ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

5,365 views

Published on

ბრინჯაოს ხანა. ინფორმაცია. ფოტომასალა.

Published in: Education
0 Comments
5 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

No Downloads
Views
Total views
5,365
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
9
Actions
Shares
0
Downloads
39
Comments
0
Likes
5
Embeds 0
No embeds

No notes for slide

ბრინჯაოს ხანა საქართველოში..

  1. 1. ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს  მიწათმოქმედება  მესაქონლეობა  მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია  თხის ყალიბები  ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ- ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.
  2. 2.  ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე, მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები. წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.
  3. 3. შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი დარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები, ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესად იყო მიღებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება. ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთები:  ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები,  კერამიკული ნაწარმი,  ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები,  სასმისები.
  4. 4.  ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველ ნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლურ–ქართული და დასავლურ– ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურები. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს ცულები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.
  5. 5.  მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნული თემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენ და თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარების მაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.

×