SlideShare a Scribd company logo
1 of 9
ცხოველთა სამყარო
ლომი
ვეფხვი
ლეოპარდი
ავაზა
მგელი
დათვი
ირემი
ზებრა
კენგურუ
ლომი
 ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის,
პანტერათა გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-
240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს
ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით
დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს,
დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია.
ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
 ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში)
და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი).VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც
ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად
უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს,
ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს.
ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა,
რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის
3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის
სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს.
ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება,
ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.
ვეფხვი
 ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის,
პანტერათა გვარის წარმომადგენელი.
 ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე
1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს
განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში,
ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის
მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში,
საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს
სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად,
სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად
ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3
წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105
დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ,
სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ
სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა
„ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus),
დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.
ლეოპარდი
 ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი
კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.
სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი
მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის
ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში, ამჟამად კი
მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში
ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე
შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის
წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული. ჯიქი ძირითადად იკვებება
ანტილოპებით, ირმებით, შველით და ფაუნის სხვა
წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება
გამოიყენოს მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად
ესხმის თავს შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე
იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს. ის სხვა
მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც.
ავაზა
 ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის მტაცებელი. ხმელეთის ყველაზე სწრაფი
ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის
სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება.
ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური
სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით
ნადირობდნენ შუა საუკუნეავაზა ხორცისმჭამელი ცხოველია. იკვებება ძუძუმწოვრებით 40კგ.-ს ქვემოთ. კვების
მენიუში ძირითადად შედიან გაზელები და იმპალები. უფრო დიდი ძუძუმწოვრები როგორებიც არიან ზებრები და
გნუები ასევე მოინადირებიან როდესაც ავაზები ჯგუფად ნადირობენ. მსხვერპლების სიაში ასევე შედიან კურდღლები.
სხვა კატებისგან განსხვავებით გეპარდები დღისით ნადირობენ, ძირითადად დილით ადრე ან გვიან მოსაღამოვებისას,
როდესაც ისე ძალიან არ ცხელა, მაგრამ მაინც არის სინათლე.
 ავაზები ნადირობის დროს უფრო მათ ხედვას იყენებენ ვიდრე ყნოსვას. მსხვერპლს უსაფრდებიან 10 -30 მეტრის
მოშორებით, ხოლო შემდეგ ედევნებიან მას. ეს ჩვეუელბრივ ხდება ერთი წუთის განმავლობაში ან უფრო მალე და თუ
ავაზა განიცდის კრახს სწრაფად დაჭერაში მაშინ იგი მსხვერპლს თავს ანებებს. ავაზების ნადირობის საშუალო
წარმატებულობის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს.
 ძალიან სწრაფად სირბილისას ავაზას სხეული განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. კერძოდ კი მისი სხეულის
ტემპერატურა მაღლა ადის. თუ დადევნება დიდია ავაზა საჭიროებს შესვენებას ნახევარი საათით ან უფრო მეტითაც.
ავაზა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გატეხოს მსხვერპლის კისერი ნადირობისას, ამიტომ დადევნებისას იგი აქცევს
მსხვერპლს და კბენს მას კისერში რათა გაგუდოს იგი. ნაკბენმა შეიძლება ასევე გახვრიტოს ხოლმე კისერში მთავარი
არტერია. ამის შემდეგ იგი ცდილობს შეჭამოს მსხვერპლი იმდენად ჩქარად რამდენადაც შეუძლია სანამ არ გამოჩნდება
უფრო ძლიერი მტაცებელი.ების საქართველოშიც.
მგელი
 მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ
ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-
ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას,
როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ
ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.[1] გვიან
შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება
გამრავლების სეზონისათვის - ეძებს მყუდრო ბუნაგს.
 ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის
წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ
მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის
განმავლობაში).
 მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის
განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს,
საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და
უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც
ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
 ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ
ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით
სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.
დათვი
 მურა დათვი (ლათ. Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი,
დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480
კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ
ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი.
ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და
შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან
განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით.
შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-
195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების
შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს.
სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი
ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში
ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს
3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ
უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს,
თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.
ირემი
 ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა.
თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს.
ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა
სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და
სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6
ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი.
სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ
რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად
აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.
ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა.
თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს.
ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა
სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და
სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6
ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი.
სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ
რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად
აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.
ზებრა
 სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის,
განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ
ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga).
ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე
ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ
მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2
ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ
შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან
დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად
მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში. მთის
ზებრა (ლათ. Equus zebra) — ზებრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-
დასავლეთ ანგოლაში, ნამიბიაში და სამხრეთ აფრიკაში. როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი
შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. მაღალ მთებში
მისი სხეულის სიგრძე 2,2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1,4 მეტრამდე. წონა დაახლოებით 240 კგ-
დან 372 კგ-მდე. მთის ზებრა ცხოვრობს მშრალ, ქვიან, ბორცვიან, მთიან ადგილებში. უპირატესობას
ანიჭებს ფერდობებსა და პლატოებს, გვხვდება ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მ-მდე, თუმცა
ზამთრის სეზონზე სახლდება უფრო დაბალ მიდამოებში. იკვებება ქოჩრიანი ბალახებით, ხის
ქერქით, ფოთლებით, ხილითა და ფესვებით.

More Related Content

Viewers also liked

ცხოველთა მრავალფეროვნება!
ცხოველთა მრავალფეროვნება!ცხოველთა მრავალფეროვნება!
ცხოველთა მრავალფეროვნება!makaafriamashvili
 
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებებიMaia Popkhadze
 
2 ვინ აირჩია ძაღლმა-მოთხრობა
2 ვინ  აირჩია ძაღლმა-მოთხრობა2 ვინ  აირჩია ძაღლმა-მოთხრობა
2 ვინ აირჩია ძაღლმა-მოთხრობაMaia Popkhadze
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''mananasvanadze
 
ზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლეზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლეritadateshidze
 
ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.makaafriamashvili
 
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალი
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალიდავალება-ცოცხალი და არაცოცხალი
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალიmakaafriamashvili
 
რა ჰქვიათ პატარებს
რა ჰქვიათ პატარებსრა ჰქვიათ პატარებს
რა ჰქვიათ პატარებსmakaafriamashvili
 
კუდა მელა
კუდა  მელაკუდა  მელა
კუდა მელაketinoni
 
დავალება 3კლ. კროსვორდი
დავალება  3კლ. კროსვორდიდავალება  3კლ. კროსვორდი
დავალება 3კლ. კროსვორდიmakaafriamashvili
 
3 კლ. მოძრაობა
3 კლ.  მოძრაობა3 კლ.  მოძრაობა
3 კლ. მოძრაობაmakaafriamashvili
 

Viewers also liked (12)

ცხოველთა მრავალფეროვნება!
ცხოველთა მრავალფეროვნება!ცხოველთა მრავალფეროვნება!
ცხოველთა მრავალფეროვნება!
 
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები
1 ვინ აირჩია ძაღლმა-დავალებები
 
2 ვინ აირჩია ძაღლმა-მოთხრობა
2 ვინ  აირჩია ძაღლმა-მოთხრობა2 ვინ  აირჩია ძაღლმა-მოთხრობა
2 ვინ აირჩია ძაღლმა-მოთხრობა
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
 
ზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლეზღაპარი კომბლე
ზღაპარი კომბლე
 
ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.
 
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალი
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალიდავალება-ცოცხალი და არაცოცხალი
დავალება-ცოცხალი და არაცოცხალი
 
მწერები
მწერებიმწერები
მწერები
 
რა ჰქვიათ პატარებს
რა ჰქვიათ პატარებსრა ჰქვიათ პატარებს
რა ჰქვიათ პატარებს
 
კუდა მელა
კუდა  მელაკუდა  მელა
კუდა მელა
 
დავალება 3კლ. კროსვორდი
დავალება  3კლ. კროსვორდიდავალება  3კლ. კროსვორდი
დავალება 3კლ. კროსვორდი
 
3 კლ. მოძრაობა
3 კლ.  მოძრაობა3 კლ.  მოძრაობა
3 კლ. მოძრაობა
 

Similar to ცხოველთა სამყარო

საქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნისაქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნიlalipangani
 
ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველებიtoidzemelano
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველებიzazuka1717
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველებიzazuka1717
 
ზოლიანი აფთარი
ზოლიანი აფთარიზოლიანი აფთარი
ზოლიანი აფთარიNatia Gvilia
 
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლი
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლიწითელი ნეკერჩხლის ფოთოლი
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლიOlgha Bochorishvili
 
ლომი და თაგვი
ლომი და თაგვილომი და თაგვი
ლომი და თაგვიKeti Tseradze
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაIrina Zaqareishvili
 
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლინეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიOlgha Bochorishvili
 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებასაქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებაtreningigori3
 

Similar to ცხოველთა სამყარო (20)

საქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნისაქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნი
 
საქართველოს წითელი
საქართველოს წითელისაქართველოს წითელი
საქართველოს წითელი
 
ირემი
ირემიირემი
ირემი
 
ცხოველები
ცხოველებიცხოველები
ცხოველები
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველები
 
ლალიკო გველები
ლალიკო გველებილალიკო გველები
ლალიკო გველები
 
1
11
1
 
ზოლიანი აფთარი
ზოლიანი აფთარიზოლიანი აფთარი
ზოლიანი აფთარი
 
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლი
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლიწითელი ნეკერჩხლის ფოთოლი
წითელი ნეკერჩხლის ფოთოლი
 
ლომი და თაგვი
ლომი და თაგვილომი და თაგვი
ლომი და თაგვი
 
Sasargeblo da mavne mwerebi
Sasargeblo da  mavne mwerebiSasargeblo da  mavne mwerebi
Sasargeblo da mavne mwerebi
 
Cxovelebi
CxovelebiCxovelebi
Cxovelebi
 
Mwerebi2
Mwerebi2Mwerebi2
Mwerebi2
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნა
 
პრეზენტაცია - კენგურო
პრეზენტაცია - კენგუროპრეზენტაცია - კენგურო
პრეზენტაცია - კენგურო
 
კენგურუ
კენგურუკენგურუ
კენგურუ
 
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლინეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
 
Frinvelebi2
Frinvelebi2Frinvelebi2
Frinvelebi2
 
მ წ ე რ ე ბ ი
მ  წ  ე  რ  ე  ბ  იმ  წ  ე  რ  ე  ბ  ი
მ წ ე რ ე ბ ი
 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნებასაქართველოს ბიომრავალფეროვნება
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
 

ცხოველთა სამყარო

  • 2. ლომი  ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180- 240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.  ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი).VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.
  • 3. ვეფხვი  ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.  ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.
  • 4. ლეოპარდი  ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული. ჯიქი ძირითადად იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შველით და ფაუნის სხვა წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება გამოიყენოს მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს. ის სხვა მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც.
  • 5. ავაზა  ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის მტაცებელი. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეავაზა ხორცისმჭამელი ცხოველია. იკვებება ძუძუმწოვრებით 40კგ.-ს ქვემოთ. კვების მენიუში ძირითადად შედიან გაზელები და იმპალები. უფრო დიდი ძუძუმწოვრები როგორებიც არიან ზებრები და გნუები ასევე მოინადირებიან როდესაც ავაზები ჯგუფად ნადირობენ. მსხვერპლების სიაში ასევე შედიან კურდღლები. სხვა კატებისგან განსხვავებით გეპარდები დღისით ნადირობენ, ძირითადად დილით ადრე ან გვიან მოსაღამოვებისას, როდესაც ისე ძალიან არ ცხელა, მაგრამ მაინც არის სინათლე.  ავაზები ნადირობის დროს უფრო მათ ხედვას იყენებენ ვიდრე ყნოსვას. მსხვერპლს უსაფრდებიან 10 -30 მეტრის მოშორებით, ხოლო შემდეგ ედევნებიან მას. ეს ჩვეუელბრივ ხდება ერთი წუთის განმავლობაში ან უფრო მალე და თუ ავაზა განიცდის კრახს სწრაფად დაჭერაში მაშინ იგი მსხვერპლს თავს ანებებს. ავაზების ნადირობის საშუალო წარმატებულობის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს.  ძალიან სწრაფად სირბილისას ავაზას სხეული განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. კერძოდ კი მისი სხეულის ტემპერატურა მაღლა ადის. თუ დადევნება დიდია ავაზა საჭიროებს შესვენებას ნახევარი საათით ან უფრო მეტითაც. ავაზა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გატეხოს მსხვერპლის კისერი ნადირობისას, ამიტომ დადევნებისას იგი აქცევს მსხვერპლს და კბენს მას კისერში რათა გაგუდოს იგი. ნაკბენმა შეიძლება ასევე გახვრიტოს ხოლმე კისერში მთავარი არტერია. ამის შემდეგ იგი ცდილობს შეჭამოს მსხვერპლი იმდენად ჩქარად რამდენადაც შეუძლია სანამ არ გამოჩნდება უფრო ძლიერი მტაცებელი.ების საქართველოშიც.
  • 6. მგელი  მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ- ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.[1] გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის - ეძებს მყუდრო ბუნაგს.  ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).  მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.  ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.
  • 7. დათვი  მურა დათვი (ლათ. Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75- 195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.
  • 8. ირემი  ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა. ირემი (ლათ. Cervus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.
  • 9. ზებრა  სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში. მთის ზებრა (ლათ. Equus zebra) — ზებრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ- დასავლეთ ანგოლაში, ნამიბიაში და სამხრეთ აფრიკაში. როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. მაღალ მთებში მისი სხეულის სიგრძე 2,2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1,4 მეტრამდე. წონა დაახლოებით 240 კგ- დან 372 კგ-მდე. მთის ზებრა ცხოვრობს მშრალ, ქვიან, ბორცვიან, მთიან ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს ფერდობებსა და პლატოებს, გვხვდება ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მ-მდე, თუმცა ზამთრის სეზონზე სახლდება უფრო დაბალ მიდამოებში. იკვებება ქოჩრიანი ბალახებით, ხის ქერქით, ფოთლებით, ხილითა და ფესვებით.