SlideShare a Scribd company logo
სტრატეგიული დაგეგმვა - ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს კომპანიის
მიზნებისა და რესურების სტრატეგიულ თანხვედრას მუდმივად ცვალებად
გარემოსთან. (მუდმივად ცვალებად გარემოში შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოყენება) ეს პროცესი იწყება მისიის ჩამოყალიბებით, რასაც შემდეგ მიზნები და
ამოცანები მოყვება.
მისიის განაცხადი - ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი, რისი მიღწევა სურს.
ბიზნესპორთფელი - ბიზნესებისა და პროდუქტების ერთობლიობა, რისგანაც შედგება
კომპანია.
პორტფელის ანალიზი - როცა ხელმძღვანელობა კომპანიის ბიზნესებსა და
პროდუქტებს აფასებს, წყვეტს, რომელ ბიზნესში ჩადოს რესურსები და რომელში არა.
კომპანიის ზრდის 4 სტრატეგია:
1.ბაზარზე შეღწევა - არსებულ ბაზარზე გაყიდვების ზრდა ახალი პროდუქციის
შეცვლის გარეშე.
2.ბაზრის განვითარება - როცა კომპანია არსებული პროდუქტით ახალ ბაზრებზე
გადადის.
3.პროდუქტის განვითარება - არსებულ ბაზარზე სახეცვლილი ან ხალი პროდუქტის
შეტანა.
4.დივერსიფიკაცია - ახალ ბაზარზე ხალი პროდუქტის შესვლა.
ფასეულობათა ჯაჭვი - კომპანიის შიდა დეპარტამენტები, რომლებიც განაპირობებენ
ფასეულობის შექმნას: დიზაინს, შემადგენლობას, ტრანსპორტირებას, ბაზარზე
განთავსებას, პროდუქტის მხარდაჭერას.
ფასეულობათა მიწოდების ქსელი - ქსელი, რომელიც მოიცავს კომპანიის
თანამშრომლობას დისტრიბუტორებთან, მომწოდებლებთან და მყიდველებთან და
რომლის მიზანია, კიდევ უფრო გააუმჯობესოს მისი ფასეულობის ხარისხი.
მარკეტინგული სტრატეგია - კომპანიის გადაწყვეტილება, რომელ კლიენტს უნდა
მოემსახუროს (სეგმენტაზია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა) და რა ფასეულობა
შესთავაზოს (დიფერენცირება და პოზიციონირება).
ბაზრის სეგმენტაცია - ბაზრის დაყოფა მომხმარებლების მიხედვით, რომლებიც
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საჭიროებებით, მახასიათებლებით, ქცევით და
რომლებსაც ორგანიზაციამ განსხვავებული მარკტინგული კომპლექსი უნდა
შესთავაზოს.
ბაზრის სეგმენტი - მომხმარებელთა ჯგუფი, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობაზე
ერთნაირად რეაგირებს.
მიზნობრივი ბაზრის შერჩევა - ბაზრის სეგმენტებად დაყოფისა და მათი შეფასების
შემდეგ მათგან ერთის ან რამდენიმეს არჩევის პროცესი მათთვის პროდუქციის
მიყიდვის მიზნით.
პოზიციონირება - კომპანიის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მიზნობრივი
მყიდველის გონებაში მათ პროდუქტზე განსაზღვრული, განსხვავებული, სწორი და
სასურველი პოზიციის შექმნისაკენ, კონკურენტულ პროდუქტთან შედარებით. მაგ.
ბეემვე სოცირდება სიჩქარესთან და ა.შ.
დიფერენცირება - საბაზრო შეთავაზების დიფერენციაცია უმაღლესი დონის
კლიენტების ღირებულების შექმნისთვის.
მარკეტინგული კომპლექსი - კონტროლირებადი, ტაქტიკური მარკეტინგული
საშუალებების ერთობლიობა, რომელსაც კომპანია მიზნობრივ ბაზარზე სასურველი
ეფექტის მოსახდენად იყენებს. ესაა 4P: 1.პროდუქტი - მიზნობრივი ბაზრისათვის
შეთავაზებული სქონლისა და მომსახურების ერთობლიობა; 2.ფასი - ფულის
რაოდენობა, რომელსაც მყიდველი პროდუქტში იხდის; 3.ადგილი - სად შეიძლება
მათი შეძენა, ამ გზით პროდუქტი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება;
4.სტიმულირება - საზოგადოებისათვის პროდუქტის გაცნობა, მისი რეკლამირება,
მყიდველის დარწმუნება პროდუქციის შეძენაში.
სვოტ ანალიზი - კომპანიის ძლიერი, სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და
საფრთხეების შეფასება.

More Related Content

Similar to 2 თავი

1 თავი
1 თავი1 თავი
1 თავი
ani ani
 
საბაკალავრო ნაშრომი 2313
საბაკალავრო ნაშრომი 2313საბაკალავრო ნაშრომი 2313
საბაკალავრო ნაშრომი 2313
Zura Latsabidze
 
Module 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtuModule 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtu
TamunaNL
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
TamunaNL
 
Ecomode module 8 - gtu
Ecomode  module 8 - gtuEcomode  module 8 - gtu
Ecomode module 8 - gtu
TamunaNL
 
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
davit grdzelidze
 

Similar to 2 თავი (9)

1 თავი
1 თავი1 თავი
1 თავი
 
Tavi 4 97-2003
Tavi 4 97-2003Tavi 4 97-2003
Tavi 4 97-2003
 
საბაკალავრო ნაშრომი 2313
საბაკალავრო ნაშრომი 2313საბაკალავრო ნაშრომი 2313
საბაკალავრო ნაშრომი 2313
 
Foto konkursi
Foto konkursiFoto konkursi
Foto konkursi
 
Module 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtuModule 7 7.2 presentation_version_gtu
Module 7 7.2 presentation_version_gtu
 
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtuModule 1 1.2 presentation_version 1-gtu
Module 1 1.2 presentation_version 1-gtu
 
Ecomode module 8 - gtu
Ecomode  module 8 - gtuEcomode  module 8 - gtu
Ecomode module 8 - gtu
 
Ch 02 mk 2014
Ch 02 mk 2014  Ch 02 mk 2014
Ch 02 mk 2014
 
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
ინტერნეტ მარკეტინგი (პრეზენტაცია)
 

2 თავი

  • 1. სტრატეგიული დაგეგმვა - ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მიზნებისა და რესურების სტრატეგიულ თანხვედრას მუდმივად ცვალებად გარემოსთან. (მუდმივად ცვალებად გარემოში შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება) ეს პროცესი იწყება მისიის ჩამოყალიბებით, რასაც შემდეგ მიზნები და ამოცანები მოყვება. მისიის განაცხადი - ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი, რისი მიღწევა სურს. ბიზნესპორთფელი - ბიზნესებისა და პროდუქტების ერთობლიობა, რისგანაც შედგება კომპანია. პორტფელის ანალიზი - როცა ხელმძღვანელობა კომპანიის ბიზნესებსა და პროდუქტებს აფასებს, წყვეტს, რომელ ბიზნესში ჩადოს რესურსები და რომელში არა. კომპანიის ზრდის 4 სტრატეგია: 1.ბაზარზე შეღწევა - არსებულ ბაზარზე გაყიდვების ზრდა ახალი პროდუქციის შეცვლის გარეშე. 2.ბაზრის განვითარება - როცა კომპანია არსებული პროდუქტით ახალ ბაზრებზე გადადის. 3.პროდუქტის განვითარება - არსებულ ბაზარზე სახეცვლილი ან ხალი პროდუქტის შეტანა. 4.დივერსიფიკაცია - ახალ ბაზარზე ხალი პროდუქტის შესვლა. ფასეულობათა ჯაჭვი - კომპანიის შიდა დეპარტამენტები, რომლებიც განაპირობებენ ფასეულობის შექმნას: დიზაინს, შემადგენლობას, ტრანსპორტირებას, ბაზარზე განთავსებას, პროდუქტის მხარდაჭერას. ფასეულობათა მიწოდების ქსელი - ქსელი, რომელიც მოიცავს კომპანიის თანამშრომლობას დისტრიბუტორებთან, მომწოდებლებთან და მყიდველებთან და რომლის მიზანია, კიდევ უფრო გააუმჯობესოს მისი ფასეულობის ხარისხი. მარკეტინგული სტრატეგია - კომპანიის გადაწყვეტილება, რომელ კლიენტს უნდა მოემსახუროს (სეგმენტაზია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა) და რა ფასეულობა შესთავაზოს (დიფერენცირება და პოზიციონირება).
  • 2. ბაზრის სეგმენტაცია - ბაზრის დაყოფა მომხმარებლების მიხედვით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საჭიროებებით, მახასიათებლებით, ქცევით და რომლებსაც ორგანიზაციამ განსხვავებული მარკტინგული კომპლექსი უნდა შესთავაზოს. ბაზრის სეგმენტი - მომხმარებელთა ჯგუფი, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობაზე ერთნაირად რეაგირებს. მიზნობრივი ბაზრის შერჩევა - ბაზრის სეგმენტებად დაყოფისა და მათი შეფასების შემდეგ მათგან ერთის ან რამდენიმეს არჩევის პროცესი მათთვის პროდუქციის მიყიდვის მიზნით. პოზიციონირება - კომპანიის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მიზნობრივი მყიდველის გონებაში მათ პროდუქტზე განსაზღვრული, განსხვავებული, სწორი და სასურველი პოზიციის შექმნისაკენ, კონკურენტულ პროდუქტთან შედარებით. მაგ. ბეემვე სოცირდება სიჩქარესთან და ა.შ. დიფერენცირება - საბაზრო შეთავაზების დიფერენციაცია უმაღლესი დონის კლიენტების ღირებულების შექმნისთვის. მარკეტინგული კომპლექსი - კონტროლირებადი, ტაქტიკური მარკეტინგული საშუალებების ერთობლიობა, რომელსაც კომპანია მიზნობრივ ბაზარზე სასურველი ეფექტის მოსახდენად იყენებს. ესაა 4P: 1.პროდუქტი - მიზნობრივი ბაზრისათვის შეთავაზებული სქონლისა და მომსახურების ერთობლიობა; 2.ფასი - ფულის რაოდენობა, რომელსაც მყიდველი პროდუქტში იხდის; 3.ადგილი - სად შეიძლება მათი შეძენა, ამ გზით პროდუქტი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება; 4.სტიმულირება - საზოგადოებისათვის პროდუქტის გაცნობა, მისი რეკლამირება, მყიდველის დარწმუნება პროდუქციის შეძენაში. სვოტ ანალიზი - კომპანიის ძლიერი, სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შეფასება.