SlideShare a Scribd company logo
1 of 12
 წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და

გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით
კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო
ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის
კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ
ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით,
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ.
ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს
პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა
მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და
უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე
სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა
ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან
მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო
ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა.
მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა
ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და
სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის
მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა
და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას
ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა.
იქვე დაუსაფლავებიათ.
 27 იანვარს წმიდა ნინოს მიცვალების დღე აღინიშნება. იგი

დაკრძალულია, მის მიერვე მითითებულ ადგილას, დღევანდელ
ბოდბეში, ანუ ბოდინის ჭალაში.
 წმიდა ნინოს ცხოვრების შესახებ “ამბიონს” ესაუბრა, კუკიის წმიდა
ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, არჩილ ხაჩიძე.
 მამა არჩილი:
“ქართველებისათვის, ტრადიციულად, დამახასიათებელია
ქალებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. ქალისადმი
პატივისცემა არ უნდა გავიგოთ, მხოლოდ ფორმალური
რევერანსებით. ბუნებრივია, ეს იყო კარგად
ორგანიზებული, საზოგადოებრივი სისტემა, სადაც ყველა ქალმაც
და ბავშვმაც, შესანიშნავად იცოდა, ვის რა მოვალეობა და ადგილი
ჰქონდა. ძალიან ბევრი ეთნოლოგი და მოაზროვნე ადასტურებს
ქართველების განსაკუთრებულ პატივისცემას ქალებისადმი.
ოღონდ, არ უნდა მივიჩემოთ, რომ მარტო ქართველებმა ვიცით
ქალების პატივისცემა.
 ყველა ძველ ტრადიციაში და ძველ კულტურაში, ქალი, როგორც
ახალი სიცოცხლის საწყისი, სხვაგვარად პატივდებული გახლდათ.
მაგრამ მაინც რაღაცით გამოირჩევა ქართველების ქალისადმი
პატივისცემა. ბევრი სოციოლოგისა და ეთნოლოგის აზრით, ამის
ერთ-ერთი მიზეზია, ის რაც ერმა და ხალხმა მტკიცედ გაითავისა, –
ერთი ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად
ითვლება და მეორე, ის რომ ჩვენი ხელახლა მომაქცეველი არის
ქალი – წმიდა ნინო.
 წმიდა ნინო წარმოშობით, კაბადოკიიდან იყო. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი

მოსაზრებები და ცნობები, რომ იგი წმ. გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ. ისინი
დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ. წმიდა გიორგი მე-4 საუკუნის
დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა ეწამა და წმიდა ნინოც დაახლოებით ამ
პერიოდში დაიბადა, რადგანაც 316-318 წლებისთვის, იგი აღსაზრდელად სარა
ნიაფორს მიბარდა. წმიდა ნინოს მამა ძალიან წარჩინებული სამხედრო მოღვაწე
იყო, ხოლო დედა – სუსანა, ზაბულონის მეუღლე, იერუსალიმის მაშინდელი
პატრიარქის, იუბენალის ღვიძლი და გახლდათ. წმიდა ნინო ასეთ წარჩინებულ
გარემოში დაიბადა და აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. წმიდანი
12 წლის იყო, როდესაც მამამისი ზაბულონი მთლიანად თავს ანებებს ყველანაირ
საერო მოღვაწეობას, ისტუმრებს ყოველგვარ სამოქალაქო ვალს და მიდის
პალესტინის უდაბნოში, უამრავი სხვა მოღვაწის მსგავსად, რათა უფალს
მიუძღვნას, მთელი თავისი ერთგული მოღვაწეობა. დედა სუსანა იერუსალიმის
ეკლესიის ერთ-ერთი დიაკონის დამხმარე ხდება და ზრუნავს ქვრივ-ობლებზე,
ეხმარება იერუსალიმის ეკლესიის საზოგადოებრივ-სოციალურ მსახურებათა
ფუნქციონირებას. წმ.ნინოს ბიძა იუბენალი, აღსაზრდელად სარა ნიაფორს
მიაბარებს, რომელიც მას დიდი ყურადღებით ზრდის, 3 წლის განმავლობაში, 12დან-15 წლამდე. წმ. ნინო მასთან იზრდება. მისგან ისმენს უამრავ მოთხრობას.
ბუნებრივია, რაც ისედაც პირდაპირი გადაცემის გზით იქნებოდა შენარჩუნებული,
იერუსალიმის ეკლესიაში.












მაცხოვარმა სწორედ აქ იმოღვაწევა, მით უმეტეს, ამ დროს იერუსალიმის მიმართ
განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება. მას შემდეგ რაც წმ. კონსტანტინე დიდმა,
მოციქულთა სწორმა იმპერატორმა დაიწყო იერუსალიმის განახლება, როგორც ქალაქის.
რადგან იერუსალიმის დანგრევისას, რომაელებმა ის მთლიანად გადახნეს და დაარბიეს,
მარტო ერთი ცნობილი კედელი, გოდორის კედელი დატოვეს, თავიანთი ტრიუმფის
აღსანიშნავად. ამ ადგილს სახელიც გადარქმეული ჰქონდა და ელია-კაპიტოლია ერქვა,
ძალიან პატარა ადგილი იყო, სადაც დასახლება აკრძალულიყო.
იერუსალიმი რომაელებმა ისევე გადახნეს, როგორც თავის დროზე კართაგენი. უშუალოდ
რომის სენატის ნებართვის გარეშე იქ ვერაფერი აშენდებოდა.
იერუსალიმი, მიწასთან გასწორებული იყო, ფაქტობრივად, აღარც არსებობდა. სახელიც კი,
ელია-კაპიტოლია ერქვა და მთავარ ქალაქს წარმოადგენდა კესარია, პალესტინის.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარება იწყება, ბუნებრივია,
თავისუფლება ენიჭებათ მქადაგებლებს, იურიდიული უფლებები უბრუნდებათ, ზოგან
ხელახლა ენიჭებათ. ეკლესიას ქონების ფლობის უფლება ეძლევა.
ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურდღება ექცევა იერუსალიმს, როგორც წმიდა
ქალაქს.სწორედ ამ დროს გააგზავნეს დედოფალი ელენე, თავად კონსტანტინე მეფის
დავალებით, მაცხოვრის ცხოველისმყოფელი ჯვრის მოსაძიებლად. ეს შედარებით
მოგვიანებითი პერიოდია (327 წელი, მე-4 საუკუნე). იწყება იერუსალიმის ხელახლა
დაბადება.
უამრავი ცნობა ესმოდა წმ. ნინოს მაცხოვრის მოღვაწეობაზე, კეთილმორწმუნე
ქალბატონისაგან. სწორედ სარასგან გაიგო, უკერველი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი
კვართის შესახებ (უკერველი ნიშნავს, რომ ნაკერი არ ჰქონდა საერთოდ). რომელიც რომაელმა
ჯარისკაცებმა თავის დროზე ერთმანეთში გაიყვეს. ის ერთ-ერთ რომაელს შეხვდა. ლონგინოს
კარსკნელმა და ელიოს მცხეთელმა ჩამოიტანეს საქართველოში. მას შემდეგ, რაც სიდონიამ
გულში ჩაიკრა ეს კვართი და მასთან ერთად მიიცვალა, დაკრძალეს დღევანდელი
სვეტიცხოვლის ადგილას.
ამ კვართის ისტორია მოისმინა წმ.ნინომ. ბუნებრივია, კვართი ყველაზე დიდი სიმდიდრეა,
რაც დედამიწაზე მაცხოვრისგან დარჩა. გარდა ამისა, კიდევ უამრავი სიწმინდეა, რომელსაც
მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იცავდა. სამსჭვალი, შუბი, ნახევრად მითიური
თასი, რომელსაც მთელი შუა საუკუნეები ეძებდნენ.














ერთი, რაც ასევე უდიდესი სიწმინდეა არის ეკლის გვირგვინი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშია დაცული და
ერთი მაცხოვრის კვართი, რომელიც არის უდიდესი სიწმინდე, რაც საქრისტიანოს დარჩა მაცხოვრისგან, დედამიწაზე მისი
ხორციელი ამაღლების შემდეგ.
წმ. ნინო წლების განმავლობაში მთელი გულით ლოცულობდა, რომ უფალს ღირსი გაეხადა, ამ კვართის ხილვისა და
მართლაც, რაღაც პერიოდის შემდგომ ბიძამ მისცა ლოცვა-კურთხევა და ნება დართო საქართველოში ჩამოსულიყო. წმ. ნინომ
საკმაოდ რთული გზა გამოიარა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმ. ნინოს ცხოვრებაში ჩართულია და ზოგადად კავშირშია,
დღევანდელი სომხეთის ეკლესიაზე წამებული 50 ქალწულის ისტორია, რომლებიც იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ
იდევნებოდნენ. თუმცა ეს ქრონოლოგიურად ერთამენეთს დაცილებული ამბებია და ამის პირობითად დაშვება შეიძლება. ეს
ჯერჯერობით კვლევა-ძიების საგანია. წმ. ნინოს ცხოვრებაში, რომელიც “ქართლის ცხოვრებაშია” დაცული, აღწერილია, რომ
ერთად იმგზავრეს, რაღაც პერიოდი რიფსიმემ, გაიანემ, 50 ქალწულმა და წმ. ნინომ, როდესაც სომეხი მეფის ბრძანებით
ისინი საშინლად აწამეს და დახოცეს. მათ კისრები გაუპეს და იქიდან ამოაცალეს ენა.
ამ დროს წმ. ნინო ველური ვარდის ანუ ასკილის ბუჩქს შეეფარა. ღვთისმშობლის განგებით იგი ღრუბელმა დაიფარა და
გადარჩა, რადგან მას სულ სხვა კურთხევა ჰქონდა, მას იერუსალიმში ღვთისმშობელი გამოეცხადა და საქართველოში
მაცხოვრის სწავლება უნდა ექადაგა.
წმ. ნინო ჩამოდის საქართველოში, შემოდის ჯავახეთის გზით, ფარავნის ტბას გამოივლის, შეხვდება მწყემსი და შემდგომ
ჩამოდის უკვე ცენტრალურ საქართველოში. ურბნისში შემოდის, სადაც ხვდება ხალხის უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც
მცხეთაში წამოსასვლელად ემზადებიან. წამოსვლის მიზეზები იყო ის, რომ ახლოვდებოდა იმ წლის კერპისადმი მიძღვნილი
დღესასწაული, რომელთაც ერქვათ გაცი, გაემი და არმაზის კერპები. ამ კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ მცხეთაში.
წმ. ნინომ იხილა რა ეს საშინელება, არანორმალური კერპთაყვანისმცემლობა, ილოცა ღვთის წინაშე, რათა ღმერთს ისინი
გაეთავისუფლებინა. წმ. ნინოს პარაკლისშიც ზუსტად ეს არის აღწერილი: “მოირბინენ ყოველი კიდენი ქართლისანი და
ყველგან მოსრნენ კერპთა ნაკვალევი.”
წმ. ნინომ ილოცა, საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, კერპები დაიფშვნა და ხალხი მიმოიფანტა. წმიდანი მკვიდრდება
დღევანდელი სამთავროსა და სვეტიცხოვლის შუაში, ეს იყო სამეფო ბაღი, “სამოთხე”. იქიდან იწყებს წმ. ნინო მოღვაწეობას.
საქართველოში უკვე არსებობდა ერთგვარი ქრისტიანული თემიც, რადგან ის პირველი ებრაელები, რომლებმაც მაცხოვრის
კვართი ჩამოიტანეს, კეთილ იუწყებთ მაცხოვრის შესახებ, მით უმეტეს, რომ წმ. ნინო თანამომაგრეა, რაც თანამებრძოლობას
ნიშნავს. საქართველოში უკვე ჩაგდებული იყო მარცვალი, მოციქულებმა იქადაგეს, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ
კანანელმა, მატათამ და სხვებმა. ბუნებრივია, რომ წმ. ნინო არის განმაახლებელი და ხელახლა მქადაგებელი და ამიტომ
ეწოდება მას მოციქულთა სწორი. მან მას შემდგომ იქადაგა, რაც მაღალ დონეზე დაუკავშირდა თემს და გაეცნო ქართულ
გარემოს. მისი ლოცვით არაერთი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ამავე პერიოდში მოხდა ცნობილი ფაქტი: დედოფალი ნანა დაავადდა – მირიან მეფის მეუღლე და მხოლოდ წმიდა ნინოს
ლოცვამ გამოხსნა. თუმცა, მეფე მირიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ რაღაც უცხო რელიგიის მიმართ. მას
განზრახული ჰქონდა, რომ დევნა გამოეცხადებინა უცნაური რელიგიისთვის, რომელიც ძალას იკრეფდა და დაიფიცა, როცა
ნადირობიდან დაბრუნდებოდა ძალიან მწარედ ანანებდა ყველა ამ თემის მხარდაჭერს. ღვთის განგებით მოხდა უდიდესი
სასწაული, მირიან მეფე როდესაც სანადიროდ მიდიოდა, მხოლოდ მას დაუბნელდა მზე. თვალები დაებინდა და ეს გახდა
მისი მოქცევის მიზეზი. მან ილოცა ყველა ცნობილი კერპისადმი და როცა ვერავინ, ვერაფრით დაეხმარა, მაშინ თქვა: ნინოს
ღმერთო, ვინც ხარ, რაც ხარ, თუ ეხლა შენ მე თვალებს ამიხელ, ყველანაირად ვიქნები შენი რელიგიის მხარდამჭერი და
ხელისშემწყობიო. მართლაც, მას თვალები აეხილა.
 წმ. ნინოს ღვაწლით შენდება სამთავროს მონასტერი, შემდეგ სვეტიცხოველი,








რომელიც თავიდან ხის იყო, შემდგომ რამდენჯერმე გადაკეთდა, დღევანდელი
სვეტიცხოვლის სახე, შეიძლება მე-20 საუკუნეს დავუკავშიროთ. თუმცა გუმბათი
მე-15-16 საუკუნის შემდეგ არის აღდგენილი. ძალიან ორიგინალურად არის
არქიტექტურულად მიერთებული, ძველ სხეულს. საერთოდ, კი მე-11 საუკუნეში
მოხდა ამ ტაძრის აშენება, მელქისედეკ პირველ კათოლიკოსის დროს.
სვეტიცხოველი კი იმიტომ ეწოდა, რომ ამ ადგილას ის ხე იზრდებოდა, რომელიც
წმ. სიდონიას საფლავზე ამოვიდა, მას მაკურნებელი თვისებები გააჩნდა. ტაძრის
მშენებლობა, როდესაც დაიწყეს ეს ხეც მოჭრეს და ტაძრის ასაშენებელ რიგით
სვეტად მოამზადეს. თუმცა მშენებლებმა ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან. წმ.
ნინოს ლოცვით ამ სვეტის დაძვრა სასწაულებრივად მოხდა. უამრავმა ადამიანმა
იხილა სასწაული. ზეცაში ჯვარი გამოისახა და ეს სვეტი ანგელოზების მიერ
ამაღლდა და ძველ ადგილას დააბრუნეს.
სვეტის ამაღლების პერიოდში მხოლოდ წმ. ნინო ხედავს თითქოს მტკვარი და
არაგვი ადიდდა და ყველაფერი წალეკა. მიუხედავად ამისა, წმიდანი ლოცვას მაინც
არ წყვეტს. ეს იყო კეთილი ჩვენება, რომ ამიერიდან განიბანა ხალხი იმ
სარწმუნოებით, რაც თავის დროზე მოციქულებმა მოიტანეს და შემდგომ წმ. ნინომ
განაახლა. მდინარეებმა განბანეს ის ბიწიერება, რაც თავის დროზე
კერპთაყვანისმცემლობამ დანერგა. ეს ხილვა მხოლოდ წმ. ნინოსთვის იყო და არა –
ყველასთვის. ამის შემდგომ ხდება კონსტანტინეპოლიდან სასულიერო პირების
მოწვევა, ჩამოდიან მღვდლები და იწყება საერთო ნათლობა.
საქართველოში რამდენი ტაძარია წმ. ნინოს სახელობის?
ძალიან ბევრი ასეთი ტაძარია. თითქმის წელიწადი არ გადის, რომ ერთი-ორი
ახალი ტაძრის გახსნის ამბავი არ გავიგო, რომელიც წმ. ნინოს სახელობის არის.
ჩვენი ტაძარი წმ. ნინოს სახელობისაა და ბუნებრია, ყოველ დღესასწაულს საზეიმო
განწყობით ვხვდებით. ჩვენი ტაძარი 1895 წელს გაიხსნა.
წმინდა ნინო
წმინდა ნინო
წმინდა ნინო

More Related Content

What's hot

მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
Natia Khachiuri
 
პროპორცია
პროპორციაპროპორცია
პროპორცია
ETERINADIRADZE7
 
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობასაერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
ნანა ცანავა
 
ქართლის სამეფოს წარმოქმნა
ქართლის სამეფოს წარმოქმნაქართლის სამეფოს წარმოქმნა
ქართლის სამეფოს წარმოქმნა
laidvalishvili
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
demiraeliashvili
 
ვახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალივახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალი
etodevrisashvili
 

What's hot (20)

გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 
პროპორცია
პროპორციაპროპორცია
პროპორცია
 
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
ბრინჯაოს ხანა საქართველოში..
 
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობასაერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობა
 
ბაბილონის სამეფო
ბაბილონის სამეფობაბილონის სამეფო
ბაბილონის სამეფო
 
არაბები
არაბებიარაბები
არაბები
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
შუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნებაშუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნება
 
ქართლის სამეფოს წარმოქმნა
ქართლის სამეფოს წარმოქმნაქართლის სამეფოს წარმოქმნა
ქართლის სამეფოს წარმოქმნა
 
რეფერატი
რეფერატირეფერატი
რეფერატი
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
ვახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალივახტანგ I გორგასალი
ვახტანგ I გორგასალი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
დნობა–გამყარება. დნობის კუთრი სითბო
დნობა–გამყარება. დნობის კუთრი სითბოდნობა–გამყარება. დნობის კუთრი სითბო
დნობა–გამყარება. დნობის კუთრი სითბო
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
 

Viewers also liked

ქრისტიანობA საქართველოში
ქრისტიანობA საქართველოშიქრისტიანობA საქართველოში
ქრისტიანობA საქართველოში
tamiladumbadze23
 
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოშიქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
madonaansiani
 
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოშიქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
nonazibzibadze
 
ინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაციაინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაცია
guestb20101
 
ქართლის სამეფოს გაქრისტიანება
ქართლის სამეფოს გაქრისტიანებაქართლის სამეფოს გაქრისტიანება
ქართლის სამეფოს გაქრისტიანება
ict-lidia
 

Viewers also liked (6)

ქრისტიანობA საქართველოში
ქრისტიანობA საქართველოშიქრისტიანობA საქართველოში
ქრისტიანობA საქართველოში
 
Wminda nino
Wminda ninoWminda nino
Wminda nino
 
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოშიქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
 
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოშიქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
 
ინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაციაინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაცია
 
ქართლის სამეფოს გაქრისტიანება
ქართლის სამეფოს გაქრისტიანებაქართლის სამეფოს გაქრისტიანება
ქართლის სამეფოს გაქრისტიანება
 

Similar to წმინდა ნინო

ინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაციაინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაცია
losika2003
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
Tamuna Bostoganashvili
 

Similar to წმინდა ნინო (7)

ასურელი მამები
ასურელი მამებიასურელი მამები
ასურელი მამები
 
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
საქართველოს მართლმადიდებლური-ეკლესიის-ავტოკეფალიის-აღდგენის-3
 
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdfGeorgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
Georgian - The First Gospel of the Infancy of Jesus Christ.pdf
 
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიოაკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო კოელიო
 
ინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაციაინგა პრეზენტაცია
ინგა პრეზენტაცია
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 
იბნ სინა
იბნ სინა იბნ სინა
იბნ სინა
 

წმინდა ნინო

  • 1.
  • 2.  წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ.
  • 3.
  • 4.  27 იანვარს წმიდა ნინოს მიცვალების დღე აღინიშნება. იგი დაკრძალულია, მის მიერვე მითითებულ ადგილას, დღევანდელ ბოდბეში, ანუ ბოდინის ჭალაში.  წმიდა ნინოს ცხოვრების შესახებ “ამბიონს” ესაუბრა, კუკიის წმიდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, არჩილ ხაჩიძე.  მამა არჩილი: “ქართველებისათვის, ტრადიციულად, დამახასიათებელია ქალებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. ქალისადმი პატივისცემა არ უნდა გავიგოთ, მხოლოდ ფორმალური რევერანსებით. ბუნებრივია, ეს იყო კარგად ორგანიზებული, საზოგადოებრივი სისტემა, სადაც ყველა ქალმაც და ბავშვმაც, შესანიშნავად იცოდა, ვის რა მოვალეობა და ადგილი ჰქონდა. ძალიან ბევრი ეთნოლოგი და მოაზროვნე ადასტურებს ქართველების განსაკუთრებულ პატივისცემას ქალებისადმი. ოღონდ, არ უნდა მივიჩემოთ, რომ მარტო ქართველებმა ვიცით ქალების პატივისცემა.  ყველა ძველ ტრადიციაში და ძველ კულტურაში, ქალი, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი, სხვაგვარად პატივდებული გახლდათ. მაგრამ მაინც რაღაცით გამოირჩევა ქართველების ქალისადმი პატივისცემა. ბევრი სოციოლოგისა და ეთნოლოგის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია, ის რაც ერმა და ხალხმა მტკიცედ გაითავისა, – ერთი ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ითვლება და მეორე, ის რომ ჩვენი ხელახლა მომაქცეველი არის ქალი – წმიდა ნინო.
  • 5.
  • 6.  წმიდა ნინო წარმოშობით, კაბადოკიიდან იყო. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებები და ცნობები, რომ იგი წმ. გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ. ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ. წმიდა გიორგი მე-4 საუკუნის დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა ეწამა და წმიდა ნინოც დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა, რადგანაც 316-318 წლებისთვის, იგი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიბარდა. წმიდა ნინოს მამა ძალიან წარჩინებული სამხედრო მოღვაწე იყო, ხოლო დედა – სუსანა, ზაბულონის მეუღლე, იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქის, იუბენალის ღვიძლი და გახლდათ. წმიდა ნინო ასეთ წარჩინებულ გარემოში დაიბადა და აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. წმიდანი 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ზაბულონი მთლიანად თავს ანებებს ყველანაირ საერო მოღვაწეობას, ისტუმრებს ყოველგვარ სამოქალაქო ვალს და მიდის პალესტინის უდაბნოში, უამრავი სხვა მოღვაწის მსგავსად, რათა უფალს მიუძღვნას, მთელი თავისი ერთგული მოღვაწეობა. დედა სუსანა იერუსალიმის ეკლესიის ერთ-ერთი დიაკონის დამხმარე ხდება და ზრუნავს ქვრივ-ობლებზე, ეხმარება იერუსალიმის ეკლესიის საზოგადოებრივ-სოციალურ მსახურებათა ფუნქციონირებას. წმ.ნინოს ბიძა იუბენალი, აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარებს, რომელიც მას დიდი ყურადღებით ზრდის, 3 წლის განმავლობაში, 12დან-15 წლამდე. წმ. ნინო მასთან იზრდება. მისგან ისმენს უამრავ მოთხრობას. ბუნებრივია, რაც ისედაც პირდაპირი გადაცემის გზით იქნებოდა შენარჩუნებული, იერუსალიმის ეკლესიაში.
  • 7.        მაცხოვარმა სწორედ აქ იმოღვაწევა, მით უმეტეს, ამ დროს იერუსალიმის მიმართ განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება. მას შემდეგ რაც წმ. კონსტანტინე დიდმა, მოციქულთა სწორმა იმპერატორმა დაიწყო იერუსალიმის განახლება, როგორც ქალაქის. რადგან იერუსალიმის დანგრევისას, რომაელებმა ის მთლიანად გადახნეს და დაარბიეს, მარტო ერთი ცნობილი კედელი, გოდორის კედელი დატოვეს, თავიანთი ტრიუმფის აღსანიშნავად. ამ ადგილს სახელიც გადარქმეული ჰქონდა და ელია-კაპიტოლია ერქვა, ძალიან პატარა ადგილი იყო, სადაც დასახლება აკრძალულიყო. იერუსალიმი რომაელებმა ისევე გადახნეს, როგორც თავის დროზე კართაგენი. უშუალოდ რომის სენატის ნებართვის გარეშე იქ ვერაფერი აშენდებოდა. იერუსალიმი, მიწასთან გასწორებული იყო, ფაქტობრივად, აღარც არსებობდა. სახელიც კი, ელია-კაპიტოლია ერქვა და მთავარ ქალაქს წარმოადგენდა კესარია, პალესტინის. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარება იწყება, ბუნებრივია, თავისუფლება ენიჭებათ მქადაგებლებს, იურიდიული უფლებები უბრუნდებათ, ზოგან ხელახლა ენიჭებათ. ეკლესიას ქონების ფლობის უფლება ეძლევა. ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურდღება ექცევა იერუსალიმს, როგორც წმიდა ქალაქს.სწორედ ამ დროს გააგზავნეს დედოფალი ელენე, თავად კონსტანტინე მეფის დავალებით, მაცხოვრის ცხოველისმყოფელი ჯვრის მოსაძიებლად. ეს შედარებით მოგვიანებითი პერიოდია (327 წელი, მე-4 საუკუნე). იწყება იერუსალიმის ხელახლა დაბადება. უამრავი ცნობა ესმოდა წმ. ნინოს მაცხოვრის მოღვაწეობაზე, კეთილმორწმუნე ქალბატონისაგან. სწორედ სარასგან გაიგო, უკერველი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართის შესახებ (უკერველი ნიშნავს, რომ ნაკერი არ ჰქონდა საერთოდ). რომელიც რომაელმა ჯარისკაცებმა თავის დროზე ერთმანეთში გაიყვეს. ის ერთ-ერთ რომაელს შეხვდა. ლონგინოს კარსკნელმა და ელიოს მცხეთელმა ჩამოიტანეს საქართველოში. მას შემდეგ, რაც სიდონიამ გულში ჩაიკრა ეს კვართი და მასთან ერთად მიიცვალა, დაკრძალეს დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას. ამ კვართის ისტორია მოისმინა წმ.ნინომ. ბუნებრივია, კვართი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც დედამიწაზე მაცხოვრისგან დარჩა. გარდა ამისა, კიდევ უამრავი სიწმინდეა, რომელსაც მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იცავდა. სამსჭვალი, შუბი, ნახევრად მითიური თასი, რომელსაც მთელი შუა საუკუნეები ეძებდნენ.
  • 8.        ერთი, რაც ასევე უდიდესი სიწმინდეა არის ეკლის გვირგვინი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშია დაცული და ერთი მაცხოვრის კვართი, რომელიც არის უდიდესი სიწმინდე, რაც საქრისტიანოს დარჩა მაცხოვრისგან, დედამიწაზე მისი ხორციელი ამაღლების შემდეგ. წმ. ნინო წლების განმავლობაში მთელი გულით ლოცულობდა, რომ უფალს ღირსი გაეხადა, ამ კვართის ხილვისა და მართლაც, რაღაც პერიოდის შემდგომ ბიძამ მისცა ლოცვა-კურთხევა და ნება დართო საქართველოში ჩამოსულიყო. წმ. ნინომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმ. ნინოს ცხოვრებაში ჩართულია და ზოგადად კავშირშია, დღევანდელი სომხეთის ეკლესიაზე წამებული 50 ქალწულის ისტორია, რომლებიც იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ იდევნებოდნენ. თუმცა ეს ქრონოლოგიურად ერთამენეთს დაცილებული ამბებია და ამის პირობითად დაშვება შეიძლება. ეს ჯერჯერობით კვლევა-ძიების საგანია. წმ. ნინოს ცხოვრებაში, რომელიც “ქართლის ცხოვრებაშია” დაცული, აღწერილია, რომ ერთად იმგზავრეს, რაღაც პერიოდი რიფსიმემ, გაიანემ, 50 ქალწულმა და წმ. ნინომ, როდესაც სომეხი მეფის ბრძანებით ისინი საშინლად აწამეს და დახოცეს. მათ კისრები გაუპეს და იქიდან ამოაცალეს ენა. ამ დროს წმ. ნინო ველური ვარდის ანუ ასკილის ბუჩქს შეეფარა. ღვთისმშობლის განგებით იგი ღრუბელმა დაიფარა და გადარჩა, რადგან მას სულ სხვა კურთხევა ჰქონდა, მას იერუსალიმში ღვთისმშობელი გამოეცხადა და საქართველოში მაცხოვრის სწავლება უნდა ექადაგა. წმ. ნინო ჩამოდის საქართველოში, შემოდის ჯავახეთის გზით, ფარავნის ტბას გამოივლის, შეხვდება მწყემსი და შემდგომ ჩამოდის უკვე ცენტრალურ საქართველოში. ურბნისში შემოდის, სადაც ხვდება ხალხის უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც მცხეთაში წამოსასვლელად ემზადებიან. წამოსვლის მიზეზები იყო ის, რომ ახლოვდებოდა იმ წლის კერპისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელთაც ერქვათ გაცი, გაემი და არმაზის კერპები. ამ კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ მცხეთაში. წმ. ნინომ იხილა რა ეს საშინელება, არანორმალური კერპთაყვანისმცემლობა, ილოცა ღვთის წინაშე, რათა ღმერთს ისინი გაეთავისუფლებინა. წმ. ნინოს პარაკლისშიც ზუსტად ეს არის აღწერილი: “მოირბინენ ყოველი კიდენი ქართლისანი და ყველგან მოსრნენ კერპთა ნაკვალევი.” წმ. ნინომ ილოცა, საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, კერპები დაიფშვნა და ხალხი მიმოიფანტა. წმიდანი მკვიდრდება დღევანდელი სამთავროსა და სვეტიცხოვლის შუაში, ეს იყო სამეფო ბაღი, “სამოთხე”. იქიდან იწყებს წმ. ნინო მოღვაწეობას. საქართველოში უკვე არსებობდა ერთგვარი ქრისტიანული თემიც, რადგან ის პირველი ებრაელები, რომლებმაც მაცხოვრის კვართი ჩამოიტანეს, კეთილ იუწყებთ მაცხოვრის შესახებ, მით უმეტეს, რომ წმ. ნინო თანამომაგრეა, რაც თანამებრძოლობას ნიშნავს. საქართველოში უკვე ჩაგდებული იყო მარცვალი, მოციქულებმა იქადაგეს, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ და სხვებმა. ბუნებრივია, რომ წმ. ნინო არის განმაახლებელი და ხელახლა მქადაგებელი და ამიტომ ეწოდება მას მოციქულთა სწორი. მან მას შემდგომ იქადაგა, რაც მაღალ დონეზე დაუკავშირდა თემს და გაეცნო ქართულ გარემოს. მისი ლოცვით არაერთი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ამავე პერიოდში მოხდა ცნობილი ფაქტი: დედოფალი ნანა დაავადდა – მირიან მეფის მეუღლე და მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვამ გამოხსნა. თუმცა, მეფე მირიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ რაღაც უცხო რელიგიის მიმართ. მას განზრახული ჰქონდა, რომ დევნა გამოეცხადებინა უცნაური რელიგიისთვის, რომელიც ძალას იკრეფდა და დაიფიცა, როცა ნადირობიდან დაბრუნდებოდა ძალიან მწარედ ანანებდა ყველა ამ თემის მხარდაჭერს. ღვთის განგებით მოხდა უდიდესი სასწაული, მირიან მეფე როდესაც სანადიროდ მიდიოდა, მხოლოდ მას დაუბნელდა მზე. თვალები დაებინდა და ეს გახდა მისი მოქცევის მიზეზი. მან ილოცა ყველა ცნობილი კერპისადმი და როცა ვერავინ, ვერაფრით დაეხმარა, მაშინ თქვა: ნინოს ღმერთო, ვინც ხარ, რაც ხარ, თუ ეხლა შენ მე თვალებს ამიხელ, ყველანაირად ვიქნები შენი რელიგიის მხარდამჭერი და ხელისშემწყობიო. მართლაც, მას თვალები აეხილა.
  • 9.  წმ. ნინოს ღვაწლით შენდება სამთავროს მონასტერი, შემდეგ სვეტიცხოველი,      რომელიც თავიდან ხის იყო, შემდგომ რამდენჯერმე გადაკეთდა, დღევანდელი სვეტიცხოვლის სახე, შეიძლება მე-20 საუკუნეს დავუკავშიროთ. თუმცა გუმბათი მე-15-16 საუკუნის შემდეგ არის აღდგენილი. ძალიან ორიგინალურად არის არქიტექტურულად მიერთებული, ძველ სხეულს. საერთოდ, კი მე-11 საუკუნეში მოხდა ამ ტაძრის აშენება, მელქისედეკ პირველ კათოლიკოსის დროს. სვეტიცხოველი კი იმიტომ ეწოდა, რომ ამ ადგილას ის ხე იზრდებოდა, რომელიც წმ. სიდონიას საფლავზე ამოვიდა, მას მაკურნებელი თვისებები გააჩნდა. ტაძრის მშენებლობა, როდესაც დაიწყეს ეს ხეც მოჭრეს და ტაძრის ასაშენებელ რიგით სვეტად მოამზადეს. თუმცა მშენებლებმა ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან. წმ. ნინოს ლოცვით ამ სვეტის დაძვრა სასწაულებრივად მოხდა. უამრავმა ადამიანმა იხილა სასწაული. ზეცაში ჯვარი გამოისახა და ეს სვეტი ანგელოზების მიერ ამაღლდა და ძველ ადგილას დააბრუნეს. სვეტის ამაღლების პერიოდში მხოლოდ წმ. ნინო ხედავს თითქოს მტკვარი და არაგვი ადიდდა და ყველაფერი წალეკა. მიუხედავად ამისა, წმიდანი ლოცვას მაინც არ წყვეტს. ეს იყო კეთილი ჩვენება, რომ ამიერიდან განიბანა ხალხი იმ სარწმუნოებით, რაც თავის დროზე მოციქულებმა მოიტანეს და შემდგომ წმ. ნინომ განაახლა. მდინარეებმა განბანეს ის ბიწიერება, რაც თავის დროზე კერპთაყვანისმცემლობამ დანერგა. ეს ხილვა მხოლოდ წმ. ნინოსთვის იყო და არა – ყველასთვის. ამის შემდგომ ხდება კონსტანტინეპოლიდან სასულიერო პირების მოწვევა, ჩამოდიან მღვდლები და იწყება საერთო ნათლობა. საქართველოში რამდენი ტაძარია წმ. ნინოს სახელობის? ძალიან ბევრი ასეთი ტაძარია. თითქმის წელიწადი არ გადის, რომ ერთი-ორი ახალი ტაძრის გახსნის ამბავი არ გავიგო, რომელიც წმ. ნინოს სახელობის არის. ჩვენი ტაძარი წმ. ნინოს სახელობისაა და ბუნებრია, ყოველ დღესასწაულს საზეიმო განწყობით ვხვდებით. ჩვენი ტაძარი 1895 წელს გაიხსნა.