SlideShare a Scribd company logo
1 of 111
Download to read offline
1
მღვდელი
ავთანდილ მჭედლიანი
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურ-
ეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
თბილისი
2019
2
კონსულტანტი ახალქალაქის, კუმურდოს და კარის
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
ავტორი დახმარებისთვის მადლობას უხდის ისტორიულ
მეცნიერებათა დოქტორს, ირა სულთანიშვილს და
ისტორიკოს შორენა გულიაშვილს
ტექნიკური რედაქტორი თეა თაბაგარი
ISBN 978 - 9941 - 8 - 1806 – 6
3
წინასიტყვაობა
დღემდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სვა-
ნეთის და სვანური მოსახლეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანად
IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიოდი ემთხვევა
ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და გაძლიერებას (ბაღვაში
სვ. ძლიერი, მდიდარი).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ საზოგადო-
ებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ბაგრატიონთა სამეფო კარის
ტრადიციულ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული და საქართველოს სა-
ხელმწიფოებრიობის განმტკიცების ხელის შემშლელად მოიაზრება,
მათი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. შე-
იძლება ითქვას, რომ ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო გვართან
უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე მტრობა იყო
დამანგრეველი და საზიანო ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენს
ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ბაღვაშების (კახბერიძეების)
სავარაუდო კავშირს სვანეთთან. სწორედ ისინი არიან სვანთა
უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის აგებული სვანური არქი-
ტექტურის ფორტიფიკაციები რაჭა-ლეჩხუმში, მათი მმართველობის
პერიოდში აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, დუროებიანი კოშ-
კები და სამოსახლოები, სვანეთსა და ასევე რაჭა-ლეჩხუმში.
ნაწარმოებში განვითარებული ვარაუდით, ბაღვაშთა ლაშქარში
დიდი წილი ჰქონდა სვანურ ეთნოსს. ეს ვარაუდი პასუხს სცემს ბევრ
უპასუხო კითხვას. მართლაც, სად იმყოფებოდა იმ დროს სვანური
საომარი ძალა, რატომ არ მოიხსენიება იგი გამოკვეთილად, იმდრო-
ინდელი საქართველოს პოლიტიკური ან საომარი მოქმედების ისტო-
რიულ აღწერაში; ასევე, როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მას-
შტაბების აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში.
ნაწარმოებში განვითარებული მოსაზრებით, აღნიშნულ პერი-
ოდში, ბაღვაშთა ლაშქრის მიერ მოგებულ მრავალ ომში მოპოვებუ-
ლი სიმდიდრის მასშტაბურობა მათში მონაწილე სვან მოლაშქრეთა
მატერიალურ გაძლიერებას იწვევდა. ხვასტაგით გამდიდრებული
სვანი მეომრები, უკუმიგრაციის შემდეგ, ახდენენ მათივე საგვარე-
ულო ტაძრებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობას.
ამავე მოსაზრებით, ბაღვაშთა და მის მოლაშქრეთა მჭიდრო კავშირი
4
ბიზანტიასთან უნდა იყოს მიზეზი ქრისტიანული, კანონიკური,
მართლმადიდებლური კულტურის აღტყინებისა სვანეთში, სწორედ
ამ დროიდან ხდება თვითმყოფადი, სვანური ხატწერის სკოლის
ფორმირებაც.
ნაწარმოებში სეტის წმინდა გიორგის ოქრო-ვერცხლით მოჭე-
დილი ხატის მიმოხილვა, რომელსაც წმ. ექვთიმე თაყაიშვილი მთე-
ლი სვანეთის თავი ხატად მოიხსენიებს, და რომელიც, ჩუბინაშვი-
ლის მიერ, იმდროინდელ მსოფლიოში არსებული, ცხენზე ამხედ-
რებული წმ. გიორგის ხატებს შორის ნოვაციურ დასაბამად მიიჩნევა,
კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას ბაღვაშთა და სვანთა ერთობისა
და მათ ერთობლივ კავშირზე ბიზანტიურ ყოფით გარემოსთან.
ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომარი სვა-
ნური გვარები ბაგრატოვან მეფეთაგან დამსახურებულად იღებდნენ
წარჩინებულის ტიტულს, რომელთაგანაც, სვანეთში უკუმიგრაციის
შედეგად, უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვან-ვარგთა ფენა (ეს გვარები
XIV საუკუნის წერილობით წყაროებში მოიხენება, როგორც თავი-
სუფალი სვანეთის მოსახლეები). სხვა შემთხვევაში შეუძლებელია
ახსნა მოეძებნოს ამ ფენის საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტი-
ტულატურასთან. თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც
შეიძლებოდა ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშ-
რომში გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. ამ მხრივ ასევე
საყურადღებოა კახბერიძეების (იგივე ბაღვაშების) ადგილმოსახლეო-
ბა მესტიაში და მათი იქ გამოჩენის ნარატივი, სადაც კარგად ჩანს
სვანური თვითმმართველობის სიმტკიცე და უპირატესობა ყველა არ-
სებული საზოგადოებრივი ფენის, მათ შორის ბაღვაშების მიმართაც.
დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ
სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი თვითმმართვე-
ლობა, მიუხედავად იმისა, იგი თავისუფალი იყო, თუ რომელიმე
სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალობაში იმყოფებოდა.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სვანეთის შესახებ არსებულ უამრავ
მასალაზე მომუშავე მკვლევრებს, ამ მხარის ისტორიული განვი-
თარების მიმოხილვის სრულყოფაში, წარმოდგენილი ნაშრომი
დაეხმარება.
5
1. შესავალი
აღნიშნული ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად შე-
იკრიბოს ისტორიაში არსებული გარკვეული ფაქტები სვა-
ნეთის განვითარების შესახებ და მისი ადგილის წარმოსაჩე-
ნად საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული მეცნიერებ-
ის კომპეტენტური კვლევები ისტორიულ-გეოგრაფიული,
ეთნოგრაფიული და არქიტექტურული თვალსაზრისით,
დღემდე არ გვაქვს სვანეთის ისტორიული განვითარების
მეტ-ნაკლებად შეჯერებული, სრული საბაზისო კონცეფ-
ცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სვანეთზე
მომუშავე მკვლევრის მიერ ამა თუ იმ საკითხის განხილ-
ვის შემთხვევაში.
ამ საკითხის დაყენება საინტერესოა იმდენად, რამდე-
ნადაც მიუხედავად საკმაო ოდენობით არსებული წერი-
ლობითი მასალისა თუ ნარატივებისა, იგი არასაკმარისად
ანუ არასრულადაა გამოკვლეული, მათ შორის ქართველი
მკვლევრების მიერ. არადა, რიგი ფაქტორების გამო, სა-
ქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, სწორედ ეს კუ-
თხეა ყველაზე თვითმყოფადი, მოსახლეობის მხრივ ყვე-
ლაზე ავტოქტონური. სვანეთს საკუთარი, ქართველური
ენის და კუთხური კულტურის გარდა, შემონახული აქვს
ძველი ქართული ეთნიკურ-კულტურული მემკვიდრეობა.
საბედნიეროდ, სვანეთში ჯერ კიდევ მრავლად არის
შემორჩენილი ადგილობრივი თქმულებები, ზეპირსიტყვა-
ობის ნიმუშები, წერილობითი ძეგლები. ძველი არქიტექ-
ტურა წარმოდგენილია კოშკიანი სამოსახლოებით, უძვე-
ლესი მოხატული ტაძრებით და ქტიტორული წარწერებ-
ით, ხელნაწერი ოთხთავებითა და სხვა საეკლესიო წიგნე-
ბით, მათზე სხვადასხვა დროს დატანილი მინაწერებით.
მრავლად გვხვდება ჭედური და დაწერილი ჯვარ-ხატები,
6
ასევე წარწერებით. ყველაფერი ეს კრებსითობაში ისტორი-
ისთვის დიდი ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციისა,
რომელსაც ბევრი დღევანდელი წარმატებული ერი ინატ-
რებდა საკუთარი ისტორიის შესავსებად და გასამდიდ-
რებლად.
ასეთი ისტორიული რეალობის ფონზე, სვანეთის გან-
ვითარების ისტორიული აღწერილობა საკმაოდ ღარიბუ-
ლად გამოიყურება. მრავლადაა პასუხგაუცემელი კითხვე-
ბი, კითხვები, რომელიც არც კი დასმულა. სვანეთის პო-
ლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების
განხილვისას განსაკუთრებით საგულისხმოა დროის ის
მონაკვეთი, რომელიც მოიცავს IX-XIII საუკუნეებს. ისტო-
რიულად, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ყო-
ველივე ის, რითაც ასე ფასეულია დღევანდელი სვანეთი:
მისი თვითმყოფადი არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება,
ეთნოგრაფია, ქრისტიანულ რელიგიაზე დაყრდნობილი
ყოფა და სხვა მრავალი. ყურადღებას იქცევს ამ დროის-
თვის სვანეთში შემონახული ტაძრებისა და კოშკიანი საც-
ხოვრებელი კომპლექსების სიმრავლე და მასში მცხოვ-
რები იმ ადგილობრივი გვარების ავტოქტონურობა, რომ-
ლებიც დღემდე მიმაგრებული არიან თავიანთი გვარის
მიერ აშენებულ უძველეს საგვარეულო ტაძრებს. აღნიშ-
ნული ტაძრები და კოშკები ამ გვართა მიერ უმეტესად
IX-XIII საუკუნეებშია აშენებული, მოხატული და მათ
მიერვე ყველა საღვთისმსახურო ინვენტარით დაკომპლექ-
ტებული. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ ძვი-
რადღირებული პროცესია. ეს რეგიონი კი ტრადიციულად
არ გამოირჩევა შესაბამისი მატერიალური დოვლათის
ფლობით. ასეთი საინტერესო მოვლენა სათანადოდ არ
არის გამოკვლეული და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვით
საკითხიც არ არის სათანადოდ დასმული.
7
სვანეთის ისტორიულ საბუთებს, რომლებიც თემის
განსახილველად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაყენებე-
ლი წყაროა, ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ვ. სილოგავამ
[სილოგავა ვ. თბ. 1986 წ.]. გარდა იმისა, რომ აღწერილი,
დათარიღებული და გაშიფრული აქვს აღნიშნული მინაწე-
რები, ავტორს ასევე სრულყოფილად აქვს გაანალიზებუ-
ლი იმდროინდელი ყოფა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილ
მინაწერებს შორის, სვანეთის მკვლევრებისთვის მნიშვნე-
ლოვანი საბუთებია 61-ე, დაწერილი სეტის მთავარმოწამე
საყდრის შვილთა [სილოგავა ვ. 1986 წ. გვ.155]; me-12 საბუ-
თი, წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა
სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. [იქვე, გვ.112]; მე-15 საბუ-
თი, დაწერილი მეჭურჭლე მიქაელ კუჭაიძისა ბალსზემო
სვანეთის ხევისადმი [იქვე, გვ.115]; ადიშის ოთხთავის №3
მინაწერი ნიკოლაოს ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა [იქ-
ვე, გვ.48] და სხვა მრავალი საბუთი, რომელთა ანალიზით
იკვეთება სვანეთის ყოფა და დღეს არსებული გვარების
სიძველე. კვლევებისთვის დიდად სასარგებლოა არსებუ-
ლი ფოტომასალაც, რომლის ავტორებიც არიან ვიტორიო
სელა - იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი; დიმიტ-
რი ივანეს ძე ერმაკოვი - რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალი-
სტი და ეთნოგრაფი. ასევე სხვა ფოტოგრაფებიც, რომელ-
თა ფოტოების მოპოვებაც ბევრ დამატებით ფაქტს მოჰ-
ფენს ნათელს. ვიტორიო სელას მიერ სვანეთში გადაღე-
ბული, მისივე არქივში არსებული 800-მდე გაუმჟღავნე-
ბელი ნეგატივი ელოდება დღის სინათლეს, რომელიც კი-
დევ უფრო გაამდიდრებს ისტორიულ თვალთახედვას სვა-
ნეთზე. არსებული ფოტოების ანალიზი ნათლად წარმო-
გვიდგენს ძველი სვანეთის გადაღების მომენტში შემორ-
ჩენილ კოლორიტს, რომელმაც ასეთი დიდი სისწრაფით
იწყო არასასურველი ფუნქციონალური რღვევა, ჯერ კი-
დევ რუსეთის იმპერიის შემოსვლის დროს, XIX საუკუნის
8
მეორე ნახევარში (მცირე მასშტაბებით), ხოლო XXI საუ-
კუნის დასაწყისში ამ პროცესმა კატასტროფული სახე მი-
იღო. სვანეთის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწ-
ვდიან სხვადასხვა დროის მოგზაურები: XIX საუკუნის
ისტორიკოსი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი, ბერი ბა-
ქრაძე (ალექსი ბაქრაძე); ივანე ბარტოლომეი - რუსი არქე-
ოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურ-
გის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მან თავისი დიპლო-
მატიური მისიით მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაუ-
რობა თავისუფალ სვანეთში“; გრაფინია-პროსკოვია უვაროვა
1853 წ. [Поездка в вольную Сванетию; Кавказ, Путевые за-
метки]; ე. თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია
ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს; ბარდაველიძე ვერა -
„ქართველ ტომთა უძველესი სარწმუნოება და საწესო
გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი 1957 წ. [Древнейшие
религиозные верования и обрядовое графическое
искусство грузинских племен В. В. Бардавелидзе.
Редактор: Г. С. Читая. Академия Наук Грузинской ССР ;
Институт Истории имени И. А. Джавахишвили.];
დეკანოზები იოანე და გიორგი მარგიანები, და სხვა.
წინარე პერიოდის სვანეთის ისტორიისთვის ერთ-ერ-
თი საუკეთესო ნაშრომია დავით მუსხელიშვილის „საქარ-
თველო IV-VIII საუკუნეებში“. ეს სახელმძღვანელო ღირე-
ბულია მისი თანაავტორების ისტორიულ-გეოგრაფიული
თვალთახედვით და ამ საკითხში მათი დიდი კომპეტენ-
ციით.
-------------------------------
2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I- IX
სს.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ასე აღწერს სვანების
ადგილმოსახლეობას I ს-ში, სტრაბონის მიხედვით:
9
„სვანები დიდი ტომია - 200 000 მებრძოლი ჰყავთ.
ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა
იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი, ანუ
სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფი-
ლა. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია, მცირე ტე-
რიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვა-ნები?
დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებთან, კოლხების მაღლა,
ცხოვრობდნენ ასევე ქვეყნის სიღრმეში - მთიელი ტომების
მეზობლად. დიოსკურია - ჩვენი კვლევით, ტრა-პეზუნტის
მხარეს მდებარეობდა, ოფრიზეს ქვემოთ. მისი სანაპირო
ვიწრო ზოლის მაღლა მთებში ჩანს ქალდების,
ტიბარენების, მესხების რეგიონში, კოლხების მაღლა ცხო-
ვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გუ-
რიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების
სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები ცხოვრობენ რი-
ონის ხეობიდან ვიდრე ოფრიზემდე (დიოსკურიამდე).
ცხადია, დაახლოებით 0,5-0,8-მილიონიანი ხალხი მცირე
ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ბუნებრივია, ისინი
თანამედროვე სვანეთშიც ცხოვრობდნენ. მათ ქვეყანაში
ჩამოჰქონდა მდინარეებს ოქროს მარცვლები დასავლეთის
იბერიის მსგავსად, და მათაც იბერებს უწოდებენო, წერდა
სტრაბონი. ასეა თუ ისე, იბერია დასავლეთ საქართველოს
ერქვა, რადგანაც იქ მცხოვრებ ისეთ დიდ ტომს, რო-გორიც
იყვნენ სვანები - ზოგიერთი ძველი ისტორიკოსი იბერების
სახელითაც იცნობდა.
სტრაბონის ეს ცნობა ეთანადება ჩვენს ეროვნულ
წყაროს - „ქართლის ცხოვრებას“, რომლის ცნობითაც ეგ-
რისი ანუ დასავლეთ საქართველო ფარნავაზის შემდეგ
მუდამ ქართლის სამეფოს ნაწილს შეადგენდა და მას ქარ-
თლი ანუ იბერია ეწოდებოდა, აღმოსავლეთ საქართვე-ლოს
მსგავსად“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ.14 .]
10
„თ. ყაუხჩიშვილი თავის წიგნში - „სტრაბონის გეოგ-
რაფია“ წერს: „სტრაბონის ცნობით, კოლხები მოხსენებუ-
ლნი არიან არა იბერია ალბანიის გაყოლებაზე, არამედ
უფრო სამხრეთით - არმენიის გასწვრივ“ [ყაუხჩიშვილი თ.
1957 წ. გვ. 21].
ამავე მოსაზრებას, რომ კოლხები ცხოვრობენ არმე-
ნიელების და არა იბერების გასწვრივ, სტრაბონი სხვაგა-
ნაც იმეორებს. „ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ
იბერიელები და ალბანელები კოლხებს ზემოთ მაცხოვ-
რებლებად არიან გამოცხადებული“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957
წ. გვ. 21].
აქედან ჩანს, რომ კოლხეთი - იბერიის სამხრეთით
(სამხრეთ-დასავლეთით) მდებარეობდა. მართლაც, ის
მოიცავ-და (სტრაბონის ცნობითვე) ტრაპეზუნტის რეგი-
ონს, მიმართულს ჭოროხის ხეობისაკენ.
თავის თხზულებაში სტრაბონი დაბეჯითებით და რამ-
დენჯერმე იმიტომ უთითებს მდინარე ფასისის სათავის
არმენიასთან სიახლოვეზე, რომ მას ფაზისად მიაჩნია მდ.
ჭოროხი. მხოლოდ ასეთი განლაგების შემთხვევაში აღმოჩ-
ნდება კოლხეთი იბერიის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო
იბერია კი მის „ზემოთ“.
თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ უბრუნდება ამ საკითხს
და წერს: „სტრაბონის მეორე რიგის ცნობებში კოლხიდა
ისეა განსაზღვრული, რომ ის აღმოსავლეთითაა კაპადო-
კიისაგან, ერთ ხაზზეა არმენიასთან და იბერია და ალბა-
ნია მასზე უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობენ“
[სტრაბონის გეოგრაფია, 1957 წ. გვ. 283].
აშკარაა, რომ სტრაბონის ამ ცნობების მიხედვით, კო-
ლხიდა მდებარეობდა არა „იბერიის გასწვრივ“ ე.ი. დასავ-
ლეთ საქართველოში, არამედ „არმენიის გასწვრივ“ ტრა-
პეზუნტ-ჭოროხის რეგიონში, ანუ ისტორიული საქართვე-
ლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რადგანაც კაბადოკი-
11
ასთან კავშირშიც ახსენებს სტრაბონი კოლხეთს, ჩანს, მი-სი
ერთი ნაწილი ტრაპეზუნტის დასავლეთითაც მდება-
რეობდა.“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ. 3].
უფრო მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში, რომ-
ის იმპერიამ ფაქტობრივად ორ - დასავლეთ და აღმოსავ-
ლეთ ნაწილად დაყოფა დაიწყო. კონსტანტინე კეისრის
მმართველობით [306-337 წწ.], იმპერიის დედაქალაქმა 330
წელს ბოსფორის სრუტესთან არსებულ ქალაქ ბიზანტი-
ონში დაიდო ბინა და ამ დროიდან, მეცნიერების მიერ,
იმპერია ბიზანტიად იწოდება [მუსხელიშვილი დ. 2003 წ.
გვ.5]. ამავდროულად, ხდება სასანიდური ირანის იმპერიის
ზრდა და მისი საზღვრების დაახლოება ბიზანტიასთან.
ბუნებრივად იწყება მათ შორის დაპირისპირება სასაზ-
ღვრო ტერიტორიების გამო, რომლებშიც ამიერკავკასია და
მათ შორის საქართველოც მოექცა. IV საუკუნის ბოლოს,
სპარსეთის მეფე შაბურ II შემოიჭრა ქართლის სამეფოში.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპარსეთმა ქართლის სამე-
ფო დაიქვემდებარა [იქვე, გვ.55]. 373 წლისთვის, ამ ორ
იმპერიას შორის, ქართლის სამეფო ორად განაწილდა:
დასავლეთი (ეგრისი) - რომს, აღმოსავლეთი კი ირანს ერ-
გო [იქვე, გვ.60].
VI საუკუნის ისტორიკოსის, მენანდრე პროტექტორის
ცნობით, ბიზანტიის არქივში არსებობდა სია ეგრისის
მეფეებისა, რომლებიც სვანებს მმართველებს უნიშნავდენ.
ეს ნუსხა IV საუკუნის ბოლოდან V ს-ის 90-იან წლებამ-
დეა [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ.160მ].
ამ დროის ეგრისის სამეფო მთელ დასავლეთ საქარ-
თველოს მოიცავს - კავკასიონიდან ტრაპიზონამდე და
მდინარე ფსოუდან ლიხის ქედამდე. ჩრდილოეთით სა-
ზღვარი კავკასიის ქედზე გადის. ლიხის ქედი და კავ-
კასიონი ეგრისის შემადგენლობაში მყოფი სვანეთის ტე-
რიტორიის საზღვარიცაა. [Geographie de Moise de Corene d
12
après Ptoimee. 1881 წ. გვ.27]. ეგრისის მეფეების და სვანთა
ურთიერთობების შესახებ ბიზანტიური წყაროების მიხედ-
ვით, სვანეთი ისეთივე ნაწილია ეგრისისა, როგორც აფ-
შილეთი და მისიმიანეთი. ორივე ამ ტომს სვანებად მო-
იხსენიებენ [ყაუხჩიშვილი ს, 1936 წ. მისიმიანთა ტომი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,Iგვ. 275-
280];
321
[მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილე-
ბის საკითხისთვის. ჟურნალი „არტანუჯი“№10, 2002წ. თბ.]
მისიმიანთა ერთ-ერთ ციხეს „სგიმარის“ ციხე ჰქვია, სვა-
ნურად - მჟავე წყალი. ასევე აფშილეთის ცენტრთან, წებე-
ლეს მახლობლად, „ფუსტის’’ ციხეა (სვანურად - მთავრის)
[მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.112,გვ.110] სვანებთან
ეგრისის მეფეების ურთიერთობა მაინც განსხვავებულია.
ამ განსხვავებაზე მიუთითებს პროკოპი კესარიელი, წერს
რა სვანებსა და ლეჩხუმელებზე ერთად. „ეს ტომები ლაზ-
თა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მაცხოვრებლებს მთავრე-
ბად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარს
აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე
მთავარი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ.“ [პროკოპი კე-
სარიელი „გეორგიკა“, II ტ. 1965 წ. თბ. გვ. 126-127].
ლაზთა მეფეს უნდა „გაეგზავნა სვანთა მთავრობის
ნიშნები ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ ის სვანი უნდა ყო-
ფილიყო“ [მენანდრე პროტიქტორი. „გეორგიკა“ III ტ. 1936
წ. თბ. გვ.224]. ეს არ არის აუცილებელი პირობა სხვა
ტომების შემთხვევაში. მიუხედავად სვანთა
ქვეშევრდომობისა და მათ მიერ ბეგარის გადახდისა,
სვანებს პურით და სხვა მათთვის აუცილებელი
პროდუქტით (ღვინო, მარილი და სხვ.) ეგრისის მეფე
ამარაგებდა [მენანდრე პროტექტორი „გეორგიკა“, III ტ.
1936 წ. გვ. 214]. ეგრისელები თვითონ ყიდულობდნენ ამ
13
პროდუქტებს სხვა ქვეყნებში [პროკოპი კესარიელი,
„გეორგიკა“ 1965 წ. გვ. 73,74,96]. უეჭველია, რომ სვანთა
თვითმყოფადი ტომიც მოიაზრება ლაზების იმ
სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ღირსებებსაც
ჩვენთვის ასე სასიამოვნოდ აღწერს რომაელი აგათა სქო-
ლასტიკოსი: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლა-
ზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყო-
ბენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედ-
მაღლობენ, შესაძლოა არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტო-
მებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებ-
არებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სა-
ხელგანთქმული მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდ-
რის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც
თავისი მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე
ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ისინი უკვე არც
ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწე-
ვიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიან-
თი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი
სახე მიუციათ. [აგათა სქოლასტიკოსი, „გეორგიკა’’,1936 წ.
გვ.50-51].
IV საუკუნეში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო
რელიგია, შემოდის ქართლში და ასევე ეგრისში [მუსხე-
ლიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. გვ.127; ანალიზი გა-
კეთებულია ნ. ლომაურის მიმოხილვის საფუძველზე. ლო-
მოური ნ., დასავლთ საქართველო [ეგრისი] IV-V სს., სინ, II
გვ. 170-188; ЛОМОУРИ Н.Ю. ЗАПАДНАЯ ГРУЗИЯ-ЭГРИСИ
[ЛАЗИКА]В IV-V ВВ.ОИГ, II,СТР.122-140]. ქალკედონური
კრების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ მკვიდრდება
მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც განმსაზ-
ღვრელი ფაქტორი ხდება ქართველთა პოლიტიკური და
კულტურული განვითარების, ასევე საფუძველი ხდება
ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისა.
14
ახლადშემოსული რელიგია არ დარჩენილა ბერძ-
ნულენოვნად. ქართულმა ასომთავრულმა დამწერლობამ
საფუძველი შეუქმნა საეკლესიო და საერო მწერლობას, რაც
ქართული სახელმწიფოს მაღალი კულტურული დონის
მაჩვენებელია. ამან კიდევ უფრო გაამყარა აგათა სქოლას-
ტიკოსის ცნობა ლაზების შესახებ.
სვანები დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად
იბერიზებული ტომია და ეს მოსაზრება კიდევ უფრო
მტკიცდება V საუკუნის მეორე ნახევარში. ჩვენი ქვეყნის
ისტორიის ეს მონაკვეთი ვახტანგ გორგასლის ეპოქად
იწოდება.
მირდატის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ,
ქართლი იმართება დაობლებული 7 წლის ვახტანგის დე-
დის, საგდუხტის მიერ. რანის და მოვაკანის სპარსელი
ერისთავის, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მარზპანის, ბარ-
ზაბოდის ამ ქალიშვილის მმართველობის პერიოდში გაძ-
ლიერდა ირანის გავლენა ქართლში [მუსხელიშვილი დ.
2003 წ. გვ.143]. 373 წლიდან აღნიშნულ დრომდე ქართლი
ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილადაა გაყოფილი,
ხოლო სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები მათ მიერ არ
კონტროლდება. იწყება ვახტანგის დაუღალავი ბრძოლა
ქვეყნის კონსოლიდაციის და საქართველოს ეკლესიის და-
მოუკიდებლობის მოპოვებისათვის.
შაჰინშაჰ პეროზს (459-484 წწ.) ახლდა ახალგაზრდა
ქართველი მეფე ჰუნ- კიდარეტებთან ომში [მუსხელიშვი-
ლი დ. 2003 წ. გვ.146]. რვა წელიწადი დაჰყო აღმო-
სავლეთში ვახტანგმა. იქიდან, სავარაუდოდ, 466 წელს
უნდა დაბრუნებულიყო, როცა ამიერკავკასიას, ჩრდილო-
ეთ კავკასიელ მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად,
დარიალის მხრიდან ჰუნ-სარაგურთა ტომი შემოესია.
უდიდესი სამხედრო გამოცდილებით დაბრუნებულმა
ვახტანგმა ილაშქრა დარიალზე, განდევნა მტერი და „შექ-
15
მნა კარნი ოვსეთისანი“ [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955 წ.
თბ. გვ.156]. ჩრდილოეთიდან ქართლის უსაფრთხოების
შექმნის შემდეგ, იგი გადავიდა აფხაზეთში ანუ დასავ-
ლეთ საქართველოში. [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955წ. თბ.
გვ.157].
IV საუკუნის მეორე და V საუკუნის პირველ ნახევარ-
ში, გუბაზ მეფის დროს, ეგრისი ძლიერ დასუსტებულია.
თუ ადრე ეგრისის სამეფოში მთელი ჭანეთი თავის
ზღვისპირეთიანად შედის [Армянская география VII
века,1877, გვ.16], 465 წლისათვის ეს საზღვარი დღევან-
დელ ხოფასთანაა. ცოტა უფრო ადრე, მდინარე ლაღიძგას
და მდინარე კოდორს შორის არსებული ტერიტორიაც ბი-
ზანტიას მიუტაცია [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.152]. ამ
პერიოდში სვანთა და ლაზთა შორის ომი მიმდინარეობს -
ახლო წარსულში ლაზთა მიერ სვანებისთვის წართმეული
ციხეების დასაბრუნებლად, რომელშიც ამ უკანასკნელებს,
მათივე თხოვნით, იბერები და სპარსელებიც ეხმარებიან
[მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.156]. სავარაუდოდ, 466 წლის
სვანების აჯანყება ლაზების წინააღმდეგ ვახტანგის ინსპი-
რირებული უნდა ყოფილიყო [ბოგვერაძე ა. პრისკე პანიო-
ნელის ერთი ცნობის შესახებ, ივ. ჯავახიშვილის დაბადების
100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1976წ.
გვ.197].
ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ბარტოლომეის აზრით,
ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულ ვახტანგის სახელს მი-
უცია საბაბი ლეგენდისთვის, რომელიც მოჰყავს ვახუშტი
ბატონიშვილს: სვანეთში ინახებოდა ძვირფასი კანკელი
მცხეთის ეკლესიისა, რომელიც ვახტანგ გორგასალს უნდა
ჩამოეტანა ინდოეთიდან. ვახუშტი წერს: „ოდიშის აღმო-
სავლეთით არის ეცერი (ეწერი). აქა არს ეკლესია სვეტად
(სეტად) წოდებული, სახიზარი სვეტიცხოველის სამკაულ-
საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის ცხოველის კან-
16
კელს ყოფას დღესაცა, რომელი მოიღო გორგასალ ინდო-
ეთიდამ, წითლის იაგუნდის ქმნილი.“ ბერი ბაქრაძეც იშვ-
ელიებს ვახუშტის სიტყვებს: „სოფელსა სვანეთისა ბეჩოს
უწოდებენ, ეკლესიასა მათსა, სეტისას, რომელსა შინა და-
ხიზნული ყოფილა კანკელი მცხეთის ეკლესიისა (რომე-
ლიცა მოუტანია კანკელი იგი ძვირფასი თვლებისა
ინდოეთით ვახტანგ მეფეს გორგასლანს...“ [თაყაიშვილი ე.
1930 წ. პარიზი. გვ.195]. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია
კანკ-ელის სვანეთში მოხვედრის დრო და გარემოება, ეს
მოვლენა გორგასლის სვანეთთან ახლო ურთიერთობის
ერთ-ერთ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს.
ბიზანტიის იმპერიის მოუცლელობამ, რომელიც გარ-
კვეული ისტორიული პირობებით იყო განპირობებული,
ვახტანგ მეფეს საშუალება მისცა, დაეწყო მთელი დასავ-
ლეთ საქართველოს შემოერთების სამწლიანი პროცესი,
რაც 469 წელს წარმატებით დაასრულა [გოილაძე ვ. ვახტანგ
გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ. გვ.100]. ამრი-
გად, V საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ეგრისი უერ-
თდება ქართლს - მარგვის, თაკუერის, შიდა ეგრისის და
სვანეთის საერისთავოებად. აქედან პირველი მათგანი IV
საუკუნის ბოლოს ეგრისის მიერ მიტაცებულად ითვლება
და ჩვეულებრივ შეუერთდა ქართლს, ხოლო შიდა ეგრისს
და სვანთა ერისთავს სანქციით თვით შაჰი ნიშნავს (ჯუ-
ანშერის მიერ დასახელებული სიმნაღირი) [მუსხელიშვი-
ლი დ. 2003 წ. თბ. გვ.161-162]. ვახტანგი უბრუნებს ქარ-
თლის სამეფოს კლარჯეთს, აჭარას, სამცხეს და არტაან-
ჯავახეთს, ჩრდილო-დასავლეთ საზღვრით, მდინარე კელა-
სურამდე [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ. 163].
ვახტანგის დროს ქართლი თითქმის მთელ დასავ-
ლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს. ჯუან-
შერს ჩამოთვლილი ჰყავს მთავრები ცხრა სამხედრო ად-
მინისტრაციული ერთეულისა. ეს მთავრები არიან არა
17
ეთნიკური პრინციპით მმართველები, არამედ მათი მმარ-
თველობა დამყარებულია ლაშქრის ორგანიზაციის პრინ-
ციპზე [მუსხელიშვილი დ. იქვე, გვ. 164]. მათ შორისაა
სიმნაღირიც - ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა.
ვახტანგის დროს ხდება დიოფიზიტი ეპისკოპოსის,
მიქაელის ქართლიდან გაძევება და კუთვნილი ავტო-
კეფალიის სამართლიანად მოპოვება. ქვეყანა დაიყო საე-
პისკოპოსოებად და დადგინდა კათოლოკოსი. ამ დროს არ
არის ცნობილი, რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართვე-
ლოს ეკლესიაში. მხოლოდ VI საუკუნის ბოლოს და VII
საუკუნის დასაწყისში ჩანს ფაქტი, როცა ხდება კირიონის
მიერ გუგარეთისა და ეგრისის მთავარეპისკოპოსის ხელ-
დასხმა [იოანე დრასხანკერტელი, 1937 წ. გვ.9] წინანდელ
წესთა მაგალითისამებრო, აღნიშნავს ავტორი. რადგან VI
საუკუნის პირველ ნახევარში, ირან-ბიზანტიის ომის
დროს, ეს მოვლენა წარმოუდგენელია, „წინანდელში“ მო-
სააზრებლად რჩება მხოლოდ V საუკუნის მეორე ნა-
ხევარი. ეს არის სავარაუდო დრო, როდესაც ქართულ
მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიეღო.
ირანის ვასალობაში მყოფმა ვახტანგ გორგასალმა მო-
ახერხა ბიზანტიასთან პოლიტიკური მორიგება და სავა-
ჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა. ამ დროს
აშენდა თბილისი, უჯარმა და მრავალი ტაძარი; მოხდა
საეკლესიო მსახურებისთვის იერუსალიმური ლიტურგიკის
შემუშავება, რომელმაც X ს-მდე, ბიზანტიიდან შემოსული
ლიტურგიკის დამკვიდრებამდე იარსება.
გეგმაზომიერად გატარებული საშინაო და საგარეო
პოლიტიკისა და ავტოკეფალიის მოპოვების შედეგად,
პეტრე კათალიკოსის მწყემსმთავრობით, მივიღეთ ერთმორ-
წმუნე, ავტოკეფალური ეკლესიის მქონე ერთიანი ქარ-
თული სახელმწიფო. ასე რომ, გორგასლისეული საქარ-
თველო არის ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფო,
18
შემოერთებული მთით და ერთმორწმუნე ეკლესიით
გაერთიანებული.
„523 წელს, იუსტინეს მეფობის დროს, „ლაზთა მეფე
წათი გაჯავრდა და ჩამოშორდა სპარსეთს...“ [“გეორგიკა“ III
ტ. იოანე მალალა, 1936 წ. თბ. გვ. 263-264]. „მივიდა იუსტინე
მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და
სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და
აკურთხა“ [„გეორგიკა“ IV ტ. თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941
წ. თბ. გვ.77-78].
ამავე წელს დასავლეთ საქართველო გამოეყო ქართლს
და თავისი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. მხოლოდ სვანები,
რომლებიც ჯერ კიდევ V საუკუნის 60-იან წლებში
გამოეყვნენ ლაზებს, 523 წელს კვლავ ქართლის შემადგენ-
ლობაში არიან. 530 წელს ისინი სპარსელების მხარეს,
რომაელების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არიან მოხ-
სენიებული [“გეორგიკა“ II ტ. პროკოფი კესარიელი, 1965 წ.
თბ. გვ.55].
როგორც ვხედავთ, IV-VI საუკუნეებში, არც ლაზთა
სამეფოს (ეგრისის) დომინირების და არც ვახტანგ გორ-
გასლის ეპოქაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს
არ ჩაუვლია სვანთა, როგორც თვითმყოფადი რეგიონა-
ლურ-ეთნიკური ერთეულის თანამონაწილეობის გარეშე.
ისინი მჭიდროდ ესაზღვრებიან აღმოსავლეთიდან
ქართლს, ჩრდილოეთიდან კავკასიის მესაზღვრეები არიან,
ხოლო სამხრეთში ეგრისს საზღვრავენ მარგვის ტერიტო-
რიასთან არსებული ციხე-სიმაგრეებით. სვან-ეგრისელთა
პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთო-
ბის წილის ზრდა იკვეთება. ამ ურთიერთობის გაფარ-
თოება-გაძლიერება სვანეთის მიმართულებით ხდება
ლაზების მონათესავე „მეგრთა“ ტომის ანუ მეგრელთა
მიერ [Меликишвили Г. 1959 წ. გვ.382]. იმ დროისთვის
მეგრელები სახლობდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერი-
19
ტორიაზე და ქვემო იმერეთში ანუ შიდა ეგრისში [მუს-
ხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.105].
IV-VI საუკუნეებში სვანების გავლენა, სავარაუდოდ,
ქუთაისი - სკანდა - შოროპანი - როდოპოლისის გრძივის
ჩრდილოეთით ვრცელდება; ყოველ შემთხვევაში, ეს ტერი-
ტორია მათი კონტროლის ქვეშაა და ამ დროს აღნიშნულ
ტერიტორიაზე სხვა ქართული ეთნიკური ერთეული არ
ფიქსირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ სამხრეთი-
დან ლაზთა, იგივე მეგრთა ტომები საზღვრავენ ზემოთ
მითითებულ ტერიტორიებამდე. ზემო ეგრისი ანუ მარგვი
არის ის ტერიტორია, რომელიც იბერიისთვის დასავლეთ
საზღვარს წარმოადგენს. სვანთა და ლაზთა ტრადიციუ-
ლი საზღვარიც ამ ადგილებში უნდა გადიოდეს. წართმე-
ული ციხეები, მარგვი (არგვეთი) კი საზღვრის ჩრდილო-
ეთით ანუ სვანთა მხარესაა.
VIII საუკინიდან (740 წ.) ჩნდებიან უკვე არგვეთის
მთავრები, წმინდანები - დავითი და კონსტანტინე. არსე-
ბობს მოსაზრება, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს მიეკუთ-
ვნებიან და თუ გავითვალისწინებთ მათ გარდაცვალებასა
და ბაღვაშთა ამ ადგილას გამოჩენას შორის დროის
სიმცირესა და ისტორიული მოვლენების განვითარებას, ეს
მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ამ
პერიოდში გვარების ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ
არის აქტიურად დაწყებული და თვით ბაღვაშნი (ბაღვაში
სვანურად ძლიერ, უაღრესად შეძლებულ კაცს ნიშნავს) არა
გვარს, არამედ დიდ თემურ ოჯახს წარმოადგენენ.
მხეიძე-მხეციძე ფეოდალური გვარი კი საქართველოს
ისტორიაში XV საუკუნიდან ჩნდება. ბაღვაშების მიერ
სამოსახლოდ ამ მიდამოების შერჩევა, სავარაუდოდ, რკინის
დამუშავებისთვის აუცილებელი მადნეულის არსებობამ
გამოიწვია, რაც ასე მრავლადაა იმ მხარეში (დღევანდელი
საჩხერე-ჭიათურის რაიონი). სამჭედლო საქმიანობით
20
დაკავება, ბუნებრივია, იმდროინდელი საომარი აღჭურ-
ვილობის მქონე ადამიანური რესურსის ფლობას გულის-
ხმობს. ეს კი უდავოდ გვარის და მისი მმართველობის
ქვეშ მყოფი რეგიონის მზარდი სიძლიერის ნიშანია, რაც
გამოაჩინა კიდეც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ.
---------------------------------
3. სვანეთის ტაძრები IX-XIII საუკუნეებში და მათი
უეცარი აღმშენებლობა
სვანური საგვარეულო ტაძრების სიმრავლით ლატა-
ლის თემი გამოირჩევა. აქ შვიდ ათეულამდე საძვალე და
სამლოცველოა განთავსებული. ტაძრების უმრავლესობა,
საგვარეულო კოშკებთან ერთად, IX-XI საუკუნეებშია აგე-
ბული, ძირითადად იმ გვარების მიერ, რომლებიც დღე-
საც ამ ტაძრების მოკილები ანუ გასაღების მფლობელები
არიან. [იხ. ლატალის თემში გვარები და მათი კუთვნილი
ტაძრები, ცხრ. №37].
მესტიაში: ჩართოლანები - ლეხთაგის წმ. ღვთის-
მშობლის შობის სახელობის ტაძარი; ხერგიანები - ლეხ-
თაგი -იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი; მარგიანები -
ლანჩვალის მთავარანგელოზის ტაძარი; ფალიანები, ნიგუ-
რიანები, მჭედლიანები და რატიანები - წმ. გიორგის
ჯგრააგის ტაძარი სეტში; კახბერიძეები - ფუსდის
მაცხოვრის სახელობის ტაძრის გვარები არიან. ასევეა მუ-
ლახში, იფარში, კალაში, უშგულში, ბეჩოში, ეცერსა და სხვა
თემებში. ტაძრები და კოშკები კონკრეტული გვარის ან
გვარების განსახლების არეალში შენდებოდა, მათ მიწაზე
და მათივე სახსრებით. მათ მიერვე ხდებოდა ამ ტაძრების
დამშვენება ჯვარ-ხატებით, ოთხთავებით და სხვა ხელ-
ნაწერი წიგნებით; ასევე ბარძიმ–ფეშხუმით და ღვთის-
მსახურებისთვის საჭირო ყველა ნივთით. გამორჩეული
21
მხატვრების მიერ, გვარისვე სახსრებით, იხატებოდა
ტაძრები. ამშენებელი გვარები იწოდებოდნენ კონკ-
რეტული ტაძრის გვარებად, ხოლო ის გვარი, ვის მიწა-
ზეც შენდებოდა ტაძარი, ხშირად ითავსებდა მეკლიტუ-
რის, იგივე მოკილის ფუნქციებს.
XI საუკუნეში სვანეთში აგებული ტაძრებიდან სეტის წმ.
გიორგის ტაძარი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რო-
გორც არქიტექტორული თვალსაზრისით, ისე მოცულობით
(მისი სიგრძე-სიგანე 25X9მ-ია). მთელ სვანეთში ეს ერთად-
ერთი გუმბათიანი ტაძარი იყო, სადაც ინახებოდა ამ ტაძ-
რისთვის შეწირული, მთელი ხეობის სიძლიერის სიმბოლო -
დროშა ლემი. წმინდა გიორგის სალოცავს აგებისთანავე მიე-
ნიჭა სრულიად სვანეთის სალოცავის სტატუსი. შთამ-
ბეჭდავია ამ ტაძრის შემომწირველთა რანგი და შემოწი-
რული ძვირფასი ნივთების ჩამონათვალიც (მსგავსი დონის
სიმდიდრე არცერთ სვანურ ტაძარს არ გააჩნია).
მაცხოვრის ხატი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი; ასევე
წმ. გიორგის ხატი ოქროთი და ვერცხლით მოჭედილი;
ხის ჯვარი ოქრო–ვერცხლის ფირფიტებით შემკული; მთა-
ვარანგელოზის ოქროს ხატი, ღვთისმშობლის ხატი ოქროს
ბასმით მოცული; ხის ჯვარი; მაცხოვრის ორი ხატი,
ვერცხლით ნაჭედი (ზომებით 41–31 სმ. და 20–15 სმ.),
ვერცხლით წნული ჯვარი (25–26 სმ.), ხის სამწერობელი,
მოოქროვილი ვერცხლით შემკული ჯვრის სახით; მეორე
ვერცხლისტარიანი და ვერცხლითვე მოჭედილი ხის სამ-
წერობელი (44-45 სმ.); დროშა ლემი, მოოქროვილი
ვერცხლის ბუნიკით; ორი ვერცხლის დოქი - ერთი გიორ-
გი მესამის, მეორე კი, სავარაუდოდ, თამარ მეფის მიერ
შემოწირული; სამი ვერცხლის ჩაფი, იმერეთის მეფე
ბაგრატ V-ის და მისი მეუღლის, თამარ დედოფლის მიერ
შემოწირული; ვერცხლის სასანთლე, ბრინჯაოს საცეცხ-
ლური (სირიული); ალექსანდრე მეფის მიერ შემოწირული
22
დიდი და მცირე ზომის ორი ზარი, რიპიდები (სამღვდე-
ლო მსახურებისთვის გამოსაყენებელი ნივთი); ვერცხლის
სირინოზი, ჩამოსხმული საკმევლის შესანახი 41 სმ.
სიმაღლით; ვერცხლის ორი ბარძიმი; ჯვარცმის პატარა
ხატი ოქროსი, რომელიც სავარაუდოდ სახარების ყდის
ზედაპირია (თაყაიშვილმა ვერ მოიძია, შემდგომ ნიჟარაძემ
ჩამოუტანა თბილისში). ეს არის არასრული ჩამონათვალი
იმ საგანძურისა, რომელიც აღწერისა და შედარების შემ-
დეგ, უცვლელად და უდანაკარგოდ გადაეცა მუზეუმს XX
ს-ის 30-იან წლებში. მანამდე იგი ცხრა საუკუნის გან-
მავლობაში ინახებოდა ხან ტაძარში, ხან ამ ტაძრის გვართა
საგვარეულო კოშკებში, „ლელ-ჯგრააგის“ [სეტის წმინდა
გიორგის ტაძრის საგვარეულო საზოგადოება] მეთვალყუ-
რეობის ქვეშ.
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, IX-X სს.-ის სვანეთში
არსებული ხატების ცხრა/მეათედი ადგილზევეა შექმნილი.
ხატების შეკვეთის სიმრავლემ გამოიწვია სვანური ხატ-
წერის და ჭედურობის თვითმყოფადი სკოლის ჩამოყა-
ლიბება. ე.წ. სვანური ხატწერის ჩამოყალიბებაში დიდი
როლი შეასრულა მეფის მხატვრების თანამონაწილეობამ.
ქტიტორი გვარისთვის ტაძრის დაკომპლექტების საქ-
მეში ერთ-ერთ მთავარ სიძნელეს სახარების შეძენა წარმო-
ადგენდა. ეს ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვდა. გარდა
ამისა, ხელნაწერი საეკლესიო წიგნები მხოლოდ გარკვე-
ულ სამონასტრო კერებში იქმნებოდა, უმეტესწილად ტაო-
კლარჯეთის სავანეებში. ჩვენდა სამწუხაროდ, სვანების
მიერ შესყიდული წიგნების უმრავლესობამ დღევანდე-
ლობამდე ვერ მოაღწია (ან არ არის გამოჩენილი). შემო-
რჩენილი საეკლესიო ხელნაწერი წიგნებიდან, მინაწერე-
ბის სიმრავლით მესტიის ოთხთავი გამოირჩევა. საყურად-
ღებოა აგრეთვე ადიშის ოთხთავზე არსებული მინაწერი,
რომელშიც კარგად ჩანს აღნიშნული წიგნების შესყიდვის
23
პროცესი - ნიკოლოზ ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა:
„სახელითა არსება-და[უბადებ(ე)ლისა], ყ(ოვლა)დ წ(მიდ)-
ისა ს(ა)მ(ე)ბისაითა, მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თ[ა ყ(ოვლა)დ წმიდისა
ღმრთის მშობელისაითა, შეწევნითა და წყალობითა წმი-
დათა მთავარანგელოსთაითა, მეოხებითა და შეწევნითა
ყოველთა წმიდათაითა, მე ნიკოლაოს ოდესმე ჯუმათისა
მამასახლის-ყოფილმან, უღირსმან და სულითა საწყალო-
ბელმან, ფრიადითა ხარკებითა, აშენენ ღმერთმან კლარ-
ჯეთისა მონასტერნი, შევიარენ და შევკრიბენ წმიდანი ესე
წიგნნი; პირველად, წმიდაი ესე სახარებაი ოთხთავი, და
მრავალთავი, და ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-
მიგებაი. უმეტესად აღაშენენ ღმერთმან შატბერდი, ესე
ოთხთავი და ხელთკანონი“. [სილოგავა ვ. სვანეთის წერი-
ლობითი ძეგლები, 1986 წ. თბ.გვ. 48].
ადიშის ოთხთავი, 897 წ. მასზე XI საუკუნის მინაწერი,
№ ნომრით - 3. ვალერი სილოგავას აზრით, ნიკოლაოსის
მიერ კლარჯეთის ტაძრების შემოვლა შემთხვევითი არაა.
მისივე მოსაზრებით, აშკარაა, რომ იგი გარკვეული და-
ვალებითაა მივლინებული სვანი დამკვეთების მიერ,
სვანეთის ტაძრების მღვდელმსახურებისთვის ყველა საჭი-
რო წიგნის შესაძენად.
როგორც აღვნიშნეთ, ჯვარ-ხატების ოსტატები სვანეთ-
ში საკმაოდ არიან წარმოდგენილნი, ხოლო ხელნაწერი
წიგნების შეძენას ტაო-კლარჯეთში ცდილობენ სვანი ქტი-
ტორები. ამ დროისათვის საეკლესიო წიგნები გიორგი
ათონელის რედაქციამდელია. ამიტომაც შეელივნენ ტაოე-
ლი მამები, სხვა მრავალ ხელნაწერთან ერთად, ადიშის
სახარებას, კალის და ლატალის ლექციონარებს, წვირმის
და იელის იედიგარებს, ილარიონ იშხნელი ეპისკო-
პოსისთვის ოშკში 1033 წელს გადაწერილ, მდიდრულად
გაწყობილ მესტიის ოთხთავსაც, რომელიც ყველა დანარ-
ჩენისგან გამორჩეულია მინაწერების სიმრავლით და მათი
24
ისტორიული ღირებულებით. კარგად თუ დავაკვირდებით
ეკლესიების აღმშენებლობის ტალღას IX-XI საუკუნეების
სვანეთში, თვალშისაცემი ხდება ხარჯების მასშტაბები,
რომელიც გაღებული იქნა ცალკეული სვანური გვარების
მიერ.
ამ სახსრების მოძიება-შეგროვება სვანეთში გაკვირ-
ვებას იწვევს, ხოლო მოტივი - საკუთარი გვარის საც-
ხონებლად დიდი ოდენობით თანხების გაღება - იწვევს
უზომოდ დიდ სიხარულს. ამხელა სახსრები ხომ მათ
მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდათ ოჯახების გამო-
საკვებად. საინტერესოა, რა პროცესები განაპირობებს ამ
პერიოდში სვანური მოსახლეობის მატერიალური მდგომა-
რეობის ერთდროულ გაუმჯობესებას, თუ გავით-
ვალისწინებთ, რომ ამ რეგიონის გეოგრაფიული მდება-
რეობა და მკაცრი კლიმატური პირობები არ იძლევა
საშუალებას ამ დონის ჭარბი მატერიალური დოვლათის
შექმნისა და დაგროვებისა. მაშ, საიდან გაჩნდა დროის ამ
მონაკვეთში ამდენი მატერიალური რესურსი, რომელიც
გადანაწილდა სვანთა შორის, მსგავსი ძვირადღირებული
აღმშენებლობის განსახორციელებლად?!
XI ს-ის დასაწყისში, ახალგაზრდა მეფე ბაგრატ IV-ის
მეფობის პერიოდში, მიმდინარეობს საქართველოს სრული
გაერთიანების პროცესი. ამ დროისთვის სვანეთის მოსაზ-
ღვრედ, ყველაზე ახლოს, სახლობენ ქართველ ფეოდალთა
შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრები - ბაღ-
ვაშები. მათ მფლობელობაშია ვრცელი და სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი ტერიტორიები: კლდეკარი, მარგვეთა, თა-
კვერი, რაჭა, თრიალეთის ტერიტორიები და სხვ. მინიჭე-
ბული აქვთ შემდეგი ტიტულები (მათ შორის ბიზანტიის
იმპერიის უმაღლესი ტიტულები):
1. ერისთავთ-ერისთავი
25
ერისთავთ-ერისთავი არის ქართული საპატიო ტიტუ-
ლი და არა ერისთავთა მთავარი [ანთელავა ი. 1983 წ. საქა-
რთველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა
XI-XIII სს.].
2. მაგისტროსი
XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის 19-საფეხუ-
რიანი რანგის მეოთხე საფეხური: კეისაროსის, ნოველისი-
ოსის და კუროპალატის შემდეგ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ
მაგისტროსის ტიტულის მინიჭება არ არის საეჭვო, რადგან
ამ ტიტულს, ბაგრატიონების გარდა, ფლობდნენ ბიზან-
ტიის სამსახურში მყოფი ვინმე ჩორთოვანელი, ვინმე გიო-
რგი, აგრეთვე კახეთის მეფე კვირიკე III [Кондаков, 1890 წ.,
პეტერბურგი].
3. ყოვლისა აღმოსავლეთის წინამძღვარი
[სილოგავა ვ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორი-
ალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedi-
catio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ.
223-286; 494-495] 1052 წლის დღემდე გამოუქვეყნებელი
10-სტრიქონიანი სამშენებლო წარწერა წალკიდან: „აღაშენა
ზეობასა ძისა მათისა, დიდისა და ყოვლისა აღმოსავლე-
თისა წინამძღვრისა ერისთავთ-ერისთავისა ლიპარიტ პრო-
ტატისა (ამ ტიტულის ბერძნული თარგმანია).
4. პროედროსი
კაცხის ალავერდის ოთხთავის მინაწერში მოხსენიე-
ბულია კაცხის წინამძღვარი ქარდილასი და ივანე ლიპა-
რიტის ძე. ეს ტიტული ჰქონდათ როგორც სასულიერო,
ისე საერო პირებს. მას ფლობდა ნიკიფორე ბოტანიტე,
მარიამ მართა ყოფილის მეორე მეუღლე, გამეფებამდე
(1078-1081 წწ). ამას მისი შესაკიდი ბეჭდის წარწერა ადას-
ტურებს. ეს ტიტული სასულიერო რანგში მარტო სვინგე-
26
ლოზსა და პროტოსვინგელოზს თუ ჩამოუვარდება. სავა-
რაუდოდ, აღკვეცის შემდგომ, 1058-59 წლებში მიენიჭა
ბიზანტიის სამეფო კარიდან ლიპარიტს სასულიერო და
ივანეს საერო პროედროსის საპატიო წოდება [სილოგავა ვ.
2001 წ.თბ.იქვე].
5. პროტარხონი
ერისთავთ-ერისთავის შესაბამისი ტიტული.
6. ბაღვაშთა ფეოდალურ სახლში ნოველოსიმუსის
წოდებაც ფიქსირდება. ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუ-
ნის ერთ-ერთ წარწერაში ნიანია ერისთავთ-ერისთავი ამ
წოდებით მოიხსენიება. სავარაუდოდ, ეს ბაღვაშთა სახლე-
ულია [სილოგავა ვ. ქართული წარწერების კორპუსი, ტომი
II,1980 წ. გვ.101].
7. 1175 წ. კონსტანტინოპოლის წმ. მამის მონასტრის
ტიპიკონის ერთ-ერთ მინაწერში ბასილ-ლიპარიტი კურო-
პალატის ტიტულით მოიხსენიება [R. GUILLAND, ETUDOS
SUR I’ HISTOIR ADMINISTRATIV DE I’EMPIRE BYZANTIN.
LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 1970 წ. გვ.208]. მას ივანე
ლიპარიტის ძის ერთ-ერთ შთამომავლად მიიჩნევენ [А.П.-
каждан, 1918 წ. გვ. 91-92].
ბაღვაშები ასევე ფლობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ
საქართველში მდებარე მრავალ ციხეს: ვერე, კლდეკარი,
ატენი, ორბელი და სხვა. სოფელი ჭადიჯვარი შესწირეს
შიომღვიმის მონასტერს; აშენებენ ტაძრებს და მონასტრებს:
კაცხი, ჭიათურის მღვიმის მონასტერი, ნიკორწინდა, მან-
გლისი, ატენი, მეტეხი, ზემო ვარძია და სხვა მრავლი. ეს
აღმშენებლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ლიპარიტ
ბაღვაშის (ბერობაში - ანტონი) დროს. მისივე მცდელობით
იქმნება მრავალი წერილობითი ძეგლი. კაცხის ტაძ-
რისთვის, ბაღვაშთა სახლის წევრების უკვდავსამყოფად,
ლიპარიტი უკვეთავს სამ დიდ ხელნაწერს: იოანე ოქრო-
პირის, მათეს და იოანეს სახარებათა ტექსტებს, რომელსაც
27
თან ახლავს დამკვეთის 40-ზე მეტი მოსახსენებელი -
ლიპარიტ ლიპარიტის ძის, მისი მშობლების, შვილების და
ოჯახის სხვა წევრების სახელზე. (ეს ხელნაწერები
შემდგომში მოხვედრილა გელათის მონასტერში; სავა-
რაუდოდ, უმემკვიდრეოდ დარჩენილი რატი VI-ის გარ-
დაცვალების შემდეგ, როცა კაცხის საერისთავო მამული
გადაეცა გელათის მონასტერს). მის მიერ კაცხის მონას-
ტრისთვის ასევე შესყიდულ იქნა და მისივე სახსრებით
შეიმკო ე.წ. ალავერდის ოთხთავი (სამართლიანი იქნებოდა
ეს ოთხთავი კაცხის ოთხთავად იწოდებოდეს). ლიპარიტი
თვითონაც მწიგნობარი იყო. ცნობილია მისი თხზულება
„მართმადიდებლობისა და მწვალებლობისათვის“.
ამ წიგნებიდან კარგად ჩანს მისი ლიტერატურული
გემოვნება, მოღვაწეობის მასშტაბურობა, პოლიტიკური ძა-
ლა და მატერიალური შესაძლებლობები. ეს წიგნები ათი
საუკუნის მერეც ბრწყინვალედ გამოიყურება. აღნიშნული
სამი წიგნი გადაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
ადგილას: 1. 1047 წელს მანგლისში; 2. 1048 წ. ასევე მანგ-
ლისში, ანტონ თულაის ძის მღვდელმთავრობის დროს;
3. 1053 წ. აწყურში, სავარაუდოდ, თურქ-სელჩუკების
ტყვეობიდან ლიპარიტის გამოხსნის შემდეგ, არსენ ეპის-
კოპოსის მარზაპნის, ბოცო ჯაყელის ძის მღვდელმთავ-
რობისას. უკვე სინას მთაზე ბერად ყოფნისას, ბაღვაში
ათონის ივერთა მონასტრის უხვად შემწეა. იგი მოხ-
სენებულია კიდეც ივერონის აღაპებში. [ბერძენიშვილი ნ.
ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბილისი 2007 წ.
გვ.109,110,-126,129,133,142,217].
ბაღვაშთა სახლი დამოუკიდებლად აწარმოებს საგა-
რეო ომებს. სხვადასხვა დროს, ისევე როგორც სხვა ქარ-
თველი მთავრები, ისინი ჩართული არიან სამამულო
ომებში და ასევე აწარმოებენ ომებს ბიზანტიის ლაშქრის
შემადგენლობაში. ცნობილია 1048 წლის ომი სელჩუკების
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის

More Related Content

What's hot

Основні принципи дизайну
Основні принципи дизайнуОсновні принципи дизайну
Основні принципи дизайнуtim_art16
 
мектепке дейінгі педагогика.pptx
мектепке дейінгі педагогика.pptxмектепке дейінгі педагогика.pptx
мектепке дейінгі педагогика.pptxssuserf01f10
 
сучасні підходи до вивчення української мови й літератури
сучасні підходи до вивчення української мови й літературисучасні підходи до вивчення української мови й літератури
сучасні підходи до вивчення української мови й літературиШкола №7 Миргород
 

What's hot (6)

Мій перевернутий клас
Мій перевернутий класМій перевернутий клас
Мій перевернутий клас
 
Основні принципи дизайну
Основні принципи дизайнуОсновні принципи дизайну
Основні принципи дизайну
 
Molusky
MoluskyMolusky
Molusky
 
Ракоподібні
РакоподібніРакоподібні
Ракоподібні
 
мектепке дейінгі педагогика.pptx
мектепке дейінгі педагогика.pptxмектепке дейінгі педагогика.pptx
мектепке дейінгі педагогика.pptx
 
сучасні підходи до вивчення української мови й літератури
сучасні підходи до вивчення української мови й літературисучасні підходи до вивчення української мови й літератури
сучасні підходи до вивчення української мови й літератури
 

Similar to IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის

მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთიAna Meladze
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეmancho47
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია fiqria sidamonize
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზეAna Meladze
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxBesik Machitadze
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliirinagusha
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიmarika rekhviashvili
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიაMaia Nucubidze
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიleila
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთანnino abuladze
 
მ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისიმ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისიBesik Machitadze
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიnino abuladze
 
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"gtsitsino
 

Similar to IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის (17)

მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთი
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზე
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptx
 
რუსეთი
რუსეთირუსეთი
რუსეთი
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai svili
 
ვარძია
ვარძიავარძია
ვარძია
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
 
მარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორიამარკებით გადმოცემული ისტორია
მარკებით გადმოცემული ისტორია
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
 
მ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისიმ.გათაშვილი ქუთაისი
მ.გათაშვილი ქუთაისი
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"
იაკობ ცურტაველი ,,შუშანიკის წამება"
 

IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურეკონომიკური განვითარების საკითხისთვის

  • 1. 1 მღვდელი ავთანდილ მჭედლიანი IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურ- ეკონომიკური განვითარების საკითხისთვის თბილისი 2019
  • 2. 2 კონსულტანტი ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ავტორი დახმარებისთვის მადლობას უხდის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, ირა სულთანიშვილს და ისტორიკოს შორენა გულიაშვილს ტექნიკური რედაქტორი თეა თაბაგარი ISBN 978 - 9941 - 8 - 1806 – 6
  • 3. 3 წინასიტყვაობა დღემდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სვა- ნეთის და სვანური მოსახლეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანად IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიოდი ემთხვევა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და გაძლიერებას (ბაღვაში სვ. ძლიერი, მდიდარი). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ საზოგადო- ებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ბაგრატიონთა სამეფო კარის ტრადიციულ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული და საქართველოს სა- ხელმწიფოებრიობის განმტკიცების ხელის შემშლელად მოიაზრება, მათი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. შე- იძლება ითქვას, რომ ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო გვართან უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე მტრობა იყო დამანგრეველი და საზიანო ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენს ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ბაღვაშების (კახბერიძეების) სავარაუდო კავშირს სვანეთთან. სწორედ ისინი არიან სვანთა უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის აგებული სვანური არქი- ტექტურის ფორტიფიკაციები რაჭა-ლეჩხუმში, მათი მმართველობის პერიოდში აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, დუროებიანი კოშ- კები და სამოსახლოები, სვანეთსა და ასევე რაჭა-ლეჩხუმში. ნაწარმოებში განვითარებული ვარაუდით, ბაღვაშთა ლაშქარში დიდი წილი ჰქონდა სვანურ ეთნოსს. ეს ვარაუდი პასუხს სცემს ბევრ უპასუხო კითხვას. მართლაც, სად იმყოფებოდა იმ დროს სვანური საომარი ძალა, რატომ არ მოიხსენიება იგი გამოკვეთილად, იმდრო- ინდელი საქართველოს პოლიტიკური ან საომარი მოქმედების ისტო- რიულ აღწერაში; ასევე, როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მას- შტაბების აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში. ნაწარმოებში განვითარებული მოსაზრებით, აღნიშნულ პერი- ოდში, ბაღვაშთა ლაშქრის მიერ მოგებულ მრავალ ომში მოპოვებუ- ლი სიმდიდრის მასშტაბურობა მათში მონაწილე სვან მოლაშქრეთა მატერიალურ გაძლიერებას იწვევდა. ხვასტაგით გამდიდრებული სვანი მეომრები, უკუმიგრაციის შემდეგ, ახდენენ მათივე საგვარე- ულო ტაძრებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობას. ამავე მოსაზრებით, ბაღვაშთა და მის მოლაშქრეთა მჭიდრო კავშირი
  • 4. 4 ბიზანტიასთან უნდა იყოს მიზეზი ქრისტიანული, კანონიკური, მართლმადიდებლური კულტურის აღტყინებისა სვანეთში, სწორედ ამ დროიდან ხდება თვითმყოფადი, სვანური ხატწერის სკოლის ფორმირებაც. ნაწარმოებში სეტის წმინდა გიორგის ოქრო-ვერცხლით მოჭე- დილი ხატის მიმოხილვა, რომელსაც წმ. ექვთიმე თაყაიშვილი მთე- ლი სვანეთის თავი ხატად მოიხსენიებს, და რომელიც, ჩუბინაშვი- ლის მიერ, იმდროინდელ მსოფლიოში არსებული, ცხენზე ამხედ- რებული წმ. გიორგის ხატებს შორის ნოვაციურ დასაბამად მიიჩნევა, კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას ბაღვაშთა და სვანთა ერთობისა და მათ ერთობლივ კავშირზე ბიზანტიურ ყოფით გარემოსთან. ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომარი სვა- ნური გვარები ბაგრატოვან მეფეთაგან დამსახურებულად იღებდნენ წარჩინებულის ტიტულს, რომელთაგანაც, სვანეთში უკუმიგრაციის შედეგად, უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვან-ვარგთა ფენა (ეს გვარები XIV საუკუნის წერილობით წყაროებში მოიხენება, როგორც თავი- სუფალი სვანეთის მოსახლეები). სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს ამ ფენის საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტი- ტულატურასთან. თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც შეიძლებოდა ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშ- რომში გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. ამ მხრივ ასევე საყურადღებოა კახბერიძეების (იგივე ბაღვაშების) ადგილმოსახლეო- ბა მესტიაში და მათი იქ გამოჩენის ნარატივი, სადაც კარგად ჩანს სვანური თვითმმართველობის სიმტკიცე და უპირატესობა ყველა არ- სებული საზოგადოებრივი ფენის, მათ შორის ბაღვაშების მიმართაც. დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი თვითმმართვე- ლობა, მიუხედავად იმისა, იგი თავისუფალი იყო, თუ რომელიმე სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალობაში იმყოფებოდა. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სვანეთის შესახებ არსებულ უამრავ მასალაზე მომუშავე მკვლევრებს, ამ მხარის ისტორიული განვი- თარების მიმოხილვის სრულყოფაში, წარმოდგენილი ნაშრომი დაეხმარება.
  • 5. 5 1. შესავალი აღნიშნული ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად შე- იკრიბოს ისტორიაში არსებული გარკვეული ფაქტები სვა- ნეთის განვითარების შესახებ და მისი ადგილის წარმოსაჩე- ნად საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული მეცნიერებ- ის კომპეტენტური კვლევები ისტორიულ-გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და არქიტექტურული თვალსაზრისით, დღემდე არ გვაქვს სვანეთის ისტორიული განვითარების მეტ-ნაკლებად შეჯერებული, სრული საბაზისო კონცეფ- ცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სვანეთზე მომუშავე მკვლევრის მიერ ამა თუ იმ საკითხის განხილ- ვის შემთხვევაში. ამ საკითხის დაყენება საინტერესოა იმდენად, რამდე- ნადაც მიუხედავად საკმაო ოდენობით არსებული წერი- ლობითი მასალისა თუ ნარატივებისა, იგი არასაკმარისად ანუ არასრულადაა გამოკვლეული, მათ შორის ქართველი მკვლევრების მიერ. არადა, რიგი ფაქტორების გამო, სა- ქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, სწორედ ეს კუ- თხეა ყველაზე თვითმყოფადი, მოსახლეობის მხრივ ყვე- ლაზე ავტოქტონური. სვანეთს საკუთარი, ქართველური ენის და კუთხური კულტურის გარდა, შემონახული აქვს ძველი ქართული ეთნიკურ-კულტურული მემკვიდრეობა. საბედნიეროდ, სვანეთში ჯერ კიდევ მრავლად არის შემორჩენილი ადგილობრივი თქმულებები, ზეპირსიტყვა- ობის ნიმუშები, წერილობითი ძეგლები. ძველი არქიტექ- ტურა წარმოდგენილია კოშკიანი სამოსახლოებით, უძვე- ლესი მოხატული ტაძრებით და ქტიტორული წარწერებ- ით, ხელნაწერი ოთხთავებითა და სხვა საეკლესიო წიგნე- ბით, მათზე სხვადასხვა დროს დატანილი მინაწერებით. მრავლად გვხვდება ჭედური და დაწერილი ჯვარ-ხატები,
  • 6. 6 ასევე წარწერებით. ყველაფერი ეს კრებსითობაში ისტორი- ისთვის დიდი ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციისა, რომელსაც ბევრი დღევანდელი წარმატებული ერი ინატ- რებდა საკუთარი ისტორიის შესავსებად და გასამდიდ- რებლად. ასეთი ისტორიული რეალობის ფონზე, სვანეთის გან- ვითარების ისტორიული აღწერილობა საკმაოდ ღარიბუ- ლად გამოიყურება. მრავლადაა პასუხგაუცემელი კითხვე- ბი, კითხვები, რომელიც არც კი დასმულა. სვანეთის პო- ლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების განხილვისას განსაკუთრებით საგულისხმოა დროის ის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს IX-XIII საუკუნეებს. ისტო- რიულად, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ყო- ველივე ის, რითაც ასე ფასეულია დღევანდელი სვანეთი: მისი თვითმყოფადი არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, ეთნოგრაფია, ქრისტიანულ რელიგიაზე დაყრდნობილი ყოფა და სხვა მრავალი. ყურადღებას იქცევს ამ დროის- თვის სვანეთში შემონახული ტაძრებისა და კოშკიანი საც- ხოვრებელი კომპლექსების სიმრავლე და მასში მცხოვ- რები იმ ადგილობრივი გვარების ავტოქტონურობა, რომ- ლებიც დღემდე მიმაგრებული არიან თავიანთი გვარის მიერ აშენებულ უძველეს საგვარეულო ტაძრებს. აღნიშ- ნული ტაძრები და კოშკები ამ გვართა მიერ უმეტესად IX-XIII საუკუნეებშია აშენებული, მოხატული და მათ მიერვე ყველა საღვთისმსახურო ინვენტარით დაკომპლექ- ტებული. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ ძვი- რადღირებული პროცესია. ეს რეგიონი კი ტრადიციულად არ გამოირჩევა შესაბამისი მატერიალური დოვლათის ფლობით. ასეთი საინტერესო მოვლენა სათანადოდ არ არის გამოკვლეული და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვით საკითხიც არ არის სათანადოდ დასმული.
  • 7. 7 სვანეთის ისტორიულ საბუთებს, რომლებიც თემის განსახილველად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაყენებე- ლი წყაროა, ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ვ. სილოგავამ [სილოგავა ვ. თბ. 1986 წ.]. გარდა იმისა, რომ აღწერილი, დათარიღებული და გაშიფრული აქვს აღნიშნული მინაწე- რები, ავტორს ასევე სრულყოფილად აქვს გაანალიზებუ- ლი იმდროინდელი ყოფა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილ მინაწერებს შორის, სვანეთის მკვლევრებისთვის მნიშვნე- ლოვანი საბუთებია 61-ე, დაწერილი სეტის მთავარმოწამე საყდრის შვილთა [სილოგავა ვ. 1986 წ. გვ.155]; me-12 საბუ- თი, წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. [იქვე, გვ.112]; მე-15 საბუ- თი, დაწერილი მეჭურჭლე მიქაელ კუჭაიძისა ბალსზემო სვანეთის ხევისადმი [იქვე, გვ.115]; ადიშის ოთხთავის №3 მინაწერი ნიკოლაოს ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა [იქ- ვე, გვ.48] და სხვა მრავალი საბუთი, რომელთა ანალიზით იკვეთება სვანეთის ყოფა და დღეს არსებული გვარების სიძველე. კვლევებისთვის დიდად სასარგებლოა არსებუ- ლი ფოტომასალაც, რომლის ავტორებიც არიან ვიტორიო სელა - იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი; დიმიტ- რი ივანეს ძე ერმაკოვი - რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალი- სტი და ეთნოგრაფი. ასევე სხვა ფოტოგრაფებიც, რომელ- თა ფოტოების მოპოვებაც ბევრ დამატებით ფაქტს მოჰ- ფენს ნათელს. ვიტორიო სელას მიერ სვანეთში გადაღე- ბული, მისივე არქივში არსებული 800-მდე გაუმჟღავნე- ბელი ნეგატივი ელოდება დღის სინათლეს, რომელიც კი- დევ უფრო გაამდიდრებს ისტორიულ თვალთახედვას სვა- ნეთზე. არსებული ფოტოების ანალიზი ნათლად წარმო- გვიდგენს ძველი სვანეთის გადაღების მომენტში შემორ- ჩენილ კოლორიტს, რომელმაც ასეთი დიდი სისწრაფით იწყო არასასურველი ფუნქციონალური რღვევა, ჯერ კი- დევ რუსეთის იმპერიის შემოსვლის დროს, XIX საუკუნის
  • 8. 8 მეორე ნახევარში (მცირე მასშტაბებით), ხოლო XXI საუ- კუნის დასაწყისში ამ პროცესმა კატასტროფული სახე მი- იღო. სვანეთის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწ- ვდიან სხვადასხვა დროის მოგზაურები: XIX საუკუნის ისტორიკოსი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი, ბერი ბა- ქრაძე (ალექსი ბაქრაძე); ივანე ბარტოლომეი - რუსი არქე- ოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურ- გის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მან თავისი დიპლო- მატიური მისიით მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაუ- რობა თავისუფალ სვანეთში“; გრაფინია-პროსკოვია უვაროვა 1853 წ. [Поездка в вольную Сванетию; Кавказ, Путевые за- метки]; ე. თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს; ბარდაველიძე ვერა - „ქართველ ტომთა უძველესი სარწმუნოება და საწესო გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი 1957 წ. [Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен В. В. Бардавелидзе. Редактор: Г. С. Читая. Академия Наук Грузинской ССР ; Институт Истории имени И. А. Джавахишвили.]; დეკანოზები იოანე და გიორგი მარგიანები, და სხვა. წინარე პერიოდის სვანეთის ისტორიისთვის ერთ-ერ- თი საუკეთესო ნაშრომია დავით მუსხელიშვილის „საქარ- თველო IV-VIII საუკუნეებში“. ეს სახელმძღვანელო ღირე- ბულია მისი თანაავტორების ისტორიულ-გეოგრაფიული თვალთახედვით და ამ საკითხში მათი დიდი კომპეტენ- ციით. ------------------------------- 2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I- IX სს. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ასე აღწერს სვანების ადგილმოსახლეობას I ს-ში, სტრაბონის მიხედვით:
  • 9. 9 „სვანები დიდი ტომია - 200 000 მებრძოლი ჰყავთ. ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი, ანუ სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფი- ლა. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია, მცირე ტე- რიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვა-ნები? დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებთან, კოლხების მაღლა, ცხოვრობდნენ ასევე ქვეყნის სიღრმეში - მთიელი ტომების მეზობლად. დიოსკურია - ჩვენი კვლევით, ტრა-პეზუნტის მხარეს მდებარეობდა, ოფრიზეს ქვემოთ. მისი სანაპირო ვიწრო ზოლის მაღლა მთებში ჩანს ქალდების, ტიბარენების, მესხების რეგიონში, კოლხების მაღლა ცხო- ვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გუ- რიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები ცხოვრობენ რი- ონის ხეობიდან ვიდრე ოფრიზემდე (დიოსკურიამდე). ცხადია, დაახლოებით 0,5-0,8-მილიონიანი ხალხი მცირე ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ბუნებრივია, ისინი თანამედროვე სვანეთშიც ცხოვრობდნენ. მათ ქვეყანაში ჩამოჰქონდა მდინარეებს ოქროს მარცვლები დასავლეთის იბერიის მსგავსად, და მათაც იბერებს უწოდებენო, წერდა სტრაბონი. ასეა თუ ისე, იბერია დასავლეთ საქართველოს ერქვა, რადგანაც იქ მცხოვრებ ისეთ დიდ ტომს, რო-გორიც იყვნენ სვანები - ზოგიერთი ძველი ისტორიკოსი იბერების სახელითაც იცნობდა. სტრაბონის ეს ცნობა ეთანადება ჩვენს ეროვნულ წყაროს - „ქართლის ცხოვრებას“, რომლის ცნობითაც ეგ- რისი ანუ დასავლეთ საქართველო ფარნავაზის შემდეგ მუდამ ქართლის სამეფოს ნაწილს შეადგენდა და მას ქარ- თლი ანუ იბერია ეწოდებოდა, აღმოსავლეთ საქართვე-ლოს მსგავსად“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ.14 .]
  • 10. 10 „თ. ყაუხჩიშვილი თავის წიგნში - „სტრაბონის გეოგ- რაფია“ წერს: „სტრაბონის ცნობით, კოლხები მოხსენებუ- ლნი არიან არა იბერია ალბანიის გაყოლებაზე, არამედ უფრო სამხრეთით - არმენიის გასწვრივ“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957 წ. გვ. 21]. ამავე მოსაზრებას, რომ კოლხები ცხოვრობენ არმე- ნიელების და არა იბერების გასწვრივ, სტრაბონი სხვაგა- ნაც იმეორებს. „ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ იბერიელები და ალბანელები კოლხებს ზემოთ მაცხოვ- რებლებად არიან გამოცხადებული“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957 წ. გვ. 21]. აქედან ჩანს, რომ კოლხეთი - იბერიის სამხრეთით (სამხრეთ-დასავლეთით) მდებარეობდა. მართლაც, ის მოიცავ-და (სტრაბონის ცნობითვე) ტრაპეზუნტის რეგი- ონს, მიმართულს ჭოროხის ხეობისაკენ. თავის თხზულებაში სტრაბონი დაბეჯითებით და რამ- დენჯერმე იმიტომ უთითებს მდინარე ფასისის სათავის არმენიასთან სიახლოვეზე, რომ მას ფაზისად მიაჩნია მდ. ჭოროხი. მხოლოდ ასეთი განლაგების შემთხვევაში აღმოჩ- ნდება კოლხეთი იბერიის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო იბერია კი მის „ზემოთ“. თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ უბრუნდება ამ საკითხს და წერს: „სტრაბონის მეორე რიგის ცნობებში კოლხიდა ისეა განსაზღვრული, რომ ის აღმოსავლეთითაა კაპადო- კიისაგან, ერთ ხაზზეა არმენიასთან და იბერია და ალბა- ნია მასზე უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობენ“ [სტრაბონის გეოგრაფია, 1957 წ. გვ. 283]. აშკარაა, რომ სტრაბონის ამ ცნობების მიხედვით, კო- ლხიდა მდებარეობდა არა „იბერიის გასწვრივ“ ე.ი. დასავ- ლეთ საქართველოში, არამედ „არმენიის გასწვრივ“ ტრა- პეზუნტ-ჭოროხის რეგიონში, ანუ ისტორიული საქართვე- ლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რადგანაც კაბადოკი-
  • 11. 11 ასთან კავშირშიც ახსენებს სტრაბონი კოლხეთს, ჩანს, მი-სი ერთი ნაწილი ტრაპეზუნტის დასავლეთითაც მდება- რეობდა.“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ. 3]. უფრო მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში, რომ- ის იმპერიამ ფაქტობრივად ორ - დასავლეთ და აღმოსავ- ლეთ ნაწილად დაყოფა დაიწყო. კონსტანტინე კეისრის მმართველობით [306-337 წწ.], იმპერიის დედაქალაქმა 330 წელს ბოსფორის სრუტესთან არსებულ ქალაქ ბიზანტი- ონში დაიდო ბინა და ამ დროიდან, მეცნიერების მიერ, იმპერია ბიზანტიად იწოდება [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.5]. ამავდროულად, ხდება სასანიდური ირანის იმპერიის ზრდა და მისი საზღვრების დაახლოება ბიზანტიასთან. ბუნებრივად იწყება მათ შორის დაპირისპირება სასაზ- ღვრო ტერიტორიების გამო, რომლებშიც ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოც მოექცა. IV საუკუნის ბოლოს, სპარსეთის მეფე შაბურ II შემოიჭრა ქართლის სამეფოში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპარსეთმა ქართლის სამე- ფო დაიქვემდებარა [იქვე, გვ.55]. 373 წლისთვის, ამ ორ იმპერიას შორის, ქართლის სამეფო ორად განაწილდა: დასავლეთი (ეგრისი) - რომს, აღმოსავლეთი კი ირანს ერ- გო [იქვე, გვ.60]. VI საუკუნის ისტორიკოსის, მენანდრე პროტექტორის ცნობით, ბიზანტიის არქივში არსებობდა სია ეგრისის მეფეებისა, რომლებიც სვანებს მმართველებს უნიშნავდენ. ეს ნუსხა IV საუკუნის ბოლოდან V ს-ის 90-იან წლებამ- დეა [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ.160მ]. ამ დროის ეგრისის სამეფო მთელ დასავლეთ საქარ- თველოს მოიცავს - კავკასიონიდან ტრაპიზონამდე და მდინარე ფსოუდან ლიხის ქედამდე. ჩრდილოეთით სა- ზღვარი კავკასიის ქედზე გადის. ლიხის ქედი და კავ- კასიონი ეგრისის შემადგენლობაში მყოფი სვანეთის ტე- რიტორიის საზღვარიცაა. [Geographie de Moise de Corene d
  • 12. 12 après Ptoimee. 1881 წ. გვ.27]. ეგრისის მეფეების და სვანთა ურთიერთობების შესახებ ბიზანტიური წყაროების მიხედ- ვით, სვანეთი ისეთივე ნაწილია ეგრისისა, როგორც აფ- შილეთი და მისიმიანეთი. ორივე ამ ტომს სვანებად მო- იხსენიებენ [ყაუხჩიშვილი ს, 1936 წ. მისიმიანთა ტომი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,Iგვ. 275- 280]; 321 [მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილე- ბის საკითხისთვის. ჟურნალი „არტანუჯი“№10, 2002წ. თბ.] მისიმიანთა ერთ-ერთ ციხეს „სგიმარის“ ციხე ჰქვია, სვა- ნურად - მჟავე წყალი. ასევე აფშილეთის ცენტრთან, წებე- ლეს მახლობლად, „ფუსტის’’ ციხეა (სვანურად - მთავრის) [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.112,გვ.110] სვანებთან ეგრისის მეფეების ურთიერთობა მაინც განსხვავებულია. ამ განსხვავებაზე მიუთითებს პროკოპი კესარიელი, წერს რა სვანებსა და ლეჩხუმელებზე ერთად. „ეს ტომები ლაზ- თა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მაცხოვრებლებს მთავრე- ბად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარს აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე მთავარი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ.“ [პროკოპი კე- სარიელი „გეორგიკა“, II ტ. 1965 წ. თბ. გვ. 126-127]. ლაზთა მეფეს უნდა „გაეგზავნა სვანთა მთავრობის ნიშნები ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ ის სვანი უნდა ყო- ფილიყო“ [მენანდრე პროტიქტორი. „გეორგიკა“ III ტ. 1936 წ. თბ. გვ.224]. ეს არ არის აუცილებელი პირობა სხვა ტომების შემთხვევაში. მიუხედავად სვანთა ქვეშევრდომობისა და მათ მიერ ბეგარის გადახდისა, სვანებს პურით და სხვა მათთვის აუცილებელი პროდუქტით (ღვინო, მარილი და სხვ.) ეგრისის მეფე ამარაგებდა [მენანდრე პროტექტორი „გეორგიკა“, III ტ. 1936 წ. გვ. 214]. ეგრისელები თვითონ ყიდულობდნენ ამ
  • 13. 13 პროდუქტებს სხვა ქვეყნებში [პროკოპი კესარიელი, „გეორგიკა“ 1965 წ. გვ. 73,74,96]. უეჭველია, რომ სვანთა თვითმყოფადი ტომიც მოიაზრება ლაზების იმ სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ღირსებებსაც ჩვენთვის ასე სასიამოვნოდ აღწერს რომაელი აგათა სქო- ლასტიკოსი: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლა- ზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყო- ბენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედ- მაღლობენ, შესაძლოა არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტო- მებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებ- არებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სა- ხელგანთქმული მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდ- რის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც თავისი მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწე- ვიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიან- თი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ. [აგათა სქოლასტიკოსი, „გეორგიკა’’,1936 წ. გვ.50-51]. IV საუკუნეში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, შემოდის ქართლში და ასევე ეგრისში [მუსხე- ლიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. გვ.127; ანალიზი გა- კეთებულია ნ. ლომაურის მიმოხილვის საფუძველზე. ლო- მოური ნ., დასავლთ საქართველო [ეგრისი] IV-V სს., სინ, II გვ. 170-188; ЛОМОУРИ Н.Ю. ЗАПАДНАЯ ГРУЗИЯ-ЭГРИСИ [ЛАЗИКА]В IV-V ВВ.ОИГ, II,СТР.122-140]. ქალკედონური კრების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ მკვიდრდება მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც განმსაზ- ღვრელი ფაქტორი ხდება ქართველთა პოლიტიკური და კულტურული განვითარების, ასევე საფუძველი ხდება ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისა.
  • 14. 14 ახლადშემოსული რელიგია არ დარჩენილა ბერძ- ნულენოვნად. ქართულმა ასომთავრულმა დამწერლობამ საფუძველი შეუქმნა საეკლესიო და საერო მწერლობას, რაც ქართული სახელმწიფოს მაღალი კულტურული დონის მაჩვენებელია. ამან კიდევ უფრო გაამყარა აგათა სქოლას- ტიკოსის ცნობა ლაზების შესახებ. სვანები დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად იბერიზებული ტომია და ეს მოსაზრება კიდევ უფრო მტკიცდება V საუკუნის მეორე ნახევარში. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს მონაკვეთი ვახტანგ გორგასლის ეპოქად იწოდება. მირდატის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართლი იმართება დაობლებული 7 წლის ვახტანგის დე- დის, საგდუხტის მიერ. რანის და მოვაკანის სპარსელი ერისთავის, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მარზპანის, ბარ- ზაბოდის ამ ქალიშვილის მმართველობის პერიოდში გაძ- ლიერდა ირანის გავლენა ქართლში [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.143]. 373 წლიდან აღნიშნულ დრომდე ქართლი ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილადაა გაყოფილი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები მათ მიერ არ კონტროლდება. იწყება ვახტანგის დაუღალავი ბრძოლა ქვეყნის კონსოლიდაციის და საქართველოს ეკლესიის და- მოუკიდებლობის მოპოვებისათვის. შაჰინშაჰ პეროზს (459-484 წწ.) ახლდა ახალგაზრდა ქართველი მეფე ჰუნ- კიდარეტებთან ომში [მუსხელიშვი- ლი დ. 2003 წ. გვ.146]. რვა წელიწადი დაჰყო აღმო- სავლეთში ვახტანგმა. იქიდან, სავარაუდოდ, 466 წელს უნდა დაბრუნებულიყო, როცა ამიერკავკასიას, ჩრდილო- ეთ კავკასიელ მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, დარიალის მხრიდან ჰუნ-სარაგურთა ტომი შემოესია. უდიდესი სამხედრო გამოცდილებით დაბრუნებულმა ვახტანგმა ილაშქრა დარიალზე, განდევნა მტერი და „შექ-
  • 15. 15 მნა კარნი ოვსეთისანი“ [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955 წ. თბ. გვ.156]. ჩრდილოეთიდან ქართლის უსაფრთხოების შექმნის შემდეგ, იგი გადავიდა აფხაზეთში ანუ დასავ- ლეთ საქართველოში. [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955წ. თბ. გვ.157]. IV საუკუნის მეორე და V საუკუნის პირველ ნახევარ- ში, გუბაზ მეფის დროს, ეგრისი ძლიერ დასუსტებულია. თუ ადრე ეგრისის სამეფოში მთელი ჭანეთი თავის ზღვისპირეთიანად შედის [Армянская география VII века,1877, გვ.16], 465 წლისათვის ეს საზღვარი დღევან- დელ ხოფასთანაა. ცოტა უფრო ადრე, მდინარე ლაღიძგას და მდინარე კოდორს შორის არსებული ტერიტორიაც ბი- ზანტიას მიუტაცია [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.152]. ამ პერიოდში სვანთა და ლაზთა შორის ომი მიმდინარეობს - ახლო წარსულში ლაზთა მიერ სვანებისთვის წართმეული ციხეების დასაბრუნებლად, რომელშიც ამ უკანასკნელებს, მათივე თხოვნით, იბერები და სპარსელებიც ეხმარებიან [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.156]. სავარაუდოდ, 466 წლის სვანების აჯანყება ლაზების წინააღმდეგ ვახტანგის ინსპი- რირებული უნდა ყოფილიყო [ბოგვერაძე ა. პრისკე პანიო- ნელის ერთი ცნობის შესახებ, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1976წ. გვ.197]. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ბარტოლომეის აზრით, ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულ ვახტანგის სახელს მი- უცია საბაბი ლეგენდისთვის, რომელიც მოჰყავს ვახუშტი ბატონიშვილს: სვანეთში ინახებოდა ძვირფასი კანკელი მცხეთის ეკლესიისა, რომელიც ვახტანგ გორგასალს უნდა ჩამოეტანა ინდოეთიდან. ვახუშტი წერს: „ოდიშის აღმო- სავლეთით არის ეცერი (ეწერი). აქა არს ეკლესია სვეტად (სეტად) წოდებული, სახიზარი სვეტიცხოველის სამკაულ- საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის ცხოველის კან-
  • 16. 16 კელს ყოფას დღესაცა, რომელი მოიღო გორგასალ ინდო- ეთიდამ, წითლის იაგუნდის ქმნილი.“ ბერი ბაქრაძეც იშვ- ელიებს ვახუშტის სიტყვებს: „სოფელსა სვანეთისა ბეჩოს უწოდებენ, ეკლესიასა მათსა, სეტისას, რომელსა შინა და- ხიზნული ყოფილა კანკელი მცხეთის ეკლესიისა (რომე- ლიცა მოუტანია კანკელი იგი ძვირფასი თვლებისა ინდოეთით ვახტანგ მეფეს გორგასლანს...“ [თაყაიშვილი ე. 1930 წ. პარიზი. გვ.195]. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია კანკ-ელის სვანეთში მოხვედრის დრო და გარემოება, ეს მოვლენა გორგასლის სვანეთთან ახლო ურთიერთობის ერთ-ერთ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. ბიზანტიის იმპერიის მოუცლელობამ, რომელიც გარ- კვეული ისტორიული პირობებით იყო განპირობებული, ვახტანგ მეფეს საშუალება მისცა, დაეწყო მთელი დასავ- ლეთ საქართველოს შემოერთების სამწლიანი პროცესი, რაც 469 წელს წარმატებით დაასრულა [გოილაძე ვ. ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ. გვ.100]. ამრი- გად, V საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ეგრისი უერ- თდება ქართლს - მარგვის, თაკუერის, შიდა ეგრისის და სვანეთის საერისთავოებად. აქედან პირველი მათგანი IV საუკუნის ბოლოს ეგრისის მიერ მიტაცებულად ითვლება და ჩვეულებრივ შეუერთდა ქართლს, ხოლო შიდა ეგრისს და სვანთა ერისთავს სანქციით თვით შაჰი ნიშნავს (ჯუ- ანშერის მიერ დასახელებული სიმნაღირი) [მუსხელიშვი- ლი დ. 2003 წ. თბ. გვ.161-162]. ვახტანგი უბრუნებს ქარ- თლის სამეფოს კლარჯეთს, აჭარას, სამცხეს და არტაან- ჯავახეთს, ჩრდილო-დასავლეთ საზღვრით, მდინარე კელა- სურამდე [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ. 163]. ვახტანგის დროს ქართლი თითქმის მთელ დასავ- ლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს. ჯუან- შერს ჩამოთვლილი ჰყავს მთავრები ცხრა სამხედრო ად- მინისტრაციული ერთეულისა. ეს მთავრები არიან არა
  • 17. 17 ეთნიკური პრინციპით მმართველები, არამედ მათი მმარ- თველობა დამყარებულია ლაშქრის ორგანიზაციის პრინ- ციპზე [მუსხელიშვილი დ. იქვე, გვ. 164]. მათ შორისაა სიმნაღირიც - ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა. ვახტანგის დროს ხდება დიოფიზიტი ეპისკოპოსის, მიქაელის ქართლიდან გაძევება და კუთვნილი ავტო- კეფალიის სამართლიანად მოპოვება. ქვეყანა დაიყო საე- პისკოპოსოებად და დადგინდა კათოლოკოსი. ამ დროს არ არის ცნობილი, რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართვე- ლოს ეკლესიაში. მხოლოდ VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ჩანს ფაქტი, როცა ხდება კირიონის მიერ გუგარეთისა და ეგრისის მთავარეპისკოპოსის ხელ- დასხმა [იოანე დრასხანკერტელი, 1937 წ. გვ.9] წინანდელ წესთა მაგალითისამებრო, აღნიშნავს ავტორი. რადგან VI საუკუნის პირველ ნახევარში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, ეს მოვლენა წარმოუდგენელია, „წინანდელში“ მო- სააზრებლად რჩება მხოლოდ V საუკუნის მეორე ნა- ხევარი. ეს არის სავარაუდო დრო, როდესაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიეღო. ირანის ვასალობაში მყოფმა ვახტანგ გორგასალმა მო- ახერხა ბიზანტიასთან პოლიტიკური მორიგება და სავა- ჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა. ამ დროს აშენდა თბილისი, უჯარმა და მრავალი ტაძარი; მოხდა საეკლესიო მსახურებისთვის იერუსალიმური ლიტურგიკის შემუშავება, რომელმაც X ს-მდე, ბიზანტიიდან შემოსული ლიტურგიკის დამკვიდრებამდე იარსება. გეგმაზომიერად გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და ავტოკეფალიის მოპოვების შედეგად, პეტრე კათალიკოსის მწყემსმთავრობით, მივიღეთ ერთმორ- წმუნე, ავტოკეფალური ეკლესიის მქონე ერთიანი ქარ- თული სახელმწიფო. ასე რომ, გორგასლისეული საქარ- თველო არის ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფო,
  • 18. 18 შემოერთებული მთით და ერთმორწმუნე ეკლესიით გაერთიანებული. „523 წელს, იუსტინეს მეფობის დროს, „ლაზთა მეფე წათი გაჯავრდა და ჩამოშორდა სპარსეთს...“ [“გეორგიკა“ III ტ. იოანე მალალა, 1936 წ. თბ. გვ. 263-264]. „მივიდა იუსტინე მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა“ [„გეორგიკა“ IV ტ. თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941 წ. თბ. გვ.77-78]. ამავე წელს დასავლეთ საქართველო გამოეყო ქართლს და თავისი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. მხოლოდ სვანები, რომლებიც ჯერ კიდევ V საუკუნის 60-იან წლებში გამოეყვნენ ლაზებს, 523 წელს კვლავ ქართლის შემადგენ- ლობაში არიან. 530 წელს ისინი სპარსელების მხარეს, რომაელების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არიან მოხ- სენიებული [“გეორგიკა“ II ტ. პროკოფი კესარიელი, 1965 წ. თბ. გვ.55]. როგორც ვხედავთ, IV-VI საუკუნეებში, არც ლაზთა სამეფოს (ეგრისის) დომინირების და არც ვახტანგ გორ- გასლის ეპოქაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს არ ჩაუვლია სვანთა, როგორც თვითმყოფადი რეგიონა- ლურ-ეთნიკური ერთეულის თანამონაწილეობის გარეშე. ისინი მჭიდროდ ესაზღვრებიან აღმოსავლეთიდან ქართლს, ჩრდილოეთიდან კავკასიის მესაზღვრეები არიან, ხოლო სამხრეთში ეგრისს საზღვრავენ მარგვის ტერიტო- რიასთან არსებული ციხე-სიმაგრეებით. სვან-ეგრისელთა პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთო- ბის წილის ზრდა იკვეთება. ამ ურთიერთობის გაფარ- თოება-გაძლიერება სვანეთის მიმართულებით ხდება ლაზების მონათესავე „მეგრთა“ ტომის ანუ მეგრელთა მიერ [Меликишвили Г. 1959 წ. გვ.382]. იმ დროისთვის მეგრელები სახლობდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერი-
  • 19. 19 ტორიაზე და ქვემო იმერეთში ანუ შიდა ეგრისში [მუს- ხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.105]. IV-VI საუკუნეებში სვანების გავლენა, სავარაუდოდ, ქუთაისი - სკანდა - შოროპანი - როდოპოლისის გრძივის ჩრდილოეთით ვრცელდება; ყოველ შემთხვევაში, ეს ტერი- ტორია მათი კონტროლის ქვეშაა და ამ დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ქართული ეთნიკური ერთეული არ ფიქსირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ სამხრეთი- დან ლაზთა, იგივე მეგრთა ტომები საზღვრავენ ზემოთ მითითებულ ტერიტორიებამდე. ზემო ეგრისი ანუ მარგვი არის ის ტერიტორია, რომელიც იბერიისთვის დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს. სვანთა და ლაზთა ტრადიციუ- ლი საზღვარიც ამ ადგილებში უნდა გადიოდეს. წართმე- ული ციხეები, მარგვი (არგვეთი) კი საზღვრის ჩრდილო- ეთით ანუ სვანთა მხარესაა. VIII საუკინიდან (740 წ.) ჩნდებიან უკვე არგვეთის მთავრები, წმინდანები - დავითი და კონსტანტინე. არსე- ბობს მოსაზრება, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს მიეკუთ- ვნებიან და თუ გავითვალისწინებთ მათ გარდაცვალებასა და ბაღვაშთა ამ ადგილას გამოჩენას შორის დროის სიმცირესა და ისტორიული მოვლენების განვითარებას, ეს მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ამ პერიოდში გვარების ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ არის აქტიურად დაწყებული და თვით ბაღვაშნი (ბაღვაში სვანურად ძლიერ, უაღრესად შეძლებულ კაცს ნიშნავს) არა გვარს, არამედ დიდ თემურ ოჯახს წარმოადგენენ. მხეიძე-მხეციძე ფეოდალური გვარი კი საქართველოს ისტორიაში XV საუკუნიდან ჩნდება. ბაღვაშების მიერ სამოსახლოდ ამ მიდამოების შერჩევა, სავარაუდოდ, რკინის დამუშავებისთვის აუცილებელი მადნეულის არსებობამ გამოიწვია, რაც ასე მრავლადაა იმ მხარეში (დღევანდელი საჩხერე-ჭიათურის რაიონი). სამჭედლო საქმიანობით
  • 20. 20 დაკავება, ბუნებრივია, იმდროინდელი საომარი აღჭურ- ვილობის მქონე ადამიანური რესურსის ფლობას გულის- ხმობს. ეს კი უდავოდ გვარის და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი რეგიონის მზარდი სიძლიერის ნიშანია, რაც გამოაჩინა კიდეც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ. --------------------------------- 3. სვანეთის ტაძრები IX-XIII საუკუნეებში და მათი უეცარი აღმშენებლობა სვანური საგვარეულო ტაძრების სიმრავლით ლატა- ლის თემი გამოირჩევა. აქ შვიდ ათეულამდე საძვალე და სამლოცველოა განთავსებული. ტაძრების უმრავლესობა, საგვარეულო კოშკებთან ერთად, IX-XI საუკუნეებშია აგე- ბული, ძირითადად იმ გვარების მიერ, რომლებიც დღე- საც ამ ტაძრების მოკილები ანუ გასაღების მფლობელები არიან. [იხ. ლატალის თემში გვარები და მათი კუთვნილი ტაძრები, ცხრ. №37]. მესტიაში: ჩართოლანები - ლეხთაგის წმ. ღვთის- მშობლის შობის სახელობის ტაძარი; ხერგიანები - ლეხ- თაგი -იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი; მარგიანები - ლანჩვალის მთავარანგელოზის ტაძარი; ფალიანები, ნიგუ- რიანები, მჭედლიანები და რატიანები - წმ. გიორგის ჯგრააგის ტაძარი სეტში; კახბერიძეები - ფუსდის მაცხოვრის სახელობის ტაძრის გვარები არიან. ასევეა მუ- ლახში, იფარში, კალაში, უშგულში, ბეჩოში, ეცერსა და სხვა თემებში. ტაძრები და კოშკები კონკრეტული გვარის ან გვარების განსახლების არეალში შენდებოდა, მათ მიწაზე და მათივე სახსრებით. მათ მიერვე ხდებოდა ამ ტაძრების დამშვენება ჯვარ-ხატებით, ოთხთავებით და სხვა ხელ- ნაწერი წიგნებით; ასევე ბარძიმ–ფეშხუმით და ღვთის- მსახურებისთვის საჭირო ყველა ნივთით. გამორჩეული
  • 21. 21 მხატვრების მიერ, გვარისვე სახსრებით, იხატებოდა ტაძრები. ამშენებელი გვარები იწოდებოდნენ კონკ- რეტული ტაძრის გვარებად, ხოლო ის გვარი, ვის მიწა- ზეც შენდებოდა ტაძარი, ხშირად ითავსებდა მეკლიტუ- რის, იგივე მოკილის ფუნქციებს. XI საუკუნეში სვანეთში აგებული ტაძრებიდან სეტის წმ. გიორგის ტაძარი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რო- გორც არქიტექტორული თვალსაზრისით, ისე მოცულობით (მისი სიგრძე-სიგანე 25X9მ-ია). მთელ სვანეთში ეს ერთად- ერთი გუმბათიანი ტაძარი იყო, სადაც ინახებოდა ამ ტაძ- რისთვის შეწირული, მთელი ხეობის სიძლიერის სიმბოლო - დროშა ლემი. წმინდა გიორგის სალოცავს აგებისთანავე მიე- ნიჭა სრულიად სვანეთის სალოცავის სტატუსი. შთამ- ბეჭდავია ამ ტაძრის შემომწირველთა რანგი და შემოწი- რული ძვირფასი ნივთების ჩამონათვალიც (მსგავსი დონის სიმდიდრე არცერთ სვანურ ტაძარს არ გააჩნია). მაცხოვრის ხატი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი; ასევე წმ. გიორგის ხატი ოქროთი და ვერცხლით მოჭედილი; ხის ჯვარი ოქრო–ვერცხლის ფირფიტებით შემკული; მთა- ვარანგელოზის ოქროს ხატი, ღვთისმშობლის ხატი ოქროს ბასმით მოცული; ხის ჯვარი; მაცხოვრის ორი ხატი, ვერცხლით ნაჭედი (ზომებით 41–31 სმ. და 20–15 სმ.), ვერცხლით წნული ჯვარი (25–26 სმ.), ხის სამწერობელი, მოოქროვილი ვერცხლით შემკული ჯვრის სახით; მეორე ვერცხლისტარიანი და ვერცხლითვე მოჭედილი ხის სამ- წერობელი (44-45 სმ.); დროშა ლემი, მოოქროვილი ვერცხლის ბუნიკით; ორი ვერცხლის დოქი - ერთი გიორ- გი მესამის, მეორე კი, სავარაუდოდ, თამარ მეფის მიერ შემოწირული; სამი ვერცხლის ჩაფი, იმერეთის მეფე ბაგრატ V-ის და მისი მეუღლის, თამარ დედოფლის მიერ შემოწირული; ვერცხლის სასანთლე, ბრინჯაოს საცეცხ- ლური (სირიული); ალექსანდრე მეფის მიერ შემოწირული
  • 22. 22 დიდი და მცირე ზომის ორი ზარი, რიპიდები (სამღვდე- ლო მსახურებისთვის გამოსაყენებელი ნივთი); ვერცხლის სირინოზი, ჩამოსხმული საკმევლის შესანახი 41 სმ. სიმაღლით; ვერცხლის ორი ბარძიმი; ჯვარცმის პატარა ხატი ოქროსი, რომელიც სავარაუდოდ სახარების ყდის ზედაპირია (თაყაიშვილმა ვერ მოიძია, შემდგომ ნიჟარაძემ ჩამოუტანა თბილისში). ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საგანძურისა, რომელიც აღწერისა და შედარების შემ- დეგ, უცვლელად და უდანაკარგოდ გადაეცა მუზეუმს XX ს-ის 30-იან წლებში. მანამდე იგი ცხრა საუკუნის გან- მავლობაში ინახებოდა ხან ტაძარში, ხან ამ ტაძრის გვართა საგვარეულო კოშკებში, „ლელ-ჯგრააგის“ [სეტის წმინდა გიორგის ტაძრის საგვარეულო საზოგადოება] მეთვალყუ- რეობის ქვეშ. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, IX-X სს.-ის სვანეთში არსებული ხატების ცხრა/მეათედი ადგილზევეა შექმნილი. ხატების შეკვეთის სიმრავლემ გამოიწვია სვანური ხატ- წერის და ჭედურობის თვითმყოფადი სკოლის ჩამოყა- ლიბება. ე.წ. სვანური ხატწერის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მეფის მხატვრების თანამონაწილეობამ. ქტიტორი გვარისთვის ტაძრის დაკომპლექტების საქ- მეში ერთ-ერთ მთავარ სიძნელეს სახარების შეძენა წარმო- ადგენდა. ეს ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვდა. გარდა ამისა, ხელნაწერი საეკლესიო წიგნები მხოლოდ გარკვე- ულ სამონასტრო კერებში იქმნებოდა, უმეტესწილად ტაო- კლარჯეთის სავანეებში. ჩვენდა სამწუხაროდ, სვანების მიერ შესყიდული წიგნების უმრავლესობამ დღევანდე- ლობამდე ვერ მოაღწია (ან არ არის გამოჩენილი). შემო- რჩენილი საეკლესიო ხელნაწერი წიგნებიდან, მინაწერე- ბის სიმრავლით მესტიის ოთხთავი გამოირჩევა. საყურად- ღებოა აგრეთვე ადიშის ოთხთავზე არსებული მინაწერი, რომელშიც კარგად ჩანს აღნიშნული წიგნების შესყიდვის
  • 23. 23 პროცესი - ნიკოლოზ ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა: „სახელითა არსება-და[უბადებ(ე)ლისა], ყ(ოვლა)დ წ(მიდ)- ისა ს(ა)მ(ე)ბისაითა, მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თ[ა ყ(ოვლა)დ წმიდისა ღმრთის მშობელისაითა, შეწევნითა და წყალობითა წმი- დათა მთავარანგელოსთაითა, მეოხებითა და შეწევნითა ყოველთა წმიდათაითა, მე ნიკოლაოს ოდესმე ჯუმათისა მამასახლის-ყოფილმან, უღირსმან და სულითა საწყალო- ბელმან, ფრიადითა ხარკებითა, აშენენ ღმერთმან კლარ- ჯეთისა მონასტერნი, შევიარენ და შევკრიბენ წმიდანი ესე წიგნნი; პირველად, წმიდაი ესე სახარებაი ოთხთავი, და მრავალთავი, და ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა- მიგებაი. უმეტესად აღაშენენ ღმერთმან შატბერდი, ესე ოთხთავი და ხელთკანონი“. [სილოგავა ვ. სვანეთის წერი- ლობითი ძეგლები, 1986 წ. თბ.გვ. 48]. ადიშის ოთხთავი, 897 წ. მასზე XI საუკუნის მინაწერი, № ნომრით - 3. ვალერი სილოგავას აზრით, ნიკოლაოსის მიერ კლარჯეთის ტაძრების შემოვლა შემთხვევითი არაა. მისივე მოსაზრებით, აშკარაა, რომ იგი გარკვეული და- ვალებითაა მივლინებული სვანი დამკვეთების მიერ, სვანეთის ტაძრების მღვდელმსახურებისთვის ყველა საჭი- რო წიგნის შესაძენად. როგორც აღვნიშნეთ, ჯვარ-ხატების ოსტატები სვანეთ- ში საკმაოდ არიან წარმოდგენილნი, ხოლო ხელნაწერი წიგნების შეძენას ტაო-კლარჯეთში ცდილობენ სვანი ქტი- ტორები. ამ დროისათვის საეკლესიო წიგნები გიორგი ათონელის რედაქციამდელია. ამიტომაც შეელივნენ ტაოე- ლი მამები, სხვა მრავალ ხელნაწერთან ერთად, ადიშის სახარებას, კალის და ლატალის ლექციონარებს, წვირმის და იელის იედიგარებს, ილარიონ იშხნელი ეპისკო- პოსისთვის ოშკში 1033 წელს გადაწერილ, მდიდრულად გაწყობილ მესტიის ოთხთავსაც, რომელიც ყველა დანარ- ჩენისგან გამორჩეულია მინაწერების სიმრავლით და მათი
  • 24. 24 ისტორიული ღირებულებით. კარგად თუ დავაკვირდებით ეკლესიების აღმშენებლობის ტალღას IX-XI საუკუნეების სვანეთში, თვალშისაცემი ხდება ხარჯების მასშტაბები, რომელიც გაღებული იქნა ცალკეული სვანური გვარების მიერ. ამ სახსრების მოძიება-შეგროვება სვანეთში გაკვირ- ვებას იწვევს, ხოლო მოტივი - საკუთარი გვარის საც- ხონებლად დიდი ოდენობით თანხების გაღება - იწვევს უზომოდ დიდ სიხარულს. ამხელა სახსრები ხომ მათ მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდათ ოჯახების გამო- საკვებად. საინტერესოა, რა პროცესები განაპირობებს ამ პერიოდში სვანური მოსახლეობის მატერიალური მდგომა- რეობის ერთდროულ გაუმჯობესებას, თუ გავით- ვალისწინებთ, რომ ამ რეგიონის გეოგრაფიული მდება- რეობა და მკაცრი კლიმატური პირობები არ იძლევა საშუალებას ამ დონის ჭარბი მატერიალური დოვლათის შექმნისა და დაგროვებისა. მაშ, საიდან გაჩნდა დროის ამ მონაკვეთში ამდენი მატერიალური რესურსი, რომელიც გადანაწილდა სვანთა შორის, მსგავსი ძვირადღირებული აღმშენებლობის განსახორციელებლად?! XI ს-ის დასაწყისში, ახალგაზრდა მეფე ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდში, მიმდინარეობს საქართველოს სრული გაერთიანების პროცესი. ამ დროისთვის სვანეთის მოსაზ- ღვრედ, ყველაზე ახლოს, სახლობენ ქართველ ფეოდალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრები - ბაღ- ვაშები. მათ მფლობელობაშია ვრცელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები: კლდეკარი, მარგვეთა, თა- კვერი, რაჭა, თრიალეთის ტერიტორიები და სხვ. მინიჭე- ბული აქვთ შემდეგი ტიტულები (მათ შორის ბიზანტიის იმპერიის უმაღლესი ტიტულები): 1. ერისთავთ-ერისთავი
  • 25. 25 ერისთავთ-ერისთავი არის ქართული საპატიო ტიტუ- ლი და არა ერისთავთა მთავარი [ანთელავა ი. 1983 წ. საქა- რთველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII სს.]. 2. მაგისტროსი XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის 19-საფეხუ- რიანი რანგის მეოთხე საფეხური: კეისაროსის, ნოველისი- ოსის და კუროპალატის შემდეგ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მაგისტროსის ტიტულის მინიჭება არ არის საეჭვო, რადგან ამ ტიტულს, ბაგრატიონების გარდა, ფლობდნენ ბიზან- ტიის სამსახურში მყოფი ვინმე ჩორთოვანელი, ვინმე გიო- რგი, აგრეთვე კახეთის მეფე კვირიკე III [Кондаков, 1890 წ., პეტერბურგი]. 3. ყოვლისა აღმოსავლეთის წინამძღვარი [სილოგავა ვ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორი- ალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedi- catio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ. 223-286; 494-495] 1052 წლის დღემდე გამოუქვეყნებელი 10-სტრიქონიანი სამშენებლო წარწერა წალკიდან: „აღაშენა ზეობასა ძისა მათისა, დიდისა და ყოვლისა აღმოსავლე- თისა წინამძღვრისა ერისთავთ-ერისთავისა ლიპარიტ პრო- ტატისა (ამ ტიტულის ბერძნული თარგმანია). 4. პროედროსი კაცხის ალავერდის ოთხთავის მინაწერში მოხსენიე- ბულია კაცხის წინამძღვარი ქარდილასი და ივანე ლიპა- რიტის ძე. ეს ტიტული ჰქონდათ როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს. მას ფლობდა ნიკიფორე ბოტანიტე, მარიამ მართა ყოფილის მეორე მეუღლე, გამეფებამდე (1078-1081 წწ). ამას მისი შესაკიდი ბეჭდის წარწერა ადას- ტურებს. ეს ტიტული სასულიერო რანგში მარტო სვინგე-
  • 26. 26 ლოზსა და პროტოსვინგელოზს თუ ჩამოუვარდება. სავა- რაუდოდ, აღკვეცის შემდგომ, 1058-59 წლებში მიენიჭა ბიზანტიის სამეფო კარიდან ლიპარიტს სასულიერო და ივანეს საერო პროედროსის საპატიო წოდება [სილოგავა ვ. 2001 წ.თბ.იქვე]. 5. პროტარხონი ერისთავთ-ერისთავის შესაბამისი ტიტული. 6. ბაღვაშთა ფეოდალურ სახლში ნოველოსიმუსის წოდებაც ფიქსირდება. ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუ- ნის ერთ-ერთ წარწერაში ნიანია ერისთავთ-ერისთავი ამ წოდებით მოიხსენიება. სავარაუდოდ, ეს ბაღვაშთა სახლე- ულია [სილოგავა ვ. ქართული წარწერების კორპუსი, ტომი II,1980 წ. გვ.101]. 7. 1175 წ. კონსტანტინოპოლის წმ. მამის მონასტრის ტიპიკონის ერთ-ერთ მინაწერში ბასილ-ლიპარიტი კურო- პალატის ტიტულით მოიხსენიება [R. GUILLAND, ETUDOS SUR I’ HISTOIR ADMINISTRATIV DE I’EMPIRE BYZANTIN. LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 1970 წ. გვ.208]. მას ივანე ლიპარიტის ძის ერთ-ერთ შთამომავლად მიიჩნევენ [А.П.- каждан, 1918 წ. გვ. 91-92]. ბაღვაშები ასევე ფლობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველში მდებარე მრავალ ციხეს: ვერე, კლდეკარი, ატენი, ორბელი და სხვა. სოფელი ჭადიჯვარი შესწირეს შიომღვიმის მონასტერს; აშენებენ ტაძრებს და მონასტრებს: კაცხი, ჭიათურის მღვიმის მონასტერი, ნიკორწინდა, მან- გლისი, ატენი, მეტეხი, ზემო ვარძია და სხვა მრავლი. ეს აღმშენებლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ლიპარიტ ბაღვაშის (ბერობაში - ანტონი) დროს. მისივე მცდელობით იქმნება მრავალი წერილობითი ძეგლი. კაცხის ტაძ- რისთვის, ბაღვაშთა სახლის წევრების უკვდავსამყოფად, ლიპარიტი უკვეთავს სამ დიდ ხელნაწერს: იოანე ოქრო- პირის, მათეს და იოანეს სახარებათა ტექსტებს, რომელსაც
  • 27. 27 თან ახლავს დამკვეთის 40-ზე მეტი მოსახსენებელი - ლიპარიტ ლიპარიტის ძის, მისი მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების სახელზე. (ეს ხელნაწერები შემდგომში მოხვედრილა გელათის მონასტერში; სავა- რაუდოდ, უმემკვიდრეოდ დარჩენილი რატი VI-ის გარ- დაცვალების შემდეგ, როცა კაცხის საერისთავო მამული გადაეცა გელათის მონასტერს). მის მიერ კაცხის მონას- ტრისთვის ასევე შესყიდულ იქნა და მისივე სახსრებით შეიმკო ე.წ. ალავერდის ოთხთავი (სამართლიანი იქნებოდა ეს ოთხთავი კაცხის ოთხთავად იწოდებოდეს). ლიპარიტი თვითონაც მწიგნობარი იყო. ცნობილია მისი თხზულება „მართმადიდებლობისა და მწვალებლობისათვის“. ამ წიგნებიდან კარგად ჩანს მისი ლიტერატურული გემოვნება, მოღვაწეობის მასშტაბურობა, პოლიტიკური ძა- ლა და მატერიალური შესაძლებლობები. ეს წიგნები ათი საუკუნის მერეც ბრწყინვალედ გამოიყურება. აღნიშნული სამი წიგნი გადაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას: 1. 1047 წელს მანგლისში; 2. 1048 წ. ასევე მანგ- ლისში, ანტონ თულაის ძის მღვდელმთავრობის დროს; 3. 1053 წ. აწყურში, სავარაუდოდ, თურქ-სელჩუკების ტყვეობიდან ლიპარიტის გამოხსნის შემდეგ, არსენ ეპის- კოპოსის მარზაპნის, ბოცო ჯაყელის ძის მღვდელმთავ- რობისას. უკვე სინას მთაზე ბერად ყოფნისას, ბაღვაში ათონის ივერთა მონასტრის უხვად შემწეა. იგი მოხ- სენებულია კიდეც ივერონის აღაპებში. [ბერძენიშვილი ნ. ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბილისი 2007 წ. გვ.109,110,-126,129,133,142,217]. ბაღვაშთა სახლი დამოუკიდებლად აწარმოებს საგა- რეო ომებს. სხვადასხვა დროს, ისევე როგორც სხვა ქარ- თველი მთავრები, ისინი ჩართული არიან სამამულო ომებში და ასევე აწარმოებენ ომებს ბიზანტიის ლაშქრის შემადგენლობაში. ცნობილია 1048 წლის ომი სელჩუკების