SlideShare a Scribd company logo
1 of 22
Download to read offline
მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის:
აკვიატებული მდგომარეობები
ანა ღვინიანიძე
ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ
აკრედიტებული კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
პასუხისმგებლობის შემოფარგვლა
წინამდებარე შეხვედრის მანძილზე, იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც შესაძლოა,
ზოგიერთი ადამიანისათვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი და წარსული, მტანჯველი
ფსიქიკური მდგომარეობის გახსენების წინმსწრები აღმოჩნდეს.
იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ ამ ლექციის მანძილზე განხილული საკითხების მიერ
აღძრულ განცდებთან გამკლავება, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ წუთს დატოვოთ ლექცია ან
შეწყვიტოთ ლექციის ჩანაწერის ყურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პატივისცემით,
ანა ღვინიანიძე
ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული,
ზრდასრულთა კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„ვიცი, რომ ეს აზრები ჩემია, მაგრამ, თითქოს,
ძალდატანებული და თავსმოხვეულია...“
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე
ადამიანები ცნობიერებაში უცაბედად და დაჟინებით
შემოჭრილ ფსიქიკურ განცდებს - როგორიცაა, აზრები,
გამოსახულებები, ლტოლვები, გრძნობები და ა. შ. -
განიცდიან როგორც საკუთარი ცნობიერების ნაყოფს, თუმცა,
ამავდროულად, მათ აფასებენ როგორც ძალდატანებულსა და
თავსმოხვეულს.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„ვიცი, რომ ეს ქმედებები სისულელეა, მაგრამ
მათთან შეწინააღმდეგება არ შემიძლია...“
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე
ადამიანები ფსიქიკური განცდების მიერ აღძრული,
მტანჯველი და უსიამოვნო განცდებისგან - შფოთვა,
ბრალეულობის განცდა - გათავისუფლების მიზნით, მკაცრი
წესების მიხედვით განსაზღვრულ ქმედებებს იმეორებენ.
• ეს მოქმედებები შესაძლოა, იყოს როგორც
გარედამკვირვებლისთვის თვალსაჩინო, ასევე - მხოლოდ ამ
მდგომარეობის მქონე ადამიანის ცნობიერებაში
შესრულებული მოქმედებები.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„ვაი თუ, ჩემი აზრები ახდეს...“ - ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის
(ოკა) კოგნიტური მოდელი - მიკერძოებები, რომელებიც ინარჩუნებს
ობსესიურ - კომპულსიურ აშლილობას
• შეუსაბამოდ ძლიერი პასუხისმგებლობის განცდა - „მე ვარ სრულად პასუხისმგებელი
ჩემი ირგვლივმყოფების ჯანმრთელობაზე.“
• აზრის არსებობის მნიშვნელობის გაზვიადება - „რადგან ეს აზრი მებადება, შესაძლოა,
ახდეს კიდეც...,“ „ისიც კი, რომ ეს აზრი მებადება გონებაში, იმაზეა მინიშნება, რომ
შესაძლოა, საშინელება მოვიმოქმედო.“
• აზრების შეჩერებისა და ალაგმვის ძლიერი მოთხოვნილება - „საკუთარ აზრებს
მკაცრად უნდა ზედამხედველობდე, რომ, შემთხვევით, არაფერი გამოგეპაროს...,“
„ცნობიერებაში შემოჭრილი, უსიამოვნო აზრები უნდა ალაგმო და არავითარ
შემთხვევაში არ უნდა დაუშვა მათი ხელახლა აღმოცენება...“
• საფრთხის გაზვიადებულად აღქმა - „ჩემს აზრებს საშინელი უბედურებები მოჰყვება...,“
• სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა - „ადამიანები შეუწყნარებლები არიან,
შეცდომას არ გაპატიებენ...“
• განუსაზღვრელობის აუტანლობა - „სრულად უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ
უარყოფითი მოვლენები არ მოხდება...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„გული მიგრძნობს, რაღაც ავისმომასწავებელი მოხდება...“ - ობსესიურ -
კომპულსიური აშლილობის (ოკა) კოგნიტური მოდელი - მიკერძოებები,
რომელებიც ინარჩუნებს ობსესიურ - კომპულსიურ აშლილობას
• ემოციის ფაქტად აღიარება - „რადგან ვშფოთავ, რაღაც ავისმომასწავებელი მოხდება
კიდეც...,“ „შფოთვის არსებობა ადასტურებს, რომ ნამდვილად რაღაც უბედურება
შემემთხვევა ან ჩემს ოჯახის წევრებს შეემთხვევათ...“
• შფოთვის აუტანლობა - „შფოთვა არასდროს არ დასრულდება და „გამაგიჟებს,“
„შემშლის.“
• აზრისა და ქმედების აღრევა - „ვაი თუ, რადგან ამაზე ვფიქრობ, უკვე მოვიმოქმედე
კიდეც?“
• წარმოსახული სინამდვილისა და გარეგანი სინამდვილის აღრევა - „რადგან დავუშვი,
იქნებ, უკვე მოხდა კიდეც?“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„მე არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა და შენ გეყრდნობი
ამისთვის...,“ „დამპირდი, რომ ის არ მოხდება, რისიც ყველაზე მეტად
მეშინია...“
• ხშირად, ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე
ადამიანები პირდაპირ ან ირიბად რიტუალურ ქმედებებში
თანამონაწილეობას სთხოვენ ირგვლივმყოფებს და მათ
ეყრდნობიან განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების განცდის
უზრუნველყოფისთვის.
• „მე არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა და შენ
მოგმართავ იმისთვის, რომ დავრწმუნდე: სწორად მახსოვს,
სწორად შევიგრძნობ, სწორად აღვიქვამ...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„თუმცა, შენი ნდობაც არ შემიძლია, რადგან დანამდვილებით არც შენ
შეგიძლია, იცოდე ნამდვილად მოხდება თუ არა ის, რისი წარმოდგენაც
მზარავს...“
• იმისი გაცნობიერებისგან გამომდინარე, რომ
ირგვლივმყოფებსაც არ ძალუძთ, დანამდვილებით იცოდნენ,
მოხდება თუ არა ისეთი რამ, რისი წარმოდგენისაც კი ეშინია
ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე
ადამიანს, შფოთვა მხოლოდ დროებით და უმნიშვნელოდ
იკლებს, ხოლო განმეორებითი მოქმედებების - ანუ,
რიტუალების - შესრულებისგან თავშეკავება ნელ - ნელა
უფრო რთული ხდება.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
რა მოხდება, თუ რიტუალების შესრულებას შეწყვეტ? -
რიტუალური ქმედებების დანიშნულების კვლევა.
• „რიტუალური ქცევები საშუალებას მაძლევს, დროებით მაინც
მჯეროდეს, რომ შემიძლია, შევამცირო იმ მოვლენის მოხდენის
ალბათობა, რომლის მოხდენისაც მეშინია...“
• „თუ რიტუალური ქცევები დავთმე, ხელთ არაფერი მაქვს იმისთვის,
რომ ჩემს ცხოვრებაზე ვიმოქმედო...“
• „რიტუალების გარეშე განიარაღებული და უსუსური ვარ: არც კი ვიცი,
რა მოხდება, თუკი, ის ყველაფერი ახდა, რისი დაშვებაც კი ასე
მზაფრავს...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
რისთვის მჭირდება ობსესიურ - კომპულსიური
აშლილობა (ოკა)? - მაგალითის განხილვა
• წინამდებარე მაგალითი წარმოადგენს აკვიატებული აზრების ერთ -
ერთი ყველაზე გავრცელებული შინაარსის გამოყენების მცდელობას
იმისათვის, რომ გამოვავლინოთ აკვიატებული მდგომარეობების -
როგორც სიმპტომების ერთობლიობის - მიღმა მდგომი ღრმა, ფსიქიკური
სტრუქტურები, რომელთაც სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური
თერაპიის თანახმად, სქემები ეწოდება.
• აღსანიშნავია, რომ მეორე ტალღის კოგნიტური თერაპიის წანამძღვრების
თანხმად, აკვიატებული აზრების შინაარსს მკურნალობის დროს არ
ვიყენებთ. თუმცა, შინაარსის გამოყენება სქემის აღმოჩენისთვის
სასარგებლო მიდგომაა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა -
ძირითადი სქემები
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„თუ ასეთი აზრები მებადება, გამოდის, მინდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი
მოხდეს და, თუ მინდა, ეს ყველაფერი მოხდეს, მაშინ საშინელი ადამიანი
ვარ...“ - ვინ ვარ მე?
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანებს უჭირთ საკუთარი
თავის შესახებ წარმოდგენების გამთლიანება - „ასეთი აზრები კარგ ადამიანებს არ
ებადებათ...“ „კარგ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, უყვართ თუ არა მათ
ირგვლივმყოფები, თავად ამ ეჭვის არსებობა იმისი დასტურია, რომ მე სიყვარული არ
შემიძლია...“
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები ამ მდგომარეობის
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვებს საკუთარი
ვინაობის შესახებ - „რას ნიშნავს ეს აზრები ჩემზე, როგორც ადამიანზე?,“ „როგორი
ადამიანი ვარ, სინამდვილეში?,“ „გამოდის, შეიძლება, ირგვლივმყოფებს ვატყუებ და
კეთილსინდისიერი და კეთილშობილი კი არა, ბოროტი ადამიანი ვარ...“
• ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ამ მდგომარეობის არმქონე ადამიანებისგან
განსხვავებით, არ შეუძლიათ, დაივიწყონ და უარი თქვან საკუთარი შინაგანი სამყაროს
მკაცრ და გაფაციცებულ ზედამხედველობაზე. ისინი თვლიან, რომ აკვიატებული
აზრები მათ პიროვნულ თავისებურებებზეა მინიშნება.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„უუნარო ვარ. არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა...“ „არ
შემიძლია გავუმკლავდე ჩემს მდგომარეობას, თუკი ის მოხდა,
რისი წარმოდგენაც მზაფრავს...“
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები, ხშირად, არ ენდობიან
საკუთარ შემეცნებით უნარებს - შეგრძნებას, აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას,
მსჯელობის უნარსა და აზროვნებას - „არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად
დავინახე...,“ „არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად დავიმახსოვრე...“
• ასევე, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ, ირწმუნონ, რომ ისინი იმ შინაგან
მდგომარეობებთან გამკლავებას შეძლებენ, რომლებიც შესაძლოა, დაეუფლოთ იმ
შემთხვევაში, თუ ის მოვლენა მოხდა, რომლის წარმოსახვაც კი ზაფრავთ: „მთლიანად
მომიცავს სევდა, ვერ შევძლებ ამ მდგომარეობის დაძლევას...,“ „გლოვა მშთანთქავს, მის
გარეშე ვერ გადავრჩები...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
უუნარობის განცდა, როგორც განუცალკევებლობის
დასტური
• ასევე, ვლინდება ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების
დამოუკიდებლად მიღების სირთულე: „უსუსური და უუნარო
ვარ... ჩემს მსჯელობას ვერ ვენდობი, დამოუკიდებლად
გადაწყვეტილებების მიღება არ შემიძლია. შესაბამისად, მის
[როგორც წესი, იგულისხმება საყვარელი და ახლობელი
ადამიანი] გარეშე ვერ გადავრჩები, ცხოვრებას ვერ შევძლებ...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„დადანაშაულებული აღმოვჩნდები...“ „ადამიანები უმოწყალოები და
შეუწყნარებლები არიან...“ - შეუწყნარებლობისა და უმოწყალოდ მკაცრი
სასჯელის მოლოდინი
• ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს სწამთ, რომ შეცდომები
უპატიებელია, ხოლო ადამიანები შეუწყნარებლები და
დაუნდობლები არიან.
• ამავდროულად, ხშირად, შეცდომისთვის შეუსაბამოდ მკაცრ
სასჯელს ელიან, რაც მათ ორჭოფობისა და
გადაწყვეტილებების მიღების სირთულისკენ უბიძგებს.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„ვაი თუ, შეგზიზღდე და ზურგი მაქციო, პირი იბრუნო
ჩემგან...“ - მიტოვების შფოთვის მოლოდინი
• ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე
ადამიანები, ხშირად, შიშობენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ
განსაზღვრული ქცევები და მახასიათებლები
გამოავლინდებათ, ზიზღის სამიზნე გახდებიან: „ჩემგან პირს
იბრუნებ...,“ „მიმატოვებ...“
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
შემნარჩუნებელი ბავშვობის გამოცდილებები
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
„თითქმის ყველაფერი მეკრძალებოდა...“ - მეტისმეტად ბევრ შეზღუდვაზე
დაფუძნებული აღზრდა
• მომთხოვნი, შეზღუდვებზე დაფუძნებული აღზრდა.
• კავშირის, თანაგრძნობა - თანაგანცდის ნაკლებობაზე
დაფუძნებული აღზრდა.
• კავშირის შეზღუდვაზე, როგორც სასჯელის ნაირსახეობაზე,
დაფუძნებული აღზრდა.
• თამაშის, სიამოვნების განცდის მიღების შეზღუდვასა და
ემოციებისა და შინაგანი მდგომარეობების გამოხატვისგან
თავშეკავებაზე დაფუძნებული აღზრდა.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
შემნარჩუნებელი წინასწარგანწყობები
• თავშეკავებისკენ მიდრეკილება (Behavioral Inhibition (BI)).
• გადაწყვეტილების მიღების სირთულე, რომლის საფუძველია
ორჭოფობისა და მერყეობისკენ მიდრეკილება.
• საფრთხის გაზვიადებული ხედვისკენ მიდრეკილება.
• სრულყოფილებისკენ დაუოკებელი ლტოლვა - იგულისხმება
ამ თავისებურების სხვადასხვა განზომილებები.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
მკურნალობაზე ძალიან მოკლედ...
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
კითხვები.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი
მადლობა ყურადღებისთვის.
ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების
შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023
წელი

More Related Content

What's hot

Distributed Multimedia Systems(DMMS)
Distributed Multimedia Systems(DMMS)Distributed Multimedia Systems(DMMS)
Distributed Multimedia Systems(DMMS)Nidhi Baranwal
 
Multimedia technology
Multimedia technologyMultimedia technology
Multimedia technologyVishnu Ram
 
Graphics Output Hardware Devices
Graphics Output Hardware DevicesGraphics Output Hardware Devices
Graphics Output Hardware DevicesTabeer12
 
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU Heri Irawan
 
Advanced computer architecture
Advanced computer architectureAdvanced computer architecture
Advanced computer architectureAjithaSomasundaram
 
Bandwidth measurement
Bandwidth measurementBandwidth measurement
Bandwidth measurementjeromy fu
 
Type checking in compiler design
Type checking in compiler designType checking in compiler design
Type checking in compiler designSudip Singh
 
Chapter 9 - Virtual Memory
Chapter 9 - Virtual MemoryChapter 9 - Virtual Memory
Chapter 9 - Virtual MemoryWayne Jones Jnr
 
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism)
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism) Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism)
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism) A B Shinde
 
Evolution or Generation of OS.pdf
 Evolution or Generation of OS.pdf Evolution or Generation of OS.pdf
Evolution or Generation of OS.pdfVpmv
 
EMBEDDED OS
EMBEDDED OSEMBEDDED OS
EMBEDDED OSAJAL A J
 
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared Memory
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared MemoryAgreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared Memory
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared MemorySHIKHA GAUTAM
 
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics Vikashkumar2175
 

What's hot (20)

Distributed Multimedia Systems(DMMS)
Distributed Multimedia Systems(DMMS)Distributed Multimedia Systems(DMMS)
Distributed Multimedia Systems(DMMS)
 
Multimedia technology
Multimedia technologyMultimedia technology
Multimedia technology
 
Graphics Output Hardware Devices
Graphics Output Hardware DevicesGraphics Output Hardware Devices
Graphics Output Hardware Devices
 
Concurrency
ConcurrencyConcurrency
Concurrency
 
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU
DUAL BOOT WINDOWS 10 DENGAN LINUX UBUNTU
 
Multimedia
MultimediaMultimedia
Multimedia
 
Advanced computer architecture
Advanced computer architectureAdvanced computer architecture
Advanced computer architecture
 
Ui disk & terminal drivers
Ui disk & terminal driversUi disk & terminal drivers
Ui disk & terminal drivers
 
Assembler
AssemblerAssembler
Assembler
 
Bandwidth measurement
Bandwidth measurementBandwidth measurement
Bandwidth measurement
 
Unix ch03-03
Unix ch03-03Unix ch03-03
Unix ch03-03
 
Type checking in compiler design
Type checking in compiler designType checking in compiler design
Type checking in compiler design
 
Chapter 9 - Virtual Memory
Chapter 9 - Virtual MemoryChapter 9 - Virtual Memory
Chapter 9 - Virtual Memory
 
Lecture 3 threads
Lecture 3   threadsLecture 3   threads
Lecture 3 threads
 
Shared memory
Shared memoryShared memory
Shared memory
 
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism)
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism) Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism)
Pipelining and ILP (Instruction Level Parallelism)
 
Evolution or Generation of OS.pdf
 Evolution or Generation of OS.pdf Evolution or Generation of OS.pdf
Evolution or Generation of OS.pdf
 
EMBEDDED OS
EMBEDDED OSEMBEDDED OS
EMBEDDED OS
 
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared Memory
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared MemoryAgreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared Memory
Agreement Protocols, distributed File Systems, Distributed Shared Memory
 
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics
Explain Animation & Types Of Animation In Computer Graphics
 

მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის - ოკა - ანა ღვინიანიძე.pdf

  • 1. მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები ანა ღვინიანიძე ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 2. პასუხისმგებლობის შემოფარგვლა წინამდებარე შეხვედრის მანძილზე, იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისათვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი და წარსული, მტანჯველი ფსიქიკური მდგომარეობის გახსენების წინმსწრები აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ ამ ლექციის მანძილზე განხილული საკითხების მიერ აღძრულ განცდებთან გამკლავება, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ წუთს დატოვოთ ლექცია ან შეწყვიტოთ ლექციის ჩანაწერის ყურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. პატივისცემით, ანა ღვინიანიძე ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული, ზრდასრულთა კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 3. „ვიცი, რომ ეს აზრები ჩემია, მაგრამ, თითქოს, ძალდატანებული და თავსმოხვეულია...“ • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები ცნობიერებაში უცაბედად და დაჟინებით შემოჭრილ ფსიქიკურ განცდებს - როგორიცაა, აზრები, გამოსახულებები, ლტოლვები, გრძნობები და ა. შ. - განიცდიან როგორც საკუთარი ცნობიერების ნაყოფს, თუმცა, ამავდროულად, მათ აფასებენ როგორც ძალდატანებულსა და თავსმოხვეულს. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 4. „ვიცი, რომ ეს ქმედებები სისულელეა, მაგრამ მათთან შეწინააღმდეგება არ შემიძლია...“ • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები ფსიქიკური განცდების მიერ აღძრული, მტანჯველი და უსიამოვნო განცდებისგან - შფოთვა, ბრალეულობის განცდა - გათავისუფლების მიზნით, მკაცრი წესების მიხედვით განსაზღვრულ ქმედებებს იმეორებენ. • ეს მოქმედებები შესაძლოა, იყოს როგორც გარედამკვირვებლისთვის თვალსაჩინო, ასევე - მხოლოდ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანის ცნობიერებაში შესრულებული მოქმედებები. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 5. „ვაი თუ, ჩემი აზრები ახდეს...“ - ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) კოგნიტური მოდელი - მიკერძოებები, რომელებიც ინარჩუნებს ობსესიურ - კომპულსიურ აშლილობას • შეუსაბამოდ ძლიერი პასუხისმგებლობის განცდა - „მე ვარ სრულად პასუხისმგებელი ჩემი ირგვლივმყოფების ჯანმრთელობაზე.“ • აზრის არსებობის მნიშვნელობის გაზვიადება - „რადგან ეს აზრი მებადება, შესაძლოა, ახდეს კიდეც...,“ „ისიც კი, რომ ეს აზრი მებადება გონებაში, იმაზეა მინიშნება, რომ შესაძლოა, საშინელება მოვიმოქმედო.“ • აზრების შეჩერებისა და ალაგმვის ძლიერი მოთხოვნილება - „საკუთარ აზრებს მკაცრად უნდა ზედამხედველობდე, რომ, შემთხვევით, არაფერი გამოგეპაროს...,“ „ცნობიერებაში შემოჭრილი, უსიამოვნო აზრები უნდა ალაგმო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა მათი ხელახლა აღმოცენება...“ • საფრთხის გაზვიადებულად აღქმა - „ჩემს აზრებს საშინელი უბედურებები მოჰყვება...,“ • სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა - „ადამიანები შეუწყნარებლები არიან, შეცდომას არ გაპატიებენ...“ • განუსაზღვრელობის აუტანლობა - „სრულად უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ უარყოფითი მოვლენები არ მოხდება...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 6. „გული მიგრძნობს, რაღაც ავისმომასწავებელი მოხდება...“ - ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) კოგნიტური მოდელი - მიკერძოებები, რომელებიც ინარჩუნებს ობსესიურ - კომპულსიურ აშლილობას • ემოციის ფაქტად აღიარება - „რადგან ვშფოთავ, რაღაც ავისმომასწავებელი მოხდება კიდეც...,“ „შფოთვის არსებობა ადასტურებს, რომ ნამდვილად რაღაც უბედურება შემემთხვევა ან ჩემს ოჯახის წევრებს შეემთხვევათ...“ • შფოთვის აუტანლობა - „შფოთვა არასდროს არ დასრულდება და „გამაგიჟებს,“ „შემშლის.“ • აზრისა და ქმედების აღრევა - „ვაი თუ, რადგან ამაზე ვფიქრობ, უკვე მოვიმოქმედე კიდეც?“ • წარმოსახული სინამდვილისა და გარეგანი სინამდვილის აღრევა - „რადგან დავუშვი, იქნებ, უკვე მოხდა კიდეც?“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 7. „მე არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა და შენ გეყრდნობი ამისთვის...,“ „დამპირდი, რომ ის არ მოხდება, რისიც ყველაზე მეტად მეშინია...“ • ხშირად, ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები პირდაპირ ან ირიბად რიტუალურ ქმედებებში თანამონაწილეობას სთხოვენ ირგვლივმყოფებს და მათ ეყრდნობიან განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების განცდის უზრუნველყოფისთვის. • „მე არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა და შენ მოგმართავ იმისთვის, რომ დავრწმუნდე: სწორად მახსოვს, სწორად შევიგრძნობ, სწორად აღვიქვამ...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 8. „თუმცა, შენი ნდობაც არ შემიძლია, რადგან დანამდვილებით არც შენ შეგიძლია, იცოდე ნამდვილად მოხდება თუ არა ის, რისი წარმოდგენაც მზარავს...“ • იმისი გაცნობიერებისგან გამომდინარე, რომ ირგვლივმყოფებსაც არ ძალუძთ, დანამდვილებით იცოდნენ, მოხდება თუ არა ისეთი რამ, რისი წარმოდგენისაც კი ეშინია ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანს, შფოთვა მხოლოდ დროებით და უმნიშვნელოდ იკლებს, ხოლო განმეორებითი მოქმედებების - ანუ, რიტუალების - შესრულებისგან თავშეკავება ნელ - ნელა უფრო რთული ხდება. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 9. რა მოხდება, თუ რიტუალების შესრულებას შეწყვეტ? - რიტუალური ქმედებების დანიშნულების კვლევა. • „რიტუალური ქცევები საშუალებას მაძლევს, დროებით მაინც მჯეროდეს, რომ შემიძლია, შევამცირო იმ მოვლენის მოხდენის ალბათობა, რომლის მოხდენისაც მეშინია...“ • „თუ რიტუალური ქცევები დავთმე, ხელთ არაფერი მაქვს იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაზე ვიმოქმედო...“ • „რიტუალების გარეშე განიარაღებული და უსუსური ვარ: არც კი ვიცი, რა მოხდება, თუკი, ის ყველაფერი ახდა, რისი დაშვებაც კი ასე მზაფრავს...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 10. რისთვის მჭირდება ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა (ოკა)? - მაგალითის განხილვა • წინამდებარე მაგალითი წარმოადგენს აკვიატებული აზრების ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული შინაარსის გამოყენების მცდელობას იმისათვის, რომ გამოვავლინოთ აკვიატებული მდგომარეობების - როგორც სიმპტომების ერთობლიობის - მიღმა მდგომი ღრმა, ფსიქიკური სტრუქტურები, რომელთაც სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპიის თანახმად, სქემები ეწოდება. • აღსანიშნავია, რომ მეორე ტალღის კოგნიტური თერაპიის წანამძღვრების თანხმად, აკვიატებული აზრების შინაარსს მკურნალობის დროს არ ვიყენებთ. თუმცა, შინაარსის გამოყენება სქემის აღმოჩენისთვის სასარგებლო მიდგომაა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 11. ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა - ძირითადი სქემები ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 12. „თუ ასეთი აზრები მებადება, გამოდის, მინდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი მოხდეს და, თუ მინდა, ეს ყველაფერი მოხდეს, მაშინ საშინელი ადამიანი ვარ...“ - ვინ ვარ მე? • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანებს უჭირთ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენების გამთლიანება - „ასეთი აზრები კარგ ადამიანებს არ ებადებათ...“ „კარგ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, უყვართ თუ არა მათ ირგვლივმყოფები, თავად ამ ეჭვის არსებობა იმისი დასტურია, რომ მე სიყვარული არ შემიძლია...“ • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები ამ მდგომარეობის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვებს საკუთარი ვინაობის შესახებ - „რას ნიშნავს ეს აზრები ჩემზე, როგორც ადამიანზე?,“ „როგორი ადამიანი ვარ, სინამდვილეში?,“ „გამოდის, შეიძლება, ირგვლივმყოფებს ვატყუებ და კეთილსინდისიერი და კეთილშობილი კი არა, ბოროტი ადამიანი ვარ...“ • ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ამ მდგომარეობის არმქონე ადამიანებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ, დაივიწყონ და უარი თქვან საკუთარი შინაგანი სამყაროს მკაცრ და გაფაციცებულ ზედამხედველობაზე. ისინი თვლიან, რომ აკვიატებული აზრები მათ პიროვნულ თავისებურებებზეა მინიშნება. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 13. „უუნარო ვარ. არ შემიძლია სინამდვილის სწორად ასახვა...“ „არ შემიძლია გავუმკლავდე ჩემს მდგომარეობას, თუკი ის მოხდა, რისი წარმოდგენაც მზაფრავს...“ • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები, ხშირად, არ ენდობიან საკუთარ შემეცნებით უნარებს - შეგრძნებას, აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, მსჯელობის უნარსა და აზროვნებას - „არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად დავინახე...,“ „არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად დავიმახსოვრე...“ • ასევე, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ, ირწმუნონ, რომ ისინი იმ შინაგან მდგომარეობებთან გამკლავებას შეძლებენ, რომლებიც შესაძლოა, დაეუფლოთ იმ შემთხვევაში, თუ ის მოვლენა მოხდა, რომლის წარმოსახვაც კი ზაფრავთ: „მთლიანად მომიცავს სევდა, ვერ შევძლებ ამ მდგომარეობის დაძლევას...,“ „გლოვა მშთანთქავს, მის გარეშე ვერ გადავრჩები...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 14. უუნარობის განცდა, როგორც განუცალკევებლობის დასტური • ასევე, ვლინდება ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების სირთულე: „უსუსური და უუნარო ვარ... ჩემს მსჯელობას ვერ ვენდობი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება არ შემიძლია. შესაბამისად, მის [როგორც წესი, იგულისხმება საყვარელი და ახლობელი ადამიანი] გარეშე ვერ გადავრჩები, ცხოვრებას ვერ შევძლებ...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 15. „დადანაშაულებული აღმოვჩნდები...“ „ადამიანები უმოწყალოები და შეუწყნარებლები არიან...“ - შეუწყნარებლობისა და უმოწყალოდ მკაცრი სასჯელის მოლოდინი • ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს სწამთ, რომ შეცდომები უპატიებელია, ხოლო ადამიანები შეუწყნარებლები და დაუნდობლები არიან. • ამავდროულად, ხშირად, შეცდომისთვის შეუსაბამოდ მკაცრ სასჯელს ელიან, რაც მათ ორჭოფობისა და გადაწყვეტილებების მიღების სირთულისკენ უბიძგებს. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 16. „ვაი თუ, შეგზიზღდე და ზურგი მაქციო, პირი იბრუნო ჩემგან...“ - მიტოვების შფოთვის მოლოდინი • ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის (ოკა) მქონე ადამიანები, ხშირად, შიშობენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ქცევები და მახასიათებლები გამოავლინდებათ, ზიზღის სამიზნე გახდებიან: „ჩემგან პირს იბრუნებ...,“ „მიმატოვებ...“ ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 17. შემნარჩუნებელი ბავშვობის გამოცდილებები ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 18. „თითქმის ყველაფერი მეკრძალებოდა...“ - მეტისმეტად ბევრ შეზღუდვაზე დაფუძნებული აღზრდა • მომთხოვნი, შეზღუდვებზე დაფუძნებული აღზრდა. • კავშირის, თანაგრძნობა - თანაგანცდის ნაკლებობაზე დაფუძნებული აღზრდა. • კავშირის შეზღუდვაზე, როგორც სასჯელის ნაირსახეობაზე, დაფუძნებული აღზრდა. • თამაშის, სიამოვნების განცდის მიღების შეზღუდვასა და ემოციებისა და შინაგანი მდგომარეობების გამოხატვისგან თავშეკავებაზე დაფუძნებული აღზრდა. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 19. შემნარჩუნებელი წინასწარგანწყობები • თავშეკავებისკენ მიდრეკილება (Behavioral Inhibition (BI)). • გადაწყვეტილების მიღების სირთულე, რომლის საფუძველია ორჭოფობისა და მერყეობისკენ მიდრეკილება. • საფრთხის გაზვიადებული ხედვისკენ მიდრეკილება. • სრულყოფილებისკენ დაუოკებელი ლტოლვა - იგულისხმება ამ თავისებურების სხვადასხვა განზომილებები. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 20. მკურნალობაზე ძალიან მოკლედ... ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 21. კითხვები. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი
  • 22. მადლობა ყურადღებისთვის. ანა ღვინიანიძე აზროვნების აკადემიისთვის - სალონური საუბრები - მიტოვების შფოთვისგან თავდაცვისთვის: აკვიატებული მდგომარეობები - 20 სექტემბერი, 2023 წელი