2. აფთრისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი. ის
ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. ბინადრობს წყლიდან 10
კილომეტრის მოშორებით. აქვს რუხი ან ღია ყავისფერი ბეწვი,
რომელსაც მუქი ზოლები გასდევს. მძლავრი ყბების და კბილების
მეშვეობით ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებსაც. ბუნების
სანიტრის როლს ასრულებს, თუმცა ხშირად თავს ესხმის შინაურ თუ
გარეულ პატარა ცხოველებს.
3. ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეული შავ-
თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი
გასდევს, რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე
მინდაოში 70 სმ, მენჯში — 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგელიანი, 30 სმ-მდე
სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი,
მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს).
4. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია.
ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის.
იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით.
მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები
გასდევს.