სადემონსტრაციო გაკვეთილი
გაკვეთილი ჩაატარამაძიებელმა სოფიობერიძემ
გაკვეთილის თემა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი_მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა_30
გაკვეთილის მნიშვნელობა: მოსწავლეებმა გაიხსენონ სიკეთესა და ბოროტებაზე
ნასწავლი გაკვეთილები, აფორიზმები და ხალხური გამონათქვამები. ისაუბრონ მათ
შესახებ დღევანდელობასთან მიმართებაში.
გაკვეთილის მიზნები: ჯგუფური მუშაობის უნარ¬_ჩვევების დაუფლება, მსჯელობის,
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დაცვა.
ეროვნულისასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები:
VI.1.მოსწავლე ავლენს ინფორმაციის მიღების და გადაცემის უნარ_ჩვევებს.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
*საუბრობს ნათლად და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს არავერებალურ
საშუალებებს.
VI.4.მოსწავლე მოსმენით განასხვავებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს ენობრივ
გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.
*სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისათვის აუცილებელ
ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს.
*ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს
მიღებულ ფორმალობებს.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ საკმაოდ ბევრ ნაწარმოებს სიკეთესა და
ბოროტებაზე.
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური, ჯგუფური.
შეფასება: მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასება, მისი დაკვირვება
მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე, მუშაობის პროცესზე. მოსწავლეების მიერ
განმსაზღვრელი შეფასება.
2.
სასწავლო მასალადა რესურსები:სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი: საორგანიზაციო საკითხები 2წთ.
A ფაზა(გამოწვევა)13წთ.
მოსწავლეთათვის თემის წარდგენა და სათაურის გააზრება.
ინდივიდუალური წერა: განვლილი ნაწარმოებებიდან დაასახელეთ თქვენთვის მისაბაძი
პერსონაჟი. პასუხი დაასაბუთეთ.
თ დიაგრამის შევსება გონებრივი იერიშით,,კეთილი ადამიანი”და ,,ბოროტი ადამიანი”.
B ფაზა(შინაარსის რეალიზება)23წთ.
მოსწავლეები კითხულობენ მათთვის უცნობ იგავ-არაკს: ,,მაგისტროსი კეისრისა”.
კითხვა_პაუზებით და ცხრილის შევსება. /რა მოხდება/ /რამ მიმანიშნა ამაზე/
/სინამდვილეში რა მოხდა/.
მოსწავლეები იყოფიან ოთხ ჯგუფად.მათ ეძლევათ დავალება. 1-ლი ჯგ. ემსახურება თუ
არა ტელევიზია კეთილშობილურ, საქველმოქმედო საქმიანობას? დაასახელეთ
რამდენიმე გადაცემა. მე_2ჯგ. როგორ გესმით იესი ქრისტეს სიტყვები: ,,მშიოდა და არ
მაჭამეთ, მციოდა და არ ჩამაცვით, მწყუროდა და არ დამალევინეთ?”პასუხი
დაასაბუთეთ განვლილი ნაწარმოებებიდან. მე_3ჯგ. რისი თქმა სურდა იესოს ამ
სიტყვებით: ,,ნუ გაიგებს თქვენი მარჯვენა, თუ რა გააკეთა თქვენმა მარცხენამ.” მე_4ჯგ.
ფიქრობთ თუ არა რომ ბოროტს სიკეთით უნდა გადაუხადოთ სამაგიერო? რომელი
მოთხრობებიდან და ლექსებიდან შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითები?
C ფაზა(გამთლიანება)7წთ.
მოსწავლეები აკეთებენ ასოციაციური რუკების კავშირს ანუ აბლაბუდას მოცემულ
თემასთან დაკავშირებით.
გაკვეთილის დასასრულ მოსწავლეები აფასებენ ჩატერებულ გაკვეთილს და ერთმანეთს.
საშინაო დავალება: ესე_,,ბოროტება ძლეული სიკეთით”.
თარიღი: 15. 04 2011 წ.