SlideShare a Scribd company logo
1 of 10
წყალტუბო
 წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის
ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც
გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს.
თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-
სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5
ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების
სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ
ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის
ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე
მწვანეში ჩაფლული ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით,
რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები ისეთ
ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე
მათ რეალურობაში. მსოფლიოში ცნობილია სათაფლიის სახელმწიფო
ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევით, სადაც რეალურ იურული
პერიოდის პარკში აღმოჩნდებით. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის
წამყვანი დარგი ტურიზმია. განსაკუთრებულ როლს ასრულებს
კურორტი წყალტუბო, რომელიც სამკურნალო თერმული წყლებით
განთქმულია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად მებოსტნეობა,
მეხილეობა და მემარცვლეობაა განვითარებული.
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოლხეთის
დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა
და გუბისწყლის ხეობაში, იმერეთის მხარეში
მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია
ქალაქი წყალტუბო. მუნიციპალიტეტი მოიცავს
შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქალაქი
წყალტუბო, გვიშტიბი, გუმბრა, დღნორისა, მაღლაკი,
მექვენა, მუხიანი, ოფურჩხეთი, ოფშკვითი,
პატრიკეთი, რიონი, საყულია, ფარცხანაყანები,
ქვიტირი, ცხუნკური, სოფელი წყალტუბო და გეგუთი
 წყალტუბოს მთავარი მდინარეა რიონი მისი
შენაკადებით, წყალტუბოსწყლითა და გუბისწყლით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის თავშავას
ტბა და ხელოვნურად შექმნილი ცივი ტბა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო
სუბტროპიკული ჰავაა, მოკლე ზამთრითა და ცხელი
ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ
წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა
საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა -
15°C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა - 28-30°C,
იანვარ-თებერვლისა კი - 5°C.
ცივი ტბა
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდიდარია საინტერესო
კულტურული ძეგლებითა და შთამბეჭდავი ბუნებით. აქ
ნახავთ ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და გამორჩეულ
ტაძრებს უნიკალური მოხატულობით. აღსანიშნავია
განვითარებული შუასაუკუნეების დერჩის ეკლესია,
ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
გეგუთის სასახლე. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ
თანამოსაყდრედ თამარ მეფე
გეგუთის სასახლე
 წყალტუბო ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ნათელი,
გრილი ტყეები შესანიშნავია ხეტიალისა და პიკნიკისთვის.
მოგზაურთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია კლდეთა
ნაპრალში მოქცეული გაბზარული ტბა. თუმცა ამ რაიონის
განსაკუთრებულობას მაინც გასაოცარი კარსტული მღვიმეები
ქმნის. დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს სათაფლიის,
პრომეთეს, ხომულის და სხვა მღვიმეები, რომლებიც
მილიონობით წლის განმავლობაში წვეთობით შექმნილ
ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობენ. რაიონის
ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა ბუნებითა და სამკურნალო
თვისებებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც
ფუნქციონირებს მინერალური წყლების პარკი.
სათაფლია
პრომეთე

More Related Content

More from Besik Machitadze

More from Besik Machitadze (20)

CMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptxCMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptx
 
სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptx
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეები
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptx
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptx
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptx
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 

მ.კოსტავა.pptx

  • 2.  წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი- სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე მწვანეში ჩაფლული ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით, რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე მათ რეალურობაში. მსოფლიოში ცნობილია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევით, სადაც რეალურ იურული პერიოდის პარკში აღმოჩნდებით. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია. განსაკუთრებულ როლს ასრულებს კურორტი წყალტუბო, რომელიც სამკურნალო თერმული წყლებით განთქმულია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად მებოსტნეობა, მეხილეობა და მემარცვლეობაა განვითარებული.
  • 3.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო. მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქალაქი წყალტუბო, გვიშტიბი, გუმბრა, დღნორისა, მაღლაკი, მექვენა, მუხიანი, ოფურჩხეთი, ოფშკვითი, პატრიკეთი, რიონი, საყულია, ფარცხანაყანები, ქვიტირი, ცხუნკური, სოფელი წყალტუბო და გეგუთი
  • 4.  წყალტუბოს მთავარი მდინარეა რიონი მისი შენაკადებით, წყალტუბოსწყლითა და გუბისწყლით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის თავშავას ტბა და ხელოვნურად შექმნილი ცივი ტბა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, მოკლე ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა - 15°C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა - 28-30°C, იანვარ-თებერვლისა კი - 5°C.
  • 6.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდიდარია საინტერესო კულტურული ძეგლებითა და შთამბეჭდავი ბუნებით. აქ ნახავთ ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და გამორჩეულ ტაძრებს უნიკალური მოხატულობით. აღსანიშნავია განვითარებული შუასაუკუნეების დერჩის ეკლესია, ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გეგუთის სასახლე. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე
  • 8.  წყალტუბო ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ნათელი, გრილი ტყეები შესანიშნავია ხეტიალისა და პიკნიკისთვის. მოგზაურთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია კლდეთა ნაპრალში მოქცეული გაბზარული ტბა. თუმცა ამ რაიონის განსაკუთრებულობას მაინც გასაოცარი კარსტული მღვიმეები ქმნის. დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს სათაფლიის, პრომეთეს, ხომულის და სხვა მღვიმეები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში წვეთობით შექმნილ ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობენ. რაიონის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა ბუნებითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც ფუნქციონირებს მინერალური წყლების პარკი.