯული ბერძნული კერძები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ ქალაქში დააგემოვნებთ. თევზეულით, ხორცითა და ბერძნული ყველით, ზეითუნის ზეთითა და მაწვნით მომზადებული სალამისი, გიეროსი, პასტიციო, მუსაკა და სხვა საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ.  საბერძნეთში ნებისმიერ კერძს ღვინო ახლავს. ასევე პოპულარულია ლუდიც. ყველაზე მოთხოვნადი არაალკოჰოლური სასმელი კი ბერძნული ყავაა. ყავახანები ყველაზე პოპულარულ ადგილებად ითვლება, სადაც უგემრიელესი ყავის ნაირსახეობა აქვთ.  საბერძნეთში ბოსტნეულს უფრო იყენებენ, ვიდრე ხორცს. არ დაგავიწყდეთ ზღვის პროდუქტებით მომზადებული სალათების გასინჯვა.
  • 9. ღირსშესანიშნაობები  სალონიკში, ისე როგორც არსად, უამრავი კულტურული და ისტორიული ძეგლია თავმოყრილი. ჩვენს დრომდე შემორჩენილია ტრიუმფული თაღი გალერეა–კამარა, ტრიბუნებიანი თეატრი და რომაული ვილების მოზაიკის იატაკები. უძველესი კავიროს ტაძრის ტერიტორიაზე რომაული როტონდა მდებარეობდა, რომელიც მე–4 საუკუნეში წმინდა გიორგის ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა. ქალაქის მფარველის, წმინდა დიმიტრის ბაზილიკა 1949 წელს ხელმეორედ აშენდა.  ტურისტთა სიმრავლით ოდითგანვე გამოირჩეოდა მე–5–8 საუკუნეებით დათარიღებული წმინდა სოფიას გუმბათოვანი ბაზილიკა, აგრეთვე წმინდა ეკატერინესა და წმინდა მოციქულების ტაძრები.  სალონიკის სიმბოლოდ თეთრი კოშკი ლეფკოს პირგოსი ითვლება, ძველი თურქული ციხე, რომელსაც "სისხლიან კოშკსაც" უწოდებენ.  დღეს სალონიკი მსხვილი ფინანსური ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც დიდი ბაზრობები იმართება. სალონიკის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საკურორტო ადგილია, მათ შორის, სანი, ნიკიტი, სიტონია ნეოს მარმარასი და პორტო კუფო.
  • 10.
  • 11.