1. ყველაზე ნამდვილი სამყარო ისაა, რომელსაც თავად შექმნიო და დავიჯერეთ.
30 ახალგაზრდა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად წავედით ბაკურიანში და მერე,
როგორც ხდება ხოლმე, იმაზე საპასუხისმგებლო მისია აღმოგვაჩნდა, ვიდრე ველოდით.
მუნიციპალური გეგმა უნდა დავწეროთო..
მაგრამ, ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საგარეჯოს რამდენიმე ათეულ სკოლაში ვიყავით
და ვსვამდით კითხვას: „რა სჭირდებათ ახალგაზრდებს?“.
და მერე მოხდა ის, რომ ერთ გეგმაში ჩავატიეთ სურვილები არაფორმალური
განათლებიდან ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებამდე და როცა საკუთარ შრომას ტაში
დავუკარით, ზუსტად იმ წამს დაინახავდით, რა რთულია, მიხვიდე ათასი
პრობლემიდან საერთო გამოსავლამდე და რომ კიდევ უფრო რთულია, გაწუხებდეს
ათასი პრობლემა.
ახლა წინ რამდენიმე თვე და ღირებული მიზანია: მივცეთ ახალგაზრდებს ის, რაც
სჭირდებათ. ჰქონდეთ სივრცე და შესაძლებლობები, რომ 5,10 წლის შემდეგ, მათ თქვან,
რომ სამყაროს შესაქმნელად მიდიან