Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
   ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული,    რომ ქართულ პრესაში ძნელ...
ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაცსაკმაოდ აქვთ:     ჯ...
იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ,ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან.მაიამის...
   სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე    ოპერატიულობა;   სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე    სენსაცია;    მოვლენები...
   ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა    პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რო...
   ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე    და რადიო არხებსა თუ მედია-კორპორაციებს, ხშირად კი ამა ...
   ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ    ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდა...
სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია

1,584 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია

  1. 1.  ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული, რომ ქართულ პრესაში ძნელია ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა, ხოლო ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს კაცის შეურაცხყოფა „ჩირად არ უღირთ“...
  2. 2. ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაცსაკმაოდ აქვთ:  ჯერ ერთი, სენსაცია ხშირად არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს - მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც არსებობს მოთხოვნილება;  საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს, თანაც, მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას;  სიტყვის თავისუფლება ისეთი აზრების გავრცელებასაც გულისხმობს, რაც ბევრს არ ესიამოვნება და თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ერთი მხრივ, სავსებით ბუნებრივი ჩანს შეურაცხყოფილი ადამიანის აღშფოთება.
  3. 3. იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ,ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან.მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, პოლ სტეინლის აზრით,პროფესიული ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტები ასეშეიძლება ჩამოყალიბდეს:
  4. 4.  სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ოპერატიულობა; სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სენსაცია; მოვლენების ყოველმხრივ გაწონასწორებული ასახვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეკრანზე ეფექტურად გამოჩენა.
  5. 5.  ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული ეთიკური კრიტერიუმები, რომლითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ.
  6. 6.  ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე და რადიო არხებსა თუ მედია-კორპორაციებს, ხშირად კი ამა თუ იმ ქვეყნის ჟურნალისტებინ თანხმდებიან, რომ თავიანთ საქმიანობაში ერთიანი ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. არსებობს ეთიკის საერთაშორისო კოდექსებიც, თუმცა, მხოლოდ კოდექსის მიღება, თუნდაც ეს იდეალური დოკუმენტი იყოს, საქმეს ვერ უშველის, თუ არ იარსებებს ამ კოდექსის დაცვის მექანიზმი.
  7. 7.  ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდავენ ქართველი ჟურნალისტები. კერძოდ, ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის რელიგიურ და ზნეობრივ გრძნობებს, მათ რასობრივ თუ ეთნიკურ კუთვნილებას. ფინელი ჟურნალისტების „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად, „კანის ფერი, ეროვნება, წარმოშობა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი, სქესი და სხვა პირადი მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ეს არ არის დაკავშირებული მოცემულ საკითხთან“.

×