SlideShare a Scribd company logo
1 of 3
Download to read offline
გაკვეთილი N18


  საშინაო დავალების შემოწმება:

  1. H2 + Br2  2HBr
     H2 + I2  2HI

                          t0
     2NaBr + H2SO4 (კონც)  Na2SO4 + 2HBr


                        t0
     2KI + H2SO4 (კონც)  K2SO4 + 2HI

  2. დარიშხანის დაწვით მიიღება მისი ოქსიდი, ხოლო დარიშხან (V) ოქსიდის
     წყალში გახსნისას მიიღება დარიშხანმჟავა.

     4As + 5O2 As2O5
     3H2O + As2O5  2H3AsO4

      მჟავები (გაგრძელება)
  მჟავების თვისებები
  მჟავები რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა
ჰიდროქსიდებთან და მარილებთან.

  1. მეტალი + მჟავა  მარილი + H2

     არსებობს მეტალთა აქტივობის მწკრივი:
            Li K Ba Ca Na Mg Al Zn Mn Fe Co Ni Sn (H2) Cu Hg Ag Au
     მეტალები, რომლებიც ამ რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ
     რეაგირებენ მჟავებთან მარილის და წყალბადის გამოყოფით.
     მაგ: Zn + H2SO4  ZnSO4 + H2
            3Mg + 2H3PO4  Mg3(PO4)2 + 3H2
            2Al + 6HCl  2AlCl3 + 3H2
     წყალბადის მარჯვნივ მოთავსებული მეტალები კი ამ რეაქციაში არ შედიან,
     ე.ი. Cu Hg Ag Au მჟავათა ხსნარებთან არ რეაგირებენ.
       გავიხსენოთ მჟავის განმარტება. ამ რეაქციების განხილვის შემდეგ
     გასაგებია რას ნიშნავს “მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე
     წყალბადატომი”.
       აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Au),
     მაგრამ ეს რეაქციები განსხვავებული გზით მიმდინარეობენ. ჯერჯერობით
     აზოტმჟავას და მეტალების ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობის
     შედგენისგან თავი შევიკავოთ.
       ასევე განსხვავებულად რეაგირებს მეტალებთან კონცენტრირებული
     გოგირდმჟავაც და ამ რეაქციებს შემდგომში გავეცნობით.
2. ფუძე და ამფოტერული ოქსიდები შედიან რეაქციაში მჟავებთან მარილისა და
   წყლის წარმოქმნით.

  ოქსიდი + მჟავა  მარილი + H2O
  მაგ: CuO + 2HCl  CuCl2 + H2O
       HgO + 2HNO3  Hg(NO3)2 + H2O
       Al2O3 + 6HCl  2AlCl3 + 3H2O

3. მეტალთა ჰიდროქსიდები (როგორც ტუტეები ისე უხსნადი ფუძეები)
   რეაგირებენ მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. (ტუტეებისა და
   მჟავების ურთიერთქმედების რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ქვია.)

  მეტალის ჰიდროქსიდი + მჟავა  მარილი + H2O
  მაგ: NaOH + HCl  NaCl + H2O
       Fe(OH)3 + 3HNO3  Fe(NO3)3 + 3H2O
       LiOH + HClO3  LiClO3 + H2O

  ამ რეაქციების კოეფიციენტების გათანაბრებისას პირველ რიგში ყურადღება
  მივაქციოთ მიღებული მარილის ფორმულაში ინდექსებს, რომელიც მეტალის
  ატომებს და მჟავას ნაშთის რაოდენობას გვიჩვენებს.

  მაგ:   Ca(OH)2 + H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O

  მარილის შემადგენლობაში მყოფი მეტალის ინდექსი – 3 დავუწეროთ
  კოეფიციენტად ფუძის ფორმულას. მჟავას ნაშთის ინდექსი – 2 კი
  დავუწეროთ მჟავას ფორმულას:
       3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O

   დავითვალოთ მარცხენა მხარეში წყალბადის ატომების რაოდენობა: 3Ca(OH)2
   – 6 ატომი წყალბადი, 2H3PO4 - 6 ატომი წყალბადი, სულ – 12 ატომი
   წყალბადი. ამის მიხედვით გავასწორებთ წყლის მოლეკულათა რაოდენობას
   მარჯვენა მხარეს – 6H2O.
         3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + 6H2O
4. მარილის და მჟავას ურთიერთქმედებისას მიიღება ახალი მჟავა და ახალი
   მარილი. ეს რეაქცია მაშინ მიმდინარეობს როდესაც რეაქციის შედეგად
   გამოიყოფა აირი ან მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი.
   CaCO3 + 2HCl  CaCl2 + H2CO3


                        H2O + CO2

  MgSO3 + H2SO4  MgSO4 + H2SO3


                           H2O + SO2

  (კარბონატები და სულფიტები მჟავებთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ
  არამდგრად მჟავებს - H2CO3 (ნახშირმჟავა) და H2SO3 (გოგირდოვანი მჟავა). ეს
მჟავები გამოყოფისთანავე       იშლებიან     წყლისა   და      შესაბამისი   აირის
     გამოყოფით)

     FeS + 2HCl  FeCl2 + H2S



     AgNO3 + HCl  AgCl + HNO3
                   მჟავასა და
                  წყალში უხსნადი
                    მარილი

(თუ რომელი მარილია უხსნადი იხ. ცხრილი N 3, მჟავაში უხსნადობის შესახებ კი
მოგვიანებით ვისაუბრებთ)


  საშინაო დავალება:

  1. დაწერეთ შემდეგი რეაქციების განტოლებები:




      HCl              Na; Mg; Al; Fe2O3; FeO; CaO; CuO; Al2O3


      H2SO4       +    KOH; Cr(OH)2; Cr(OH)3;


      H3PO4            Na2S; Na2SO3; K2CO3




     იგივე გავიმეოროთ აზოტმჟავისათვის (მეტალებთან ურთიერთქმედების
     რეაქციები საჭირო არ არის)

More Related Content

Viewers also liked

G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
barambo
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
barambo
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
barambo
 
G 054 ახალი
G 054 ახალიG 054 ახალი
G 054 ახალი
barambo
 

Viewers also liked (12)

Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
 
G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01G025 110928021137-phpapp01
G025 110928021137-phpapp01
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
G 054 ახალი
G 054 ახალიG 054 ახალი
G 054 ახალი
 
G 053
G 053G 053
G 053
 
Approche paysagiste
Approche paysagisteApproche paysagiste
Approche paysagiste
 

More from barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
barambo
 

More from barambo (20)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

G018 110926073248-phpapp02

  • 1. გაკვეთილი N18 საშინაო დავალების შემოწმება: 1. H2 + Br2  2HBr H2 + I2  2HI t0 2NaBr + H2SO4 (კონც)  Na2SO4 + 2HBr t0 2KI + H2SO4 (კონც)  K2SO4 + 2HI 2. დარიშხანის დაწვით მიიღება მისი ოქსიდი, ხოლო დარიშხან (V) ოქსიდის წყალში გახსნისას მიიღება დარიშხანმჟავა. 4As + 5O2 As2O5 3H2O + As2O5  2H3AsO4 მჟავები (გაგრძელება) მჟავების თვისებები მჟავები რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. 1. მეტალი + მჟავა  მარილი + H2 არსებობს მეტალთა აქტივობის მწკრივი: Li K Ba Ca Na Mg Al Zn Mn Fe Co Ni Sn (H2) Cu Hg Ag Au მეტალები, რომლებიც ამ რიგში მოთავსებულია წყალბადის მარცხნივ რეაგირებენ მჟავებთან მარილის და წყალბადის გამოყოფით. მაგ: Zn + H2SO4  ZnSO4 + H2 3Mg + 2H3PO4  Mg3(PO4)2 + 3H2 2Al + 6HCl  2AlCl3 + 3H2 წყალბადის მარჯვნივ მოთავსებული მეტალები კი ამ რეაქციაში არ შედიან, ე.ი. Cu Hg Ag Au მჟავათა ხსნარებთან არ რეაგირებენ. გავიხსენოთ მჟავის განმარტება. ამ რეაქციების განხილვის შემდეგ გასაგებია რას ნიშნავს “მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადატომი”. აზოტმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Au), მაგრამ ეს რეაქციები განსხვავებული გზით მიმდინარეობენ. ჯერჯერობით აზოტმჟავას და მეტალების ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობის შედგენისგან თავი შევიკავოთ. ასევე განსხვავებულად რეაგირებს მეტალებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავაც და ამ რეაქციებს შემდგომში გავეცნობით.
  • 2. 2. ფუძე და ამფოტერული ოქსიდები შედიან რეაქციაში მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. ოქსიდი + მჟავა  მარილი + H2O მაგ: CuO + 2HCl  CuCl2 + H2O HgO + 2HNO3  Hg(NO3)2 + H2O Al2O3 + 6HCl  2AlCl3 + 3H2O 3. მეტალთა ჰიდროქსიდები (როგორც ტუტეები ისე უხსნადი ფუძეები) რეაგირებენ მჟავებთან მარილისა და წყლის წარმოქმნით. (ტუტეებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ქვია.) მეტალის ჰიდროქსიდი + მჟავა  მარილი + H2O მაგ: NaOH + HCl  NaCl + H2O Fe(OH)3 + 3HNO3  Fe(NO3)3 + 3H2O LiOH + HClO3  LiClO3 + H2O ამ რეაქციების კოეფიციენტების გათანაბრებისას პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ მიღებული მარილის ფორმულაში ინდექსებს, რომელიც მეტალის ატომებს და მჟავას ნაშთის რაოდენობას გვიჩვენებს. მაგ: Ca(OH)2 + H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O მარილის შემადგენლობაში მყოფი მეტალის ინდექსი – 3 დავუწეროთ კოეფიციენტად ფუძის ფორმულას. მჟავას ნაშთის ინდექსი – 2 კი დავუწეროთ მჟავას ფორმულას: 3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + H2O დავითვალოთ მარცხენა მხარეში წყალბადის ატომების რაოდენობა: 3Ca(OH)2 – 6 ატომი წყალბადი, 2H3PO4 - 6 ატომი წყალბადი, სულ – 12 ატომი წყალბადი. ამის მიხედვით გავასწორებთ წყლის მოლეკულათა რაოდენობას მარჯვენა მხარეს – 6H2O. 3Ca(OH)2 + 2H3PO4  Ca3(PO4)2 + 6H2O 4. მარილის და მჟავას ურთიერთქმედებისას მიიღება ახალი მჟავა და ახალი მარილი. ეს რეაქცია მაშინ მიმდინარეობს როდესაც რეაქციის შედეგად გამოიყოფა აირი ან მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი. CaCO3 + 2HCl  CaCl2 + H2CO3 H2O + CO2 MgSO3 + H2SO4  MgSO4 + H2SO3 H2O + SO2 (კარბონატები და სულფიტები მჟავებთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ არამდგრად მჟავებს - H2CO3 (ნახშირმჟავა) და H2SO3 (გოგირდოვანი მჟავა). ეს
  • 3. მჟავები გამოყოფისთანავე იშლებიან წყლისა და შესაბამისი აირის გამოყოფით) FeS + 2HCl  FeCl2 + H2S AgNO3 + HCl  AgCl + HNO3 მჟავასა და წყალში უხსნადი მარილი (თუ რომელი მარილია უხსნადი იხ. ცხრილი N 3, მჟავაში უხსნადობის შესახებ კი მოგვიანებით ვისაუბრებთ) საშინაო დავალება: 1. დაწერეთ შემდეგი რეაქციების განტოლებები: HCl Na; Mg; Al; Fe2O3; FeO; CaO; CuO; Al2O3 H2SO4 + KOH; Cr(OH)2; Cr(OH)3; H3PO4 Na2S; Na2SO3; K2CO3 იგივე გავიმეოროთ აზოტმჟავისათვის (მეტალებთან ურთიერთქმედების რეაქციები საჭირო არ არის)