ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი ოთარ ზაქარიას ძე ქიტუაშვილი დაიბადა 1928 წლის 12 ნოემბერს. წარჩინებით დაამთავრა ნიჩბისის სკოლა. მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკის განხრით. იგი იყო აკადემიკოსების, ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას წარჩინებული სტუდენტი. 1960-70-იან წლებში მისი სტატიები ქვეყნებოდა ჟურნალში „Математика в школе“, ქ. მოსკოვში. მიღებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი და არაერთი ჯილდო. აქტიურად იყო მიწვეული მისაღებ გამოცდებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, გორში, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამ უნივერსიტეტებს შორის იყო საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ნაშრომების ავტორი. გარდაიცვალა 2010 წლის 25 ოქტომბერს. დაკრძალულია სოფელ სასხორში.