SlideShare a Scribd company logo
1 of 29
Download to read offline
ბიჰევიორიზმი
ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი
ანა ღვინიანიძე
ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის
(EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ - ბიჰევიორული
ფსიქოთერაპევტი
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
პასუხისმგებლობის შემოფარგვლა
ამ შეხვედრის მანძილზე, იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისათვის უსიამოვნო
განცდების აღმძვრელი და წარსული, მტანჯველი ფსიქიკური მდგომარეობის გახსენების წყარო აღმოჩნდეს.
იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ ამ ლექციის მანძილზე განხილული საკითხების მიერ აღძრულ განცდებთან
გამკლავება, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ წუთს დატოვოთ ლექცია ან შეწყვიტოთ ლექციის ვიდეოჩანაწერის ყურება,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიდეოჩანაწერის გაკეთების დროს იწერება კითხვა - პასუხის ნაწილიც. ფსიქიკური
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პირადი მონაცემია. ამდენად, გთხოვთ, თავი შეიკავოთ
ვინაობაზე მანიშნებელი მონაცემების გაზიარებისაგან.
პატივისცემით,
ანა ღვინიანიძე
ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული, ზრდასრულთა კოგნიტურ -
ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება.
• ჯონ ბ. უოტსონის მიერ, 1913
წელს ჩამოყალიბებული მიდგომა
ფსიქოლოგიისადმი, რომელიც
მეტად ეყრდნობა ობიექტური,
თვალსაჩინო ფაქტების
შესწავლას, ვიდრე სუბიექტური,
თვისებრივი პროცესების, -
როგორებიცაა, გრძნობები,
მოტივები და ცნობიერება -
შესწავლას.
ჯონ ბ. უოტსონი (9 იანვარი, 1878 - 25 სექტემბერი, 1958)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება.
• იმისათვის, რომ ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებად ექცია,
უოტსონი ემხრობოდა რაოდენობრივი მოვლენების, – როგორიცაა
გამღიზიანებელსა და მასზე პასუხს შორის კავშირის, განპირობების
შედეგების, ფიზიოლოგიური პროცესებისა და ადამიანისა და
ცხოველების ქცევების – ობიექტური კვლევის მეთოდებზე დაფუძნებით,
ლაბორატორიული ექსპერიმენტების საშუალებით, მკაცრად დაცული
პირობების გათვალისწინებით, კვლევას.
• ისტორიულად, ბიჰევიორისტები მიიჩნევდნენ, რომ ცნობიერება
მეცნიერული კვლევის საგანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან
შინაგანი, ფსიქიკური მოვლენები და განცდები სუბიექტურია და მათი
კვლევა ობიექტური კვლევის მეთოდებით შეუძლებელია.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება.
• რადგან ბიჰევიორიზმი აქტივობას განიხილავს, როგორც შეგუების
ფუნქციას, ის განიხილება როგორც ფუნქციონალიზმის განშტოება.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
სამი ძირითადი წანამძღვრები, რომელსაც
ბიჰევიორიზმი ეყრდნობა
• ფსიქოლოგია ქცევის მეცნიერებაა. ფსიქოლოგია არ არის შინაგანი
ფსიქიკური სინამდვილის მეცნიერება - როგორც ისეთის, რაც
ძირეულად განსხვავდება თვალსაჩინო ქცევისგან.
• ქცევის ახსნა შინაგან ფსიქიკურ განცდებსა და მოვლენებზე
დაყრდნობის გარეშეც შესაძლებელია. ქცევის წყაროები გარემოშია
განთავსებული და არა - შინაგან, ფსიქიკურ მდგომარეობებში.
• თუ ფსიქოლოგიის წიაღში ჩასახული და განვითარებული თეორია
ქცევის აღწერისა და ახსნისათვის შინაგანი ფსიქიკური სინამდვილის
ტერმინებს იყენებს, ასეთ შემთხვევაში, (ა) მსგავსი ტერმინები უნდა
აილაგმოს და შეიცვალოს ქცევის აღმწერი ტერმინებით ან (ბ) მათი
თარგმნა შესაძლებელია და ისინი უნდა ითარგმნოს ან ჩამოყალიბდეს
კიდეც ბიჰევიორული ცნებების სახით.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ბიჰევიორიზმი. სახესხვაობები
• აღწერითი ბიჰევიორიზმი.
• მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი.
• ნეობიჰევიორიზმი.
• რადიკალური ბიჰევიორიზმი.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
აღწერითი ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• ბარუს ფრედერიკ სკინერის (20
მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990)
მიერ დამკვიდრებული მიდგომა
ქცევის შესწავლისადმი,
რომელიც მოიაზრებს, რომ
ფსიქოლოგია უნდა
შემოიფარგლოს ცოცხალი
არსებების ქცევის, ამ ქცევების
აღმოცენების პირობებისა და
მათი გარემოზე ზემოქმედების
აღწერით.
ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
აღწერითი ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• აღწერითი ბიჰევიორიზმი
მოითხოვს, ფსიქოლოგიამ თავი
შეიკავოს ცოცხალი არსებების
ქცევების ბიოლოგიური თუ
ჰიპოთეზური, ფსიქიკური
პროცესებით ახსნისგან.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება.
• მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი უშვებს ცნობიერების არსებობასა და
მის ცხოველქმედებას, თუმცა, დაჟინებით ამტკიცებს, რომ მათი
არსებობის დადასტურებისა და შესწავლის ერთადერთი მეცნიერული
გზა ქცევებით მათი გამოხატულებების შესწავლაა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ნეობიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• ლოგიკურ პოზიტივიზმზე
დაფუძნებული მიდგომა
ფსიქოლოგიისადმი, რომელიც ქცევის
ახსნისა და გაგების ისეთ თეორიებს
მოიცავს, როგორებიცაა კლარკ ლეონარდ
ჰალისა (24 მაისი, 1884 - 10 მაისი, 1952)
და ედვარდ ჩეის ტოლმანის (14 აპრილი,
1886 - 19 ნოემბერი, 1959) თეორიებს,
რომლებიც იყენებს ქცევაზე ემპირიულ
დაკვირვებასა და ცნობიერებაში
მიმდინარე მოვლენებსა და განცდებს,
როგორც ქცევის ახსნის საშუალებას.
კლარკ ლეონარდ ჰალი (24 მაისი, 1884 - 10 მაისი, 1952)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ნეობიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• ნეობიჰევიორიზმი ეწინააღმდეგება
კლასიკურ ბიჰევიორიზმს, რომელიც
ფსიქოლოგიის მენტალიზმის წიაღში
ჩასახული ცნებებისა და ახსნებისაგან
გათავისუფლებას ესწრაფოდა.
ზიგმუნდ კოხის (18 აპრილი, 1917 - 1996)
თანახმად, ნეობიჰევიორიზმმა ჩაანაცვლა
კლასიკური ბიჰევიორიზმი და მეოცე
საუკუნეში, ექსპერიმენტული
ფსიქოლოგიის წიაღში, გაბატონებულ
ხედვას წარმოადგენდა, 1930 - იანი
წლებიდან 1950 - იან წლებამდე.
ედვარდ ჩეის ტოლმანი (14 აპრილი, 1886 - 19 ნოემბერი, 1959)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რადიკალური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• ხედვა, რომლის თანახმადაც, არა ცნობიერება და მისი მდგენელები,
არამედ, ქცევა წარმოადგენს ფსიქოლოგიის, – როგორც მეცნიერების, –
კვლევის საგანს. ეს ტერმინი, ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ
ერთმანეთისაგან განასხვაონ ჯონ ბ. უოტსონის მიერ, 1913 წელს
ჩამოყალიბებული ბიჰევიორიზმი ნეობიჰევიორიზმის მეტად
მოკრძალებული სახეობებისაგან. თუმცა, ეს ტერმინი, ასევე, აღნიშნავს
ბიჰევიორიზმის გვიანდელ ფორმას, რომელიც ბ. ფ. სკინერმა
შემოგვთავაზა და განსაკუთრებულ ყურადღებას ქცევის განმტკიცებასა
და ქცევას შორის კავშირს უთმობს (მაგალითად, ქცევის
განმაპირობებელი გარემო ცვლადები).
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რადიკალური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება
• ბ. ფ. სკინერი აღიარებდა ისეთი
პირადული გამოცდილებების
არსებობას, როგორებიცაა აზრები,
გრძნობები და წარმოსახვა, თუმცა, მათ
უმნიშვნელოდ თვლიდა და აფასებდა
არა როგორც ქცევის მიზეზებს, არამედ
როგორც ქცევას, რომელსაც ახსნა
სჭირდება ან არათვალსაჩინო
გამღიზიანებლებს, რომლებიც იმგვარად
მოქმედებდნენ, როგორც თვალსაჩინო
გამღიზიანებლები.
ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
სწავლა და ბიჰევიორიზმი - „ყველა ქცევა გარემოს
ზემოქმედების შედეგადაა ნასწავლი.“ - “Tabula Rasa” და სხვა
წანამძღვრები
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რა არის სწავლა? - სწავლის განსაზღვრება
• სწავლა არის ვარჯიშის და გამოცდილების შედეგად ქცევის
ცვლილება.
• იმისათვის, რომ ტერმინი – სწავლა – შეესაბამებოდეს
განსაზღვრულ ცვლილებას, ცვლილება უნდა იყოს
შედარებით მტკიცე და დროში განგრძობილი.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
რა არის სწავლა? - სწავლის განსაზღვრება
• ქცევის ნებისმიერი მყარი ცვლილება, რომელიც
გამოცდილების, განსაკუთრებით კი, განპირობების, შედეგია.
• ცოდნის ან ხელობის შეძენის მოქმედება ან პროცესი, ან
სწავლის შედეგად შეძენილი ცოდნა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ე. ლ. თორნდაიკი - შედეგის კანონი
• შედეგის კანონი ცხადყოფს, რომ
კონკრეტულ სიტუაციაში ცხოველის ან
ადამიანის მიერ განხორციელებული
ქცევები, რომელთაც დადებითი;
სიამოვნებისა და კმაყოფილების
მომგვრელი შედეგები მოჰყვა,
განმეორდება, ხოლო ქცევები,
რომელთაც უარყოფითი, უსიამოვნების
მომტანი შედეგები მოჰყვა აილაგმება.
შესაბამისად, ქცევის განმეორების
ალბათობა მსგავს სიტუაციაში იზრდება
ან მცირდება იმის მიხედვით, თუ
როგორი შედეგი მოჰყვა ცხოველის ან
ადამიანის ქცევას.
ედვარდ ლი თორნდაიკი (31 აგვისტო, 1874 - 9 აგვისტო, 1949)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
კლასიკური განპირობება
• კლასიკური განპირობება არის სწავლა, რომელიც
ნეიტრალური სტიმულისა (Neutral Stimulus (NS)) და უპირობო
სტიმულის (Unconditioned Stimulus (US)) განმეორებით
დაწყვილების შედეგია, რაც განპირობებულია ნეიტრალური
სტიმულის (Neutral Stimulus (NS)) უპირობო სტიმულთან
(Unconditioned Stimulus (US)) დაწყვილების შემდეგ, მისი
ქცევის განმაპირობებელი თავისებურებებით (Pastorino, Doyle
- Portillo, 2012).
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
კლასიკური განპირობება
• უპირობო სტიმული
(Unconditioned Stimulus (US)) -
სტიმული, რომელსაც თავისი
მახასიათებლებიდან
გამომდინარე, ძალუძს რეაქციის
აღძვრა ადამიანში ან ცხოველში.
• უპირობო რეაქცია (Unconditioned
Response (UR)) - რეაქცია,
რომელიც აღიძვრება უპირობო
სტიმულის მიერ.
ივანე პავლოვი (26 სექტემბერი, 1849 - 27 თებერვალი, 1936)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
კლასიკური განპირობება
• ნეიტრალური სტიმული (Neutral Stimulus (NS)) - სტიმული, რომლის
მახასიათებლებიც არ მოიაზრებს ადამიანში ან ცხოველში რეაქციის
განპირობების შესაძლებლობას უპირობო სტიმულთან დაწყვილების
გარეშე.
• პირობითი სტიმული (Conditioned Stimulus (CS)) - სტიმული, რომელიც,
თავდაპირველად, პიროვნებისათვის ან ცხოველისათვის არ
წარმოადგენდა რეაქციის აღმძვრელ სტიმულს, თუმცა, მისი უპირობო
სტიმულთან განმეორებით დაწყვილების შედეგად, ძალუძს ცოცხალ
ორგანიზმში რეაქციის აღძვრა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
კლასიკური განპირობება
• განპირობებული რეაქცია
(Conditioned Response (CR)) -
რეაქცია, რომელიც
აღიძვრება განპირობების
შედეგად და გულისხმობს
პირობითი სტიმულის მიერ
აღძრულ რეაქციას.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ოპერანტული განპირობება
• ქცევის ოპერანტული განპირობება
მოიაზრებს სწავლას ქცევის შედეგების
მიხედვით.
• ნასწავლი ქცევა შესაძლოა განმტკიცდეს
ქცევის შედეგით, რომელსაც ცხოველის
ან ადამიანის ქცევაზე
დამაჯილდოებელი გავლენა აქვს.
• ოპერანტული განპირობების შედეგი
შესაძლოა განმტკიცდეს დადებითი და
უარყოფითი განმტკიცების საშუალებით.
ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990)
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ოპერანტული განპირობება
• დადებითი განმტკიცება - დადებითი განმტკიცება ცხოველისათვის ან
ადამიანისათვის სიამოვნების მომგვრელი შედეგის საშუალებით ქცევის
განმტკიცებაა.
• უარყოფითი განმტკიცება - უარყოფითი განმტკიცება ცხოველისათვის ან
ადამიანისათვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი გარემოებებისაგან
გარემოს გათავისუფლების საშუალებით ქცევის განმტკიცებაა.
• დასჯა - ცხოველისათვის ან ადამიანისთვის უსიამოვნო გარემოებების,
როგორც შედეგების ერთობლიობის გამოყენება ან სასიამოვნო
შედეგების დანაკლისი, ქცევის გამოვლენის სიხშირის შემცირებისთვის,
დასჯაა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
თანმიმდევრული განმტკიცების განრიგი
• უწყვეტი განმტკიცება - ჯილდოვდება ყველა პასუხი.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ნაწილობრივი და (ან) არათანმიმდევრული
განმტკიცების განრიგები
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
ბიჰევიორიზმის გავლენა და წვლილი
• ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერული დარგის დაფუძნება.
• წვლილი კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის
განვითარებაში - მაგალითად, ფობიკური აშლილობების
ხედვის, მათი მკურნალობის, ქცევის დანიშნულების
ანალიზის (Functional Behavioral Assessment (FBA))
მნიშვნელოვნების გაცნობიერება.
• განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი -
გარემოს მნიშვნელობის აღიარება სწავლა - სწავლების
შედეგიანობაში.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
კითხვები.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
მადლობა ყურადღებისთვის.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის
საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი

More Related Content

Featured

PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...DevGAMM Conference
 

Featured (20)

Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 

ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - აზროვნების აკადემია - ანა ღვინიანიძე

  • 1. ბიჰევიორიზმი ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი ანა ღვინიანიძე ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 2. პასუხისმგებლობის შემოფარგვლა ამ შეხვედრის მანძილზე, იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისათვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი და წარსული, მტანჯველი ფსიქიკური მდგომარეობის გახსენების წყარო აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ ამ ლექციის მანძილზე განხილული საკითხების მიერ აღძრულ განცდებთან გამკლავება, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ წუთს დატოვოთ ლექცია ან შეწყვიტოთ ლექციის ვიდეოჩანაწერის ყურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიდეოჩანაწერის გაკეთების დროს იწერება კითხვა - პასუხის ნაწილიც. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პირადი მონაცემია. ამდენად, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ვინაობაზე მანიშნებელი მონაცემების გაზიარებისაგან. პატივისცემით, ანა ღვინიანიძე ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული, ზრდასრულთა კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 3. რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება. • ჯონ ბ. უოტსონის მიერ, 1913 წელს ჩამოყალიბებული მიდგომა ფსიქოლოგიისადმი, რომელიც მეტად ეყრდნობა ობიექტური, თვალსაჩინო ფაქტების შესწავლას, ვიდრე სუბიექტური, თვისებრივი პროცესების, - როგორებიცაა, გრძნობები, მოტივები და ცნობიერება - შესწავლას. ჯონ ბ. უოტსონი (9 იანვარი, 1878 - 25 სექტემბერი, 1958) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 4. რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება. • იმისათვის, რომ ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებად ექცია, უოტსონი ემხრობოდა რაოდენობრივი მოვლენების, – როგორიცაა გამღიზიანებელსა და მასზე პასუხს შორის კავშირის, განპირობების შედეგების, ფიზიოლოგიური პროცესებისა და ადამიანისა და ცხოველების ქცევების – ობიექტური კვლევის მეთოდებზე დაფუძნებით, ლაბორატორიული ექსპერიმენტების საშუალებით, მკაცრად დაცული პირობების გათვალისწინებით, კვლევას. • ისტორიულად, ბიჰევიორისტები მიიჩნევდნენ, რომ ცნობიერება მეცნიერული კვლევის საგანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან შინაგანი, ფსიქიკური მოვლენები და განცდები სუბიექტურია და მათი კვლევა ობიექტური კვლევის მეთოდებით შეუძლებელია. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 5. რა არის ბიჰევიორიზმი? განსაზღვრება. • რადგან ბიჰევიორიზმი აქტივობას განიხილავს, როგორც შეგუების ფუნქციას, ის განიხილება როგორც ფუნქციონალიზმის განშტოება. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 6. სამი ძირითადი წანამძღვრები, რომელსაც ბიჰევიორიზმი ეყრდნობა • ფსიქოლოგია ქცევის მეცნიერებაა. ფსიქოლოგია არ არის შინაგანი ფსიქიკური სინამდვილის მეცნიერება - როგორც ისეთის, რაც ძირეულად განსხვავდება თვალსაჩინო ქცევისგან. • ქცევის ახსნა შინაგან ფსიქიკურ განცდებსა და მოვლენებზე დაყრდნობის გარეშეც შესაძლებელია. ქცევის წყაროები გარემოშია განთავსებული და არა - შინაგან, ფსიქიკურ მდგომარეობებში. • თუ ფსიქოლოგიის წიაღში ჩასახული და განვითარებული თეორია ქცევის აღწერისა და ახსნისათვის შინაგანი ფსიქიკური სინამდვილის ტერმინებს იყენებს, ასეთ შემთხვევაში, (ა) მსგავსი ტერმინები უნდა აილაგმოს და შეიცვალოს ქცევის აღმწერი ტერმინებით ან (ბ) მათი თარგმნა შესაძლებელია და ისინი უნდა ითარგმნოს ან ჩამოყალიბდეს კიდეც ბიჰევიორული ცნებების სახით. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 7. ბიჰევიორიზმი. სახესხვაობები • აღწერითი ბიჰევიორიზმი. • მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი. • ნეობიჰევიორიზმი. • რადიკალური ბიჰევიორიზმი. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 8. აღწერითი ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება • ბარუს ფრედერიკ სკინერის (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990) მიერ დამკვიდრებული მიდგომა ქცევის შესწავლისადმი, რომელიც მოიაზრებს, რომ ფსიქოლოგია უნდა შემოიფარგლოს ცოცხალი არსებების ქცევის, ამ ქცევების აღმოცენების პირობებისა და მათი გარემოზე ზემოქმედების აღწერით. ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 9. აღწერითი ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება • აღწერითი ბიჰევიორიზმი მოითხოვს, ფსიქოლოგიამ თავი შეიკავოს ცოცხალი არსებების ქცევების ბიოლოგიური თუ ჰიპოთეზური, ფსიქიკური პროცესებით ახსნისგან. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 10. მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება. • მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი უშვებს ცნობიერების არსებობასა და მის ცხოველქმედებას, თუმცა, დაჟინებით ამტკიცებს, რომ მათი არსებობის დადასტურებისა და შესწავლის ერთადერთი მეცნიერული გზა ქცევებით მათი გამოხატულებების შესწავლაა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 11. ნეობიჰევიორიზმი. განსაზღვრება • ლოგიკურ პოზიტივიზმზე დაფუძნებული მიდგომა ფსიქოლოგიისადმი, რომელიც ქცევის ახსნისა და გაგების ისეთ თეორიებს მოიცავს, როგორებიცაა კლარკ ლეონარდ ჰალისა (24 მაისი, 1884 - 10 მაისი, 1952) და ედვარდ ჩეის ტოლმანის (14 აპრილი, 1886 - 19 ნოემბერი, 1959) თეორიებს, რომლებიც იყენებს ქცევაზე ემპირიულ დაკვირვებასა და ცნობიერებაში მიმდინარე მოვლენებსა და განცდებს, როგორც ქცევის ახსნის საშუალებას. კლარკ ლეონარდ ჰალი (24 მაისი, 1884 - 10 მაისი, 1952) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 12. ნეობიჰევიორიზმი. განსაზღვრება • ნეობიჰევიორიზმი ეწინააღმდეგება კლასიკურ ბიჰევიორიზმს, რომელიც ფსიქოლოგიის მენტალიზმის წიაღში ჩასახული ცნებებისა და ახსნებისაგან გათავისუფლებას ესწრაფოდა. ზიგმუნდ კოხის (18 აპრილი, 1917 - 1996) თანახმად, ნეობიჰევიორიზმმა ჩაანაცვლა კლასიკური ბიჰევიორიზმი და მეოცე საუკუნეში, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წიაღში, გაბატონებულ ხედვას წარმოადგენდა, 1930 - იანი წლებიდან 1950 - იან წლებამდე. ედვარდ ჩეის ტოლმანი (14 აპრილი, 1886 - 19 ნოემბერი, 1959) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 13. რადიკალური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება • ხედვა, რომლის თანახმადაც, არა ცნობიერება და მისი მდგენელები, არამედ, ქცევა წარმოადგენს ფსიქოლოგიის, – როგორც მეცნიერების, – კვლევის საგანს. ეს ტერმინი, ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან განასხვაონ ჯონ ბ. უოტსონის მიერ, 1913 წელს ჩამოყალიბებული ბიჰევიორიზმი ნეობიჰევიორიზმის მეტად მოკრძალებული სახეობებისაგან. თუმცა, ეს ტერმინი, ასევე, აღნიშნავს ბიჰევიორიზმის გვიანდელ ფორმას, რომელიც ბ. ფ. სკინერმა შემოგვთავაზა და განსაკუთრებულ ყურადღებას ქცევის განმტკიცებასა და ქცევას შორის კავშირს უთმობს (მაგალითად, ქცევის განმაპირობებელი გარემო ცვლადები). ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 14. რადიკალური ბიჰევიორიზმი. განსაზღვრება • ბ. ფ. სკინერი აღიარებდა ისეთი პირადული გამოცდილებების არსებობას, როგორებიცაა აზრები, გრძნობები და წარმოსახვა, თუმცა, მათ უმნიშვნელოდ თვლიდა და აფასებდა არა როგორც ქცევის მიზეზებს, არამედ როგორც ქცევას, რომელსაც ახსნა სჭირდება ან არათვალსაჩინო გამღიზიანებლებს, რომლებიც იმგვარად მოქმედებდნენ, როგორც თვალსაჩინო გამღიზიანებლები. ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 15. სწავლა და ბიჰევიორიზმი - „ყველა ქცევა გარემოს ზემოქმედების შედეგადაა ნასწავლი.“ - “Tabula Rasa” და სხვა წანამძღვრები ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 16. რა არის სწავლა? - სწავლის განსაზღვრება • სწავლა არის ვარჯიშის და გამოცდილების შედეგად ქცევის ცვლილება. • იმისათვის, რომ ტერმინი – სწავლა – შეესაბამებოდეს განსაზღვრულ ცვლილებას, ცვლილება უნდა იყოს შედარებით მტკიცე და დროში განგრძობილი. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 17. რა არის სწავლა? - სწავლის განსაზღვრება • ქცევის ნებისმიერი მყარი ცვლილება, რომელიც გამოცდილების, განსაკუთრებით კი, განპირობების, შედეგია. • ცოდნის ან ხელობის შეძენის მოქმედება ან პროცესი, ან სწავლის შედეგად შეძენილი ცოდნა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 18. ე. ლ. თორნდაიკი - შედეგის კანონი • შედეგის კანონი ცხადყოფს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ცხოველის ან ადამიანის მიერ განხორციელებული ქცევები, რომელთაც დადებითი; სიამოვნებისა და კმაყოფილების მომგვრელი შედეგები მოჰყვა, განმეორდება, ხოლო ქცევები, რომელთაც უარყოფითი, უსიამოვნების მომტანი შედეგები მოჰყვა აილაგმება. შესაბამისად, ქცევის განმეორების ალბათობა მსგავს სიტუაციაში იზრდება ან მცირდება იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი მოჰყვა ცხოველის ან ადამიანის ქცევას. ედვარდ ლი თორნდაიკი (31 აგვისტო, 1874 - 9 აგვისტო, 1949) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 19. კლასიკური განპირობება • კლასიკური განპირობება არის სწავლა, რომელიც ნეიტრალური სტიმულისა (Neutral Stimulus (NS)) და უპირობო სტიმულის (Unconditioned Stimulus (US)) განმეორებით დაწყვილების შედეგია, რაც განპირობებულია ნეიტრალური სტიმულის (Neutral Stimulus (NS)) უპირობო სტიმულთან (Unconditioned Stimulus (US)) დაწყვილების შემდეგ, მისი ქცევის განმაპირობებელი თავისებურებებით (Pastorino, Doyle - Portillo, 2012). ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 20. კლასიკური განპირობება • უპირობო სტიმული (Unconditioned Stimulus (US)) - სტიმული, რომელსაც თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ძალუძს რეაქციის აღძვრა ადამიანში ან ცხოველში. • უპირობო რეაქცია (Unconditioned Response (UR)) - რეაქცია, რომელიც აღიძვრება უპირობო სტიმულის მიერ. ივანე პავლოვი (26 სექტემბერი, 1849 - 27 თებერვალი, 1936) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 21. კლასიკური განპირობება • ნეიტრალური სტიმული (Neutral Stimulus (NS)) - სტიმული, რომლის მახასიათებლებიც არ მოიაზრებს ადამიანში ან ცხოველში რეაქციის განპირობების შესაძლებლობას უპირობო სტიმულთან დაწყვილების გარეშე. • პირობითი სტიმული (Conditioned Stimulus (CS)) - სტიმული, რომელიც, თავდაპირველად, პიროვნებისათვის ან ცხოველისათვის არ წარმოადგენდა რეაქციის აღმძვრელ სტიმულს, თუმცა, მისი უპირობო სტიმულთან განმეორებით დაწყვილების შედეგად, ძალუძს ცოცხალ ორგანიზმში რეაქციის აღძვრა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 22. კლასიკური განპირობება • განპირობებული რეაქცია (Conditioned Response (CR)) - რეაქცია, რომელიც აღიძვრება განპირობების შედეგად და გულისხმობს პირობითი სტიმულის მიერ აღძრულ რეაქციას. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 23. ოპერანტული განპირობება • ქცევის ოპერანტული განპირობება მოიაზრებს სწავლას ქცევის შედეგების მიხედვით. • ნასწავლი ქცევა შესაძლოა განმტკიცდეს ქცევის შედეგით, რომელსაც ცხოველის ან ადამიანის ქცევაზე დამაჯილდოებელი გავლენა აქვს. • ოპერანტული განპირობების შედეგი შესაძლოა განმტკიცდეს დადებითი და უარყოფითი განმტკიცების საშუალებით. ბარუს ფრედერიკ სკინერი (20 მარტი, 1904 - 18 აგვისტო, 1990) ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 24. ოპერანტული განპირობება • დადებითი განმტკიცება - დადებითი განმტკიცება ცხოველისათვის ან ადამიანისათვის სიამოვნების მომგვრელი შედეგის საშუალებით ქცევის განმტკიცებაა. • უარყოფითი განმტკიცება - უარყოფითი განმტკიცება ცხოველისათვის ან ადამიანისათვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი გარემოებებისაგან გარემოს გათავისუფლების საშუალებით ქცევის განმტკიცებაა. • დასჯა - ცხოველისათვის ან ადამიანისთვის უსიამოვნო გარემოებების, როგორც შედეგების ერთობლიობის გამოყენება ან სასიამოვნო შედეგების დანაკლისი, ქცევის გამოვლენის სიხშირის შემცირებისთვის, დასჯაა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 25. თანმიმდევრული განმტკიცების განრიგი • უწყვეტი განმტკიცება - ჯილდოვდება ყველა პასუხი. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 26. ნაწილობრივი და (ან) არათანმიმდევრული განმტკიცების განრიგები ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 27. ბიჰევიორიზმის გავლენა და წვლილი • ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერული დარგის დაფუძნება. • წვლილი კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის განვითარებაში - მაგალითად, ფობიკური აშლილობების ხედვის, მათი მკურნალობის, ქცევის დანიშნულების ანალიზის (Functional Behavioral Assessment (FBA)) მნიშვნელოვნების გაცნობიერება. • განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი - გარემოს მნიშვნელობის აღიარება სწავლა - სწავლების შედეგიანობაში. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 28. კითხვები. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი
  • 29. მადლობა ყურადღებისთვის. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - ბიჰევიორიზმი - ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი - 27 ნოემბერი, 2023 წელი